შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (V თავი)


19-08-2017, 21:26
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 969

-არა ხომ გეუბნებოდი არა? მაგ ძუკნას თორნიკე არ უყვარს, მხოლოდ თავისი გეგმები აქვს, თუ როგორ გაგვღლიტოს. აქ არ ეკადრებოდა საქორწინო კაბის ყიდვა, აუცილებლად პარიზიდან უნდა ჩამოეტანათ სპეციალურად მაგ საფრთხობელასთვის შეკერილი. ნამდვილი უგემოვნო კახპაა. ეს იდიოტი ჩემი ძმა კი სულ დაბრმავდა. არა, ჭკუა არც ადრე ჰქონდა, მაგრამ ახლა სულ გამოლენჩდა. - დააბოტებდა ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში სალომე და თან ცოფებს ყრიდა, იქვე დივანზე მისვენებული, შეწუხებული ნანა კი უსმენდა და თან გულამოსკვნილი ტიროდა.
-წამართვა, ჩემი შვილი წამართვა! მაგ საფრთხობელამ, მაგ არარაობამ. თორნიკემ ასე პირველად მიყვირა, არადა ადრე ხმასაც კი არ უწევდა. ჯადო გაუკეთა, ნამდვილად. შეიძლება ვირის ტვინიც აჭამა. - ამოიბღავლა ქალმა და ბღავილს უფრო უმატა.
-გეყოფა რაა დედა. - შეწუხებული სახით შეხედა სალომე. - ისედაც ნერვებმოშლილი ვარ და შენ რაღაც სისულელეებს ნუ მიმატებ.
-ნახე რა ყელსაბამი აჩუქა? მინიმუმ ოციათასი ეღირებოდა. ასეთ საჩუქრებს ჩვენთვისაც კი არ იმეტებდა. იმ უსირცხვილომ კი ისე ჩამოართვა ვითომც არაფერიო. ეგ გველი ეგ! - დაბოღმილი ილანძღებოდა ნანა.
-გეყოთ უკვე. - ხმა ამოიღო იქვე სავარძელზე მჯდომმა მალხაზმა, რომლიც მთელი დღეა ცოლისა და ქალიშვილის წუწუნისაგან შეწუხებულიყო და არ იცოდა სად წასულიყო. - ბოლოსდაბოლოს შეეშვით ამ ბიჭს და აცადეთ მშვიდად ცხოვრება. უყვარს ის გოგო და თქვენ რა გინდათ? რაც არ უნდა უთხრათ და ლანძღოთ თორნიკეს თვალწინ, მაინც იმას დაუჭერს მხარს და კიდევ უფრო უარყოფითი დამოკიდებულება ექნება თქვენდამი. ის გოგო მეც არ მომწონს, მაგრამ თქვენ უკვე ზედმეტი მოგდით.
-თორნიკეს იმ მათხოვართან ურთიერთობას ამართლებ?! - შეხედა თვალებანთებულმა ნანამ.
-მე არაფერს არ ვამართლებ, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ეს პანიკა უაზროა. თორნიკე უკვე ზრდასრული კაცია და ისე მოიქცევა როგორც თვითონ გადაწყვეტს და საჭიროდ ჩათვლის.
-შენც მოღალატე ხარ. - ამოიბღავლა ნანამ და ტირილი განაგრძო.

ამასობაში კი ლინდას ბინაში ერთმანეთზე აკრული წყვილი გაცხარებით კოცნიდა ერთმანეთს. როდესაც გოგონამ შენიშნა, რომ ღრმად შეტოპა, უცებ გამოფხიზლდა და ცალი ხელით მამაკაცს მკერდზე მიბჯინა და უკან გასწია.
-თორნიკე გეყოფა.
-მაპატიე, მაგრამ ისეთი მადისაღმძვრელი ხარ, რომ თავს ვერ ვიკავებ. - ღიმილით უთხრა მამაკაცმა.
-ვერც მე... - მაცდურად გაუღიმა ლინდამაც, მაგრამ ქორწილამდე ეგ ხიხიაა.
-რიგორც გინდა.
-თორნიკე, საქორწინო მოგზაურობაში სად მივდივართ?
-მაგაზე არ მიფიქრია, მაპატიე... თან იქნებ სხვა დროს იყოს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს ამ თვეებში. შემდეგ კი სულ შენი ვიქნები.
-კარგი რაა. ქორწილი ახლა გვაქვს და მუღამიც ახლა აქვს საქორწინო მოგზაურობას, მერე რაღათ მინდა? - ტუჩები გაბუსხა გოგონამ.
-ხომ მაგრამ...
-გთხოოვ!.. თორნიკე თუ გიყვარვარ. .. ძალიან მინდა ახლა წავიდეთ.... იცოდე ცოლად აღარ გამოგყვები...
-კარგი. - ამოიოხრა ბოლოს ბიჭმა. - შენ გაიმარჯვე. სად გინდა რომ წავიდეთ?
-იეს არის! - იყვირა გოგონამ და სიხარულისგან ახტა, შემდეგ კი თორნიკეს მივარდა და მთელი სახე დაუკოცნა. - ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ.... ბორა-ბორაზე რას იტყვი? მზე, უსასრულოდ ლაჟვარდისფერი ოკეანე და მარტო ჩვენ.
-კარგი აზრია. იქ მთლიანად ჩემს ხელში იქნები და ვერავინ დაგიხსნის. - ნელა მიუახლოვდა თორნიკე და შემდეგ მთელი ძალით დაეტაკა ტუჩებზე. გოგონაც აჰყვა და ხელები კისერზე შემოხვია.

-თორნიკე სტუმრებზე რას ვშვებით?
-სიის შედგენა დედაჩემს ვთხოვე. - ნანას ხსენებაზე გოგონას სახე შეუმჩნევლად დაეჭყანა, თუმცა ისევ გაუღიმა თრნიკეს. - სიას შენ გადმოგცემს და მერე დაამატებ ვისაც გინდა და რამდენსაც გინდა. მერე თქვენ გადაწყვიტეთ სად გადავიხდით ქორწილს და დეტალებზეც შეთანხმდით.
- არ არის საჭირო. უბრალოდ სია გადმომცემს, დანარჩენ ყველაფერს მე და თიკა მოვაგვარებთ. მინდა ჩემი ქორწილი ისეთი იყოს, როგორიც ჩემს ოცნებებში წარმომედგინა. თან არ მინდა ნანა დეიდა ზედმეტად შევაწუხო.
-დამიჯერე დედაჩემი ნამდვილად არ შეწუხდება. მაგრამ თუ გინდა რომ ყველაფერი შენ მოაგვარო იყოს ასე. მინდა რომ ყველა შენი ოცნება ასრულდეს და ყველაფერს ვიღონებ კიდევაც ამისთვის.
-ძალიან მიყვარხარ. - გაუღიმა გოგონამ.
-მეც ჩემო სიცოცხლე. - მიიხუტა მამაკაცმა და თავზე თბილი კოცნა დაუტოვა.

სახლში მოსულმა თორნიკემ ჯერ სიტუაცია კარგად დაზვერა და როდესაც შეამჩნია, რომ მისაღებში მთელი მისი ოჯახობა იყო შეკრებილი ახალი ბრძოლის გადასატანად მოემზადა. თავიდან როდესაც დედამისის უარყოფითი დამოკიდებულება დაინახა ლინდას მიმართ, დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის, მაგრამ როდესაც ოჯახმა ხელის თხოვნის შესახებ გაიგო, ეს საყვედურები და გოგონას ლანძღვა ყოველდღიურ რუტინაში გადაიზარდა, უკვე ხმა ამოიღო და დედამისთან სერიოზული კამათიც მოუვიდა. ნანამ კი ეს ყველაფერი დიდ ტრაგედიად აქცია და შემდეგ დაიწყო წარა-მარა გულის წასვლები, ყოველდღე სასწრაფო სახლში. ნანას ტირილი და ლანძღვა, რომ ის კახპა ერთაფერთ ვაჟს ართმევდა და მის წინააღმდეგ ამხედრებდა. თორნიკეს ყოველი დღე კი დაძაბულობით იყო სავსე. ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა სახლიდან და ამ დაძაბულობას თავს დააღწევდა. ერთადერთი ადგილი, სადაც მშვიდად სუნთქვა შეეძლო ლინდას სახლი იყო. გოგონაც დიდი სიყვარულითა და სიხარულით ხვდებოდა. ვერ წარმოედგინა თუ მისი ოჯახის წევრები ასე შეიცვლებოდნენ და მტრად და შემარცხვენლად ლინდასთან ერთად თორნიკესაც თუ ჩათვლიდნენ. ერთადერთი, ვისაც საყვედური არ დასცდენია მალხაზი იყო. რა თქმა უნდა იცოდა მამამისსაც რომ არ მოსწონდა ეს ამბავი, თუმცა ვაჟის გადაწყვეტლებას პატივს სცემდა და ეს ფაქტი ძალიან ახარებდა. ამავდროულად ვერ გაეგო მისი ოჯახის წევრების ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ლინდას მიმართ. ნანას? - ეს შეიძლება დედობრივი ინსტინქტი იყო და სურვილი რომ მისი შვილი მუდამ კალთაზე გამოკერებული ჰყოლოდა და უმისოდ ნაბიჯი ვერ გადაედგა, ცოლის მოყვანით კი თავის ლეგიტიმურ „უფლებებს“ კარგავდა შვილზე. მაგრამ ვერ გაეგო რატომ სძულდა ასე სალომეს ეს გოგონა, როცა სულ რამოდენიმეჯერ შეხვდა და მისთვის არაფერი დაუშავებია. იქნებ უბრალოდ ქალური შური იყო სხვისი ბედნიერებით გამოწვეული? ყოველ შემთხვევაში ისინი უკვე ვერაფერს შეცვლიდნენ, სულ რაღაც ორ კვირაში ლინდა უკვე მისი კანონიერი ცოლი გახდებოდა და ამის გაფიქრებაზეც კი ბედნიერებისგან იბადრებოდა მამაკაცი.
-უი მობრძანდა ვაჟბატონი. - ორიიულად ჩაილაპარაკა სალომემ.
-სალომე რა გინდა? შენთან ჩხუბის თავი არ მაქვს.
-სად ბრძანდებოდი? ალბათ იმ კახპასთან ხო? - იკითხა სავარძელზე მჯდომმა ნანამ ბოღმით აღსავსე სახით.
-დედა გეყოს! მგონი იცი რომ ორ კვირაში უკვე ქორწილია და იმედია ყველაფერს არ ჩამიმწარებ.
-როგორ გეკადრება. ოღონდ შენ იყავი კარგად და ბედნიერად და თუ გინდა იმ მათხოჯს მოახლედაც დავიდგები და ფეხებს ავულოკავ.
-ნანა ზედმეტია უკვე მგონი! - ხმა ამოიღო მალხაზმაც.
-ზედმეტი მამა?! შენც ამის მხარეზე გადახვედი?!
-მგონი საკმარისია. დედა სტუმრების სიის შედგენა თუ დაამთავრე ხვალ მომეცი და ლინდას მივუტან, თვითონაც უნდა დაამატოს. ყველაფერ დანარჩენს ის და თაკო მოაგვარებენ.
-როგორ, მე არ უნდა მივიღო მონაწილეობა შენი ქორწილის დაგეგმვაში? - ნაწყენი სახით ახედა ნანამ.
-ყველაფერს ლინდა და თაკო მიხედავს, შენი შეწუხება არ უნდათ.
-ხო როგორ არა! ჩემი შეწუხება არ უნდა თურმე! ისეთ საშინელ და უგემოვნოს გააკეთებენ, როგორებიც თვითონ არიან. თუმცა მე რა მანაღვლებს? შენ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში და იმ ალქაჯის მონა გახდი. მალე დაინახავ ნამდვილ სახეს, მაგრამ მერე გვიან იქნება და როდესაც ჩემთან მოხვალ დედა რატომ არ დაგიჯერეო, იგივეს გიპასუხებ, რაც გუშინ მითხარი, რომ ეს ჩემი საქმე არაა!
-უკვე ძალიან დამღალეთ! მე ზემოთ ავალ და ნიას ვნახავ. - კიბეებისკენ შებრუნდა და ნელი ნაბიჯით აუყვა. სასტუმრო ოთახში კი საუბარი გააგრძელეს, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია. კიბიდან რამოდენიმე ნაბიჯში ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და მისკენ გამოქანებული პატარა სამიოდე წლის გოგონა ხელში აიტაცა.
-ბიძია მოხვედი? - იკითხა პატარა საყვარელი ხმით.
-კიი, მოვედი ჩემს ნიაკოსთან ბოროტი დიდი მგელიიი. - ხმა დაიბოხა. - და ახლა უნდა შევახრამუნოოო. - უცებ ღიტინი დაუწყო გოგონას და მანაც უმალვე კისკისი ატეხა და „დიდი ბოროტი მგელისგან“ თავის დაღწევა სცადა.
-გეყოფა.. გეყოფა... - კისკისებდა გოგონა და თორნიკემაც დაინდო.
-აბა, როგორი დრო გაატარე დღეს ბაღში?
-კარგი. ახალი ლექსი ვისწავლე.
-მართლა? ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ. - გაუღიმა მამაკაცმა და ლოყები ჩაუკოცნა.
-კარუსელებზე როდის წამიყვან? - იკითხა გოგონამ და თვალებდამრგვალებული მიაჩერდა.
-ხვალ შაბათია არა?
-არ ვიცი მე ეგ დღეები.. - დაბნეულმა ამოიბურტყუნა გოგონამ. - დედიკოს ბევრჯერ ვითხარი მაგრამ არაო.
-რატოო?
-არ მცალიაო.
-კლუბებისთვის კარგად სცალია. - თავისთვის ჩაიბურტყუნა თორნიკემ. - მოდი იცი რა ვქნათ? ხვალ ასე საღამოსთვის გავიდეთ, თან ლინდაც წავიყვანოთ.
-შენი საცოლე?
-კიი, შენ საიდან იცი პატარა ეშმაკო? - ცხვირზე თითი დაჰკრა.
-დედიკო და ბებო ამბობდა ცუდ რაღაცეებს მაგ ლინდაზე. მე ვერ ვიტყვი... -მორცხვად დახარა თავი.
-კარგი გასაგებია. მაგ დროს დედიკოს და ბების ყურადღება არ მიაქციო და სხვა ოთახში გადი კარგი?
-კარგი ჩაიბურტყუნა გოგონამ და დაამთქნარა.
-პატარა პრინცესას ეძინება?
-აჰამ, - თავი დაუქნია გოგონამ. - ზღაპარს წამიკითხავ?
-ოჰ, ერთი წუთით არ მომასვენო. წაგიკითხავ აბა რას ვიზამ. - გაუღიმა მამაკაცმა, შემდეგ კი პიჟამას ჩაცმაში მიეხმარა, საწოლში ჩააწვინა, გვერდით მიუჯდა და იქვე ტუმბოზე დადებული ზღაპრების წიგნი აიღო. გოგონას მალევე ჩაეძინა. თორნიკემ წიგნი უკან დააბრუნა, შუბლზე აკოცა და გასვლის წინ შუქი ჩააქრო. მისი ოჯახი ისევ მისაღებში შეკრებილიყო და ერთმანეთში რაღაცას განიხილავდნენ, სავარაუდოდ ისევ თორნიკეს არასასურველ ქორწინებას. მაშინვე თავის ოთახს მიაშურა, იქნება აქ მაინც მოეპოვებინა ცოტაოდები სიმშვიდე ამ უზარმაზარ სახლში.

მეორე დილით ჯერ კომპანიაში შეიარა, რაღაც საბუთებს გადახედა და წამოიღო, შემდეგ კი ლინდას სახლისკენ გაემართა. დიდი ხნის კაკუნის შემდეგ გოგონამ ნამძინარევი სახით გააღო კარი. თორნიკეს იქ ნახვას არ ელოდა და გაკვირვებული სახე მიიღო.
-საყვარელო? აქ რას აკეთებ?
-მომენატრე და მოვედი. რა არ შეიძლება? - მხურვალე აკოცა და სახლში შეაბიჯა. გოგონაც უკან მიჰყვა და იქვე ჩამოჯდა.
-აბა როგორ არის საქმე?
-სია მოგიტანე და ვინც გინდა ჩაამატე. მოსაწვევების დამზადებას სამ დღეზე მეტი არ დასჭირდება. თუ გინდა თამუნას ვთხოვ და რომელიმე ასეთ კომპანიას იპოვის, რომელიც ქორწილებს უკეთებს ორგანიზებას.
-არ მინდა, უკვე მოძებნილი მაქვს და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი, მარტო ადგილის შერჩევა დაგვრჩა. მინდა რომ ღია ცის ქვეშ იყოს .
-როგორც გინდა ჩემო სიცოცხლე.
-ყავა გინდა? მოგიდუღებ. - უთხრა გოგონამ და სამზარეულოსკენ გაემართა. ამ დროს თორნიკე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა და გარეთ ყურება დაიწყო. რამოდენიმე წუთში გოგონამ ორი ფინჯანი ყავა გამოიტანა, თან რაღაც ფურცელიც გამოაყოლა, შეუმჩნევლად დადო იმ სავარძლის გვერდით მდგომ მაგიდაზე, სადაც თორნიკე იჯდა, შემდეგ ყავაც დააწყო.
-მზადაა. მოდი. - გაუღიმა და ფინჯანი მისკენ მისწია. - მე ახლავე დავბრუნდები. - უთხრა და ისევ სამზარეულოში მიიმალა.
თორნიკემ ისევ თავისი ადგილი დაიკავა და ყავა აიღო. ის იყო უნდა მოესვა, რომ უცებ იქვე გვერდით, მაგიდაზე დადებული რაღაც ფურცელი შეამჩნია. აიღო და დაწვრილებით წაიკითხა სასამართლოს უწყება, რომელიც ატყობინებდა, რომ სესხის გადაუხდელობის გამო გოგონას რამოდენიმე დღეში სახლის დატოვება მოუწევდა. მამაკაცი გაოგნებული იყო. ლინდას ხომ ამის შესახებ მასთან სიტყვაც არ დასცდენია და ალბათ არც ეტყოდა, რადგან მისი აზრით თავმოყვარეობა უშლიდა მისთვის დახმარება ეთხოვა. თავიდან ნერვები მოეშალა, რომ ლინდამ ეს დაუმალა, ახლა შემთხვევით რომ არ გადაწყდომოდა ამ ფურცელს რას იზამდა? მერე სად აპირებდა ცხოვრებას? გოგონა მამაკაცის ყოველ ქმედებას სამზარეულოდან ფარულად აკვირდებოდა და თან ეღიმებოდა შემდეგ კი სახე ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნა, თითქოს არაფერი არ ხდებაო, ისე შეაბიჯა ოთახში და თორნიკეს მოღუშულ მზერასაც წააწყდა.
-რატომ არ მითხარი?
-რა? - ვითომ გაიკვირვა გოგონამ, შემდეგ კი მზერა ფურცელზე გადაიტანა და სახეზე ყალბი აღშფოთება აესახა. - ეს სად იპოვე? - მივარდა და ხელიდან გამოგლიჯა.
-მაგიდაზე იდო. - უპასუხა ყბებდაჭიმულმა ბიჭმა. - რატომ არ მითხარი? რატომ არ გამაგებინე თუ ასეთი პრობლემა გქონდა?
-მეგონა ჩემით მოვაგვარებდი, არ მინდოდა შენი შეწუხება. - საწყალი სახე მიიღო გოგონამ და იქვე მამაკაცის წინ ჩაიმუხლა და ხელები მოხვია. - გთხოვ, ამის გამო ნუ გამიბრაზდები. რამეს ვიზამ, ბინას ვიქირავებ, ან თაკო შემიფარებს დროებით...
-რას ამბობ საყვარელო. როგორ შემიძია ვხედავდე როგორ კარგავ იმ ბინას სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც მთელი ცხოვრება გაატარე და ასე უმოქმედოდ ვიჯდე? არ დაგეხმარო და ზურგი გაქციო? ამის გამკეთებელი ვარ შენი აზრით?
-არა რა თქმა უნდა... მე უბრალოდ... - საუბარი შეწყვიტა და უცებ ცხარე ცრემლები გადმოყარა, მამაკაცს აეკრო და თავი მის კისერში ჩარგო.
-კარგი, დამშვიდდი პატარავ, დამშვიდდი. - უფრო მეტად იხუტებდა თორნიკე და ხელს ნაზად უსვამდა თავზე. - ყველაფერს მოვაგვარებ აი ნახავ. ეს ბინა ისევ შენი იქნება გპირდები.
-მადლობა... შენ ისეთი კარგი ხარ. ხანდახან მგონია რომ არ გიმსახურებ.
-პირიქით, ეს მე არ ვიმსახურებ შენნაირ ანგელოზს. - გოგონა წამოიწია და მის კალთაში მოკალათდა. - ახლა კი მოიწმინდე ცრემლები და გაემზადე.
-სად მივდივართ? - უცებ წამოწო თავი და ეჭვნარევი მზერა შეანათა.
-ნიაკოს დავპირდი,რომ საღამოს მე და შენ გავასეირნებდით. უკვე ძალიან დიდი ხანია მთხოვს და უარი ვეღარ ვუთხარი. თან ჩემს პუტკუნა გოგოსაც გაიცნობ.
-ძალიან კარგი, გავემზადები. - ნაძალადევად გაუღიმა და ფეხზე წამოიზლაზნა. - სულ არ ეხალისებოდა სალომეს ბავშვთან ერთად აქეთ-იქეთ წოწიალი და იმის იმიტაციის შექმნა რომ თორნიკესთან ერთად ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ. თან ბავშვებიც არ უყვარდა. ყოველთვის მჭყავანა და აბეზარ არსებებად მიიჩნევდა და იმასაც ფიქრობდა, რომ შვილს არასდროს გააჩენდა. აბა რაში სჭირდებოდა ზედმეტი თავში სახლელი და ის ტანჯვა-წამება, რასაც მისი გაჩენისას და შემდგომ გაზრდისას განიცდიდა. ახლა კი თორნიკემაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და იძულებული გახდა წაჰყოლოდა. მალევე აარჩია მსუბუქი, სპორტული ტანსაცმელი. უკვე ოქტომბრის ბოლო იყო და შესაბამისად საკამოდ ციოდა. ამიტომ ერთი სქელი, ნაცრისფერი ჟაკეტიც წამოიხურა, რომელიც მთელი წლების განმავლობაში სადღაც ჰქონდა მიგდებული და ახლა შემთხვევით გადააწყდა. თან მის ჩაცმულობასაც უხდებოდა. თავი სარკეში რომ შეათვალიერა, შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისაღებში გასვლა რომ დააპირა დაინახა, რომ თონრიკე ვიღაცას ტელეფონზე გაცხარებით ელაპარაკებოდა და სასწრაფოდ რაღაცის მოგვარებას სთხოვდა. ალბათ მისი ბინის საქმეზე. ამ ფიქრით გამხნევებულმა ლაღად გააბიჯა მისაღებში და ფანჯარასთან მდგარ კაცს ზურგიდან აეკრო. შეამჩნია, როგორ აებურძგლა კანი მისი შეხებისას და ამ ფაქტმა ძალიან გაახალისა.
-მერე დაგირეკავ დავით. - ბოლო სიტყვები ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.
-მე მზად ვარ. - მაცდური ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ. - რა დაგემართა საყვარელო? -ნელა აატარა საჩვენებელი თითი კისერთან უნებართვოდ დაბერილ ძარღვთან და კისერში აკოცა.
-ნუ მოქმედებ ჩემს მოთმინებაზე ასე, თორემ მერე ერთიანად რომ დავკარგავ ვერავინ ვერ შემაჩერებს. - დაბოხებული ხმით უპასუხა, უცებ შემობრუნდა და გოგონა ხელში აიტაცა. ძლიერად აკოცა და მისი მადისაღმძვრელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - ჭკუიდან გადაგყავარ.
-მეც - იყო პასუხი.

თორნიკეს სახლთან მისულები იქვე გაჩერდნენ. ლინდა მანქანაში დარჩა და ელოდებოდა თუ როდის მოიყვანდა თრნიკე იმ პატარა ბაჭყატს. უცებ ტელეფონმა დაურეკა.
-ლინდა რას შვები? - მოესმა თიკას ხმა.
-თორნიკეს სახლათან ვარ. ველოდები როდის გამოიყვანს სალომეს შვილს, რომ მერე პარკში გავასეირნოთ. - სახე დაჭყანა გოგონამ.
-ვიზიარებ. - მოესმა დაქალის სიცილი.
-მაგრამ კარგი ამბავიც მაქვს.
-რა ამბავი?
-თორნიკეს ბინაზე შევაპარე და ყველაფერს მოაგვარებს. მალე ისევ ჩემი იქნება.
-ვაუ ლინდუშ, გილოცავ. ძალიან მაგარი გოგო ხარ.
-ვიცი. კარგი წავედი ახლა. მოდიან უკვე. გკოცნი.
-მეც გკოცნი.
გოგონამ ტელეფონი გათიშა და მისკენ მომავალ ორ სილუეტს მიაჩერდა. გოგონა ძალიან პატარა იყო. ასე სამოიდე წლის. ფრიალა თეთრი კაბა ეცვა და თეთრი ფეხსაცმელები. შეიძლება სხვა ადამიანს ანგელოზისთვის მიემსგავსებინა, მაგრამ ლინდასთვის ეს მომაბეზრებელი არსება იყო, რომელიც მთელ საღამოს ჩაუშხამებდა. როდესაც საკმაოდ მიუახლოვდნენ აფერისტულად გაიღიმა და გოგონას წინ ჩაიმუხლა.
-ეს ვინალიცო, ეს პატალა ანგელოზიო. - ენის მოჩლეფით დაიწყო ლაპარაკი.
თორნიკეს მის მცდელობაზე გაეცინა, მერე კი მოახსენა, რომ ნიაკო უკვე გამართულად საუბრობდა და ენას აღარ იჩლექდა. გოგონა კი მაშინვე წამოდგა ფეხზე და არ იცოდა უხერხული სიტუაციიდან თავი როგორ დაეღწია. - წავედით?
-წავედით.
-წავედით.
სამივე მანქანაში ჩაჯდა. ამჟამად საჭესთან მძღოლის მაგივრად თორნიკე იჯდა მთელი გზა მის ორ უსაყვარლეს გოგოსთან საუბარში და სიცილში გაატარა.
პარკში დიდხანს ისეირნეს, ბამბის ნაყინი მიირთვეს, რამოდენიმე კარუსელზეც დასხდნენ და დრო მშვენივრად გაატარეს, თითქოს ერთი ბედნიერი ოჯახი ყოფილიყო. ლინდას წლების შემდეგ პირველად შეეპარა ბედნიერების ნაცნობი და ამავდროულად მივიწყებული გრძნობა. თითქოს ბავშვობის მოგონებები ნელ-ნელა ცოცხლდებოდნენ. და ამ გასეირნების კმაყოფილიც კი იყო. სახლში გვიან დარბუნდნენ. უკვე ათი იყო დაწყებუილ და ნიაკოსაც საშინლად ეძინებოდა. ჯერ ლინდა მიაცილეს სახლამდე. ბავშვს რომ არ შეემჩნია თორნიკემ მოწყვეტით აკოცა საცოლეს და ღიმილიანი მზერით გააცილა, ორიოდე წუთში კი დაურეკა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სახლამდე მშვიდობით მივიდა. შემდეგ კი მანქანა მოაბრუნა და სახლისკენ გაემართა. ნიაკოს უკვე კარგად ჩასძინებოდა და რომ არ გეღვიძებინა, ფრთხილად აიყვანა ხელში და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა. კარი რომ შეაღო და მთელი ოჯახობა რომ შეეგება მისაღებში, მიხვდა რომ სერიოზული კამათი ელოდა.
-აქამდე სად იყავით? მითხარი!
-დედა ახლა ამის დრო არ არის, და არც ანგარიშის ჩაბარებას ვაპირებ.
-როგორ თუ არ აპირებ? სად გყავდა ნიაკო წაყვანილი? ალბათ იმ ალქაჯთან ერთად იყავით ხო? - იყვირა ნანამ.
-დედა! საკმარისია! - ხმა აიმაღლა თორნიკემ - აქ ნიაკოცაა და არ მინდა ჩვენს კამთს უსმენდეს. და კიდევ აღარ გავიგო რომ ბავშვის თანდასწრებით ლინდა გალანძღოთ! ახლა ზემოთ ავიყვან, დავაწვენ და მერე ვისაუბროთ.
უკვე გამოფხიზლებულ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად აუყვა კიბეებს. როდესაც უკვე საწოლში შეფუთნული ნია ღრმა და ზღაპრული სიზმრებისკენ წავიდა, მამაკაცმა ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა.
-სად იყავით?
-პარკში, გავისეირნეთ.
-მერე მე არ უნდა ვიცოდე? სად მიგყავს ჩემი შვილი არ უნდა გამაფრთხილო? ან ჩემი ნებართვის გარეშე როგორ გაბედე! - იწივლა სალომემ.
-შენი გაფრთხილება საჭიროდ არ მიმაჩნდა. როდის მერე გახდი მზრუნველი დედა? ბავშვს ყურადღებას საერთოდ არ აქცევ. ერთხელ მაინც წაგიყვანია ბაღში? გაგისეირნებია სადმე? თბილად მოქცევიხარ? არა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შენ მხოლოდ შენს უაზრო მეგობრებზე და ყოველ ღამით კლუბებში წანწალზე ფიქრობ. ბავშვი საერთოდ არ განაღვლებს. ერთი ღამეც კი არ გაგითენებია ნიაკოს ავადმყოფობის გამო. ყველაფერს დედა აკეთებდა, შენ შვილს საერთოდ არ იცნობ. უბრალოდ ერთ სახლში ცხოვრობთ, თორემ ისე უცნობები ხართ ერთმანეთისთვის. და კიდევ, დედა შენი ბრალია ეს ყველაფერი. „ჩემს სალოს ეს უნდა, აქ უნდა წასვლა, არიქა არ გადაიღალოს ბავშვი, მეგობრებს არ მოაკლდეს. მე რისთვის ვარ აბა ნიას მე გავზრდი და ასე შემდეგ“ და შედეგსაც ხედავ ალბათ. ეს შენი ქალიშვილი ნიაკოს მარტო ბიოლოგიური დედაა, სხვა საერთო არაფერი აქვთ. - დაასრულა თავისი მონოლოგი და ისე რომ სიტყვის თქმაც არ დააცადა არცერთს და ზემოთ გაემართა.
დღეს კიდევ ერთი ბრძოლა გადაიტანა ოჯახის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი თანდათან ძალას აცლიდა. საწოლზე ჩამომჯდარმა, იდაყვები მუხლებს დააყრდნო, თავი კი ხელებში ჩარგო. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა.

ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ამასობაში ლინდამ და თიკამ ყველა დეტალი მოაგვარეს, მათ შორის ბინის პრობლემაც გადაწყდა. თორნიკემ სულ რაღაც მესამე დღეს საბუთები დაუტოვა გოგონას და სთხოვა ხელი მოეწერა, გოგონამ გულდასმით წაკითხვის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ეს მისი ბინის დოკუმენტები იყო. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, მაშინვე მოაწერა ხელი და თორნიკესთვისაც მადლობის სახით უამრავი კოცნა გაიმეტა. წყვილი შეთანხმდა, რომ ქორწინების შემდეგ ლინდა მუშაობას თავს დაანებებდა და ორივე საცხოვრებლად ახალ სახლში, ყველასგან განცალკევებით გადავიდოდა. ეს ფაქტი გოგონას ძალიან ახარებდა, რადგან თორნიკეს ოჯახისგან შორს ყოფნა უფრო მეთ თავისუფლებას აძლევდა, თან იმ აუტანელი ხალხის „სიფათების“ ყოველდღე ყურებაც არ მოუწევდა. ამავდროულად თორნიკეს მართვასაც ადვილად მოახერხებდა.

ქორწილის დღეს პატარძალი საერთოდ არ ღელავდა, პირიქით, სრულიად მშვიდად და ღიღინით ტრიალებდა სარკესთან და თან კაბას ისწორებდა.
-ძალიან ლამაზია. - აღფრთოვანებული უყურებდა თიკა. - მეც მინდა შენს ადგილზე ყოფნაა. - სატირლად დაბრიცა ტუჩები, შემდეგ კი ხმამაღლა გაიცინა.
-კაი ერთი... შენც იპოვე მერე ვინმე იმ ჯიბეგაფხეკილ ზურას რომ მიაჩერდი.
-მე შენგან განსხვავებით სიყვარული შემიძლია.
-და მე არ შემიძლია?
-რა ვიცი ანგარებით კი თხოვდები და.. - თვალები გადაატრიალა გოგონამ.
უცებ კარებზე მოაკაკუნეს, თიკა უცებ იქ გაჩნდა, ნელა გააღო და ნახევრად ზედ აეფარა.
მეზობელი იყო. შეატყობინა რომ სასიძო და სტუმრები უკვე მოსულიყვნენ.
-აბა შემომხედე, კარგია ხო?
-არაჩვეულებრივი... ნამდვილ პრინცესას ჰგავხარ. - ღიმილით უპასუხა მეგობარმა და თითებით ცრემლების მოწმენდის იმიტაცია გააკეთა.
-ნუ მაიმუნობ. - გაეღიმა ლინდასაც. - დროა გავიდეთ და თორნიკე გადავრიო.
გოგონები ნელი ნაბიჯით დაძვრნენ კარებისკენ, ჯერ თიკა გავიდა, შემდეგ კი ლინდა მოჰყვა უკან. გარეთ კი მისაღებში ატუზული თორნიკე შეხვდათ, რომელიც გაოგნებული იყო და თვალს არ აშორებდა მის ულამაზეს საცოლეს. მოელოდა, რომ ლინდა ყველას გააოგნებდა, მაგრამ ასეთი ეფექტი მაინც ზედმეტი აღმოჩნდა. ბოლოს დათას მუჯლუგუნმა და სტუმრების ჩუმმა სიცილმა გამოაფხიზლა, რომლიც საქმროს რეაქციამ გამოიწვია. მაშინვე გოგოსკენ გაემართა და სრულიად მოურიდებლად მხურვალედ აკოცა.
-გეყოფათ, გეყოფათ. ჯერ არ დაქორწინებულხართ. - გაიგო დათას სიცილი და დედამისის ჩუმი ჩაბუზღუნებაც, რომლიც ლინდას „ლამაზ-ლამაზი“ მეტაფორებით ამკობდა.

ქორწილმა ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა. ჯერ ჯვარი დაიწერეს.. ყველა ჩურჩულებდა, რომ პატარძალი ულამაზესი იყო და სიძე ახლოსაც კი ვერ მივიდოდა, ამის გაგონებაზე კი ნანა ბრაზისა და ბოღისაგან ივსებოდა და ჩუმად ლანძღავდა ყველას, ვისგანაც მსგავს სიტყვებს მოისმენდა. ჯვრისწერის შემდეგ კი ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში გადაინაცვლეს, რომელიც მთლიანად ქორწილისთვის იყო მორთული, რადგან სტუმრების რიცხვი საოცრად დიდი იყო. ეს უზარმაზარი ქორწილი ყვითელი პრესის ცნობით კარგა ხანს იქნებოდა განხილვის თემა.
ბაღის შუაგულში მაგიდა იდგა სადაც რეგისტრატორი იცდიდა. საბუთები უკვე გამზადებული ჰქონდა და მხოლოდ ცერემონიის დაწყებაღა იყო საჭირო. ქალმა ოფიციალური დაზეპირებული სიტყვები ჩვეულებრივ ჩამოარაკრაკა და კითხვით თორნიკესთან გადავიდა, მისგან დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ კი პატარძალს მიადგა.
-თანახმა ხართ თუ არა... - ლინდას მეტი სიტყვები არ გაუგია. მთელი ყურადღება სტუმრებს შორის მდგარი ქალისაკენ ჰქონდა გადატანილი. ეკა როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო, მაგრამ ამ ყველაფერს მისთვის ხასიათი წაეხდინა და ცერემონიას ცრემლმორეული ადევნებდა თვალს. ლინდასგან პასუხი რომ ვერ მოისმინა რეგისტრატორმა კითხვა ისევ გაიმეორა.
გოგონამ კი კმაყოფილი სახით ჩაიღიმა და განაცხადა:
-თანახმა ვარ!



№1  offline წევრი just girl

Tornikes tu martla uyvars codoa am gogos xelshi...

 


№2 სტუმარი oliko

Ar momwons es Linda raa vatyob wingvelis sakmaod kargi ambebi axla iwyeba . Yvelaperi . ea gogo an moashore an gamoaswore magram ar Minda lindastan iyos.

Veli shemdeg tavs. Dzaan kargi istoriaa DA gtxov ar shewyvito DA arc daagvianoo warmatebebi <3.

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

just girl
Tornikes tu martla uyvars codoa am gogos xelshi...


თორნიკეს მართლა უყვარს ეს ჩვენი ლინდა და ბოლომდე ენდობა :( მაგრამ ამის მიუხედავად არ გეგონოთ რომ თორნიკე ვინმეს თავს დააჩაგვრინებს. გმადლობ რომ კითხულობ.. ))

oliko
Ar momwons es Linda raa vatyob wingvelis sakmaod kargi ambebi axla iwyeba . Yvelaperi . ea gogo an moashore an gamoaswore magram ar Minda lindastan iyos.

Veli shemdeg tavs. Dzaan kargi istoriaa DA gtxov ar shewyvito DA arc daagvianoo warmatebebi <3.


დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤
მართალი ხარ, ახლა იწყება საინტერესო ამბები. შეწყვეტას არ ვაპირებ, ბოლო თავის წერაც უკვე დავამთავრე. დღეს იქნება მომდევნო))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent