შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტინი და სიყვარული (1)


11-08-2017, 04:01
ავტორი Girlwithlove
ნანახია 1 346

გამარჯობათ,საყვარლებო და ლამაზებო! მე ახალი გოგო ვარ,სიყვარულით და სიხარულით სავსე.ეს ჩემი მოთხობაა და თქვენ გელოდებათ. აბა ვნახოთ როგორ მოგეწონებით და ველოდები თქვენს აზრებს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მოწონების შემთხვევაში კი მეორე თავსაც მალე დავდებ.გკოცნით!თქვენი ახალი სიყვარული მეგობარი. *********************** როცა ვინმე გიყვარდება შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება და შენც ის აღარ ხარ ვინც იყავი.და როცა გიყვარს,როცა შენი სიყვარული ნამდვილი და წრფელია აღარაფერს აქვს აზრი,არც შენს თავმოყვარეობას რომელიც აქამდე კისერში გიჭერდა და არც იმ ნეგატივს რომელიც შენს გარშემო ტრიალებს... ამაში რამდენჯერმე დავრწმუნდი....ჰო,ჩემო მკითხველო,სწორად მიხვდი,მე შემიყვარდა... ******************. -ერთი ჭიქა მარტინი თუ შეიძლება. წვიმა და თოვლი არ მთავრდება,სიცივეს ვერ ვიტან მაგრამ ეს ამინდი მაინც ბავშვივით მიხარია.შეკვეთილ მარტინს ვიღებ და ყველაზე პატარა ორ კაციან მაგიდასთან ვჯდები, რომელიც თითქმის სულ ჩემი ადგილია. ეს მაგიდა ფანჯარასთან დგას და კარგად მოჩანს ჩემი თბილისი,რომლის ყურებაც არ მბეზრდება ხოლმე. ლეპტოპს ვხსნი და ვცდილობ დაწყებული სტატია დავამთავრო,დაახლოებით 10 წუთში ვიღაცა უკნიდან მეპარება,შეშინებული ვხტები და ისევ ადგილს ვუბრუნდები... -კარგი რა მარიამ მერამდენედ? როგორ არ გბეზრდება ჩემი შეშინება. მარიამი სიცილით ჯდება მოპირდაპირე სკამზე -როგორ ხარ ნიც? რას შვები? სულ მარტინს რა გასმევს? ამ სიცივეში მაინც..კაცს გადარევ.ერთი წუთით ყავას შევუკვეთავ.. მარიამი ჩემი უახლოესი დაქალია,აი ისეთი ყველასგან რომ გამოარჩევ ხოლმე.ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ მარიამი ყველაზე მეტად მიყვარს და თავისუფლად შემიძლია ვუწოდო "და" რომელიც სულ მინდოდა მყოლოდა და რადგან ბიოლოგური არ მეყოლა აი ესეც ჩემი არაბიოულოგიური გიჟი საყვარელი და ლამაზი დაიკო მარიამი.. -გოგო მოკლედ დღეს სალომეს დაბადების დღეა და დაპატიჟებულები ვართ ორივე. -ვინ სალომე? -ჩვენი კურსელი სალომე კეკელიძე რა გჭირსს. -აჰ ხო გამახსენდა.რა თქმა უნდა არ წამოვალ.ნორმალურად არც ვიცნობთ მანდ რა გვინდა? -ნიცაააააა,კარგი რა გავერთობით ჩვენ ჩვენთვის ვიყოთ,ბევრნი იქნებიან ვიჭორავოთ და გავერთოთ.გთხოვ,გთხოვ,გთხოოოოოოოოოოოვ. -მარიააამ.. -ნიცა გეხვეწები. დგება და ლოყაზე გიჟივით მკოცნის.შექმნილ ვითარებაზე ძალიან მეცინება. -კარგი კარგი შემეშვი მოვიფიქრეებ. -ასეც ვიცოდი,მიყვარხარ ნიც! მარიამს არ ბეზრდება ხალხის ყურება და მათზე ახალ-ახალი ინფორმაციები და სულ ვფიქრობ რომ ჟურნალისტიკაზე მე კი არა ის უნდა სწავლობდეს, მაგრამ მე მართლა მიყვარს ჩემი საქმე და ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები,ხანდახან მეც მიწევს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ საქმის გარეთ ამას იშვიათად ვაკეთებ. ***** როცა ამ ბარში ვზივარ სულ ვფიქრობ რას შევცვლიდი.რამდენიმე რაღაც მართლა შესაცვლელია და მერე ვოცნებობ რომ დიდი და ლამაზი ბარი გავხსნა ბევრი ნათურებით,ღია ვერანდებით და ბევრი,ლამაზი ყვავილებით..და იმედს ვიტოვებ რომ ერთხელაც აუცილებლად მოვახერხებ ამ ყველაფერს..უი ხო, მთავარი შტრიხი,მთელ თბილისს უნდა უყურებდეს.. ***** მე და მარიამი ჩემთან ავედით,სახლში მარტო ვცხოვრობ,დედ-მამა დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობენ, დედას ასე მოუწია რადგან ძალიან კარგი სამსახური გამოუჩნდა,მამას ჩემთან დარჩენაუნდოდა მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით ისიც დედას გაყვა,სულ ვეუბნებოდი რომელი უფრო ცუდია დედა ამერიკში ამხელა ქვეყანაში სულ მარტო თუ მე თბილისში სადაც მეგულება ყველაზე მაგარი ნანა ბებო,დეიდა,მამიდა,ბიძია,მათი შვილები და კიდევ რამდენი საყვარელი ადამიანი.. საბოლოოდ ასე გადაწყვიტეს, ხანდახან ისე მენატრებიან მთელი გრძნობები კისერში მაწვება და ტირილს ვიწყებ,მერე ნანა ბებოსთან მიბდიბარ და ის მაწყნარებს..... ******************** ბევრი ფიქრის მერე საბოლოოდ ვიცმევ წითელ მოკლე კაბას და თმას ვიშლი,რომელიც ბოლოებში ოდნავ ხვეულია და მხრებზე მედება.წითელი პომადა, ჩემი დიორის სუნამო და -მარიაამ,მზად ვარ. -როგორც იქნააა,მოვდივარ,ვაიმეეეეე რა ლამაზი ხარ! ნიცაააა! ასეც არ შეიძლება. მეც სიცილი მიტყდება მარიამზე რომელიც მუდმივად აღნიშნავს ჩემს სილამაზეს. ********** -მოკლედ, ერთი ჭიქა მარტინი და ერთი ჭიქა არაყი. მარიამს მის არაყს ვაძლევ და ესეც ჩემი ტელეფონისზარი... -მარიამ,დედა რეკავს აივანზე გავალ და მოვალ. -დედა გისმეენ. -ნიც როგორ ხარ, სად ხარ? -მეგობრის დაბადების დღეზე დე თქვენ როგორ ხართ? -კარგი ხვალ დაგირეკავ მინდა სამსახურზე მოგიყვე რაღაც კარგი ამბები. -ახლა მომიყევი,ისედაც მოსაწყენი წვეულებაა. დედა რომ ლაპარაკს რჩება უკვე ნახევარი საათია გასული და შიგნით ვბრუნდები,მარიამს ვეძებ და საბოლოოდ 10 წუთიანი ძებნის შემდეგ ლურჯი ბრჭყვიალა კაბას ვპოულობ რომელიც მთელი სისწრაფით ცეკვავს ხან ერთ ხან მეორე კურსელთან,ახლოს მივდივარ და ჯანდაბა, მარიამი ძალიან მთვრალია.მთელი ძალით ვექაჩები და აივანზე გამყავს. -შენ ნორმალური ხარ? როგორ შეძელი ასე დათრობა ნახევარი საათის განმავლობაში? სახლში წავიდეთ! -ნიიიიიც კარგი რა ვერთობი გთხოვ მაცადე. -მარიააამ გაჩერდი მარიააამ მარიამ! რა თქმა უნდა არ ჩერდება და როცა შიგნით შედის გაბრაზებული ვტრიალდები მოაჯირისკენ და ......შიშისგან ვხტები. -შეგეშინდააა,მაპატიე. მერამდენედ უნდა დამემართოს ერთი და იგივე,სულ მაშინებს ეს მოულოდნელობები. -სულაც არა. ვცდილობ თავი დავიძვრინო და მოაჯირს ვუახლოვდები,იმ იმედით რომ უცნობი ლაპარაკს არ გამიბამს და წამის მეასედში ჩემ გვერდით ჩნდება. -არ გიჯერებს დაქალი? -ხოოო. ხუმრობაში ვყვები მეც. -შენი კურსელი ვარ,ლადო მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა,ნიცა. და ხელს მიწოდებს.როგორც ჩანს ახლა არ გავუცნივარ რადგან ჩემს სახელს დიდი ბედნიერებით და ყურებამდე გაღიმებული სახით ამბობს და მეც ხელს ვართმევ. -სასიამოვნოა ჩემთვისაც. ისევ რაღაცის თქმას აპირებდა და დავასწარი. -შიგნით შევალ,ცივა. თვალს მიკრავს და კარისკენ მივდივარ. ****** დაახლოებით 3 ჭიქა არაყის შემდეგ ვგრძნობ რომ მთვრალი ვარ მაგრამ ვერ ვერთობი თან ძალიან მაღიზიანებს სიტუაცია როცა 5 წუთში ერთხელ ვიღაცეები მოდიან სხვადასხვა ფრაზებით. "გავიცნოთ?" "რა ლამაზი ხარ " " სასმელზე ხომ არ დამეწვევი?" და ესეც ჩემი კურსელი ლადო რომელიც ისევ დაკრეჭილი მოემართება ჩემკენ.ჯერ ძალიან ვბრაზდები ასე გაგიჟებით რატომიცინის ჩემს ნახვაზე და ისევ მე ვასწრებ ვდგები და სიგარეტის და არყის სუნით აყროლებულ ხალხში მარის ვეძებ. -მარიამ უნდა წავიდე თავს კარგად ვერ ვგრძნობ.წამოხვალ? -ცოტა ხანი ა ან კარგი კარგი წავიდეთ მარტო ვერ გაგიშვებ. -დარჩი,ჰაერზე გავისეირნებ, არ ინევიულო. -მართლააა? კარგიი. ნიცუკა ჭკუით და შენთან ვრჩები დღეს. ლოყაზე მკოცნის და სასაცილო მოძრაობით მშორდება. მეც სიცილით ვტოვებ ჩემთვისდიდად მოსაწყენ წვეულებას. ******* ძალიან ცივა და 15 წუთის მერე ვხვდები რომ ჯერ ძალიან შორს ვარ და მიუხედავად იმისა რომ ღამის თბილისი ძალიან ლამაზია ჩანთაში საფულეს ვეძებ რომ სახლამდე ტაქსით მივდე და აი სიურპრიზიიიი..საფულე მარის ჩანთაშია. ძალიან გაბრაზებული ვაგრძელებ გზას.თან ვბარბაცებ და ვშიშობ რომ მალე დავეცემი.ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმელების წკაპუნი კი ტვინს მიჭამს.******* -ჯანდაბა როგორ ცივა! *****ჩემ გვერდით შავი მანქანა ჩერდება,რა მანქანაა ვერ გეტყვით,ვერ ვარჩევ მაგრამ აშკარად ძალიან კარგი.ვიღაცა ფანჯრას წევს. -სახლში გაგიყვან. -უკაცრავად,ვიცნობთ ერთმანეთს? -არა,ძალიან ცივა და ადამიანურად შემოგთავაზე. ვყოყმანობ და როცა ვაპირებ რომ ჩავჯდე უცნობი სიცილს იწყებს -კარგი კარგი თუ არ გინდა შენი ნებაა. არაყი,მარტინი და სიცივე ძალიან მათამამებს და მკაცრი ტონით ვეპასუხები. -ვინმემ თქვა რომ არ მინდა? კარს ვაღებ და ვჯდები.იმწამსვე თბილი ჰაერს ვგრძნობ რომელშიც სიგარეტის და კარგი სუნამოს სუნი იგრძნობა და ეს ძალიან მომწონს. ნელა მივდივართ და ხმას არცერთი ვიღებთ. ჩუმად ვაკვირდები უცნობ ბიჭს რომელსაც კურნოსა ცხვირი და ლამაზი თაფლისფერი თვალები აქვს. -როგორ მათვალიერებ. მოულოდნელად სიცილს იწყებს ბიჭი და ჯერ შიშისგან ვხტები,მერე კი ვწითლები. -შეგაშინე? რატომღაც ახლა ვფიქრდები შიშზე და საერთოდ რას ვაკეთებ? ღამის 2 საათზე მანქანაში ვუზივარ ბიჭს რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. გზას ვუყურებ და საერთოდ ვერ ვცნიბ სად ვარ და აი ამ დროს ძალიან მინდა ისტერიკა არ დამეწყოს. საერთოდ სად ვარ და ვისთან ვარ? თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ნერვებმა არ მიმტყუნოს. ვგრძნობ რომ მთელი არაყი კისერში მაწვება და ძალიან მინდაგული ავირიო, თავბრუ მესხმის,ნელ-ნელა თვალში მიბნელდება და მერე ყველაფერი ქრება....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent