შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ მე


18-08-2017, 11:23
ავტორი days
ნანახია 1 558

თინეიჯერები გახდნენ თუ არა, ყველამ შეყვარებული შეიძინა.მე კი მაინტერესებდა,რა მჭირდა, რატომ ვიყავი მათგან ამ მხრივ განსხვავებული.ერთ დღეს ჩემს თავს დავუსვი კითხვა:რატომ არ გყავს შეყვარებული? და ეს კითხვა პასუხგაუცემელი დავტოვე, რადგან დაველოდე მოვლენების განვითარებას. დრო გადიოდა და ეს კითხვა ხშირად მაწუხებდა, დროდადრო კი ამ კითხვას მხოლოდ ერთ პასუხს ვცემდი: იმიტომ, რომ შენ ცუდი გარეგნობის,აუტანელი,საზიზღარი, ერთი სიტყვით არასასურველი ხარ. ამ პასუხის სისწორეში ის ფაქტი მარწმუნედა, რომ ჩემი კლასელი ბიჭი მომწონდა, წესივრად ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან მის დანახვაზე გული გამალებით მიცემდა, ვწითლდებოდი და რომ შემომხედავდა,უარესად ვწითლდებოდი. ეს მან კარგად იცოდა და მითხრა, მე არ მომწონხარ და ჯობს, ჩემგან თავი შორს დაიჭიროო. ზოგადადაც ბიჭები ისე იქცევიან, თითქოს მონსტრი ვიყო და თითქოს ჩემი ეშინიათ. ამიტომ ჩაკეტილი გავხდი.ერთი მხრივ ჩემი კითხვისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ მეორე მხრივ ეს პასუხი გულს მიწვავდა. სულ ვფიქრობდი, მახინჯებსაც ჰყავთ შეყვარებულები, მე რა მჭირს? რა მჭირს ისეთი? რატომ მე?
ვერაფერი გავუგე ჩემს თავს. დავიწყე წერა და ვწერდი იმას, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა. ზიგჯერ ჩემს თავს ვაწყნარებდი, გავა დრო და სიტუაცია გამოსწორდებათქო. მაგრამ რა? რაც დრო გადის, მით უფრო პესიმისტი ვხდები ამ მხრივ. რა ვქნა? ალბათ არაფერი.ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ვნახოთ. ანდა სხვები როგორ მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას?



№1 სტუმარი ffiona

ბავშვო
ყოველი ნაკლი შენი ღირსებაა
ნადრევად გაზრდა სიწითლეს აგაშორებს თავიდან
არ გაქვს კარგი ვიზულალი ნიშნავს რომ უნდა ეცადო გაუმჯობესდე
თუ კი ასე იკლავ ვინმეს სიყვარულით თავს და ეგ შენი შინაგანი მოწოდება
ეს ისე და ისე და ისე
კულტურის ცნობიერების ამაღლებას გისურვებდი
შენს პრობლემებზე რეალური განსჯის და დაფირების შანს მოგცემდი
და ყველა რომელიც მაამრია და რომელიც თვალში ჩაგივარდება
არ გახადო პიროვნება რომელსაც დაუშვებ რომ გიყვარს
გაწამდები
...
ყოველი ნაკლი ღირსება
ცხოვრებას რელაური თვალით შეხედე
კლიშეები ვერდით მოისროლე
და იყავი საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული
კი არ იძახო მე მახინჯი ვარ და არაფერი შემიძლია ამის შესაცვლელად
არა თუ კი ეს შენთვის წარმოადგენს პრობლემას და ეს ტექსტით ჩანს კიდეც
ადექი და თქვი რომ მე მახინჯი ვარ მაგრამ შემიძლია
განახლება გაუმჯობესება
სხვას მოეშვი და საკუთარ თავს შეაგონე
რომ პირველ რიგში გონებრივად ჯანსაღი ადამაიანი ხარ
რაც შემდგომ შენში ჯანსაღ მოწოდებას გააღვივებს
შენს ვიზუალაზე ხასიათზე
და საკუთარ თავზე კლიშეს გარეშე დაფირდე
გაიზარდე გონებრივად
ნუ ხარ ნეხვში .

 


№2  offline წევრი rock is my life

თინეიჯერი ხარ და არც არის გასაკვირი, რომ თანატოლები ზეგავლენას ახდენენ შენს ქვეცნობიერზე. პირველ რიგში გირჩევდი, რომ სულიერად დამშვიდდე. შესაძლოა, თუნდაც შეყვარებულის ყოლა უბრალო ახირება იყოს. დრო ნამდვილად ყველაფრის მკურნალია და ალბად, შენი ცხოვრებაც დალაგდება. თინეიჯერი ხარ და ბუნებრივია, რომ საკუთარი თავი არ მოგწონს. ჯერ პატარა ხარ და უკეთესი გარეგნობაც გექნება მომავალში. შენი დამოკიდებულება ბიჭების მიმართ არასწორია. შენ ცოტას იცნობ და ცოტადან გამოგაქვს დასკვნები. ერთს თუ არ მოსწონხარ იმას არ ნიშნავს, რომ სხვასაც არ მოეწონები. მორცხვი ხარ და სიმორცხვე ალბად ბევრ რამეში გიშლის ხელს. სხვებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველანი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. თუ არ გყავს შეყვარებული, იმაზე დაფიქრდი, იქნებ ასე უკეთესია, იქნებ ღმერთს უკეთესი უნდა შენთვის.მარტო შენ არ ხარ ასეთი, სხვებსაც არ ჰყავთ შეყვარებულები. შეყვარებულის არყოლა იმას არ ნიშნავს, რომ მახინჯი ხარ ან არასასურველი. იქნებ შეყვარებულის არყოლა ღირსებაა და არა-ნაკლი. და იმაზე იფიქრე, რომ გყავდეს, უკეთესი გახდებოდი თუ არა. ის ბიჭი მართალი ყოფილა, თუ მართლა გითხრა: "ჩემგან თავი შორს დაიჭირეო" შენ წარმოიდგინე მის ადგილას თავი. წარმოიდგინე, თითქოს შენ მოსწონხარ იმას, ვინც შენ არ მოგწონს. არ უნდა დააძალო ადამიანს, შეგიყვაროს.სიყვარული ძალით არ მოდის. კარგია, რომ შენს პრობლემებს ფურცელზე წერ. შემდეგ ყურადღებით წაიკითხავ შენს ჩანაწერს და მიხვდები შეცდომებს. სხვები, რა თქმა უნდა, სხვაგვარად მოიქცეოდნენ. არ იდარდო იმაზე, რომ შეყვარებული არ გყავს. ადამიანებს ის გვინდა, რაც არ გვაქვს. თუ ნამდვილად გიყვარს ადამიანი, თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო. პრობლემების კრიტიკულად დანახვა უნდა ისწავლო და არა პრობლემის დრამატიზება. ფაქტი ნეიტრალურია. ეს შენ აღიქვამ მას კარგად ან ცუდად. შენი უარყოფითი თვისებები დადებითად გარდაქმენი. გარეგნობას ეშველება. იმ მახინჯებს, ვისაც ყავთ შეყვარებულები და შენ განგასხვავებთ ის, რომ შენ პესიმისტი ხარ, ამბობ ცუდი, უვარგისი ვარო და ნეგატივისკენ გაქვს მიდრეკილება. ადამიანებს პოზიტიურები უფრო მოსწონთ. იყავი მხიარული, გაიღიმე, შთააგონე საკუთარ თავს, რომ კარგი ადამიანი ხარ და არა-ცუდი. საკუთარი თავი ისეთი შეიყვარე, როგორიც ხარ და ჯერ რაც გაქვს ის დააფასე და მერე მოგეცემა სხვა. მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის. ემოციები აკონტროლე. ღმერთსც მოადლობა გადაუხადე იმისთვის, რაც გაქვს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent