შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო -თავი 8


15-08-2017, 01:59
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 684

თავი 8
დილიდანვე ველოდებიდი დამიანეს შეტყობინებას,ზარს ან მოსვლას თუმცა არა! უკვე შუადღე იწურებოდა და არ ჩანდა .პირველად ხდებოდა ასე მთელი შვიდი თვის განმავლობაში .ვნრვიულობდი და ამას უკვე მარიამიც ხვდებოდა .
-ვაიმე ელენე დაწყნარდი გოგო რა იყო
-აუ მარუს გეყოლება საყვარელი ადამიანი და ნახავ შენც ასე იქნები
-კარგი რაა პატარა ბავშვი ხომ არაა რომ დაიკარგოს ,დაგირეკვას რაა
-მოდი სანდროს დავურეკოთ რა ეცოდინება
-მიდი დაურეკე
-მე არ მაქვს მარ ნომერი და შენ დაურეკე რა
-აჰა,მობილური და დაურეკე
-არა ,მიდი შენ დაურეკე ,ხმა მაქვს ცუდი და არ შეეშინდეს
-კარგი ხოო-ვიცოდი არ უნდოდა დარეკვა,რამოდენიმე თვეა თითქმის არც ლაპარაკობენ ,ვერავინ ვხვდებით რატომ მაგრამ ყველამ კარგად ვიცით გულის სიღრმეში რომ მარიამი და სანდრო ერთმანნეთისთვის არიან გაჩელინი.ორი გიჟი და ამავდროულად წყნარი არსება .
-გამარჯობა სანდრო
-მაშო ?!გამარჯობა
-მომისმინეე ,ელენე ნერვიულობს დამიანე არ გამოჩენილა და ხომ არ იცი სადაა?
-მეც რამოდენიმეჯერ დავურეკე და არ მიპასუხა ,არ ვიცი ნამდვილად
-კარგი ხო -თქმა და გაათიშვა ერთი იყო.
-აუ მარუს წავედი მე რაა ,ესე ვეღარ ვიჯდები
-სად მიდიხარ ელენე
-სახლში მივაკითხავ
-ხო წადი მაგრამ მალე მოდი იცოდე
მივდიოდი და თან ვნერვიულობდი .იქაც რომ არ ყოფილოყო გავაფრენდი ნამდვილად .ზარი დავრეკე ..არავინ გამოდიოდა ,უკვე შესვლად ვაპირებდი კარი რომ გაიღო და პლედში გახვეული დამიანე გამოვიდა ჩაის ჭიქით ხელში.
-მოდი ელენე-თვალებს ძლივს ახელდა
-მოვიდე ხომ ? შენ სად ხარ დამიანე ? გირეკავ ,გწერ და პასუხის ღირსსაც არ მხდი !ყოჩაღ !ისვენებ აქ ? რა კარგია ..მე კიდევ ვდგავარ და ვნერვიულობ .
-ელენე ოღონდ ეხლა არა და როცა გინდა გამლანძღე ,თავი გასკდომას მაქვს
-მოიცა ,რა გჭირს დამი ? რა სახე გაქვს ავად ხარ ?
-სიცხე მაქვს მგონი.
-თერმომეტრი მანახე დროზე
-თაროზეა -თერმომეტრს ვიღებ და ოცდა ცხრამეტს რომ ვკითხულობ ფერები გადამდიის
-დამიანე რა მაღალი გაქვს! სასწრაფო გამოვიძახოთ
-აუ ელენე რა სასწწრაფო ,მეშინია ექიმების რაა.მოდი ჩამეხუტე და გამივლის
დივანზე ჯდება და ხელებს შლის ,არაა ეს ნორმალური ამ დროს მარიამი უკვე ბოდავს ხოლმე და ეს კიდე ?!მაგრად ვეხუტები მაგრამ მაინც არ ვჩერდები
-ცივ ტილოებს მაინც დაგადებ ,სად გაქვს ?-ფეხზე ვდგები
-პირსახოცებთან უნდა იყოს კარადაში ნახე -მეუბნება და მაგრად ახველებს .კარადაში პირსახოცებს ვწევ ერთმანეთის მიყოლებით მაგრამ არაფერი
-დამი სად არის ვერ ვნახე
-აბა მეორე კარადაში ნახე წითელ პირსახოცთან უნდა ეწყოს -მართლაც ვხედავ ნაჭრებს და ვშლი რომ დავასველო ,უცბათ ხელში რაღაც ბრჭყვიალა საგანი მხვდება .მოიცა ბეჭედია?კარგად ვაკვირდები და მახსენდება რომ ზუსტად ისეთია ადრე მაღაზიაში რომ ვნახე .ძლიერ ჩახუტებას ვგრძობ ზურგიდან და ყურში ჩამესმის
-ელენე ,ცოლად გამომყვები ?-ვბრუნდები და ისე ძლიერად ვეხუტები რომ წამით მეშინია არ გავჭყლიტო
-ხო დამიანე თანახმა ვაააარ
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ყველამ ჩემს ბინაში მოიყარა თავი ,ქორწილს განვიხილავდით .წყვილმა რაც შეიძლება მალეო და ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა .
-ჩემი მეჯვარე მარიამია რათქმაუნდა ,ბავშობიდან პირობა დავდეთ ,დამი შენი სანდრო ხო?
-არა ელე,ჩემი ვაჩე იქნება ,დაპირებული ვარ მეც -არ გამომრჩა როგორ ჩაუკრა თვალი სანდროს .
-ჩემთან წავალ სოფელში და ისეთ ღვინოს ჩამოვიტან რომ ვაჩეც ცოლს მოიყვანს
-კარგი იდეაა სანდრო,მაგრამ მარტო ცოდო ხარ მარიამი წაიყვანე -რაო? ელენე! გაკმინდე ხმა .აა უი ეხლა პასუხი უნდა ვთქვა ? ჯანდაბას ელენეს გამო
-ხო კარგი წამოვალ -სანდროს ვუყურებ და ენას ვუყობ .
-ხვალ დილით გამოგივლი
-არ დამაძინო !
დილით ბატონის ზარმა გამაღვიძა მიკიოდა ჩამოდიო
-რა გაყვირებს შე კაცო ?
-ოცდა მეათე ზარზე მიპასუხე და მიხარია
მალევე ვემზადები ,ერთი დღით მივდივართ და არაფერი მიმაქვს .ქვევით ჩავდივარ
-დიდება ალიონზე ამდგარს
-პრივეტები კაბიანს -ოხ ეს რა იყო ეხლა.
-წავედით დროზე რააა
-როგორც ინებებთ .
გზა უაზროდ გაიწელა ,სვანეთში მივდიოდი .სულ მინდოდა იქ წასვლა ბავშვობაში ,მახსოვს ვამბობდი სვანს უნდა გავყვე ცოლად თქო (არა ეს რატო ვთქვი ეხლა ? მოკეტე მარიამ) ,სანდრომ რეი ჩარლზი აამღერა და თვითონაც აჰყვა
HIT THE ROAD JACK,AND DON’T YOU COME BACK NO MORE NO MORE
ძალიანნ სასაცილოს გამოსდიოდა ,მერე რეის აჯავრიდა და თვალებზე ხელი აიფარა .გაკლია თქო და ვიციო ,მთელი გზა ღიმილი არ მომიშორებია სახიდან .ისეთი ლამაზი იყო სვანეთი ენა ჩაგივარდებოდათ ,უკვე მიყვარდა ეს მხარე სიგიჟემდე .სანდროსაც ეტყობოდა უყვარდა ე .ხშირად იღიმოდა და ღიღინებდა .სახლსაც მივადექით .მანქანა ეზოს გარეთ დავტოვეთ .ულამაზესი პატარა სახლი იდგა .კარ-მიდამო საგულდაგულოდ იყო მოლამაზებული ,საუცხოო ხედი იშლებოდა .ჭიშკართან მოხუცი ბებო გამოვიდა და სანდრო გულში ჩაიკრა
-ბებიკო გენაცვალოს შენ,ჩემო მზეო ,ჩემო თვალის ჩინო ,რამხელა გახდი ბებიკო.
-მომენატრეთ ქალბატონო დინა -სანდროც მხურვალედ ჩაეხუტა
-ბებია გაიცანი ეს მარიამია
-სასიამოვნოა შვილო,მოდით რას დამდგარხართ
მაშინვე მაგიდასთან დაგვსვა და ცხელ- ცხელი ხაჭაპურები დაგვიწო .რამის თითები ჩავაყოლე ამ გემრიელობას.სანდრომ მანქანა შემოაყენა ეზოში და მარანში ჩავიდა .ბებოს ალაგებაში მივეხმარე ,ოხ ელენე სად არ მხედავ ? ეზოში ,ხის ძირში პატარა მაგიდა და სკამაები ეწყო ,იქ ჩამოვსხედით მე და დინა ბებია
-ბებო ჩემი ალექსანდრე სად გაიცანი აბა
-ალექსანდრე ? მე მეგონა სანდრო ერქვა
-ეჰ შვილო ,მე დავარქვი სახელი ,ალექსანდრე მომწონდა სულ და ვიფიქრე ამ ანგელოზს დავარქმევ თქო ,კი წერია ეგრე შვილო მაგრამ დედამისმა სანდრო დავუძახოთო და კი გაუფუჭეს ბავშვს სახელი
-ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყავს ცოლად დამიანეს ,იცნობ ხომ ?
-კი შვილო ნამეტანი კაი ბიჭია
-გოგოზეც იგივეს ვიტყოდი .ორივე მშვიდი და ლაღია
-ეს ჩემი შვილიშვილი კიდევ შერეკილია ნამეტანი ,ეჰ ბებია მენატრება ხოლმე მაგრამ თბილისში რა ჩამიყვანს შვილო.
-დინა ბებო წავალ ეზოს დავათვალიერებ თუ შეიძლება
-კი შვილო მიდი ,მე ალექსანდრეს ჩავაკითხავ .ხომა კარგად ნეტავ -ვსო ამ ქალზე ვგიჟდები რა საყვარელია რომ იცოდეთ.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
-ბებიკო გადმოასხი ღვინო?
- კი მადამ მზადაა ყველაფერი ,მაშო სადაა?
-ეზოს ვნახავო დაიბარა ,რა კაი გოგოა ბებია ,ლამაზია ძალიან
-ხო ბებო ძალიან ლამაზია
-ახლა ბებია კი იცი რომ ვერაფერს გამომაპარებ , როდის უნდა უთხრა ?დროა არაა დედი ?
-ოხ ქალბატონო დინა ,კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ ,
მანქანაში ვჯდებოდი უკვე ბეიბიამ რო შემაჩერა და მოდიო დამიძახა
-ხო ბებო მალე ჩამოვალ გავიგე -გავუღიმე
-ბებიკონა ,კი იცი როგორ მიყვარხარ ხო და აი ეს ბეჭედი დედაშენისთვის უნდა მეჩუქნა მაგრამ ვიფიქრე ალექსანდრეს შევუნახავ თქო ,ხო და აუღე და კი იცი როგორც უნდა გამ
ოიყენო -თვალს მიპაჭუნებს .
-არის სერ !
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
- შენ ხომ მეძახი მაშოს და ალექსანდრე რომ დაგიძახო შეიძლება ?
-ოხ დინა ბებია ,გითხრა არა ?
-კიი,ისე გიხდება
-შენც გიხდება მაშო -მიღიმის
-მადლობა
-აუ დამიანეს როგორი მოკრძალებული ქორწილი უნდა შენ არ იცი
-კი როგორ არაა მეც მყავს ეგეთი სახლში ,თუ მაღალქუსლიანზე არ შედგა და ქართული არ იცეკვა გაგიჟდება ,მერე მოცარტს ჩართავს და ვალსს იცეკვებს
-შენ როგორი ქორწილი გინდა ?
-აი მე ძალიან გიჟური ,ქუსლიანზე ვერავინ შემაყენებს ! თეთრ ოლ სთარებს ჩავიცმევ და ვიქნები ლაღად .ფეხზე მაინც არ მომიჭერს .
-მე კიდევ იმდენი მინდა ვიცეკვო რომ მეორე დღეს ეტლით მატარონ
-რა სიფსიხეაააა --ორივე ვიცინით .
საკმაოდ ვიწრო გზებია ამიტომ კუსავით ვმოძრაობთ .მთაზე ულამაზეს ,პატარა ეკლესიას ვამჩნევ და სანდროსკენ ვბრუნდები
-ნახე რა სილამაზეა ,არ გინდა ავიდეთ ?
-სად ? იქ? ვერ ხედავ ტყეა გასავლელი
-ახლა არ თქვა მეშინია ბუამ არ შემჭამოსო
-წამოდი და ავიდეთ
ტყეს ადვილად გავდივართ ,ჩვეულებრივი წიწვნარია .ეკლესია ულამაზესია შიგნიდან .ძველი ხატებით არის სავსე ,თუმცა მეეჭვება აქ ხშირად დაიოდეს ვინვე .იქაურობა მტვერს მიჰქონდა ამიტომ იქვე ნაჭერი ვნახე და გავასუფთავე .ალექსანდრემ სასანთლეები მოაწესრიგა.გარეთ რომ გამოვედით უკვე ბნელოდა .არაფერი ჩანდა ,ის კი არა მანქანა სად დავაყენეთ ან საიდან მოვედით აღარც გვახსოვდა .
-რა ვქნათ ალექსანდრე ?
-დამშვიდდი მაშო ,რამეს მოვიფიქრებთ
თითქმის ორი საათი ვისხედით ეკლესიასთან და ვცდილობდით სიგნალი დაგვეჭირა ,მაგრამ უშედეგოდ .მოულოდნელად ფანრით ხელში ხანში შესული კაცი გამოჩნდა
-ახალგაზრდებო ,დაიკარგეთ ?
-გამარჯობათ ,დიახ დაგვიღამდა და გზას ვეღარ ვიკვლევთ,მანქანაც დავკარგეთ
-ნუ წუხართ ,აქვე ვცხოვრობ მე ,წამოდით დაგიტოვებთ ,ეს ღამე ჩემთან გაათიეთ და ხვალ ერთად ვიპოვნოთ თქვენი მანქანა .-უსიტყვოდ გავყევით ,არ ჩანდა ცუდი კაცი .პატარა სახლში შეგვიპატიჟა .
-თამარ გამოდი სტუმრები გვყავს
-ოხ გვრიტებო ,დაიკარგეთ?
-დიახ ,დაგვიღამდა
-მოდით მშივრები იქნებით ,რამეს შეგაჭმევთ
სუფრაზე მოვთავსდით ,ნამდვილად ძალიან გვშიოდა .ოჯახი ძალიან თბილი აღმოჩნდა .შვილი თბილისში სწავვლობს და მარტო იყვნენ ცოლ-ქმარი .
-როგორც ხედავთ დიდი სახლი არ გვაქვს ამიტომ ერთ ოთახში მოგიწევთ დაძინება .ბოდიშით
-არა რას ამბობთ ,მადლობა კიდევ ერთხელ
-ძილინეებისსა ბავშვებო -დაგვემშვიდობნენ და მეორე ოთახში გადაინაცვლეს .ოთახი პატარა მაგრამ ,კომფორტული იყო .პრობლემას მხოლოდ ერთი საწოლი წარმოადგენდა
-დაგასწარი მარჯვნივ მე ვწვები
-მოიცა ,მოიცა შენს გვერდზე არ დავწვები
-რატო ვითომ ?
-ოოო კარგი რაა
-მე ამ სკამზე ძილს არ ვაპირებ
-ხო კარგი მაგრამ იცოდე საზღვარი !
-გნებდები -ხელებს მაღლა წევს დანებების ნიშნად და თავის მარჯვენა მხარეს იკავებს .
საწოლი საკმაოდ ვიწროა .სანდროსთან ზურგით ვწვები .გაუნძრევლად ვწევარ და მის გულისცემას ვისმენ .ნელ-ნელა მეც ვირეგულირებ ფეთქვას .ალექსანდრე მკლავებს ხარბად მხვევს.ჩაძინებამდე ვლოცულობ რომ არასოდეს გათენდეს .
მეორე დილას ნიკო ძიას დახმარებით ვიპოვნეთ მანქანა და სახლის გზას დავადექით .ორივე მშვიდად ვიყავით და მუსიკით ვტკბებოდით (ერეკლე დეისაძე-შენი ოთახის ფანჯრიდან..)წინა ღამე ჩამრჩა გონებაში ,ვფიქრობდი რომ როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა წამი რომელმაც ბედნიერება მომანიჭა ,წამით მაინც ........

მაგრამ ვღიზიანდებოდი ,თანაც საშინლად .ვინ ვიყავით ერთამნეთისთვის ? ამდენი უთქმელობა და გაურკვევლობა მღლიდა .მიყვარდა სანდრო ,უსასრულობამდე მაგრამ ის არაფერს ამბობდა ,მხოლოდ ერთი სიიტყვა მჭირდებოდა,მხოლოდ ერთი....




ჩემო ლამაზებო და კარგებო ,ვგიჟდები თქვენზე .იმდენად თბილები ხართ რომ მატირებთ ხოლმე .პირველი მოთხრობაა მაგრამ არ ვნანობ წერა რომ დავიწყე .ნამდვილად ღირდა ასეთი კომენტარების წაკითხვა ...მიყვახართ , ხო მიყვარხართ ფლეილისთის მოსმენა არ დაივიწყოთ



№1 სტუმარი twilight

ძალიან კარგია დიდი ხანია ველოდები ახალ თავს როდის დადებ. წარმატებებიი... ძალიან მომწონს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent