შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 5


17-08-2017, 15:58
ავტორი lola
ნანახია 2 312

ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი ჩემი თანატოლი გოგონებისგან,როცა ისინი თოჯინებით თამაშობდნენ მე მდინარეზე სათევზაოდ დავყავდი მამას,ნაკლებად მიზიდავდა "გოგოშკური" რაღაცეები,ბიჭებთან ურთიერთობის მხრივ მე მხოლოდ მეგობრობით შემოვიფარგლებოდი.
ჩემთვის და თომასთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ის ფაქტი რო მე გოგო ვიყავი ის კი ბიჭი,არ მარჩევდა თავის ძმაკაცებისგან,მაგრამ ახლა როცა გავიზარდეთ ყველაფერი შეიცვალა,თითქოს გავუცხოვდით,არ შეგვიძლია თავისუფლად ვესაუბროთ ერთმანეთს საკუტარი გრძნობების შესახებ,მიჭირს მისთვის რამის ახსნა,იმ საღამოს შესახებ ვერ ვუყვები,ვერც იმას ვუყვები როგორ საშინლად ვგრძნობ თავს,ისევ პატარაობაში დაბრუნება მინდა,ისევ მინდა სულელი ბავშვბივით ვიქცეოდეთ...... მაგრამ რას ვიზამ,რეალობას ვერ შევცვლი
17წლის რო გავხდი უცნაური სურვილი ჩავიფიქრე მინდოდა ყველაფერი შეცვლილიყო, ახალი ეტაპი დამდგარიყო ჩემ ცხოვრებაში,მაგრამ არა ასეთი....
იმ საღამომ ყველაფერი შეცვალა,თავდაყირა დააყენა ჩემი მშვიდი ცხოვრება,ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე შევიცვლებოდი,უფრო მგძნობიარე გავხდი,თან და თან ვემსგავსებოდი "გოგოს",ეს კი არ მახარებდა,საკუთარი თავი ჯერ ისევ ბავშვი მეგონა, არ ვჩქარობდი გაზრდას,ბექას გამოჩენის შემდეგ კი მივხვდი დიდი და გარდამტეხი ცვლილებები მოხდებოდა ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში
იმ საღამოს მერე ერთი კვირა სახლიდან არ გავდიოდი.რატომ?...მარტივია ამის ახსნა, ვცდილობდი ჩემ თავში გავრკვეულიყავი,მისი ნახვა კი არ მინდოდა.
დედა ამჩნევდა ჩემი ხასიათის მკვეთრ ცვლილებას,ცდილობდა მიზეზის გარკვევას,ვახშმის მერე დახმარებას მთხოვდა,განა დახმარება სჭირდებოდა?....არა, უბრალოდ ჩემთან საუბრის მიზეზს ეძებდა,ერთ-ერთ ასეთ საღამოსაც საუბარი ჩვეულებისამებრ დედამ დაიწყო
-მოიწყინე სოფელში?
-არა.მშვიდად ვუთხარი და გარეცხილი თეფშების დაწმენდა დავიწყე
-გინდა ქალაქში დავბრუნდეთ?
-შენ გინდა დაბრუნება? თავისივე შეკითხვა უკან დავუბრუნე
-არ მინდა
აღარაფერი მიპასუხია,გავაგრძელე თეფშების წმენდა
-იჩხუბეთ?
-ვინ და ვინ? ვერ მივხვდი ვისზე ამბობდა
-შენ და შენმა შეყვარებულმა.უკმაყოფილო მზერა მესროლა,რატო ვერ მიხვდი ვინ ვიგულისხმეო
-დედა ჩემი შეყვარებული არაა!
-მომიყვები რა მოხდა? არ მომეშვა ნატა,ყველაფერი აინტერესებდა,რა მომეყოლა როცა თვითონაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,ვერც იმ საღამოსა და კოცნის ამბავს ვერ ვეტყოდი,არ ვიცოდი როგორ მიიღებდა,რა თქმა უნდა არ ესიამოვნებოდა,მაგრამ მისი რეაქცია მაინც მაშინებდა
-არაფერია მოსაყოლი.
-კარგი,მაშინ ხვალ ვეტყვი მაიას სადილად გვეწვიონ.აშკარა იყო დედას რაღაც ჩაეფიქრებინა,თუ მე არაფერს ვეტყოდი მაშინ ბექას ჰკითხავდა?....არამგონია,მასეთიც არ იყო,მაგრამ რატო გადაწყვიტა მაინც და მაინც ახლა მათი დაპატიჟება?
-რა ჩაიფიქრე დედა? წარბებ შეკრულმა შეწუხებული სახე მივიღე
-არაფერი,მეგობრული სადილი გვექნება
-"მეგობრული სადილი"? გამეცინა
-დიახ ქალბატონო,ხვალ შენგან თავაზიანობას მოვითხოვ
-ისედაც თავაზიანი ვარ უფროსების მიმართ.
-უფროსებს არ ვგულისხმობ,ახლა კი წადი და დაიძინე,ხვალ ბევრი საქმე გექნება. სამზარეულოდან ძალით გამომაგდო.









* * *
08:25 იყო დედამ რო გამაღვიძა,დახმარება მთხოვა..... მთხოვა კი არა მომთხოვა,ისევ მთელი სახლი დამალაგებინა, 11 საათისთვის ძლივს დავამთავრე სასადილო ოთახის ავეჯიდან მტვერის გადაწმენდა,ვიფიქრე ცოტას დავისვენებ მეთქი,მაგრამ ვინ მაცადა?... სავარძელზე მჯდომს დედამ სამზარეულოში მიხმო,სტუმრებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი ჯერ დამარეცხინა მერე დამამშრალებინა,სუფრაც გამაწყობინა და ნამცხვირს გამოცხობაც დამავალა
-მამა იქნებ შენ მაინც ამიხსნა რა დავაშავე? დედას ჩემი მოკვლა აქვს განზრახული. სამზარეულოში შემოსულ მამას შევაცოდე თავი
-ვცდილობ საქმის გაკეთება გასწავლო. გაიმართლა ნატამ თავი
-უკვე დიდი გოგო ხარ,დროა ოჯხში იტრიალო.ახლა ბებიამ აუბა მხარი დედას
-რა იყო გათხოვებას ხო არ უპირებთ პატარა ბავშვს?თინანო როგორც ყოველთვის დამცინოდა
-ვინ იცის.დედამ მრავლის მთქმელად გაიღიმა,თვალი ჩამიკრა და სამზარეულოდან გავიდა სანამ რამეს ვეტყოდი
-აი თქვენ დამაცადეთ,თუ არ შეგარცხვინოთ.გულში გავიფიქრე
ორი საათიც გახდა,ფანჯრიდან შევნიშნე მთელი ოჯახი როგორ მოემართებოდა ჩვენსკენ, ბექასთვის არ შემიხედავს,აქედანვე ვგრძნობდი როგორი დაძაბულობა შეიქმნებოდა სუფრასთან
-მე სტუმრებს მივესალმები,შენ კიდე გამოიცვალე და არ დაგავიწყდეს თავაზიანი უნდა იყო დღეს
-კარგი დედა.დავემორჩილე
მომზადებაზე არასდროს დამიხარჯავს დიდი დრო,არც ახლა გამჭირვებია შესაფერისი სამოსის პოვნა,პირველ სართულზე ჩასულს სასადილო ოთხაში შეკრებილნი მე მიცდიდნენ.
დაძაბულები ისხდნენ ბიჭები,ზრდილობიანად მივესალმე ყველას,ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე,ბექასგან არც ისე მოშორებით ვიჯექი,შემეძლო მისი დანახვა მაგრამ თვალს ვარიდებდი, რამდენჯერმე დავიჭირე მისი მზერა,დედაც გვატყობდა რო დაძაბულები ვიყავით,ამიტომ სიტუაციის განტვირთვის მიზნით სამზარეულოში გამიშვა.
ვცდილობდი თავი მენუგეშებინა სტუმრებისთვის განკუთვნილი შოკოლადის ვაზას დავწვი, მაგიდაზე შემოსკუპებული შოკოლადს შოკოლადზე ვჭამდი
-სიტკბოება ხარ შენ!დიდი ნეტარებით წარმოვთქვი და კიდევ ერთი შოკოლადი შევჭამე
-ჩვენი ურთიერთობა სამწუხაროდ აქ მთავრდება,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.მწვანე ქაღალდში შუეფუთულ შოკოლადს ვაკოცე და გავხსენი რათა შემეჭამა
-სამზარეულოში მარტო ჭამა? გაოცებული სახით შემოვიდა ბექა,ხელში ცარიელი ჭიქა ეჭირა,მაგიდიდან ჩამოვხტი მაცივრიდან წყალი გამოვუღე და მივაწოდე,მის შეკითხვას კი არ ვუპასუხე,ზურგი ვაქციე და ისევ შოკოლადს მივუბრუნდი
-მართალია ხელი შეგვიშალეს,მაგრამ ისევ განვმარტოვდებით და შევძლებთ საუბარს. მკაფიოდ წარმოვთქვი სიტყვები
-შოკოლადს ესაუბრები?სიცილი ძლივს შეიკავა
-წყალი ხო გინდოდა,მიიღე კიდეც,ახლა კი შეგიძლია მიბრძანდე.
-შოკოლადს მამჯობინებ?
-დიახ.პატარა ბავშვივით გავეჯიბრე
-ისევ თავს მარიდებ.მშვიდად თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო
-კარგი თუ შენ არ მიდიხარ თვითონ წავალ
-არც ერთი არსად არ წავალთ სანამ არ ვისაუბრებთ.მკლავზე ჩამავლო ხელი და სამზარეულოდან გასული უკან შემათრია
-და თუ მე საუბარზე უარს ვიტყვი,მაშინ რა მოხდება? მოვიშრე ხელი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე
-მაინც მოგიწევს ჩემი მოსმენა.ჩემ კითხვაზე საპასუხოდ სამზარეულოს კარი მიხურა
-არ ფიქრობ რო ზედემტები მოგდის,ხო არ გავიწყდება ჩემ სახლში რო ხარ?
-მახსოვს სადაც ვარ
-ხო და თუ გახსოვს...... მოიცა რა გემრიელი სუნია?გემრიელი კი არა დამწვრის სუნი დატრიალდა სამზარეულოში
-ნამცხვრი დაგეწვა ნიჭიერო.ახლა უკვე გულიანად იცინოდა,მე კი სასტიკად მინდოდა მისთვის შემომერტყა
-ჯანდაბა,ჯანდაბა! ცხელი ჟარუნა შიშველი ხელით ავიღე და დავიწვი კიდეც თითები
ბექა ისევ იცინოდა,იმის მაგივრად რო დანაშაული გამოესწორებინა იდგა და იცინოდა.... როგორ მინდოდა დამეხრჩო,გაუმართლა ხელი რო დავიწვი,შეიძლებოდა თავი ვერ შემეკავებინა და მართლა მიმეხრჩო
-მეწვის იდიოტო შენ კიდე იცინი? გაღიზიანებული მაცივარს მივვარდი,საყინულეში შევყე ხელი და სიცივე როგორც კი ვიგრძენი ამოვისუნთქე
მხოლოდ ახლა გააცნობიერა ხელი რო დავიწვი,მზრუნველი სახე მიიღო, ალბათ დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა,მაგრამ რაღას მიშველიდა?
-პირველადი დახმარების ყუთი დევს მეორე კარადაში,ჩამოიღე და დამწვრობის მალამო მომაწოდე
ძლივს მიხვდა რომელ კარადაზე ვეუბნებოდი, სანამ ყველა მალამო არ ნახა და წაიკითხა სახელწოდება,მანამ ვერ იპოვა დამწრობის მაზი
-რა დავაშავე?!ტირილი მინდოდა მის შემხედვარეს
-აი ვიპოვე.ისეთი ბედნიერი სახით შემომხედა
-მადლობა ღმერთო.ამოვიოხრე
-ძალიან დაგეწვა?უხერხულად გამიღიმა
-არაუშავს
-მაპატიე.მრავლის მთქმელად ჟღერდა
-რისთვის?
-იმ ღამეს დაუკითხავად რო გაკოცე.
გამახსენდა ის საღამო,სიბრაზე მომერია, ბოდიშით გაფუჭებულ საქმეს ვერ გამოასწორებდა,მალამო ხელიდან გამოვართვი და თავს წყლით სავსე ჭიქიანად სამზარეულოდან გავისტუმრე
-წყალი უნდოდა თურმე..... ავბუზღუნდი,ხელი შევიხვიე და მეც სასადილო ოთახში დავბრუნდი. არ მიმიქცევია ბექასთვის ყურადღება, უფროსების საუბარს ვუსმენდი თან სალათას გემრიელად შევექცეოდი
-ერთმანეთის ხელახლა გაცნობას უკვე მოასწრებდით?მე და საბას გამოგვხედა დედამ
-კი მოვასწარით.მე დავასწარი ბექას
-ისეთი შეცვლილი ხარ ბექა,მიკვირს როგორ გიცნო ნანიკომ. ისევ გააგრძელა დედამ
ბექამ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ისევ მე დავასწარი
-მარტივად ვიცანით ერთმანეთი
-სიმართლე რო გითხრათ თავიდან ვერ მიცნო.ნიშნის მოგებით შემომხედა ბექამ
-როგორ არა მაშინვე გიცანი.თვალები დავუბრიალე
-მთელი დღე მაკვირდებოდა,ცდილობდა გაეგო ვინ ვიყავი,აივანზე დამალვა კარგად გამოსდის.კმაყოფილებისგან გაღიმებულმა სხვებისთვის შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა
-აივანზე დამალვა? ბებიამ შეიცხადა
პირში ჩადებული ლუკმა გადამცდა,დედას დროულად რო არ მოეწოდებინა წყალი დავიხრჩობოდი,შეშფოთებულები მიყურებდნენ,ბექას კი შიში ჩასდგომოდა თვალებში
-ცუდად ვიხუმრე ბოდიშს ვიხდი.
-არაფერი ბექა,რა შენი ბრალია ნანიკომ თუ ჭამა არ იცის.ბებიამ უკმაყოფილოდ გამომხედა
ნერვიულობისგან ცივმა ოფლმა დამასხა,გაქცევა მინდოდა,მოვიმიზეზე უჰაერობაა ეზოში გავალ მეთქი,მაგრამ დედამ ალტერნატიული გზა უცბად მოძებნა,კონდიციონერი ჩართო.
ბექასთან ერთად ერთ ოთახში მყოფს სული მეხუთებოდა,მეშინოდა ისევ რამე არ ეკითხათ,დაძაბულობამ მას შემდეგ უფრო იმატა რაც მაია დეიდამ თავიანთთან ჩემი სტუმრობის შესახებ დაიწყო საუბარი,დედას გარდა არავინ იცოდა მათთან ვახშმობის ამბავი,არ ვიცოდი რა მეთქვა,მაია დეიდამ მიშველა ისევ,რაღაცეები შეალამაზა,მაისურის ამბავი არ უხსენებია და მეც შვებით ამოვისუნთქე
-გემრიელ ყავას აკეთებს ნანიკო.გია ბიძიამ ისევ შემაქო,გამიკვირდა ამ ჯერად დემეტრემ რო არაფერი თქვა
-ახლაც სიამოვნებით გავაკეთებ.მანამდე ვთქვი სანამ დედა დამავალებდა
-დემეტრე შენც ხო დალევ.ჩუმად მყოფს ირონიულად გავუღიმე
-არა მადლობა არ მინდა.მაშინვე მტკიცე უარი განაცხადა
-ახლა უკეთეს გაგიკეთებ.თავმომწონედ გავუღიმე
-იმაზე უფრო "ტკბილს"?
-თუ შენ თანახმა ხარ,უფრო"ტკბილს"გაგიკეთებ
მხოლოდ ბექა მიხვდე რა ხდებოდა,ისევ გაეღიმა
დაახლოებით საღამოს 5სათი ხდებოდა სტუმრები რო გავაცილეთ,როგორც იქნა დასრულდა ჩემი წამებაც,შვებით ამოვისუნთქე
-აივნიდან უთვალთვალებდი?სამზარეულოში მარტო დარჩენილებს სიცილით მკითხა დედამ
-არა დედა!
-კარგი ბიჭია,ვერ გავიგე რატო მალავთ თქვენ ურთიერთობას
-ნატა მერამდენედ უნდა გითხრა არ ვართ ერთად მეთქი
-კარგი,კარგი.....ისე მართლა აივნიდან თვალთვალი რამ მოგაფიქრა?
-დედა კარგი რა! ავფეთქდი
-კარგი გავჩუმდები.... ხო მართლა შენთვის სიურპრიზი მაქვს. უცბად შეცვალა სასაუბრო თემა
-ხო იცი სიურპრიზები არ მიყვარს
-ხო მაგრამ ეს მოგეწონება
-კარგი აბა გისმენ.
-ჯერ ვერ გეტყვი.უარის ნიშნად თავი გააქნია
-ოოო დედა,მაშინ აღარც უნდა დაგეწყო მაგაზე საუბარი
-ცოტაც მოთმინე და შენი თვალით ნახავ
საღამომდე ძლივს გავძელი,არაფრით არ გამოტყდა დედა რა სიურპრიზი ჰქონდა,თომამ რო დამირეკა და გარეთ გასვლა მთხოვა მხოლოდ მაშინ მივხვდი რაში იყო საქმე, ეზოს კიბეებზე ანუშკა(ჩემი დაქალი)ჩუმად მოიპარებოდა
-აქ რას აკეთებ? გაკვირვებული კიბეებზე დავეშვი
-დედაშენმა სანამ დეპრესია დაეწყოსო ჩამოდიო და აი მეც აქ ვარ.
როგორ გამეხარდა მისი დანახვა,დედამ იცოდა თუ უხასიათობა დამჩემდებოდა ვისთვის მიემართა,აი ისიც აქ იყო და მისი დანახვის პირველივე წამიდავე მივხვდი რო ახლა იწყებოდა რაც იწყებოდა


-----------------------------------------------------------------------------------
ესეც მეხუთე თავი,ვიმედოვნებ ისიამოვნებთ მკითხველო
ხო და კიდე... დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს, ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons es motxrobada imedia male dadebshemdegtavs

 


№2  offline წევრი lola

Guest bubu
dzalian momwons es motxrobada imedia male dadebshemdegtavs

ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო blush

 


№3 სტუმარი Tako

Dzalian Kargi Tavi ikoo.(Da Tinano Vinaa .?)

 


№4 სტუმარი Guest Lucy

უმაგრესია ^^

 


№5  offline წევრი lola

Tako
Dzalian Kargi Tavi ikoo.(Da Tinano Vinaa .?)

მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes თინანო ბიძაშვილია, წინა თავებში არის ნახსენები მისი სახელი

 


№6 სტუმარი Tako

lola
Tako
Dzalian Kargi Tavi ikoo.(Da Tinano Vinaa .?)

მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes თინანო ბიძაშვილია, წინა თავებში არის ნახსენები მისი სახელი

saxeli roa naxesebi magito vikitxe.Warmatrbebii momwons dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent