ღამის სტუმარი 9
და აი ახლა როცა ბექას საცოლე მერქვა,შიშმა შემიპყრო,17წლის გოგოს წარმოდგენა არ მქონდა ეს ყველაფერი როგორ უნდა ამეხსნა მშობლებისთვის,როგორ უნდა მეკისრა ის ტვირთი რასაც ოჯახი ერქვა.... შევძლებდი კი მე მისთვის ღირსეული მეუღლე ვყოფილიყავი? შეყვარებულებისთვის ცხოვრება მშვენიერი,ლაღი და იმედის მომცემია,მაგრამ როცა ოჯახის ტვირთი მხრებზე გაწვება თითქოს ყველა გრძნობა უფასურდება.... ვიყავით კი მზად ჩვენ ოჯახის შექმნისთვის?იყო ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი რო ყველა ტკივილისთვის, ყველა კამათისა და ოჯახური პრობლემებისთვის გაგვეძო?.... არ მქონდა ამ კითხვებზე პასუხი.მჯეროდა მისი სიყვარულის,საკუთარი გრძნობების,მაგრამ შინაგანად გულს მაინც რაღაც მიღრღნიდა,ალბათ მომავალზე ფიქრი... არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში სვანეთიდანვე დავურეკე დედას და ყველაფერი ვუამბე,ცოტა კი გაბრაზდა,მაგრამ დამაიმედებელი ხმა მაინც ჰქონდა,ჩამოდით და აქ მოვიფიქრებთ ყველაფერსო. მანქანაში ისევ უკან ვიჯექით,ორივე ვდუმდით,ალბათ ისიც ჩემსავით მომავალზე ფიქრობდა,სახეზე მღელვარება აღბეჭვდოდა,შენიშნა რა ჩემი მზერა,ახლოს მოიწია და ხელები მჭიდროდ მომხვია,ორივე ჩემ მარჯვენა ხელზე გაკეთებულ ბეჭედს დავაცქერდით, მოკრძალებული მაგრამ საფირონის თვლებით გაწყობილი,იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვიდრე სხვა დანარჩენი -ახლა რა მოხდება? ბექას მშვიდად ვკითხე -შენებს უნდა ვუთხრათ -მეშინია... -წინასწარ ნუ ფიქრობ რა მოხდება -მაგრამ... -არანაირი მაგრამ,უბრალოდ მივყვეთ დინებას -უარი რო გვითხრან, ჯერ მხოლოდ 17ის ვარ... -დაგელოდები სანამ სრულწლოვანი არ გახდები -ნეტა ყველაფერი ეგეთი მარტივი იყოს -იქნება კიდეც.ისეთი მშვიდი და დამაჯერებელი ტონით საუბრობდა, ცოტა გულს მომეშვა. სოფელში დაბრუნების წამიდანვე ვიცოდი რო ყველაფერი აირეოდა,სახლში მისულს ბექას მშობლები იქ დამხვდნენ,სასადილო ოთახში შეკრებილნი ჩვენ გვიცდიდნენ.კარებში ატუზულები ვიდექით,ყველას ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს დანაშაულზე წაგვასწრეს და ჩვენ დასჯას აპირებდნენ. თვალს მარიდებდნენ,მხოლოდ დედა მიყურებდა უიმედოდ,შემეშინდა.... მისი დაკარგვის შემეშინდა,უემოციო სახით მედგა გვერდით,თითქოს გაყინულიყო,ერთ წერტილში გაშეშებულიყო.... ცივი ხელები ჰქონდა,ვცდილობდი რაც შემეძლო მაგრამ მომეჭირს მისი ხელისთვის,ვცდილობდი ის სითბო გამეყო რასაც ვგრძნობდი,გამომეფხიზლებინა......ის კი ქვასავით უმოძრაო იყო -დიდხანს აპირებთ მანდ დგომას? ბებიას მკაცრმა ხმამ გამომაფხიზლა ძლივს გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი,ბექაც უკან მომყვა,ოთახში დაძაბულობა იმაზე მეტად იგრძნობოდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი,ბექას მშობლებიც გაოცებულები ჩანდნენ შვილის საქციელით,ჩემებზე რო აღარაფერი ვთქვათ....მამას სიბრაზისგან სახე გასწითლდებოდა, დედას მღელვარებისგან ფერი დაეკარგა,ბებია კი.... აი მისი სახე,ისეთი ზიზღნარევი მზერა ჰქონდა,უკმაყოფილებას არც მალავდა,აქამდეც დიდად არ ვუყვარდი,მაგრამ ახლა უფრო ამჟღავნებდა ამას ვიდრე მანამდე -რამე ხო არ გაქვთ სათქმელი? მამამ დაიწყო საუბარი,ხმა ადრინდელზე უფრო გამკაცრებოდა. ორივე ვდუმდით,არაფერი გვქონდა სათქმელი, ისედაც იცოდნენ რაც ხდებოდა -ბექა! მამამისმა დაუყვირა მისი ხმის გაგონებაზე გული მე შემეკუმშა,ისევ მაგრად მოვუჭირე ხელზე -ბექა აცნობიერებ რომ ჯერ ისევ ბავშვია? დედამისი უფრო მშვიდი ხმით ალაპარაკდა -ვაცნობიერებ და დაველოდები სანამ გაიზრდება.მდუმარემ მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა -მე არ ვარ ამ ურთიერთობის მომხრე!ახლა მამაჩემი ჩაერთო საუბარში -არც მე ვარ მომხრე.არც ბექას მამა ჩამორჩენია,ისეთი სახით გადახედეს ერთმანეთს...... -რამე მოხდა თქვენ შორის?ბებიამ ეჭვისთვალით გამოგვხედა,ზუსტად მივხვდი რაც იგულისხმა -არა! გაოცებისგან შევკივლე,როგორ შეეძლო ამის კითხვა მამაჩემის თანდასწრებით?.... ნუთუ თავმოყვარეობა აღარ შერჩენოდა,ნუთუ ასე ურცხვად შეეძლო ჩირქი მოეცხო ჩემი პატიოსნებისთვის....... გაგიჟებულმა დედას გადავხედე რომელსაც თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა,მივხვდი რო იმ წამს მხოლოდ მას ესმოდა ჩემი...თვალებით ვემუდარებოდი რამე ეშველა,მაგრამ ამაოდ, არაფრის გაკეთება არ შეეძო. ჩვენი სიყვარული კლანჭებით თვითონ უნდა დამეცვა,არ უნდა მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის მისი დანგრევის უფლება -ჩვენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვთ,ორივემ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ამიტომ დროა შეეგუოთ,იმას რაც გარდაუვალია.სიმამაცე მოვიკრიბე და ვცადე მღელვარების მიუხედავად მკაცრად მეთქვა -ჯერ ისევ ბავშვი თუ ხვდები რას ლაპარაკობ? მამას ხმამ შიშის ზარი დამცა,მაგრამ დანებების უფლება არ მქონდა -შენ არჩევანი უკვე გააკეთე და ცხოვრების თანამგზავრი აირჩიე,მე რატო არ მაძლევ უფლებას იგივე გავაკეთო? -არასრულწლოვანი ხარ! -ვიცი,3თვეში 18გავხდები -ჯერ ისევ ჩამოუყლიბებელი ხარ,ახლა იწყებ ყველაფერს და გინდა ცხოვრების სურთულეები ასეთი პატარა ასაკიდანვე გამოცადო!ბებიამ შემომიტია -წინააღმდეგნი ვართ და მორჩა!მამამ თავის საბოლოო სიტყვა თქვა აღარავინ მეკითხებოდა მე რა მინდოდა.... ბექაც დუმდა,თვალები ძირს დაეხარა და რაღაცაზე ჩაფიქრებულს ნერვიულად ხელები უკანკალებდა,ცრემლები მომეძალა,გული ყელში მომებჯინა,მინდოდა მეკივლა... ხო ზუსტად, მეკივლა რო მოზღვავებული ენერგიისგან განვთავისუფლებულიყავი,მინდოდა მეჩხუბა.... მინდოდა საკუთარი თავი და ბექა დამეცვა,გადამერჩინა ჩვენი ურთიერთობა,ქორწინებაზე აღარც ვფიქრობდი, მხოლოდ ურთიერთობის შენარჩუნება მინდოდა,რომელიც აგვიკრძალეს,მაგრამ ნათქვამია აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო.... ხოდა მეც მინდოდა მისი დაგემოვნება,მის გვერდით ყოფნა მინდოდა. ცხოვრებაში პირველად ვიგემე იმედ გაცრუება,თავს საშინლად მარტო ვგრძნობდი,ბექაზე ვბრაზობდი რომელიც ჩუმად იდგა,მისი დუმილი შინაგანად უფრო მანგრევდა ვიდრე უფროსების წინააღმდეგობა,ველოდი როდის ამოიღებდა ხმას,მაგრამ ამაოდ.... ისევ დუმდა -ბექა არაფერს იტყვი? ხმა მიკანკალებდა,სახეზე ცივი და უემოციო გამომეტყველება ჰქონდა -გთხოვ ბექა რამე მაინც მითხარი. ახლა უკვე სასოწარკვეთილებისგან ცრემლები მომდიოდა. ოთახში შეკრებილნი ჩვენ გვიყურებდნენ,ცივი და პირქუში სახეები მზარავდა,მხოლოდ დედა იყო ერთადერთი ადამიანი ვინც მითანაგრძნობდა,თავჩაღუნული ჩუმად ქვითინებდა... სული შემეხუთა,ყველაფერი დატრიალდა გონებაში,მუხლები მომეკვეთა და ვიგრძენი როგორ მძიმედ დავეცი იატაკზე,დედას განწირული კივილი და ბექას შეშინებული მზერა მახსოვს. წარმოდგენა არ მაქვს რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ,გონზე მოსულს დედას ცრემლიანი თვალები მახსოვს,ბუნდოვნად ვხედავდი საკუთარი ოთახის ჭერს,კარებთან მამაკაცის სილუეტი დავლანდე -ბექა... დავიჩურჩულე,სილუეტი არ განძრეულა,ვცადე უკეთ დამენახა, მაგრამ ლოგინიდან ვერ წამოვდექი -თავს ძალას ნუ დაატან. დედას ნამტირალევი ხმა ყრუდ ჩამესმა -რა მოხდა? -გონება დაკარგე -ეგ ვიცი... მაგის მერე... რა მოხდა? ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს წარმოვთქვი სიტყვები, დედამ არ მიპასუხა,ისევ კარებისკენ გავიხედე და ამ ჯერად წამოვიწიე,მამა იდგა, ისევ პირქუში სახით მიყურებდა -სად არის ბექა? -უმჯობესია დაივიწყო. -რას ქვია დავივიწყო? ვერც გავიაზრე მამას სიტყვები -წავიდა.... -რას ნიშნავს წავიდა?.... სად წავიდა? დედას საწყალი სახით შევხედე, ისევ ატირდა ნატა -ამიხსნით ვინმე რა ხდება? კივილი მოვრთე და ფეხზე წამოვხტი -შენზე უარი თქვა. -ტყუილია.... მტკნარი სიცრუეა..... სად არის? მამას გიჟივით მივვარდი -წავიდა ნანიკო..... წავიდა! -რა უთხარი? ასეთი რა უთხარით?...... არა არ წავიდოდა, თქვენ აიძულეთ!ერთიანად წამომახურა,მთელ სხეულში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, ჩემ და უნებურად ცრემლები ღაპა-ღუპით წამომივიდა -თავი ხელში აიყვანე! -გამიშვი... უნდა ვნახო,დაველაპარაკო.კარებში მდგომს ვეხვეწებოდი,ის კი ისე ჯიუტად იდგა,არც კი შეტოკებულა -მხოლოდ დაველაპარაკები.... გთხოვ. -გაუშვი! ბებიაჩემის მბრძანებლური ტონი მომხვდა ყურში -გაუშვი და ნახოს..... გაიგს თავის ყურით რო ყველაფერი დასრულდა "ყველაფერი დასრულდა" ტყვიასავით მომხვდა გულში ეს სიტყვები,პირველ სართულზე ძლივს ჩავედი,სახლის კარები გამოვაღე და ცხელი ჰაერის ტალღა სახეზე მომხვედრის შემდეგ ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული,ფეხები აღარ მემორჩილებოდა,ეზოში გამოსულმა იქაურობას თვალი მომავლე,ისე თავმომწონედ გაეშალა ვარდებს კვირტები,მედიდურად მიცქერდნენ ზემოდან, ყველაფერი ყვაოდა.... მხოლოდ მე ვიყავი შინაგანად დამჭკნარი, დამწვარი და დაფერფლილი.... მაია დეიდას ეზო სწრაფად გადავჭერი და კარებზე მთელი ძალით დავაკაკუნე,როგორც იმ დღეს პირველად რო მივუვარდი ბექას სახლში.... როგორ ტკბილად მომაგონდა ის წამები,ახლა კი..... ოჰ ღმერთო! ვინ იფიქრებდა რო ყველაფერი ასე იქნებოდა კარი დემეტრემ გამიღო,დამინახა რა სახეზე მწუხარება გამოესახა,მოურიდებლად ავუქციე გვერდი და მეორე სართულისკენ გავიქეცი, ვიცოდი სადაც იქნებოდა,აივნისკენ მშვიდად წავედი,როგორც მაშინ.... კარებთან შევჩერდი,ღრმად ჩავისუნთქე და იმ იმედით გავედი რო იქ იქნებოდა... -ვწუხვარ,მაგრამ..... დემეტრეს ხმა მომესმა ზურგს უკნიდან -სად არის?!არ მიპასუხა კითხვაზე,თავი დაღუნა -მისი ოთახი რომელია? დემეტრე ნელა გაუყვა მეორე სართულზე გრძელ დერეფანს, მის ბოლოს მარცხენა მხარეს,მუქ ყავისფერ კარზე მანიშნა და თვითონვე გამიღო. შესვლას ვყოყმანობდი,დემეტრემ მარტო დამტოვა და დრო მომცა გამბედაობის მოსაკრებად, ნელა შევედი,ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,თვალი მოვავლე დაცარიელებულ ოთახს.... მართლა წასულიყო.... დიახ წასულიყო......... დაუმშვიდობებლად წასულიყო....და აი უკვე ნახევრად მკვდარი ლოგინზე დადებულ შავ მაისურსა და თეთრ ფურცელს მივაშტერდი,დაუკითხავად ავიღე, რატომღაც ჩემად ჩავთვალე და არც შემცდარვარ -"გახსოვდეს სადაც სიბნელეა იქ შეიძლება სინათლეც იყოს!" მუხლებზე დამხობილი მწარედ ვქვითინებდი...... წყვდიადში მყოფს სინათლე აღარსად მეგულებოდა,ახლა კი საშინელი სიცხადით ვგრძნობდი ტკივილსა და სიცარიელეს. ჩემ ტირილის ხმაზე დემეტრე ამოვიდა,თავიდან განაბული იდგა ჩემ უკან,მერე ჩემსავით მუხლებზე დაემხო და ჩამეხუტა,სცადა ჩემი დამშვიდება,მაგრამ იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი,არაფერი გამოუვიდა -გთხოვ მითხარი რო არ წასულა.... მითხარი რო კოშმარში ვარ,ძალიან გთხოვ რამით დამეხმარე -ნეტავ შემეძლოს..... -თავის ნებით არ წავიდოდა.... ვიცი, ვიცი არ დამტოვებდა აქ მარტოს, სად წავიდა? ეგ მაინც მითხარი გთხოვ. დუმდა დემეტრე,სასტიკად დუმდა..... როგორ მეზიზღებოდა ეს დუმილი სული შემეხუთა იქაურობას სასწრაფოდ უნდა გავცლოდი,დემეტრეს ხელები მოვიშორე და გამოვიქეცი, გულზე მჭიდროდ მიმეკრა მისი მაისური, ცრემლები მოვიწმინდე და სახლში ავედი -შენ თვთონვე ხო ნახე რო წავიდა. ბებიაჩემმა კარებშივე შემაგება სიტყვა -თავის ნებით არ წავიდოდა...... რა უთახარით?! ასეთი რა უთხარით? გამწარებული იმხელაზე ვყვიროდი მთელ სახლში ისმოდა -როგორ ელაპარაკები ბებიაშენს! მამაჩემმაც არ დააყოვნა -როგორ ველაპარაკები?... და როგორ უნდა ველაპარაკო ადამიანს რომელსაც ჩემი უბედურება უფრო ახარებს ვიდრე ბედნიერება, რომელსაც არასდროს არ ვყვარებივარ და დარწმუნებული ვარ მისი ოინ.... სიტყვის დამთავრება ვერ შევძელი,მწარედ მომხვდა მისი ხელი სახეში....... განა მეტკინა? არა...მე გული უფრო მტკიოდა ვიდრე სილა გაწნილი ლოყა უსიტყოდ ავირბინე კიბეები,ოთახში ჩავიკეტე და აბაზანაში ცხელი წყლის ქვეშ ემოციების გასაქანი მივეცი,იმ მომენტში ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა.... ალბათ დილამდე აბაზანაში ვიქნებოდი რო არა დედაჩემი,ხვეწნა-მუდარით გამომიყვანა იქიდან,ემოციებისგან დაცლილსა და ამ ყველაფრით შოკირებულს მხოლოდ ძილი თუ მიშველიდა,მთლიანად სველს დედაჩემი ტირილით მამშრალებდა,ტანსაცმელი მექანიკურად ჩავიცვი,ბექას შავი მაისური გადავიცვი და ლოგინში გულაღმა დავწექი. -ვწუხვარ დედა.... ძალიან ვწუხვარ,ნეტა რამე შემძებოდა.ნატა ისევ ქვითინებდა -არა თავის ნებით არ წასულა.... -ვიცი დედა და სწორედ მაგიტო ვწუხვარ.... -დაბრუნდება,მე მჯერა რო დაბრუნდება.... აგე ნახე დე აუცილებლად დაბრუნდება -არ ვიცი... უიმედომ ხელები მომხვია და გვერდით მომიწვა მარჯვენა ხელზე ისევ მეკეთა ნიშნობის ბეჭედი,მხოლოდ ეს-ღა დამრჩენოდა მისგან -დედა ყველაფერი ასეთი რთული რატოა? -ცხოვრება ყოველთვის სირთულეებით სავსე -რატო არ გვაქვს უფლება მასთან ვიყოთ ვინც გვიყვარს? -თქვენ შემთხვევაში,ორივე უფროსების შეცდომის მსხვერპლნი ხართ -ვერ მივხვდი რა შეცდომაზე საუბრობ -გრძელი ამბავია,კარგად არც მახსოვს... -გთხოვ დედა მომიყევი, მინდა ვიცოდე რა გვიშლის ხელ ერთად ყოფნაში -მამაშენსა და კოტეს(ბექას მამა)შორის უთანხმოება.... -რა უთანხმოება დედა?..... რაზე ლაპარაკობ? -ბიზნესის საქმეა ნანიკო -და საკუთარი ბიზნესის გამო ჩვენ გვიკრძალავენ ერთად ყოფნას? -სამწუხაროდ კი... არ მესმოდა მე ეს ყველაფერი, ვერ ვხვდებოდი და ვერ ვიაზრებდი როგორ შეეძოთ ადამიანებს ასე უმოწყალოდ გაემეტებინათ ტანჯვისთვის შვილები.....ვისჯებოდით მათი ახირებებისა და ჩვენი გრძნობების გამო.... იმ მგრნობების გამო რომელიც ყველა ადამიანისთვის გასაგები იყო, მაგრამ არა იმდენად რო სხვისი გრძნობებისთვის პატივი ეცათ..... *** ვგრძნობდი როგორ მიჭირდა ბექას გარეშე,როგორ მენატრებოდა,ცარიელსა და უსიცოცხლოს სოფელში გაჩერება აღარ შემეძლო, ყველა დეტალი მის თავს მახსენებდა,ბებიაჩემის დანახვა აღარ მინდოდა,რამდენიმე დღეში ქალაქში დავბრუნდი იმ იმედით რო ცოტა უკეთ ვიგრძნობდი თავს,მაგრამ ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობდი უიმისობას..... არც ის ვიცოდი სად იყო,არავინ მეუბნებოდა მის ამბავს,დედაც კი თავს იკავებდა რამის მოყოლისგან, ცდილობდა ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა, მთელი დღე ხან რას გამოძებნიდა რო გაგვეკეთებინა ხან რას.... მაგრამ ღამე მარტო დარჩენილს მაინც მომეძალებოდა ემოციები. საშინელი დეპრესია მქონდა,აღარაფერი და აღარავინ მინდოდა, ანუშკა მეხვეწებოდა სახლიდან გარეთ გავსულიყავი,მაგრამ მტკიცე უარზე ვიყავი.... სკოლაც დაიწყო,აბიტურიენტს არ მქონდა არაფრის დრო,ვცდილობდი ბევრი არ მეფიქრა მომხდარის შესახებ..... განა მისი დავიწყება მინდოდა? არა... არასდროს,ახლა ჩემგან უფრო შორს მყოფი უფრო ძლიერად და წრფელად მიყვარდა! ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა,მე კი ისე უხალისოდ ვიყავი,არადა ყოველთვის ვგიჟდებოდი ამ დღეზე,მოუთმენლად ველოდი 18ნოემბერს, ახლა კი ჩვეულებრივი დღე იყო,შემოდგომის ცივი და წვიმიანი დღე.... არაფრით გამორჩეული,მეცადინეობები მქონა, ბიოლოგიაზე ზედმეტად ჩაფიქრებული ვიჯექი,არ გამოპარვია მასწავლებელს,7ე კლასიდან მიცნობდა,დედას ახლო მეგობარი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მასწავლებელი იყო, ამიტომ მეცადინეობის დასრულების მერე ცოტახნით დამტოვა -წელს რაღაც ვერ გცნობ ნანუკა( ნანუკას მოფერებით მეძახდა) -ვერც მე ვცნობ საკუთარ თავს თაკო დეიდა (დეიდათი მივმართავდი) -რამე მოხდა? -ძალიან ბევრი რამ.... -გინა ვისაუბროთ? -ახლა არა -კარგი მაშინ როცა მოგინდება.თბილად მითხრა და ხელხე ხელი დამადო თანაგრძნობის ნიშნად,ჩემი ბეჭედი მოხვდა თვალში,ლამაზიაო მითხრა,მეც დავეთანხმე და სწრაფად წამოვედი წვიმაში ისევ მარტო მივაბიჯებდი... ისევ ისეთი მარტოსული ვიყავი.... სახლში მისვლას ზედმეტად ვაგვიანებდი.... ვსეირნობდი,თითქოს ისევ ის ნანიკო ვიყავი,უწინდელი ნანიკო სანამ ბექას გავიცნობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩაფიქრებული მივაბიჯებდი სველ ასფალტზე. ჩემი დაბადების დღე რო იყო სულ გადამავიწყდა,დედას რო არ დაერეკა და სახლში სწრაფად დაბრუნება არ ეთხოვა არც გამახსენდებოდა. შინ მისულს დედა აფორიაქებული დამხვდა,სწრაფად გამზადება მთხოვა, როგორც თვითონ მითხრაჩემთვის მეტად მნიშვნელოვან ადგილას უნდა წავეყვანე.საზეიმო განწყობა ნამდვილად არ მქონდა,მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებული შავი მაისური მეცვა, რომელსაც მართლა განსაკუთრეული დღისთვის ვინახავდი. დედამ თავის საყვარელ კაფეში მიმიყვანა, მყუდრო ადგილი იყო ქალაქის ცენტრში. -აქ რა გვინდა? გამიკვირდა -სიურპრიზი მაქვს... -დედა სიურპრიზები არ მიყვარს, მერამდენედ გითხრა? -ო კარგი, კარგი... შევიდეთ. მხიარული ხმა ჰქონდა, მე კი მაინც მოწყენილი ვიყავი ჩაბნელებულიყო მთლი კაფე, შემეშინდა ფეხი არაფრისთვის წამომეკრა ამიტომ მობილურით გავანათე იქაურობა,იატაკზე ბრჭყვიალა ფურცლები ეყარა,რამდენიმე ბუშტსაც მოვკარი თვალი მერე კი დენიც აანთეს და სამეგობროს ომახიანად ყვიროდა "გილოცავ"-ს ნამდვილად არ ველოდი.....გამეხარდა,ამდენი ხნის მერე ძლივს გამეხარდა რაღაც მაინც. დედა თურმე ჩუმად გეგმავდა ყველაფერს, ანუშკაც როგორც ყოველთვის მასთან ერთად მოქმედებდა, თომას ისევ ისე უციმციმებდა თვალები, ყველაზე მეტად მისი დანახვა გამეხარდა, კლასიდან და უბნიდან რამდენიმე ბავშვი და სულ 15ადამიანი აღვნიშნავდით ჩემ მეთვარამეტე დაბადების დღეს. -ტორტზე სანთლების ჩაქრობის დროც მოვიდა. დედას ბედნიერი ხმა ჰქონდა -სურვილი აუცილებლად ჩაიფიქრე.ანუშკამ გამაფრთილა შოკოლადის ტორტი იყო, სწორედ ისეთი როგორიც მე მიყვარდა,თვრამეტი სანთელი და ჩემი ერთ განსაკუთრებული სურვილი....მისი ნახვის სურვილი! -რა ჩაიფიქრე? სულსწრაფმა ანუშკამ მკითხა -არ გეტყვი,აღარ ამისრულდება -წინა წელს რაც ჩაიფიქრე აგისრულდა?მარიშკამ(ჩემი კლასელი) ინტერესიანი თვალები მომაპყრო -თან მერე როგორ..... ანუშკამ სიცილით უპასუხა. ზუსტი პასუხი იყო,ამისრულდა... თან მერე როგორ. იქ ჩვენ გარდა კიდე ბევრი იყვნენ,არ ვიცი რატო მაგრამ ჩვენგან მოშორებით მჯდომმა ბიჭმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.... ალბათ იმიტომ რო ბექას სასწაულად ჰგავდა,ეჭვიც მქონდა ნამდვილად ის იყო თუ სხვა? -ვის უყურებ?დედამ მშვიდად გადმომჩურჩულა -არაფერს.მორცხვად დავხარე თავი და ტორტის ჭამა გავაგრძელე ვცდილობდი სხვებისგან შეუმჩნევლად მეყურებინა იმ ბიჭისთვის,მაგრამ თვალთახედვიდან გაუჩინარდა,მისი ქურთუკი ისევ სკამზე ეკიდა, ალბათ გარეთ თუ გავიდა, მივხვდი რო საუკეთესო დრო იყო იმ ბიჭის ნახვისთვის, მინდოდა ეჭვები გამექარვებინა.ბედზე ტელეფონმაც დამირეკა,მოვიმიზეზე ხმაურია გარეთ გავალ მეთქი,არავის უეჭვია,ამიტომ თავისუფლად გამოვედი გარეთ. არც შევმცდარვარ ის ბიჭი ჩემგან ზურგ შექცევით იდგა, სიგარეტის მოსაწევად გამოსულიყო, ტელეფონს ვუპასუხე, ახლობელი იყო... მომილოცა, არც მახსოვს რა მითხრა რადგან გონებით მხოლოდ იმ ბიჭზე ვფიქრობდი, მინდოდა ახლოდან დამენახა სახეზე, ბოლოს როგორც იქნა მოიხედა.... სამწუხაროდ არ იყო ბექა,რაღაცით მართლაც ჰგავდა მაგრამ ის არ იყო. მგონი დამინახა რო ვაკვირდებოდი. -რამე მჭირს? სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები, ვერ მივხვდი მე მეკითხებოდა თუ არა, დაბნეულობისგან თვალები რამდენჯერმე დავახამხამე -გოგონა შენ გეგითხები... რამე მჭირს რო მომაშტერდი? ახლა გაეღიმა -უკაცრავად...სწრაფად წამოვიძახე -უკაცრავად? -არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვათ ჩემი საქციელი.... -უზრდელობაში? ახლა ის დაიბნა -არ უნდა მოგშტერებოდით -არაუშავს...მხრები აიჩეჩა აღარაფერი მითქვამს,უკან დავბრუნდი,ბავშვები ისევ მხიარულობდნენ,თომა და ანუშკა ერთმანეთით ტკბებოდნენ,დედას ჩემი ღიმილი ახარებდა,მე კი-მისი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ იყო კარგად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.