შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემეტრე და კეტრინი (სრულად)


17-08-2017, 18:24
ავტორი warmth
ნანახია 6 993

დაახლოებით ათი ხდებოდა დემეტრემ ერთ-ერთი ბარის კარი რომ შეაღო და ფანჯარასთან მჯდარ მეგობარს მიუახლოვდა.თორნიკე როგორც ყოველთვის მხიარულად შეეგება მეგობარს.საპასუხოდ ვერაფერი რომ ვერ მიიღო,გაკვირვებულმა შეიცხადა.
-რა გჭირს ტო
-მე და კეტრინი ვშორდებით-უპასუხა მშვიდად და თავი ხელებში ჩარგო.
-მეკაიფები ბიჭო?-ხმაურიანად წამოდგა ფეხზე და მაგიდას დაეყდნო.
-უღალატე?-პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თვითონ გააგრძელა და დაძაბული მიაჩერდა მის წინ მჯომს.ბიჭის გაბრაზებული სახე რომ დაინახა,მიხვდა რომ ამგვარი არაფერი იყო და პასუხის მოლოდინში გაისუსა.ხუთ წუთიანი პაუზის შემდეგ კი სევდიანი თავლებით ახედა.
-უბრალოდ ვერღარ ვუგებთ ერთმანეთს.შენც ჰო იცი რა იშვიათად ვჩხუბობდით,არა? ეს ბოლო თვეებია კიდევ განუწყვეტლივ ვჩხუბობთ.ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,არგვინდა ცუდი მოგონებები დავიტოვოთ.

***
შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა.ერთ თგვეში აიყარეს ჯვარი და ორივემ საკუთრი ცხოვრება განაგრძო.
ერთმანეთი მეშვიდე კლასში გაიცნეს.რომ გითხრათ თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი-მეთქი მოგატყუებთ.დემეტრე არ იყო თორნიკეს გარეშე,ეკა კიდევ თინის გარეშე.ძალიან მალე შეიკრა ეს ოთხეული და მას მერე ერთად არიან.
მიუხედავად იმისა რომ კარგად სწავლობდნენ,მაინც ეს ოთხეული იყო შატალოს იდეის წამომჭრელები.მეათე კლასში სულ სხვანაირი თვალით უყურებდნენ ერთმანეთს ეკა და დემეტრე.ერთადერთი იყო დემეტრე რომელიც "კეტრინით" მიმართავდა.ეკა-ს მხოლოდ მაშინ ეძახდა,გაბრაზებული თუ იყო.მეთერთმეტე კლასსში უკვე შეყვარებულები გახდნენ.
ყველას უყვარდა ეს წყვილი.
ყველა მათზე ლაპარაკობდა.
დემეტრეს არასდროს უჩხუბია ეკას დასანახად.ყოველთვის ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა,როცა ეკასთან იყო.
უნივერსიტეტი რომ დაამთვრეს,ხელი სთხოვა დემეტრემ.თანხმობაც მიიღო.
დემეტრემ ბაბუამისის ადგილი დაიკავა სადაზღვეო კომპანიაში,ეკამაც იგივე კომპანიაში დაიწყო მუშაობა.დემეტრემ-არ მინდა,შორს მყავდეო.
სამი წელი ცხოვრობდნენ ერთად.უბრალოდ რომ მოგეკრათ თვალი,მაშინაც კი მიხვდებოდით თუ რამდენად ბედნიერები იყვნენ ერთად.
საბოლოოდ კი,ურთიერთობა აერიათ.ყველა უმნიშბნელო დეტალზეც კი ჩხუბობდნენ.ისე ჩანდა,თითქოს მიზეზს ეძებენ-ო.არვიცი რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი,თვითინ დემეტრე და ეკა კი იძახიან,ის სიყვარული აღარ გვაკავშირებს რაც ადრე გვაკავშირებდაო,მაგრამ არ მჯერა მე მაგის.
მიუხედავად იმისა,რომ ცოტახანიც ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე მაინც გადაწყვიტეს დაშორება.

***
სამზარეულოში ისხდნენ გოგონები და ყავას სვავდნენ.თინი თვალს არ აშორებდა ეკას და მოჭუტული თვალებით უყურებდა.
-რამოხდა თინი?-ღიმილით ჩაილაპარაკა ეკამ და თინის შეხედა,რომელიც ნერვიულად ათამაშებდა ხელებს.თინი არასდროს ყოფილა მშვიდი,ყოველთვის სიგიჟეებით გამოირჩეოდა.ამიტომ უკვირდა ეკას მისი სიჩუმე.საბოლოოდ მაინც ვერ მოთმინა და გაბრაზებული წამოდა ფეხზე და ჩხუბი დაიწყო
-ამიხსენი რა ჯანდაბა დაგემართათ?არა მეც რო არაფერი ვიცოდი?როდემდე აპირებდი დამალვას?ჩემთვის და თოკასთვის რო გეთქვათ,იქნებ მოგვარებულიყო კიდეც?უბრალ..
-გეყოფა თინათინ!ჩემი და დემეტრეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ეს და ძალიან გთხოვ აღარგვინდა ამ თემაზე ლაპარაკი.ყავა ჰო არ გინდა?-გაბრაზებული ტონიდან მშვიდ ტონზე გადავიდა და ისევ მშვიდი ღიმილი მიაპყრო მაღლაკელიძეს.

***
უკვე სამი თვე გავიდა მათი დაშორებიდან.ამ სამი თვის განმავლობაში კი არცერთხელ არ უნახავთ ერთმანეთი.თორნიკესაც ძალიან იშვიათად ნახულობდა,ბიჭი სულ წუწუნებდა,ნუ მექცევი ეგრეო.მაგრამ ეკა ყურადღებას არ აქცევდა.უბრალოდ დემეტრეს გაურბოდა,თორემ თორნიკეს საწინააღმდეგო რა ქონდა.განქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ ეკა სამსახულში დაბრუნდა.ძალიან ნერვიულობდა,დემეტრეს ნახვის ეშინოდა.მხოლოდ მაშინ დამშვიდდა,როცა გაიგო რომ დემეტრე უცხოეთში იყო წასული.სამსახურში ყველა ეჭვის თვალით უყურებდა,უამრავი ჭორი და სიბინძურე იყო ეკას მისამართით.დემეტრეზე ცუდის თქმას ვერავინ ბედავდა,უფროსიაო.ეკამ ვეღარ მოითმინა და განცახება დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე.დემეტრემ რომ გაიგო ძალიან გაბრაზდა.ძლივს დააკავეს გერმანიაში,საქართველოში ბრუნდებოდა.ბოლოს ეკას დაურეკა და ისე ელაპარაკა რომ სამსახურში დარჩენა გადააწყვეტინა.
დილით ნერვიულად დადიოდა ოთახში ეკა,ნერვიულობდა დღევანდელ დღეზე.დღეს დემეტრე ბრუნდებოდა სამსახურში.სწრაფად მოირგო ტანზე შავი მთლიანი,ოდნავ მუხლს აცდენილი კაბა და გარეთ გავიდა.ნახევარ საათში უკვე სამსახურში იყო,ფრთხილად დაზვერა ტერიტორია და ჩუმად შეიპარა შენობაში.სხვა სიტუაციაში ნამდვილად გაეცინებოდა თავის თავზე,მაგრამ ახლა ძალიან სერიოზულად უყურებდა ამ საკითხს.
დღის ნახევარმა მშვიდად ჩაიარა,დემეტრე არ შეხვედრია.უკვე სახლში წამოსვლას აპირებდა,ქალბატონი ნანა რომ შემოვიდა და გაააფრთხილა დემეტრე გეძახისო.
-რაუნდა?-შეშინებულმა იკითხა და ნერვიულად აათამაშა ხელები მაგიდაზე.
-არვიცი შვილო,ასე მითხრა ეკას დაუძახეო-თბილი ღიმილით გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.ნერვიულად შეხედა თინის და ოთხადან გავიდა,
ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და შიგნით შევიდა.გაბრაზებულმა შეხედა დემეტრემ გოგონას და ხელით ანიშნა დაჯექიო.
-რამე მოხდა?
-ამიხსენი რა დაგემართა.საბუთებს გადავხედე მინიმუმ ორი შეცდომა მაინც გაქვს ერთ საბუთში!
-რა?დარწმუნებული ხარ?
-ეს შენ უნდა ყოფილიყავი დარწმუნებული იმაში თუ რას წერდი როცა საბუთებს ავსებდი!ახლა კიდევ წაიღე ეს საბუთები და შეასწორე ყველაფერი,დღეს მზად უნდა იყოს!-გაბრაზებულმა დაამთავრა ლაპარაკი და კომპიუტერში რაღაცის წერა განაგრძო.ფრთხილად აიღო ეკამ საბუთები და კაბინეტში შევიდა.
-რა მოხდა?-შესვლისთანავე კითხა თინიმ.
-არაფერი,საბუთები გამომატანა შეასწორეო.
-სხვა არაფერ გითხრა?აი რამე ისეთი
-თინი ახლა მე და დემეტრეს მხოლოდ სამსახურის ურთიერთობა გვაკავშირებს!

უკვე 11 საათი იყო,ეკა კი ისევ სამსახურში იყო და შეცდომებს ასწორებდა.თინიც არ მიდოდა სახლში მარტო ხო არ გაგიშვებო,მაგრამ მერე თორნიკემ დაურეკა და თინიც მასთან წავიდა.უკვე იმდენად დაღლილი იყო თვალებს ვეღარ ახელდა,სასწაულად ეძინებოდა.ამ დროის განმავლობაში უკვე მეხუთე ყავის ჭიქა ჩაცალა,მაგრამ მაინც ვერ უშველა.როგორც კი მორჩა გახარებულმა შეჰყვირა და წამსვე გამოფხილდა.შენობაში ეკას,დაცვისა და რამოდენიმე თანამშრომლის გარდა არავინ არ იყო."მომცა მე ამდენი სამუშაო და თვითონ წავიდა სახლში,უნამუსო ბიჭი ეგ"თავისთვის ბურდღუნებდა და თან თავისი მანქანისკენ მიდიოდა,რომელიც დემეტრემ აჩუქა დაბადებისდღეზე.
შორიდანაც დალანდა დემეტრე,რომელიც თავის მანქანაში იყო ჩამჯდარი და სიგარეტს ეწეოდა.რამიდნეიმე წამი თვალმოუშორებლად უყურებდა,შემდეგ გონს მოვიდა და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში მისულს ბიბი თავის საწოლზე წამოწოლილი დახვდა.ძაღლმა როგორც კი პატრონი დაიგულა სახლში ყეფით გამოიქცა და ზედ შეახტა.
-ჩემო სიცოცხლე,როგორ მომენატრე-ფერება დაუწყო ძაღლს და ცრემლები წამოუვიდა.რომ გეკითხათ რა დაგემართაო,ვერაფერს გიპასუხებდათ.თვითონაც არ იცოდა.სწრაფად შევიდა აბაზანაში,მალევე გადაივლო წყალი.სპორტულები ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა ბიბისთან ერთად.უკვე საკმაოდ გვიანი იყო,მაგრამ ახლა გარეთ გასვლა ნამდვილად სჭირდებოდა.დიდხანს ასეირნებდა ბიბის,სახლშ ასვლა სპირებდა,დემეტრემ რომ დაურეკა.
*სად ხარ?
*ბიბის ვასერინებ ეზოში,რაიყო?
*არასად არ წახვიდე.
15 წუთში დმეეტრე უკვე ეკასთან და ბიბისთან ერთად იყო.ბიბიმ დემეტრეს დანახვისას ეკას აღარ გაუჩერდა და მისკენ გაიქცა.
ბიბი დემეტრემ და ეკამ ერთად იყიდეს.მიუხედავად ბევრი მცდელობისა,ბავშვი მაინც არ უჩნდებოდათ.ექიმმა ეკას უთხრა მკურნალობა გჭირედებაო,მანამდე კი ძაღლი იყიდეს,რადგან ორივეს სჭირდებოდა ისეთი რამ,რაზეც იზრუნებდნენ.ეკა იმასაც ვარაუდობდა რომ დემეტრე დაიღალა და მაგიტომ მიატოვა.
არვიცი.
დემეტრემ და ეკამ ერთად გაასეირნეს ბიბი.
ისე იყვნენ თითქოს კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ.
არაფერი ზედმეტი,არანაირი ზედმეტი შეხედვა,შეხება თუ სიტყვა.
უბრალოდ ბიბის ასეირნებდნენ.

***
მთელი ორი თვე ასე გავიდა.მხოლოდ სამსახურში ურთიერთობდნენ და საღამოს ბიბის ასეირნებდნენ.სხვა არაფერი არ მომხდარა.
უბრალოდ ეკასთან ბიჭები გააქტიურდნენ.
ერთი ბიჭია,აჩი.
ეკას თანამშრომელია.თავიდანვე მოეწონა აჩის ეკა,მაგრამ როცა გაიგო უფროსის ცოლი იყო თავი დაანება.მაგრამ ახლა იფიქრა,შანსი მომეცაო და ახლა ძალიან ხშირად ტრიალებს ეკას გვერდით.ეკა ხვდებოდა ბიჭს სიმპათიები რომ ქონდა მის მიმართ და ცდილობდა შეუმჩნევლად ჩამოეშორებინა,მაგრამ დემეტრეს გაბრაზებული მზერა რომ შენიშნა,აჩის ჩამოშორების მცდელობებს მოუკლო.
ყველგან ერთად დაიდოდნენ,ყველგან აჩი და ეკა იყვნენ.შეყვარებულების პონტში რა.
ახლაც სამსახურის კაფეტერიაში ისხდნენ.აჩი გაუჩერებლივ საუბრობდა და სიცილით უყვებოდა მისი ძმაკაცის ისტორიას.ეკა საბუთებს ჩაჰყურებდა და სულ არ აინტერესებდა აჩის ძმაკაცის მოსაწყენი ისტორია და მხოლოდ ზრდილობის გამო იცინოდა.მიუხედავად იმისა რომ მოსწონს აჩი,მაინც ძალიან აბეზრებს ხოლმე თავს.შვებით ამოისუნთქა კაფეტერიოაში შემოსული წყვილი რომ დაინახა და საბუთები გვერდზე გადადო.
-რძალო როგორ ხარ?-თორნიკე მეშვიდე კლასიდან მოყოლებული "რძალოთი" მიმართავდა.ადრე სიამოვნებდა ეკას,მაგრამ ახლა სახეზეც კი დაეტყო უსიამოვნება.-აუუ ბოდიში რა-დარცხვენბილმა ჩაილაპარაკა და თალი აარიდა ეკას.
-კარგად ვარ თოკა შენ?-ღიმილით უპასუხა მის შეკითხვას და აგრძნობინა,არაფერიაო.თოკა სპეციალურად არ იმჩნევდა აჩის,მისალმებითაც არ ესალმებოდა.დემეტრემ ბევრჯერ გაუმეორა "ჯობია შეეგუო,ახლა ის არის კეტრინის რჩეული"-ო. მაგრამ ამაშუკელი მტკიცე უარზე იყო და სულ იმას იმეორებდა,ნახავ ისევ ერთად თუ არ იყოთო.
-აუ წელს არსად ვაპირებთ წასვლას?ივნისის ბოლოა უკვე-შეწუხებულმა ამოიგმინა თინიმ და თოკას მხარზე მოათავსა თავი.
-ზღვაზე წავიდეთ,ჩვენს სახლში-მხიარულად წამოიძახა თორნიკემ და გოგონებს გადახედა.ეკას უსიამოვნოდ გასცრა ტანში.ის სახლი ოთხივემ ერთად აარჩიეს.თორნიკე პასუხს არდალოდებია ისე გავარდა დემეტრესთან კაბინეტში რომ შეეტყობინებინა.
-თორნიკე ძალიან ბევრი საქმეა კომპანიაში,რა დროს ზღვაა-მობეზრებულმა გაუმეორა იგივე ფრაზა და სავარძელზე გადაწვა.
-ნუ ხარ უჟმური რა,ცოტახანი დაივიწყე აქაურობა.თან ეკაც მოდის და იქნებ რამე გეშველოთ
-თორნიკე ჩემი და ეკას ურთიერთობა მორჩა,შეიგნე.ზღვას რაც შეეხება კიდევ შვებულება აიღეთ რამდენიხნითაც გინდათ იმდენი,მაგრამ მე თავი დამანებეთ.

***
დილით მაღვიძარამ გააღვიძა,მობეზრებულმა გაახილა თვალები და უაზროდ წამოიზლანზა რომ ძილის დამფრთხობი გაეჩუმებინა.მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა რომ დღეს ზღვაზე მიდიოდნენ და ახლა უკვე მხიარულად დაიწყო მომზადება.ერთსაათში უკვე მზად იყო და თოკას ზარს ელოდა.აჩისთვის არ შეუთავაზებია ზღვაზე წამოსვლა,იცოდა თორნიკეს არ ესიამოვნებოდა და ისედაც დაძაბული ურთიერთობის გაუარესება არ უნდოდა.ტელეფონმა რომ დაურეკა არც შეუხედავს ისე უპასუხა და ტელეფონში ჩაჰყვირა-ჩამოვდივარო.
დაბლა ჩასულს ამაშუკელის მანქანის მაგივრად,გაგუას მანქანა დახვდა.გაკვირვებული მიუხალოვდა მანქანას და თავი ფანჯარაში შეყო.ბიბი პატრონის დანახცვისას ეკას აღარ გაუჩერდა და ფანჯარაში შეხტა.
-შენც მოდიხარ ზღვაზე?-ნერვებ მოშლილს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა და დემეტრემ მხოლოდ მაშინ მიაქცია ყურადღება.
-ხო,მანდ რაღას დგახარ დაჯექი-თვალი ჩაუკრა და კარები გაუღო.
მგზავრობის დროს არცერთს არამოუღია ხმა,ბიბიც მშვიდად იყო.ეკა მუსიკებს უსმენდა და აჩის ემესიჯებოდა.რამოდენიმეჯერ ისეთ რამეზე გაიცინა,რაც ნამდვილად არ იყო სასაცილო,რათწმაუნდა სპეცილურად რომ დემეტრეს ყურადღება გაემახვილებინა.მაგრამ უშედეგოდ,ბათუმში ისე ჩავიდნენ დემეტრეს არცერთხელ შეუხედავს კეტრინისთვის.
სახლში მისულს თოკა და თინი არსად დახვდნენ,არადა უკვე უნდა ჩასულიყვნენ.უკვე დარეკვას აპირებდა ეკა თინიმ რომ დაასწრო
*რას შვრებით,ჩახვედით?
*კი რამდენიხანია,ოთახის დალაგებას მოვრჩი ახლა,სად ხართ თქვენ?
*ეკა აღარ მოვდივართ ჩვენ "
*რას ქვია აღარ მოდიხართ?-განერვიულებულმა ტონი ვერ მოვზომე და ხმამაღლა დავუყვირე.
*,რამოდენიმე დღეში ჩამოვალთ.წავედი ახლა და არიცელქოთ თქვენ
*მოგკლავთ თქვენ ორს,ახლავე წავალ თბილისში
*კაიხო რაიყო,იცელქეთ თუ გინდათ-სიცილით მოაყოლა და მალევე გამითიშა.ნერვებ აშლილმა მივაგდე ტეელეფონი საწოლზე და ოთახიდან გავედი.
-დემეტრეე!-ხმამაღლა დავუყვირე და დაველოდე როდის გამცემდა პასუხს.
-რა გაყვირებს ?!-საპასუხოდ მანაც დამიყვირა და მეც მის ოთახში შევედი.პირსახოც შემოხვეული დემეტრე კარადასთან იდგა და ტანსაცმელს არჩევდა,კარის ხმაზე ჩემსკენ მოტრიალდა და გამიღიმა.სწრაფად გავაანალიზე მისი მდგომარეიბს,მიუხედავად იმისა რომ ასეთ ფორმაში ხშირად მიინახავს,მაინც ავიფარე თვალებზე ხელი.
-კეტრინ მეღადავები?-დემეტრეს დამცინავი ტონი მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ხელები ეგრევე მოვიშორე,როგორც კი გავიაზრე რა სასაცილო დასანახი ვიყავი.
-შენმა ძმაკაცმა და ჩემმა დაქალმა რო გადაგვაგდეს იცი?-ნერვებ აშლილმა ჩავიბურდღუნე და კიდევ ერთხელ შევეცადე დემეტრეს სხეულისთვის თვალის მოშორება.
-კი გზაში რომ ვიყავით,მაშინ დამირეკეს და მითხრეს
-რა?მე რატო არვიცოდი?
-შენ შენს აჩისთან მესიჯობით იყავი გართული რას გაიგებდი-დამცინავი ღიმილით შემომხედა და პირსახოცი უმალ მოიშორა ტანიდან
-დემეტრე რას აკეთებ?!-გაკვირვებულმა დავუყვირე და ზურგით დავდექი
-არგინახავს ხო არასდროს?
-მე არც შენი შეყვარებული ვარ და არც შენი ცოლი და ძალიან გთხოვ ტანსაცმელი ჩაიცვი!
-შენ შემოხვედი ჩემს ოთახში,აქ კიდევ რასაც მინდ აიმას გავაკეთებ-თანდათან უფრო და უფრო მკვეთრად მესმოდა დემეტრეს ხმა.ცოტახანში კი მხურვალე ხელის შეხება ვიგრძენი სხეულზე.-თუნდაც ამას-წინადადება დასრულებული არ ჰქონდა სველი კოცნა რომ ვიგრძენი ყურის ქვეშ.
-დემეტრე რას აკეთებ?
-იცი როგორ მენატრები?
-დემე..არგინდა რა
-არა კეტრინ ძალიან მინდა-ჩუმი,ხიწიანი ხმით ჩაიჩურჩულა და მისკენ შემატრიალა.ყველანაირად ვცდილობდი თავი არ დამეკარგა მაგრამ შეუძლებელი იყო.-შენ არ მოგენატრე?მითხარი კეტრინ,რო მხედავ არ გიჩნდება სურვილი მოხვიდე და ჩამუხუტო?მიპასუხე კეტრინ..-საუბრის დროს მისი ტუჩემი ოდავ ეხბეოდა ჩემსას,ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეკოცნა.
-კი დემე,სასწაულად მენატრები..ყველაფერი მენატრება შენთან დაკავშირებული..-ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა,თავი მკერდზე დავადე და ხმით ავტირდი.
-რომც არ გეთქვა ვიცოდი კეტრინ,მაგრამ ახლა უნდა ჩავიცვა და გადი ოთახიდან.-აგონიიდან დემეტრეს ცივმა ხმამ გამომიყვანა,თვალები გავახილე და შევხედე ირონიულად მომღიმარს.გაკვირვებულმა ჯერ დემეტრეს შევხედე,შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე და ოთახიდან გავედი.ჩემს ოთახში შევდიოდი დემეტრემ რომ გამოყო ოთახიდან თავი და დამიყვირა "ერთით-ნულიო".
ნერვებ აშლილმა მოვაჯახუნე კარი და საწოლზე წამოვწექი.
ვნახოთ დემე შემდეგში ვინ აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში.

