შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუი,BVLGARI და PARLIAMENT(სრულად)


13-08-2017, 21:13
ავტორი tasusuna
ნანახია 4 361

-თქვი,ბოლოს და ბოლოს თქვი და დავამთავროთ,მეტი აღარ შემიძლია-გამწარებული ღრიალობდა ბიჭი,გაცეცხლებული თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ გოგოს.
დავიდოვს მოუკიდა.
გოგომ პარლამენტს.
-თუარ იტყვი წავალ და კისერს გამოვჭამ,კიარ გამოვჭრი?გამოვჭამ და იმას ვათქმევინებ-ღრმად დაარტყა ნაპასი,ჩააქრო და ხელთავიდან მოუკიდა..
გოგო ჯერკიდევ ეწეოდა..
-ლუი,თავი დამანებე რა?
-მე დაგანებო თავი? -გაშრა ბიჭი,პირისკენ წამოღებული სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-მე რანაირად დაგანებო თავი ანა?-ხმა ჩაუწყდა ბიჭს,გაბრაზება გულისტივილმა ჩაანაცვლა..
ანასაც ეტკინა..
ლუი არასდროს არ ეძახდა ანას..
ანუკას ეძახდა,ანუშკის,ანიკოს,ყველფერს,ანას გარდა..
მაგრამ თვითონაც იცოდა,ახლა ანა იყო..
უკვე ანა იყო..
ვეღარ გაუმეორა თავი დამანებეო,არც წეღან უნდოდა თქმა,მაგრამ გაბრაზებულია..
საშინლად გაბრაზებულია.
მას ხომ უღალატეს.
ანუკას არ ღალატობენ.
მაგრამ ლუიმ უღალატა.
ლუის არ უნდაეღალატა,თოე სხვას...
სხვას არც სჩიოდა ანუკა..
ორივეს სიბრაზე და უთქმელობა ახრჩობდათ..
ორივეს ეგონა რომ უღალატეს..
ლუის ანუკამ..
ანუკას ლუიმ...
-გიყვარს ხო?? -ძლივს ამოთქვა ბიჭმა,სახე წამოჭარხლებული ჰქონდა,დაძარღვოდა კისერი.
-შენ? შენ ლუი? შენ გიყვარს ხო?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ანუკამ...
-მე?მე კი
-მაშინ მეც მიყვარს...
___________
ეს ჩხუბი და მეორე დღეს თქვეს ლუი გერმანიაში წავიდაო..
მოკვდა ანუკა.
მის მერე ორი წელი არც უცოცხლია.
სუნთქავდა მარტო.
სახლი-უნივერსიტეტი.
სხვა არც არაფერი უნდოდა.
მანამდე?
ჩხუბამდე?
ჩხუბამდე 19 წელი იყო.
მთელი 19 წელი!
______________
ქუთაისლები იყვნენ.
საფიჩხიელებიი..ოთხივე.
ოთხი განუყრელი მეგობარი.
ანუკა,ლუი,საბუ და თათო.
ერთ უბანში,ერთ სკოლაში..
ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
გული!
სული!
ბავშვობა!
ერთმანეთს არაფერი ერჩივნათ.
ლუის?
ლუის ანუკა უყვარდა სულ ყველაზე მეტად.
ანუკა სიციცხლეს ერჩივნა.
ანუკას ვინმე ააატირებდა?
სულ ცემაში მოკლავდა.
მართლა,აკეთებდა კიდეც.
ერთი კლასელი ჰყავდა ანუკას,ზარმაცი იყო და ყველა ზარალოს ეძახდა.
სულ აწვალებდა ანუკას,სულ.
ლუიმაც არ მოითმინა და ისე სცემა,ისეეე!
მერე ამბობდნენ ლუის ანუკა უყვარსო.
მაგრამ ანუკამაც იცოდა და ლუიმაც,სიკვდილამდე რო მეგობრები იქნებოდნენ.
ლუი და საბუ კლასელები იყვნენ.
თათოზე და ანუკაზე 2 წლით უფროსები.
ბიჭებმა რომ დაამთავრეს სკოლა,ერთი ვაი-ვუში ჰქონდათ გოგოებს.
ცხარე ცრემლებით გამოიტირეს.
პანაშვიდები მოუწყვეს და შავები ატარეს.
ანუკამ არ დაუთმო არავის გულთან ადგილი.
დილას შვიდ საათზე ადგა და ლუისთან მივიდა.
თეთრ მაისურზე დიდი,წითელი ასოებით დააწერა:
"ანუკას უყვარხარ სიცოცხლეზე მეტად"!
რომც არ ამდგარიყო ანუკა,ლუი მაინც შეუნახავდა ადგილს!
გული სულ ანუკასი იყო და ახლაც იქნებოდა.
მერე ბანკეტი იყო ბიჭების და ამაზე სერიოზულად იჩხუბეს ლუიმ და ანუკამ.
რა?ლუის მეწყვილე სალი უნდა ყოფილიყო?
დაჯდა და მთელ ორი დღე იტირა!
იტირა და ტირილით გული რომ ამოუჯდა მერე უთხრა ლუის.
-მე წამიყვანე,სალი არა!-ქართულიდან მოდიოდა ლუი,საფიჩხიის ცენტრში,ხარაზოვთან დახვდა ანუკა.
გაუკვირდა ლუის
მართლა გაუკვირდა.
-და სალის რას ერჩი?
-არ მომწონს.
-რა არ მოგწონს?
-სალი.
-რატო?
-დაბალია!
-შენც დაბალიხარ
ცოტათი ეტკინა ანუკას,არ შეიმჩნია.
-მახინჯია-მაინც არ ნებდებოდა.
-ნწ,ლამაზია.
-მეც ლამაზი ვარ
-შენ სალი არ ხარ.
-კარგი,გასაგებია..
ზურგი აქცია და წავიდა.
ტიროდა და ისე მიდიოდა.
ლუიმ სალი წაიყვანა ბანკეტზე.
ის დღე ტირილში გაატარაანუკამ.
იფიცებიდა,აღარ შევურიგდებიო.
თათოს სულ დაუნამა ზედა ცრემლებით.
გული ეტკინა.
შენ სალი არ ხარო,სალი ლამაზიაო.
რა ? ანუკას აკლდა სილამაზე?
განა მართლა დაბალი იყო ანუკა?
ლუი იყო უბრალოდ ძალიან მაღალი.
ანუკა სალიზეც ლამაზი იყო და ყველაზე ლამაზი.
ლუისთვისაც და სხვისთვისაც.
მაგრამ..
ლუიმ მაინც სალი წაიყვანა..
ღამე იყო,2 საათი,ანუკას ტელეფონის ზარმა რო გააღვიძა.
-ანუკ,გამო გარეთ-ლუი იყო.
-სალის დაურეკე,მე მძინავს-მკვახეთ უთხრა და გაუთიშა.
შეტყობინება მოუვიდა ორ წუთში.
-თუარ გამოხვალ იცოდე ვეღარასდროს მნახავ.
მაინც არ გავიდა ანუკა.
გული მართლა ტკიოდა.
რატო მამჯობინა სალიო.
მეორე დღე რომ გათენდა და ლუი არ შეხმიანებია,გულმა რეჩხი უყო.
მაინც ვერ იფიქრა,აღარ მნახავსო.
ერთი კვირა რო გავიდა და ლუისგან სიტყვაც არ ისმოდა,უკვე ცუდად იყო.
ზაფხული იყო,მითუმეტეს.
ზაფხულობით ხომ 24 საათი ერთად იყვნენ ყველანი.
საბუმ არ ვიცი სად არის,არც მე შემხმიანებიაო.
ამაზე სულ მთლად გადაირია.
ისე ენატრებოდა,ისე..
გული ეწურებოდა ტკივილისგან..
რომ მიწერა და არ უპასუხა,რომ დაურეკა და არ აიღო...
მასთან მივიდა სახლში.
ლიკამ გამოხედა,ლუის დედამ.
-ლიკა დეიდა,ლუი სახლშია?-მორიდებით ჰკითხა ქალს.
-ლუი?ლუი ერთი კვირაა ბათუმში წავიდა...
უსიტყვოდ გამობრუნდა..
გული ისე უცემდა,საგულეშიც აღარ ეტეოდა.
ლუი ბათუმშია ..
მეორე დღეს ანუკაც წავიდა სოფელში და ის წელი საერთოდ არ ჰქონია ზაფხული..
ლუის გარეშე ზაფხულიც აღარ იყო ზაფხული..
თავად ლუი იყო ანუკასთვის ზაფხული....
______
იმ ზაფხულს დაიწყო მოწევა.
კენტს ეწეოდა თავიდან.
ეწეოდა და გულს აყოლებდა.
ყოველ ნაფაზს ატანდა მონატრებას.
ყოველ ნაფაზს ატანდა ლუის..
მაგრამ
მაინც ენატრებიდა
მაინც ჭირდებოდა.
გამოცდები რომ დაეწყო ლუის ღერი-ღერზე ეწეოდა ანუკა.
სოფლიდან ნერვიულობდა და სხვისგან გებულიბდა ლუის ამბებს.
ხვალ შედეგები დაიდებაო რომ გაიგო,ვეღარ გაუძლო და ჩავიდა ქუთაისში.
სახლში იყო მთელი დღე.
საღამოს გადავიდა თათოსთან,დიდხანს ეხუტებოდა მონატრრრბულს.
-იცი როგორ ენატრეები ანუკა?იცი რა ცუდ ხასიათზეა?
-რო მოვნატრებოდი მომწეერდა.-გაჯიქდა ანუკა.
-არც შენ არ გენატრება ხო?
-არა-ტუჩები გაბუსხა..
-ჰო,გეტყობა,მიტომ ხარ ააქ- თლავი ჩაუკრა მოაჯირზე მიყრდნობილ ანუკას-ხარაზოვში არიან ისე ბიჭები.
კიაარაფერი,ისე გეუბნები.
წამოვიდა თათოსგან.
ღამე იყო უკვე.
ინსტიქტურად წავიდა ბაღისკენ.
ნელა ეწეოდა კენტს.
ხარაზოვს რომ მიუახლოვდა და ბიჭები დაინახა,გული გამალებით აუჩქარდა.
იქ იდგა ლუი.
სიგარეტს ეწეოდა.
ზუსტად იცოდა დავიდოვი იყო.
თან ისე კიარა,გოლდი.
ლუიმ რომ მოწევა დაიწყო,ანუკამ გული შეუჭამა,სანამ ნაფაზი არ დაარტყმევინა.
მერე ეჩემებოდა ლუი,რომ დაგინახო მოწევა დაიწყეო,ხმას აღარ გაგცემო.
ახლა დგას ანუკა,ლუის უყურებს,კენტს ეწევა და იცის,ლუის კიდევ უფრო ჩაწყდა გულში მისი მოწევა..
ბოლო ნაფაზი მოქაჩა და ურნაში ჩააგდო,იქვე ჩამოქდა და ჯიქურ გაუსწორა მზერა ლუის.
როგორ მონატრებოდა..
როგოოორ??
სუნთქვა ეკვროდა..
მთელი სხეული დაჭიმვოდა გოგოს.
მერე ლუი ადგა და სადღაც წავიდა.
გული შეეკუმშა ანუკას.
ტკივილიანი ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვებზე.
თავჩაღუნულმა მოიწმინდა ხელის ზურგით ცრემლი.
წამოდგომას აპირებდა,მისი სუნი რომ იგრძნო.
-"bvlgari_aqva"
მისდაუნებურად გაეღიმა.
ყველაფერს ერჩივნა ლუიც და ლუის ბულგარიც.
თავი არ აუწევია,ისე გაიწია და მის გვერით ადგილი გაუნთავისუფლა.
გულმა საგრძნობლად მოუკლო ცემას.
სულთქვა კიარ გაუხშირდა,პირიქით,სულ შეეეკრა.
ერთი ამოისუნთქა და გულამოსკვნილი ჩაეკრა გულში.
-კენტი არ მოწიო რა ანუკა-უთხრა და პარლამენტი გაუწოდა.
_________
სექტემბერში ლუი რომ უნივერსიტეტში წავიდა,ანუკა მეთორმეტეში იყო.
ლუი შუალედურებისთვის ემზადებიდა.
ანუკა ეროვნულებისთვის.
ინგლისურიდან სულ გვიან მოდიოდა და ლუიც ყოველჯერზე მასწავლებლის სახლთან ხვდებოდა ხოლმე.
ჩვეულ პოზაში.
კედელზე მხრით მიყრდნობილი და სიგარეტით ხელში.
პირველად რომ დახვდა,სიხარულისგან ტირილი დაიწყო.
წინა დღეს წუწუნებდა ინგლისურიდან გვიან გამოვდივარო.
ლუიმაც იცოდა,ანუკას ღამის რომ ეშინოდა და, მეორე დღეს ძერჟინსკზე დახვდა.
ჯერ გაოცებული შეხედა ლუის,მერე გაეცინა,ჩაეხუტა და ატირდა.
-ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მეტად-ცრემლიანი ხმით უთხრა ანუკამ.
-ჩემი პინგვინი-თავზე აკოცა ლუიმ.
_______
რატომ ლუი და რატომ პინგვინი??
მარტივია.
ბავშვობიდან,ლუი ყოველთვის ბუზღუნა,პუტკუნა,ლიყებწლითელა და ყველაფრით უკმაყოფილო იყო.
ჰოდა,ანუკამ,არც აცია არც აცხელა და ერთხელ ლუი დაუძახა და მას შემდეგ,ლევანი მარტივად გადაკეთდა ლუი ანდერსონად.
ხოლო რაც შეეხება პინგვინს,ეს ანუკასი და მისი სიარულის მანერის ბრალი იყო.
ყოველთვის,როცა გაბრაზდებოდა,პინგვინივით,მოკლე-მოკლე,მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით გარბოდა ხოლმე.

________
ბოლო ზარი ახლოვდებოდა,ერთ დღეს ლუი რომ არ დახვდა ძერჟინსკზე.
გაუკვირდა,არც გაუფრთხილებია ლუის.
ლუი ასე არასდროს არ იქცეოდა,იმ იშვიათ შემთხვევებში,როცა თვითონ ვერ ხვდებოდა,საბუს უშვებდა ხოლმე,მაგრამ წინასწარ ყოველთვის აფრთხილებდა.
ახლა კი,არც ლუი ჩანდა,არც საბუ და არც გამაფრთხილებელი შეტყობინება.
გაუკვირდა,ცოტა ეწყინა,ისე კი ანერვიულდა..
დაურეკა,გათიდული ჰქონდა.
საბუს მიწერა,არც მან უპასუხა.
ცოტაც და ტირილს დაიწყებდა..
თერთმეტი სრულდებოდა,ჩამოქუფრული ღამე იყო,ცივი..
უსაშველოდ ეშინოდა და აკანკალებდა.
ლუი ასე არ იქცევა.
ეს ლუის არ გავს..
თათოს მიწერა ბოლოს.
ბიჭებს ვერ ვუკავდირდები,ხო მშვიდობა არისო.
პასუხმაც არ დააყოვნა,თან ისეთი მოუვიდა,ადგილზე რომ გააქვავა,ცრემლები თავისთვის რომ წამოუვუდა და სიბრაზისგან რომ წამოაწითლა.
-"სალის დაბადებისდღეზე არიან რესტორანში ვაჭბატონები"
ასეთი იყო პასუხი.....
_____
ძლივს მივიდა სახლამდე.
ნაღალატებბი.
მიტოვებული.
შეცივნებული.
გული საგულეს ძლივს ჰქონდა.
გაუსაძლისად ტკიოდა ყველაფერი და მაშინ მიხვდა.
პირველად დაფიქრდა და პირველად მიხვდა.
ეჭვიანობდა.
სულის შეძვრამდე ეჭვიანობდა.
უღმერთოდ ეჭვიანობდა.
ის დღე იყო და მორჩა,მის შემდეგ ლუი სხვა გახდა მუსთვის.
ლუის უკვე სხვა დატვირთვა ჰქონდა მისთვის...
______
ბოლო ზარის დღე იყო.
დილიდან კარგ ხასიათზე ადგა ანუკა.
თეთრი პერანგი ჩაიცვა,თათოს გაუარა და სკოლისკენ წავიდნენ.
-რაო საბუმ,როგორი იყო დაბადებისდღეო?-კითხა,როცა სკოლამდე ცოტა იყო დარჩენილი.
-ჰმ,არც მინახავს-წარბაწეულმა გამოხედა,გაბრაზებული იყო თათოც.-ლუიმ რაო?
-არც მე მინახავს-მოწყენილმა უპასუხა ანუკამ.
**
ლამაზი დღე გამოვიდა,ყველაფრის მიუხედავად.
ბედნიერი და პოზიტიური.
ათობით აჭრელებული მაიკები.
ფერადი წარწერები.
"ყველაზე ლამაზ გოგოს,ანუკას"
"სკოლის მარგალიტს წარმატებული გზა"
და ასე უსასრულოდ..
ათასი გულთბილი სურვილები ერთ პერანგზე..
ყველა უწერრდა.
ყველას უნდოდა.
ლუის არ უნდოდა-ასე ფიქრობდა ანუკა,მაგრამ გულთან მაინც ჰქონდა წრე შემოხაზული,რომ არავის დაეწერა ზედ.
იმის მიუხედავად,რომ სიბრაზე ახრჩობდა,გულისსიღრმეში მაინც ამოწმებდა წამდაუწუმ ტელეფონს.
მაინც გაფაციცებული დაეძებდა შეკრებილ ხალხში.
მაინც ყველგან ეჩვენებოდა და ბოლოს,როცა იმედი გადაეწურა,თათომ მიახედა სკოლის შესასვლელისკენ.
ორნი მოდიოდნენ.
მთასავით ბიჭები.
ლუი და საბუ.
გაცისკროვნებული სახეეებით იკვლევდნენ გოგონებისკენ გზას.
ხაკისფრრი მაისური ეცვა ლუის,ყველაზე მეტად რომ უყვარდა ანუკას ის მაისური.
მუქი ჯინსი და კედები.
კეპიც ზუსტად ის ეხურა,ანუკამ რომ აჩუქა და წამში აპატია ყველაფერი.
მონატრებულს ისე მაგრად მოეხვია,სუნთქვა შეეკრა.
-იცი როგორ მომენატრე?-მისი საყვარელი ღიმილით უთხრა ლუიმ,მარტო ანუკას რომ ეკუთვნოდა,დაიხარა და გულზე შავი მარკერით დააწერა
"ლუის უყვარხარ სიცოცხლეზე მეტად"'
__________
ბანკეტი და მისი სამზადისი სატანჯველად ექცა ლუის და საბუს.
დღედა ღამ გოგოებს ატარებდნენ ხან მაღაზიებში.
ხანაც მკერავთან.
ერთი ორომტრიალი იყო.
მთელი ქალაქი აიკლეს.
ყველას აგებინებდნენ.
ყველას რთავდნენ პროცესში.
ერთი საყურე ჰქონდა ამოჩემებული ანუკას.
მთელი დღეები იძახდა,ის თუარ მექნა,ბანკეტზეც არ წავალო.
მარტო ის მოუხდება ჩემს კაბასო.
რა არ გააკეთა ლუიმ.
სად არ ეძება.
სად არ გადარეკა.
ვინ არ შეაწუხა,მაგრამ მაინც ვერ ნახა.
მთელი ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული რომ შემოიარა და მაინც ვერსად ვერ ნახა,ადგა და ოქრომჭედელთან მივიდა,დდიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ,ფულის დამატებითა მოთაფლა კაცი და ბანკეტის წინა დღეს საღამოს,გარეთ გამოსვლა თხოვა.
ანუკას ისე ჰქონდა წამხდარი ხადიათი,ვერც ლუიმ ვერ უშველა.
სკვერში ისხდნენ ლუი საბუ თათო და ანუკა და ლაპარაკობდნენ.
ლუი დავიდოვს ეწეოდა.
ბულგარი ესხა,როგორც ყოველთვის.
ანუკა პარლამენტს.
თათო საერთოდ არ ეწეოდა,არ უყვარდა.
საბუ გალოაზს უკიდებდა.
ლუის მხარს ეყრდნობოდა ანუკა და ფიქრებში დაფრინავდა.
ფიქრებს ლუის სუნამოს სუნი ასდიოდათ.
ხანდახან გაიფიქრებდა ხოლმე ანუკა,ლუის რომ ბულგარი არ დაესხა და დავიდოვი არ მოეწია,ალბათ გადაუყვარდებოდა.
ბოლო ნაფაზი დაარტყა პარლამენტს და ურნაში ისროლა.
ლუი რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდა.
საბუ ინტერესით უსმენდა,თათო საბუს უყურებდა ღიმილით.
ერთხელ წამოცდა თათოს,საბუს გარეშე მოვკვდებიო და ახლა ზუსტად იცოდა ანუკამ,თათოს საბუ რომ უყვარდა.
ბედნიერს გაეღიმა.
ცოტა ხანში თათოს დაურეკეს და საბუმ გავაცილებო.
მარტო დარჩნენ სკვერში.
-ანუ,ყველაზე მეტად რა გაგიხარდება?-ლუი მიუბრუნდა გოგოს.
-ლედ ზეპელინის კონცერტი რომ იყოს ხვალ-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა ანუკამ.
-ცოტა რეალური რაა-სიცილით წამოდგა ფეხზე ლუი-ახლა მე შენ ის საყურეები რომ მოგცე გაგიხარდება?-გამომცდელად გახედა,თვალებდი ეშმაკები ჩაუხდა უცებ.
-შეიძლება გავგიჟდე-აღელვებულმა ახედა ანუკამ-შეილება აქვე მოვკვდე.
-თუ მოკვდები მაშინ არ მინდა,არ მოგცემ-ჯიბისაკენ წაღებული ხელი უკან გამოსწია.
გამალებით უცემდა ანუკას გული.
ლუიმ თუ ის საყურე მოუტანა?
ლუიმ თუ ეს მართლა გააკეთა!?
მაშინარიცის ანუკამ,ლუის უკვე აღმერთებს,მეტად ვეღარ შეიყვარებს.
ეს კი გაიფიქრა, მაგრამ ლუიმ რომ ხელში საოცნებო სამკაული ჩაუდო,იმხელაზე იკვლა,ისე მძლავრად მოეხვია და ისე მძაფრად იგრძნო მისი სიყვარული,რომ თვითონაც გაუკვირდა..
თვალებიდან სიცილით მოწმინდა ლუიმ ცრემლები გოგოს.
თვალებში უყურებდა და გრხნობდა,ეს ის თვალები იყო,რომლისთვისაც სიცოცხლესაც დათმობდა..
იმ წამს იგრძნო ლუიმ.
იმ წამს დაფიქრდა და მიხვდა.
ანუკა სხვა იყო მისთვის.
ანუკას უკვე სხვა დატვირთვა ჰქონდა.
უხმოდ მოუკიდა დავიდოვს.
ანუკამ პარლამენტს და უთქმელად გაუყვნენ სახლისკენ გზას.
ორივე ფიქრობდა,ორივეს უყვარდა.
________
ბანკეტის დღეს მთელი სამეზობლო გამომდგარი იყო აივნებზე.
ყველას აინტერესებდა ანუკა როგორ იყო.
ყველას აინტერესებდა ვინ იქნებიდა მისი მეწყვილე.
ანუკა მზად იყო.
იჯდა და ელოდა.
მეწყვილე ვინ იქნებიდა?
კუთხვა უნდა?
მთელმა კლასმა იცოდა ლუისი რომ იყო ანუკა და პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
12 იქნებოდა,სალონის წინ რომ შეაჩერა ლუიმ მერსედესის მარკის,"მატოვი"შავი,დაბურულ მინებიანი cls-ი.
ირგვლივ ყველა უყურებდა ელეგანტურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილ ახალგაზრდას.
თეთრი პერანგი გაღეღოდა და მიმზიდველად მოუჩანდა თეთრი კანი.
სათვალე უფრო მომხიბვლელს ხდიდა.
ოდნავი ღიმილით დააჯილდოვა მისკენ მომზირალი გოგონები და ანუკას დაურეკა.
-ანუშკა,მოვედი.
მოთმინებით მიაჩერდა სალონის მინებიან კარს.
ნელა ლანდავდა სგასასვლელისკენ მომავალ ანუკას ლუი.
გული გამეტებით აუძგერდა.
იგრძნი,როგორ დაუარა ჭრუანტელმა.
მის წინ ანუკა იდგა.
მთელი მისი სილამაზითა და სექსუალურობით.
გოგონაც შავი კაბა ეცვა,მუხლს ოდნავ ქვევით.
მის გამოყვანილ ტანს მჭიდროდ შემოტკეცოდა.
მაღალი მკერდი უფრო სასურველი მოჩანდა ოდნავ დეკოლტეში.
სუნთქვა შეკრული უყურებდა თუ როგორ გრაციოზულად მოიკვლევდა მისკენ გზას ლამაზი ქალი.
უყურებდა,და უნდოდა მასში ისევ მისი ანუკა დაენახა.
მაგრამ ამაოდ.
მის წინ მხოლოდ ძალიან ლამაზ.ძალიან დახვეწილსა და უზომოდ სექსუალურ ქალს ხედავდა.
_______
ლუისთვის რთული შესაგუებელი აღმოჩნდა ახალი გრძნობები.
ეხამუშებოდა,რცხვენოდა მისი თავის.
გამუდმებით გზას უყურებდა,მაგრამ მაინც ვერ აშორებდა თვალს მას.
ნერვიულობისაგან სახე ოფლით დაცვაროდა..
თავს ვერ უტყდებოდა,მაგრამ ხვდებოდა,ეს დღე გადამწყვეტი იყო.
არც ანუკა იყო კარგ მდგომარეობაში.
მანქანაზე მიყრდნობილი ლუი რომ დაინახა,ფეხებში სისუსტე უგრძნოო.
ისეთი სიმპატიური იყო,ისეთი..
სუნთქვაარეული,ნელი ნაბიჯით მიდიოდა...
ლუის მზერას გრძნობდა..
სხვანაირ მზერას..
ისეთს არა,როგორიც სულ ჰქონდა...
დღეს სხვანაურად უყურებდა..
დღეს ყველა მის ნაკვთს მზერით იკვლევდა და გრძნობდა,როგორი გრხნობამორეული თვალებით უყურებდა..
მანქანაშიც სულ დაძაბული იყო.
ლუის არ შეეფერებოდა ეს..
ანუკა ღელავდა.
ძალიან ღელავდა..
უფრო კი-ეშინოდა.
***
უკვე შუაღამე იყო,რომ დაიშალნენ.
ნაბიჯარეული მიუყვებოდა მანქანისკენ ანუკა გზას.
მხარს ლუი უმაგრებდა.
ნაზად შემოეხვია წელზე ხელი და ნელი ნაბიჯით მიჰყავდა.
ბულგარი უფრო თავბრუს ახვევდა ანუკას,ვიდრე ალკოჰოლი.
მანქანაში ჩაჯთა თუარა,მომენტალურად გაიძრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
ლუი მანქანას ძრავდა.
გზას მშვიდად გაუყვა.
მღელვარების მიუხედავად,თავსიკავებდა.
მანქანის მინა ჩამოწია,როცა იგრძნო,ანუკას სურნელი როგორ აბრუებდა.
ჰაერი ეცოტავებოდა,მიუხედავად იმისა,რომ ქარიანი დღე იყო და მანქანის სალონში შემოჭრილი ჰაერის ნაკადი თმებს უწეწდა ორივეს.
-სახლში არა რა ლუი,ბაგრატზე ავიდეთ-მოღლილი ხმით ამოილაპარაკა ანუკამ..
სახლში მართლა არ უნდოდა.
ლუისთან უნდოდა.
უხმოდ გადაუხვია მანქანა და ბაგრატისკენ წავიდნენ.
10 წუთში ბეტონის კიდეზე იდგნენ.
მთელ ქუთაისს ღიმილიანი სახით გადაჰყურებდნენ..
-ლუი,ნახე,აი იქ ჩვენი სკოლააა-უმისამართოდ გაიწვდინა ხელი ანუკამ სიბნელეში და სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
ბანცალით ძლივს მოიმწყვდია პარლამენტის ღერი ტუჩებში და ახლა სანთებელას წაეტანა.
მაგრამ უშედეგოდ.
ვერადავერ ააანთო.
ლუი მოთმინებით უყურებდა ანუკას,მაგრამ..
ნელა წაიღო მისი თითებისკენ ხელი,მაჯაზე ნაზად შეეხო და სანთებელა გამოართვა.
შეხება ორივესათვის ჟრუანტელი მომგვრელი იყო.
იგრძნეს,როგორ აუჩქარდათ გულისცემა.
როგორ გაუხშირდათ სუნთქვა.
გრძნობებმა წამით გამოთიშეს ბაგრატის ჩრდილში მოქცეულნი.
ალმა უცებ გააანათა ანუკას სახე,მღელვარებისა და თრთოლვის გარდა,უზომო სიყვარული ამოიკითხა მასში ლუიმ.
ინსტიქტურად გაიწია ალისკენ.
ნელა მოქაჩა ნაფაზი და თეთრი კვამლი ქარს გაატანა.
სიმთვრალეში შეპარულმა ვნებამ,გრძნობებმა,სიგარეტის კვამლმა თავისთავად გამოიღო შედეგი..
მოწყვეტით მოეშვა და რომ არა სხარტი ლუი,იქვე ჩაიკეცებოდა...
_________
ის დღე და მორჩა..
ძველებურად აღარაფერი ყოფილა..
იმ დღეს ჩამოინგრა წლებით ნაშენები ჯებირები.
იმ დღეს გასამარდა მეგობრობა,რომელიც წლები აკავშირებდათ.
იმ დღეს შეისრუტეს სითბო,რომელიც ერთმანეთისგან მოდიოდა და მორჩა...
იმ დღეს,ბაგრატზე,ერთმანეთის გვერდში მდგომებმა,სამუდამოდ დაკარგეს ბავშვობა...
ბავშვობა და განვლილი წლები,რომლებმაც კარგად ასწავლეს ბულგარის სუნი,პარლამენტი და დავიდოვი...
_______
ერთი თვე გავიდა იმ დღის შემდეგ,ერთი რთული,ტკივილით სავსე თვე.
ადამიანს აღარ გავდა ანუკა.
მისი სახე დაკარგა ლუიმაც.
გრძნობდა,როგორ ეცოტავებოდა ჰაერი,როცა მას ვერ ხედავდა,როცა მას ვერ გრძნობდა.
იფიტებოდნენ,იცლებოდნენ,ქარს ატანდნენ ყოველ გათენებულ დღეს..
იცოდნენ,რომ უყვარდათ და სწორედ ეს ტკიოდათ ყველაზე მეტად.
თავს ვერ პატიობდნენ,რომ ზღვარს გადავიდნენ.
რომ აღარ ერქვათ მეგობრები.
ეს იყო მათთვის მტკივნეული.
ვერ თმობდნენ განვლილ წლებს..
ვერა..
_______
ოქტომბერი იყო,ანუკამ ის ამბავი რომ გაიგო..
ლუი და სალი ერთად არიანო.
თუარ მოკვდებოდა არ ეგონა.
სურათი რომ ნახა მის გვერდზე დადებული,იქვე ჩაიკეცა..
ცრემლები გაუაზრებლად მოსდიოდა.
თუმცა,გაუაზრებლად არა,გააზრებულად და მტკივნეულად.
მთელი სიმძაფრით გრძნობდა თავზე დამტყდარ უბედურებას.
ლუი და სალი.
სალი და ლუი.
წარმოდგენაც კი ეშინოდა..
ფიქრიც კი ზარავდა,რომ ახლა სალი ტკბებოდა მისი ბულგარით.
გული ტკივილისგან ეწურებოდა..
მწვავე ტკივილებს გრძნობდა დროდადრო მარცხნა მხარეს.
არა,უნდოდა.
ახლა ყცვლაზე მეტად უნდოდა ძალიან ტკენოდა,რომ ლუის ტკივილი გადაეფარა.
ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ყელში მოწოლილი გრძნობები გამოეშვა,ჩაეხშო..
უნდოდა,უღმერთოდ უნდოდა სიკვდილი რომ არ ეგრძნო ღალატი..
რომ ასე ცხადად არ ეგრძნო ჭაობი,რომელშიც იძირებოდდა....
_____
ლუისაც ტკიოდა.
ლუის ანუკაზე მეტად ტკიოდა.
ლუის ქვეყნიერებაზე მეტად ტკიოდა ანუკა რომ აღარიყო მისი..
ლუის ისიც ტკიოდა სსალისთან რომ იყო..
ლუის უთხრეს,ანუკამ გაიგოო და იმაზე მეტად განიცადა,ვიდრე მოელიდა.
ანუკასთან ერთად მოკვდა ლუი.
ანუკასთან ერთად განიცადა მისი სილაჩრე,მისი შეცდომა...
ამ ამბიდან ერთი თვის მერე გაიგო ლუიმ,ანუკას შეყვარებული ყავსო..
ჩამქრალი მზერით უყურებდა ანუკას კედელზე ატვირთულ სურათს..
თითქოს მეორდებოდაო..
ჩამქრალი მზერით გაჰყურებდა უსასრულობას..
ანუკა და ლაშა.
ლაშა და ანუკა..
ყელში სიმძიმის მოწოლა იგრძნო.
ძარღვები დასკდომას ლამობდა.
გაავებული ეხეთქებიდა ოთახის კედლებს,მაგრამ მაინც ვერ ახშობდა სინდისს,სიძულვილს მისი თავის მიმართ,მაინც ვრრ ახშობდა კისერში მოწოლილ მძიმე ბურთს და ატირდა....
პირველი ცრემლი გადმოაგდო ანუკას გამო..
ძალაგამოცლილი ატირდა მისი სილაჩრის და უმოქმედობის გამო..
____
ამის შემდეგ იყო ის დღე..
ავადსახსენებელი..
ანუკამ რო გაიგო ლუი გერმანიაში წავიდაო,მანამდე კი..
***
საღამო იყო,ნოემბრის გრილი საღამო.
სიცივისგან მობუზული მიუყვებოდა სახლის გზას ანუკა..
აუჩქარებლად ეწეოდა სიგარეტს.
დროდადრო კაშნეში რგავდა ცხვირს,სუნს ისუნთქავდა.
ბულგარი ესხა ზედ..
ბოლო ნაფაზი ძლიერად მოქაჩა და რგოლებად გამოუშვა პარლამენტის ბოლი.
ლუიმ ასწავლა ესეც.
ხარაზოვს უახლოვდებოდა,ის რომ დაინახა.
მარტო იჯდა ძელსკამზე.
დავიდოვს ეწეოდა და ძირს იყურებოდა.
ნაღვლიანი სახე ჰქონდა,ნატანჯი..
ლუიმ გამოხედა ანუკას.
წამით მონატრება,სითბო ჩაუდგა თვალებში,მაგრამ მალევე დაუბინდა მზერა სიბრაზემ.
გვერდის ავლას აპირებდა ანუკა,მაგრამ ლუის ხმამ შეაჩერა..
-მოდი აქ-ცივი ხმა ჰქონდა.
გამყინავი.
არასდროს რომ არ ჰქონია ლუის ისეთი.
ინსტიქტურად დაიძრა მისკენ,მის წინ შეჩერდა..
-სად იყავი?-ტონალობა არ იცვლებოდა,უფრო გაიყინა ანუკა.
-შენ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-მე შენ გეკითხები-ძარღვები დაებერა ბიჭს კისერზე,ღერს ღერზე ეწეოდა.
ანუკამაც მოუკიდა პარლამენტს.
-ჩემი ასავალდასავალით კიდევ ინტერესდები?-არც გოგო აკლებდა უხეშობას,მასაც ტკიოდა..
-ანუკა-მკაცრად წარმოთქვა ბიჭმა,ხმას ოდნავ აუწია..მისკენ წაიწია..-ამას რატომ მიკეთებ??
-მეე?მე გიკეთებ რამეს ლუი?მე მაბრალებ რამეს?მე მადანაშაულებ?-ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა ანუკამ.
-ის სადარის?-ბოროტულად აუნათდა თვალები-შენი ბიჭი-ირონიულად გაეჟღინთა ხმა.
-შენი სადარის ლუი?
-გიყვარს?მითხარი გიყვარს?
ხმა ვერ ამოიღო ანუკამ..
ლუის ვერ მოატყუებდა..
-თქვი,ბოლოს და ბოლოს თქვი და დავამთავროთ,მეტი აღარ შემიძლია-გამწარებული იღრიალა ლუიმ,გაცეცხლებული თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ გოგოს.
დავიდოვს მოუკიდა.
-თუარ იტყვი წავალ და კისერს გამოვჭამ,კიარ გამოვჭრი?გამოვჭამ და იმას ვათქმევინებ-ღრმად დაარტყა ნაპასი,ჩააქრო და ხელთავიდან მოუკიდა..
ანუკა ჯერკიდევ ეწეოდა..
-ლუი,თავი დამანებე რა?
-მე დაგანებო თავი? -გაშრა ბიჭი,პირისკენ წამოღებული სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-მე რანაირად დაგანებო თავი ანა?-ხმა ჩაუწყდა ბიჭს,გაბრაზება გულისტივილმა ჩაანაცვლა..
ანასაც ეტკინა..
ლუი არასდროს არ ეძახდა ანას..
ანუკას ეძახდა,ანუშკის,ანიკოს,ყველფერს,ანას გარდა..
მაგრამ თვითონაც იცოდა,ახლა ანა იყო..
უკვე ანა იყო..
ვეღარ გაუმეორა თავი დამანებეო,არც წეღან უნდოდა თქმა,მაგრამ გაბრაზებულია..
საშინლად გაბრაზებულია.
მას ხომ უღალატეს.
ანუკას არ ღალატობენ.
მაგრამ ლუიმ უღალატა.
ლუის არ უნდაეღალატა,თოე სხვას...
სხვას არც სჩიოდა ანუკა..
ორივეს სიბრაზე და უთქმელობა ახრჩობდათ..
ორივეს ეგონა რომ უღალატეს..
ლუის ანუკამ..
ანუკას ლუიმ...
-გიყვარს ხო?? -ძლივს ამოთქვა ბიჭმა,სახე წამოჭარხლებული ჰქონდა,დაძარღვოდა კისერი.
-შენ? შენ ლუი? შენ გიყვარს ხო?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ანუკამ...
-მე?მე კი
-მაშინ მეც მიყვარს.-უპასუხა ანუკამ და წამოვიდა.
ისე რომ არც დამშვიდობებია..
ღაპა-ღუპით მოდიოდა ცრემლები...
სიგარეტსაც ვერ ეწეოდა,შეძულდა პარლამენტი.
გულის ფეთქვას ვეღარ გრძნობდა..
რობოტივით ადგამდა ნაბიჯებს...
ნახევრად სავსე სიგარეტის კოლოფი ურნაში მოისროლა..
დაიფიცა პარლამენტს აღარ მოვწევო..
ცისკენ აღაპყრო თვალები.
ვედრებით შეხედა მუქ ლურჯ,მოშავო სივვრცეს.
-რატომ ღმერთო?მე რატომ?რა შევცოდე ასეთი?-ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და თავჩახრილმა გააგრძელა გზა სახლისკენ,გზად კი კენტი იყიდა...
_______
ის დღე იყო და მორჩა.
ყველაფეერი შეიცვალა ანუკას ცხოვრებაში.
ხალხს უკვირდა,ასე ცოცხლად როგორ მოკვდაო..
მუდამ მხიარული,მომღიმარე თვალები უსიცოცხლო მზერამ ჩაანაცვლა.
ლამაზი,მიმზიდველი ქალი მოსიარულე ჩონჩხმა ჩაანაცვლა.
სახე სულ გაეცრიცა..
დასუსტდა,საშინლად დასუსტდა.
ადამიანს აღარ გავდა..
ყველას უკვირდა..
ყველას ენანებოდა ჩამომხმარი გოგო..
ყველა ცრემლმორეული უყურებდა განადგურებულ ანუკას.
_____
ორი წელი გავიდა.
მძიმე წელი.
დეკემბერი იწურებოდა..
31-ის საღამო იყო.
ყველა საახალწლო სამზადისში უყო ჩართული.
მაღაზიიდან მოდიოდა ანუკა.
კენტს ეწეოდა..
კაშნეზე ბარბერი ესხა..
შავ ქურთუკში მობუზულიყო.
სიცივისაგან ხელები წათოშვოდა.
თავჩახრილი მიუყვებოდა გზას ბულგარის სუნი რომ ეცა.
ტანში თითქოს დენმა გაუარაო..
ელდანაკრალმა წამოწია თავი.
მონატრებული ედგა წინ..
მთელი ორიწლის უნახავი სხეული წინ ასვეტოდა..
შეცვლილიყო ლუი..
საშინლად შეცვლილიყო.
გამხდარა,თვალები სევდით ჰქონდა სავსე..
აშკარა იყო მის სახეზე მომხდარი ცვლილებები.
წარბებს შორის ნაოჭი გასჩენოდა..
გული დაეწვა ანუკას მისი შემხედვარე..
ყველაფერი თავის თავს დააბრალა.
გული მოეწურა,რატო დატანჯა ასე,რატომ დააძაბუნა..
რატომ გაუქრო სიცოცხლის სურვილი..
რატომ???
არც ლუი იყო კარგ მდგომარეობაში..
მონატრებულ სახეს უყურებდა და ცრემლები ახჩობდა.
მისი ბრალი იყო დღეს რომ უსიცოცხლოს ხედავდა ანუკას.
მისი ბრალი იყო ოტი წელი ჯოჯოხეთდი რომ ამყოფა..
მისი ბრალი იყო უაზრო პრინციპებს რომ შევწირა მისი საუკეთესო პერიოდი..
ლუის ბრალი იყო უთქმელობა..
ლუის რომ ეთქვა..
ლუის რომ უერყო სალის სიყვარული..
იქნებ სხვანაირად ყოფილიყო..
იქნებ აღარ დატანჯულიყვნენ ორი წელი..
იქნებ..
***
დამმუნჯებული შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
მზერა ნელნელა ეწმინდებოდათ..
ხარბათ ისუნთქავდა მონატრებულ არომატს ანუკა..
გრძნობდა,როგორ ივსებოდა სიცოცხლით.
მთელი სიცხადით გრძნობდა როგორ ეცვლებოდა ორგანიზმში ყველაფერი..
გრძნიბდა როგორ ლამობდა გული ამოხტომას..
გრძნობდა რა უაზროიყო ათასჯერრ გაზეპირებული ფრაზები,რომ არ ენატრებოდა..
გრძნობდა როგორ მისდაუნებურად გაურბოდა ხელები მისკენ.
გრძნობდა გული და გონება მარტო მას რომ ითხოვდა..
მაგრამ..
იხანგხლივებდა მომენტს.
ღიმილიანი თვალებით იკვლევდა მის გამოკვეთილ ყვრიმალებს..
ნება-ნება ეწეოდა კენტს.
მოულოდნელად,ხელი გაიწვდინა მისი სახისკენ..
გაუპარსავი წვერის სიუხეშე სასიამოვნოდ მოედო ხელზე..
სიამოვნებისაგან შეაჟრჟოლა..
ყოველთვის უყვარდა როცა წვერზე ეფერებოდა..
ახლაც,ძველებურად,ბიჭს თვალები დაუხუჭაა და ბეჭსა და ლოყას შორის მოექცია ანუკას ხელი..
ნაზად შეახო მაჯაზე ხელი და გოგოს სუსტი თითები მის ხელში მოიქცია.
მონატრებულს ხელზე ეამბორა ლუი.
ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან..
ენატრებოდა,უყვარდა..
უსულგულოდ უყვარდა ლუის ანუკა..
ყველაზე ჯოჯოხეთურად,ყველაზე მტანჯველად უყვარდა..
სულის,გულის,არსებობის შეწყვეტამდე უყვარდა..
და ახლა,როცა მის ხელს იხუტებდა,გრძნობდა,რა უაზროდ გალია ორი წელი..
უყვარდა ანუკას,სამყაროზე მეტად უყვარდა..
უყვარდა ლუი და უყვარდა ლუის ბულგარიც..
უყვარდა ლუი და ლუის დავიდოვიც..
უყვარდა ლუი და ლუის ნაყიდი პარლამენტიც..
უყვარდა ლუი და ლუის მონატრებაც..
ყველაფერი უყვარდა..
სხვანაირად არც შეიძლებოდა..
უყვარდათ.
ყველაზე არააამქვეყნიურად.
ყველაზე მიღმიურად უყვარდათ ერთმანეთი.

__________
მოგესალმებით..
საქმე იმაშია,რომ ჩემს მეუღლეს მაინცდამაინც ეხლა მოუნიდა მთელი ფილმოგრაფიის ყურება.....
ამიტომ "ჩემი სიყვარულის ისტორია"-ს დროებით შევწყცეტ.
მანამდე კი..
უცებ დაწერილია,რამოდენიმე საათში.
ხარვეზებისთვის მომიტევეთ...
ჩემს ტელეფონს ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა,ალბათ უფრო ვრცელიიქნებოდა...
თქვენს შეფასებებს ველი...
აუუუუ,არადა ისეთი პოზიტიცით და დავიმუხტე თქვენი კომენტარებით,ერთ სულზე ვიყყავი როდის გავაგრძელებდი,მაგრამ..
მოჩქარეს მოუგვიანდესო ხომ გაგიგიათ
ჰოდა,მეც ასე დამემართა.
იმედია,ფილმების მარაგი მალე გამოელევა,რომ ისევ შევძლო დაბრუნება.
გელით...
მიყვარხართ..
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი NiniG-1

Saswaulia❤

 


№2  offline წევრი Kalina

რა საყვარლობა იყო.
უცებ წასაკითხი და გასათბობი.
მადლობა, ანასტასია. ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი Kalina

პ.ს. თუმცა, ბოდიში და მე ვერ ვაპატიებდი ამდენს. გოგოს პატივისცემა უნდა ჰქონოდა იმ დონეზე მაინც, თუ მართლა ისე უყვარდა, როგორც ამბობდა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent