ღამის სტუმარი 10
კვირები კვირებს მისდევდა,ბექასგან კი ისევ არაფერი ისმოდა,ვცდილობდი მისი საქციელის ახსნას,არც ერთი წამით იმედი არ დამიკარგავს.... იმის იმედი რო ისევ უკან დაბრუნდებოდა. მიჭირდა,ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა,არ მქონდა დეპრესიაში ჩავარდნის უფლება,დედაც მეხმარებოდა,მარტო არ მტოვებდა, მხოლოდ ღამით შემეძლო საკუთარ ფიქრებთან დარჩენა,დღის დანარჩენი მონაკვეთი დაკავებული ვიყავი, მეცადინეობიდან მეცადინეობაზე მივდიოდი, ვცდილობდი საკუთარი თავისთვის მობილიზება გამეწია,მინდოდა ყველაფრისთვის თავად მიმეღწია,ალბათ მხოლოდ მაშინ შევძლებდი ბექასთან ერთად ყოფნას....... როდესაც არ ვიქნებოდი მამაჩემზე დამოკიდებული და მექნებოდა ჩემი აზრის თავისუფლად გამთქმის უნარი,შემეძლებოდა თავად ამერჩია ის რაც ჩემთვის მისაღები იქნებოდა და არა მისთვის. რა ხდებოდა ჩემსა და მამას შორის?...... არც ახლა ვსაუბრობდით,ვცდილობდი მისგან შორს დამეჭირა თავი,ერთმანეთს ვახშამზე ვხედავდით,ისიც მხოლოდ 15 წუთით. -როგორ მიდის მეცადინეობების საქმე? სავახშმოდ შეკრებილებს მკითხა დედამ -ყველაფერი რიგზეა -თაკომ მითხრა ცოტა დაბნეულიაო -ვცდილობ ყველაფერი გავაანალიზო,იმდენი რამ მოხდა წელს, უკვე აღარ ვიცი რა არის მართებული და რა არა.... ალბათ გადამივლის. მკაცრი მზერა ვესროლე მამაჩემს -საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს! მიხვდა რასაც ვგულისხმობდი და არც თვითონ დააყოვნა -ვცდილობ..... და ნეტა იცოდე რამხელა ძალისხმევაა ამისთვის საჭირო..... თუმცა საიდან გეცოდინება როცა ასეთი გულქვა ხარ ველოდი როდის შემეწინააღმდეგებოდა,როდის დაიწყებდა ყვირილს და კამათს, სანაცვლოდ კი მხოლოდ თვალი მომარიდა -არ მესმის თქვენი.... ახლა უფრო მშვიდიდ ვსაუბრობდი -შეიძლებოდა ჯერ მზად არ ვიყავით ოჯახის შექმნისთვის.... მაგრამ რატო არ გვაძლევთ ერთად ყოფნის უფლებას? შენთვის ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი ქალიშვილის ბედნიერება? -ეგ თემა დაიხურულია და აღარ ვაპირებ მაგაზე საუბარს!მტკიცედ წარმოთქვა სიტყვები, მაგიდიდან წამოდგა და თავის კაბინეტისკენ წავიდა.....მახსოვს ბავშვი რო ვიყავი კაბინეტში საათობით შეიკეტებოდა ხოლმე და არ მაძლევდა იქ შესვლის უფლებას,ახლა თვითონ აღარ მაქვს სურვილი. შემოდგომის მიწურულს უკვე ციოდა,ყველაფერმა იცვალა ფერი ხუთშაბათი საღამო იყო,დაახლოებით 8:30 მეცადინეობიდან სახლში ვბრუნდებოდი,მიუხედავად იმისა რო მციოდა განათებულ ქუჩაში ნელა მოვაბიჯებდი, შუქნიშანთან გავჩერდი,გონებაში ვითვლიდი დარჩენილ წამებს 45...44...43... ერთ ადგილას გაშეშებულს შემცივდა ფეხები რამდენჯერმე დავაბაკუნე და გავიგონე ვიღაცამ როგორ გაიმეორა იგივე ჩემგან ხუთიოდე მეტრის მოშორებით,მისკენ გავიხედე,ურცხვად პირდაპირ თვალებში მიყურებდა...მერე ჩემსკენ წამოვიდა და სადღაც ორ მეტრაში გაჩერდა -გოგონა კაფიდან.... რა სასიამოვნოა შენი ხილვა. მომღიმარმა მითხრა -უცნობი ბიჭი კაფიდან.... -ალექსანდრე მქვია -არ მიკითხავს შენი სახელი.წარბაწეულმა შევხედე -სამაგიეროდ მე ვიკითხავ შენ სახელს -არ მაქვს სახელი! ბავშვიბით გავჯიუტდი, ან რატო უნდა მეთქვა უცნობისთვის სახელი? -უსახელო ხარ? არაფერი ვუპასუხე და ხელები გადავაჯვარედინე,უკმაყილების ნიშნად ღრმად ჩავისუნთქე და პირი მაგრად მოვკუმე,მანაც ზუსტად იგივე გაიმეორა,ცალი თვალი მისკენ გავაპარე, კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე -რის მიღწევას ცდილობ? -უკაცრავად......ვითომ გაიკვირვა,ისევ ისე სასაცილო შეჭმუხნა წარები -იდიოტურად რო გამოგდის ხვდები? -რა გამომდის იდიოტურად? -ჩემი გაჯავრება -მე კიდე ვფიქრობ რო ძალიან კარგად გამომდის,აბა შემომხედე "არ მაქვს სახელი" სცადა ჩემი ხმისთვის მიებაძა,მერე ხელები გადააჯვარედინა, სერიოზული სახით ღრმად ჩაისუნთქა და ცალი თვალით გამომხედა გაბრაზებული მივჩერებოდი ის კი სიცილით კვდებოდა "ღმერთო რა იდიოტია" გულში გავიფიქრე და გაჩერებულ მანქანებს გავხედე, რვა წამიღა რჩებოდა, მეც სწრაფად გადავჭერი ქუჩა ის კი ისევ იქ იდგა და იცინოდა -იდიოტო კარგად იყავი! მოპირდაპირე ქუჩაზე ვიყავი, ის ისევ იქ იდგა და იცინოდა, შეამჩნია რა იქ არ ვიყავი შეშფეთებულმა გამომხედა,გამეცინა,არაფერი მითქვამს.... ან რამე მქონდა კი სათქმელი? მშვიდად განვაგრძე გზა,სიცივე მთელ ტანში გამჯდომოდა... როგორ მინდოდა იმ წამს ბექას მხურვალე მკლავებში ვყოფილიყავი,როგორ მენატრებოდა მისი ჩახუტება და მისი სურნელი.... -რა სწრაფად დადიხარ. უკნიდან აქოშინებული ალექსანდრეს ხმა მომესმა -ისევ შენ?! -ცუდად გამომივიდა.. მაპატიე.უკვე გვერდით მედგა და მომყვებოდა -თავიდან რო გავიცნოთ ერთმანეთი რა აზრის ხარ? წინ გადამიდგა და გავლის საშუალება არ მომცა -ალექსანდე.ხელი გამომიწოდა -ნანიკო. სწრაფად ჩამოვართვი და ვცადე გვერდი ამევლო -ნანუკა.... მშვენიერი სახელია -მშვენიერი ის იქნება თუ გამატარებ,გვიანია და სახლშიც მაგვიანდება მისვლა -როგორი დამჯერი ხარ! დამცინავი ტონით მითხრა -გაიწევი?სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი. გვერდით ამომიდგა და გამომყვა,კარგა ხანს დუმდა, არც მე ვაპირებდი მის დარღვევას,ბოლოს ალბათ ვეღარ მოითმინა და თვითონ წამოიწყო საუბარი -გვიან რატო ბრუნდები შინ? -მეცადინეობები მაქვს საღამოთი. -აბიტურიენტი ხარ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -გვიან მაინც საშიშია სიარული... -შენნაირები თუ არ გადამეკიდებიან არა.... ჩავიჩურჩულე,ისე რო მას არ გაეგო -რამე მითხარი? უარის ნიშნად თავი გავაქნიე -შენ რატო ხარ ასე გვიან გამოსული? -ეგ უკვე პირადულია.ჩაიცინა -მგონი გაცდენ შენ საქმეებს,გაცილება არ მჭირდება,თვითონაც შევძლებ სახლში მშვიდად მისვლას -მაგაში ეჭვიც არც მეპარება -მერე?! თვალები დავუბრიალე "მომშორდი"-ს ნიშნად -რა მერე? -შენი საქმეები გაქვს... -არაუშავს მოიცდის, თან უკვე შენ სახლს მივუახლოვდით,მიგაცილებ და წავალ. ჩემ სახლს რო გავუსწორდით ალექსანდრე გაჩერდა მე კი გავაგრძელე გზა, მინდოდა მომეტყუებინა, სხვაგან ვცხოვრობ მეთქი და იქვე ჩემი ნათლიის სახლში შევსულიყავი(ნებისმიერ დროს შემეძლო იქ მისვლა),მაგრამ ჯიუტად იდგა, ადგილიდან დაძვრასაც არ აპირებდა -აქ ხო ცხოვრობ? -არა... -როგორ არა,აქ ცხოვრობ! -არა არ ვცხოვრობ. -ტყუილში გამოგიჭირე...ნუღა ჭირვეულობ -ჯანდაბა! საიდან იცი სად ვცხოვრობ? -სანდო წყაროებიდან... კმაყოფილმა გამიღიმა -ანუ ჩემი სახელიც იცოდი და შუქნიშანთან დახვედაც დაგეგმილი გქონდა, ამასთანავე არანაირი პირადული საქმე არ ხარ გამოსული.... მეშლება რამე? უკმაყოფილო მზერა ვესროლე -არა... უხერხულობისგან ჯერ კეფაზე მოისვა ხელი,მერე კი გამიღიმა -პირდაპირ გეტყვი არ მიზიდავს შენნაირები.....ისე მწარედ მივახალე, ჩემთვის ეგრე რო ვინმეს ეთქვა მისი ნახვის კი არა სახელის გაგონების სურვილი აღარ გამიჩნდებოდა -ბუნებრივიცაა,ჯერ ხო არც მიცნობ -არც მაქვს სურვილი რო გაგიცნო! -არცაა საჭირო სურვილი გქონდეს... -კარგად იყავი.უხეშად მივაძახე და კარი გავაღე -შეხედრამდე.... -არანაირი შეხვედრამდე კარგად იყავი მეთქი! -კარგი შეხვედრამდე ნანუკა. კმაყოფილი ხმით მითხრა და გამშორდა -კარგად იყავი მეთქი!დავუყირე და კარი მივიჯახუნე გავცოფდი მისი სითავხედის შემხედვარე,ჯერ ამედევნა,მერე სახლამდე მომაცილა და გონებაში შემდეგ შეხვედრასაც გეგმავდა..... ოჰ, როგორი ამაზრზენია! ვინ ჰგონია თავი?! -დე სად ხარ აქამდე?ჩემ ბუზღუნზე ნატა სასტუმრო ოთახიდან გამოვიდა -მეცადინეობა გვიან დამიმთავრდა. -შენ გარეშე არ მივახშმია,სპაგეტი გვაქვს მექსიკური სოუსით.დედამ წარბები შეათამაშა,მე კი სიამოვნების მომგვრელი ნერწყვი გადავყლაპე და სასადილო ოთახში გაშლილ სუფრას მივუჯექი -მამა სადაა? -გვიან დავბრუნდები ბევრი სამუშაო მაქვსო. ნატამ სპაგეტიდ დიდი ულუფა გადმომიღო თეფშზე -დედა რამდენია,გავსუქდები... შევიცხადე -გონებას აუცილებლად სჭირდება კვება.... მე არ უნდა გიხნიდე მაგას -ვიცი ვიცი. -რაღაც ბედნიერი სახე გაქვს,რამე მოხდა? დაეჭვებით შემომხედა -არაფერი რა უნდა მომხდარიყო? -ვითომ? ვიცოდი რო არ მომეშვებოდა ამიტომ მოყოლა ვარჩე -გახსოვს ჩემ დაბადების დღეზე ტელეფონმა რო დამირეკა და გარეთ გავედი? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.-ხოდა გარეთ ბიჭი იდგა ძალიან ჰგავდა ბექას....ბექას გაგონებაზე ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.- დღეს შემხვდა, შუქნიშანზე გადმოსვლა ვერ მოასწრო და დავცინე, მერე სახლამდე მომაცილა.... ნუ საერთო ჯამში იდიოტის შტაბეჭდილება დამიტოვა -მის გამო გიცინის სახე? -ხო,ცოტა გამამხიარულა -ცოტა? -დედა კარგი რა... რა დაკითხვა მომიწყე,სპაგეტი კიდე მინდა. ლანგარი გავუწოდე -სულ ცოტა...ხვალ მამას სამსახურში საქმიანი შეხვედრა აქვს,შემდეგ კი ახალი შეთნხმების აღსანიშნავად პატარა წვეულებას აწყობენ,ჩვენი დასწრებაც სავალდებულოა -ხვალ სამი მეცადინეობა მაქვს და ვერანაირად ვერ წამოვალ.... -დავურეკე უკვე მასწავლებლებს -ჩემთან შეუთანხმებლად მოაგვარე?.... კარგი რა დედა, გამოცდები მაქვს! -ვიცი და არ ინერვიულო,გაცდენილ გაკვეთილებს ავუნაზღაურებთო. ბედნიერი სახით მითხრა -არ მინდა წამოსვლა... -ვალდებული ხარ,მამას ერთადერთი მემკვიდრე ხარ... -მამას საქმიანობა მე არ მეხება, არ ვაპირებ მისი აქციების ჩაბარებას -ნანიკო.... -დედა გთხოვ არ დამაძალო, არ მინდა! -მე მაინც მეცი პატივი და წამოდი. ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა გამიჭირდა შეწინააღმდეგება,სულ ასე იცოდა...მაინც თავისას გაიტანდა ხოლმე,მამას ბიზნესის საქმეში არასდროს გავრეულვართ არც მე და არც დედა,მიუხედავად იმისა რო აქციების 10%ი ჩემი იყო,მისით არასდროს დავინტერესებულვარ, ჩემთვის ყოველთვის საკუთარი შრომით მოპოვებული წარმატება უფრო ღირებული იყო და იქნება! *** მეორე დღეს დედას მოთხოვნით დილიდანვე სალონში ვიჯექი,ისეთი დამღლელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, ერთი სული მქონდა იქიდან როდის გამოვიქცეოდი.... დათრგუნული წამოვედი,სარკეში ჩახედვის მერე საკუთარი თავი ძლივს ვიცანი, მაგრამ ყველაზე მეტად ის უფრო მთრგუნავდა კაბა რო უნდა ჩამეცვა.... -რა დაგიშავეთ? დედას საწყალი თვალებით გავხედე -ერთხელ ხო მაინც უნდა გამოიყურებოდე გოგოსავით.... ნუ წუწუნებ და მალე ჩაიცვი შავი მოტკეცილი კაბა იყო, მუხლს ოდნავ ზემოთ(ჩემთვის ესეც მოკლედ ითვლებოდა),ოდნავ გამომწვევიც შეიძლება ვუწოდოთ,მკვეთრად გამოკვეთდა სხეულის ფორმებს,რაც საკუთარ თავზე საშინლად არ მომწონდა....ნუ ეგ არაფერი მაგრამ ორი თუ არა ერთი ზომით პატარა მაინც მქონდა, საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს -მიჭერს ნატა... -არაუშავს, სამაგიეროდ საოცრად გიხდება -დედა!ეს ბოლო და უკანასკნელია რასაც შენი გემოვნებით ვიცვამ. -ისევ დაიწყე ხო? უკმაყოფილო სახით მითხრა -ქალბატონო ნატა მზად ხართ? სახლში მამას მიერ გამოგზავნილი მძღოლი შემოვიდა -მზად ვართ, მზად.... სწრაფად წამოვიძახე და კლაჩს ხელი დავავლე -იცოდე თავაზიანად მოიქეცი....დედა გზაში მაფრთხილებდა და საზოგადოებაში მოქცევის წესებს ხელახლა მიხსნიდა,თითქოს ისევ 12წლის გოგონა ვიყავი,პირველად რო წამიყვანეს "მაღალ საზოგადოებაში" -ვეცდები... მანქანა როგორც კი გაჩერდა მაშინვე გავაღე კარები და გადავედი,დედამ ერთი ამოიხვნეშა და დაელოდა სანამ მძღოლი გაუღებდა კარს -ქალბატონო ნანა თქვენთვის კარის გაღება ჩემი მოვალეობაა... -ხელები მაქვს,არაა საჭირო მომემსახურო, თვითონაც შემიძლია...... ხო და კიდე "ქალბატონი" არ ვარ! დედას უკან გავყევი, პატარა წვეულება კი არა კარგი საქმიანი ღონისძიება უფრო იყო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცები და მათი დახვეწილად ჩაცმული მეუღლეები, სისადავე,კლასიკური მუსიკა და ვითომ ინტელიგენტი საზოგადოება.... ღმერთო როგორ მძულდნენ ყველანი! დაღვრემილი სახით ვიჯექი მაგიდასთან, კაბა საშინლად მიჭერდა, რამე რო შემეჭამა შემომასკდებოდა,უსაქმური ხალხს ვათვალიერებდი,არავინ მეცნო.... რა გამეკეთებინა არ ვიცოდი -რამეს მიირთმევთ? ახალგაზრდა ოფიციანტ გოგონამ მკითხა -შეგიძლია სამზარეულოში წამიყვანო? აქ ისეთი ხალხმრავლობაა..... გაკვირვებული მიყურებდა,მერე თავი შევაცოდე და დიდი ყოყმანის შემდეგ წამიყვანა, ისეთი გემრიელი სუნი ტრიალებდა,ჩემ დანახვაზე ყველას სახე შეეცვალა,ოფიციანტი გოგონა სულ გაფითრდა,მერე ავუხსენი სიტუაცია მთავარ მენეჯერს და ცოტახნით დამრთეს იქ ყოფნის ნება,ყველაფერი ცოტ-ცოტა გამასინჯეს,ვისღა ახსოვდა კაბა.... შოკოლადის ტრიუფელებს ვაგემოვნებდი ზურგს უკნიდან ალექსანდრეს ხმა რომ შემომესმა, -ოღონს ეს არა.ძლივს გადავყლაპე და მისკენ ისეთი ცოდვილი სახით შევბრუნდი, რაღა მაინც და მაინც აქ ვნახე?.....საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები -ისევ შევხვდით.ბედნიერი ჩანდა -სამწუხაროდ! -აქ რას აკეთებ? -იგივე შეკითხვა მაქვს შენთან -ვმუშაობ..... ოფიციანტი ვარ... -რაღაც ოფიცინტს არ ჰგავხარ. კარგად ავათვალიერე, შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი -მთავარი ოფიციანტი ვარ.... -გასაგებია,ახლა კი უკან უნდა დავბრუნდე. სწრაფად ვუთხარი და დარცხვენილი გამოვედი სამზარეულოდან,დედას დავუწყე ძებნა,ყველა ერთმანეთში ირეოდა და გამიჭირდა მისი პოვნა -სად ხარ ნანიკო? რამდენი ხანია გეძებ......... რა სუნი აგდის? -სამზარეულოში ვიყავი -რა გინდოდა იქ? -აქ სულ მარტო ყოფნას, იქ ჭამა ვარჩიე. თვალი ჩავუკარი და ჩემი ადგილი დავიკავე როგორც ყოველთვის ვრცელი საუბრები გაიმართა,ბიზნესში არაფრი გამეგებოდა,ამიტო ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, დედამ რამდნიმე ქალბატონი გამაცნო,სახელები ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ კარგად მახსოვს ფრანგული აქცენტით როგორ საუბრობდნენ, დახვეწილი მანერები ჰქონდათ.... ნამდვილი ქალბატონისთვის შესაფერისი! მამა და თავისი ახალი პარტნიორი სიტყვით გამოდიოდნენ, როდესაც ალექსანდრე გვერდით მომიდგა -შენ არ უნდა მუშაობდე? -ამ მომენტს ვერ გამოვტოვებდი -რა მომენტს? გამიკვირდა,არაფერი საინტერესო არ ხდებოდა -მოითმინე რამდენიმე წამი... მამას ახალმა პარტნიორმა საკუთარი ვაჟიშვილი დაასახელა,ალექსანდრე რუხაძე,რომელიც მომავალში ამ პროექტს ჩაიბარებდა. სახელის გაგონებაზე ჩემ გვერდით მდგომს გავხედე, ის კი უკვე სცენისკენ მიდიოდა -ე.ი ოფიციანტი არა?! გაოცებისგან პირი ღია დამრჩა სცენაზე ასვლის შემდეგ რა თქვა არ ვიცი რადგან ჩემი ყურადღება სულ სხვა ვიღაცამ მიიპყრო... ბექას მამა შორიდან მიმზერდა,დაინახა რა ჩემი მზერა თვალი მომარიდა და გასასვლელისკენ წავიდა, ვცადე ხალხში გამეკვლია გზა,მაგრამ დამაგვიანდა გარეთ გასულს უკვე წასული დამხვდა სუფთა ჰაერზე გასვლა მესიამოვნა,კიბეებზე ჩამოვჯექი,ღრმად ჩავისუნთქე და ვცადე თვალზე მომდგარი ცრემლები შემეკავებინა...ღმერთო როგორი რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის,შინაგანად მკვდარი გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი. მიუხედავად იმისა რო დაცვა მიყურებდა არ მოვრიდებივარ ფეხსაცმლის გახდას,კაბასაც დიდი სიამოვნებით გავიხდიდი... ისე საშინლად ვგრძნობდი თავს ტირილის გარდა აღარაფერი მინდოდა. ჩემ მაგივრად ცა ატირდა,ნელა მოდიოდა წვიმის წვეთები,შემდეგ უმატა,აშკარა იყო მასაც ძალიან სტკიოდა...ალბათ ჩემსავით სტკიოდა.ჩუმად მჯდომს ჩვენი საუბარი გამახსენდა... მისი თქმით მარტოსული ვიყავი, მართალიც იყო, იმ წამებში მართლა მარტოსული ვიყავი. ცასავით მეც წამომივიდა ცრემლები,ოღონდ მისგან განსხვავებით მე ჩუმად ვტიროდი -აქ რას აკეთებ?ალექსანდრეს ხმა მომესმა, ცრემლები მოვიწმინდე და ვცადე ღრმად მესუნთქა -ამ სიცივეში აქ ჯდომა არ გარგებს... -არ მცივა! -გაცივდები,სჯობს შიგნით შევიდეთ -აქ ჯდომა მირჩევნია -წინააღმდეგი ხო არ იქნები შენ გვერდით ჩამოვჯდე? მინდოდა მეთქვა კი წინააღმდეგი ვიქნები მეთქი,მაგრამ უკვე მოესწრო კიბეზე ჩამოჯდომა, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. -ე.ი ოფიციანტი ხო?! -მთავარი ოფიციანტი.შემისწორა -მატყუარა ხარ! -შენც ნანუკა... -ჩემი ვინაობა არ დამიმალავს.ნიშნისმოგებით ვუთხარი -სამაგიეროდ ცრემლებს მალავ...უკვე თვალებში ვუყურებდი....მუქ ყავისფერ თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი,უხერხულობისგან გვერდით გავიხედე,არ მინდოდა ჩემ თვალებში ჩამდგარი სევდა ამოეკითხა -როგორ გემჩნევა რო აქაურობას არ ეკუთვნი.სცადა სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება -რას გულისხმობ? ჩემ შიშველ ფეხებზე მანიშნა,ორივეს გაგვეცინა -გაგიმართლა გოგო რო არ ხარ. -ნამდვილად გამიმართლა...ისე მრავლისმთქმელად ჟღერდა მისი სიტყვები ისეც წვიმას ვუყურებდი,თან და თან უფრო ძლიერდებოდა, ისე ხმაურიანად მოდიოდა, თითქოს მთელი სიმფონიური ორკესტრი უკრავდა,მაგრამ ბუნების ნამღერი უფრო მშვენიერი იყო,უფრო ამაღელვებელი და უფრო გულში ჩამწვდომი ალექსანდრეს მწველ მზერას ვგრძნობდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი -ერთი იდეა მაქვს.სწრაფად წამოიძახა,პერანგი და კოსტუმი გაიხადა, ფეხსაცმელიც იქვე დააწყო,მერე ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა,ვერ მივხვდი რას აკეთებდა,ფეხსაცმელს ხელი დავავლე და უკან გავყევი. და აი რამდენიმე წამში წვიმაში ვიდექით....ისეთი ძლიერ გვაწვიმდა,ის კი მომღიმარი იდგა,პატარა ბავშვივით ბედნიერი იყო -რას აკეთებ? შეკითხვაზე არ მიპასუხა -ხვდები რო ორივე ვსველდებით? დედას სახე წარმოვიდგინე გონებაში,წვიმაში რო დავენახე გაგიჟდებოდა,გამეცინა... -აი შენც იღიმი -გაგიჟდი?! დედა მომკლავს სველს რო დამინახავს. -ნუ ფიქრობ მაგაზე,უბრალოდ დატკბი ბედნიერებით.... იმ წუთას პირველად შევიგრძენი თავისუფლება,რომლის მისაღებადაც დაუცხრომლად ვისწრაფოდი,მივხვდი რო შემეძლო საკუთარი ნებისამებრ მოვქცეულიყავი,იმ მომენტში არაფერზე არ ვფიქრობდი....არც დედას რეაქციაზე,არც მამას გაუთავებელ საყვედურებზე, არც ცხოვრების უკუღმართობაზე,არც მის მანკიერ მხარეებზე.....მხოლოდ საკუთარ თავზე და წვიმაზე ვფიქრობდი.... საკუთარ თავისუფლებაზე, რომელიც ყველაფრად მიღირდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.