შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი პირველი )


23-08-2017, 21:05
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 3 454

რას გაუგებ ბედის მწერალს ?! ცისფერი კამკამა ცის მიღმა მოუწყია სასახლე . კაცს ან იქნებ ქალსაც. რას გაიგებ ?! დაგვცინიან და თავისი სურვილით გვიწყვეტენ ყველაფერს.
მამა, პატარაობაში გარდაეცვალათ. ახალგაზრდა დედა დარჩა ორი შვილის და დედამთილის ამარა. რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანდნენ. მაგრამ, გაგიკვირდებათ და მათ შორის ორი წელია სხვაობა. ხასიათებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
გვანცა პატარაობიდან ჭკვიანი ბავშვი იყო. როდესაც სულ პირველად მოევლინა ქვეყანას მაშინაც არ უტირია. პატარა ცხვირით დედიკოს სურნელი შეისუნთქა და გაიყუსა. არც შემდეგ ყოფილა ცუდი აღსაზრდელი.
აი, პატარა თანანა კი დაბადებიდან ცელქი ბავშვი იყო. ქვეყანას რომ მოევლინა სამშობიარო ბლოგი აიკლო. შემდეგ უფრო რთულად იყო საქმე. მოსიარული ბომბი იყო. ბებია ქალაბიჭას ეძახდა. თან ხელს ჩაიქნევდა ხოლმე ამისგან ქალი არ დადგებაო.
მართალია მამა არ ჰყავდათ, მაგრამ მზრუნველობას არ აკლებდნენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს ახალციხეში ბინა გაეყიდათ და თბილიში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. გოგოებს უნივერსიტეტში რომ შესძლებოდათ სწავლა. ასეც მოიქცნენ აგვისტოს დასაწყისში გაყიდეს სახლი.
ძალიან გაუჭირდათ სახლის დატოვება. თანანა, არ იმჩნევდა, არ უყვარდა გრძნობების საჯაროდ გამოხატვა. მაგრამ, გული ეფლიერთებოდა, მხოლოდ ეს სახლი აკავშირებდა მამასთან რომელიც არ ახსოვდა.
ცრემლები ძლივს შეიკავა სახლის კარი რომ გამოიკეტეს.
თბილისის ერთ-ერთ უბანში იქირავეს სახლი. საკუთარი ავეჯით მოაწყეს. გაალამაზეს და კმაყოფილები უყურებდნენ ერთმანეთს.
ბებიამ სამზარეულოდან გამოსძახთ რომ ვახშამი მზად იყო.
- მოვდივართ ბეე.. - თანანამ გასძახა და ერთად შევიდნენ.
- დედას დაველოდოთ, ალბათ მალე მოვა.
- არა, გვანცა, ჭამეთ თქვენ. დილიდან არაფერი არ გიჭამიათ. - სევდიანად ამოილაპარაკა მოხუცმა. შვილიშვილებს არაფერი აგრძნობინა.
ბებოს დაუჯერეს და მიირთვეს. სუფრაც თვითონ აალაგეს. შემდეგ კი ოთახებში დანაწილდნენ დასაძინებლად.
ორივე ფიქრებში იყვნენ წასულები, რომელთაც დედა აერთიანებდათ. დიდი ხანი გრძელდებოდა , რაც ასე უჩინარდებოდა. ისინი კი მიზეზს ვერ ხვდებოდნენ, თან ვერც ეკითხებოდნენ.
დილით ადრე გამოეღვიძათ. გაემზადნენ და ქვევით ჩავიდნენ. როგორც ყოველთვის ბებომ სუფრა გაშლილი დაახვედრათ.
- მიირთვით შვილებო, თქვენი საყვარელი ყიყლიყოვანი პურები დაგიცხვეთ. - სიყვარულით შესციცინებდათ.
- მმ, რა კარგი სუნი აქვს. - ტუჩები გააწკლაპუნა. - აუ, ბებო ხომ იცი დილაობით არაფერს ვჭამ ?! რატომ გააკეთე ეს გემრიელობები. - ტუჩები დაბრიცა.
- იმიტომაც ხარ ვერმიშელივით. საითაც დაუბერავს ქარი იქით წაგიღებს.
- იმე, კარგი ხო ერთ ცალს შევჭამ. - ხელი წაიღო ასაღებად მაგრამ გვანცამ ხელი ჩაარტყა და გააჩერა.
- გაჩერდი, დედას დაველოდოთ ხომ ჩამოვა. - შეუბღვირა.
- დედაა.. დეე.. - ყვირილი მორთო თანანომ.
- რა გაყვირებს თანანა ?! სირცხვილია გოგო. - დაუცახცანა მაყვალა ბებომ. - რაღაც უნდა გითხრათ შვილებო. - თვალის უპეები ცრემლებით აევსო, ხელები კი აუკანკალდა. უჭირდა შვილიშვილებისთვის სიმართლის თქმა და გულის ტკენა.
- რა მოხდა ბეე? - ორი მომლოდინე თვალი მიაჩრედა.
- დედათქვენი აღარ დაბრუნდება. ის თხოვდება..
- ეს რა ცუდი ხუმრობა ?! დედა გამოდი სად ხარ? იმალები ? - აქეთ-იქით გაოგნებული იყურებოდა თანანა.
- არა, შვილო თითქმის ერთი წელია რაც ურთიერთობა აქვთ. ახალგაზრდა ქალია და შეუყვარდა.
- რას ამბობ ბებო ?! - ფეხზე წამოხტა და ხელები მაგიდას დასცხო. - ახალგაზრდაა ?! - სახეზე ფერი დაეკარგა, მიტკლის ფერი დაედო. - აი, თურმე ქალბატონი რატომ იკარგებოდა ხოლმე და რატომ მოდიოდა სახლში გვიან. - ისტერიული სიცილი აუტყდა. ნერვიულობის დროს ბავშობიდან ასე ემართებოდა. - ვსო, მოკვდა ჩემთვის ეგ ქალი ! დედა აღარ მყავს ხალხო აღარ ! არასოდეს არ ვაპატიებ ამ ამაზრზენ საქციელს ! ამ სახლში მისი სახელის გაგონება აღარ მინდა ! გასაგებია ?! - დაიღრიალა და ერთი ხელის მოსმით იატაკზე დაცვივდა ჭურჭელი. სიცილს მაინც ვერ სწყვეტდა.
- გონს მოდი თანანა გონს ! - გვანცამ დაუყვირა და მხრებში სწვდა.
- გონს მოვიდე ?! - იმხელა ხმაზე დაიღრილა, პირდაპირი მნიშვნელობით სახლმა ზანზარი დაიწყო. - ასე უბრალოდ დაგვტოვა და წავიდა. არც კი გაგვხადა ღირსად, რომ რამე ეთქვა, ან აეხსნა ! - ხელები გააშვებინა. - ჩემი ცრემლების ღირსიც არ არის ! - ორივე ხელით ცდილობდა, არასასურველი ცრემლების შეშრობას. მაგრამ, ვის გაუგია ადიდებული ზღვის შეჩერება, სოფლები რომ არ წალეკოს.
- გაჩერდი, გემის გაჩერდი ! მარტო შენ არ გტკივა ! მეც განვიცდი, მეც მტკივა. მაგრამ ასე არ ვიქცევი.
შეტრიალდა და გარეთ გავარდა. თავდახრილი მიუყვებოდა ასფალტს. არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ სიარული შველოდა. ამ დროს კი ვიღაცას ძლიერ ეჯახება. ცხვირის ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა. გაცეცხლებულმა ახედა შეჯახების ობიექტს.
- წინ არ იყურები ?! ღმერთმა თვალები არ იცი რისთვის მოგცა ?! ან რა დანიშნულება დააკისრა ?! - ჯიქურად უყურებდა.
- ოჰო, ამ პატარა ბავშვს დამიხედე ! დაბლა ყურებით რამის ცხვირით ასფალტი გახვრიტე და კიდევ მე მადანაშაულებ ?! როდესაც დადიხარ წინ უნდა იყურებოდე !
- ჭკვიანო იდიოტო, შენ თუ წინ იყურებოდი იმიტომ დამეჯახე ხომ ?! - დაისისინა.
- პატარა ბავშვო, უზრდელიც ყოფილხარ ! - ირონიით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა.
- მაგ ენას ამოგაძრობ და მერე შეგაჭმევ, თუ ახლავე არ გამეცლები ! რეგვენო ! - შეუღრინა და ისე გაჰკრა ბიჭს მხარი რომ რამის თან გაიყოლა.
- ალქაჯის განსახიერება ! - გაბრაზებულმა მიაძახა.
თანანას კი ყურადღება არ მიუქცევია. გაბრაზებული და გულ დამძიმებული მიაბიჯებდა. გზად პარკი შემოხვდა და იქით წავიდა. სკამზე ჩამოჯდა და ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- გაჩერდი თანანა, გაჩერდი ! რა გატირებს ?! ვისთვის ღვრი ცრემლებს ?! იმ ქალისთვის ვინც შვილები დატოვა და წავიდა ვიღაც კაცთან ?! თან უთქმელად, არაფერი გვითხრა.. არაფერი აგვიხსნა.. რა გამოდის რომ ზედმეტ ტვირთს წარმოვადგენდით მისთვის ?! - ტირილი სლუკუნში გადაეზარდა. თითოეულ სიტყვას აყოლებდა გულს. - ვსო, გათავდა დღეიდან მისთვის აღარ ვიტირებ !
ფიქრებში წასულმა ვერ შეამჩნია, რომ მოსაღამოვდა. წამოდგა და სახლისკენ წავიდა. არ უნდოდა ბებოს მის გამო ენერვიულა. ფეხსაცმელი გაიხადა, ჩუსტები ჩაიცვა და მისაღებისკენ წავიდა. გული დაუმძიმდა ბებოს დანახვისას. თითქოს დაპატარავებულიყოვო.
- ბებიკო მოვედი მე. - რაც შეეძლო მხიარულად წარმოსთქვა. - ბებო რა ცხვირი ჩამოგტირის ? - გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა. - თუ გიყვარვარ არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ! უიმისოდაც კარგად ვიქნებით !
- ნუ ლაპარაკობ შვილო მასე, ის ხომ შენი მშობელი დედაა. მას ორივე ძალიან უყვარხართ.
- ბებო, ძალიან გთხოვ ნუ იცავ ჩემთან ! ის იმ დღიდან ჩემთვის არაფერია, როდესაც სხვასთან დაიწყო ჩუმად ურთიერთობა ! რომელი დედა იქცევა ასე, ვისაც შვილები უყვარს ?! ვსო, აღარ მინდა მასზე ლაპარაკი !
- რაღაც მინდა გითხრათ შვილო. გვანცა, მოდი დაჯექი.
- კიდევ რა მოხდა ?!
- ბავშვებო გთხოვთ არ ინერვიულოთ. - უმძიმდა ლაპარაკი, რცხვენოდა რძლის საქციელი. - სახლის დანაზოგი წაუღია. მხოლოდ ხუთასი ლარი დაუტოვია. რომელიც ერთი თვის ქირისთვის და საკვებისთვის გვეყოფა. - ცრემლები ვეღარ შეიკავა. - გული მიკვდება ასეთ მდგომარებაში რომ ხართ.
- ვაა, ვაა, ყოჩაღ ჩვენს დედიკოს ! - სარკასტულად ამოილაპარაკა. - ხედავ შენი საყვარელი დედიკო, როგორი ყოფილა ?! დაინახე მისი სახე ?! სიყვარული აგიჟებსო ადამიანსო და ხედავ მართალი ყოფილა ?! რა ქნას თავისი ბრალი ხომ არ არის.. - სიცილი აუვარდა.
- გაჩუმდი თანანა !
- გავჩუმდე ?! რატო საყვარელო დაიკო ? ტყუილს ვიძახი და ვბღალავ მის სახელს ?! - გულუბტყვილო სახით შეხედა. - ნუ ღელავ ბებო, ყველაფერი კარგად იქნება ! მე მუშაობას დავიწყებ. გვანცა კი ისწავლის უნივერსიტეტში. საქმე მოგვარებულია.
- რას ამბობ შვილო ?! შენც ხომ ჩააბარე ?
- ბებო, კაი რა, რისთვის ტირიხარ ?! - მხიარულად ამოილაპარაკა. - ჩემი ნიჭიერების ბუკეტი, სრული დაფინანსებით მოხვდა. მე კიდევ მომავალ წელს ვისწავლი, ხომ იცი სწავლა არასდროს არის დაგვიანებული.
- არა ! შენ ხომ ბავშობიდან ოცნებობდი სამხატვროზე გესწავლა და გამხდარიყავი ცნობილი მხატვარი.
- ოჰ, ნუ დაიწყე ფილოსოფობა რა.. - თვალები აატრიალა. - მაგის დრო სულ მექნება. შენ კიდევ ცნობილი იურისტი რომ გახდები, ბევრ ფულს იშოვი. - სიცილით უთხრა.
- სულ ყველაფერზე როგორ უნდა მასხრობდე გოგო ?! - კოპებ შეკრულმა შეხედა.
- დაო გაიღიმე, თორემ ნაოჭები გაგიჩნდება. ისედაც არავის უნდიხარ და მერე საერთოდ დაგვრჩები შინაბერა. - სიცილით უთხრა. - ხომ იცი როგორ მიყვარხართ ?! - ბებოს ჩაეხუტნენ ორივე მხრიდან. - კაი, მე წავედი, ძალიან მეძინება. ძილი ნებისა.
- მოიცადე სად გარბიხარ ? რამე შეგეჭამა.
- უფ, უფ, ხომ იცი ამ დროს არ ვჭამ ?! - თვალები აატრიალა.
- იმიტომაც გაქვს მარტო ბუსავით გადმოკარკლული თვალები. - სიცილით უთხრა გვანცამ.
პასუხი არ გაუცია. კიბეები აირბინა და ოთახში შეიკეტა. სააბაზანოში შევიდა, წყლის წვეთებმა ელექვით იმოქმედეს მასზე. პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.
ქუჩაში მომხდარი ინციდენტი გაახსენდა და საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა. საერთოდ არ სჩვევია ასეთი ქცევები, მითუმეტეს უცხო ადამიანთან და არაფრის გამო. ბებო, ყოველთვის ეუბნებოდა ,,რაც გინდა ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის გაიღიმე. არასდროს მოახვიო თავზე შენი განცდები არავის.’’
ხშირად უჩხუბია, მაგრამ უმიზეზოდ არასოდეს. ბოდიშიც არასდროს ჰქონია მოსახდელი. მაგრამ, ახლა ხვდებოდა თავის დანაშაულს და აპირებდა კიდეც ბოდიშის მოხდას.
დილით, ადრიანად გაეღვიძა მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა.
- დილამშვიდობისა ჭორიკანა გოგუშკებო. - სიცილით შევიდა სამზარეულოში. - ასწიე შენი ლამაზი საჯდომი და ყავა მომიმზადე რა, რძიანი ოღონდ.
- შენს გაზრდას და დაჭკვიანებას მომასწროს ღმერთმა და თუ გინდა მეორე დღესვე წამიყვანოს თავისთან. - თავის ქნევით თაქვა მაყვალა ბებომ.
- ფუი, ფუი, - სამჯერ დააკაკუნა ხის მაგიდაზე. -რას იძახი შე ქალო ?! ადამიანი რომ შემოგხედავს გასათხოვარ ქალს მიგამსგავსებს. - სრული სერიოზულობით თქვა. - განსვენებული პაპაჩემი, მგონი საფლავში ბორგავს. თბილისში წავიდა ჩემი ცოლი და პაკლოები შეაწუხებენო. - ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა. ნუ ამას სიცილს ვერ უწოდებდით, უფრო ჭიხვინს ან ყროყინს მიამგვანებდით. ყოველთვის დასცინოდნენ ხოლმე სიცილის გამო.
- გოგო, ვიღაცას ეგონება სახლში ვირი ჰყავთ და აყროყინდაო, გაჩუმდი რაა.. - წაკბინა და მის სახეზე გაეცინა. მათ შემყურე ბებოც გახალისდა.
- ფუი, ფუი, მახინჯო, ჯოჯოხეთის მოციქულო, ეს რა მკადრე. მე თუ ვირივით ვყროყინებ, შენსავით ვირის სიფათი მაინც არ მაქვს.
- ბებო, რა გამოდის მისი ნათქვამიდან ?! მე თუ ვირს ვგავარ, ანუ ისიც ჰგავს. ხომ არ გავიწყდება რომ ჩემი ასლი ხარ ?!
- ოფ, ოფ, მომიშალეთ ნერვები რა. - ფეხზე ჯუჯღუნით წამოდგა. - კაი, წავედი მე და ჭკვიანად იყავით, არაფერი არ გააფუჭოთ.
მოემზადა და გარეთ გავიდა. ამ დროს მოპირდაპირე სახლიდან ნაცნობი ბიჭი გამოვიდა. საკუთარ თავთან მიცემული პირობა გახისენა და იქით წავიდა.
- თავის დასაცავად არტირელია არ ამისხია. - ხელები მაღლა ასწია. - არ მეგონა კიდევ თუ შეგხვდებოდი. კიდევ რამე დავაშავე ? - გაკვირვებულმა შეხედა.
- არა, არაფერი. - მის გამომეტყველებაზე გაეცინა. იცი, მე.. მე.. ბოდიშის მოსახდელად მოვედი. - ძლივს ამოილაპარაკა. - არ მინდოდა მასე მოქცევა, უბრალოდ არ ვიყავი კარგად. - თვალებში ვერ უყურებდა. ხელებს უყურებდა და თან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
- კარგი, არაუშავს. ვის არ მოსვლია ? - სიცილით უთხრა. - მე კიდევ ციცქნა გული რამის გამისკდა. მე ირაკლი მაჭარაშვილი ვარ. - ხელი გაუწოდა და გაუღიმა.
- მე, თანანა ბექაური. - თავისი ხელი შეაგება.
- ვიმეგობროთ ხომ ?
- კი, რატომაც არა..
- როგორც მივხვდი ახალი მეზობელი ხარ ხო ?
- დიახ, გუშინ გადმოვბარგდით.
- ხომ მართლა სად მიდიოდი ?
- სამუშაოს საძებნელად.
- ჩემი ძმაკაცის მამას აქვს რესტორანი. წინაზე ამბობდა მიმტანები გვესაჭიროებაო, ვინმეს ხომ არ უნდაო. დაიც ახლავე დავურეკავ და გავარკვევ.
- არა, ვერ შეგაწუხებ, თავად ვნახავ რამეს.
- ჩშ.. ამას დამიხედე ერთი. - კოპები შეკრა. - წეღან არ თქვი მეგობრები ვართო ?!
- კარგი, ჰოო.. - დანებების ნიშნად ხელები ზევით აზიდა.
- გამარჯობა, დათო ძია, როგორ ხართ ? - მეც კარგად. წინაზე გუგამ მითხრა მიმტანები სჭირდება რესტორანშიო. და კიდევ თუ უკვე აიყვანეთ ? - გოგოა. - კი, კი, კარგი გოგოა. - კაი, დღესვე მოვალთ. - ტელეფონი დაუკიდა და გაღიმებულა გახედა გვერდით მდგომს. - ესეც ასე სამუშაოც გიშოვე. სულ ხუთი წუთი მეგობარს ველოდები და წავიდეთ.
- მადლობა დიდი, ძალიან მჭირდებოდა.
- აჰა, კიდევ მადლობაო ტო, ჩვენ ხომ უკვე ძმები ვართ ?! - სიცილით უთხრა და მუჯლუგუნი გაჰკრა.
- როგორ ხარ იკო ? - მასთან ქერა თმიანი გოგონა მივიდა, რომელსაც გრძელი თმები ზურგზე ეფინა. მივიდა და ჩაეხუტა.
- კარგად სესო, შენ ?
- მეც.. - შემდეგ ამზერით შეხედა ბიჭისს გვერდით მდგომ თამთას. მასაც არ გამოპარვია ეს მზერა.
- ეს ვინ არის ? - ზე ირონიული მზერით აათვალიერ ჩაათვალიერა. - ოფოფის ნათესავი ხომ არ არის? მასავით რომ დაუყენებია თმები.
- რა? რაო ? ეს ჩემზე თქვა?
- დიახ, შენზე ვთქვი. სახლში სავარცხელი არ გაქვს ხო ?
- მოგკლავ ჩემი ლამაზი ხელებით, ან უარესი აგკუწავ ბაყაყო. - მისკენ იწევდა. შუაში კი მამაკაცი იდგა და ჯელტმენურად იგერიებდა ორივეს დარტყმებს.
- გეყოოოთ ! - დაჰყვირათ - რა ბავშვებივით იქცევით ?!
- მე ვიქცევი ბავშვივით ?! დავკლავ, დავასახიჩრებ მაგ სელაპს. თავს წავაცლი და ფეხბურთს ვითამაშებ.
- შენ დინოზავრის გადმონაშთო.. - არც ერთი აპირებდა გაჩერებას.
- გაჩერდითთქო ! - იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გვერდით მყოფი კატა წუილით გავარდა თავშესაფარში. - სესი, ახლავე მოუხადე თანანას ბოდიში !
- ჰა, ჰა, ჰა, ვისო ?! თანანა - სო ?!
- მივახჩობ ირაკლი, მივახჩობ !
- სესილითქო ! - ისეთი სახით შეხედა, გოგომ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის.
- ახლა კი შენ !
- ბოდიში.. - ამოიბუზღუნა და ცხვირი აიბზუა.
- ერთმანეთს ხელი ჩამოართვით. - როცა მიხვდა არ აპირებდნენ. - დროზე ! - მათ სახეებზე ძლივს იკავებდა სიცილს. ბოლოს დავალება შეასრულეს. - რა იყოთ რა მომჟავო ზვიგენის შეხედულებით იყურებით ? უიმე რა იყოთ ვიხუმრე. - მათ შუაში ჩადგა და ხელები მოხვია ორივეს. - ახლა კი წავედით რესტორანში.
არ გეგონოთ თავქარიანი ან უზრდელი გოგო ყოფილიყოს. უბრალოდ ბავშობიდან ეჭვიანია. ბავშობიდან თითქმის ირაკლის გაზრდილია. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც ოთხი წელია და მაინც განუყრელი მეგობრები არიან. ახლა მის გვერდით სხვა გოგონა რომ დაინახა ეჭვიანობამ შემოუტია, თვითონაც არ იცის რატომ.
- სესო, თანანა ჩვენი ახალი მეზობელია და დღეიდან მეგობარიც გახდება.
- გასაგებია.. - ამოიბურტყუნა.
- თანო, აუ ასე დაგიძახებ. ეს გიჟი კი ჩემს ხელში გაიზარდა. - სიცილით თქვა. - სულ პაწაწა იყო რომ ვნახე. თავიდან მისი კატასავით კნავილი ნერვებს მიშლიდა ხოლმე. მაგრამ მერე ნელ-ნელა შევისისხლხორცე. ჩემი დაც არის და ძმაც. რაც თავი მახსოვს ჩემს გვერდითაა, თითქოს მზითვებში მომყვაო. - სიცილით თქვა. სხვანაირად მოხვდა სესოს ყურში ,,ჩემი დაა’’ , სახე მოეღუშა. ეს კი თანანომ შეამჩნია და ჩაეღიმა. - მინდა რომ თქვენც გაუგოთ ერთმანეთს და ეს ინციდენტი წარსულს ჩააბაროთ.
- მაღაზიაში შევალ ორი წუთი.. - ამოილაპარაკა და წავიდა.
- არ გეგონოს, ცუდი ადამიანი ან ამპარტავანი. უბრალოდ ეჭვიანია პატარაობიდან.
- ჰო, გასაგებია..- არ იცოდა წყენის გულში ჩადება.
მალე დაბრუნდა უკან დატვირთული.
- რა იყო მთელი მაღაზია გამოიტანე ?
- ჰო, რა მიხვედრილი ხარ.
- არ ვიცოდი რომელი წვენი გიყვარდა და სამნაირი წამოვიღე. - სიცილით უთხრა. - აი აიღე რომელიც გინდა. - მზესუმზირაც ვიყიდე.
- მადლობა. ჩემი საყვარელი ფანტა, ტროპიკიც გიყიდია. - გაუღიმა და გამოართვა.
- არაფერს. - მანაც გაუღიმა.
- აუ, ამ თურქული მზესუმზირის დანახვაზე უკვე გულის რევის შეგრძნება მეუფლება. - სახე დამანჭა.
- კაი, რა ხომ იცი როგორ მიყვარს.
- რაიო ? თურქულიო ?
- ხო, რა იყო ? - გაუკვირდა ირაკლის.
- ჩემი სიყვარულოა, მასზე მაქვს ჯვარი დაწერილი. ძალიან, ძალიან მიყვარს. - სიცილით თქვა, გაცისკროვნებული სახით.
- შეეენც ?! - ტუჩები დაბრიცა. - გადაეყარნენ ერთნაირები.
- რა იყო რა ცუდია ?! არ გაბედო, თორე გაგისტუმრებ ალაჰთან. - სიცილით უთხრა.
- ხელები ამიწევია, გნებდებით.. - მასაც გაეცინა.
ტაქსით მივიდნენ ადგილამდე. წინ ორ სართულიანი, ლამაზად გაფორმებული რესტორანი გადაიშალა. კარები გამოხსნა და გოგოები შიგნით შეატარა.
მყურდო გარემო იყო. დაბალ ხმაზე წყნარი მელოდია ისმოდა. კედელზე რენესანსის აღორძინების ხანის მხატვრობა იყო წარმოდგენილი. ასევე მათ გვერდით იმპრესიონისტი მხატვრები იყო ჩამწკივრებულნი.
მიმტანები აქეთ-იქით სინებით ხელში დარბოდნენ და გაღიმებული სახეებით ემსახურებოდნენ კლიენტებს.
- უფროსო თავის კაბინეტშია ? - მიმღებში იკითხა.
- დიახ, მიბრძანდით.. - გოგონამ ფართოდ გაუღიმა და თვალები აუფახულა. ამაზე სესილი ძალიან გაბრაზდა და კოპები შეკრა. ხოლო თანო მათზე ფხუკუნობდა.
- მადლობა.. - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
სიმევე კაბინეტისკენ წავიდნენ. დერეფნის ბოლოს კარს მიადგნენ და დააკაკუნეს. ნებართვის შემდეგ შიგნით შელაგდნენ.
- თვალებს არ ვუჯერებ, თქვენ ხართ ?! რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ ?! - ნაწყენი კილოთი საუბრობდა.
- როგორ ხართ დათო ძია ? - მასთან მივიდა და ჩაეხუტა სესილი.
- თქვენგან დავიწყებული, როგორ ვიქნები. ასე უნდა თავის მონატრება ?! არც აქ მოდიხართ და არც სახლში. თქვენ როგორ ხართ ?
- კარგით რა, ხომ იცით როგორ გვიყვარხართ ? - ორივე ლოყა დაუკოცნა.
- სულ როგორ ახერხებ, ჩემი გულის მოლბობას ? - სიცილით ჰკითხა. - არადა ჩხუბს ვაპირებდი. ეს არის ის ლამაზი გოგონა ? - კარებთან ატუზული თანოსკენ გაიხედა.
- კი, ის არის. მოდი გოგო ბავშვებს კი არ ჭამს. - სიცილით უთხრა ირაკლიმ. მას კი ლოყები წითლად აუღაჟღაჟდა.
- ნუ არცხვენ გოგოს. რა გქვია შვილო? - თბილად მიმართა.
- თანანო.. თანანო ბექაური. - მორიდებით ამოილაპარაკა.
- მე კი, დათო მესაბლიშვილი გახლავარ. უბრალოდ შეგიძლია დათო ძია დამიძახო. კიდევ ერთი გოგონა შევიძინე შენი სახით. - არ ელოდა ასეთ დახვედრას და უკვირდა. - წამოდით ვერანდაზე ვისაუზმოთ.
- მმ, თან როგორ მშია. - მუცელზე მოისვა ხელი.
- შენ მთელი რესტორანი არ გეყოფა. და მაინც მიკვირს რატომ არ სუქდები ?! - სესომ ამოიბუზღუნა.
- იმიტომ რომ ვარჯიშობ შენგან განსხვავებით. - გაკენწლა.
- რაოვო ?! რა გინდა რომ თქვა მე მსუქანი ვარ ? - გაკვირვებულმა შეხედა.
- მე არაფრის თქმა მინდა.. - თვალი ჩაუკრა.
- კარგით, გეყოთ სულ კატა-თაგვებივით როგორ ხართ . - სიცილით უთხრა დათომ.
მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთა მისცეს.
- შვილო ხვალიდან შეგიძლია მუშაობის დაწყება. რვა საათზე ვიწყებთ, საღამოს რვა საათამდე. ბუღალტერთან ჩახვალ და შეავსებ საბუთებს.
- კარგით.
- ,,თ’’ და კიდევ ბატონო, მსგავსი მიმართები ამოიღე ჩემთან მიმართებაში ლექსიკონიდან. თორემ ძალიან მაწყენინებ.
- მადლობა, ასე კარგად რომ მექცევით. მამა არასდროს მყოლია და მიხარია თქვენგან ასეთი სითბო. - თბილად გაუღიმა და სევდა მოაწვა.
- მომიყევი შენს ოჯახზე.
- მამა, პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა და არ მახსოვს. მის შესახებ მხოლოდ სხვისი მონაყოლიდან ვიცი. დედა.. დედამ კი.. - თვალები დახარა, თითებს კი ნერვიულობისგან ერთმანეთში ხლართავდა. - წავიდა.. ახალი ოჯახი შექმნა. - არ მისცა ცრემლებს გადმოსვლის უფლება.
- ძალიან ვწუხვარ შვილო. მაგრამ, ცხოვრება გრძელდება. ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგვივლენს, რისი გადალახვაც არ შეგვეძლება. - თბილად გაუღიმა.
- აბა ამ ჭიქით ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. - სიტუაციის განმუხვტა სცადა ირაკლიმ.
- გაუმარჯოს.. - ყველამ ერთად წარმოსთქვა.
ძალიან ესიამოვნა მათ თვალებში სიბრალული რომ არ ამოუკითხია. უხაროდა ასეთი ადამიანების გაცნობა. თან მუშაობას დაიწყებდა და ბებოს მიეხმარებოდა. დაემშიდობნენ, საბუთები შეავსო და სახლში წამოვიდნენ. გზად მზესუმზირა იყიდეს, ირკლისთვისაც იყიდეს ქართული სემიჩკა. თანოსთან შევიდნენ ეზოში და გარეთ სკამებზე ჩამოსხდნენ.

იმედია მოგეწონებათ .. მე თქვენ გყვარობთ ^__^
ჰო, რაც შეეხება ,, ტყის საიდუმლოებას'' აუცილებლად გავაგრძელებ ახლო მომავალში. უბრალოდ აღარ მეწერინება. და არ მინდა უაზროდ მივაფუჩეჩო. ძალიან დიდი ბოდიში ვინც ელოდება..



№1  offline წევრი Olivia

ვაიმე რა კარგიაა, თანანა მომწონს და მომკალი joy იმედია კარგად განვითარდება მოვლენები, წარმატებები და ჩათვალე მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia
ვაიმე რა კარგიაა, თანანა მომწონს და მომკალი joy იმედია კარგად განვითარდება მოვლენები, წარმატებები და ჩათვალე მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით heart_eyes heart_eyes

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

ორი უარყოფითი მოწონებაა :დ უბრალოდ გამიხარდებოდა დაეწერათ რა არ მოეწონათ ;დ რომ მომავალში გამოვასწორო.

 


№3  offline წევრი მენდეს

ჰმმ.. კარგი იყო მაგრამ ზედმეტად ბევრი დიალოგით ამას ჯობია სიტუაცია დეტალურად აღწერო (არჩგულისხმობ ძაან ჩაღრმავებას და სულელური ელემენტებით გაწელვას) რომ უფრო ადვილი წარმოსადგენი იყოს იმედია მიმიხვდი ^^ წარმატებები ველი შემდეგ თავს ^^

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

მენდეს
ჰმმ.. კარგი იყო მაგრამ ზედმეტად ბევრი დიალოგით ამას ჯობია სიტუაცია დეტალურად აღწერო (არჩგულისხმობ ძაან ჩაღრმავებას და სულელური ელემენტებით გაწელვას) რომ უფრო ადვილი წარმოსადგენი იყოს იმედია მიმიხვდი ^^ წარმატებები ველი შემდეგ თავს ^^

გავითვალისწინებ heart_eyes

 


№5  offline წევრი brunchi

კარგია მომეწონა,უბრალოდ ცოტა ეცადე მეტად ემოციური გახადო და აღწერო მოვლენები

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

brunchi
კარგია მომეწონა,უბრალოდ ცოტა ეცადე მეტად ემოციური გახადო და აღწერო მოვლენები

ვედები kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი Guest Olivia

თამაკო
Olivia
ვაიმე რა კარგიაა, თანანა მომწონს და მომკალი joy იმედია კარგად განვითარდება მოვლენები, წარმატებები და ჩათვალე მუდმივი მკითხველი გყავს ჩემი სახით heart_eyes heart_eyes

მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

ორი უარყოფითი მოწონებაა :დ უბრალოდ გამიხარდებოდა დაეწერათ რა არ მოეწონათ ;დ რომ მომავალში გამოვასწორო.


ნამდვილად ცუდია როდესაც არ ამბობენ :/

 


№8  offline წევრი davinna

ძალიან ჰგავს სერიალი ”დაქირავებული სიყვარულის” სიუჟეტს :დ

 


№9 სტუმარი Guest Keta

Exla daviwye kitxva da kargia martla, mainteresebs kiralik asks xom ar uyureb? Me miyvars dzaaan damtavrebuli maqvs tan da cota rom mivamsgavse gamixarda :dddd

 


№10  offline წევრი მეამბოხე ^^

davinna
ძალიან ჰგავს სერიალი ”დაქირავებული სიყვარულის” სიუჟეტს :დ

ვიცი რაზეც იძახი მაგრამ საერთოდ არ გავს:დ ეინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან :დ

Guest Keta
Exla daviwye kitxva da kargia martla, mainteresebs kiralik asks xom ar uyureb? Me miyvars dzaaan damtavrebuli maqvs tan da cota rom mivamsgavse gamixarda :dddd

არა სამწუხაროდ არ ემგვანება :დ

 


№11  offline წევრი მეამბოხე ^^

ლიდია
კაიაა მაგრამ იცი რაარი? აი დიალოგებზე გვერდით უნდა მიუთოთო ვინ რას ამბობს, სულ იმაზე ვბჭობდი ვინ რას ამბობდა

გვერდით სახელებს ვერ მივუწერ, მაგრამ გარკვევით მაქვს მითითებული ვინ საუბრობს;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent