არანორმალური(სრულად)
- ნინ შეგიძლია გადმომირეკო ? უკვე მემილიარდჯერ გირეკავ ! იცოდე თუ კვლავ გძინავს და ამიტომ არ პასუხობ ჩემს ზარებს დღეს სახლში მოგივარდები და ფეხებით დაგკიდებ ! - განრისხებულმა ანამ ტელეფონი გათიშა, ჩანთაში ჩაიგდო და მასთან ახლოს მდებარე ბარში შევიდა. დახლთან მივიდა,სკამზე ჩამოჯდა და ბარმენის მოლოდინში უკმაყოფილოდ ფეხი ფეხზე გადაიდო. როდესაც ბარმენი გამოჩნდა ანამ გაკვირვება ვერ დამალა. - ის დაბალი წითური,სასაცილო ბიჭი სად არის ? - ვწუხვარ თუ იმედები გაგიცრუვდათ მაგრამ ლი გუშინ კლიენტთან უთანხმოების გამო სამსახურიდან გაუშვეს. - არა იმედები არ გამცურებია ! - ეშმაკურად ჩაიცინა და ბარმენი აათვალიერა,რაზეც ბიჭი უცნაურად შეიშმუშნა - კაი ვხუმრობ ! - უცნაური იუმორის გრძნობა გქონია. - თავისთვის ჩაიბურტყუნა ბარმენმა და ფინჯნების წმენდა განაგრძო.ანამარია მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.როდესაც ბარმენმა მისი გაურკვეველი მზერა შეამჩნია მხრები აიჩეჩა და თავი კითხვის ნიშნით გააქნია - იქნებ მკითხო რას დავლევ ? - ბარმენი თითქოს აზრზე მოეგოო ჭიქები იქვე მიალაგა და დახლს დაეყრდნო - ღმერთო ჩემო ტეკილა დამისხი რას დაყუდებულხარ ! აშკარად ლი უკეთესი ტიპი იყო... - ჩაილაპარაკა თავისთვის რაზეც ბარმენმა ტუჩის კუთხე ჩატეხა. - ახლა დამცინი კიდეც არა ? სასაცილოა ხო გაბრაზებული გოგოს ყურება ! - ნამდვილად ! - ჩაიცინა ბარმენმა - თავხედი ! - თავხედი კიდევ მე ვარ? მოხვედი,არც კი მიცნობ და მლანძღავ. - კარგი მაშინ გაგიცნობ და მერე გაგლანძღავ, მოსულა? - ცდილობდა ირონიული ყოფილიყო თუმცა კარგად არ გამოსდიოდა - თავქარიანი ხარ იცი? - კი ხშირად მეუბნებიან. - მეთიუ მქვია. - აჰა.. - ერთ წუთიანი დუმილის შემდეგ მოთმინება დაკარგულმა ანამ შეუბღვირა - და შენ არ მკითხავ მე რა მქვია ? - რატომ უნდა გკითხო ? - იმიტომ რომ გოგო ვარ, თან უშნოც არ ვარ ! - სევდიანად ჩაილაპარაკა რაზეც მეთიუს გაეღიმა. დახლს ხელებით დაეყრდნო და თვალებში ჩააშტერდა - გინდა რომ გკითხო ? - რამოდენიმე წამი ანამ დაჰიპნოზებული უყურებდა შემდეგ კი დაჰიპნოზებული სახე განრისხებული სახით შეეცვალა - ნუ მეფლირტავები ! - ეს თავად მთხოვე. - სულაც არა ! საერთოდ არ მითქვამს და მითუმეტეს მითხოვია მეფლირტავეთქო. - ტელეფონის ზარმა ანას ყურადღება გადაატანინა ჩანთაში ქექიალის შემდეგ ძლივს იპოვა ტელეფონი.მეთიუს გახედა რომელიც თავის საქმეს შესდგომოდა და ყურადღებას აღარ აქცევდა - ალილუია სად გდიხარ ამდენ ხანს ? *აუ ანა რა გინდა რა ხოიცი ამ დროს მძინავს შე ქალო ღამის პირველი საათია !* - შენ მგონი ძილის დროს საწოლიდან გადმოვარდი და თავი რამეს დაარტყი, რა პირველი საათი თორმეტი ახლა ხდება *რა მნიშვნელობა აქვს დიდი შეღავათი მაინც გვიანია, რა ჯანდაბისთვის და დოზანისთვის გამაღვიძე?!* - აუუ გოგო შოკი ამბავი მაქვს ! *დაფრქვი* - ასე მარტივად ვერ ეღირსები, ჩვენს ბარში მოდი და გეტყვი ყველაფერს *ოო მეზარება თუ ამბობ თქვი რო ძილი გავაგრძელო* - შვილო შემომაკვდები მოეთრიე დროზე ! *ნწ,მეზარება წავედი აბა ჰეე* - არადა როგორ დაგაინტერესებდა შენს ბიჭს ეხება *ერმ... რათქვი სად ვარო?* - მის კითხვაზე ანამ გულიანად გადაიხარხარა რაზეც მეთიუ და იქვე არსებული ადამიანი შეხტა.მათი მზერა რომ დაიჭირა ტელეფონს ხელი მიადო და უთხრა - რა იყოთ არ შეიძლება დაქალის უტვინობაზე გავიცინო? თუ თქვენ შეგეკითხოთ თქვენს საქმეს მიხედეთ ! *ჰმ.... უტვინო ხო?! კაი აღარ მოვდივარ* - კაი ხო გატყუებ ერთი ბიჭი გავიცანი სიმპაწიური ხოდა უნდა გაგაცნო მგონი ბედი გამეხსნა. *კაი მოვდივარ* - მეთიუუუ - დამტკბარი ხმით მიუბრუნდა ბარმენს რომელიც უცნაურად უყურებდა. ხელები სახეზე შემოეწყო და მათზე დაყრდნობოდა. - კიდევ დალევ ერთ ჭიქას? - როგორი კარგი ბიჭი ხარ - მეთიუმ ელდადარტყმულივით შეხედა მიუახლოვდა და შუბლზე ხელი მიადო. - სიცხე არ მაქვს აფერისტობამ შემომიტია, იტოკში ერთი დაქალი მყავს და უნდა გაგირიგო რა ეხლა მოვა აქ და - მაპატიეთ მაგრამ მგონი ჯობია ექიმს გაესინჯოთ. - კაი რაიყო ერთი გოგო არ გინდა ? ასეთი უჟმური რო ხარ ერთი უშნო მხიარული გოგო მოგიხდებოდა,რომელსაც ძილი ეზიზღება და სუ აქეთ-იქით დაეხეტება ოღონდ ძილი არუხსენო და თუგინდა მთელი დღე არმივა სახლში. მარია ჰქვია ♥ - და ვის მირიგებ ? შენი სახელი შემახსენე. - როგორც იქნა დაგაინტერესა ჩემმა სახელმა ანა მქვია. - მისმინე ანა,კარგი იქნება თუ აღარ დალევ და სახლში წახვალ ცოტას დაისვენებ, გამოძინება გჭირდება. - თუ კიდევ დამისხამ ერთ ჭიქას ან ორ ჭიქას მაშინ წავალ. - არამგონია ეს კარგი იდეა იყოს. - დამისხი რა თორემ შენს უფროსთან შევალ და ვეტყვი რომ შენს სამსახურს არ ასრულებ. - კარგი მხოლოდ ერთი ჭიქა. - თავი დავუქნიე და ტელეფონს ვუპასუხე *გოგო ჩემები ჩამოვიდნენ და ვეღარ წამოვალ აუუუ ახლა ამათი ნერვები მაქვს ?! თბილისში რო წახვედი და სულ აქეთ იქით რომ დადიხარ ფოტოებს რატო არ ალაგებ ფაცებოკზეო და აღარ შემიძლია ნუ ნეტავ იცოდე ახლა როგორ მინდა აქედან გამოქცევა* - კაი ნინ არ ინერვიულო მოვახერხებ რამეს,მიყვარხარ. *რამდენი დალიე?* - ხუთი ჭიქა და ჩემი სიმპაწიური ბიჭი მეექვსესაც მისხამს - ჩუმად ჩაიბურტყუნა და თვითონვე გაეცინა *ბარმენი მოგეწონა შე იდიოტო? ეგ ლი რა ჯანდაბამ მოგაწონა წავედი რა, რას იზამ შენ* - ტაქსს გავყვები ალბათ აუ ნინ რა შენ ხარ ჩემი თავის ტკივილი რა დროს მშობლები იყვნენ ჩანთაში ორი ლარი მიგდია მარტო ხო იცი რა გაღლეტილი ვარ და სადაც ვმუშაობ ასეთი ახალგაზრდა ამ სამსახურს რატომ უნდა ვეწირებოდე მხოლოდ 20 წლის ვარ და ჟურნალისტი უნდა ვიყო უკვე რათ მინდოდა განათლება თუ ესეთი სამსახური უნდა მქონოდა დღეში 10 ლარი მაქვს ხელფასი და ზუსტად ათი საათი ვმუშაობ *ნუ წუწუნებ შენს თავს დააბრალე,რა გინდა სასახლეში კი გიწევს მთელი დღე მუშაობა* - კაი წავედი გაკოცე. - დარწმუნებული ხარ რომ ამ ერთის დალევაც გინდა ? - უარის ნიშნად თავი გააქნია - უნდა წავიდე უკვე გვიანია,თან მეძინება ხვალ კი ადრე უნდა ავდგე. - თავისთვის ჩაიბურტყუნა და წამოდგა თუმცა თავბრუ დაესხა და დახლს დაეყრდნო. წამით შეჩერდა და შუბლი მოისრისა. - კრის ვერ შემცვლი? უნდა გავიდე. - ბიჭმა თავი დაუქნია და ხელით ანიშნა წადიო. მეთიუმ მანქანის გასაღები აიღო და დახლიდან გამოძვრა.ანამ ნაბიჯი გადაგა და წაბორძიკებისას მეთიუმ ხელი შეაშველა - არ უნდა დაგელია ამდენი,სრულწლოვანი მაინც თუ ხარ - რა.. არ მეტყობა რო სრულ.წლოვანი ვარ ? - მეთიუს გაეღიმა და თავი გააქნია - ოდესმე იცინით ბატონო ბარმენო? - წამოდი წავიდეთ. - მეთიუმ გასასვლელისკენ უბიძგა,ანაც მორჩილი ბავშვივით დაემორჩილა.როდესაც გარეთ გამოვიდნენ ანას სუფთა ჰაერი ესიამოვნა და ცოტა გააკანკალა.მეთიუმ ანა მანქანამდე მიიყვანა და კარი გაუღო. - რა გარანტია მაქვს რომ ჩემს მოტაცებას და მერე ჩემს ხევში გადაგდებას არ აპირებ? - წუწუნით თქვა ანამ და მანქანაში ჩანჯდა. - კარგი ფანტაზიის უნარი გქონია. - მანქანის მეორე მხარეს მოთავსდა და ძრავა დაქოქა - შენს მანქანაში ძალიან ცივა. - ჩურჩულით თქვა და მხრებზე ხელები მოისვა. მეთიუმ ამოიოხრა და უკანა სავარძლიდან ჟაკეტი გადმოიღო და მანქანა ადგილიდან დაძრა.ანამ ჟაკეტი მოიცვა და თავი ფანჯარას მიადო,თვალები მილულა და ჟაკეტში ჩაძვრა.ძალიან მოსწონდა ჟაკეტის ადეკოლონის სუნი. - შენი სახლი სად არის? - ანამ მის კითხვას პასუხი არ გასცა,არ უნდოდა მის შესახებ სიმართლე გაეგო.- ანა ჩემი გესმის? - სახლი არ მაქვს..- ამოიხავლა და თვალები ფრთხილად გაახილა. - მაშინ ვისთან მიგიყვანო? - ანამ თავი მოატრიალა და მის დაბნეულ თვალებს რომ შეეჩეხა გაეღიმა.თავი კვლავ მინას მიადო და თვალები დახუჭა. - ჩემს გველთან ვრჩები ხოლმე მაგრამ დღეს მშობლები ჩამოუვიდნენ, იმ სახლში სადაც ვმუშაობ კიდევ მისვლა არ მინდა. - კარგი... ანას ალკოჰოლის ზეგავლენის გამო გზაში მალევე ჩაეძინა,რასაც ხელი კარგად შეუწყო მეთიუს ჟაკეტმა.მეთიუ მძინარე ანას ხშირად გადახედავდა ხოლმე ხომ არ გაიღვიძაო.ცოტა ხნით მანქანა გზის პირას გააჩერა და მისკენ შებრუნდა აათვალიერა და ჩაეღიმა.ქვემოდან ამოხედა და მის მძინარე სახეზე კიდევ უფრო გაეღიმა.მისი ნაკვთები და სახე საშინლად ეუცხოვა რადგან იმ გოგონებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო რომლებსაც შეხვედრია.არავის ჰქონია ასეთი ფორმის ბაგეები,გამობზეკილი ღაწვები და ხალი მარჯვენა ლოყაზე.ცოტახანს კიდევ უყურა შემდეგ კი მანქანა მის სახლთან მიიყვანა.მისი გაღვიძება არ უნდოდა თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ფრთხილად შეარხია,ეგონა გაეღვიძებოდა მაგრამ შენც არ მომიკვდე ანამ ისეთი ღრმა ძილი იცოდა ბომბი რომ დასცემოდა მაინც არ გაეღვიძებოდა.შემდეგ შეანჯღრია და როდესაც ანას ოდნავი მოძრაობაც ვერ შეამჩნია თავში ეშმაკურმა აზრმა გაუელვა.არ მოეწონა თუმცა შეიძლება ამას ემოქმედა.ასეთი ჩვევები მეთიუს არ სჩვევია თუმცა ეს ერთი ძალიან მოეწონა.რამოდენიმე წუთი ამ ფიქრმა ააცუნდრუკა რაზეც ნერვები მოეშალა,არ უყვარდა ასეთი მასხარაობები. - ღმერთო მაპატიე ამას რომ ვაკეთებ. - საწყლად თქვა და ხმა დაიბოხა და მასთან ახლოს მიიწია.წამით მისმა ალუბლის სურნელმა გააბრუა,მაგრამ მალევე შეეჩვია და გაეღიმა სამი,ორი,ერთი... - გაიღვიძეეეეეე !!!!!!! - ანა დაფეთებული წამოვარდა,რის გამოც მეთიუს შუბლი მიარტყა.ამაზე ორივემ დაიკრუსუნა. ანამ შეწუხებული სახით შუბლი დაიზილა და მეთიუს გაავებულმა გახედა. - შენ ნორმალური ხარ ?! - სხვა ვერაფრით გაგაღვიძე ! - ანუ თავს იმართლებ ?! - კი !! - ახლა გიჩვენებ მე შენ !! - ანა მისკენ გაიწია თუმცა ალკოჰოლის გამო თავბრუ დაეხვა და მეთიუს კალთაში ჩაუვარდა. - აპ,აპ,აპ ასეთები არ გვინდა ჯერ ერთი დღის გაცნობილი მყევხარ და უკვე ასე იქცევი? - გადაიხარხარა მეთიუმ,რაზეც ანა გაწითლდა და სწრაფად წამოჯდა. - მე...მე უბრალოდ..უბრ..წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ბოდიში... - კარგი გეხუმრე ამის გამო ნუ დაპატარავდები. - კვლავ გაიცინა და მანქანიდან გადავიდა - იდიოტი ! - გავიგონე - ნიშნის მოგებით თქვა და მანქანის კარი გაუღო.ანამ ჟაკეტი უკეთ მოიცვა და მანქანიდან გადმოვიდა,როდესაც ნაბიჯი გადადგა თავში საშინელი ტკივილი იგრძნო და კინაღამ დაეცა.მეთიუმ წამში აიტაცა მისი სხეული და გაუღიმა.ანამ შეუღრინა და ხელები კისერზე მოხვია. - სად ჯანდაბაში ვარ ?! - ამ ჯანდაბას სახლი ჰქვია. მეთიუმ ანა მეორე სართულზე აიყვანა და მის საწოლზე დააწვინა,პლედი გადააფარა და ფარდები ჩამოაფარა. - კარგი დაიძინე. - მოიცა შენ... შენ სად დაიძინებ? - მის კითხვაზე კვლავ გაეღიმა - რამეს მოვახერხებ,არ ინერვიულო. - ფეხწე წამოდგა და სინათლის ჩასაქრობად გაემართა - აუ არ წახვიდე რა.. - შერცხვენილმა დაიწუწუნა.რაზეც მეთიუს გაეცინა - რა? - არ წახვიდეთქო... - რატო? - გაკვირვებულმა იკითხა და ლოგინზე ჩამოჯდა. - ღამე,ბნელ ოთახში ყოფნის მეშინია თანაც მარტო. - კარგი ხო - ამოიხორა და გვერდით მიუწვა. - ახლა დაიძინე. - აუ.. - ამჯერად რა მოხდა. - ჩამეხუტე რა. - ღმერთო ატანა მომეცი ! - საწყლად თქვა და ჩაეხუტა.ანა მის მკლავებში მოთავსდა და თავი მკერდზე დაადო. - ეს ოთახი შენი სურნელითაა გაჟღენთილი. - მართლა? როგორი ჭკვიანი ხარ,ჩემი ოთახია და აბა ვისი სურნელი უნდა იყოს? - სხვადასხვა გოგოების. - რატომ - რავიცი ასეთ ბიჭს გოგოები ოხრად არ გყავს ? - სიცილით თქვა ანამ რაზეც მეთიუსაც გაეცინა - ჩემს საკუთარ სახლში არავინ მომყავს. - ანუ გამონაკლისი ვარ ? - როგორც გინდა ისე ჩათვალე,უბრალოდ ზედმეტსაც ნუ მოინდომებ. - შემარგე რა და თუ არ დამზარდები თმაზე მომეფერე. - როგორ გიძლებენ ? - მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო მიეკრო - უბრალოდ მამა ასე მეფერებოდა ხოლმე,მეტი არაფერი. - ბოდიში,ცუდად არ მიიღო მარა მამაშენს ვგავარ? - ნწ, სხვას გავხარ - ვის ბაბუაშენს ? - ნწ მერე გეტყვი,ახლა ძილი მაცადე თორემ თავი საშილად მისკდება. *** დილით უჩვეულმა ღიღინმა გამოაფხიზლა,ისეთმა აქამდე რომ მის ცხოვრებაში არ მოუსმენია.თვალები ფრთხილად გაახილა და არემარე მოათვალიერა. რამოდენიმე წამი თვალები აფახუნა და წამში წამოვარდა. ირგვლივ დაფეთებულმა მიმოიხედა და შემდეგ ზედ დაიხედა.როდესაც მისი შავი მოტკეცილი შარვალი და თეთრი მაისური შენიშნა. გვერდზე გაიხედა და გაუკვირდა როდესაც ტუმბოზე საუზმესთან ერთად მინაში მოთავსებული გვირილა დაინახა. არც უფიქრია წამებში ხელზე მწარედ იჩქმიტა რაზეც კინაღამ დაიწივლა. ისეთი მშიერი იყო ახლა რო რამე ყოფილიყო მშიერი კუჭით ბრძოლას და გაქცევას არ აპირებდა.გემრიელად მიირთვა ომლეტი და წვენი და ლანგარი ხელში აიღო კარისაკენ დაიძრა მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა და იატაკზე დაებერტყა როდესაც კარების ჩხაკუნის ხმა გაიგო მისი ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლით კარებს ამოეფარა და ლანგარი კარგად მოიმარჯვა. როდესაც კარი გაიღო და ოთახში მამაკაცი შემოვიდა წივილით მივარდა და ზურგზში მთელი ძალით ჩაარტყა.რაზეც მამაკაცმა არაამქვეყნიური ხმა გამოსცა უკან დაიხია და შეშინებულ და გააფთრებულ ანას შეჭმუხნულმა სახით შეხედა ცალი ხელი ასწია და ტკივილის მიუხედავად დამშვიდება სცადა. - ჰეი დაწყნარდი ანა, მეთიუ ვარ. - ჩემი სახელი საიდან იცი?!სად ვარ?!ვინ მეთიუ ხარ ?!ჩემი მოკვლა გაქვს განზრახული და სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვე?! აქ რას ვაკეთებ?! რატომ ვიღვიძებ ვიღაცის სახლში,ვიღაცის საწოლში რამე ხომ არ გამიკეთე ?!! - მისკენ კვლავ კივილით გაემართა და ლანგარი ჩასარტყავად მოამზადა,თუმცა მეთიუმ რეაგირება დროულად მოახერხა და ლანგარი გვერდით მოისროლა და მის ბაგეებს დაეწაფა. ანა უარესად აფართხალდა და მისი მოშორება სცადა თუმცა იცოდა რომ ამას ვერ შეძლებდა,რადგან მეთიუ მასზე გაცილებით ძლიერი იყო.წამით გაშეშდა,შემდეგ კი ხელები მთელი ძალით ჰკრა - რა ჯანდაბას აკეთებ? - იკითხა დაბნეულმა - სხვანაირად ვერ გაწყნარებდი,თანაც ჩემი მოკვლა გინდოდა ! - ბიჭო რა შენი მოკვლა მინდოდა ხო კარგად ხარ ? - კითხა გაოცებულმა რაზეც მეთიუ ორმაგად გაოცდა. - ანა აღარაფერი გახსოვს ? - მხოლოდ ის მახსოვს გუშინ ბარში რომ მეთავხედებოდი ! საერთოდ აქ რას ვაკეთებ? - გუშინ ძალიან ბევრი დალიე,წუწუნებდი სახლი არ მაქვსო და აქ მოგიყვანე წარც კი შემწინააღმდეგებულხარ. - ანას თვალები გაუფართოვდა - რა თქვი ?! - დამშვიდდი არაფერი გამიკეთებია ! - სიცილნარევი ხმით უთხრა და ხელები უარყოფის ნიშნად ასწია. - ისე გუშინ თავად ჩამივარდი კალთაში და აქეთ მე მადანაშაულებ ? - გადაწყვიტა ცოტა გართობოდა - რაზე ლაპარაკობ ?! - გუშინ ვნების მორევში მახრჩობდი დღეს კი საერთოდ ვინ ხარო მეუბნები,გულს მტკენ... - ხელი გულზე მიიდო და ნაწყენი სახით მიუბრუნდა გააფთრებულ ანას რომელსაც სადაცაა გული წაუვიდოდა. - კარგი ვხუმრობ შეგიძლია დამშვიდდე. - სიცილი აუვარდა მეთიუს - არა,რა ვამბობ რო სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა ! - რა ? - უბრალოდ შენთვის რამის ჩარტყმა მინდოდა და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,ყოჩაღ კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს ვნების მორევიო და აუცილებელი იყო გეკოცნა ? იქნება დაგეცადა რო თავშიც ჩამეტყა და მერე იმაზე ფიქრი დამეწყო სად დამემალა შენი გვამი ! - არანორმალური ხარ ! - გაცოფებულმა უთხრა - რამე ისეთი მითხარი რაც უკვე არ გითქვამს. - გიჟი ხარ ! - მგონი ეგეც მითხარი, ხო მართლა საუზმე გემრიელი იყო მადლობა - თბილად უთხრა და ოთახს თვალი მოავლო - ანუ აქ ცხოვრობ? - მეთიუმ თავი დაუქნია. - ლამაზი სახლია,კიარადა ოთახი. შეგიძლია რაიმე მომცე ? ჩემს ფეხსაცმელს შენს გამო ქუსლი მოსტყდა,მაისურს კი მგონი ტეკილა ასხია.ამდენს რომ მისხამდი გეთქვა მაინც ამდენს ნუ სვამო - ბატონო? ქუსლი მანქანიდან რო გადმოდიოდი მაშინ მოგტყდა და ბარში ასჯერ გითხარი ბევრი მოგდისთქო. - სანამ ბარში მოვიდოდი მანამდეც მქონდა დალეული,ოღონდ ცოტა თუმცა მალე ვითვრები. - კარგი ჩემს კარადაში რამე ზედა მონახე,მანამდე წავალ და რამე კედს გიყიდი, რა ზომა გაქვს? - რა რა ზომა მაქვს - გაოცებულმა ჰკითხა რაზეც მეთიუმ თვალები აატრიალა - რატომ ხარ დერთი მაინდერი? ყურს მაინც არ მიგდებ რაზე ვსაუბრობ? ფეხი რა ზომა გაქვს. - 37. - კარგი,მალე დავბრუნდები. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე. - ღმერთო იმედია გუშინ ბევრი არ მიბოდიალია და არც არაფერი დამიშავებია ! - გარდერობში შეძვრა და მისთვის საინტერესო რომ ვერაფერი ნახა თეთრი საროჩკა გამოიღო.მუხლებზე დაჯდა და საროჩკა ხელში აიღო.სახესთან მიიტანა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.გაეღიმა და თვალები დახუჭა.მალევე მოირგო ტანზე და ცალი მხარე შარვალში ჩაიტანა. სააბაზანოში რომ შევიდა კინაღამ ელდა დაეცა.მისი თმა აბურძგნული და აფუებული იყო,რაზეც გაეცინა.თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა.სახლს თვალი მოარვლო და გაეღიმა.სახლი მთლად დალაგებული არ იყო მაგრამ ეტყობოდა რომ საკმაოდ მყუდრო იყო.დივანზე მოთავსდა და ტელევიზორის ჩართვა სცადა თუმცა პულტს ვერაფერი გაუგო.წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.იქაურობა გემოვნებიანად იყო მოწყობილი,ბარისგან დიდად არც განსხვავდებოდა.როდესაც ვერაფერი გასართობი ვერ ნახა იქნებ ცოტა მივალაგოო.ამის გაფიქრებაზე თავს თავიდან გაუწყრა თუმცა ქვეცნობიერმა უთხრა რატომ უნდა გაბრაზდესო,მაინც მეტი საქმე არაფერი გაქვს რამეში მაინც გამოდექიო.ყველფაერი მსუბუქად მიალაგა და ცოტა გადაიღალა სავარძელში ჩაესვენა მეთიუს დაელოდა.15 წუთში მეთიუმ კარი შემოაღო და როდესაც შემობრუნდა ანა ფეხზე წამოხტა.მეთიუმ სახლს გაოზებული მზერა მოავლო შემდეგ კი მომღიმარ ანას შეხედა. - საჭირო არ იყო.. რატომ შეწუხდი. - ანამ მხრები აიჩეჩა და ფართოდ გაიღიმა - საქმე მაინც არაფერი მქონდა,თან ცოტა გავერთე თუ არ გესიამოვნა ბოდიში,მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო შენს პირად სივრცეს არ შევხებივარ. - მეთიუმ ანა აათვალიერა და გაუღიმა თითით პერანგზე ანიშნა და უთხრა - კარგი არჩევანია,გიხდება. - მადლობა,უი ხო კედები მიყიდე ? - თავი დაუქნია და პარკი გაუწოდა ანა სიხარულით მივიდა და პარკიდან თეთრი კედები ამოიღო. - არ ვიცოდი შენი გემოვნება,ამიტომ რაც მომეწონა ის ვიყიდე თანაც მგონი შენს ჩაცმულობას მოუხდება. - არა რასამბობ.. ძალიან ლამაზია ! შენი ნომერი მომეცი და ფულს ამ დღეებში მოგაწვდი. - ანამ ტელეფონის ძებნა დაიწყო. - საჭირო არ არის ეს საჩუქრად მიიღე. - თბილად გაუღიმა,რასაც ანას ღიმილიც მოჰყვა დაუფიქრებლად მასთან მივიდა და ჩაეხუტა.თავიდან მეთიუ გაოცდა თუმცა შემდეგ წელზე ხელები მოხვია და ისიც ჩაეხუტა. - ასეთი კარგი რატომ ხარ - ხმამაღლა გაიფიქრა ანამ რაზეც ეგრევე მოშორდა და მეთიუს კმაყოფილ,მომღიმარს სახეს თვალი აარიდა. - ბოდიში ვიღაც გამახსენდა და. - ანამ ბლუყუნი დაიწყო,რაზეც მეთიუმ წარბები შეჭმუხნა და ანას გამოაჯავრა - ჰო,ჰო როგორ არა. - ანამ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა - რა საზიზღარი ხარ. - სიცილით უთხრა და საათზე დაიხედა. - უნდა წავიდე,ალბათ ნინი ნერვიულობს. - მეც წასასვლელი ვარ, წამოდი გაგიყვან. - კარგი.. გზაში ხმა არც ერთს ამოუღია,მხოლოდ ზოგჯერ გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს.როდესაც ნინის სახლამდე მიაღწიეს მეთიუმ ძრავა გამორთო და მანქანიდან გადავიდა.ანას გაუკვირდა როდესაც მეთიუმ კარი გაუღო.მისგან ასეთ ქმედებას არ ელოდა. მანქანიდან გადმოვიდა და მეთიუს გაუღიმა. - მადლობა. ზოგადადაც მადლობა,ის რაც ჩემთვის გააკეთე ბევრი არ იზამდა ასე რომ მიხარია რომ გაგიცანი.ვისურვებდი „ურთიერთობა“ გაგვეგრძელებინა მაგრამ ჩემი საქციელის გამო არამგონია კიდევ შემოვიდე მაგ ბარში. - მომღიმარ მეთიუს რომ ხედავდა კიდევ იბნეოდა. - მოკლედ მადლობა და ნახვამდის. - ზურგი აქცია და შინისაკენ გაიწია მაგრამ მეთიუმ წელზე ხელი წაავლო და მის სხეულს ააკრა.ანას შეშინებული სახე რომ დაინახა ღიმილი ყურებამდე აუვიდა. მასთან ახლოს მივიდა და შუბლი შუბლზე მიადო ანამ თვალები მილულა,რადგან ხვდებოდა მეთიუ რის გაკეთებასაც აპირებდა. როდესაც მისმა ქმედებამ დააგვიანა ანამ თვალები გაახილა და მეთიუს თაფლისფერ თვალებს შეეჩეხა. მეთიუმ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და მის ტუჩებს დახედა,შემდეგ კი კვლავ მის თვალებს დაუბრუნდა და ხრინწიანი ხმით თქვა - მიდი,ეს ხომ ძალიან გინდა.. - ანა ხვდებოდა რომ სადაცაა მიწა ადგილიდან გამოეცლებოდა,მისი კოცნა საშინლად უნდოდა თუმცა თავს იკავებდა.მეთიუ მის მერყეობას ამჩნევდა და შესამჩნევად ეღიმებოდა - ყოველთვის სხვისგან ნუ ელოდები ქმედებას,ზოგჯერ თავადაც უნდა მოიმოქმედო რამე. - ანამ რამოდენიმე წამი ითმინა,შემდეგ კი მის ტუჩებს ნაზად შეეხო.მეთიუს ხელებმა მისი წელიდან მის სახეზე გადაინაცვლეს.კოცნა სათუთი და ფაქიზი იყო.ანას ახლა სულ არ ადარდებდა არაფერი რადგან ამ მომენტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა.ძალიან მოსწონდა მეთიუს რბილი ტუჩები,რომელსაც ვისკის გემო დაჰყვებოდა.უნდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო,თუმცა იცოდა რომ ეს ასე არ იქნებოდა. როდესაც მეთიუ მოშორდა შუბლი შუბლზე მიადო და მზერა გაუსწორა. - დარწმუნებული ხარ რომ ამ „ურთიერთობის“ გაგრძელება არ გინდა ? - ანამ მის ტუჩებს დახედა და გაიღიმა შემდეგ კვლავ ახედა და მის ბაგეებს კიდევ ერთხელ წაეტანა. - მგონი მართლა მომიხდებოდი მარია. გამარჯობა ყველას :დდ დიდი ხანია რაც საიტზე ვარ და ვკითხულობ სხვადასხვა ისტორიებს,ზოგადად წერა არ მჩვევია მაგრამ დღეს რაღაცნაირ გიჟურ ხასიათზე ვიყავი და ეს პაწაწინა მოთხრობა დავწერე.იმედია მთლად უჟასი არ იყო და ცოტა მაინც გაგახალისათ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.