მიყვარხარ იქამდე, სადამდეც იმსახურებ (სრულად)
რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იცი, სადღაც, შენგან შორს მყოფი, მუდამ შენთან არის. შენი იმედით სუნთქავს, საფიცრად ყავხარ და მხოლოდ შენით არსებობს. შენ კი პირიქით, მისით ცოცხლობ. კითხვას -როგორი ბიჭი/გოგო მოგწონს? - პასუხი მრავალგვარი შეიძლება ქონდეს. რამდენი ადამინიც არის, იმდენი აზრი და კრიტერიუმები არსებობს. ყველას ყავს ვიღაც, ვინც მოწონს. შორიდან თუნდაც, მაგრამ ხომ მოწონს? ესაა მთავარი. "ცხოვრების მეგზური" ცოტა სხვა გაგებაა... გარეგნობაც ჭირდება ჩვენს მეგზურს, მაგრამ მთავარი ალბათ უფრო გაგება და სულიერად შენთან ყოფნაა... მარიამიც ყოველთვის ამას ფიქრობდა, არც მალავდა, ყოველთვის ყველგან ამას ფიქრობდა. ცოტა ჯიუტიც იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ამართლებდა თავის "სიჯიუტეს",საჭიროაო ამბობდა. პირველი კლასიდან მოყოლებული, მუდამ გამოირჩეოდა სილამაზით, მაგრამ თავის ფასიც იცოდა. ლამაზიც იყო და საკმაოდ ჭკვიანიც. ბანკეტზე გაიცნო თენგო. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თენგომ გაიცნო მარიამი. ამ ბიჭის დევიზი, ერთი და შეუცვლელი იყო " ლამაზი ანუ გონიერებით "შტერი"" , ამიტომ კითხვაზე- შეყვარებული? პასუხი ქონდა უამრავი -ლიკა, თიკა, ნაწკა, ანა, ლანა, მირანდა და ა. შ. და ცოლი?-არასოდეს. რადგან როგორც მოგახსენეთ, ლამაზები მასთან გონიერებით ვერ მიდიოდნენ, ხოლო ჭკვიანები ფიზიკურად არ შეეფერებოდნენ. მოკლედ ბანკეტის დღესაც, ასე შემთხვევით "ამოიღო მიზანში" მარიამი. ჯერ შორიდან ათვალიერა, დააკვირდა და როცა ნაკლი ვერ უპოვა, ჩათვალა გასართობად და მიუახლოვდა კიდეც. -მარიამი ხომ?-ვითომ დაეჭვებით იკითხა -არა... შეგეშალათ-თავაზიანად იუარა -ხოო? განსხვავებული ტაქტიკაა...-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა-კარგი, რას მიპასუხებ თუ გეტყვი რომ ნიკა მქვია?-ოდნავ გაუღიმა -ლამაზი ცხვირი გაქვს და რომ დაგიგრძელდეს არ გეშინია?-მანაც გაუღიმა და გაშორდა. -შეუძლებელია ჩემი სახელი არ იცოდე-სიტყვა დააწია თენგომ, იცოდა, რომ გაიგონა მაგრამ გოგონას არ მოუხედავს. არც დაინტერესებულა მისით. ცოტა გაუკვირდა, მაგრამ ჩათვალა თავს იფასებდა. მას ხომ ნებისმიერი გოგოსთვის მხოლოდ გამარჯობის თქმა ჭირდებოდა. სხვა ყველაფერი თავისთავად, მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ერთი თვე ალბათ სულ უკან სდია მარიამს, უნდა ვაღიაროთ რომ მოწონდა გოგონა, მაგრამ ახლა უფრო ინტერესს უღვივებდა. ერთადერთი ადამიანი რომელთანაც თავის "ხრიკები" არ გადიოდა. უნივერსიტეტის პირველ დღესაც კარგად ახსოვს მარიამს, შენობასთან მომლოდინე თენგო. თავიდან უბრალოდ არ აინტერესებდა ეს პიროვნება, მაგრამ რომელ გოგონას არ ესიამოვნება სხვისგან ლამაზი სიტყვები?! თავიდან ცდილობდა ზრდილობიანად მიეღო. ცოტა მოგვიანებით კი უკვე აღიზიანებდა. საბოლოოდ კი ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ გოგონა დაიმეგობრა, ოღონდ მხოლოდ მეგობრობით. ყველგან ერთად დადიოდნენ სადაც კი შეიძლებოდა, რათქმა უნდა მეგობრებითურთ. თუმცა მალევე მიხვდნენ რომ ერთმანეთი სხვანაირად მოწონდათ უკვე. თქვენ წარმოიდგინეთ და პირველი კოცნაც კი განსხვავებული ქონდათ. ერთ-ერთ დღეს,კინოში მიდიოდნენ მეგობრები, მხოლოდ მარიამი იგვიანებდა. მხოლოდ 5 თუ 10 წუთით დაიგვიანა, მაგრამ ფილმი უკვე დაწყილიყო. ჩუმად შეიპარა, თავისი სკამი მოძებნა და თენგოს გვერდით ჩუმად დაჯდა. -ჰეი... დამაგვიანდა-სახე ბიჭისკენ წაიღო გადასაკოცნად -არაუშავს-ბიჭსაც სრაფი რეაგირება ქონდა, მაგრამ ლოყების მაგივრად, ერთმანეთის ტუჩები შერჩათ. მაშინვე ხელით დაუჭირა ბიჭმა თავი და უფრო კარგად აკოცა. გოგონას კი გაკვირვებისგან თვალები გაფართოებოდა -რას... რა გააკეთე?-თვალები აწყლიანებოდა მარიამს -მარიამ მიყვარხარ! -მთელი გრძნობით წარმოთქვა ბიჭმა და გოგონას დააკვირდა.-გთხოვ მარი, უბრალოდ ვცადოთ მაინც. გთხოვ-თვალებითაც კი თანხმობას თხოვდა. -კარგი... ვცადოთ-ძლივს ამოილუღლიღა გოგონამ და ბიჭის მხარს ამოეფარა. შემდეგ? შემდეგ ყველაფერი სხვანაირად და სხვაგვარად იყო... სხვა გრძნობით, სხვა ემოციებით და სხვა ფერებით. თენგოს პასუხებმა კი ცოტა დეფორმირება განიცადეს. შეყვარებული? -მარიამი ცოლი? -მარიამი და რომ გეკითხათ რატომ? პასუხი ერთი ქონდა და არც თუ ისე ბანალური. -ერთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო ვიპოვე და მე თავად ვიქნებოდი სულელი, თუ გავუშვებდი-ო. ლამაზად დაწყილი ურთიერთობა, შეიძლება ლამაზადაც გაგრძელდეს. ასეც ხდებოდა. სადაც მარიამი იყო, იქ იყო თენგოც. ერთი წუხილი, ერთი საზრუნავი და ერთი სიხარული ქონდათ. ყვითელი ტიტები უყვარდა გოგონას რატომღაც, და ეს სწორედ ის რაღაც იყო რაზეც ვერ თანხმდებოდნენ -რატომ ყვითელი? ბავშვობაში მასწავლეს ყვითელი მეგობრობის ფერიაო. წითელი რატომ არ გიყვარს, როგორც ყველა გოგოს?-სერიოზული ინტერესით აკვირდებოდა ბიჭი შეყვარებულს -რამდენჯერ აგიხსენი, რომ მე სხვა ვარ! მიყვარს ყვითელი და არ მაინტერესებს ეგ უაზრო, მცდარი დასკვნები. ჩემთვის ყვითელია ყველა გრძნობის ფერი და მორჩა.-ჯიუტად უმეორებდა გოგონა. -ხანდახან როგორი დამთმობი ხარ და ხანდახან რა ძალიან ჯიუტი!-თავისთვის ჩაილაპარაკა, კალთაში ჩაისვა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე -შენ ასეთი შეგიყვარდი და სად გქონდა მაშინ თვალები?-ღიმილით მიუგო გოგონამ, ხელები კისერზე შემოხვია და ძლიერად ჩაეხუტა. -ხო... არ ვაპირებ დროის უკან დაბრუნებას და არც არაფერს ვნანობ.-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და უფრო ძლიერად ჩაიკრა გოგონა გულში. -მიყვარხარ-სწორედ მაშინ უთხრა გოგონამ პირველად ეს სიტყვა და თავისი ნებით დაწვდა ბიჭის ბაგეებს. -მაგიჟებ მე შენ!-ვნებიანი ხმით წარმოთქვა თენგომ,გოგონას თეძოებისკენ ჩააცურა ხელი, ფეხები გააშლევინა და უფრო კომფორტულად მოათავსა მუხლებზე. -თენგო...-ჩუმად წარმოთქვა გოგონამ და ბიჭის სახე ხელებში მოიქცია -მეც მიყვარხარ მარიამ- ნელა უთხრა, თავი მაღლა ააწევინა. თვალებში შეხედა და მოუთმენლად დაეწაფა გოგონას ვარდისფერ ტუჩებს. ხელები ისევ ქვევით ჩააცურა და ამჯერად მაისურის ქვევიდან დაიწყო მისი სხეულის შესწავლა. ადვილად გრძნობდა გოგონას აკანკალებულ სხეულს, მაგრამ სურვილი უფრო უზძლიერდებოდა... ტუჩებიდან, კისერზე გადაინაცვლა სველი კოცნებით და გოგონასაც სიამოვნების ოხვრა წამოცდა. ამან უფრო გაახელა, მხრებზე გადაუწია სახელოები და ამჯერად ქვევით,მკერდისკენ დაუყვა. გოგონამაც ვეღარ გაუძლო და თავადაც ვნებიანად აკოცა ბიჭის მფეთქავ არტერიას კისერზე. ორივე ვნებას მოეცვა, ერთმანეთის დაუფლების წყურვილს, ხოლო იქ, სადაც ამდენი სურვილი და ლტოლვაა, იქ გონიერებას და სიფრთიხელეს არაფერი ესაქმება... სწორედ ამიტომ არ ახსოვთ, დაბინდული გონების წყალობით, როგორ აღმოჩნდნენ საწოლში, ერთმანეთს მიკრულნი და გაუზომავი სიამოვნებაში მცურავნი. არცერთს არაფერი უნანია. მარიამი დარწმუნებული იყო "თავის სიყვარულში". იცოდა, არ მიატოვებდა და არც მოატყუებდა. სწორედ ამიტომ მიცა თავს ამდენის უფლება. არ ეშინოდა უამრავი ბოროტი ენების, შურიანი მზერის და ეგოისტი ხალხის. ამბობდა რომ მთავარია შენ რა გულის იქნებიო. -რატომ გიყვარვარ?-კითხა ერთ დღეს თენგომ -იმიტომ რომ მასეთი ხარ. სხვანაირს სხვა შეგიყვარებდა-ღიმილით უპასუხა გოგონამ... მართალი იყო. უყვარდა ისეთი, როგორიც იყო. ერთმანეთიას ბედნიერებით ტკბებოდნენ.უყვარდათ ბოლომდე... ქორწილის დღეს კი ბოლომდე დარწმუნდა... უყურებდა თავის საყვარელ ადამიანს და ჯეროდა სიყვარულის არსებობის, ნდობის და იმედის. არ უფიქრია ისე თქვა "კი, თანახმა ვარ", არც უფიქრია ისე დაუკავშირა თავისი ცხოვრება, თენგო აბუსერიძეს. ახლა? ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, სამსახურიდან ნაადრევად დაბრუნებული იდგა და იხსენებდა ყველაფერ პირველს, მასთან გატარებული პირველი წუთიდან, ყველა დასამახსოვრებელ მომენტს. უნდოდა ყველა ერთად შეეკრიბა, ერთმანეთზე დაეხვავებინა და ნამსხვრევებად ექცია... და მაინც უზომოდ აინტერესებდა, ერთ დროს მთელი გრძნობით ნათქვამ "მიყვარხარ"-ს მნიშვნელობა და ჟღერადობა რატომ ეცვლება?! რატომ ქრება, ის ღრმად ფესვებგადგმული იმედი და ნდობა. როგორ შეიძლება ურთიერთსაპირისპირო გრძნობებს შორის მანძილი, ასე შემცირდეს. ისე შეეზარდოს ერთმანეთს რომ გარჩევა გაგიჭირდეს. გიყვარდა თუ გძულდა? იქნებ ისე გიზიდავდა, რომ სიყვარული გეგონა? ამბობენ სიყვარული წლებს უძლებსო, ნეტავ ამასაც გაუძლებს? მისაღებში, დივანზე იჯდა და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე და თან არაფერზე... თურმე ისიც შეიძლება ტირილი გინდოდეს,ძალიან ძალიან გინდოდეს, მაგრამ ვერ იტირო. ცრემლებიც უარს გეუბნეოდნენ, მათაც კი შერცხვეთ, ასეთ დროს გარეთ გამოსვლა. -დამირეკე რა მერე კიდევ-მისაღების მდუმარება, წკრიალა, მომღიმარმა ხმამ დაარღვია. თავი ნელა მოატრიალა მარიამმა. უნდოდა... გულით უნდოდა რომ ეტირა, ეყვირა... ყველაფერი დაელეწა. ო, როგორ უნდოდა ახლა რამის დამსხვრევა, თუმცა ადგილიდან ვერ იძვროდა... ორ ნაბიჭში გამოყვა წელზევით შიშველი, თავის ქექვით, მომღიმარი თენგო. ორივე მისაღების შესასვლელში გაშეშდა. ბიჭს თვალები შესამჩნევად დაუმრგვალდა, თუმცა მარიამი ვერ მიხვდა ეს რომელი გრძნობის შედეგი იყო. პირველად ვერ მიხვდა, თავის ქმრის სახეზე გამოსახულ გრძნობას. თითქოს გაუცხოვდა... თავადაც გაუკვირდა როგორ, მაგრამ გაღიმებაც შეძლო, ცალი ხელი დივნის საზურგეს გადაადო და წყვილს შეძლებისდაგვარად ნაზად გაუღიმა. აი იმ გაღიმებით, ღიმილის გარდა, რომ ყველაფერს იტევდა... -მარიამ...-დაბნეული, გატეხილი ხმით წარმოთქვა ბიჭმა. უცნობი გოგონა კი გაურკვევლად უყურებდა ხან ერთს,ხან მეორეს. ბოლოს კი როგორც იქნა ხმა ამოიღო -მე წავალ,მგონი ზედმეტი ვარ-ფრთხილად ჩაილაპარაკა და ფეხის გადადგმას აპირებდა, როცა მარიამის მზერას წააწყდა. ადგილზე გაშეშდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა -წახვიდე? ზედმეტი, შენ? არა ძვირფასო, ეს მე უნდა წავიდე. ხელი შეგიშალეთ.-ყველაფერს ერჩივნა, გული დაეცალა და რაც პირზე მოადგებოდა ის ეთქვა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უკვე აზრი არ ქონდა. . . ვეღარაფერს შეცვლიდა. ამიტომ ორ წუთში, "სიმწრის ღიმილი"-ც ისწავლა -მარიამ... გთხოვ-ცრემლჩამდგარი თვალებით უყურებდა ქმარი, მაგრამ უკვე მასაც იგივე, უაზრო თვალებით უყურებდა მარიამი. ღრმად ამოიოხრა და ქმარს მიუახლოვდა... - გინდა რომ მიყვარდე? მიყვარხარ ! სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე. -მარიამ არა... გთხოვ მარიამ... რამე მითხარი. მეჩხუბე გთხოვ... გთხოვ მარიამ... "ვერ აპატია ეს ღალატი, არადა, ნათქვამი ქონდა, შენს გარდა სხვა ქალი არ მინდაო, ალბათ, ამიტომ უფრო ვერ აპატია, არ გაულანძღავს, ეხვეწებოდა, რამე ცუდი მითხარიო, მაგრამ გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუსვა, მარტო ის უთხრა: "გული ასე, არავის ატკინო"-ო და კარი ჩუმად გაიხურა". ბიჭმა კი ფეხიც ვერ მოიცვალა, მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა, მხოლოდ ერთი, მაგრამ ყველაფრის მთქმელი... "მიყვარხარ სადამდეც იმსახურებ" და იმსახურებდა? ______ მინდოდა დამეწერა და დავწერე.... სახელი "მარიამი" ვიცი რომ მოგეწონებათ, მაგრამ "თენგო"-ზე არაფერი თქვათ. მე ასე მინდოდა და მეცით პატივი :დდდდდ მიყვარხართ და მიხარიხართ მე თქვენ პ.ს. "ვერ შეიცვლებოდი. არ შეგეძლო. მე ესეთი მიყვარხარ სხვანაირს, სხვა შეგიყვარებდა " ლ.მარგიანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.