***
დილით შვიდი იყო რომ გავიღვიძე,სწრაფად მოვირგე საცურაო კოსტუმი,კაბა გადავიცვი და დემეტრეს ოთახისკენ წავედი.დემეტრეს ისევ ეძინა და მშვიდად ფშვინავდა,გამეღიმა და აზლოს მივედი.
-დემეეეეეეე-ყურში ხმამაღლა ჩავყვირე და შორს გავიწიე დემეტრეს მოქნეული ბალიში რომ არ მომხვედროდა.დილით ყოველთვის ასე ვაღვიძებდი და უკვე შეჩვეული ვიყავი მის რეაქციას.ჩემდა გასაკვირად არც ბალიში უსვრია და არც დაუყვირია.თმა აბურდულმა,გაკვირვებით შემომხედა და როცა ცოტა აზრზე მოვიდა გამომეტყველება შეეცვალა,უცებ დასევდიანდა.დემეტრეს ამ რეაქციის უფრო შემეშინდა,ვიდრე მისი ყვირილის.გაკვირვებუკმა ვუთხარი პლიაჟზე გავივართქო და სწრაფად დავტოვე მისი ოთახი.ტელეფონში მუსიკებს ვუსმენდი და თან პლიაჟზე მივდიოდი,როგორც კი მივედი დემეტრეც მოვიდა,გავუღიმე და სწრაფად ზღვაში ჩავედი.დემეტრეც უკან გამომყვა,ის ცალკე ცურავდა,მე ცალკე.ყველას შთაბეჭდილება დარჩებოდა რომ უბრალო ნაცნობები ვიყაცით,იმდენად შორს ვიჭერდი მისგან თავს.დემეტრე ზღვაში იყო,მე ვირუჯებოდი აჩიმ რომ დამირეკა.
*რას შვრები პატარა?-ყველაზე მეტად მსგავს მიმართვის ფორმებს ვერ ვიტანდი.მიუხედავად იმისა,რომ მე და დემეტრე 5 წელი ვიყავით ერთად,არასდროს მოუმართავს მსგავსი ფორმით.იცოდა რა მსიამოვნებდა,და რა არა.
*პლიაჟზე ვართ აჩი შენ?
*მე სამსახურში ვარ,ხვალიდან გავალ ალბათ შვებულებაზე.
*ხო ცოდო ხარ შენც,დაისვენე.სვანეთში მიდიხარ ხო?
*ხო ეკა.ხოიცი ყველაზე მეტად მინდა ჩემთან ერთად რო წამოხვიდე
*კაი აჩი წავედი მე-დამშვიდობებაც არვაცალე ისე გავუთიშე ტელეფონი და თვალები ავატრიალე.მიუხედავადიმისა,რომ აჩისთან ყოფნა არანაირად აღარ მსიამოვნებდა,მაინც არ ვშორდებოდი.
ღიმილით გავხედე ჩემსკენ მომავალ დემეტრეს და ხელით ვანიშნე მეძინება თქო.
-ახლა არ გაიღვიძე გოგო?
-მე წავალ და იყავი შენ თუ გინდა.მართლა ძალიან მეძინება.
-არა წამოვალ მეც,თან მოვემზადები
-სადმე მიდიხარ?
-ნინიმ დამირეკა ბათუმში ვარ მეც-ო და უნდა ვნახო.-ნინი დემეტრეს და თორნიკეს ბავშვობის "მეგობარია".როცა მე და თინიმ გავიცანით ბიჭები,მაშინ გაგვაცნეს ნინიც.ყოველთვის ვგრძნობდი ნინისგან გადამეტებულ ყურადღებას დემეტრესადმი და საშინლად ვეჭვიანობდი.მაგრამ დემეტრე სულ იმას გაიძახდა მეგობარია-ო.მხოლოდ მაშინ დარწმუნა ჩემ სიტყვებში ნინიმ პირდაპირ რომ უთხრა,მიყვარხარ როგორც მამაკაცი-ო.მას მერე ისეთი ხშირი კონტაქტქი არ ქონიათ,მაგრამ როგორც ჩანს ისევ აღადგინეს.რეაქცია არ მქონია დემეტრეს ნათქვამზე უბრალოდ ერთი გავუღიმე და სახლისკენ წავედი.
საღამომდე ოთახიდან არ გამოვსულვარ.მხოლოდ ათი საათისთვის გაახსენდა დემეტრეს ჩემი არსებობა და ოთახში შემოვიდა.შავი შარვალი და თეთრი საროჭკა ეცვა.
-დემე რაიყო პაემანზე მიდიხარ?-ირონიულად გავუღიმე და ისევ ტელეფონში ყურება დავიწყე.ღიმილით წამოვიდა საწოლისკენ და მთელ სიგრძეზე გაწვა.
-აუ კეტრინ იცი როგორი დაღლილი ვარ?-თვალებდახუჭულმა ჩაილაპარაკა და მარჯვენა ხელი მთლიანად შემომხვია.სასმლის სუნი ცხვირში მიღიტუნებდა და ყველანაირად ვცდილობდი დმეეტრეს მოშორებას,მაგრამ არ გამომდიოდა.
-დემე რატო დალიე?
-ნინისთან შესახვედრად ვიყავი
-რო არ მაინტერესებს არიცი?
-მითხრა მიყვარხარ და შენთან ყოფნა მინდაო
-ბედნიერებას გისურვებთ დემე,ახლა გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან-როგორც შემეძლო მკაცრად ვუთხარი და შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლები.
-აქამდე როგორ მივედით კეტრინ?აჩიში როგორ გამცვალე?
-არავისში არ გამიცვლიხარ დემე.
-ასე მალე როგორ დამივიწყე?ეგეთი უმნიშვნელო იყო ჩვენი ურთიერთობა შენთვის?
-დემეტრე გესმის მაინც რას მეუბნები?-ფრთხილად ავაწევინე თავი და თვალებში ჩავხედე.ცრემლიანი ჰქონდა.უხეშად გამაშვებინა ხელი და საწოლიდან ბორძიკით წამოდგა.
-მკურნალობაზე უარი რატომ თქვი ეკა?-იმდენად სევდიანი ხმით მითხრა,ჩემი თავი შემზიზღდა.
-მკურნალობა უშედეგო იყო.
-რაიცოდი?
-დემე არანაირი შედეგი არ გვქონდა ექიმი ერთი და იგივეს გვეუბნებოდა.
-ხო ექიმი იმას გვეუბნებოდა რომ არუნდა დავნებებულიყავით და ბრძოლა გაგვეგრძელებინა!შენ კიდევ დანებდი,ასეთი სახე ნუ გაქვს და ნუ ცდილობ თავის გამართლებას!ერთადერთი დამნაშავე შენ ხარ.შენ დაანგრიე ჩვენი ურთიერთობა-დაბალი ტონიდან ხმამაღალ ტონზე გადავიდა და საშინლად ცივი მზერით მომაჩერდა.
-ანუ ამის გამო დამშორდი არა დემე?ამდენიხანი ეს გაწუხებდა?-უხეშად მოვიწმინდე ცრემლები და საწოლის კიდეს ოდნავ დავეყრდენი.
-ხო ეკა.ახლა უკვე აღარაფერი მინდა შენთან-სიტყვის თქმა აღარ მაცადა ისე გავიდა ოთახიდან.მარჯვენა ხელის გული ძლიერად ავიფარე ტუჩებზე და შევეცადე ტირილისგან გამოწვეული ხმები ჩამეხშო.ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩამეძინა.

***
-რალამაზი დღეაა,რა ნათელი მზეაა,იმიტომ რომ დღეს ვიღაცის დაბადებისდღეაა-დილით სახლი თავისამატკიებელმა ყვირილმა აიკლო.თვალები უცებ დავაჭყიტე ნაცნობი ხმის გააზრებისას და უცებ წამოვხტი საწოლიდან მოკლე პიჟამო შორტის და ბრეტელებიანი მაიკის ამარად.კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და თინის ძლიერად მოვხვიე ხელები.მიხვდა რაღაც რიგზე რომ არიყო და ძლიერად მომიჭირა ხელები.
-რძალო მე რატო არ მიმჩნევ?-ნაწყენმა დაგვაშორა თოკამ მე და თინი ერთმანეთს და შუაში ჩახტა.მასაც ძლიერად მოვხვიე ხელები და ჩვენს უკან მდგომ დემეტრეს თვალი მოვაშორე.
-დღეს ჩვენ ოთხი ძალიან მაგრად გავერთობით-ეშმაკურად გადმოგვხედა თინიმ და ხელი მომკიდა.სალაპარაკო გვაქვს-ო მანიშნა და ოთახისკენ წამიყვანა.
-აბა მომიყევი ახლა-ეჭვნარევი მზერით გადმომხედა და თვალები ოდნავ მოჭუტა.
-არაფერია მოსაყოლი.
-ეკატერინე!
-თინი არაფერი მომხდარა საერთოდ.დემემ უბრალოდ ის ფაქტი დამიდასტურა რაც მე თვითონაც ვიცოდი.
-ანუ?
-ანუ.

***
საღამომდე თითქმის არაფერი გაგვიკეთებია.მე და თინი ოთახში ვიყავით და ბიჭებიც არ გვაწუხებდნენ.მხოლოდ მაშინ გამოვედით ოთახიდან ძალიან რომ მოგვშივდა.ბიჭები ტელევიზორის წინ ისხდნენ და რაღაცაზე ჩუმად ლაპარაკობდნენ.როგორც კი დაგვინახეს ეგრევე გაჩუმდნენ და ტელევიზორის ყურება დაიწყეს.ყურადღება არ მიგვიქცევია,პირდაპირ სამზარეულოში შვეედით.ბიჭებიც შემოგვიერთდნენ.დემეტრე ვერასდროს იტანდა ჭამის დროს ლაპარაკს,მაგრამ მე მაინც არ ვჩერდებოდი.მიუხედავად იმისა,რომ ხმის გამცევი არავინ მყავდა და დემეტრეს უტეხ მზერასაც უსიტყვოდ ვიტანდი.ახლაც მე,თინი და თოკა ვლაპარაკობდით,დემეტრე კი ჩუმად იჯდა.ბოლოს თვალები ისე დაგვიბრიალა,ხმა ვეღარ ამოვიღეთ.სიჩუმე ედის "ფერ"ფ"ექთმა" დაარღვია,ნაძალადევი ღიმილით გადავუსვი ხელი სენსორს და დემეტრეს წარბაწეული მზერა დავაიგნორე.
-გისმენ აჩი
-როგორ ხარ პატარავ?
-აჩი გეყოფა,ნუ მეძახი მაგ საზიზღრობას!-თავი ვერ შევიკავე და გაღიზიანებულმა ვუთხარი.
-რაიყო უკვე იმოქმედა დემეტრეს გვერდით ყოფნამ?
-უკაცრავად?
-რაიყო ტყუილს ვამბობ?
-აღარ დამირეკო!-მივხვდი აჩისთან ურთიერთიბა უკვე ძალიან რომ მაღიზიანებდა და ყოველ გვარი ახსნის გარეშე დავასრულე ურთიერთობა.საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩავიცინე და სამზარეულოში დავბრუნდი.ვახშამი უსიტყვოდ გავაგრძელეთ.

***
ტელევიზორის წინ ვიყავით დამსხდრები და თინის არჩეულ ფილმს ვუყურებდით.მიუხედავად იმისა,რომ ეს ფილმი მე და თინის ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი მაინც არ გვბეზრდებოდა და იგივე ემოციით ვუყურებდით,როგორც პირველად.თირნიკეს ტელეფონზე დაურეკეს და ეგ და თინი ვიღაცის შესახვედრად წავიდნენ.დემეტრემ მეზარება არ წამოვალ-ო.მეც მეზარებოდა და ორივე სახლში დავრჩით.ოთახში არ ავსულვარ და ფილმის ყურება გავაგრძელე.მთელი ამ დროის განმავლობაში დემეტრეს ხმა არამოუღია.ტელეფონში იქექებოდა და ვიღაცას ღიმილით ემესიჯებოდა.ვიღაცას რა,ნინის.გაღიზიანებულმა ჩავიბურდღუნე გაურკვეველი ბგერები და მხოლოდ მაშინ დავიმსახურე დემეტრეს მზერა.ირონიულად გავუღიმე და სამზარეულოში გავედი.მერე რა რომ სულ რაღაც ორი საათის წინ ვჭამეთ,მაინც მშიოდა.მაცივრის კარები გამოვაღე მაგრამ ვერაფერი ვნახე ისეთი რაც მინდოდა და უკმაყოფილოდ ჩავიბურდღუნე.
-მშია-კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა საიდანღაც გაჩენილმა დემეტრემ და ჩემსკენ ოდნაც დაიხარა.სწრაფად მოვტრიალდი მისკენ და სახე გავუსწორე.ზედმეტად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან,მაგრამ ოდნავაც არ შემიმჩნევია აღელვება.მშრალი ტუჩები ენის წვერით დავისველე და დემეტრეს ტუჩებზე შევაჩერე მზერა.დემეტრე სულ უფრო და უფრო იწეოდა ჩემსკენ.
-საჭმელი მაცივარშია და შეგიძლია ჭამო-დადუმებულს პირველი სიტყვის თქმა გამიჭირდა და ხველება ამიტყდა.თან ვცდილობდი დემეტრეს სხეულს როგორმე მოვშორებულიყავი.
-საჭმელი არ მშია-ჭინკებ ათამაშებულმა ჩაილაპარაკა და ახლა მან დამასო ტუჩებზე ხარბი მზერა.რამოდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და გულში ბოროტულად ჩამეცინა.გათამამებულმა მოვხვიე დემეტრეს კისერზე ხელი და მის წითელ ბაგეებს დავწვდი.ბიჭს თავიდან გაუკვირდა,შემდეგ კი კოცნაში ისიც ამყვა.თეძოებზე ხელი ძლიერად მომიჭირა და მისაღებში გამიყვანა.სავარძელზე ფრთხილად გადამაწვინა და ახლა ყელის დალაშქვრა დაიწყო.თავის გაკონტროლებას ყველანაირად ვცდილობდი,მაგრამ სულ უფრო და უფრო მიჭირდა.სწრაფად შევუცვალკე დემეტრეს პოზიცია და ახლა მე დავუწყე ყელში კოცნა.ზედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე და თმა მოვქაჩე.
-როგორ მენატრებოდი კეტრინ-ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა და ახლა მკერდს დაასო ხარბი მზერა.სანამ მოქმედებაზე გადავიდოდა სწრაფად მოვშორდი და აგონიაში მყოფ დემეტრეს მივაჩერდი.დემეტრემ სწრაფად დააჭყიტა თვალები და გაბრაზებულმა შემომხედა როგორცკი მისგან შორს დამინახა.სწრაფად მივედი მასთან,ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და სწრაფად გავშორდი ტერიტორიას.
-ერთით-ერთი დემე-მეორე სართულიდან ჩამოვძახე და კარი ხმამაღლა დავხურე.

***
-დემეტრე ნერვებს ნუ მიშლი არსად არ წამოვალ!-ნერვებმოშლიმა უკვე მეათედ გავუმეორე ერთიდაიგივე ფრაზა და ფილმის ყურება გავაგრძელე.როცა დემეტრემ შეამჩნია რომ საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი,სწრაფად დამიხურა ნოუთბუქი და მუხლებიდან ამაცალა.
-დემეტრე!რას აკეთებ?-გაბრაზებულს ძალიან ხმამაღლა მომივიდა დაყვირება და წამსვე დავიმსახურე დემეტრეს წარბაწეული მზერა.
-რო წამომყვე რა მოგივა?არაფერი არაა ისეთი,გპირდები სახლში მალე მოვალთ-მიუხედავად იმისა,რომ შვებულება გვქონდა აღებული დემეტრე მაინც მუშაობდა და ახლაც რომელიღაცა კომპანიასთან ჰქონდა შეხევდრა.მარტო მისვლა არ უნდოდა და ყველანაირად ცდიობდა ჩემს დათანხმებას.
-დემეტრე ნინი წაიყვანე-ირონიულად გავუღიმე და ისევ შევეცადე ნოუთბუქის აღებას,მაგრამ სულ ტყუილად.-დემეტრე ნერვებს ნუ მიშლი!-მობეზრებულმა ჩავილაპარაკე და სავარძელზე გავწექი.
-შენ ჩვენი თანანმშრომელი ხარ,ნინი არა.ასე რომ,საღამოს რვისთვის მზად იყავი!-კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
-უტაქტო!
-გავიგონე!

***
-კეტრინ რას აკეთებ ამდენ ხანს?ხო გითხარი რვისთვის მზად იყავითქო!-ტანზე შავი მუხლს აცდენილი კაბა მეცვა.ღია მაკიაჟი მქონდა გაკეთებული და საბოლოო ჯამში ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი.კარები ფრთხილად გამოვაღე და გაბრაზებულ დემეტრეს ღიმილით შევხედე.ნორმალურად არც შემოუხედავ ისე ჩავიდა კიბეებზე და თან მომაძახა"მალე დაგვაგვიანდა-ო" ნერვებ მოშლილმა განვაგრძე გზა და ძალიან ბედნიერი სახით მყოფი თინი და თოკა დავაიგნორე.
გზაში დემეტრეს არცერთხელ არ ამოუღია ხმა.ძალიან მეუცნაურებოდა ეს ყველაფერი და ჯერაც ვერ შევჩვეოდი.მიუხედავად იმისა,რომ დემეტრეს ჯმუხი ხასიათი აქვს,მანქანაში მაინც არასდროს ვყოფილვართ ასე,ყოველთვის რაღაცაზე ვიცინოდით ან ვმღეროდით.
საღამო მოსაწყენად და ძალიან მშვიდად მიდიოდა.
იქ ყოფნა უკვე აღარ შემეძლო.ძალით ვუღიმოდი ყველას და ვხვდებოდი რომ დემეტრეც უკვე ძლივს ჩერდებოდა.თორნიკეს ზარი იმ წამს ძალიან გამიხარდა.ვიცი ძლაიან მოგწყინდებოდათ და კლუბში წამოდითო.დემეტრეს ისეთი სახით შევხედე უარი ვეღარ მითხრა და ცოტახანში მე,თინი და თორნიკე შუა დარბაზში ვცეკვავდით.დემეტრე მაგიდასთან იჯდა და ღიმილით გვიყურებდა.თოკას დემეტრესგან ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვს.მიუხედავად ამისა,დემეტრე და თოკა ერთმანეთის გარეშე არ ახსოვთ.თოკა ძალიან მხიარული და პოზიტიურია.მაგრამ არასერიოზული ბიჭების კატეგორიას არ განეკუთვნება.მასაც ისეთივე მკაცრი ხასიათი აქვს,როგორც დემეტრეს.მაგრამ ორივე თავს იკავებს.
ცეკვის დროს კაბა სულ უფრო და უფრო ზევით ადიოდა.მხოლოდ მაშინ გავიაზრე რა ფორმაში ვიყავი დემეტრეს წარბაწეულ მზერას რომ გადავაწყდი.სწრაფად გავისწორე კაბა და დემეტრეს პირდაპირ დავჯექი.დემემ ერთი შემომხედა და ისევ ტელეფონში მესიჯობა განაგრძო.თვალები გადავატრიალე და გარემო მოვათვალიერე.ბართან მდგომი ბიჭი აჩის მივამსგავსე და წამსვე დავაკვესე თვალები.საბედნიეროდ აჩი არ ყოფილა.აჩი იმის შემდეგ აღარ დამკონტაქტებია.მეც არ შემიწუხებია თავი.პირიქით კარგია რომ ყველაფერი დასრულდა.აჩი არ არის ცუდი ბიჭი,მასთან ურთიერთობაც სასიამოვნო იყო.მაგრამ მაინც ვერ შეეწყო.არ არის ეკასთვის აჩისნაირი ბიჭები.ყველაფერს დემეტრესთან აიგივებდა,და დემეტრეს ადარებდა.
-კეტრინ ნინი რო მოვიდეს ხო შეიძლება?-ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ გამოყვანა.ჩაფიქრებული ოდნავ შეხტა და მხოლოდ მერეღა გაიაზრა რა უთხრა დემეტრემ.
-მოვიდეს,მე რას მეკითხები?-გაღიზიანებულმა სწრაფად უპასუხა და ცხვირი აიბზუა.დემეტრემ ერთი ჩაიცინა მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.რამოდენიმე წუთში თოკაც და თინიც დასხდნენ მაგიდასთან.სწრაფად გამოცალა არყით სავსე ჭიქა თორნიკემ და თვალი ჩაგვიკრა.
-ხო არ გაკლია ბიჭო შენ?-გაბრაზებულმა წაართვა თინიმ ჭიქა.
-თინა რა გინდა?ვერთობი რა
-თინა არა?!
-ხოიცი ვგიჟდები რო ბრაზდები!-ორივე ხელით გააკავა თინი და ტუჩებთან ახლოს ჩასჩურჩულა.თინიც უცებ დამშიდდა და გაინაბა.
-აუ გეყოფათ რა-მობეზრებულმა ჩავილაპარაკე და თვალი ავარიდე ჭინკებ ათამაშებულ წყვილს.დემეტრეს რაღაცის თქნა უნდოდა მაგრამ შემოსასვლელში მდგარმა ნინიმ შეუშალა ხელი.სწრაფად წამოდგა ფეხზე და გოგონასკენ წავიდა.თორნიკემ ნინის დანახვისას ჯერ მე შემომხედა მერე კი მხიარულად მიესალმა ბავშვობის მეგობარს.თინიც მხიარულად შეხვდა გოგონას თან თვალს ჩემსკენ აპარებდა.ჩემსკენ გადასაკოცნად წამოწეული ნინი ხელის აწევით შევაჩერე და გამარჯობა-მეთქი,მხოლოდ ეს ვუთხარი.შეურაწყოფილმა ჩაიცინა და დემეტრეს გვერდით ადგილი დაიკავა.კლუბში კიდევ ერთი საათი გავჩერდი.თინი,თორნიკე,დემეტრე და ნინი შეუჩერებლად ლაპარაკობდნენ.მობეზრებული ვუსმენდი მათ ლაპარაკს და თქმით არაფერს ვამბობდი.გაშტერებული ვუყურებდი ნინის წელზე შემოხვეულ დემეტრეს ხელს და ცინიკურად მეცინებოდა.ვიცოდი ცოტახანიც რომ გავჩერებულიყავი,ძალიან ცუდად დასრულდებოდა ეს საღამო.მოცინარ დემეტრეს გაღიზიანებულმა გადავხედე და მაშინვე დავიმსახურე დემეტრეს მზერა.თვალი როგორც კი გამისწორა ეგრევე შეეცვალა გამომეტყველება.და მხოლოდ მაშინ გავიაზრე რო თვალები ცრემლიანი მქონდა.სწრაფად წამოვდექი ფეხზე და დამშვიდობების გარეშე გავედი შენობიდან.დასამშვიდბელად ტროტუარზე ჩამოვჯექი და მუხლებზე თავი დავდე.გაშტერებული მზერით ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ დემეტრეს.ერთწამს ეგრე მიყურე,შემდეგ კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.არაფერი არ უთქვამს,თავი ამაწევინდა და ცრემლები მომწმინდა.სწრაფად გამოვერკვიე და ფეხზე წამოვდექი.
-არ გინდა რა დემე.შედი ნინისთან-ხმაწართმეულმა ჩავილაპარაკე და ტაქსის საძებნელად წავედი.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-მე წაგიყვან
-დემე თავი დამანებე.არ მინდა,არ მჭირდება,არ მჭირდები.მეზიზღები ამ ყველაფრის გამო.ასეთ სიტუაციაში რომ ჩამაგდე ამის გამო.ასე რატო მექცევი?ჩემს თვალწინ სხვას რატო ეარშიყები?-მოთმინებიდნა გამოვედი და ბოლო ხმაზე დავუწყე ყვირილი.
-კეტრინ ჩვენი დაშორებიდან რამოდენიმე თვეში შეყვარებული გაიჩინე.ჩვენი თანამშრომელი.ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი,ჩემს თვალწინ დაიწერა თქვენი ისტორია.და კიდე ჩემზე იძახი რამეს?კიდე მე მაკრიტიკებ?-მიუხედავად იმისა,რომ ეტყობოდა როგორი გაღიზიანებული იყო მაინც მშვიდად მელაპარაკებოდა.დემეტრე მართალი იყო.ყველაფერი ჩემსგამო ხდება.პრობლემებს მეთვითონ ვქმნი,შემდეგ კი გამოსწორების უნარი არ შემწევს.
-ბოდიში-ერთადერთი რამის თქმა მოვახერხე.არაფრის თქმა არ დავაცადე,სწრაფად დავჯექი ტაქსში და სახლში წავედი.თინის მობილურზე მივწერე ცოტა დიდხანს გაჩერდით კიდევთქო.სწრაფად ჩვალაგე ბარგი და მატარებლის ბილეთი ავიღე.ძლივს მივუსწარი ბოლო რეისს და თბილისში წავედი.

***
უკვე ერთი კვირაა რაც თბილისში ვარ.მას შემდეგ დემეტრე არცერთხელ დამკონტაქტებია.ვიცოდი რომ ეს დასასრული იყო.ჩვენი დასასრული.დაგულდაგულოდ გადამალული ალბომი მუხლებზე დავიდე და დათვალიერება დავიწყე.მთელი ალბომი ჩემზე და დემეტრეზე იყო.მთელი ჩვენი ისტორია აქ ეწერა.ყველა ჩვენი ფოტო ამ ალბომში იყო.პირველი ფოტო მეშვიდე კლასში გადაღებული იყო.ჯერ კიდევ მაშინ,ნორმალურად როარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს.სკამის ერთ ბოლოში მე ვიჯექი,მეორეში დემეტრე და ისევუყურებდით კამერას.ღიმილით ვიხსენებდი თითოეული ფოტოს ისტორიას და თან თინის ვუგზვანიდი.ხელში რამოდენიმეჯერ დავატრიალე ჩემი და დემეტრეს საერთო სახლის გასაღები და კიდვე უფრო დავრწმუნდი ჩემი საქციელის სისწორეში.სწრაფად შემოვიცვი ტყავის კურტკა ბიბი ხელში ავიყვანე და საერთო სახლში წავედი.სევდიანად მოვავლე თვალი დამტვერილ ოთახებს და დალაგებას შევუდეგი.
"Deme saxlshi modi ra.chvensaxlsi._წუთი არ იყო გასული ტელეფონი რომ აბზუილდა.
"Rame xdeba?
"ubralod modi._პასუხი აღარ მოუწერია მაგრამ რამოდენიმე წუთში დემეტრე კარებში იდგა და გაკვირვებული მიყურებდა.
-რა ხდება?
-საქმე მაქვს,შემოდი.-დემეტრემ გაუვედავად შმეოდგა ფეხი და ღიმილით მოათვალიერა სახლი.ყველა ნივთს,ყველა კუთხეს,ყველა ოთახს რაღაც მოგონება აკავშირებდათ.სამზარეულოში მოფუსფუსე ეკასთან შევიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-გშია?
-ყავა მხოლოდ.
-დემე მშიერი ხარ,ისედაც ძალიან გახდი,ბოლოჯერ მაინც მოგიმზადებ ვახშამს-გაუცინა და ტაფა გაზქურაზე დადგა.მთელი ამ დროის განმავლობაში დემეტრე თვალმოუშორებლად უყურებდა გოგონას.
-რა ხდება ახლა იტყვი?-ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა დემეტრემ ჭამის დროს ხმა ამოიღო და ეკას ისტერიული სიცილი აუტყდა ამის გააზრებისას.დემეტრემ წარბები შეკუმშა და ანიშნა მიპასუხე-ო.გოგონა ფეხზე წამოდგა და მისაღებიდან დიდი ყუთი გამოიტანა.დემეტრემ ამრეზიით შეხედა ყველა საერთო ნივთს,ერთ ყუთში რომ იყო მოთავსებული და ხმაურიანად დააგდო თეფშზე ჩანგალი.
-ეს რა არის?
-დემე გადავარჩიე ესენი და თუ არ გჭირდება გადაყარე
-კეტრინ ყველაფრის განადგურება გინდა?გინდა ბოლომდე ამომშალო არა შენი ცხოვრებიდან?-გაბრაზებულმა ტონი ვერ დაიმლორჩილა და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.-წავედი მე ეკა და რაც გინდა ის უქენი მაგ ნივთებს-არაფრის თქმა არ დამაცადა ისე გავიდა სახლიდან და მარტო დამტოვა.


****
-ეკა მოდი რა ჩემთან
-რამე მოხდა?
-მოდი მოდი და გაიგებ-მალევე მოვემზადე და თინის და თორნიკეს სახლისკენ წავედი.ერთი თვე გავიდა უკვე იმ ამბამდე.მას შემდეგ კი დემეტრე არ მინახავს.სამსახურში დავბრუნდი მაგრამ იქაც თავს ვარიდებდით ერთმანეთს.დღეს კი ვიცოდი რო არ ამცდებოდა.ჩემი მანქანა დემეტრეს მანქანის გვერდზე დავაყენე.საათს დავხედე და გამეღიმა დემეტრეს პუნქტუალურობაზე.
ღიმილით მივესალმე მისაღებში მყოფ ბიჭებს და თინისთან ერთად გავედი სამზარეულოში.მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ვეხვეწე თინიმ მაინც არაფერიარ მითხრა.ბოლოს მე და დემეტრეს ყელში რო ამოგვივიდა და წასვლა დავაპირეთ,მხოლოდ მაშინ ვითხრეს "სულ რაღაც რვა თვეში პატარა ამაშუკელი გვეყოლება-ო".მოზღვავებული ემოციებისგან ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი.ოთხივე ძალიან ბედნიერები ვიყავით.
-რა იღბლიანი დაქალი გყავს,არა?-გაეცინა თოკას.
-არ თქვა!-გამეიცნა მეც.

და იმ წამს.ჩემი და დემეტრეს მზერა ერთმანეთს შეეჩეხა.სიცილი მაშინვე შევწყვიტე.იმიტომ რომ მივხდი,რაზე ფიქრობდა იმ წამს დემეტრე.წამით ადგილს მივეყინე,თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით ოთახში.

მაინცდამაინც მაშინ დაურეკეს თორნიკეს მობილურზე და მაინცდა მაინც მაშინ მოუნდა თინის ოთახში ასვლა.ახლა მართლა ჩვენ ორნი დავრჩით ოთახში.დემეტრეს სახეზე წითელი ფერი ედო,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ საკმაოდ ბევრი დალია.თავი ჰქონდა დახრილი და რაღაცაზე ფიქრობდა.
-რა ბედნიერები არიან,არა?-უცებ წამოსწია თავი დემეტრემ და ბედნიერი ღიმილით მკითხა.
-ჰო-როგორც შემეძლო ისე ვუპასუხე.
-ბავშვი მაგარია,ვაფშე ყველაზე დიდი ბედნიერებაა-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა და ვიცოდი,თუ ა გაჩერდებოდა აქვე ტირილის დავიწყებდი.
-დემე არგინდა რა,გთხოვ-ძლივს გავაკონტროლე ხმა,რომ არ ამკანკალებოდა.
-მაპატიე რა კეტრინ-სწრაფად წამოდგა სავარძლიდან და აივანზე გავიდა,მოსაწევად.რამოდნეიმე წამში თორნიკე და თინიც დათქმულივით გამოჩნდნენ.ცოტახანში დაღლილობა მოვიმიზეზე და სახლშ წამოვედი.ემოციურად გამოფიტული ვიყავი.ბიბის ძლიერად მოვხვიე ხელები და საცოდავად გაკვრანჩხულ ძაღლთან ერთად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.

***
ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად მაგრამ მაინც არა'ჩვეულებრივად მიმდინარეობდა.თვეში ერთხელ,მე თოკა და თინი ერთად დავდიოდით ეხოზე.დემეტრე მისაღებში გველოდა და ყოველთვის ელოდა თორნიკეს ყვირილს "ბიჭია-ო" მე გოგო მგონია.სწორედ ამიტომ დავენიძლავე დემეტრეს თითო სურვილზე.არცერთი არ ვშორდებოდით თინის და ყველანაირად ვანებივრებდით ჭირვეულ დედას.სამსახურიდან თავი მალევე დაითხოვა,დასვენება მჭირდებაო.დემეტრემ ერთი შეუბღვირა მაგრამ ხმა არამოუღია,ძმისშვილის გამო.თინის ორსულობის პერიოდში ხშირად ჰქონდა გაფრენის მომენტები.ხშირად გამოუგდია თორნიკე ოთახიდან ნუ ხვრინავო,ან კიდევ შენი სუნამოს სუნი არ მომწონსო.უფრო უარეს შემთხვევაში სახლიდან აგდებდა.ღამის სამ საათზე მიადგებოდა დემეტრეს და დემეტრეც თინის ურეკავდა და სამაგიეროს გადაგიხდიო ემუქრებოდა.ხანდახან თორნიკეს მიმართ ძალიანთბილი იყო და ღამე რამე თუ მოუნდებოდა,ან მე მირეკავდა თორნიკეს ვერ გავაღვიძებო,ან დემეტრეს.ჩვენც მორჩილად ვუსურვებდით სურვილებს.სქესის გაგებას არ ჩქარობდნენ,მაგრამ დემეტრე და ეკა ვეღარ ითმენდნენ.მხოლოდ მაშინ იგრძნეს სამივემ უდიდესი ბედნიერება,ექიმი რომ გამოვიდა და ტყუპების შესახებ აცნობა.პატარა ამაშუკელი.პატარა ვაჟკაცი.დემეტრე გახარებული დარბოდა საავადმყოფოში ძმისშვილი შემეძინა თანაც ბიჭიო.ეკას ეცინებოდა დემეტრეს საქციელზე.წამიერად იმხელა სევდა შემოაწვებოდა,ორგანიზმი ვეღარ იტევდა,გული ისე უჩქარდებოდა ეგონა ამოუვარდებოდა,ეგონა მალე ხელში დაიჭერდა.ჰაერი არ ჰყოფნიდა და სწრაფი ნაბიჯით აივანზე გადიოდა.დემეტრე ხვდებოდა რა სჭირდა გოგონას და მარტო არასდროს ტოვებდა.უსიტყოდ,მაგრამ მაინც მის გვერდით იყო.
-ყველაფერი სხვანარად რომ ყოფილიყო,რა კარგი იქნებოდა კეტრინ-მხოლოდ მაშინ გადაწყვიყტა ხმის ამოღება,უკან გამოყოლილ დემეტრეს ძლიერად რომ ჩაეხუტა გოგონა.დემეტრემაც სწრაფად მოჰხვია ხელი და თმაზე გაუცერებლად უსვამდა მარჯვენა მტევანს.ათი წუთის განმავლობაში უსიტყვოდ იდგენ მისაღებში და მხოლოდ მაშინ მოშორდნენ ერთმანეთს,ნინო დეიდა რომ შემოვიდა სამზარეულოში.მალევე მოშორდა ბიჭს და თინისთან ოთახში ავიდა.პატარას ოდნავ შეეხო ტუჩებით და მეგობრბეის სახლი დატოვა.სახლში მისულმა სწრაფად მოირგო ღამის პერანგი სხეულზე და საწოლში ჩაწვა.ნახევრად ეძინა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო.ეგონა ესზიმრებოდა,მაგრამ რამოდენიმეჯერ რომ განმეორდა შემდეგ გამოერკვა ძილისგან და კარის გასაღებად წავიდა.გარეთ მყოფ დემეტრეს გაკვირვებული მიაჩერდა.ბიჭმა სიტყვის თქმა არ აცადა ისე დაწვდა ბაგეებზე და დაადუმა საჩხუბრად მომზადებული ეკა.ეკა თითქოს ელოდაო ისე მალე აყვა დემეტრეს კოცნაში.
-კეტრინ მოდი ბავში ვიშვილოთ-ძლივს გაანალიზა დემეტრეს ნათქვამი სოიტყვები აგონიაში მყოფმა ეკამ და გაკვირვებულმა დააკვესა თვალები.
-დემე მთვრალი ხარ?
-არა სრულიად ფხიზელი ვარ.აი დაფიქრდი პროსტა,რამდენ ბავშვს სჭირდება მშობელი,რამდნე ბავშვს სჭირდება დედის მზრუნველობა.-თანდათან უფრო და უფრო კარგად იაზრებდა დემეტრეს ნათქვამ ყველა სიტყვას და ბედნიერს ეღიმებოდა.საბოლოოდ მიხვდა სიტუაციის სირთულეს და გამომეტყველება შეეცვალა.
-დემე ახლა შენ მე ამას არ უნდ ამეუბნებოდა,მე შენი ცოლი აღარ ვარ-როგორც შეეძლო მკაცრად ჩაილაპარაკა და დემეტრეს მარწუხებიდან თავის დახსნას შეეცადა.დემერემ ერთი ჩაიცინა და გოგონას ხელი გაუშვა.ჯიბიდან ბრჭყვიალა ბეჭედი ნივთი ამოიღო და ეკას მარჯვენა ხელს ჩაებღაუჭა.ეკამ გაკვირვწებულმა აზიდა წარბები და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ატირებულიყო.
-კეტრინ გახდები ჩემი ცოლი მეორედ?-თვალებშ უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა,მთლიანად გავლენის ქვეშ ყავდა.ეკამ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო და დიდიხნის შეკავებულმა ცრემლებმა თავი იჩინა.დემეტრემ ფრთხილად მოწმინდა ცრემლი და კითხვნარევი მზერით შეხედა დაბნეულ გოგონას.
-დემე ამ ქვეყანაზე ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.-ძლივს მოაბა ერთ წინადადებას თავი და სლუკუნით ამოიჩურჩულა.
-რამდნეიხანია ამ სიტყვების მოსმენა მინდა,შენ ხო წარმოდგენა არ გაქვს კეტრინ.

***
-დემე რას შვრები?სახლში როდის მოხვალ-სწრაფად მიაყარა სათქმელი აქოშინებულმადა სავარძელზე ჩამოჯდა.
-კეტრინ რა ხმა გაქვს?იყავი ექიმთან?
-კი დემე,რომოხვალ სახლში მერე დაგელაპარაკები.
-შენი ხმა არ მომწონს,ახლავე წამოვალ-სიტყვის თქმა აღარ აცადა "გოგონას" ისე გაუთიშა.კეტრინს ჩაეცინა დემეტრეს ამ ჩვევაზე და ეზოში მოთამაშე გუგას გასძახა სახლში შემოდი-ო.
-აუ დე კარგი რა.ცოტახანიც და მერე ვიმეცადინებ რა-ბავშვმა იდმენად საწყალი სახე მიიღო,ძლივს მოახერხა ეკმა უარის თქმა.მიუხედავად იმისა,რომ გუგა აყვანილი იყო მაინც ძალიან ბევრ მსგავსებას ამჩნევდა დემეტრეს და გუგას შორის.დემეტრესაც უხაროდა და სიამაყით იძახდა "ჩემი შვილია-ო"
-გუგა ნუ ცანცარებ!დაწერე ნორმალურად!
-დე კარგი რა,კალათბურთი მინდა
-გუგა!ჯერ იმეცადინე-ძლივს გაიმარჯვა ბავშვზე და წიგნი ხელში ააღებინა,კალათბურთის ბურთით რომ შემოვარდა დემეტრე სახლში.გუგასაც მეტი რაუნდოდა,ძლიერად ჩაეხუტა მამამისს და ეზოში გავარდა სათამაშოდ,თან დემეტრეს ექაჩებოდა.დემემ ხელით ანიშნა გამოვიცვლი-ო და გუგაც მორჩილად დასთანხმდა.
-დემეტრე რა საქციელია?-გაბრაზებულმა შეუკრა წარბები ქმარს და ხელები გადაიჯვარედინა.
-ჩემო კაპასა,მოდი აქ-ძლიერად მოხვია ხელი ეკას და მკერდზდე აიკრო.კოცნას აპირებდა ექიმის ვიზიტი რომ გაახსენდა და სწრაფად მოშრდა გოგონას.ეკამ წარბები აქაჩა და ახლა უფრო გაუბრაზდა საყვარელ მამაკაცს.
-ექიმმა რაო?რა ხმა გქონდა?-დემეტრემ არ შეიმჩნია ცოლის გაბრაზება და მშვიდად ჰკითხა.ეკას სახეზე ფერები გადაუვიდა,ცისარტყელასავით აჭრელდა.შემდეგ ძლივს მოთოკა თავი,მაგრამ ახლა კანკალი დაეწყო.შემდეგ ისტერიული ხველება და შემდეგ,დემეტრეს შეშნებულ მზერაზე სიცილი.
ეკა თქმას აპირებდა ეზოდან გაბრიელის სიცილის ხმა რომ მოესმათ.გაბრიელი და გუგა თითქმის ტოლები იყვნენ.მალევე თინიც და თოკაც შემოვიდნენ და ისედაც ხმაურიანი სახლი,უფრო აახმაურეს.ბიჭები გარეთ კალათბურთს თამაშობდნენ.თინი,ეკა და ანასტასია კი მისაღებშ ისხდნენ.ანასტასია რომ დაიღალა მოსაწყენ დედასთან და დეიდასთან ყოფნით ბიჭებთან გავიდა და თამაში ჩაუშალა.ღამით სახლი ძალიან დამშვიდდა.გუგა ყველანაირ ენერგიას აცლიდა მშობლებს.ღამით კი სიმშვიდის საათები ჰქონდათ.
ოთახში შესულ გოგონას სწრაფად დაავლო ხელიდ ემტრემ და კედელზე ააკრა.სწრაფად დაწვდა ბაგეებზე და განძრევის საშუალება აღარ მისცა ეკას.
-შენთვის საჩუქარი მაქვს-სწრაფად მოიშორა ეკამ დემეტრე და უჯრა გამოაღო.პატარა კოლოფი ამოიღო და დემეტრეს მისცა.დემეტრემ გვერძე გადადო და ცოლის ტუჩებს დაუბრუნდა მაგრამ ეკამ საშუალება არ მისცა და თვალები დაუბრიალა
-კაპასა-ჩუმად ჩაილაპარაკა და საჩუქრის გახსნას შეუდგა.გახნსილ ყუთს დემეტრე საოცრად შეცვლილი მზერით უყურებდა და ხმას ვერ იღებდა.ეკას არ არღვევდა ამ სასიამოვნო სიჩუმეს.დემეტრემ თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.სწრაფად მივარდა გოგონას და ჰაერში დააბზრიალა.
-აგვისრულდა დემე-ტირილნარევი სიცილით წამოიყვირა ეკამ და ბიჭს ძლიერად მოჰხვია ხელი.ჩახუტებულ და საოცრად ბედნიერ წყვილს სრულიად შეუმჩნევლად შემოეპარათ გუგა ოთახში და ლოგინში ჩაუწვათ.სიცილით გადახედეს ლოგინში მყოფ შვილს და ორივე ლოყა დაუკოცნეს.გაკვირვებულმა გადახედა მამამის და როცა მიხვდა არუშლიდა ლოგინში წოლას სახე გაებადრა.დემეტრე ყოველთვის აგდებდა ლოგინიდან მე და დედაშენს საქმეები გვაქვსო,ბავშიც იბუტებოდა და მხოლოდ მაშინ ურიგდებოდა მამამის კალათბურთს თუ ეთამაშებოდა,ან სკოლას თუ გააცდენინებდა.სამივეს ბედნიერს ჩაეძინათ.

***
იბრძოლეთ
სიყვარულისთვის.



№1  offline მოდერი zia-maria

საოცრად კარგი ისტორია იყო. kissing_heart იბრძოლეთ სიყვარულისთვის,ვინც ბრძოლობ ის ყოველთვის მოგებულია. wink kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი საკითხავი იყო, ემოციები და აზრები კარგად გადმოცემული, იმედია წერას გააგრძელებ. წარმატებები <3<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent