შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (დასასრული)


13-08-2017, 05:17
ავტორი aNuGi
ნანახია 8 084

- რა თქვი? - მისი სიტყვების გაგონებისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ცივი წყალი გადამასხეს.
- უნდა წავიდეთ თაი, მომისმინე..
- რას ნიშნავს უნდა წავიდეთ, მომკლავენ გესმის, მომკლავენ! - უკან დავიხიე და შეშინებული მივაჩერდი - შენ ჩემი დაბრუნება გინდა? ამიტომ მოდიოდი ჩემთან, ამიტომ ცდილობდი ჩემი გულის მოგებას არა?! - გაცეცხლებული მივიწევდი კარებისკენ - როგორ ვიფიქრე რომ.. როგორ! - ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მცვიოდა, ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
- თაი მომისმინე - უკან გამომყვა, ჯერ ნელი ნაბიჯებით მომყვებოდა, შემდეგ უფრო აუჩქარა და წამომეწია, თითქმის ჭიშკრამდე ვიყავი მისული რომ შემაჩერა.
- არ მოგისმენ, მომატყუებ ისევ, ისევ მაგდებ არა? - ისეთი თვალებით შევხედე წამით შეჩერდა, ოდნავ შემიშვა ხელი და შეშფოთებული მომაშტერდა.
- როგორ იფიქრე, რას ამბობ! არა, უბრალოდ აგიხსნი
- რას ამიხსნი
- თქვენთან ხო ასეთი ტრადიციაა?
- რა ტრადიცია? - ჩავფიქრდი - რა ტრადიციაზე მეუბნები, მხოლოდ 6 თვე გავიდა - დაბნეული ვუყურებდი, თან ვცდილობდი რაიმე მსგავსი ტრადიცია გამეხსენებინა, უეცრად თვალები გამიფართოვდა და უფრო შეშინებული გავხტი უკან - არაა?! არაა! არ მჯერა
- მე გამაფრთხილეს
- გაგაფრთხილეს? ვინ? - გალავანზე ვიყავი აყუდებული და დამფრთხალი ვაცეცებდი თვალებს.
- მამაშენმა, კიდევ 3 კაცი ახლდა თან.. მითხრეს რომ ექვს თვეში თუ არ ჩაგიყვანდი ჩამოგაკითხავდნენ და მოგკლავდნენ - დამნაშავესავით ჩახარა თვალები და ნერვილად ჩამოისვა სახეზე გრძელი თითები.
- და შენ გჯერა რომ, გჯერა რომ ჩამომაკითხავენ?
- ერთი ჩამოსულია უკვე და შენს მისამართს ეძებს!
- საიდან მოიტანე, საიდან გაიგე - მეცინებოდა უკვე მის თავის გამართლებებზე - რა სისულელეა, როგორ გაიგებდი, აქ დიდი ხანი არაა ვცხოვრობ მაგრამ ამხელა ქალაქში ვინ ჩამოვიდა
- თაი! მე გამომძიებელი ვარ, ვინმე რომ ჩამოდის ქალაქში და ძებნას იწყებენ, პირველი ჩვენ მოგვმართავენ
- ეგენი ეგეთი განვითარებულები არ არიან - თავი გავაქნიე - ვერ დაგიჯერებ!
- აი ფოტო - ცხვირწინ ამიფრიალა ჩემი თანასოფლელის ფოტო და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული - მომისმინე
- ეს.. ეს ყველაზე განათლებულია ჩვენს სოფელში, ამას აგზავნიდნენ სულ ქალაქში, როგორ.. რანაირად…
- გთხოვ არ ინერვიულო, გპირდები დაგიცავ, ვერავინ ვერაფერს გავნებს! შენს გვერდით ვიქნები, უბრალოდ მომენდე..
- მპირდები?
- გპირდები.. - და პირველად ვიგრძენი მისი თითები ჩემს მხრებზე, ასე ახლოს და ასე მხურვალედ…

***

- გთხოვ არ გვინდა რა - ჯერ კიდევ მანქანაში ვიჯექით და ჩემთვის უცნობი გზებით მივდიოდით სოფლისკენ - გთხოვ, იქნებ გადაიფიქრო? - ისეთი თვალებით ვუყურებდი, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ ჩემი თითები მის თითებს შორის მოიქცია და ნაზად მაკოცა.
- გთხოვ თაი - გატეხილი ხმით ძლივს ჩაილაპარაკა და მზერა ისევ გზას გაუსწორა - დამშვიდდი
- მეშინია გესმის, ძალიან მეშინია.. მომკლავს…
- თაი - ვგრძნობი რომ უკვე სუნთქვაც უჭირდა, თვალსაც ვეღარ მისწორდება, ცდილობდა ნაკლები ელაპარაკა მისი გატეხილი ხმა რომ არ მეგრძნო.
- ძალიან მეშინია - ბოლოჯერ ამოვილაპარაკე და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი თითოეული უჯრედი როგორ მითრთოდა, შიშს ისე ვყავდი კლანჭებში მოქცეული, ვერც ვინძრეოდი, ვერც ვფიქრობდი, ვერც ვაზროვნებდი.. არაფერი გამომდიოდა, ვიყავი მასში მოქცეული და შიგნიდან მჭამდა.
რაღაც ცუდის მოლოდინი არ მტოვებდა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი რაც მოხდებოდა.
დაფეთებული ვუყურებდი გზას, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ნელნელა უფრო და უფრო ვიძაბებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სასაკლაოზე მივყავდი, გამიზნულად, უკვე მთელი სიცხადით ვგრძნობდი იმას თუ რა მელოდა.
შავთვალება ჯიუტად არ იღებდა ხმას, სოფელს რომ მივუახლოვდით მხოლოდ იმ დროს შეკრა წარბები, ზიზღით დაემანჭა ტუჩები და საზღვარზე მყოფ ბიჭებს უემოციოდ აუხსნა ვინ იყო.
ისე გვათვალიერებდნენ თითქოს ტერორისტები ვყოფილიყავით.
იმ წამს ალბათ ძალიან ძალიან სასტიკი ვიყავი,
მაგრამ,
სიამოვნებით ვიქნებოდი ამ ქალაქში ტერორისტი.
სიამოვნებით ავიფეთქებდი თავს მათ გარემოცვაში და მანამდე ზიზღით მოვავლებდი ყველას თვალს.
ამის გაფიქრებისას შევიგრძენი როგორ მქონდა ამ სოფლის გამო დაკარგული ჩემი ადამიანობა და სადღაც გულის სიღრმეში ისეთი სიცხადით ჩამწყდა რომ ცრემლები წამომივიდა.

***

- თაი გთხოვ ნუ ტირიხარ! - მშვიდად მთხოვა შავთვალებამ და ჩემკენ გადმოიწია - გგონია ვინმეს მივცემ უფლებას რომ გატკინოს?! ნუ ნერვიულობ რა - მისი თვალები დამამშვიდებლებივით მოქმედებდნენ ჩემზე, ავტომატურად შევწყვიტე ტირილი და ძლივს ამოვისუნთქე.
- გთხოვ არ მიმატოვო!
- გპირდები - გამიღიმა და უკვე ნაცნობი სახლის წინ გააჩერა მანქანა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს დრო გაჩერდა, ქუჩაში ყველა ჩვენ გვიყურებდა გაუნძრევლად.
უზარმაზარი მანქანიდან ამაყად გადმოვედი, შავთვალებას გავხედე, რომელიც ღიმილით მოაბიჯებდა ჩემკენ.
ირგვლივ მოშტერებულ საზოგადოებას თვალი მოავლო და თითოეულს თავის დაკვრით მიესალმა.
მე არავისკენ გამიხედავს, პირდაპირ სახლისკენ წავედი და ფანჯრიდანვე დავინახე როგორ უწყობდა დედა იმ კაცს საჭმელს.
შემთხვევით გამოიხედა ფანჯარაში, ჯერ გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, შემდეგ თეფშები ხელიდან გააგდო და აქეთ გამოქანდა.
ვიდექი გაოგნებული, ვუყურებდი ჩემკენ მომავალ დედას, ხელებგაშლილს და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი გულში.
მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ მიღრღნიდა მისი მონატრება გულს, როგორ მანადგურებდა, როგორ მჭამდა.
- დე და - ამოვიხავლე და აცრემლებულმა მთელი ძალით მოვეხვიე, თვითონაც მხურვალედ ჩამიკრა გულში, თან ქვითინებდა თან რაღაცებს ჩურჩულებდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, მისი სურნელი, იმდენად მონატრებული და იმდენად ჩემი იყო თავბრუს მახვევდა, მთიშავდა, სადღაც სხვა სამყაროში გადავდიოდი.
ბედნიერებიდან იმ კაცის ხმამ გამომიყვანა, ზიზღით დავმანჭე ტუჩები, სანამ დედის მხრებიდან თავს ავწევდი და მის გაბღენძილ სახეს შევხედავდი.
- გამარჯობა თაია - ამაზრზენად გამიღიმა და შავთვალებას ხელი ჩამოართვა - ქალო, დროზე შედი და გამოგვიტანე საჭმელი! - ზიზღით გადახედა და თავით ანიშნა გაქცეულიყო.
- ახლავე, მე.. მეე - დედა ანერვიულებული შევარდა სამზარეულოში და ჭურჭლების გადმოლაგება დაიწყო.
შორიდანაც ვხედავდი როგორ უკანკალებდა ხელები.
- შენ რას უყურებ გოგო? წაეთრ… წადი მიეხმარე - შავთვალებას გახსენებაზე სიტყვა შეცვალა და ვითომ მოსიყვარულე მამასავით მითხრა, მწარედ ჩამეღიმა, სამზარეულოსკენ დავიძარი თავდახრილმა, უეცრად ვიღაცის თითები რომ ჩამეჭიდა და უკან დამაბრუნა.
- ჩემს გვერდით იყავი - მხოლოდ ეს სამი სიტყვა თქვა და წინ წავიდა, ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა სოსოს, გაცინება მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე და შავთვალებას თითებს ძლიერად ჩავეჭიდე.
დედა კანკალით აწყობდა სუფრას, მე ისეთი სევდიანი თვალებით ვუყურებდი, შავთვალება შიგადაშიგ მეფერებოდა და ცდილობდა დავეწყნარებინე.
მაგრამ დედას ასე რომ ვხედავდი, რა ძალა დამაწყნარებდა?!
ისეთი სიმწარით მახსენდებოდა მისი ტკივილისგან გატეხილი სახე, ცრემლებიც რომ ამომშრალი ჰქონდა, ხელები დანაოჭებული და გამხდარი.
დავაკვირდი,
ახლა უფრო ჰქონდა ძვლები ამობერილი, სულ უფრო და უფრო ტყდებოდა, ილეოდა, უძლურდებოდა.
მე კიდევ,
მე რა მადარდებდა იქ, სადაც ვიყავი?!


***

დედამ სუფრის გაწყობა რომ დაასრულა იქვე დადგა მოსამსახურესავით, გული მომეწურა, მამაჩემმა ზიზღით გადმომხედა და მაგიდაზე დადებულ ხელზე ხელი დამადო.
- ადგები ახლა? - მწარედ მომიჭირა და მაიძულა ავმდგარიყავი, დავინახე შავთვალებას როგორ მოეკრუნჩხა ბრაზისგან სახე, გაღიზიანებულმა გადახედა სოსოს, ხელი ჩამავლო და უკან დამაბრუნა.
- კიდევ ორი თეფში მოიტანეთ თუ შეიძლება - ღიმილით ახედა დედას - თაიასთვის და თქვენთვის! - ღვარძლიანი სახით გადახედა სოსოს და უდარდელად დაელოდა მის პასუხს.
- ამას როგორ ბედ..
- სიძის სიტყვა კანონიაო, ამბობენ თქვენთან!
- შენ არ გაქ..
- სიძეს ყველაფრის უფლება აქვს, სანამ თქვენს ქალიშვილს ინახავს! - სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა - იცით რას ვფიქრობ?
- გისმენ - გაღიზიანებულმა მოუგდო და მაგიდას მთელი ძალით მოუჭირა თითები.
- საერთოდ თქვენ რატომ ბობოქრობთ აქ?
- რას ნიშნავს?
- ხო აი, ვინ ხართ?
- მე თაიას მამა ვარ! - გაღიზიანებული წამოხტა და მუჭი მაგიდაზე დაარტყა - შენგან ასეთ შეურაცხყოფას არ მოვითმენ იცოდე
- ესე იგი თქვენ გაქვთ უფლება ჩემს ცოლს ხელი მოუჭიროთ და უბრძანოთ რაიმეს გაკეთება, მე კი თქვენ უნდა გცეთ პატივი? - სრულიად უემოციო, მშვიდი ხმით მიუგო და კვამლი ნელნელა გამოუშვა ტუჩებიდან.
- მომისმ..
- დაბრძანდით, ვჭამოთ - ლაპარაკი ისევ არ დაამთავრებინა, მშვიდად მოკიდა დანა ჩანგალს ხელი და დედას ახედა - დაბრძანდით! - იქამდე არ გადაიღო არაფერი, სანამ დედაც არ მიუჯდა სუფრას და არ დაიწყო ჭამა.
სამაგიეროდ სოსოს ჰქონდა ყველანაირი მადა გამქრალი და მისი სიამაყისგან გაბღენძილი სახე სადღაც გამქრალიყო.


***

როგორც კი მოვრჩით, დედა უცებ წამოხტა და ყველაფერი აალაგა.
სოსო და შავთვალება სალაპარაკოდ გავიდნენ.
დედამ კი მაგიდა აალაგა თუ არა გვერდით მომიჯდა.
- დე როგორ ხარ? ხო ხარ კარგად? - მხარზე დამადო გამხდარი თითები და მსუბუქად მომიჭირა - დედი ხო არაფერი გიჭირს? გცემს? ცუდად გექცევა? - ცრემლებმომდგარი ძლივს ამბობდა სიტყვებს და ჩემგან სულმოუთქმელად ელოდებოდა პასუხს.
- არა დე რას ამბობ! ძალიან კარგად ვარ, არც მცემს და არც ცუდად მექცევა, პირიქით ის საუკეთესოა ამ დედამიწაზე - მისი თითები ხელებში მოვიქციე და მთელი გრძნობით ვაკოცე - დედი შენ როგორ ხარ? რა დღეში ხარ, როგორი დალურჯებული გაქვს მკლავები - თითები ნაზად ჩამოვუსვი და ტკივილისგან მთლიანად გატეხილმა ძლივს ამოვიღე ხმა - გცემს? ყოველდღე?
- მცემს, როგორც ყოველთვის, თუ რამე არ მოეწონება მაშინ..
- დედა გაიქეცი, რატო არ გარბიხარ, რატო არ მიდიხარ, ჩვენ დაგეხმარებით, ოღონდ შენ დაგვთანხმდი..
- სისულელეა შვილო, მიპოვის და მომკლავს..
- დედი გთხოვ, ვერ გიპოვის.. გთხოვ
- არა თაი, მთავარია შენ იყო კარგად, ჩემი დრო წავიდა უკვე, ჩემთვის ცხოვრება დამთავრებულია გესმის? შენ გაშორდი ამ ადგილს, აღარსდროს დაბრუნდე, უბრალოდ თქვი რომ ორსულად ხარ, მითხარი დე ორსულად ხო ხარ? - სასოწარკვეთილი თვალებით მომაშტერდა, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთვა, როგორ მეღიარებინა რომ ორსულად არ ვიყავი.
- დედა..
- მითხარი თაი, ხომ ხარ?
- არა… - დამნაშავესავით ჩავხარე თავი და ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა მხრები, მისი ტკივილიანი ამოძახილი რომ გავიგე - დედა გთხოვ..
- მიგატოვებს, წავა, დავიღუპეთ.. მომკლავს, შენც მოგკლავს.. არ გვაპატიებს.. შენი ბედნიერბეა მინდოდა, მშვიდად ვიყავი ეს 6 თვე, ვსუნთქავდი, ვიცოდი რომ ბედნიერი იქნებოდი, ვიცოდი ეგ ადამიანი არ გაგწირავდა, მაგრამ რატომ, რატომ ვერ დაორსულდი დედა?! ეს როგორ მოგივიდა.. როგორ დაგემართა… რომ მიგატოვოს?
- არ მიმატოვებს დე, ნუ ნერვიულობ!
- რომ მიგატოვოს მეთქი? რა გვეშველება?
- დედა არ მიმატოვებს! არა
- რომ… - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ იმ დროს გაიღო ზუსტად კარები და ორივე ერთად შემოვიდა ოთახში.
- ხელი შეგიშალეთ? - ღიმილით იკითხა შავთვალებამ და გვერდით ჩამომიჯდა.
- არა, რა შეგვიშალე, რას ამბობ - ფეხზე წამოხტა დედა და სამზარეულოში გავარდა, ტკივილიანი მზერა გავაყოლე და ღრმად ამოვისუნთქე.
- აბა გისმენ, რას მეტყვით
- რა უნდა გითხრათ? - ცინიკური ღიმილით გადახედა შავთვალებამ და ხელი მომხვია.
- ორსულად ხარ?
- არა, არ არის ორსულად - სანამ მე ვიტყოდი შავთვალებამ დამასწრო და ღიმილით წარმოთქვა.
- ეს როგორ? - წამოხტა სოსო და ჩემკენ წამოვიდა.
- უნდა დავიძინოთ! - მშვიდად წარმოთქვა, ფეხზე წამოდგა, წამომაყენა და ირგვლივ მიმოიხედა.
- თქვენ.. თქვენ - დედა მოგვიახლოვდა ცრემლიანი თვალებით.
- საძინებელი?
- აი, აქეთ - ხელით გვანიშნა დედამ და კარები გაგვიღო.
- ღამე მშვიდობისა! - ღიმილით მიუგო და ოთახის კარები მოხურა.
შეშფოთებული ვუყურებდი მის მშვიდ გამომეტყველებას და ვცდილობდი გამომეცნო რა ჰქონდა ჩაფიქრებული.

***

- თაი
- გისმენ? - უხერხული სიჩუმე ძლივს გაიფანტა ჩვენს ირგვლივ.
- მე სააბაზანოში მინდა შესვლა - თავი ნერვიულად მოიქექა - შეგიძლია
- კი როგორ არა - ღიმილით გავაღე კარები და სააბაზანომდე მივიყვანე, ჩემი მშობლები ტახტზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.
სოსომ ალმაცერად გადმომხედა, შავთვალებას ყველაფერი ვასწავლე და უკან გამოვედი, თვითონაც რომ გამომყვა გაკვირვებული მივაშტერდი, ოთახამდე მომაცილა და კარები მომიკეტა.
- საძინებლის კარები დავხურე! - მკაცრი შეუვალი ტონით გამოაცხადა და აშკარად ისევ სააბაზანოსკენ წავიდა.
დავიბენი,
ასე რატომ მოიქცა ვერაფრით მივხვდი.
სანამ შემოვიდოდა მთელი ჩემოდანი გადავქექე ღამის პერანგის ძებნაში, მაგრამ ნახევრად გამჭირვალე სექსუალური მოკლე კაბის მეტი ვერაფერი ვიპოვე, გაბრაზებულმა გამოვლანძღე გულში ნენე და სულ ბუზღუნით გადავიცვი ღამის პერანგი.
ისე უხერხულად ვგრძნობდი ამაში თავს, ლამის ცეცხლი წამკიდებოდა სირცხვილისგან, აი ერთ-ერთი მაგალითი თუ რატომ არ უნდა ჩაალაგებინო დაქალს ჩემოდანი, მითუმეტეს თუ იცის რომ მასთან ერთად მოგიწევს დაძინება.
დუდღუნით ვალაგებდი ტანსაცმელებს უკან, ან ამდენი ტანსაცმელი რათ მინდოდა?!
ღრმად ამოვისუნთქე, მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოვიდა ოთახში, დაბნეული მომაშტერდა, ქვემოთ მოკლე შორტი ეცვა, ზემოთ კი პირსახოცი ჰქონდა მოხვეული, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ოთხად მოვიკეცე ლამის, ჩემი სხეული რომ დამეფარა.
- ნენეს ხელწერაა - სიცილისგან კინაღამ გაიგუდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სახე დაინახა ეგრევე დასერიოზულდა, პირსახოცი მოიშორა და ისე წამოვიდა ჩემკენ.
ვაიმე,
ისე წამოვიდა ჩემკენ ტიტველი, ახლა გული წამივა, არა მაგრად ვდგავარ, რას დავეყრდნო? მიშველეთ, ვაიმე გული როგორ მიცემს, რა კუნთები ჰქონია, რას ამბობ თაია როგორ არ გრცხვენია საკუთარი თავის?! კარგი რა იყო, უბრალოდ ვაღიარებ რომ კარგი კუნთები აქვს, აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე?! რა გრძნობაა ეს? უჰ, ჩამოცხა რაღაც, ეს ოთახი არსდროს იყო ასეთი ცხელი, ახლა რა ჭირი ეტაკა, ხელი როგორ ავიღო ახლა და როგორ დავინიავო?! ნახე თან რა თვალებით მიყურებს, მარტო შავი თვალები დაგწვავს და დაგფერფლავს.
ჩემკენ მოიწევდა და უკან უკან ვიხევდი რაც შემეძლო.
უკან დაიხიე რა, ახლა შენ რომ შემეხო ხომ წამივიდა გული და დავეწეპე იატაკს?! ვაიმე, მოდის, მიახლოვდება! ახლოდან უფრო კარგი კუნთები აქვს, ოჰ რა სხეული, უუუჰ, ჩამოცხა, ჩამოცხა, ვაიმე ასეთი გარყვნილი არასდროს ვყოფილვარ! არა დარბაზშიც ხო ვხედავდი დაკუნთულ ბიჭებს, მაგრამ აი ამას რაღაც მგონი სხვა მუხტი აქვს, უცნაურად გადმოდის ჩემზე, გული თუ წამივა დამიჭერს ვითომ?! რას არ დამიჭერს, იმხელა კუნთები აქვს, კარგი თაია დამშვიდდი, რა მოხდა მერე, კაცი არ გინახავს?! არ მინახავს არა! ჯანდაბა!
ისე მომიახლოვდა ჩიტივით ვიყავი კუთხეში მიყუჟული და დამფრთხალი თვალებით ვუყურებდი, მის მომნუსხველ თვალებს ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი ისე ავსებდა მაგიჟებდა.
მისი სიახლოვით გაბრუებულმა თვალები მივლულე, ისეთი სასიამოვნო იყო მისი სურნელის შეგრძნება, მთელი სხეული მიცახცახებდა.
- თაია, რა გჭირს? - სიცილით დამხედა ზემოდან და ჩემს ალეწილ გამომეტყველებას თვალებმოჭუტული დააკვირდა - ცუდად ხო არ ხარ?
- არა რა ცუდად! - ხელი ავიქნიე - რა ცუდად
- რამე ხო არ მოხდა?
- რა უნდა მომხდარიყო, ვიჯექი გელოდებოდი, ეს კაბა ეს
- ნენემ ჩაგიდო, მივხვდი - გაეცინა, წელზე მომხვია ხელი და საწოლისკენ წამიყვანა - დავიძინოთ?
პასუხიც ვერ გავეცი, მის ხელს ვაკვირდებოდი ჩემს წელზე რომ იყო მოთავსებული, ისე ჩამოცხა, კინაღამ გავუსრიალდი ხელიდან და მოწყვეტით დავეცი იატაკზე, მაგრამ საბედნიეროდ ძლიერად ვყავდი ახუტებული, ასე აპირებს დაძინებას?! რა დამაძინებს!
- დავიძინოთ - კიდევ ერთხელ გაიმეორა და გვერდით მომიწვა.
ხმა არ ამომიღია, სიმივით დაჭიმული ვიწექი საწოლზე, არც ვინძრეოდი, არ მინდოდა შევხებოდი, ცუდად გავხდებოდი ისევ.
არ ვიყურებოდი მის მხარეს, ჩემს ოთახში ანთებული პატარა ნათურას ვიყავი მიშტერებული და ვერაფერზე ვფიქრობდი, რამდენი რაღაცაზე დავიწყებდი ფიქრს ეგრევე მისი სხეული მიტრიალებდა თვალწინ და მაბრუებდა.
- რატომ არ იძინებ? - ოდნავ წამოიწია, ხელს დაეყრდნო და ინტერესით დამაკვირდა.
- მე მეე, შუქს ავანთებ, ისე ვერ ვიძინებ - ფეხზე წამოვხტი და ჩამრთველისკენ გავიქეცი ლამის, მაგრამ სანამ ხელს შევახებდი, მისი ძლიერი ტორები მუცელზე შემომეჭდო და ისე ძლიერად ავეკარი ზურგით მის სხეულს, ძლივს ამოვისუნთქე.
- თაი - ცხელი სუნთქვა კისერთან მომაფრქვია და თავი უკან გადავწიე უკეთესად რომ შემეგრძნო მისგან წამოსული სიმხურვალე, ვერ ვუძლებდი ამ ემოციას, ისე ძვრებოდა ჩემში და მიფორიაქებდა სულ ვერც ვხვდებოდი - რა ლამაზი ხარ იცი?! - სწრაფად შემომატრიალა, ისე ძლიერად შემომხვია ხელები და ჩამიკრა გულში, ვერც გავიაზრე, მეხუტებოდა მთელი ძალით, მთელი ემოციით, თავი ვერ შევიკავე, ხელები მოვხვიე და მთლიანად ჩავიკარგე მის მკლავებში, არ მაინტერესებდა არავინ, არც ის თუ სად ვიმყოფებოდით, მხოლოდ მისი თვალები და მისი ცხელი თითები მახსოვდა ჩემს ირგვლივ.
ყველაფერი იყო ეს ემოცია და ყველაფერი იყო ის რასაც შავთვალება მაძლევდა თითოეული შეხებით.
- თაი - ღრმად ამოისუნთქა და კისერში კოცნის კვალი დამიტოვა, სხეული ემოციებისგან ამიცახცახდა - თაი, გეშინია ჩემი? - კოცნით ამოუყვა კისერს და ნელნელა ნიკაპს მოუახლოვდა, პასუხის გაცემის თავიც არ მქონდა, ისე ვყავდი ჩათრეული გრძნობების მორევში, ოდნავ კი არ ვტოკდებოდი იქედან ამოსასვლელად - მითხარი, გთხოვ - ისე ღრმად და მძიმედ სუნთქავდა, ვერ ვშორდებოდი, სითბოში ჩაკარგული დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და თხელი თითებით რაც შემეძლო მის სხეულს ვებღაუჭებოდი, მაგრამ.. უეცრად ფეხქვეშ გამომეცალა ყველანაირი საყრდენი და..
პირველად…
პირველად ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები ჩემსაზე… ისე, ისე ნაზად მკოცნიდა, თან თითებს ჩემს თმებში დაასრიალებდა და გონებას მიბინდავდა ვერ ვუძლებდი, ვერ ვიმორჩილებდი სხეულს, მისი ტკბილი ტუჩები უფრო და უფრო მექაჩებოდნენ თავისკენ, უფრო მიხმობდნენ, მაგიჟებდნენ..
არ ვიცი რამდენი ხანი მკოცნიდა ასე სინაზით, სიფაქიზით, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაიწია უკან აქამდე დაგროვილი ჰაერი ფილტვებიდან გამოვუშვი და ვიგრძენი როგორ ჩამეწვა თითოეული უჯრედი.
- გთხოვ არ გაბრაზდე, მე თავი ვერ შევიკავე.. თაი! - ამხელა კაცი ჩემს წინაზე იდგა და დაბნეული ლუღლუღებდა - არ მინდოდა!
- ჩშშ - თითები ტუჩებზე მივადე და გავაჩუმე - არ გინდა, დავიძინოთ! - საწოლისკენ წავედი და უხმაუროდ შევწექი ლოგინში.
- არ მიბრაზდები? - არაფერი რომ არ ვუპასუხე საწოლისკენ წამოვიდა და ფრთხილად მომიწვა - მითხარი გთხოვ - მხარზე ჩამომადო ნიკაპი და თითები წელზე შემიცურა - არ მეტყვი? ე.ი მიბრაზდები
- ასე რომ იქცევი პასუხს ვერ გცემ - ძლივს ამოვიხავლე და როგორც კი გავიაზრე რა ვთქვი, ენაზე ვიკბინე, ხმით გაიცინა და მხარზე მაკოცა.
- სულელი ჩემი - მისკენ დამქაჩა და ძლიერად ამაკრა მის გულმკერდზე - დავიძინოთ! 

***

დილით რომ გავიღვიძე შავთვალება ჩემს გვერდით არ იწვა, დაბნეული წამოვდექი, მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი.
- სად არის ანდრეა? - სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვილაპარაკე და ორივეს დაჟინებული მივაშტერდი.
- წავიდა
- სად?
- სად? - სოსო ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა - მიგატოვა! - გრუხუნით გაისმა ჩემს ტვინში ეს სიტყვა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ყველაფერი თავზე ჩამომამსხვრიეს.
- შეუძლებელია… - შეშლილივით დავიხიე უკან და კარებს ავეკარი - შეუძლებელია!
- მიგატოვა მეთქი, მ ი გ ა ტ ო ვ ა! - ჩემკენ წამოვიდა, თმებში მწვდა და კარებში გამათრია, იმდენად ვიყავი დამსხვრეული შიგნიდან, თმების ტკივილსაც ვერ აღვიქვამდი, სოსო ბღაოდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხალხს უხმობდა, თმებაწიწილი კი ვიჯექი შუა სოფელში და შავთვალებაზე ვფიქრობდი, იმედგაცრუება, ტკივილი, სიძულვილი ყველაფერი ერთად მიტრიალებდა თავში და მაგიჟებდა.
სოსომ მკლავში მწვდა, ფეხზე წამომაყენა და მაიძულა გავსწორებულიყავი, შუშის თვალებით ვუყურებდი, არანაირ ემოციას გამოვხატავდი, ის კიდევ მიყურებდა ზიზღნარევი, გამწარებული მზერით, ზუსტად ვიცოდი მზად იყო მოვეკალი.
საშინელება იყო გეყურებინა ასეთ მამაზე, რომელიც დაუფიქრებლად გესროდა პირველი ქვას, დაუფიქრებლად გაგწირავდა და დაგამხობდა..
მოქნეულმა ხელმა შხუილით ჩამიარა და მარცხენა ლოყა მთელი ძალით ამეწვა, მაინც რა მწარე ხელი ჰქონდა ამ კაცს, ან იქნებ ზედმეტად მიმეტებდა მე ასეთი სიმწარისთვის.
ისევ ისე ვუყურებდი, ისევ ისეთი უემოციობით, ჩემთვის სულერთი იყო ყველაფერი, შავთვალებას გარეშე ვერ ვიარსებებდი, ვერ ვიცოცხლებდი..
მეორედ რომ დამარტყა მოწყვეტით დავეცი ქვებზე, ყველაფერი მტკიოდა, ორივე ლოყა მეწვოდა, მაგრამ ვერაფერს განვიცდიდი.
იყო უბრალოდ იმედგაცრუება, მე ჯერ კიდევ შავთვალებას დავტრიალებდი, ჯერ კიდევ მის ირგვლივ ვიყავი და იმედი მქონდა რომ დაბრუნდებოდა, რომ მამაჩემმა მომატყუა..
არ ვიცი რამდენჯერ დამარტყა სოსომ, არ მესმოდა ირგვლივ რა ხდებოდა, ვერც მისი სიტყვები მოდიოდა ჩემამდე, გონების დაკარგვამდე ვიყავი მისული, ირგვლივ მხოლოდ ჯოხმომარჯვებულ ხალხს ვხედავდი, რომლებიც მზად იყვნენ ჩემზე გადაეტეხათ ყველაფერი.
მარგამ უცებ..
უცებ ყველაფერი დაწყნარდა და სოსოც მომშორდა, სიმსუბუქე ვიგრძენი და დარტყმები შეწყდა.
თითქმის უსულოდ დაგდებული, ვხედავდი ნაცნობ სილუეტს, აი ისეთს მაშინ რომ გამომეცხადა და მეღიმებოდა, მეღიმებოდა.. რადგან დაბრუნდა.

***

ვცდილობდი სიტყვები გამერკვია, ვხედავდი როგორ ურტყამდა ანდრეა სოსოს, როგორ გამეტებით უშენდა მუჭებს, ფეხებს, როგორ დააგდო ქვემოთ და მთელი ძალით ჩაარტყა ჯოხი, რომლითაც მე მცემდნენ.
- როგორ ბედავ! როგორ ბედავ რომ ჩემს თაიას ურტყამ? ვინ მოგცა ამის უფლება? - ფეხებს გამეტებით ურტყამდა მუცელში და აგინებდა, ბოლოს შეეშვა, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და დააფურთხა, რამდენჯერმე დააფურთხა მის სხეულს და ჩემკენ წამოვიდა.
მაგრამ ვიღაცამ ჯოხი ჰაერში აღმართა მის წინ და გააჩერა.
- თქვენ არ გქონდათ მისი გალახვის უფლება! - როგორც ხმით მივხვდი სოფლის უხუცესი ელაპარაკებოდა, ძლივს ვარჩევდი სიტყვებს, მაგრამ უკანასკნელი ძალებით ვცდილობდი სმენის დაძაბვას.
- თქვენი კანონი შემახსენეთ? - ზიზღით გადახედა შავთვალებამ და ჯოხზე ხელი აუკრა - მითხარით აქვს თუ არა მამას გათხოვილი შვილის გალახვის უფლება?
- არ აქვს! მაგრამ თქვენ ხომ მიატოვეთ? - გაღიზიანებული ჩანდა სოფლის უხუცესი.
- ვინ დაუდასტურებს რომ მე ჩემი ცოლი მივატოვე? შემახსენეთ რამდენი ადამიანი გჭირდებათ ამისთის?
- სამი ადამიანი! - რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ არავინ რომ ამოიღო ხმა, უხუცესმა უკან დაიხია და გზა დაუთმო.
- მე ჩემი ცოლი მიმყავს და დაიმახსოვრეთ ვინმემ რომ მოძებნოს ან ვინმე ცხოვრების გზაზე გადაეღობოს, მარტო ეს დღე მეყოფა იმისთვის რომ ყველანი ცეცხლში დაგწვათ!
ხელში ამიტაცა, როგორც კი თავი საიმედოდ ვიგრძენი, ეგრევე მოვდუნდი, მთელი ემოციით გავუღიმე, მერე ხალხისკენ გავიხედე და დედაჩემის ტკივილისგან გამწარებულ სახეზე გული შემეკუმშა, ვუყურებდი იქამდე, სანამ მანქანას არ მივუახლოვდით, ის იდგა, იდგა და ტიროდა ემოციებისგან.. მინდოდა მივვარდნილიყავი, მთელი ძალით ჩამეკრა გულში და მისი სურნელი გამეყოლებინა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ტკივილი მთლიანად მტეხდა და ყველანაირ უნარს მართმევდა..
შავთვალებამ რომ იქვე ჩამომსვა, ერთხელ მაინც გავიბრძოლე, მაინც წავიწიე მისკენ, მაგრამ მოწყვეტით დავეცი ქვებზე, დედაც ჩემთან ერთად დავარდა და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, შემდეგ მსუბუქად გამიღიმა, შეტრიალდა და ბრბოს შეერია..

***

საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა, ვგრძნობდი რომ მთელი სხეული დაჭიმული მქონდა, თითოეული უჯრედი ისე მტკიოდა განძრევასაც ვერ ვახერხებდი, თვალები ძლივს გავახილე და პირველი საყვარელი შავი სფეროები დავინახე, გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე.
- როგორც იქნა გაიღვიძე, რამე ხო არ გინდა? წყალი? - შეშფოთებული მიყურებდა და ცდილობდა როგორმე გამოეცნო რა მჭირდებოდა.
- წ ყა ლი - ძლივს ამოვიხავლე და გამშრალი ტუჩები გავილოკე, ფრთხილად დამალევინა და ჭიქა უკან დააბრუნა - სად ვარ?
- საავადმყოფოში თაი, ყველაფერი უკან არის, სამუდამოდ წამოგიყვანე იქედან და აღარსდროს დაბრუნდები..
- დე..
- დაიძინე თაი, დასვენება გჭირდება! - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან სწრაფად გავიდა - რომ გამოკეთდები მერე ვილაპარაკოთ! - ერთხელ შემობრუნდა და ისევ გაიკეტა კარები.
დაახლოებით 3 დღეში ფეხზე დავდექი, ცოტა შესიებული მქონდა ტუჩები და აქა იქ დახეთქილი სახე, მაგრამ უკეთესად ვგრძნობდი თავს.
2 კვირის განმავლობაში შავთვალება თავზე დამტრიალებდა, ყველაფერს მიკეთებდა, მანებივრებდა, მივლიდა, საფენებს თვითონ მიცვლიდა ჭრილობებზე და ცდილობდა როგორმე გავემხიარულებინე.
მაგრამ ტკივილს ისე ვყავდი შეპყრობილი, ვგრძნობდი ძალიან დიდი ხანი არ გამიშვებდა მისი კლანჭებიდან.

***

- თაი რას აკეთებ? - ჩემი შეშლილი სახის დანახვისას ანდრეა შეცბა და დაბნეული მომაშტერდა - ყველაფერი კარგად არის?
- არ არის! სული მეხუთება აქ, ვერ ვძლებ!
- თაი გთხოვ..
- რას მთხოვ?
- შანსი მომეცი!
- რა შანსზე მელაპარაკები ანდრეა? რა შანსზე.. კარგი რა! შენც ხომ იცი, ეს ტკივილი არასდროს გაივლის ჩემი სხეულიდან..
- შენ თუ არ მოინდომებ, არ გაივლის თაი… გთხოვ, უბრალოდ ეცადე.. ერთი შანსი მომეცი…
- ერთ შანსი რას შეგიცვლის? - გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე და თვალებში მივაშტერდი - ან რა ერთ შანსს მთხოვ?
- უბრალოდ გთხოვ, ნება მომეცი, შენი დაბადების დღეა ხვალ, მე თუ ვერ შევძლებ ხვალ შენს განთავისუფლებას ამ ტკივილისგან, სამუდამოდ გაგიშვებ გპირდები!
- ვერ შეძლებ.. ვერა
- შევძლებ! მე მაქსიმალურს გავაკეთებ გპირდები - სწრაფად მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა მთელი გრძნობით და ოთახიდან გავიდა.
იქვე ჩამოვჯექი და გულწრფელად ამეტირა, რატომ არ შემეძლო ამ ტვირთისგან განთავისუფლება?! რატომ არ შემეძლო ყველაფერი დამევიწყებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო?!
როგორი საცოდავი ვიყავი, ჩემი კომპლექსები, ჩემი ცხოვრება ისე იყო ჩაფრენილი ჩემს მომავალზე, ვერაფრით ვმიჯნავდი ერთმანეთისგან, ვერ ვაგდებდი უკან და ვერ ვდგამდი ნაბიჯებს წინ.
მტკიოდა და ვერ ვამხელდი, ვერავის ვეუბნებოდი რა მაწუხებდა და მაინც გულის სიღრმეში სადღაც მწამდა რომ რაღაც შეიცვლებოდა, რომ ხვალინდელი დღე მართლაც გადამწყვეტი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.

***

დილით ჩვეულ ხასიათზე ვიყავი, უემოციო გამომეტყველებით დავაბიჯებდი და ყოველ მოლოცვაზე ნაძალადევი ღიმილით ვპასუხობდი.
არ მიხაროდა ეს დღე, მე რომ არა დედაჩემი ამ დღეში არ იქნებოდა და შავთვალებასაც არ მოუწევდა ამ ყველაფრის გადატანა.
მე რომ არა სოსო დედაჩემს არ მოიყვანდა და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.
ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და ვგრძნობდი როგორ მითრევდა ეს ყველაფერი იმ ღრმულში, საიდანაც ვერაფრით ამოვიდოდი, მაგრამ არაფერი მანღვლებდა, მხოლოდ დინებას მივყვებოდი და ტკივილს უფლებას ვაძლევდი შევეჭამა.
ნენემ სულ ძალით გამომაწყო,
განა მე მინდოდა?!
არა, მაგრამ დაიჟინა გინდა თუ არა ლამაზი უნდა იყოო.
ჰო, ლამაზი ვარ, ვდგავარ სარკის წინ და ვუყურებ საკუთარ სხეულს, ყველა კვალი, რაც კი ჩემს ტკივილს ასახავდა გამქრალია, მაგრამ თვალებში ჩაბუდებულ სევდას არაფერი შველის.
ვერანაირი მაკიაჟი ვერ ფარავს, მაგრამ მაინც ვიღიმი, ვიღიმი იმისთვის რომ ირგვლივ მყოფებს არ გავუფუჭო ხასიათი.
ახლა უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი რომ აქედან ძალიან შორს წავალ და თითოეულს მივცემ უფლებას რომ ბედნიერები იყვნენ, სამუდამოდ დაივიწყონ თაია.

***

დარბაზში რომ შევდივარ მეტირება, ყველაფერი ისე ლამაზად არის მორთული, იმდენად ამაღელვებელია თითოეული დეტალი რომ ემოციებს ვერ ვიკავებ, მალევე მეგებებიან ლუკა და დათა.
ისეთი თვალებით მიყურებენ, თავს ვერ ვიკავებ და ჯერ ერთს, შემდეგ კი მეორეს ვეხვევი.
- ანუ შეგვირიგდი? - მომლოდინე თვალებით გვიყურებენ და ყურებამდე იღიმებიან, საპასუხოდ მხოლოდ თავს ვუქნევ, ვიცი ხმა რომ ამოვიღო საკუთარ თავს გავყიდი და ყველაფერს მიხვდებიან.
რამდენიმე საათში გავიპარები და სამუდამოდ წავალ მათი ცხოვრებიდან.
შავთვალება მალევე მიახლოვდება.
- გილოცავ დაბადების დღეს! - მოწყვეტით მკცონის ლოყაზე და მომნუსხველად მიღიმის - როგორ ხარ?
- კარგად, თავად? მადლობა - ღიმილითვე ვპასუხობ და ვცდილობ ყოველგვარი ღელვა დავმალო.
- მეც კარგად! - მიღიმის და მაგიდისკენ მივყავარ.
მაგიდასთან მხოლოდ ჩვენ ვზივართ, მაგრამ ირგვლივ უამრავი ხალხია, ყველა მილოცავს დაბადების დღეს, ერთობიან, იცინიან, სვამენ, საუბრობენ.
მე კიდევ გაყინული ვზივარ და მხოლოდ შავთვალებას აკიაფებული თვალები მილღვობს ოდნავ გაყინულ სხეულს.
რამდენიმე საათი გადის, შავთვალება გვერდიდან არ მშორდება, მაგრამ უეცრად უჩინარდება და მეც ვხვდები რომ ჩემი წასვლის დროა, ამ შანსს თუ გავუშვებ, მეორე აღარ გამომიჩნდება.
ჩანთას ვკიდებ ხელს და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ უკანა გასასვლელისკენ, ვცდილობ რაც შეიძლება მალე მივაღწიო და თითოეული ისარი, რომელიც გულში მტკივნეულად მერჭობა დავაიგნორო.
- ქალბატონო თაია, დიახ თქვენ, უკანა გასასვლელით რომ მიიპარებით! - კარებისკენ წაღებული ხელი ჰაერში მიჩერდება და ცივ წყალ გადასხმული, გაოგნებული ვბრუნდები შავთვალებასკენ, რომელიც დარბაზის ცენტრში დგას მიკროფონით ხელში და ჩემკენ იყურება - სად მიიპარებით? აჰ, თუ ამჯერად გაქცევა გინდათ, თქვენს ტკივილს ვერ გადაახტით, ვერ მოერიეთ არა? - დასჯილი ბავშვივით ვიწურები კარებთან და თვალებს უმისამართოთ ვაცეცებ - მომიახლოვდი, მოდი - ხელს მიწვდის და მეც ინსტიქტურად მივდივარ მისკენ - მოდი, მოდი ნუ გერიდება! - გაბრაზებული ტონით ამბობს და მეც უფრო ვუჩქარებ ნაბიჯებს - რა გეგონა გამექცეოდი? გამეპარებოდი? - ოდნავ იცინის და მომლოდინე თვალებით მაჩერდება - იცი, თაი, ბევრი ვიფიქრე რითი შეიძლება გამეხარებინე დაბადების დღეზე, მერე ვიფიქრე იმაზე თუ როგორ დამებრუნებინე, როგორ გამექრო შენი ტკივილი, ძალიან მინდოდა რომ შენთვის განსაკუთრებული ყოფილიყო ეს დღე! მაგრამ ჩემს სურპრიზს ხო მიშლიდი ახლა ამ საქციელით? - ოდნავ ხმამაღლა ამბობს და მის ტონშიც კი იგრძნობა როგორი გაბრაზებულია - მე კიდევ რამდენი ვიწვალე!
- და რა უნდა იყოს ისეთი, რაც ტკივილს დამიამებს? - გაბრაზებული ვუბრუნებ პასუხს და გამომცდელი მზერით ვაშტერდები - ნუთუ არსებობს ამ დედამიწაზე ისეთი რამ, რაც ამ ტკივილს დამიამებს?
- დიახ, არსებობს! - მშვიდად მეუბნება და კარებისკენ იშვერს ხელს - აი - კარები იღება და შიგნით სოლიდურად ჩაცმული ქალბატონი შემოდის, ჩვენკენ მოიწევს და ჩვენ პირდაპირ დგება, მისი სახე არ ჩანს, მაგრამ ჩაცმულობაზეც ეტყობა რომ საკმაოდ შეძლებულია.
- ეს? და ვინ არის ეს? რაიმე კონტრაქტი უნდა შემომთავაზოს რომ ხატვა გავაგრძელო? როგორ ფიქრობ ამ შემოტავაზებას შეუძლია ჩემი აზრის შეცვლა?
- თაი - ღრმად ისუნთქავს ჰაერს ანდრეა და ცდილობს დამშვიდდეს.
- რა თაი? ვერ ვხვდები რას ცდილობ რას! დავიღალე ამ გამოსვლებით, ხო ხვდები რომ ვერაფერი მიშველის? ვერაფერი დამიამებს სულს! ვერც ეს შემოთავაზება, ვერც ეს საჩუქრები, ვერც ეს მცდელობები
- ვერც მე? - საიდანღაც ხმა ისმის და ადგილზე ვშეშდები - დედი..
- გავგიჟდი ხო? - შეშლილი სახით ვიყურები აქეთ იქეთ და ხმის ავტორს ვეძებ მაგრამ ამაოდ.
- აქ ვარ თაია - სოლიდურად ჩაცმული ქალბატონის გვერდით დგება და ღიმილით მიყურებს.
ვშეშდები,
შეშინებული, გაგიჟებული, შეშლილი ვდგავარ და ვუყურებ საკუთარ დედას, რომელიც სულ სხვანაირია, რომელიც უფრო გაახალგაზრდავებული, მოვლილი და ბედნიერია.
ის ჩემს წინ დგას და მიღიმის,
მიღიმის თავისი თბილი ღიმილით და მე ჭკუიდან ვიშლები.
ხან შავთვალებას ვუყურებ, ხან მას და ვგიჟდები.
ემოციები ისეთი ძალით მოძრაობენ ჩემს სხეულში მთლიანად ვიშლები.
ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულდა და..
- დე? დედა, დეე, დედიკო - მისკენ მივრბივარ და მთელი ძალით ვეხვევი, ისიც თბილ თითებს მხვევს და გულში მიკრავს.
- ჩემო პატარა გოგო, ჩემო სიცოცხლე, როგორ დამეტანჯე დედი - მეფერება და მთელ სახეს მიკოცნის - ჩემო ანგელოზო, დედი..
- მიყვარხარ დე, როგორ ვნერვიულობდი შენზე და როგორ ვღელავდი შენ ხომ არ იცი..
- აქ ვარ დე და აღარასდროს დაგტოვებ გპირდები, ყველაფერი ანდრეას დამსახურებაა, ის რომ არა დეე, ის რომ არა - ცრემლიან თვალებს მანათებს და თმებზე მეფერება - გთხოვ დედი, ნუ დატანჯავ მასაც და საკუთარ თავსაც, მიეცი უფლება შენთავს რომ ბედნიერი იყო დე.. გთხოვ, მიეცი შანსი!
- დეე..
- გთხოვ - შუბლზე მკოცნის და უფრო ძლიერად მიკრავს გულში - გთხოვ თაი..
დედის მკლავებიდან რომ ვთავისუფლდები, იქვე მდგომ შავთვალებასთან ვიწურები დასჯილი ბავშვივით და თითებს ნერვიულად ვხლართავ ერთმანეთში.
- არა ისე - გაბრაზებული მზერით დამყურებს ზემოდან, მაგრამ ღიმილი მაინც ეპარება ტუჩის კუთხეში - კიდევ კარგი მაშინ რომ დამეჯახე მოედანზე, თორემ რა მეშველებოდა? - გაოცებული ვუყურებ და თვალებს დაბნეული ვაფახულებ, ვერ ვხვდები საიდან გაიგო სიმართლე - რა იყო? შენ გგონია მარტო შენ იცი სიმართლე? - სიცილით მკრავს ცხვირზე თითს და მთელი ძალით მეხვევა - იცოდე ახლა გაპატიე, მაგრამ შემდეგში არ გაპატიებ ასე გაპარვას და ჩემს მიტოვებას! - მის სიტყვებზე მეცინება, საპასუხოდაც ვხვევ ხელებს და მის მკლავებში ვიკარგები.
- ანდრეა..
- ჰაერზე მნიშვნელოვანი ხარ!

***

ჩემიდან შენამდე..
ყველაზე დიდ ბედნიერებამდე!
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე საყვარელი ადამიანები გყავდეს გვერდით და ოჯახში კიდევ ერთი სიცოცხლე გემატებოდეს.
შავთვალება მიშო, რომელიც მთლიანად მამის ასლია და რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ ბედნიერებისგან მაკანკალებს.
ყველა ტკივილი ღირდა, ამ ბედნიერებად!

დასასრული

მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ, მუზამ მიმატოვა და რაც გამოვსტყუე მხოლოდ ეს არის!
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian kargi iyo

 


№2  offline წევრი Indigo

Wow!
შენ, იუმორით სავსე მოთხრობებზე ხო ვგიჟდები, მარა ესეც საოცრებაა.
ესეც საოცრად მოგიხდა.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3 სტუმარი Guest ნინაკა

შესანიშნავი იყო,ყიჩაღ შენ

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ი.ედები გამიცრუე კი არა გავგიჟდი და გადავირიე.აუ რა კარგი თავი იყო.არ მინდოდა ჯერ დასრულება.იცი ყველაზე მეტად რა გამიხარდა სოსო რომ მოსვა მის ადგილას.უნამუსო კაცი,ჯერ სიტყვით და მერე ცემით smile მალე დაგვიბრუნდი ხო?არ მოგვანატრო თავი
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი Guest თამარი

დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია. იმედები კო არ გამიცრუე პირიქით. სულ რაღაც ერთი საათი ვიყავი ბებოსკენ გადასული და ეკლებზე ვიჯექი როდის დავბრუნდებოდი აქეთ რომ კითხვა გამეგრძელებინა იმდენად ჩამითრია ამ ისტორიამ. მე არ ვიცი ასეთი წესები, ასეთი სოფელი მართლა თუ არსებობს, მაგრამ ასეთი მამა და ქმარი ვიცი რომ რეალობაშიც არსებობს და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.... ძალიან კარგი იყო, ტკივილით და ბედნიერებით სავსე ისტორია და არასოდეს ვინანებ რომ წავიკითხე. მადლობა შენ❤

 


№6  offline წევრი aNuGi

Guest bubu
dzalian kargi iyo

ძალიან დიდი მადლობა! <3

Indigo
Wow!
შენ, იუმორით სავსე მოთხრობებზე ხო ვგიჟდები, მარა ესეც საოცრებაა.
ესეც საოცრად მოგიხდა.

დიდი მადლობა, ძალიან გამახარე <3

Guest ნინაკა
შესანიშნავი იყო,ყიჩაღ შენ

დიდი მადლობა! <3

La-Na
ი.ედები გამიცრუე კი არა გავგიჟდი და გადავირიე.აუ რა კარგი თავი იყო.არ მინდოდა ჯერ დასრულება.იცი ყველაზე მეტად რა გამიხარდა სოსო რომ მოსვა მის ადგილას.უნამუსო კაცი,ჯერ სიტყვით და მერე ცემით smile მალე დაგვიბრუნდი ხო?არ მოგვანატრო თავი

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო! <3
ვეცდები, მაგრამ არამგონია..

Guest თამარი
დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია. იმედები კო არ გამიცრუე პირიქით. სულ რაღაც ერთი საათი ვიყავი ბებოსკენ გადასული და ეკლებზე ვიჯექი როდის დავბრუნდებოდი აქეთ რომ კითხვა გამეგრძელებინა იმდენად ჩამითრია ამ ისტორიამ. მე არ ვიცი ასეთი წესები, ასეთი სოფელი მართლა თუ არსებობს, მაგრამ ასეთი მამა და ქმარი ვიცი რომ რეალობაშიც არსებობს და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.... ძალიან კარგი იყო, ტკივილით და ბედნიერებით სავსე ისტორია და არასოდეს ვინანებ რომ წავიკითხე. მადლობა შენ❤

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალია მაგარი ყო. უბრალოდ ა ვიცი რა უნდა ვტქვა...
ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიტ!!!

 


№8  offline წევრი aNuGi

nawkas12345
ძალია მაგარი ყო. უბრალოდ ა ვიცი რა უნდა ვტქვა...
ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიიტ!!!

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9 სტუმარი manana

საოცარი იყო, იცი როგორ ველოდი ხოლმე, მადლობა..

 


№10  offline წევრი aNuGi

manana
საოცარი იყო, იცი როგორ ველოდი ხოლმე, მადლობა..

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11 სტუმარი Guest ნინი

საოცრება იყო და საოცრება ხარშებ თითონ. შენი ყველა ისტორია მაქ წაკითხული და ყველა ძალიან ხალუან მაგარია.❤❤

 


№12  offline წევრი An_Gel

ახლა ვფიქრობ,საიდან დავიწყო...
საიდან დავიწყო,როცა ამდენი რამის თქმა მინდა?!
ეს ისტორია,როგორც ბევრჯერ მითქვამს,ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის და ყველაზე განსაკუთრებულად მიყვარს. მიყვარს სულ პირველი მონაკვეთი რომ წავიკითხე, იმ დროიდან. რამდენი გაწვალა ამ ისტორიამ,რამდენჯერ მიგატოვა მუზამ,როგორ გეუცხოვებოდა ეს სტილი და ის სიმძიმე,რაც თან ახლდა ამ ისტორიას,მაგრამ მაინც ყველაფერი იმდენად იდეალურად გამოვიდა,ისე სრულყოფილად, აღარ ვიცი, რა ვთქვა.
ყოველთვის,ახალი თავის დადებისას,მაფრთხილებ,რომ იმედები გამიცრუვდება. და ვითომ რისი ბრალია, არცერთხელ რომ არ მომხდარა ეგ?! - შენი,შენი ბრალია,შენი! შენ ხარ უნიჭიერესი მწერალი და უმიდრესი სამყაროს პატრონი,რომ ასე საოცრად დახატე ეს ტრაგიზმი და მოიტანე ჩვენამდე.
ყველაფერი იყო ძალიან მაგარი!
ბოლომდე მეგონა,რომ დედა გაიწირებოდა. ბოლომდე მეგონა,რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა მის თავს,მაგრამ იმდენად ბედნიერი და დამშვიდებული დავრჩი ბოლოში, ის დამპალი კაციც კი არ მახსოვდა.
იცი შენ კარგად,რომ მე მეტი ტანჯვა მინდოდა იმ იდიოტი სოფლის კაცებისთვის,მაგრამ კარგი,ხო :დდდდ შევეგუები, რაც არის,არის. საბოლოო ჯამში,სულ არ მაინტერესებს ის ცხოველები,მთავარია,რომ თაია და დედამისი აღარასდროს დაბრუნდებიან იქ.
შავთვალებამ რომ სოსო ცემა,ეგ მომენტი ზუსტად ათჯერ წავიკითხე უდიდეეეეეესი სიამოვნებით :დდდდდდ მეტის ღირსი იყო! :დდდ
ხო ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი,ნეტა ანა ისე დაასრულებს,შავთვალებას სახელს არ გვაღირსებთქო?! :დდდ და უცებ ანდრეაო რო წავიკითხე,მეთქი ვინ არის ანდრეა :დდდ ეს სახელი თან განსაკუთრებით გამიხარდა. ნუ, იცი რატომაც :დდ
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი მძიმე ისტორია და თავი იყო,ჩემი გაცინება მაინც მოახერხე. იმ მომენტზე, თაიას რომ "დასცხა" შავთვალებას კუნთებზე :დდდ მოდი,მაინც შევთანხმდეთ,რომ იუმორის საკითხებში ექსპერტი ხარ,რა! :დდდ
მოკლედ, უამრავი ვილაპარაკე. ( ინტერნეტი მაქვს უსაშინლესი და პირადში ვერ მოგწერდი და მომიწია აქ ყველაფრის თქმა) რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ვერ გითხარი,მაგრამ იმედი მაქვს,ოდნავ მაინც გადმოვეცი ის ემოციები,რაც შენიდან - ჩემამდე მოვიდა.
გამორჩეული ისტორიაა!
უბედნიერესი ვარ,რომ დაწერე,ბოლომდე მიიყვანე,არ დანებდი და ძალიან მეამაყება ის ფაქტი,რომ თავიდან-ბოლომდე შენთან ვიყავი ამ ისტორიისას.
ძალიან ძალიან მიყვარხარ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა heart_eyes heart_eyes heart_eyes
და რა თქმა უნდა, ველი იმ გიჟურ ისტორიას :დდდ დროა, ისევ ბევრი გვაცინო :დდდდდ

 


№13  offline წევრი aNuGi

Guest ნინი
საოცრება იყო და საოცრება ხარშებ თითონ. შენი ყველა ისტორია მაქ წაკითხული და ყველა ძალიან ხალუან მაგარია.❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3

An_Gel
ახლა ვფიქრობ,საიდან დავიწყო...
საიდან დავიწყო,როცა ამდენი რამის თქმა მინდა?!
ეს ისტორია,როგორც ბევრჯერ მითქვამს,ძალიან განსაკუთრებულია ჩემთვის და ყველაზე განსაკუთრებულად მიყვარს. მიყვარს სულ პირველი მონაკვეთი რომ წავიკითხე, იმ დროიდან. რამდენი გაწვალა ამ ისტორიამ,რამდენჯერ მიგატოვა მუზამ,როგორ გეუცხოვებოდა ეს სტილი და ის სიმძიმე,რაც თან ახლდა ამ ისტორიას,მაგრამ მაინც ყველაფერი იმდენად იდეალურად გამოვიდა,ისე სრულყოფილად, აღარ ვიცი, რა ვთქვა.
ყოველთვის,ახალი თავის დადებისას,მაფრთხილებ,რომ იმედები გამიცრუვდება. და ვითომ რისი ბრალია, არცერთხელ რომ არ მომხდარა ეგ?! - შენი,შენი ბრალია,შენი! შენ ხარ უნიჭიერესი მწერალი და უმიდრესი სამყაროს პატრონი,რომ ასე საოცრად დახატე ეს ტრაგიზმი და მოიტანე ჩვენამდე.
ყველაფერი იყო ძალიან მაგარი!
ბოლომდე მეგონა,რომ დედა გაიწირებოდა. ბოლომდე მეგონა,რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა მის თავს,მაგრამ იმდენად ბედნიერი და დამშვიდებული დავრჩი ბოლოში, ის დამპალი კაციც კი არ მახსოვდა.
იცი შენ კარგად,რომ მე მეტი ტანჯვა მინდოდა იმ იდიოტი სოფლის კაცებისთვის,მაგრამ კარგი,ხო :დდდდ შევეგუები, რაც არის,არის. საბოლოო ჯამში,სულ არ მაინტერესებს ის ცხოველები,მთავარია,რომ თაია და დედამისი აღარასდროს დაბრუნდებიან იქ.
შავთვალებამ რომ სოსო ცემა,ეგ მომენტი ზუსტად ათჯერ წავიკითხე უდიდეეეეეესი სიამოვნებით :დდდდდდ მეტის ღირსი იყო! :დდდ
ხო ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი,ნეტა ანა ისე დაასრულებს,შავთვალებას სახელს არ გვაღირსებთქო?! :დდდ და უცებ ანდრეაო რო წავიკითხე,მეთქი ვინ არის ანდრეა :დდდ ეს სახელი თან განსაკუთრებით გამიხარდა. ნუ, იცი რატომაც :დდ
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი მძიმე ისტორია და თავი იყო,ჩემი გაცინება მაინც მოახერხე. იმ მომენტზე, თაიას რომ "დასცხა" შავთვალებას კუნთებზე :დდდ მოდი,მაინც შევთანხმდეთ,რომ იუმორის საკითხებში ექსპერტი ხარ,რა! :დდდ
მოკლედ, უამრავი ვილაპარაკე. ( ინტერნეტი მაქვს უსაშინლესი და პირადში ვერ მოგწერდი და მომიწია აქ ყველაფრის თქმა) რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ვერ გითხარი,მაგრამ იმედი მაქვს,ოდნავ მაინც გადმოვეცი ის ემოციები,რაც შენიდან - ჩემამდე მოვიდა.
გამორჩეული ისტორიაა!
უბედნიერესი ვარ,რომ დაწერე,ბოლომდე მიიყვანე,არ დანებდი და ძალიან მეამაყება ის ფაქტი,რომ თავიდან-ბოლომდე შენთან ვიყავი ამ ისტორიისას.
ძალიან ძალიან მიყვარხარ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა heart_eyes heart_eyes heart_eyes
და რა თქმა უნდა, ველი იმ გიჟურ ისტორიას :დდდ დროა, ისევ ბევრი გვაცინო :დდდდდ

ყველაზე დიდი მადლობა შენ ასეთი თანადგომისთვის, შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა! <3
შენ რომ არ დაგეჭირა და "გაგეტყიპა" ჩემი მუზა, ალბათ კაი ხანი ვერ დავასრულებდი ამ ისტორიას! <3
ძალიან მიყვარხარ ციკო! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14 სტუმარი Guest მარიმი

აი სიტყვები არ მყოფნის რამაგარი იყო უმაგრესი და შენ მაგარზე მაგარი ადამიანი ხარ heart_eyes რამაგარია ასე კარგად რომ დაამთავრე. რამაგარი ყოფილა ანდრეა მარტო მან შეძლო და აუწია ხმას სოსოს წინაშე როგორ ვერვიტან მაგ კაცს რაცარუნდა იყოს შენი ცოლი და შვილი ასე საცემრად როგორ უნდა გაიმეტო არვიცი ჩემამდე არ მოდის მაგარი ხარ heart_eyes კიდევ ერთხელ და მოუთმენლად ველი შენს შემდეგ ისტორიას kissing_heart kissing_heart

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ერთად წავიკითხე...პირველი თავი რომ დავიწყე შემეშინდა ცუდად არ დაგესრულებინა და დასასრულს დაველოდე ახლა კი არ ვიცი უნდა მიხაროდეს ერთად რომ მივიღე ემოციების კასკაი თუ უნდა ვგიჟდებოდე დრო რომ დავკარგე...არ ვიცი რა გითხრა იმდენად კარგი იყო სიტყვები არ მყოფნის heart_eyes heart_eyes

 


№16  offline წევრი aNuGi

Guest მარიმი
აი სიტყვები არ მყოფნის რამაგარი იყო უმაგრესი და შენ მაგარზე მაგარი ადამიანი ხარ heart_eyes რამაგარია ასე კარგად რომ დაამთავრე. რამაგარი ყოფილა ანდრეა მარტო მან შეძლო და აუწია ხმას სოსოს წინაშე როგორ ვერვიტან მაგ კაცს რაცარუნდა იყოს შენი ცოლი და შვილი ასე საცემრად როგორ უნდა გაიმეტო არვიცი ჩემამდე არ მოდის მაგარი ხარ heart_eyes კიდევ ერთხელ და მოუთმენლად ველი შენს შემდეგ ისტორიას kissing_heart kissing_heart

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!
შემდეგი ისტორიით როდის დავბრუნდები არ ვიციი, ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე! <3 <3 <3

sameone crazy girl
ერთად წავიკითხე...პირველი თავი რომ დავიწყე შემეშინდა ცუდად არ დაგესრულებინა და დასასრულს დაველოდე ახლა კი არ ვიცი უნდა მიხაროდეს ერთად რომ მივიღე ემოციების კასკაი თუ უნდა ვგიჟდებოდე დრო რომ დავკარგე...არ ვიცი რა გითხრა იმდენად კარგი იყო სიტყვები არ მყოფნის heart_eyes heart_eyes

ჩემო უნიჭიერესო უდიდესიი მადლობაა! <3 <3 <3
მე და ცუდი დასასრული ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან ხოიცი :დდ <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17 სტუმარი Guest keko

Sityvebi ar myopnis iseti magari iyo :* mteli game gavatene kitxvashi da mindoda ar dasrulebuliyoo:*saocari gogo xar aseti saocrebebis wera tu shegidzlia:*yochag :* yvelaferi ushecdomod da zedmiwevnit chamoyalibebuli iyo:* ase gaagrdzele:* warmatebebi :*

 


№18  offline წევრი aNuGi

Guest keko
Sityvebi ar myopnis iseti magari iyo :* mteli game gavatene kitxvashi da mindoda ar dasrulebuliyoo:*saocari gogo xar aseti saocrebebis wera tu shegidzlia:*yochag :* yvelaferi ushecdomod da zedmiwevnit chamoyalibebuli iyo:* ase gaagrdzele:* warmatebebi :*

უდიდესი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№19 სტუმარი Guest keko

Bevri ram wamikitxavs da aseti saocari jer araferi mteli gulwrfelobit vidzaxi:-*:-* gulshi ise chamwvdomia ver agigwer. Titqos an raga titqos arsebobs cxovrebashi aseti ramec aradamianurad rom epyrobian qalebs tundac pilm "soraias chaqolva"shi:( rogori usaartlobaa asaxuli. Dasawyisshi imdeni vitire ramis movkvdi shemdeg ki gimili ar momshorebia. :-*:-*:-* rac mtvaria ar gawelila istoria :-*:-*:-* madlobaa kidev ertxel:-*:-*:-*:-):-)

 


№20 სტუმარი kusa13

აუ რაკაი ხარ ნეტა იცოდეე^^გული მომიკვდა თაიაზე და შავთვალებაზე . ისეთი ქღფრთოვამებული ვარ რაც წაკითხული მაქვს შენი ისტკრიები მათგან განსხვავებულია იუმორი ცოტაა მაგრამ შეეფერება ნამდვილად და არც ზედმეტი ღლაბუცობები და რაღაცეებია ისეა აი თითქოს ერწყმის ეს სევდა და სიყვარული ერთმანეთს ძალიან მომეწონა და ველოდები შენს შემდეგ იატორიას წარმატებები მიყვარხაარ <3<3<33333 ^^

 


№21  offline წევრი aNuGi

kusa13
აუ რაკაი ხარ ნეტა იცოდეე^^გული მომიკვდა თაიაზე და შავთვალებაზე . ისეთი ქღფრთოვამებული ვარ რაც წაკითხული მაქვს შენი ისტკრიები მათგან განსხვავებულია იუმორი ცოტაა მაგრამ შეეფერება ნამდვილად და არც ზედმეტი ღლაბუცობები და რაღაცეებია ისეა აი თითქოს ერწყმის ეს სევდა და სიყვარული ერთმანეთს ძალიან მომეწონა და ველოდები შენს შემდეგ იატორიას წარმატებები მიყვარხაარ <3<3<33333 ^^

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთის ჩემო კარგო! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემიდან შენამდე..
ყველაზე დიდ ბედნიერებამდე!
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე საყვარელი ადამიანები გყავდეს გვერდით და ოჯახში კიდევ ერთი სიცოცხლე გემატებოდეს.
შავთვალება მიშო, რომელიც მთლიანად მამის ასლია და რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ ბედნიერებისგან მაკანკალებს.
ყველა ტკივილი ღირდა, ამ ბედნიერებად!

აი, ბოლოს უკომენტაროდ ვტოვებ

 


№23  offline წევრი aNuGi

terooo
ჩემიდან შენამდე..
ყველაზე დიდ ბედნიერებამდე!
არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე საყვარელი ადამიანები გყავდეს გვერდით და ოჯახში კიდევ ერთი სიცოცხლე გემატებოდეს.
შავთვალება მიშო, რომელიც მთლიანად მამის ასლია და რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ ბედნიერებისგან მაკანკალებს.
ყველა ტკივილი ღირდა, ამ ბედნიერებად!

აი, ბოლოს უკომენტაროდ ვტოვებ

შენი კომენტარი რომ აგიჟებს და აბედნიერებს ადამიანებს ისე არ ვიციი! <3
ჩემი მთელი დღის პოზიტივიი ხარ შენ, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24 სტუმარი ნა ნა

????????????ძალიან მომეწონაა საუკეთესოა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent