ღამის სტუმარი 6
ანუშკა ანტიდეპრესანტივით მოქმედებდა ჩემზე,ემოციებისგან დატვირთულს შემეძლო მისთვის ყველაფრის მოყოლა,თავიდან გაოგნებული მისმენდა,არ სჯეროდა.ბოლოს როგორც იქნა დაიჯერა,ფილმში ეგონა თავი,რომელიც აქამდე მის გარეშე მიმდინარეობდა,ახლა კი დანამდვილებით იცოდა რომ თვითონ იქნებოდა მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი -მისი უკეთ გაცნობა არ გიფიქრია? -არ ვიცი,ჯერ გონს ვერ მოვსულვარ რა ხდება -ხო არაუშავს შოკირებული მეც ვარ,მაგრამ ვეცდები რამე მოგიხერხოთ.სიცილი დაიწყო -გირჩევნია შენ თავს მიხედო! -ჯერ შენ უნდა მოგხედო დაიკო -არაფერს არ ვაპირებ,არ მომწონს,წესიერად არც ვიცნობ -ხოდა გაიცნობ,პრობლემას ვერ ვხედავ მაგაში -არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის. -ბოლოს და ბოლოს მეტყვი როდის უნდა გაიზარდო?"არ ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად".გამომაჯავრა,თვითონვე გაეცინა საკუთარ საქციელზე -ნუ დამცინი!ჩემი დაქალი ხარ ხო გახსოვს,ბექას მხარს ნუ უჭერ -ხოდა შენი დაქალი რო ვარ მაგიტო გეუბნები. -დავფიქრდები -დაფიქრდება -კარგი ანუშკა რა გჭირს?..... უი ხო მართლა,გემრიელობები მაქვს სამზარეულოში.....ვცადე მისი ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა -არ მითხრა რო ჟელიბონებიც გაქვს. თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი სამზარეულოში ჩუმად შევიპარეთ,ჟელიბონებითა და შოკოლადებით გავავსეთ ვაზა,მე როგორც ყოველთვის ჩვეულ ადგილას მოვკალათდი(მხოლოდ მაშინ ვჯდებოდი მაგიდაზე როცა ვერავინ მხედავდა)შოკოლადს დავწვდი და ისევ საუბარი დავუწყე. პირ დაღებული მიყურებდა ანუშკა,გაგიჟდაო ფიქობდა -რაღაც ვერ გცნობ დაო. -ის ჩემი მეგობარია,იქნებ შენც გყავს ძმაკაცი,გავაცნოთ თორე დარჩა შინაბერა -შენ ნორმალური არ ხარ.უკვე ორივე ვხარხარებდით იმ ღამეს გვიან დავწექით,ძილი არ მომეკარა,ანუშკას სიტყვებზე ვფიქრობდი,იქნებ მართლა უკეთ გამეცნო?.....იქნებ არ იყო ისეთი ცუდი როგორიც მე მეგონა?..... ცოტა უცნაური კი იყო,ზედმეტად სპონტანურიც,მაგრამ რაღაც ქარიზმა ჰქონდა,რაც მიზიდავდა მასში. ამ უკანასკნელის გაფიქრებაზე გამეღიმა -რაზე ფიქრობ ნანიკო!თავი გავაქნიე,რათა ერთად თავმოყრილი უცნაური აზრები გამეფანტა თვალები დავხუჭე იმ იმედით რო დამეძნებოდა,მაგრამ უფრო მეტად გადავეში ფიქრების მორევში,ბექას ბოდიშმა ჩამაფირა,მართლა ნანობდა კი თავის საქციელს?.....უკვე აღარ ვიცოდი რა დამეჯერებინა,გონება სხვას მკარნახობდა გული კი-სულ სხვა რამეს ამბობდა........... რას ვგრძნობდი მის მიმართ? მომწონდა კი?..... აღარ ვიცოდი სად მეძებნა შეჭმარიტება,საკუთარ თავში თუ ბექას გრძნობებში... მეორე დღეს ანუშკამ აიხირა ლაშქრობაში სადმე წავიდეთო,თომასაც მოეწონა მისი იდეა,ნეძვში წასვლა დაიჩემეს,მამამ დაგვრთო ნება,დედა კი უარზე იყო -თქვენ სამი მარტო ტყეში? შეშფითებული იყო ნატა -კარგი რა დედა,გავიზარდეთ უკვე, მხოლოდ ამ ერთხელ გთხოვთ -ვერ გაგიშვებთ მარტოებს,ვინმე უფროსი აუცილებლად უნდა გაგყვეთ.თვალებ მოჭუტულმა შემომხედა,მეცნო მისი გამოხედვა,აშკარად რაღაცა ჩაეფიქრებინა,საინტერესო იყო ვინ ჰყავდა მხედველობაში -ვის გულისხმობ? -დემეტრეს და ბექას.თვალი ჩამიკრა -გადავიფიქრე აღარ მივდივართ.სწრაფად ვუპასუხე,ანუშკამ კი ისე მწარედ მიჩქმიტა კივილი დავიწყე -თანახმა ვართ ნატა დეიდა.ორივემ დამაიგნორა -მე არ ვარ თანახმა.არ დავნებდი -ხარ!და გეყოფა ახლა ბავშვივით წიკვინი.მკაცრად მითხრა ანუშკამ,პირ დაღებული ვუყურებდი ორივეს, აი თურმე რაში იყო საქმე,ერთმანეთს შეჰკვროდნენ.... ჩემს გარეშე წყვეტდნენ ყველაფერს,თომას იმედი-ღა მქონდა,მეგონა ის მაინც დამიჭერდა მხარს,მაგრამ მანაც მიღალატა -მშვენიერი იდეაა,ჩემი ბიძაშვილებიც წამოვლენ, ყველა ერთად კი კარგად გავერთობით. ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა -შენც თომა? შენც მიღალატე ხო?... თავი შევაცოდე ყველაფერი დავგეგმეთ,ბიჭებიც თანახმა იყვნენ... რატო არ იქნებოდნენ რო? სამი დღით დარჩენას ვაპირებდით ნეძვში,მოვიმარაგეთ საკვები,საძილე ტომრები და კარვები ბიჭებს მოჰქონდათ,პირადი ნივთები და ცოტა ოდენი ტანსაცმელი გავიმზადეთ, დილით 6ზე გასვლას ვაპირებდით,ადრე დავიძინეთ იმ იმედით რო ყველაფერი კარგად ჩაივლიდა * * * 6ზე კი არა 8ზე ძლივს მოვგროვდით,თომას ბიძაშვილების გამო დავიგვიანეთ გასვლა. მანამდე ანუშკა გავაცანი ბიჭებს,ბექა უხალისოდ მომეჩვენა,ალბათ ეძინებოდა ძლივს ახელდა თვალებს,დემეტრე კი ლოდინისგან დაღლილი უკვე ჩხუბობდა -სესილია და ნიკა .თომამ გაგვაცნო თავის ბიძაშვილები -სასიამოვნოა.უხალისოდ მივესალმე და თვალი თვალში გავუყარე ახალ ბიჭს -ჩემთვისაც.თავის ხრიწიანი ხმით ხმამაღლა წარმოთქვა,არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, მზერა გოგონასკენ გადავიტანე რომელიც ლაშქრობისთვის მეტად შეუფერებლად გამოიყურედბოდა, გაპრანჭული ურცხვად მისჩერებოდა ბექას დემეტრემ გადაანაწილა ბარგი,პრანჭია სესილიამ მხოლოდ თავის ნივთები წამოიღო,აქედანვე ემჩნეოდა მთელი გზა იწუწუნებდა.წინ დემეტრე და ანუშკა მიდიოდნენ,სესილია და ბექა გვერდი-გვერდ იდგნენ,თომა და ნიკა ჩემ ფეხ და ფეხ მოაბიჯებდნენ,ბოლოს როცა თომა წინ მიმავალთ შეუერთდა,მე და ნიკა მარტო დავრჩით უხერხულობა იგრძნობოდა,არც ერთი არ ვიღებდით ხმას,გაბრაზებული ვიყავი ბექაზე..... რატო?...იმიტო! -დაგეხმარო? ცდილობდა თავაზიანად ეკითხა, მაგრამ თავისი ხრიწიანი ხმა მაინც უხეშად მხვდებოდა ყურში -არა მადლობა,თვითონაც შევძლებ ბარგის ტარებას -მიყვარს დამოუკიდებელი გოგონები.გამიღიმა -რასაც შენ დაზე ვერ ვიტყოდი.გონებაში გავიფიქრე,მას კი ნაძალადევად გავუღიმე 2 საათი შეუსვენებლად მივდიოდით,სესილიას წუწუნმაც არ დააყოვნა,დავისვენოთ თორე მეტი აღარ შემიძლიაო,გზის 1/6იც არ გვქონდა გავლილი,ის კი უკვე წუწუნებდა -ნერვებზე მშლის ეს გოგო.ანუშკა ბუზღუნით სუფრას აწყობდა,ცოტა რო წაგვეხემსა -მოითმინე სხვა გზა არ გვაქვს -გვაქვს როგორ არა,უკან გავაბრუნებთ.სიცილს ძლივს ვიკავებდი დაახლოებით ნახევარი საათი შევყოვნდით,გრილოდა,გაგვიმართლა სიცხეში სიარული რო არ მოგვიწია,გზაში მე და თომა სასაცილო ისტორიების მოყოლით ვირთობდით თავს, ანუშკასაც ვახალისებდით,დანარჩენები წინ მიდიოდნენ.საერთო ენა გამონახეს ჩემმა მეგობრებმა,ისიც ვიფიქრე ზედმეტი ვარ მეთქი,საუბარში გართულებმა ვერც კი შემნიშნეს როგორ ჩამოვრჩი. სანამ დანიშნულ ადგილამდე მივედით შემოგვაღამდა,დემეტრემ კარვები გაშალა,საძილე ტომრები დაგვირიგა,მერე კი როგორც უფროსმა ყველას სათითაოდ გადაგვინაწილა საქმე -წყლის მოსატანად მივდივარ,წამოხვალ? მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ახლა გაახსენდა ბექას ჩემი არსებობა -სესილიას უთხარი,როგორც ჩანს კარგად გაუგეთ ერთმანეთს -მინდა რო შენ წამოხვიდე -საქმე მაქვს.ბრაზმორეულმა ვუთხარი და საკვების დახარისხება დავიწყე -არაუშავს,საქმე მოიცდის.მკაცრი ტონით მითხრა,მივხვდი აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას,ფანარს ხელი დავავლე და უკან გავყევი,სიბნელეში ძლივს ვარჩევდი ფეხს რაზე ვადგავდი,შეშინებული მივყვებოდი უკან,წყაროს ძლივს მივაგენით,ბოთლები გავავსეთ და უკან გამოვბრუნდით,მდინარის ნაწირზე მოვდიოდით,უეცრად ფეხი დამიცდა, ბექას რო არ დავეჭირე ჩავვარდებოდი -უფრო ფრთხილად უნდა იარო. არაფერი მიპასუხია,მშვიდად განვაგრძე გზა, ცოტახანს ვდუმდით,მერე ისევ თვითონ წამოიწყო სუბარი -მთელი დღეა ჩუმად ხარ რა გჭის? -არაფერი. -რამე არ მოგწონს?არ მომეშვა -ვერ მივხვდი რას გულისხმობ -ძალიან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ -არა მართლა არ ვიცი რას გულისხმობ -მთელი დღე დაბღვერილი დადიხარ,სესილიაზე ეჭვიანობ -არა! გაოცებისგან შევკივლე -საიდან მოიტანე რო ვეჭვიანობ? -შენი რეაქციები სულ სხვა რაღაცაზე მეტყველებს. -არაფერზეც არ მეტყველებს.ჩემ პირდაპირ მდგომს გვერდი ავუარე და სწრაფად წამოვედი -კარგი ნუ ბრაზობ -არ ვბრაზობ -რაღაც მაქვს შენთვის.ძლივს გავიგონე მისი სიტყვები,ყურადღება აღარ მივაქციე და ბავშვებისკენ გავიქეცი,რომელთაც უკვე მოესწროთ კოცონის დანთება -სად ხართ აქამდე?დემეტრეს უკმაყოფილო ხმა მომესმა -მოვედით უკვე.წყლით სავსე ბოთლი მივაწოდე და კოცონთან მჯდომ თომას მივუჯექი გვერდით -ეგ ჩემი ადგილი იყო.ანუშკას ბუზღუნი ზურგს უკნიდან მომესმა,უსიტყოდ დავუთმე ადგილი ნიკას გვერდით მომიწია ჯდომა,მთელი საღამო ვგრძნობდი მის მწველ მზერას, უხერხულად ვიყავი,მაგრამ ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,იმ წუთში ბექას და სესილიას სიახლოვე უფრო მანაღვლებდა.ისე ეკურკურებოდა მისი მოკვლა მომინდა.....ანუშკამ ხელი მომარტა ნუ ზიხარ ეგეთი სახითო,სანამ ნერვები მიმტყუნებდა იქაურობას მანამდე გავეცალე -არ ივახშმებ? დემეტრეს გაკვირვებული მზერა გამყვა თან -არა მადლობა. საძილე ტომარას ხელი დავავლე და კარავში შევედი.ძილი დიდხან არ მომეკარა, გავიგე როგორ შემოვიდა ანუშკა,მაკოცა და ისიც დაწვა დასაძინებლად გამთენიისას განმეღვიძა,ჩუმად გამოვედი კარავიდან,ჯერ ისევ ეძინათ დანარჩენებს, მდინარეს გავუყევი,ვიცოდი აქვე ახლოს ჩანჩქერი იყო,ბანაობას შევძლებდი.დიდი ხანი არ დამჭირვებია იქ მისასვლელად,თავიდან მხოლოდ ფეხები დავისველე, მერე კი მთლიანად შევცურე ყინულივით ცივ წყალში,თავიდან ამაკანკალა მერე კი ერთიანად დამცხა წყლიდან ამოსვლას ვდავაპირე,მაგრამ რაღაც წვეტიანს გამოვედე და ფეხი გავიჭერი, მტკივნეული იყო,სისხლის დანახვაზე ცუდად გავხდი,მაგრამ მოვახერხე თავის ხელში აყვანა.კოჭლობით ძლივს დავბრუნდი ბანაკთან,უკვე ყველა ფეხზე დამხვდა,დამინახა რა ბექამ გაბრაზებული ყვირილით ჩემსკენ წამოვიდა -ხო შეგეძლო გეთქვა სად მიდიოდი. ახლოს მოსულმა ჩემი ფეხი რო დაინახა გიჟივით მაისური გაიხადა და ფეხი მაგრად შემიკრა სისხლდენა რო შეეჩერებინა, ჩემ კარავში შემიყვანეს და ანუშკამ ჭრილობის დამუშავება დაიწყო,თავიდან წყლით ჩამომბანა სისხლი,მერე სპირტით(რომელიც დედამ ყოველი შემთხვევისთვის გამოგვატანა)დამიმუშავა ჭრილობა და შემიხვია -მტკივნეულია.ამოვიკვნესე -ვიცი მაგრამ უნდა მოითმინო -სად გაიჭერი?ბექას ძარღვები დაებერა მკლავებზე -არ ვიცი,ჩანჩქერზე ვიყავი და იქ რაღაცას გამოვედე -რა გინდოდა მარტოს იქ? ბრაზმორეული უკვე მიყვიროდა,ანუშკამ გაკვირვებულმა გახედა, მერე მე შემომხედა,შეშინებულს სახეზე ფერი აღარ მედო -ბექა სჯობს მარტო დავტოვოთ დაისვენოს.ანუშკამ ძალით გაიყვანა კარავიდან მარტო დარჩენილს ცრემლები მომადგა,ჩემი სურვილის დაკმაყოფილების გამო ახლა ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებოდა,შორ მანძილზე სიარულს ვერ შევძლებდით,მე კი სულაც არ მახარებდა ეს ფაქტი -ახლა რა უნდა ვქნათ? ინფექცია რო შეეჭრას?არც გარეთ ცხრებოდა ბექა -სპირტით დავუმუშავე არაფერი მოუვა. ამშვიდებდა ანუშკა -არ ვიცი,სჯობს უკან დავბრუნდეთ,ასე ვერ დავტოვებთ უკან დაბრუნება არ მინდოდა,ტკივილის მიუხედავად ფეხზე წამოვდექი და კარავიდან კოჭლობით გავედი -ბექა.ჩუმად დავუძახე -რატო ადექი?მკაცრი ხმით მითხრა -არაფერი მომივა,არ მტკივა,სიარული შემიძლია. ვცადე დამაჯერებლად მეცრუა -ინფექცია რო შეგეჭრას? ... ახლავე უნდა დავბრუნდეთ უკან -არაა საჭირო,არაფერი არ მომივა ნუ ღელავ,სადაც გინდათ იქ წადით, მე დაბრკოლებას არ წარმოვადგენ,შემიძლია ბანაკში დავრჩე -არსად არ ვაპირებ მე წასვლას,დანარჩენებს სადაც უნდათ იქ წავიდნენ.თითქმის ჩხუბით წამოიძახა ეს სიტყვები შუადღემდე მეძინა,გაღვიძებულს უცნაური სურთი დამხვდა,კარავის ერთ ბოლოში ბექას ჩასძინებოდა,გარეთ კი სრული სიმშვიდე სუფევდა.ალბათ წასულიყვნენ ბავშვები,ის კი აქ იყო, ჩემ გვერდით მძინარეს სახეზე არანაირი სიბრაზის კვალი არ ემჩნეოდა,თმა ისევ ისე აბურძგვნოდა, ტკბილად თვლემდა,მიხაროდა მისი აქ დანახვა.... ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. -ნუ მაშტერდები უზრდელობაა. სიცილით წარმოთქვა,ისე რო თვალები არც გაუხელია -დანარჩენები სად არიან? -მთავარია მე ვარ შენ გვერდით.ისევ კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე -სად წავიდნენ? -გავისეირნებთო,ალბათ ძველ მონასტერს მოინახულებენ -გასაგებია.მშვიდად ვუპასუხე -ფეხი ისევ გტკივა? ამ ჯერად თვალები გაახილა -ისე ძალიან აღარ -შენ რო რამე დაგმართნოდა.... სიტყვა შუა გზაში გავაწყვეტინე -არაფერი დამემართებოდა. -და რომ დაგმართნოდა.... საკუთარ თავს არ ვაპატიებდი. -შენი ბრალი არაა თუ მე მოუხერხებელი ვარ.თვალი მოვარიდე და ჩემ გვერძე დადებული შოკოლადებს დავაცქერდი -ეს შოკოლადები?..... -გუშინ უნდა მომეცა შენთვის.სიცილით წარმოთქვა,მასთან ახლოს მივიწიე,მადლობის ნიშნად ლოყაზე ვაკოცე.ცოტახანი დუმილი ჩამოვარდა ჩვენ შორის -იცი იმ საღამოს პირველად რო მოხვედი... -ხო ვიცი შეგაშინე.არ დამაცადა საუბარი -არა... კარგი სუნი აგიდიოდა.ამის წარმოთქმაზე ლოყები ამიწითლდა,არ ვიცი რატო ვუთხარი,მაგრამ მისმა ღიმილმა მიმახვედრა რო უნდა მეთქვა -შენ ისევ იასამნის სურნელი აგდის,ბავშვობაშიც იგივე სუნი გიდიოდა.... -რაღაც რო გკითხო შეიძლება? ყოყმანით დავიწყე -რა თქმა უნდა -რატო დაბრუნდი? -შენ გამო.ბევრი არ უფიქრია მაშინვე მიპასუხა,მისმა პირდაპირობამ ცოტა შემაცბუნა -უნდა იცოდე რო შენ დათმობას არ ვაპირებ. -მე იგივე გრძნობით რო ვერ გპასუხობ? -მე მხოლოდ შენთან სიახლოვეს ვითხოვ, ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს -იცი...ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ,უხერხულად გამეცინა.იმის მაგივრად რო მზერა მომერიდებინა თვალებში ვუყურებდი -ისევ ბავშვი ხარ,ისევ ისეთი ხარ როგორიც მახსოვდი... -მაინც როგორი? -ისეთივე კარგი როგორც ბავშვობაში...გახსოვს რა მითხარი ბოლოს რო მემშვიდებოდი? უარის ნიშნად თავი გავაქნიე -ხო არ დამივიწყებო -და შენ რა მიპასუხე. -ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდები და უკან დავბრუნდები მეთქი. -და შენც დაბრუნდი...მშვიდად ვუთხარი -და აღარსად აღარ წავალ. იმდენად გულწრფელი იყო მომინდა ჩავხუტებოდი,მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ სიამოვნების ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა ტანში.... და აი სწორედ ამ წამებში გავაცნობიერე რომ ის ჩემთვის სულ ერთი არ იყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.