შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველდღე (სრულად)


14-08-2017, 01:21
ავტორი Kalina
ნანახია 6 385

***
ცარიელ ოთახში განადგურებული შევიდა.
არა, ოთახი არ იყო ცარიელი.
უბრალოდ ოთახში ჰაერი არ იყო.
ჰაერიც იყო.
უბრალოდ ის ჰაერი არ/აღარ იყო.
ნეტა, ოთახი ყოფილიყო ცარიელი და ის მაინც იქ ყოფილიყო.
მაინც ჩაეხუტებოდა, მაინც აკოცებდა ყურს უკან. მაინც მოეფერებოდა...
უსწორმასწოროდ გასწორებულ საწოლზე მძიმედ დაეცა.
ბალიშებს, საბნებს...
ყველაფერს მისი სურნელი ასდიოდა.
თვალები სიმწრით დახუჭა და ცრემლებით აევსო.
იატაკზე დამსხვრეული არყის, ვისკის და სხვა მრავალი სასმლის ბოთლები ეყარა.
ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა და ბალიში მაგრად ჩაიხუტა.
მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
მერე...
მთელი სხეულით აკანკალდა. ცახცახებდა, ხელები ექავებოდა...
მისი მოფერება უნდოდა.
მაგრამ, არა/ვერა.
-მაპატიე... მაპატიე... მაპატიე...
ბუტბუტებდა თავისთვის და მთელი გულითა და სულით სურდა ეს სიტყვები მასაც გაეგო.
მერე, სრულიად მოულოდნელად სკამზე მისი შარფი შეამჩნია.
ვერ მივიდა. ვერ აიღო.
შეეშინდა.
შეეშინდა, რომ გული მის სურნელს ვერ გაუძლებდა.
რომ აფეთქდებოდა.
განა, არ უნდოდა, რომ აფეთქებულიყო.
როგორ არ უნდოდა. იმ წუთში ყველაზე მეტად, იმის შემდეგ.
მგონი, ტიროდა.
ჰო, ტიროდა.
შარფისკენ გაშვერილი ხელი ჰაერში მომუშტა და უკან დააბრუნა.
არ მისცა, ცრემლებს უფლება მასში დარჩენილიყვნენ.
სიმწრით დაარტყა მუშტი ბალიშს და მერე ისევ ძლიერად მიიხუტა.
მთელი სხეული უკანკალებდა.
გული გამალებით უძგერდა.
ბოლოს... ვეღარ დაიტია ამდენი ემოციები.
აღრიალდა.
გარეთ უშვებდა მთელ მონატრებას, მთელ ტკივილს და მთელ სილაჩრეს...
რომ ვერ მოუფრთხილდა.
ვერ დაიცვა თავისი თავისგან.
მომუშტულ ხელებს თავში მთელი ძალით იშენდა.
მაინც კანკალებდა.
შემთხვევით ჩაიხედა მოპირდაპირე კედელთან მდგარ სარკეში.
რა დაინახა?
არაადამიანი.
ჩამქვრალი, ტირილისგან დასიებული თვალები.
გახეთქილი ტუჩი.
საშინლად გამხდარი სახე.
რამდენ ხანში?
3 დღეში.
მერე ვერ გაუძლო და იქვე მდგარი წვენის ჭიქა სარკის მიმართულებით ისროლა.
ააცილა.
ცრემლებმა მოატყუეს.
არიეს. დარიეს.
ჭიქა კედელს შეასკდა და დაიმსხვრა.
ბალიში ისევ მაგრად ჩაიხუტა და ისევ ბუტბუტი დაიწყო:
-ჰო მოხვალ... ჰო, მოდი. მე გელოდები. სულ დაგელოდები. ჰო მაპატიებ... ხელები კიდე გტკივა? არაუშავს, გაგივლის... რო მოხვალ, მოგეფერები და გაგივლის. არა, აღარ გატკენ. აღარასდროს. ოღონდ მოდი. გაგიქრა ის გალურჯებული რო გქონდა? მიყვარხარ ეს დედამო**ნული. რა გავაკეთე, ამის დედას შ***ი. მოდი, რა. არ წახვიდე, არა. მოდი ჩემთან... მე მიყვარხარ... შენ ჩემსავით ვერასდროს ვერავის ვერ ეყვარები... ხო იცი ეგ, რატო მალაპარაკებ ამდენს? ჰოდა, მოდი რა. მე აქ ვარ. გელოდები. სულ დაგელოდები...
ბოლოს ამოიჩურჩულა და ღრმად ჩაეძინა.
კარს ამოფარებულმა სხეულმა სასწრაფოდ დაიხია უკან და კარი ფრთხილად მოხურა.

***
-არ აპატიებ, ჰო?
-შენი აზრით?
-იცი, როგორ იქცევა? სულ გაგიჟდა.
გაეცინა. ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
-გიჟი როდის არ იყო.
-მომისმინე, ადამიანო. შეიშალა, არ გესმის?! გუშინ მთელი ღამე ბალიშს ელაპარაკებოდა. გააფრინა!
თავი ჩახარა.
-მე რა ვქნა...
ვერაფერი უპასუხა.
-გაერკვიეთ, რა გინდათ. ვერ ვუყურებ ასეთს. ჩემ თვალწინ კვდება. ცოცხლად კვდება. მეცოდება, არ გესმის?
გაბრაზდა.
-მე რატო არ შევეცოდე არავის! მე არ მეტკინა?! მარტო მე რატო უნდა მესმოდეს ყველასი! არ შეიძლება მეც გამიგოთ?!
-მესმის. მესმის, მაგრამ... პრინციპში, რაღა მართლა. თქვენი საქმის თქვენ იცით. მე უბრალოდ არმინდა ცოცხალი ადამიანის სიკვდილს ვუყურო ყოველდღე. გუშინ 3 საათი ვხვეტავდი იმ დამტვრეულ ბოთლებს.
-ნუ მაცოდებ. არ მეცოდება.
ისიც გაბრაზდა.
-საერთოდ გიყვარს?
შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
-ნეტავ, არასდროს არ გათენდეს ის დღე, როცა არ მეყვარება. როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს... ვინც სიყვარული მასწავლა. მაგრამ... მეტკინა და მეშინია.
-გაგივლის, გოგო. დამიჯერე რა. მთელი ღამე გეძახდა. რომ გაიღვიძა ოფლში იწურებოდა, გესმის? მთელი ღამე.
ბოლო ორ სიტყვას ხაზი მკვეთრად გაუსვა.
-ვენატრები?
სიმწრით გაეცინა.
-შენი აზრით აქ რამე სხვა მიზეზის გამო ვზივარ?
თვალები აუცრემლიანდა.
-მართლა მეძახდა?
თავი დაუქნია.
-ძილში ტიროდა.
თვალები გაუფართოვდა.
სულ ბავშვობიდან მისი ტირილი არავის ახსოვდა.
-ტიროდა?!
-ტირილიც აღარ ქვია მაგას. ბღაოდა. შენი ბალიში ქონდა ჩახუტებული და ეხუტებოდა. სამი დღეა ადამიანის სახე დაკარგა.
ესეც ტიროდა.
-როგორ მიყვარს... როგორ მენატრება...
-მოდი და შენი თვალით ნახე თუ გინდა.
თავი გიჟივით გააქნია.
-მირჩევნია, მთელი ცხოვრება მაწამონ, ვიდრე მაგას ვუყურო.
-მოდი, რა. დაილაპარაკეთ, გამოაფხიზლო იქნებ. თორემ, ფსიქოლოგთან დარეკვა მომიწევს. ან... ფსიქიატრთან.
ჩუმად ჩაილაპარაკა.
დაიღრინა.
-ეგ მეორედ აღარ თქვა. არასდროს. შეშლილი არ არის.
გაეღიმა.
-როგორ ძალიან გიყვარს...
თავი ჩახარა.
-ჰო, მოვალ...

***
ღამენათევმა ექვსის თექვსმეტ წუთზე დახუჭა თვალები.
იძინა.
იძინა.
იძინა.
ათის ოცდაცხრა წუთზე თვალები გაახილა.
ისიც იქ იყო.
საწოლთან ჩაცუცქულს მის ყურებაში ჩასძინებოდა.
თვალებს წამდაუწუმ ახამხამებდა.
,,გავგიჟდი. მგონი გავგიჟდი."
ვერ იჯერებდა.
მერე, სულ ოდნავ დაიხარა მისკენ და სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია.
ლამაზ სახეზე დააკვირდა.
თეთრ სახეზე სიმშვიდე აღბეჭდვოდა.
,,იმისთვის მოვიდა, რომ დამტოვოს."
ოდნავ დაუსვა ხელი თმაზე:
-ჩემი პატარა.
ძილში ამოიკრუსუნა და თავი უფრო ახლოს მიუტანა ხელთან.
გაეღიმა.
სამი დღის მანძილზე პირველად გაეღიმა.
გიჟდებოდა, როცა მისი მოფერებით ასიამოვნებდა.
მანაც, მორჩილად დაუწყო თმაზე ფერება, უცებ აჩქარებული სუნთქვა რომ გაიგონა.
მიხვდა, გაეღვიძა.
მწვანე თვალები მალევე შეანათა სახეზე და გაოგნებულმა ხოხვით დაიხია უკან.
შეეშინდა ორივეს.
ერთს მეორეს წაშლილი სახის,
და მეორეს პირველის რეაქციის.
-გატკინე? ეხაც გატკინე?
ტკივილით სავსე ხმით ამოთქვა და სახე ხელებში ჩარგო.
ნელა მიუახლოვდა და ხელი მისი სახისკენ გაიშვირა.
მიხვდა რაც სურდა და ახლოს მიუცუცქდა.
ნელა შეახო ხელი ლოყაზე და სიცივისგან დაფეთებულმა, უკან გამოსწია.
მერე ისევ მიადო და ნელა მოეფერა.
ლეკვივით აყვა მის მოძრაობებს და მისი ხელი თავის ხელებს შორის მოიქცია.
თითოეულ თითზე ეფერებოდა. ხუთივე თითს უკოცნიდა.
მაინც არ ყოფნიდა.
მაინც ენატრებოდა.
ბოლომდე ენატრებოდა.
მერე სახელო აუწია და ჯერ კიდევ სილურჯეშეპარულ მკლავზე დახედა.
თვალებში ტკივილი და სევდა ჩაუდგა.
თავი ოდნავ დახარა და ქვემოდან ახედა.
-შეიძლება?
თავი ნელა, ყოყმანით დაუქნია.
-ჰო.
თბილი ტუჩები ნელა შეახო მის მკლავს. მთელ სხეულში სითბომ დაუარათ ორივეს. მთელი მკლავი დაეხორკლა.
გაეღიმა. მის თბილ შეხებაზე ისევ ისე საყვარლად რეაგირებდა მისი კანი, როგორც ადრე.
ხელი ოდნავ შუცურა თმაში და დაინახა გოგონას ეჭვშეპარული მზერა.
მაინც გაუღიმა და თვალები დახუჭა.
-ნუ ფიქრობ. ნურაფერზე ნუ ფიქრობ.
ცრემლები თვალებიდან ჩამოუცურდა.
არც ერთ ცრემლს არ მისცა უფლება ლოყაზე გადმოსვლის.
ოდნავ შეახო ტუჩები ლოყაზე.
და მერე თავის საყვარელ ადგილზე - ყურს უკან.
ღრმად ამოისუნქა და ცხელი სუნთქვა კისერზე მოაფრქვია მის თმებში მობოდიალეს.
გაგიჟდა, გააფრინა.
მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში დიდხანს უყურა.
ბოლოს შუბლზე აკოცა და მოშორდა.
ოდნავ ჩაიჩოჩა და ანიშნა, მის გვერდით დაწოლილიყო.
ასეც მოიქცა.
მისკენ გადაბრუნდა და ხელი ლოყაზე შეახო.
აკანკალებული ხმით ამოთქვა:
-მაპატიე? ჰო მაპატიე...
პასუხად ტუჩის კუთხეში მიიღო კოცნა.
გაეღიმა.
-გპირდები...
უცებ გააწყვეტინა.
-არაფერს არ დამპირდე.
ხელები სახეზე აიფარა.
-არა, სხვანაირად არ გამოვა. მისმინე, გპირდები... ჰო. აღარასდროს, აღარასდროს აღარ შეგეხები ზედმეტად. აღარასდროს. მიყვარხარ. მითხარი რა, მითხარი, შენც ხო გიყვარვარ.
მკლავზე ისევ ნელა შეახო ტუჩები.
-ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მიყვარხარ.
-შენს გარეშე რა მეშველებოდა...
-ან მე რა მეშველებოდა...
გაეცინათ.
-ერთმანეთს ვავსებთ, და იცი, ეგ ყველაზე მაგარია.
გაეცინა.
-ყველაზე მაგარი ტიპები ვართ?
-ყველაზე.
ღიმილით დაუქნია თავი.
-დაიძინე ეხლა. მთელი ღამე აქ იჯექი?
მორცხვად დაუქნია თავი.
-დაიძინე, ხოდა. მე აქ ვიქნები, შენს სუნთქვას მოვუსმენ.
გაეღიმა და თვალები დახუჭა.
ის იყო, უნდა ჩასძინებოდა, რომ გამოაფხიზლა.
-არა, მოიცა. არ დაიძინო.
გაკვირვებული მიაჩერდა.
-რატო?
ორ წამს უყურა თვალებში და მერე ტუჩებზე ნაზად აკოცა.
ნელა აყვა კოცნაში და ერთი ხელი თმაში შეუცურა.
-მიყვარხარ. ეხლა დაიძინე.
გაეცინა.
-გიჟი ხარ.
-შენი სიყვარულის გიჟი. შენ გამაგიჟე.
უფრო მაგრად გაეცინა.
-აბა, ყველაფერი მე დამაბრალე!
მასაც გაეცინა.
-ყველაფერში გედება ბრალი. ჩემს გადარევაში, გაგიჟებაში, ჭკუიდან გადაყვანაში, შენზე დამოკიდებული რომ გავხდი, მაგაშიც.
გაეღიმა.
-ვაღიარებ დანაშაულს.
გაეცინა.
-ძალიან კარგი. სასჯელია ჩემთან ერთად დაძინება, სანამ კოცნით არ გაგაღვიძებ.
-ისედაც ვიძინებდი, შენ რომ არ გეთქვა.
-ეხლა არა, სულელო. ყოველდღე.

***


ნახევარ საათში შემომეწერა.
არც ვდებდი, სხვათაშორის, უბრალოდ ემოციებისგან დაცლა მინდოდა.
როგორი ბანალურია, არ დავიწყებ ეხლა მაგაზე ლაპარაკს,
მაგრამ მგონი ემოცია გადმოვეცი საჭიროდ ის, რაც მინდოდა.
თქვენი მარიკუნა. <3



№1  offline წევრი dzadzamia25

ველლ
რა ეტყობა ნახევარ საათში დაწერილის?
შემოწერილზე ზედმეტია ლაპარაკი
კარგი რა.
ეს იყო რაც უნდა ყოფილიყო,ამწამს და მერეც
მეც დამეხორკლა ამათთან ერთად კანი
მეც მათთან ერთად ვიყავი
თითქოს ან კარებზე მიყრდნობილი ვიყავი
ან შკაფთან
ოღონდ ვერ მხედავდნენ
არ ვიცი
მხოლოდ ვიცი,რომ ვიყავი.

***
სასწაული გოგო ხარ შენ,მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Kalina

dzadzamia25
ველლ
რა ეტყობა ნახევარ საათში დაწერილის?
შემოწერილზე ზედმეტია ლაპარაკი
კარგი რა.
ეს იყო რაც უნდა ყოფილიყო,ამწამს და მერეც
მეც დამეხორკლა ამათთან ერთად კანი
მეც მათთან ერთად ვიყავი
თითქოს ან კარებზე მიყრდნობილი ვიყავი
ან შკაფთან
ოღონდ ვერ მხედავდნენ
არ ვიცი
მხოლოდ ვიცი,რომ ვიყავი.

***
სასწაული გოგო ხარ შენ,მადლობა heart_eyes heart_eyes


დიდი, დიდი, უდიდესი მადლობა!!
მიხარიხარ!<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

კარგი გოგო ხარ შენ ❤️❤️
ყველაზე იშვიათ შემთხვევაში ვაკომენტარებ, "დაჟე" მაშინაც არა,როცა რამე ძალიან მომეწონება.
ახლა მომინდა დამეწერა ❤️❤️❤️
კარგი გოგო ხარ შენ!

 


№4  offline წევრი Kalina

tasusuna
კარგი გოგო ხარ შენ ❤️❤️
ყველაზე იშვიათ შემთხვევაში ვაკომენტარებ, "დაჟე" მაშინაც არა,როცა რამე ძალიან მომეწონება.
ახლა მომინდა დამეწერა ❤️❤️❤️
კარგი გოგო ხარ შენ!

მადლობა დიდი!! <3
მიხარია შენი იშვიათი კომენტარი ჩემმა ნაწერმა თუ დაიმსახურა! <33
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი tatiko.1995

es iyo saocreba tbili gultan axlos grdznobebis amrevi iseti siyvaruls da sitbos ro mogandomebs :* yochag dzalian magari gogo xar

 


№6  offline წევრი Kalina

tatiko.1995
es iyo saocreba tbili gultan axlos grdznobebis amrevi iseti siyvaruls da sitbos ro mogandomebs :* yochag dzalian magari gogo xar

ვაიმე დიდი მადლობა! არ მეგონა, ეს ნაჯღაბნი თუ საერთოდ მოგეწონებოდათ<3
წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გამახარე!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent