შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია... (I თავი)


8-08-2017, 22:09
ავტორი nina.d.
ნანახია 4 531

როგორ მიყვარს გაზაფხული, მაგრამ დილით ადგომა მაინც მესიკვდილება და რა ვქნა. სამსახური ვის არ გააღვიძებს, ახლაც ზარმა 8-ზე დარეკა, ბუზღუნით გავთიშე და საწოლიდან წამოვდექი. ნიას ოთახში შევიხედე, ჯერ კიდევ ეძინა ჩემ პატარა გოგოს. ამიტომ, ჯერ სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე, ტანსაცმელი ჩავიცვი, სამზარეულოში გავედი ყავა გავიკეთე და მის ოთახში დავბრუნდი. ნია ჩემი უმცროსი დაა, ერთი ციცქნაა ჯერ 2 წლის.
მე ქეთა ბიბილური ვარ 22 წლის. დედა და მამა 20-ის, რომ ვიყავი მაშინ დაშორდნენ, მამა სხვა ქალთან გაიქცა. დედამ კი ორსულობის შესახებ დაშორების შემდეგ გაიგო. 9 თვის მანძილზე ყოველ ღამეს ვათენებდი, რომ დედას რამე არ მოსვლოდა, 40 წლის ასაკში ეს არც თუ ისე მარტივია. ნიას დაბადების შემდეგ, დედა ძალიან დასუსტდა, საავადმყოფოდან არც გამოუწერიათ ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. იმ დღიდან იქცა ნია ჩემ ცხოვრებად, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ და მისთვის ვარსებობ. მამა ჩემთვის მაშინ გაქრა როდესაც არც კი იკადრა დედას დაკრძალვაზე მოსვლა. იქ, იმ მომენტში გადავუსვი იმ კაცს ხაზი, რომელიც 20 წლის მანძილზე მყავდა გვერდით. ხო არც ისეთი მარტივი ცხოვრება მაქვს როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სანამ მე სამსახურში ვარ ნიას ბებოს ვუტოვებ და ის უვლის. ჩემი პატარა გოგო საწოლიდან ფრთხილად ამოვიყვანე და თავისი ხალათი მოვახვიე. სხვა გზა არ იყო მძინარე უნდა ჩამეყვანა ბებოსთან. სახლიდან, რომ გავდიოდი ზურა შემხვდა, ჩემი მეგობარია, პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. მეგობარი კი არა ჩემი ძმაა. ოთხნი ვართ: მე, ზურა, ნუცა და თვით ბატონი ნიკა. ერთად გავიზარდეთ და ასე სულ ერთად ვართ.
-როგორ ხარ?_მკითხა ღიმილით და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად. შენ?
-მეც კარგად. მომიყვანე ეს პატარა ქალბატონი, მე ჩავიყვან.
-მოიცა მაშინ მის ჩანთას ავიღებ და ერთად ჩავიდეთ.
-კარგი მიდი._ნია გამომართვა და გულზე მიიხუტა. ჩანთა ავიღე და ზურასთან ერთად პირველ სართულზე ჩავედი, კარზე ზარი დავრეკე და რამდენიმე წამში ლამარა ბებოც გამოჩნდა. ზურამ ნია საწოლში ჩააწვინა, შუბლზე ვაკოცე და ისევ ჩემთან ავედი. ტუჩსაცხი წავისვი, ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა და სახლიდან გავედი. კორპუსიდან, რომ გავედი დავინახე, ზურა, ნიკა და ნუცა მანქანასთან იდგნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. სამივეს ჩავეხუტე და მანქანის გასაღები მოვიმარჯვე.
-დღეს წავიდეთ კლუბში?_თქვა ნუცამ და თვალი მოგვავლო.
-წავედი მე._ხელი დავუქნიე და მანქანასთან მივედი.
-კარგი რა 2 წელია რაც კლუბში არ ყოფილხარ._მითხრა გაბრაზებულმა ნიკამ.
-დამიჯერე ხალისი და კლუბის ნერვები, რომ მქონდეს წამოვიდოდი._ნაწყენმა ვუთხარი
-კარგი ნუ ბრაზდები._მითხრა ნუცამ და ჩემთან მოვიდა.
-მოდიხარ?_ამ თემაზე საუბრით დაღლილმა ვუთხარი და მანქანის კარი გავაღე.
-კი მოვდივარ._მანქანაში ჩავსხედით, ნუცა მივიყვანე და სამსახურში წავედი. შენობის ბოლო სართულზე ავედი და ჩემს კაბინეტს მივაშურე, ქალბატონი ეთერი ჯერ არ იყო მოსული, მე მისი მდივანი ვარ. არ არის ცუდი უფროსი, ყველანაირად მეხმარებოდა ამ დროის მანძილზე როგორც შეეძლო. ეს ახალი გამოგონება კაბინეტებს შორის მინა ახალი მოდაა, ჩვენც მოდას მივყვებით. საბუთები გავამზადე, შეხვედრებიც ჩამოვწერე. ქალბატონი ეთერი მოვიდა და მის კაბინეტში შევედი, ღიმილით შემომეგება და თავის სავარძელში ჩაჯდა.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა ქეთა. აბა დღეს რა საქმეები გვაქვს?_ბლოკნოტი გადავშალე და პროგრამა ვუთხარი, ძალიან გადატვირთულიც არ იყო გრაფიკი, რომ დავამთავრე კალამი დადო და შემომხედა.
-ქეთა, ხვალისთვის სასტუმროს ნომრები დაჯავშნე.
-რამდენი და სად?
-ლოპოტაზე, 5 ოთახი.
-მეც უნდა წამოვიდე?
-კი აუცილებლად.
-თქვენ, ბატონი ლექსო, მისი მდივანი და მეხუთე ვინ არის?
-ჩემი შვილი, ახლა ჩამოვიდა ამერიკიდან და მას ვაბარებ აქაურობას, ის იქნება შენი ახალი უფროსი.
-მიდიხართ?
-კი, ახლა ის მიხედავს ყველაფერს. ხვალ გაგაცნობ.
-კარგით, 2 დღით დავჯავშნო?
-კი ორშაბათს წამოვალთ.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-გისმენ.
-შეიძლება ნია წამოვიყვანო?
-ვაიმე, კი წამოიყვანე პატარა პრინცესა აუცილებლად._ამიტომ მიყვარს ეს ქალი.
-მადლობა, ინებებთ კიდევ რამეს?_ღიმილით ვუთხარი.
-კი ყავა შემომიტანე._თავი დავუკარი და ოთახიდან გამოვედი. ყავა დავუსხი, კაბინეტში შევუტანე და ჩემ ოთახში დავბრუნდი. საღამოს 6-მდე ყველა საქმე მოვამთავრე, ქალბატონი ეთერიც წასულო იყო უკვე.
ლიფტთან გავჩერდი, რამდენიმე წამში გვერდით ლექსო ამესვეტა, ასაკით დიდი არ გეგონოთ სულ რაღაც 25 წლისაა და კომპანიის ნახევარი მას ეკუთვნის. მისი მზერა ყველა გოგოს დაატყვევებს მაგრამ ჩემზე ნამდვილად არ მოქმედებს.
-გამარჯობა.
-გამარჯობა ბატონო ლექსო.
-ქეთა ხომ გითხარი უკვე, რომ როდესაც მარტო ვართ ეს ოფიციალურობა არ გვინდა, დავიღალე ამ ბატონო ბატონოთი, 100 წლის ბებერი მგონია ჩემი თავი._მობეზრებულად ამიხსნა ახლიდან ყველაფერი, მე კი მის ამ საუბარზე გამეცინა. გაკვირვებულმა შემომხედა და თვალებით მკითხა რაზე ვიცინოდი.
-100 წლის ბებერს ნამდვილად არ გავხარ._ავათვალიერე მისი ტანი რამდენჯერმე და მზერა თვალებზე შევაჩერე.
-ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს._რაღაც სხვანაირად მითხრა, აი ისე, რომ მესიამოვნა.
-მადლობა._გავუღიმე და ლიფტში შევედი, ისიც შემოვიდა და გვერდით მომიდგა.
-ხვალ მოდიხარ?
-კი მოვდივარ.
-კარგია, ნია მოგყავს?_ჩემ პატარა დაიკოზე ყველამ იცის, რამდენჯერმე მივიყვანე და ყველა გააგიჟა თავისი საყვარელი ტლიკინით.
-კი.
-გიტარას წამოიღებ?_კითხვით გაკვირვებულმა შევხედე.
-რატომ?
-შენი სიმღერის მოსმენა მომენატრა._დღეს რაღაც კომპლიმენტების ფრქვევის ხასიათზეა.
-არა მგონია.
-კარგი რა გთხოოვ._მისი საწყალი თვალებიც კი არ მოქმედებს, რომლებიც თავს მაცოდებენ.
-არაფერი არ გამოგივა მაგ თვალებითაც კი.
-მოკლედ ვერ ვმოქმედებ შენზე ვერანაირად.
-რას ვიზამთ._ღიმილით ვუთხარი და ლიფტიდან გავედი. უკან ამედევნა და მანქანასთან მისული გამაჩერა.
-გეჩქარება?
-კი, ცოტა. რა იყო?
-ყავაზე მინდოდა დამეპატიჟე.
-ჩემთან დავლიოთ თუ გინდა._რა აზრები მაწუხებს.
-კარგი აზრია, პატარა ქალბატონსაც ვნახავ ბარემ._ღიმილით მითხრა და მანქანისკენ წავიდა, კარი გააღო და საჭესთან მოთავსდა. სანამ სახლში მივიდოდი პროდუქტები ვიყიდე, მანქანა კორპუსთან გავაჩერე და გადავედი. პროდუქტები ამოვიღე და შენობაში შევედი, პარკები სახლში დავტოვე და ნიას წამოსაყვანად ჩავედი ბებოსთან. გიჟივით დარბოდა ოთახებში და ყველაფერს ურევდა, უკან ავედევნე და უცებ ხელში ავიტაცე, ჩავეხუტე და ლოყები დავუკოცნე პატარა ქაჯს. მისი ნივთები ავიღე, ბებოს დავემშვიდობეთ და სახლში ავედით. ნიას მულტფილმები ჩავურთე, დივანზე დავსვი და სამზარეულოში გავედი, ვახშამს ვამზადებდი ლექსო, რომ მოვიდა.
-ეს შოკოლადები თქვენ და ეს სათამაშო პატარა პრინცესას._დიდ დათუნიაზე მიმითითა.
-რა საჭირო იყო?
-ეხლა ჩუ._სიცილით მითხრა.
-ხო კარგი. შავი შოკოლადიცაა?_ღიმილით ვუთხარი და შოკოლადებით სავსე პარკი გამოვართვი.
-კი. გიყვარს?
- ძალიან.
-ხომ ვამბობდი ადამიანს როგორი ხასიათიც აქვს ისეთი შოკოლადი უყვარს-მეთქი.
-შეიძლება, შენ როგორი გიყვარს?
-რძიანი და თხილით. შავი შოკოლადი, ზომიერად ტკბილია, შენც ასეთი ხარ უშუალო, ყველაფერი თანაბარია შენში.
-შენ კი ზედმეტად ტკბილი ხარ მაგრამ კარგი ხარ._ღიმილით ვუთხარი, სამზარეულოში დავტოვე შოკოლადები და მისაღებში გავედით. ლექსო ნიას მიუჯდა გვერდით და სათამაშო წინ დაუდო, მისი გაბრწყინებული სახე უნდა გენახათ იმ მომენტში, უყვარს ფუმფულა სათამაშოები და რა ქნას. ყავა გავაკეთე და მისაღებში დავბრუნდი. ვსაუბრობდით, ნიას ვეთამაშებოდით და თან მულტფილმს ვუყურებდით. ამ თამაშ თამაშში ნიას დაეძინა, თავის საწოლში ჩავაწვინე და ლექსოსთან დავბრუნდი.
-ძალიან გაუმართლა ნიას შენნაირი და, რომ ჰყავს.
-მადლობა.
-შენს ახალ უფროსს იცნობ?
-არა, ხვალ უნდა გამაცნოს ქალბატონმა ეთერმა.
-მაშინ მე გეტყვი ცოტა რაღაცეებს, ჩემი ძმაკაცია. უხეში და უჟმურია როცა რამე არ მოსწონს ან საქმეს ვინმე ცუდად აკეთებს. ადვილად ბრაზდება ესეც იცოდე.
-დამიჯერე ჩემი მშვიდი სახის დანახვისას უარესად გაგიჟდება, როცა გაბრაზდება.
-ვაიმე მსოფლიო ომი დაიწყება მგონი მაგ დროს._სიცილით მითხრა.
-ჰიტლერი არ გაცოცხლდეს შენი ჭირიმე რა._მეც სიცილით ვუთხარი და დივნის საზურგეს მივეყრდენი.
-26 წლისაა შენი უფროსი, ბატონი გაბრიელ დანელია. მართალია, ძმაკაცია და არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ ბაბნიკია და რა ვუყო.
-უკვე ვერ ვიტან. ნეტა ის მინა ამოაშენებინოს._შეწუხებულმა ვთქვი და შუბლი მოვისრისე.
-მოგიწევს ჟალუზები ჩამოაფარო._სიცილით მითხრა.
-მაგ დროს შენ შემოგეკედლები რა პრობლემაა._გავუცინე და თვალი გავუსწორე.
-რა პრობლემაა თუ გინდა სულ ჩემთან იყავი._გამიღიმა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა. ასეთი ტკბილი და თბილი ვინ შობა ეს ნეტა, ჩემთვის გავიფიქრე და გავიღიმე.
-გავითვალისწინებ ბატონო ლექსო._სიცილით ვუთხარი და ენა გამოვუყავი. თვალები მოჭუტა და ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.
-ქალბატონო ქეთა, ჩემ ნერვებზე დაკვრას ჯობია გიტარაზე დაუკრათ.
-მაგასაც მოესწრები არაუშავს._გავეკრიჭე, მასაც გაეცინა და ისევ ლოყაზე ჩამომისვა ხელი ნაზად.
-ქეთა...
-ხო.
-თუ რამე დაგჭირდა, ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს.
-კიი ვიცი და მადლობა._რაღაც უნდა ეთქვა კარზე ზარმა, რომ დარეკა. სწრაფად გავაღე, რომ ნიას არ გაღვიძებოდა. კართან ზურა და ნიკა იდგნენ, სახლში შემოვიდნენ და მისაღებისკენ აიღეს გეზი, მეც უკან მივყევი. ლექსოს დანახვაზე გაკვირვებულებმა შემომხედეს.
-ნიკა, ზურა ეს ლექსოა ჩემი მეგობარი და უფროსი._ღიმილით გავაცანი ერთმანეთი.
-ჩვენ ქეთას მეგობრები ვართ._მიესალმა ზურა და ხელი ჩამოართვა, ლექსომაც ღიმილით შეაგება თავისი ხელი, შემდეგ ნიკამ.
-ბიჭებო რამეს დალევთ?
-შენ, რომ იცი ისეთი ყავა გაგვიკეთე რა._ღიმილით მითხრა ნიკამ და გამიღიმა.
-ლექსო შენ გინდა რამე?
-არა არაფერი მინდა, მადლობა.
სამზარეულოში გავედი, ბიჭებს ყავა გავუკეთე და უკან დავბრუნდი. ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე და ლექსოს მივუჯექი გვერდით. ვისაუბრეთ, ვიცინეთ. ცოტახანში ლექსო დაგვემშვიდობა, გავაცილე და მისაღებში დავბრუნდი. ბიჭები გაკვირვებულები მიყურებდნენ, შუაში ჩავუსკუპდი და ორივეს ხელი მოვხვიე. ეჭვიანი თვალებით გადმომხედეს და მკითხეს რა ხდებაო, მათ რეაქციაზე გამეცინა და ახსნა დავიწყე.
-უბრალოდ მეგობარია, მეტი არაფერი.
-კი ნამდვილად მეგობრულად გიყურებდა.
-რა დაინახეთ ისეთი რაც მე ვერ შევნიშნე?_გაბუტულმა ვკითხე და ორივეს გავუშვი ხელი.
-ჯერ-ჯერობით არაფერი.
-დამპლებო.
-გოგონი ხვალ ლოპოტაზე მივდივართ.
-რა დამთხვევაა, მეც._სიცილით ვუთხარი.
-მოიცა რაო?_თვალებგაფართოებულმა მკითხა ნიკამ.
-მე და ნია იქ ვიქნებით, სამსახურიდან მივდივარ.
-როგორც იქნა გვეღირსა შენი სახლიდან გასვლა._თქვა ნიკამ და ხელი მომხვია.
-მაშინ ხვალ დილით ერთად წავიდეთ.
-კარგი ხო._(ნიკა) ამისთვის დილით ადრე ადგომა სიკვდილის ტოლფასია.
ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ ბიჭები წავიდნენ. წყალი გადავივლე, ნიას დავხედე და საწოლში შევწექი.
დილით ზარმა გამაღვიძა როგორც ყოველთვის, გავთიშე და ფეხზე წამოვდექი. ჩემოდანში ჩემთვის და ნიასთვის ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი ჩავდე. თავი მოვიწესრიგე და პატარა პრინცესასთან შევედი, სახეზე ვეფერებოდი, თვალები გაახილა და გაიზმორა. წამოდგა და კისერზე ჩამომეკიდა.
-ჩემო პატარა._თმაზე მოვეფერე და ჩავეხუტე.
-დაიკო._თავისებურად მითხრა და ხელები მომიჭირა, ვითომ უნდა გავეჭყლიტე.
-კაი ნია ნუ გამჭყლიტე._სიცილით ვუთხარი და მეც მოვუჭირე ხელები. საწოლიდან ამოვიყვანე და კალთაში ჩავისვი.
-ეხლა იცი მე სად უნდა წაგიყვანო?
-შად?
-სად და ტბაზე, იქ ბევრი წყალია._ხელებით ვაჩვენე რამდენიც და სახე დავუკოცნე. ხელები ჰაერში ასწია და კალთაზე დაიწყო ხტუნვა. ხელ-პირი დავბანე, გამოვპრანჭე ჩემი გოგო და თმები შევუკარი. სამზარეულოს მაგიდასთან დავსვი და ფაფა გავუკეთე, ფორთოხლის წვენი თავის პატარა ჭიქაში დავუსხი და გვერდით მივუჯექი ყავის ფინჯანთან ერთად. ცოტახანში კარზე ზარმა დარეკა, გავაღე და ჩემს მეგობრებს შევეგებე.
-აბა ჩემმა ნათლულმა გაიღვიძა?_მხიარულად შემოაბიჯა ზურამ და სამზარეულოში შევიდა ნიასთან. ხო ეგ არ მითქვამს ზურა, რომ ნიას ნათლიაა. ყავა დალიეს და ქვემოთ ჩავედით, ბებო გავაფრთხილე, რომ ორშაბათს დავბრუნდებოდით. მე და ზურა ერთად წავედით, ჩემი მანქანით. ნუცა და ნიკა მარტოები დავტოვეთ და ნიკას მანქანით წამოვიდნენ. მალევე ჩავედით, მანქანა სადგომზე გავაჩერე და გადავედი, ნია გადმოვიყვანე, ზურამ ჩემოდნები ამოალაგა. რა ლამაზი ბუნებაა ნეტა იცოდეთ, ახლად გამწვანებულ ხეებს ხასხასა ფერი, რომ დაკრავს, მზის სხივები კი ნაზად ეფერებიან. ბავშვები საქანელაზე ქანაობდნენ, არა მხოლოდ ბავშვები. სანამ გარემოს ვათვალიერებდით ნუცა და ნიკაც მოვიდნენ, არა და მეგონა გზაში ატომურ აფეთქებას მოაწყობდნენ და წაგვლეკავდნენ ყველას. ამათი ჩხუბი რაღაც სასწაულია, ახლაც გაბუტულები მოაბიჯებენ ჩვენკენ, უჩხუბიათ უკვე და როგორც ყოველთვის ნუცა ელოდება ნიკა როდის მოუხდის ბოდიშს, დამნაშავე, რომ არ იყოს მაინც. მათი დანახვისას ზურას მხარი მივკარი და ვანიშნე მოვიდნენ-მეთქი. ღიმილიანი სახით გაიხედა რადგან იცოდა საღამოს თუ არა 1 საათში მაინც შერიგდებოდნენ. ბუზღუნით მოგვესალმნენ და გვერდით დაგვიდგნენ. სასტუმროში შევედით, ჩვენი ოთახის ბარათები ავიღეთ და ნომრებში ავედით. ზურა სიცილით მომყვებოდა უკან და ჩემი ჩემოდანი მოჰქონდა, ისინი ისევ მარტოები დავტოვეთ. ნუცას შემოვაკვდები ფაქტია, გავიფიქრე და ნომრის კარი გავაღე. ნია ძირს დავსვი, აივნის კარი გამოვაღე და გარეთ გავედი, როგორ მიყვარს ბუნება ასეთი ლამაზი და გაზაფხულზე მითუმეტეს. რა კარგი იქნებოდა დედაც, რომ აქ იყვეს. ახლაც მახსოვს მისი ბედნიერი თვალები ნია, რომ პირველად დაინახა და ხელში აიყვანა. მხოლოდ ორჯერ ნახა პატარა ნია და დაგვტოვა, სამუდამოდ წავიდა. ფიქრებში გართულმა მხარზე ხელის მოხვევა ვიგრძენი, ბუნებას თვალი მოვაშორე და გვერდით მდგომ ზურას შევხედე, რომელსაც ნია ეჭირა ხელში. წელზე მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე, შუბლზე მაკოცა და უფრო ძლიერად მომხვია ხელი. ყოველთვის ხვდება რა მჭირს, ახლაც იგრძნო, რომ დედა ტკივილამდე მენატრებოდა. ნია გამოვართვი და ლოყაზე ვაკოცე, თავისი ჩემოდანი აიღო და ოთახიდან გავიდა.
პატარა ქალი საწოლზე დავაწვინე და გვერდით მივუწექი, მომიცუცქდა და ჩამეხუტა, მეც ჩავეხუტე ქაჯანას და თვალები დავხუჭე. ჩამთვლიმა თუ არა შეტყობინების ხმა მომესმა, თვალები ზანტად გავახილე და ტუმბოზე დადებულ მობილურს გადავწვდი. ლექსოს შეტყობინება იყო.
-ქეთ სად ხარ? მე მოვედი უკვე.
-დიდი ვინმეც შენ მოხვედი, ჩემ ნომერში ვარ ნიასთან ერთად.
-დიახ თავად ზევსი გესტუმრა ქალბატონო.
-ეხლა თავს ნუ იქებ ზევსო.
-მიდი ჩამოდი გარეთ ვართ ყველანი.
-ნიას, რომ ძინავს რა ვქნა?
-მოიცა, რომელ ნომერში ხარ მითხარი და ამოვალ.
-195.
-ოჰ ჩემი ნომრის გვერდით.
-ბევრს ნუ ტლიკინებ._სიცილით მივწერე. ზურას ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
-ხო ქეთუშ.
-აუ ნიასთან ვერ დარჩები? დაეძინა და მე უფროსი უნდა ვნახო.
-დავრჩები, 1 წუთში მანდ ვარ.
-გელოდები ბაჭია.
-დაიცა შენ, მაგაზე მერე გიპასუხებ._ვითომ გაბრაზებული ხმით მითხრა და გათიშა. კარზე დააკაკუნეს, წამოვდექი და გავაღე. ჯობდა არ გამეღო კარებზე მიყუდებული ლექსო ძირს გაიშხლართა. ერთი ამოიგმინა, სიცილისგან კედელთან ჩავიკეცე, პირზე ხელი ავიფარე, რომ ნია არ გამეღვიძებინა. ახლა სახე ფერმკრთალი კი არა ლურჯი მქონდა დარწმუნებული ვარ. ამ სიცილ-ხარხარში ზურაც მოვიდა, გაკვირვებული გვიყურებდა და ვერ ხვდებოდა ეცინა თუ ეტირა.
-რა გეტაკათ?_ბოლოს მაინც ღიმილ შეპარული სახით გვკითხა. სული მოვითქვი და საუბარი დავიწყე.
-კარზე იყო მიყუდებული, რომ გავაღე პირდაპირ იატაკზე მოადინა ზღართანი დიდმა ზევსმა._სიცილით ვუთხარი. ზურასაც სიცილი აუტყდა და ჩემ გვერდით ჩაიკეცა. ლექსო წამოდგა და წელზე მოისვა ხელი, თან გაბრაზებული გვიყურებდა.
-კაი ხო ნუ ბრაზდები, იცი რამდენი ხანია ასე არ მიცინია?_ღიმილით ვუთხარი.
-არ გავბრაზებულვარ. _გადაიროხრხა და ფეხზე წამომაყენა. ზურაც წამოდგა და სიცილით დაკრა ლექსოს მხარზე ხელი, შემდეგ ნიას მიუწვა გვერდით. ცრემლიანი თვალები შევიმშრალე და ნომრიდან გავედით. ვერანდაზე გავედით, სადაც ისეთი სიტუაცია იყო, აი შინაური, რომ ჰქვია. პუფები, პატარა მაგიდები, საქანელა, ნათურები კედლებზე და ა.შ. პუფში ჩავჯექი, ლექსოც გვერდით მომიჯდა და მენიუ აიღო, მიმტანიც მალევე გაჩნდა ჩვენთან და ღიმილით მოგვესალმა.
-რა შევუკვეთოთ?_მკითხა ლექსომ და ღიმილით შემომხედა.
-მე ცივი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი.
-მე ესპრესო და შოკოლადის ნამცხვარი._მიმტანი წავიდა, ლექსოს მობილურზე დაურეკეს და ცოტახნით გავიდა. სანამ შეკვეთის მოტანას ველოდებოდი ჩემ წინ პუფში ვიღაც ბიჭი ჩაეხეთქა, მიკვირს როგორ გაუძლო პუფმა და არ გასკდა. რა ვირი ვიღაცაა_გავიფიქრე და ჯიბიდან მობილური ამოვიღე. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა და ხარბად ათვალიერებდა ჩემს სხეულს. შევხედე, ნეტავ სულ არ შემეხედა და არ დამენახა მისი შავი თვალები, სერიოზულად? მე და რომანტიკა ისე შორს ვართ, როგორც მზე და დედამიწა.
უბრალოდ შავი თვალები აქვს მეტი არაფერი. მზერა გამისწორა, თვალი ჩამიკრა და ირონიულად გაიღიმა. გოგოს დაკერვის ახალი ხერხია? გამომეხმაურა მეორე მე. როგორ ვერ ვიტან მექალთანე კაცებს, მამაჩემის შემდეგ! "ვაი შენს პატრონს" მზერით შევხედე და თვალი მოვარიდე.
-შენთვის არ უთქვამთ, რომ კარგი საკოცნელი ტუჩები გაქვს?_მოიცა ახლა, ამან ეს მე მითხრა? კარგი დამშვიდდი, კომპლიმენტი მითხრა თავის ჭკუაში? ისევ შევხედე, მიყურებდა ისევ მოურიდებლად და ახლა ტუჩებზე მაკვირდებოდა. არ შეიძლება ადგეს და წავიდეს? სხვის მაგიდასთან, რომ ზის ვერ ხვდება?
-კომპლიმენტებს როგორ პასუხობენ არ იცი?_ირონიულად მითხრა.
-ვიცი როგორც ვუპასუხო უაზრო კომპლიმენტებს და გიპასუხე უკვე._სერიოზული ხმით ვუთხარი. გაეღიმა და ისევ ტუჩებზე მომაშტერდა. კარგი, სიმპატიურია გავიგე, მსხვილი წარბები, სწორი ცხვირი, ოდნავ დიდი ტუჩები, შავი თვალები, წაბლისფერი თმა და დაბალზე დაყენებული წვერი. მაგრამ უტაქტო, რომ არის არავინ უთხრა? სიამოვნებით მოვშორდებოდი აქაურობას ლექსო, რომ არ იყოს მოსასვლელი. მიმტანმა შეკვეთა მოიტანა, გამიღიმა და წავიდა. ჭიქა ხელებში მოვიქციე, სიგრილის შეგრძნებამ სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა, ცოტა მოვსვი და ფინჯანი მოკეცილ მუხლებზე დავიდე. თვალები დავხუჭე და კედელს მივეყრდენი, ისევ ვგრძნობდი მზერას მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ოდნავადაც არ მაინტერესებდა.
-დავიჯერო არ მოგეწონე?_ისევ მომესმა მისი ხმა. მობეზრებულად შევხედე და შუბლი შევჭმუხნე.
-თავდაჯერებულიც ყოფილხარ, უტაქტობასთან ერთად._პირდაპირ ვუთხრი.
-კაი ახლა მართლა არ მოგეწონე?_ეჭვნარევი და ირონიული მზერით გადმომხედა.
-შენი თვითშეფასება უნდა დავაქვეითო, სხვა გზა არაა._ირონიულად გავუღიმე და ყავა მოვსვი.
-ვაიმე უკვე მცირდება მგონი._ვითომ შეშფოთებულმა თქვა და ირონიული მზერა მიიკრა სახეზე. არაფერი არ ვუპასუხე. აუ ლექსო, რომ მოხვალ უნდა ჩაგქოლო აქ მარტო, რომ დამტოვე. ხსენება და გამოჩენა ერთი იყო, ჩემ წინ ჩამოსკუპებულს ღიმილით შეეგება და ფეხზე წამომდგარს მოეხვია. ოღონდ ეს ის არ იყოს რასაც მე ვფიქრობ. ფეხზე წამოვდექი, ლექსომ წელზე ხელი შემიცურა მაგრამ გვერდით გავიწიე, გაკვირვებულმა შემომხედა.
-ვერ ვიტან წელზე, რომ მეხებიან._ავუხსენი და გავუღიმე.
-კაიიი? არადა ყველაზე ინტიმური ადგილია._ეს თავად გაცნობის მამამ თქვა.
-უთხარი, რომ ჰორმონები დაიოკოს და ყველგან ნუ აფრქვევს._მივუბრუნდი ლექსოს. ერთი შეუბღვირა და მე გამიღიმა.
-აქამდე რატომ არ ვიცოდი წელზე?
-არ გიცდია და იმიტომ._გამიღიმა.
-ქეთი ეს გაბრიელია, შენი უფროსი._ამის გაგონებაზე ლექსოს ისეთი საწყალი თვალებით შევხედე, ლამის ჩამეხუტა.
-ეს სერიოზული სად იპოვეთ?_ირონიით თქვა აწ უკვე უფროსმა.
-მიკვირს ქალბატონი ეთერის შვილი ამდენი ირონიით როგორაა გატენილი?!_ჩაიღიმა და პუფში ჩაჯდა, ჩვენც დავსხედით.
-რამდენი წელია რაც ჩვენთან მუშაობ?_ახლა უკვე სერიოზული ტონით მკითხა, ირონიით მოწამლულმა.
-2 წელია.
-მიკვირს როგორ გაგიძლეს._ჩაიქირქილა.
-გაბრიელ გეყოფა._დაუსერიოზულა ლექსომ და თვალებით მემილიონედ მანუგეშა უკვე. არაფერი არ მითქვამს ნამცხვარს ვჭამდი და ყავას ვსვამდი, მარტო ლექსო იყო იმ წამს იქ. რა გაბრიელი, რის გაბრიელი ვინ არის საერთოდ? არც მის რეპლიკებს გამოვკიდებივარ და ყურადღებაც კი არ მიმიქცევია.
-ლექსო, მეგონა უფრო ლამაზი გოგო მეყოლებოდა მდივნად._ამას ნეტა ტვინი მისცა და მე სხვა სამსახური.
-მაშინ ჩემთან გადავიყვან._უკვე გაბრაზებულმა უთხრა ლექსომ, ამაზე დასერიოზულდა, იაზვა სახე მიიღო და ცალი წარბი მაღლა აზიდა.
-არა, ჯერ მე უნდა გამოვცადო._თვალი ჩამიკრა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-რა იყო თავს მაწონებ?_ნაგლურად ვუთხარი და ტუჩის კუთხე ჩავტეხე.
-და რისთვის? შენზე უკეთესები დამტრიალებენ თავს.
-ხოდა მე ნუ მეიაზვები, ერთად უნდა ვიმუშაოთ ბოლოს და ბოლოს. ლექსო წავალ მე._ფეხზე წამოვდექი და წავედი, აი ასე არც შევხედე.



***
ჩემო საყვარლებო დაგიბრუნდით ახალი ისტორიით <3 მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებით. დააფიქსირეთ თქვენი აზრი :* იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 <3



№1  offline წევრი mendes98

იმედი მაქვს მალე გაგრძელდება და არ შეწყდება...ისემომეწონა დასაწყისი კარგი იყო.

 


№2  offline წევრი nina.d.

mendes98
იმედი მაქვს მალე გაგრძელდება და არ შეწყდება...ისემომეწონა დასაწყისი კარგი იყო.

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა.
--------------------
ნათია მწითური

 


№3  offline მოდერი ენემი

იმედია ყოველდღე დაამატებ ძაან მაგრად დაიწყე

 


№4  offline წევრი nina.d.

ენემი
იმედია ყოველდღე დაამატებ ძაან მაგრად დაიწყე

აუცილებლად დავამატებ. მიხარია, რომ მოგეწონა.
--------------------
ნათია მწითური

 


№5 სტუმარი Guest bubu

tavidanve gasagijebeli dasawyisi aqvs, winaswar araflis tqma ar minda magram ra vqna rom enas ver vachereb, es gogo me gabrieltan minda da ara leqsostan, ise momewona es motxroba rom ravici, imedia yovrl dge dadeb xolme axal tavs da ar daagvianeb, gansakutrebuli shtabechdileba moaxdina dasawyisma imedia ar gaabanalureb

 


№6  offline წევრი nina.d.

Guest bubu
tavidanve gasagijebeli dasawyisi aqvs, winaswar araflis tqma ar minda magram ra vqna rom enas ver vachereb, es gogo me gabrieltan minda da ara leqsostan, ise momewona es motxroba rom ravici, imedia yovrl dge dadeb xolme axal tavs da ar daagvianeb, gansakutrebuli shtabechdileba moaxdina dasawyisma imedia ar gaabanalureb

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა<3 გაბრიელია რაც არის :დ
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent