მე არ დამისრულებია..(II თავი)
*** როგორც კი ქეთა გავიდა, ლექსო ძმაკაცს მიუბრუნდა და ფიქრობდა როგორ გამოელანძღა. -ქეთას შეეშვი, თავისი პრობლემებიც ჰყოფნის. -რა იყო მოგწონს? -რატომ არ უნდა მომწონდეს? როცა გაიცნობ შენც მოგეწონება._ღიმილით უთხრა. -რა მომეწონება, ვერ ხედავ როგორი უჟმურია ტიპი? -არ არის უჟმური, უბრალოდ ცხოვრებამ დატანჯა._თავზე ხელი გადაისვა და კედელს მიეყრდნო. -რითი?_ურეაქციოდ იკითხა. -თუ გაინტერესებს თვითონ გაარკვიე და ტვინი არ მ***** ეხლა. -ეე შენ რანაირი ძმაკაცი ხარ, წავალ გოგოებში გავივლი ისევ._უდარდელად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და გავიდა. უნდოდა გაგება ასეთი რა პრობლემები ჰქონდა ქეთას, რომ ლექსო ასე ზრუნავდა მასზე. მაგრამ გადაიფიქრა გარკვევა როდესაც გამომწვევ კაბაში გამოწყობილი გოგონა დაინახა სასტუმროსთან. ჰორმონები აუთუხთუხდა იდიოტს. *** რა დავაშავე ასეთი ეს იდიოტი რომ ჩემი უფროსია? ამაზე ფიქრით მივაღწიე ნომრამდე. ოთახიდან ხმაური გამოდიოდა, გამიკვირდა და სწრაფად შევედი. დავინახე როგორ თამაშონდნენ- ნუცა, ნია, ზურა და ნიკა. გული გამითბა მათ შემხედვარე და კედელს მივეყრდენი. -ნახე შენი დაიკო მოვიდა._ზურამ ჩემზე ანიშნა. მეც მივედი და ოთხივეს ჩავეხუტე, ესენი, რომ არ მყავდნენ ალბათ აღარ ვიარსებებდი. -წამო გავისეირნოთ რა._თქვა ნუცამ და ფეხზე წამოხტა. -წავიდეთ._აჰყვა ნიკაც, ზურას თვალი ჩავუკარი, ისიც მიხვდა "ესენი ნახე რა დღეში არიან", რომ ნიშნავდა. გაეცინა და ნიას ლოყები დაუკოცნა. სასეირნოდ წავედით. მე და ზურა ნიას ვეთამაშებოდით, კისერზე შეისვა. გვერდით მომღიმარი მივყვებოდი ჩემ სიხარულებს და გული ბედნიერებით მევსებოდა. იმდენი ვიბოდიალეთ სანამ გაბრიელს არ გადავაწყდი, ოღონდ ეს არა, გავიფიქრე და ზურას ზურგს ამოვეფარე, ვიღაც გოგოს ელაპარაკება გაქაფული და ვერც დამინახა, კიდევ კარგი. ნუცა და ნიკა წამომეწივნენ, ნიკამ ხელი მხარზე მომხვია და თავზე მაკოცა. ნუცა ისევ სურათებს იღებდა. -ჩვენც გადაგვიღე რა იყო? გასკდები მალე მაგდენი სურათით._სიცილით ვუთხარი და ნიკას კისერზე ჩამოვეკიდე. -მწარე._შემომსისინა ნუცამ. -ნერვი არ ამიტოკო დაო, თორემ ჩაგიშვებ._თვალი ჩავუკარი, ისეთი სახე მიიღო, ცისარტყელა ეხატა ზედ და ვინ იცის უკვე მერამდენედ ამკუწა გონებაში. ოჰ ნიკამ ყურები ცქვიტა და დაინტრიგებულმა გადმოგვხედა. მხარზე ვუბწკინე და ზურგზე შევახტი. -ცხენს ვგევარ?_ თვალებმოჭუტულმა მკითხა. -კახეთში ვართ და ვირი იყოს ბარემ._ენა გამოვუყავი და მხარზე ხელი დავკარი. -გინდა ეხლა გარბოდე და მოგდევდე? -თუ დამეწევი კი ბატონო, ვირო._სიცილით ვუთხარი, მისი ზურგიდან ჩამოვხტი და გავიქეცი. ისიც გამომეკიდა მეტი რა საქმე ჰქონდა. ამ სირბილში მისი ზედმეტსახელი გამახსენდა, შუმახერა. ეს არა იმის გამო, რომ მანქანას სწრაფად და კარგად ატარებდა, არამედ იმიტომ, რომ სირბილის დროს ყოველთვის იქცეოდა. სიცილი ამივარდა და ხეს ამოვეფარე. მერე დაიწყო წრეზე სირბილი და მუქარები: "ქეთა, რომ დაგიჭერ არ ვიცი რას გიზამ!", "ქეთა, ვერ გადამირჩები!" და ა.შ. -შუმახერ._სიცილით ვუთხარი და კიდევ ერთი წრის დასარტყმელად წავედი, რაღაცის დაცემის ხმა, რომ გავიგე. რაღაცის არა ვიღაცის, უკან მივბრუნდი და ბალახზე პიცისავით გაბრტყელებული ნიკა დავინახე. სიცილით ჩავიკეცე იქვე, ამ დროს ჩვენებიც მოვიდნენ და ეჭვი მაქვს ირონიის მამის ყურადღებაც მივიქციე, ამწვარი ზურგიდან თუ ვიმსჯელებთ. როხროხით მომიჯდა ზურა გვერდით და ნიას კალთაში ჩაისვა. ნუცა მაშინვე ნიკასთან მივიდა და ღიმილშეპარული სახით ფეხზე წამოაყენა. ნეტა ამათ "მიყვარხარის" თქმა ეღირსოთ და მეტი არ მინდა არაფერი. ზურას მხარზე დავადე თავი, ხელი მხარზე მომხვია და ჩამეხუტა. ახლა უფრო მეტად ვგრძნობ მზერას, რომელსაც ჩემი ზურგი და ფსიქიკა ვეღარ უძლებს. მზერის მიმართულებით მივაბრუნე თავი და გაბრიელის შავ თვალებს წავაწყდი, რომელიც ორ გოგოსთან ერთად იდგა. არ არის ახლა ეს ღირსი, რამე ჩაარტყა და გაუხეთქო ის სიმპათიური თავი? ამას დიდი ხანი ვერ გავუძლებ. ან მე მოვკლავ ან ის მომკლავს-გამოვიტანე დასკვნა და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი. ნიკამ სატრფოს გადახვია ხელი და ბოროტული მზერა გამისწორა. -მზაკვრულ გეგმებს აწყობ შუმახერ? -ხო იცი, რომ არ შეგარჩენ. ახლა კი ვჭამოთ. -რაო, დაბეჟილმა გვერდებმა ჭამა მოგვანდომა?_სიცილით ვუთხარი და ენა გამოვუყავი. -ჩაგეთვალა._როხროხით მითხრა ზურამ და შუბლზე მაკოცა. -მოკლეედ რა, თქვენ სიყვარულს საქვეყნოდ ნუ აფრქვევთ. -ჩვენ ვაფრქვევთ მაინც._თვალი ჩავუკარი, გაბრაზდა. მე და ზურამ ვიცით ყველაფერი, ესენი კიდევ ერთმანეთს ვერ ეუბნებიან ვერაფერს. ნუცა მე მესლუკუნება ნიკა მიყვარსო, ნიკა კიდევ ზურას უხსნის, რომ ნუცა უყვარს. ვართ ასე განცხრომაში მე და ზურა. -ენა, რომ არ გქონდეს კარგი გოგო იქნებოდი. -შენ, რომ ტვინი გქონდეს უკეთესი ბიჭი იქნებოდი._სიცილით ვუთხარი და ნია ხელში ავიყვანე. -ხანდახან მინდება, რომ ეგ ენა ამოგაძრო. -მაგრამ მერე ვინ გეტყვის მიყვარხარო და ვინ გაგამხიარულებს?_ვითომ მოწყენილმა ვუთხარი. -არა, მაგის გარეშე ვერ გავძლებ._სახე შეცვლილმა მითხრა. -გაძლებ და მოგეხაზება._სიცილით ვუთხარი და სასტუმროსკენ წავედი, ისინიც უკან გამომყვნენ. ვიგრძენი თუ არა ისევ ის მზერა, ზურა ამესვეტა გვერდით. -ის ბიჭი ვინ არის? -ვინ? -ორ გოგოსთან ერთად, რომ დგას და დებილივით გიყურებს! -ჩემი უფროსია ჭკვიანად იყავი. -მეც მინდა ასეთი უფროსი, გოგო ოღონდ._გაბრიელს გახედა და სიცილით მითხრა. -იდიოტო._მუშტი მხარზე მივარტყი და მეც გავიცინე. ნუცა და ნიკაც წამოგვეწივნენ, მოვიდნენ თუ არა ზურას თვალი ჩავუკარი და საუბარი დავიწყე: -ნეტა იმ ქორწილში წამიყვანა რომელშიც მე მინდა და შპაკატში ჩავჯდები, მე ვიყო კუ._ზურა უნდა გენახათ თქვენ სიცილი, რომ აუტყდა ნიკას მუჯლუგუნი, რომ არა არც გაჩერდებოდა. -ეე ბიჭო რა გინდა აღარც ვიცინო, რომ მართალს ამბობს და აღარ გვეღირსა? -ვისი ქორწილი გინდათ ასე ძალიან?_გულუბრყვილოდ იკითხა ნუცამ, არადა მარტო მე ვიცი რა მაიმუნიცაა. -აი, იქ უყურე ბიჭი, რომ დგას._ლექსოზე მივანიშნე თვალებით, რომელიც იმ წამს გამოვიდა სასტუმროდან._ხოდა ძაან მევასება და უნდა მოვიტაცო._სიცილით ვუთხარი და ენა გამოვუყავი. -მოვიტაცოთ რა პრობლემაა._სიცილით მითხრა ზურამ და ხელი მომხვია. სავახშმოდ გარეთ დავსხედით, სასიამოვნო სიგრილე იყო. ჩვენ და ეთერის კამანდა ვიყავით მხოლოდ იქ. ღიმილით მივესალმე ყველა იქ მყოფს. -ქეთა უთხარი შენს მეგობრებს და შემოგვიერთდით. -არა, არ არის საჭირო. -რატომაც არა, მიდი მიდი დაუძახე._ბავშვებს ვუთხარი და ჩვენც მათ მაგიდას მივუსხედით. იმ სუფრასთან ჯდომისას მხოლოდ აწ უკვე უფროსის მზერა მაწუხებდა და მინდოდა იქვე დამეთხარა მისი ლამაზი შავი თვალები. ბიჭებს გაუგო და ბევრი ისაუბრეს, ჩემთვის არაფერი უთქვამს კიდევ კარგი. რას მეტყოდა ვინ იცის რას ფიქრობდა ნია, რომ კალთაში მეჯდა და გვერდით ზურა, რომელიც ერთი წუთით არ გვაშორებდა თვალს. არცერთი არ ახსენებდა იმას, რომ ნია ჩემი და იყო. ოხ გაბრიელ, გაბრიელ. ისეთი სერიოზული სახით მიყურებ მივხვდი უკვე ჩემი შვილი, რომ გგონია ეს პატარა თოჯინა. არაუშავს გეგონოს დავისვენებ შენგან. კმაყოფილს გამეღიმა და ზურას მხარზე იდაყვით დავეყრდენი. -ამას შენი შვილი გონია უეჭველი ნია._ჩურჩულით მითხრა ნუცამ და ჩუმათ ჩაიცინა. -ეგონოს, ჩემთვის უკეთესი._ძალით დამორჩილებული სახის მიმიკით ვუთხარი და ნიას მოვეფერე. ვახშამს, რომ მოვრჩით ამჯერად საქანელებთან გადავინაცვლეთ. ლექსო და გაბრიელიც წამოვიდნენ. ზურა ნიას აქანავებდა, მე კი ბალახზე ვიჯექი და ვუყურებდი. გვერდით უფროსი მომიჯდა, ლექსო არა, მეორე. -ლამაზი შვილი გყავს. -გმადლობთ._სიცილს ძლივს ვიკავებდი. -უჟმურობასთან ერთად გათხოვილიც ყოფილხარ._ირონიული ტონით მითხრა. -თქვენზე უკეთესი კაცებიც არსებობენ._ "კაცები" გამოვუკვეთე და თვალი ჩავუკარი. -მეგრული აჯიკა ხარ. -გასინჯული მაინც გაქვს? -არა. -რომ დააპირებ მითხარი. -აუცილებლად._თვალი ჩამიკრა და ჩვენგან მოშორებით მსხდომი გოგონებისკენ გააპარა მზერა. ისინიც შორიდან ეკეკლუცებოდნენ. მობეზრებულად გადავატრიალე თვალები და ბავშვებს შევხედე. ეს მშვიდი რეალობა დიდხანს გაგრძელდებოდა ლექსოს გრძელი ენა, რომ არა. -გვანან ხო ერთმანეთს ქეთა და ნია._სიცილით უთხრა გაბრიელს. -ხო, აბა შვილი ვის უნდა ჰგავდეს?_დაეჭვებულმა შემომხედა. ლექსო მიგახრჩობ, ისეთი მზერით შევხედე ხველა აუტყდა. -რა შვილი ბიჭო, ქეთას დაა._ისევ გააგრძელა საუბარი, სანამ არ ვუჩქმიტე მხარზე არ გაჩუმდა. გაბრიელს ჩაეცინა და ირონიული სახით შემომხედა. -შვილიო ხო? იქნებ ჯობდა დედასთვის დაგეტოვებინა?!_ზუსტად იქ რატომ მაჭერ წიხლს გაბრიელ, სადაც ყველაზე მეტად მტკივა? -მოკეტე შე**მა სანამ დროა._ფეხი მიარტყა ლექსომ ფეხზე. -ლექსო ეხლა მაინც აღარ თქვა არაფერი._უბრალოდ წამოვდექი და მათ გავეცალე, ტბის პირას ჩავედი და ბალახზე დავჯექი. *** ქეთას წასვლის შემდეგ ლექსომ შუბლზე ხელი მიირტყა და გაბრაზებული დააცქერდა ზემოდან ძმაკაცს, რომელიც ისევ ძირს იჯდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ისეთი რაც მან არ იცოდა. -რა სჭირს?_დუმილის შემდეგ ჰკითხა ლექსოს და ფეხზე წამოდგა. -არ შეგიძლია ქეთას მაგ თემაზე არ ელაპარაკო? -და რატომ? -არ იცნობ და იმიტომ, სულ ასეთი იდიოტი ნუ ხარ თორე გაგიერთიანებ თავყბას. -რა იყო გიყვარს შე**მა? -შენ **გ ხომ არ გაქვს? -მე არა, შენ? ისე იცავ, რომ მეტს ვერაფერს ვერ ვფიქრობ._სიცილით უთხრა ლექსოს, რომლისგანაც ამის გამო ერთი ლამაზი წიხლიც მიიღო. -ცოტა ტვინი გაანძრიე ქალებს და სამსახურს, რომ ახარჯავ მარტო. ცოტა იფიქრე შე**მა._მხარზე დაჰკრა ხელი და სასტუმროსკენ წავიდა. გოგოებს ეფლირტავებოდა თვალებით, მათგან მოშორებით ბალახზე მიმავალი ქეთა, რომ შენიშნა. თავჩახრილი და ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი მიუყვებოდა გზას, გვერძე არც კი იხედებოდა. ქეთას იდუმალებამ დააინტერესა და მასთან დასალაპარაკებლად წავიდა. ჩუმად მიჰყვებოდა უკან და არ იცოდა რა ეთქვა, ვერც იმას ხვდებოდა რა თქვა ისეთი ასე, რომ იმოქმედა. ჩაფიქრებული იყო როცა ქეთას ხმა გაიგო. *** ვიგრძენი, რომ უკან მომყვებოდა. არ შევჩერებულვარ არაფრის მთქმელი და უღიმღამო ტონით დავიწყე საუბარი. -რა გინდა? -უბრალოდ მაინტერესებს რა გჭირს. -არაფერი, კარგად ვარ. -მაგრამ არ გეტყობა, რომ კარგად ხარ. -ირონია სად არის ბატონო გაბრიელ? -სულ ასეთი კეთილი არ ვარ, როგორც ახლა. გამონაკლისები არსებობს. -გულმოწყალება გაიღე ეხლა ვითომ? -ნუ, ჩავთვალოთ კი. -შენი გულმოწყალება არ მჭირდება, დაბრუნდი და იმ გოგოებს მიხედე. -სანამ არ მეტყვი არ წავალ._შევჩერდი და მისკენ მივბრუნდი. -რა გინდა, რომ იცოდე? -ჩემი ნათქვამი ცუდად რატომ მიიღე ის. -იმის გამო, რომ მამამ საყვარლის გამო მიგვატოვა მე და ორსული დედა. მერე დედა ნიას დაბადებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. კაცს, რომელსაც მამას ვეძახდი 20 წელი, დედის დაკრძალვაზე არც კი მოვიდა და ნიას ნახვაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მეტყობა ხომ როგორი ბედნიერი ვარ?_აცრემლებული თვალებით ვუთხარი და ზურგი შევაქციე. -არაკაცები არ დაილევიან დედამიწაზე._შეცვლილი ხმით მითხრა და ჩემ წინ გადმოინაცვლა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა. რატომ მგონია, რომ რაღაცას კითხულობს ჩემში? ისე მოყურებს თითქოს რაღაცას ეძებს, ეს ხელები კიდევ ისეთი სხვანაირია. -ეს თვალები ისეთი ლამაზია._ცერა თითები ნაზად გადამატარა თვალებზე და ისევ ზემოდან დამაცქერდა. რა მჭირს? რატომ ვერ ვაკეთებ ვერაფერს? სხვებზე თუ რეაქცია არ მაქვს ამასთან რა ჯანდაბა მჭირს? გავუბრაზდი ჩემ თავს და თვალი მოვარიდე. -რის მიღწევას ცდილობ?_მშვიდი ტონით ვუთხარი და ისევ მის თვალებს დავუბრუნდი. თითქოს გამოფხიზლდაო, ხელები უცებ მომაშორა და გვერდით გადგა. სულ სხვანაირად მიყურებდა, აი ისე თითქოს პირველად შეეხო ადამიანს და არ იცოდა ეს გრძნობა როგორ აეხსნა. -უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა._მითხრა ყველაზე უაზრო პასუხი რაც კი შეიძლებოდა. -ყალბი ემოციები შენთვის შეინახე, გამოგადგება._თავი გავაქნიე და მარტო დავტოვე. ცოტახანი ვისეირნე, ნია ბავშვებს ყავდათ და სანერვიულოც არაფერი იყო. გარეთ არავინ იყო სასტუმროსთან, რომ მივედი. შესვლას ვაპირებდი მკლავში ვიღაც, რომ ჩამაფრინდა და მთელი ძალით მიმაბრუნა მისკენ. დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები და უცნობს დავაკვირდი, რომელიც ნამდვილად არ იყო ფხიზელი. -ხელი გამიშვი._რაც შეიძლება მშვიდად ვუთხარი. -არა ლამაზო, დღეს მე და შენ უნდა გავერთოთ._ამაზრზენად ჩაილაპარაკა და ხელი უფრო მომიჭირა. -ხელს თუ არ გამიშვებ ვეღარასდროს გაერთობი._ჩაიცინა და ჩემი ადგილიდან დაძვრა სცადა. ასე ხომ? შენს თავს დააბრალე. ფეხებშუა მთელი ძალით ამოვარტყი წიხლი, ტკივილისგან მოიკლაკნა და ძირს დაეცა. უშვილძიროდ დავტოვე ეს საწყალი. მასთან დავიხარე და ხელი ქეჩოში წავავლე. -გაერთე ლამაზო._ირონიულად ვუთხარი და სასტუმროში შევედი. ოთახის კარს ვაღებდი დერეფანში ლექსო, რომ გამოჩნდა და დამიძახა. მეც გავჩერდი სხვა რა გზა იყო. -ბოდიში._მოახლოებისთანავე მითხრა და დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი. მის ბავშვურობაზე გამეცინა და ღიმილით ვუთხარი: -არაუშავს, მაინც გაიგებდა._გავუღიმე და კედელს მივეყრდენი. -აუ ეხლა მივხვდი რატომ არ უთხარი სიმართლე._სიცილით მითხრა. -სამაგიეროდ შენ უთხარი._ენა გამოვუყავი და გავუცინე. -ნია სადაა? -ზურას ყავს. -მოკლედ შენ და ზურა ძაან ახლოს ხართ. -ნიას ნათლიაა ბიჭო._სიცილით ვუთხარი და მის გაოცებულ სახეზე უარესი დამემართა. -რაღაც დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, წავალ დავიძინებ._სიცილით მითხრა და ოთახის კარი გააღო. -ალბათ ძილშიც ლაპარაკობ შენ. -ამაღამ რამე თუ გაიგე არ შეიმჩნიო._ჩურჩულით მითხრა და კარს უკან გაუჩინარდა. ღიმილით მოვშორდი ჩემ ნომერს და ზურასთან წავედი. კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე და დაველოდე როდის მოფლატუნდებოდა ვაჟბატონი კართან. როგორც იქნა გააღო და თავისი სრულყოფილი სხეულიც გამოამზეურა. -ჩემ ბაჭიას დაცხა?_სიცილით ვუთხარი და კარებს მივეყრდენი. -ბაჭია კი არა შენ დაგცხება ეხლა, ოღონდ სირბილისგან._როხროხით მითხრა. -ეს ბეწვი სად გაიცალე?_გულ-მკერდზე მოვუთათუნე ხელი და გავეკრიჭე. ზუსტად ამ დროს გაიარა გაბრიელმა და გაშტერებული უყურებდა ჩემ ხელს, რომელიც ზურას მკერდზე დაფათურებდა. -თუ გინდა გასწავლი და შენც მიხედე თავს._ენა გამომიყო და გადაიროხროხა. -ფუუუ, დამპალო._სიცილით ვუთხარი და ოთახში შევედი. ნია საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა. გვერდით მივუწექი და შუბლზე ვაკოცე. -ეხლა ნუ წაიყვან, ცოდოა._მითხრა გენიოსამ და ნიას მეორე მხრიდან მოუწვა. -არ მიმყავს, დღეს შენთან ვრჩებით._სიცილით ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი და აივნის კარი გავაღე. -ყავა გინდა ხომ?_ჩემ აზრებს კითხულობს. -აჰამ._ყავა შეუკვეთა და შოკოლადებიც. რამდენიმე წუთში ყველაფერი მოიტანეს, ჩვენც დავსხედით და ცოტახანს ვისაუბრეთ. ამდენ საუბარში ძილი მოგვერია და ნიას მივუწექით გვერდით. *** ახალი თავი. ვიცი, რომ ელოდებოდით <3 ნეტავ იცოდეთ როგორ მახარებთ თქვენი თბილი კომენტარებით <3 <3 იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.