დაასხი თუ ძმა ხარ!
ბარბარა. გოგონა რომელსაც არასოდეს სჯეროდა სიყვარულის. უნდოდა კარიერა და პოპულარობა. სიყვარული მხოლოდ ერთგვარ გართობად მიაჩნდა. ჰყავდა უამრავი ყოფილი და თაყვანისმცემელი. არასოდეს შეხვედია ბიჭს რომელიც მართლა მოეწონებოდა, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დრამას და მელოდრამას ფანტასტიკა და კომედია ერჩია. (ნუ... ეს ახლად ასეა :დ) არასოდეს ტიროდა ფილმში პერსონაჟის სიკვდილზე. (ცხოველებს თუ არ ჩავთვლით :დ) ვერ იტანდა წყვილებს რომლებიც ყოველწუთს სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს. სიცილით კვდებოდა ფილმების სასიყვარულო სცენებზე, მაშინ როცა მისი მეგობრები აცრემლებული თვალებით უყურებდნენ მომენტს. ეს მხოლოდ მანამდე იყო სანამ მას შევხვდი... ^ ^ ^ ტაქსიდან გადმოვდივარ და პირველივე შემხვედრ კლუბში შევდივარ. ადამიანი როცა 18 წლის ხდები, გინდა გადაიხადო გრანდიოზული დაბიდუბი, პატიჟებ მეგობრებს და იმ ცნობისმოყვარე ხალხს შემთხვევით რომ გაიგეს ამის შესახებ, იწყება წვეულება და ამ დროს რესტორანში შემოდის ,,კაი ბიჭების’’ ჯგუფი და რამე და იწყებენ ძველბიჭობას, ამ დროს დაბიდუბი კი არა ერთი სული გაქვს იქიდან გამოიქცე... ეს არის ცხოვრება?! ღმერთმა იცის, ვინ სად გაიქცა და რას შეაფარა თავი. თან მერე იქ შენი ნასვამი კურსელები რომ უერთდებიან და იწყება დაგი-დუგი აშკარად გჭირდება თუნდაც ერთი ჭიქა ლუდი ან ვისკი. კლუბში დღეს ზედმეტად ბევრი ხალხია, შესვლისთანავე ვამჩნევ ჯგუფს, ორი ბიჭი და ერთი პირსინგებიანი, ვარდისფერითმიანი გოგო. საერთოდ ასეთებზე გართულება არ მაქვს და არც მივეკუთვნები მათ ჯგუფს მაგრამ ახლა მისი ვარდიფერი თმა გამაღიზიანებლად მხვდება თვალში. ბარის დახლთან მივდივარ: -ორმაგი ვისკი -გულგატეხილი?!- იცინის ეშმაკურად -აუ ნუ ბარმენობ რა თუ ძმა ხარ, გულგატეხილი კი არა მიდი დაასხი დახლს ვშორდები და იმ ვარდისფერთმიანთის ,,ბანდისკენ’’ მივიდივარ. -ჰეი, ბიჭებო... და გოგო- ვიძახი ხმამაღლა -ეს ვინღაა?- ბუტბუტებენ ძლივს გასაგონად მაგრამ მაინც მესმის. -მე? ბარბარა, არ ვიცი ვინხართ მაგრამ არავინ მყავს ვისთანაც დავლევ ამიტომ ეხლა ეგ -კაი ტიპი ჩანს- იცინის ვარდისფერთმიანი- ბარბი, კეთილი იყოს შენი წევრი ჩვენს ბანდაში -ვაა, დაჟე ბანდა?- ვკითხულობ- და უფროსი ვინ გყავთ?- თან ვიცინი და ვისკის ვწრუპავ -მოვა მალე და ნახავ, ისე რა მოხდა? როგორც წესი ბარბი კლუბში არ დადის- მეკითხება ქერა ბიჭი -ნუ... ხო მაგრამ მე ცუდი ბარბი ვარ- თვალს ვუკრავ და ვიცინი -ეე, ნახეთ მოვიდა კინგი- იცინის შავგვრემანი- და ქვინიც მისი მიმართულებით ვიხედები... ვაუ... მართლაც კინგია... ქვინზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. მაღალი სიმპათიური, ცისფერთვალება ქერა ბიჭი. ვაუ... აი გოგონა კი დაბალი, შავი თმით და მწვანე თვალებით, საშინლად მუქი წითელი ტუჩებით თუ პომადაა? მეც კიდევ რა! ეს გოგო მართლაც თოჯინაა, მთლიანად მაკიაჟია. მიკვირს ამდენი ტონალურის გამო, უკანონო მიშენებისთვის რატომ არ დააჯარიმეს?! რა ჩემი საქმეა! თუმცა რომ დაუფიქრდე ჩემსავით ყველა გოგოს შეშურდებოდა ამ თოჯინის ასეთი ბიჭი რომ ჰყავს. ისე არც ეს ორია ცუდი მაგრამ ის... ის თემაა... -ვაა, სასატვი აქ ყოფილა, და ეს ვინ არის?- ანიშნებს ჩემზე. აუ ხმაც რა კარგი აქვს. -ეს?!- თმებს იჩეჩს ვარდისფერთმიანი -მე ბარბი... უჰ, ბარბარა და შენ? შენ რა გქვია?- ვაყრი სულმოუთქმელად ბიჭი გაკვირვებული მიყურებს -ნოლანი- ამბობს დაბნეული- ჯგუფში ხარ? -აჰამ- წარმომიდგენია რა იფიქრა ჩემზე. რა სულელი ხარ ბარბი... -კარგია, აბა რას აკეთებთ- სხვებს უბრუნდება,მე კი მას ვაშტერდები. მართლაც რა სიმპათიურია... ამასთან ცოტახანს გართობა კარგი იქნება! არ ვუსმენ რას ლაპარაკობენ მაგრამ წამოძახილი :სიმართლე თუ მოქმედება: ძნელი გასაგები არ არის. -გინდა ბარბი?-მეკითხება ვარდისფერთმიანი და იცინის -კი აბა რა, შენადა... რა გქვია?- ვკითხულობ დაბნეული -უი არ მითქვამს, ლილი- იცინის -აჰა, კარგი- ქერა ბიჭი ბოთლს ატრიალებს. ლილიზე და ნოლანზე ჩერდება -აბა ნოლან, სიმართლე თუ მოქმედება? -მოქმედება- ამბობს დაუფიქრებლად -კარგი, იმ გოგოს აკოცე- ეუბნება და ქერა გოგონაზე ანიშნებს ნოლანი გოგოსთან მიდის და სრულიად უცხოსთან ზასაობას იწყებს. ნორმალურია?! ასე უბრალოდ?! კოცნაო და არა ზასაობა იდიოტო, ვფიქრობ ჩემთვის. თავის ადგილზე ბრუნდება -აბა, ვაგრძელებთ?- ამბობს მშვიდი ხმით. ამ ამბავზე ,,ქვინს’’ რეაქცია არ ჰქონია. მიჩვეულია?! თამაშს აგრძელებენ, მე კი ისევ იდიოტს ვუყურებ. უცებ მისი ლურჯი თვალები ჩემსას ეჩეხება. წამის მეასედში ვტრიალდები თუმცა... მაინც შეამჩნია. მიყურებს და იცინის. რა სულელი ხარ ბარბი! იატაკს ვაშტერდები და უცებ... ჩემი ვისკით იღებება. თავს ვწევ და... -უპს!- ამბობს ,,ქვინი’’ და ეშმაკურად იღიმის. შეამჩნია ,,მის ბიჭს’’ რომ ვუყურებდი? იმ გოგოს კოცნაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია და მე რა?! ძუკნა! ერთადერთი რაც თავში მიტრიალებს ეს არის. ვისკის ვიღებ და პირდაპირ სახეში ვასხამ. არც ისეთი დამთმობი ვარ როგორიც ალბათ თქვენ და ,,ქვინს’’ წარმოვედგინე. . . . ჩემი პირველი ისტორიაველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.