შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(და)ვივიწყბთ (სრულად)


25-08-2017, 08:20
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 664

წვიმის წკაპა-წკუპი და ჭექაქუხილის ხმა არღვევს ბუნების დუმილს .. ფანჯარასთან ვზივარ, ჩაის მივირთმევ , როგორც ფილმებშია და ვუყურებ ნისლში გახვეულ ალვის ხეებს.
რამდენი რამ უნახავთ? რამდენი გადაუტანიათ? იქნებ აღარ უნდათ სიცოცხლე ? რას გაიგებ?! ისინი ხომ მუნჯები არიან ან ჩვენ არ გვესაუბრებიან . არ გვიყადრებენ , ჩვენ ბინძურ ხალხს თავს ...
ჩემი საყვარელი ალვისხე იმ ორი მაღალი ხის შუაში მდებარეობს, რომლებიც გვერდს ამაყად უმშვენებენ. დარწმუნებით ვიტყვი გოგოა .. შემოდგომის დასაწყისია მალე გაშიშვლდებიან, მოიწყენენ და დაელოდებიან კვლავ ზაფხულის მოსვლას, შესამოსად. ამ მყუდროებას ტელეფონის გამაღიზიანებელი ხმა არღვევს , ზადნტად დგება სკამიდან, ფინჯანს ფანჯრის რაფაზე დებს და ტელეფონის ასაღებად მაგიდისკენ მიიწევს.
-გისმენთ
-თათა ექიმო ახალი პაციენტი მოიყვანეს რა ვქნათ ?
-ნინო პალატაში შეიყვანე და დააბინავე.
-პალატა აღარ გვაქვს , ხომ იცით საქართველოში იმდენი გიჟია საგიჟეთი ვეღარ იტევს. ღამე ნათევი ექთანი ხუმრობის ხასიათზეა. გაიფიქრა ექიმმა და თავი აქეთ-იქით გადააქნია ..ფანჯარასთან მივიდა ერთი ხელით რაფას დაეყრდნო, ალვის ხეებს ამაყად შეხედა . ექთანმა დუმილი ვეღარ აიტანა და სიჩუმე თავად დარღვია : -ქალბატონო თათა გესმით რასაც გეუბნებით ?
-კი ნინო მესმის . ნახევარ საათში მანდ ვიქნები და მევე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. მობილური სწრაფად გათიშა.. ალვისხეებს გაუღიმა, ფინჯანს მოწყენით დახედა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
რამდენიმე წუთიანი ტაქსით ჯანჯღარისა თუ ქართული აფრების მოსმენის შემდეგ მიაღწია დანიშნულების ადგილს. 50 წლამდე მოხუც მძღოლს 10 ლარიანი გაუწოდა, თავი თავმდაბლად დაუკრა და მანქანიდან გადავიდა .. ავტომობილის ძრავის ხმა გაქრა ,გოგონამ ნაბიჯები არეულად გადადგა, დაჟანგულ ჭიშკარს ღიმილით ახედა, დაცვას მიესალმა და ირონიით სავსე ტონით მიმართა.
-რა იყო ზურა არავინ გაქცეულა ამ ჯოჯოხეთიდან ?
-ექიმზე არიან შეყვარებულები და ვინ მოინდომებს აქედან გაიქცევას ? ამაზზენი ღიმილით შეუტრიალა კითხვა დაცვის ერთ ერთმა თანამშრომელმა .. პასუხის დაბრუნება არც უფიქრია ფეხით გაუდგა გზას შენობისკენ .. ვიწრო ბილიკი ხეებით იყო შემოსაზღვრული. მზის სხივი ვერ აღწევდა შენობის ვერცერთ კუთხემდე , იმისდა მიუხედავად, რომ შუადღის 2საათი იყო იმ ადგილას ღამის 9 სათი გეგონებოდათ .. ორ სართულიანი დანგრეული თეთრი ჯოჯოხეთი სადაც გოგონას 2 წლის განმავლობაში ყოველღე უწევდა მისვლა გულს უღრნიდა, ტკიოდა და განიცდიდა იქ მყოფთა მდგომარეობას .. მოწყენით შეხედა შესასვლელში მდგარ ჭაღარა მოხუც ქალს ,რომელსაც ცისფერი თვალები ზღვასავით ამღვრეოდა ..ექთანმა შეამჩნია იქ მყოფი ექიმი და შეჰყვირა.
-ქალბატონო თათა მოხვედით ? გახარებული იყო ნინო ექიმის გამოჩენით, ახლა შეეძლო სახლში წასვლა და ამ გიჟებისგან თავის დაღწევა. ის ხომ აქ მყოფებს ადამიანებად არ მიიჩნევდა, სძულდა შიზოფრენებით მოცული სასახლე, იქ მხოლოდ ფულის გამო იყო. იმ 3000 ლარის გამო, რომლითაც კაბებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იწერდა ინტერნეტით .. როგორ ძულდა თათას ეს ამპარტავანი ფულის მონა, სულით მდაბიო ქალი.
-გამარჯობა მორცხვად თქვა ექიმმა და ქალს ხელი ჩამოართვა .. მოხუცმა გოგონა ღიმილით აათვალიერა ,ხმის დასაბრუნებლად ჩაახველა და გამარჯობა მაინც ჩამწყდარი ხმით წარმოსთქვა.
-ქალბატონო თათა ეს ნელია, ახალი პაციენტის მშობელი ,პაციენტი 13 პალატაში შევიყვანეთ..თათას თვალწინ წარმოუდგა ის ბნელი სარდაფი სადაც ვირთხების ბუდე უფრო იყო ვიდრე პალატა , გაბრაზებით გახედა ნინოს .. მიხვდა ექთანი ექიმის განრისხების მიზეზს და სწრაფად დაამატა - დროებით .. ოო როგორ აღიზიანებდა ეს ღიმილი.
-თვალთმაქცი .ჩაიდუდღუნა და მოხუცს შეუძღვა თეთრ სასახლეში .. დერეფნის ბოლო ექთანის წითელი კაკუნების ხმის თანხლებით გაიარეს , გოგონამ მარჯვენა მხარეს მდებარე პატარა კაბინეტი შეაღო და ქალბატონ ნელის გზა დაუთმო .. ექთანს კარი ცხვირწინ მიუხურა , კმაყოფილი ღიმილით ჩამოკიდა ჩანთა მიმაგრებულ საკიდზე და ტყავის სკამზე ჭაღარა ქალის პირდაპირ მოკალათდა ..მორცხვად დაიწყო აღელვებული ქალის დამშვიდება.
-ქალბატონო ნელი თქვენი შვილი სხვა განზომილებაშია .. გაიქცა ამ ქვეყნიდან და გადავიდა სხვა ქვეყანაში, რომელიც თავად შექმნა ..იცით რამდენ ადამიანს აქვს შექმნილი თავისი პლანეტა ? ქალმა შეშინებულმა შეხედა გოგონას .. ექიმს გაეღიმა.
-ნუ გეშინიათ მე არ ვაფრენ , ვცდილობ ადვილად შევხედო ყოველივეს ამ ქვეყნად, თორემ მართლა გავგიჟდები.. თქვა ტკივილიანი ღიმილით ..
-ადამიანები გიჟს უწოდებს იმ ერთს, რომელიც ვერ ეგუება ამ ცხოვრების ტანჯვას და ვერ პოულობს სიმშვიდესა და სიყვარულს ამ ბინძურ სამყაროში. ხელები მაღლა ასწია და ზიზღით გახედა თეთრ კედლებს ..
-გალაქტიონს იცით გიჟად თვლიდნენ, იმის გამო რომ ის სიკვდილს ვარდისფერ ფერებში ხედავდა .. იმქვეყნიურ ცხოვრებას მიიჩნევდა მრადიულ სამყოფლად, არ ესმოდა ამ ცხოვრების ან ვერ ეგუებოდა მას. ეს ფრაზა ისე თქვა მაგიდაზე დადებული გალაქტიონის ლექსების კრებულისთვის თვალი არ მოუშორებია .
-თუნდაც ბეთჰოვენი ავიღოთ . ის თავის შეუდარებელ თხზულებებს, ფსიქოზის სტადიაში ქმნიდა , ჩარლზ დარვინი ხალხს გაურბოდა საკუთარ შვილებსაც კი. იცით რას ამბობდა ? „მე იძულებული ვარ, ვიცხოვრო ჩუმად და შეუმჩნევლადო“ ..
-ხედავთ? ყველა სხვადასხვა სივცეშია .. ახლა ჯობს ამ ჯოჯოხეთს დავუბრუნდეთ და მიამბოთ თქვენს შვილზე ..
ქალი გაოცებული მისჩერებოდა ფსიქიატრს..ფიქრობდა ამ გიჟების ხელში თავადაც გაუბერაო.
-ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და მისი ერთადერთი ვაჟის ისტორიის თხრობა დაიწყო .. რეზი ჩვეულებრივი ბავშვი იყო 22 წლის ასაკამდე , მამამისმა თავი მოიკლა 3წლის წინ უფულობის გამო. ჩუმად თქვა ბოლო ორი სიტყვა , სცხვენოდა რომ არ შეეძლო ოჯახის რჩენა . 27 ივნისი იყო ჩვენი სახლის წინ მდგომ ალვისხეზე ჩამოკიდებული ნახა რეზიმ . მასშემდეგ აირია მისი გონება, ყველაფერი ძულს არც მე მიკარებს.. ჭაღარა ქალი ატირდა, ექიმმა ერთჯერადი ხელსახოცი მიაწოდა, ქალმა მადლიერი თვალებით შეხედა ცრემლი მოიწმინდა და განაგძო .. ჩემი ქმრის დაკძალვის შემდეგ ოთახში ჩაიკეტა.. სიბნელეში ატარებს დღეებს, ხმას არ იღებს არაფერს ამბობს .ერთ დღეს მოულოდნელად გამოვიდა ოთახიდან, ვიფიქრე ჩემი რეზი დამიბრუნდათქო, მაგრამ შევცდი. სარდაფში ჩავიდა ცული აიღო და ის ალვისხე მოჭრა, რომელზეც მამამისმა დაასრულა სიცოცხლე . ვერავის იტანს, ყველა სძულს სიცოცხლის საშვალებად ფულს მიიჩნევს და ეზიზღება ბინძური ფულით გაჟღენთილი სამყარო .
თათა მოიღუშა ალვისხის რა ბრალი იყო დაიჩურჩულა თავისთვის .კაბინეტში დაუკაკუნებლად აფორიაქებული შევარდა ქერათმიანი 40 წლამდე ქალი და წრიპინა ხმით ჩურჩულით უთხრა ექიმს
-ქალბატონო თათა გაბოძე გაიქცა ..ექიმს გაეღიმა..
-კარგით ქალბატონო ნელი მე დაგტოვებთ პაციენტები უნდა ვინახულო შემოიარეთხოლმე აქ მყოფებს ადამიანების დანახვა და სითბო ყველაზე მეტად ჭირდებათ ..გოგონა უკანმოუხედავად გავიდა პატარა ოთახიდან .. ლია ესეიგი გაბოძე გაიქცა ?
-დიახ გაიქცა ..ექთანი გაბოძის პალატისკენ წავიდა .. თათა კი დერეფანს გაუყვა ..ნეტა რა ხდება ახლა მის სამყაროში .თქვა ჩურჩულით და თავის ახალ ლურჯ კეტებს დახედა . სარდაფის კართან ჩავლისას ჩურჩული მოესმა. ფრთხილად ჩაიარა სამი საფეხური და შეღებულ კარში შეიჭყიტა.. დაინახა გაბოძის ჩრდილი ..
-ვამბობდი ..ხომ ვამბობდი ამ ჯოჯოხეთიდან წავალთქო ? აჰა ჰო შევასრულე პირობა ?..მე თავისუფალი ვარ სულ თავისუფალი .. აქეთ იქით დადიოდა თეთრებში ჩაცმული ახალგაზდა ბიჭი, გახარებული იყო რადგან ფიქრობდა, რომ მან შეძლო თეთრი სამყაროსგან გაქცევა .. შეტრიალდა და იქვე მყოფ ბიჭთან ახლოს მივიდა . ბიჭი შეიშმუშნა არ ესიამოვნა გაბოძის მოქმედება, იმ კუთხიდან მეორე კუთხეში მიჩოჩდა .. თათა სიბნელეში ვერ ხედავდა ბიჭის სახეს მხოლოდ ლანდს ამჩნევდა .. გაბოძე აჟიტირებული იყო ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა , ისევ აქეთ იქით სიარული დაიწყო ..- იმ ქვეყნად ჩემი ანგელოზი მელოდება .. თქვა გაბრწყინებული თვალებით -ჩემი ანგელოზი .კვლავ გაიმეორა.
ექიმი ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა ახალგაზდას, რომელსაც სიგიჟის იარლიყი იმისგამო მიანიჭეს, რომ მან ვერ გაუძლო ამქვეყნიურ ცხოვრებას და ტკივილს .. გაბოძის ანგელოზი მისი საცოლე ანა ახვლედიანი გახლდათ .. ის იმქვეყნად გაფრინდა და თან წაიღო გეგა გაბოძის სიყვარული ,სული და გონება ... მას შემდეგ შეერყა ფსიქიკა და მოხვდა თეთრ ჯოჯოხეთში ... კუთხეში მიყუჟული ახალგაზდა ყურადღებას არ აქცევდა აქეთ იქით მოსიარულე ყმაწვილს. ის თავის სამყაროში დაფრინავდა ... გოგონა ფრთხილად შევიდა ბნელ სარდაფში..გაბოძემ როცა თათა დაინახა გაიცინა და გოგოსკენ მხოლოდ სახე მიატრიალა.
- ხომ გეუბნებოდი გავალთქო ? ვამბობდი წავალ და თავს დავაღწევ იმ თეთრ კედლებსთქო.. შენ რა მითხარი გახსოვს ? თუ წახვალ თავისუფლად იფრენ, როგორც ის მერცხალი დაფრინავს ამ საზიზღარი სასახლის ეზოშიო , მაგრამ მაინც ვერ დავფრინავ. თქვა მოწყენით.
თათას გაეღიმა ..
ჯერ გეგას შეხედა, შემდეგ იქვე კუთხეში ჩაცუცქულ ბიჭს ..
-მახსოვს გეგა მახსოვს ..
ახლა გოგონასკენ ტანით მიტრიალდა..
-თავისუფალი ვერ ვიქნები, რადგან სიყვარული ამ ჯოჯოხეთში არ არსებობს ექიმო. თქვა დამცინავად და ჩუმად მყოფ ბიჭს დახედა ... -როგორ მეზიზღება ეს თეთრი სამოსი ,მას ჯინსი აცვია დაინახეთ? უხდება ხო ? მეც მინდა ნაღვლიანად თქვა ..მძულს ეს უაზრო თეთრი ფერი ,არაფრის მთქმელი ფერი , ჯოჯოხეთის ფერი .. მძულს დაიყვირა მთელი ხმით ..
თვალები ჩაუწითლდა ..
ტუჩები აუთრთოლდა ..
ბიჭთან ახლოს მივიდა, შურით სავსე თვალებით შეხედა და ამაზრზენად აათვალიერა ..- ნახეთ მისი შავი კეტები?! ..
მეც მეცვა მაშინ ანასთან რომ ვიყავი.
ადამიანი რომ ვიყავი
თავისუფალი რომ ვიყავი
მაშინ მეც მეცვა...
ანას უყვარდა შავი კეტები, ახლა კი შემომხედეთ . თავისუფლებაც არ გამაჩნია, ისიც კი არ ესმის არავის, რომ ეს სამყარო მძულს. ხო ხო მძულს . ფრთები მინდა.
მინდა ვიფრინო
ანა ვნახო
ის სიყვარული ვიპოვო რაც დავკარგე ..
ფრთები მინდა გესმით!
მინდა ფრთები
თავისუფლება მინდა..
აი ნახეთ მე ვიფრენ დაიმახსოვრეთ ვიფრენ .. ხმამაღლა გაიცინა და ხელები ისე გაშალა თითქოს მართლა შეძლებდა ფრენას .. მაგრამ რატომ თითქოს ? ის ხომ თავის სამყაროში დაფრინავდა კიდეც .. ექიმი ცრემლიანი თვალებით შეჰყურება თავის ტოლ ბიჭს ..
-გეგა გინდა ესეთი კეტები ? ხელით თავისი კეტებისკენ ანიშნა ..
ბიჭმა ხელები გადააჯვარედინა, თავი გვერდით გადააგდო, თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა და რამდენიმე წამი ჩაფიქრდა..
-არ მინდა .. მე ანასთან მინდა .წავალ ისევ სინათლეში აქ ფრთები არ ამომივა.
-მერე?
ვეღარ ვიფრენ
ანასაც ვერ ვნახავ
სინათლეში ფრთები მექნება, ხო და მერე გავფრინდები და დავაღწევ თავს ყველას ..
დერეფანი ჩუმად გაიარეს. თათა უკან მიყვებოდა. გაბოძე ხელებ გაშლილი მიდიოდა თავისი პალატისკენ .. უეცრად გაჩერდა და თათას წინ დადგა, ჯიბიდან პატარა პლასმასის ცისფერი თმისამაგრი ამოიღო და გაუწოდა . ექიმო აიღეთ გჩუქნით .. თათას გაეღიმა გაბოძის ხელში მოქცეულ პატარა თმისაჭერს დახედა, რომელიც ნინო ექთანს ეკუთნოდა , გოგონას გაეღიმა ბიჭი მიტრიალდა და თავის პალატაში შევიდა ..
თათა უკან მიბრუნდა. სწრაფი ნაბიჯებით ჩაიარა დერეფანი და სარდაფში ჩავიდა .. ახალგაზდა მამაკაცი ისევ ისე იყო, როგორც რამოდენიმე წუთის წინ. ექიმი მის პირდაპირ ჩამოჯდა და კედელს მიეყუდა .. რამოდენიმე წუთი ჩუმად ათვალიერებდა ახალგაზრდა ყმაწვილს .
-რეზი მაისურაძე 26 წლის სხვა პლანეტიდან. ღიმილით თქვა გოგონამ .. ბიჭი ისევ ჩუმათ იყო თავისთვის რიაქცია არ ქონია . ანუ ხალხს ვერ იტან ? იცი რეზი ვერც მე ვერ ვიტან იმ ადამიანებს, ვისაც სული არ გააჩნიათ სხეულში .. სარდაფის კარი ლიამ შეაღო ექიმს ხელით ანიშნა გასულიყო ..
-ქალბატონო თათა გეგა პალატაში დაბრუნდა ..
-ვიცი ლია თქვა მოღუშულმა . ლია, ტაბიძე როგორაა ? წამლები მიეცით ?
-ისევ ისე, იმ თოჯინას ეხუტება და იძახის ჩემი შვილია მე ვჭირდებიო.. სამწუხაროდ წამლები აღარ გვაქვს .
-საგიჟეთის მფლობელი სულის დამშვიდების მიზნით, მაგარია რა უნდა თქვა ..სარკასტულად ჩაიცინა .. სულ არ აინტერესებს აქ მყოფთა ბედი.. ფულის შოვნის წყაროა ეს თეთრი სასახლე მისთვის ..გოგონა სარდაფში შებრუნდა ბიჭს ხელი მაჯაში მოჰკიდა და წამოაყენა .. ახალგაზდა წელში გაიმართ ექიმი მხრებამდე ძლივს წვდებოდა.. იმ ბნელი ოთახიდან გაიყვანა, თავის კაბინეტში შევიდა, ჩანთა აიღო და ჯოჯოხეთის თეთრი კედლები ახალგაზდა ყმაწვილთან ერთად დატოვა .
რეზი ჩუმად იჯდა ოპელის მარკის ავტომობილში , წვიმიანი მინიდან აკვირდებოდა ქოლგით მოსიარულე საზოგადოებას .. ტაქსი თათას სახლის წინ გაჩერდა , ბიჭმა როცა სახლის წინ თავმომწონედ მდგარი ალვის ხეები დაინახა გაბრაზდა. ექიმი აკვირდებოდა სახეზე გამოსახულ სევდას .
რამოდენიმე დღე გავიდა რაც რეზი მაისურაძე ექიმის სახში ცხოვრობდა. ყოველდღე ზიზღით უყურებდა ალვის ხეებს, მაგრამ ექიმის დანახვისას თვალებში სითბო ესახებოდა .. თათა საგიჟეთში ყოველდღე დადიოდა 50 ამდე პაციენტს ნახულობდა და თავისი შემოსავლით ნაყიდ წამლებს აძლევდა, მაგრამ ეს მანც არ იყო მათი ხსნის გზა. მათ სჭირდებოდათ სითბო და სიყვარული, რომელიც იმ თეთრ ჯოჯოხეთში არ არსებობდა ..
ოქტომბრის დასაწყისი იყო.
დილის სუსხიანი ამინდი.
კვლავ წვიმდა.
გოგონა ღია ფანჯარასთან იდგა ,უყურებდა გაშიშვლებულ ალვის ხეებს და უსმენდა წვეთების წკაპა წკუპს ..
-რატომ გიყვარს ასე ძაან ?
თათა შიშისგან შეხტა.. გვერდით გაიხედა და დაინახა სკამზე მჯდომი ახალგაზრდა ..რეზიმ პირველად ამოიღო ხმა ..
-შენ გიჟი არ ხარ! დასაბუთებით თქვა ექიმმა . უბრალოდ გაურბიხარ ამ ცხოვრებას და ადამიანებს, მაგრამ რატომ ?
-არ ვარ, მაგრამ მინდა რომ ვიყო ,დავივიწყო ყოველივე და გადავიდე გიჟთა პლანეტაზე ..
-დუმილითა და ხალხისგან გაქცევით ცდილობ გიჟის იარლიყის ტარებას ?
კითხვას თავი არიდა და ფანჯარას გახედა ..
-მე ვერ ვიტან მათ ..ხელი ალვის ხეებისკენ გაიშვირა ..- იცი რატომ ? გოგონამ უარყოფის ნიშნათ თავი გააქნია ..- ისინი სუფთები არიან.. ჩვენზე სუფთები .გადიან დაწესებულ გზას დასაწყისიდან დასასრულმდე წმინდად , არ სჩადიან დანაშაულს , ისინი ჩვენზე კარგები არიან ამ ბინძურ სამყაროში ..
-ასე აღტაცებით ლაპარაკობ ალვის ხეებზე ,არა და შენ დაასრულე ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე ..
-ის ალვის ხე ჩემს ეზოში იდგა. მამაჩემის წლოვანების იყო .. არ შემეძლო მისი დანახვა მას შემდეგ რაც იმ ხეზე ჩამოკიდებული მამაჩემი ვნახე .. მან თავისი სული დააბინძურა და არა მარტო თავისი .. იმ ალვის ხის სიწმინდეც აავსო სიბინძურით ..
ტელეფონის ხმის გაგონებაზე მოყოლა შეწყვიტა ..
-ნინო მალე მოვალ და მანდ დავილაპარაკოთ კარგი ?
-ქალბატონო თათა გაბოძე აღარ არის ..
აღარ არის ,რამოდენიმეჯერ განმეორდა ექიმის გონებაში. აღელვებულმა გათიშა ტელეფონი. ბჭისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გავარდა სახლიდან ..
თეთრი სასახლის წინ იდგა და უსმენდა გამაყრუებელი სირენების ხმას ..
-ნინო რა მოხდა ?
-ქალბატონო თათა გეგამ თავი მოიკლა ..ყვიროდა მე ფრთები ამომივიდა, მე გავფრინდები ანასთანო .. ვერ მოვასწარით მისი გადარჩენა..
-სად არის მისი ცხედარი ?
-მისმა მშობლებმა გადაასვენება მოითხოვეს.
-ეხლახანს წაიყვანეს ..
ბიზნესმენი გოგა გაბოძის ვაჟი დაიღუპა, ქართველ საზოგადოებას სალაპარაკო თემა მიეცათ ..ყველა ამბობდა მომაბეზრებელ სიტყვებს:
ვიზიარებთ
საცოდავი
საწყალი
მაგრამ ვინმე აღიარებდა, რომ მის სიკვდილში თითოეული ადამიანი იყო დამნაშავე ?
არც არავინ .
ვინ რას იტყოდა?
ან ვინ გაბედავდა?
გოგონამ ხალხმრავალი დერეფანი გაიარა , ეს დამნაშავეთა დერეფანი უფრო იყო ვიდრე თანამგძნობი ადამიანების მიერ გამოხატული წუხილი .. სასტუმრო ოთახში ესვენა 25 წლის ბიჭი .. თათა კუბოსთან ახლოს მივიდა.
- გეგა ეს წარმოსახვითი ფრთები იყო, მაგრამ შენ მაინც გაფრინდი.. ჩუმად თქვა...ცრემლი მოიწმინა, კუბოს თავთან მდგარ შუახნის მამაკაცს ხმამაღლა მიმართა:
-ბატონო გოგა,ძალიან დაგაგვიანდათ შვილის მოკითხვა.. როცა მას ჭირდებოდით თქვენ მშობლებმა უარი თქვით გიჟ შვილზე..მიატოვეთ და დაივიწყეთ ის. არც ერთი აქ მყოფთაგანი არ ხართ სუფთა ..
მას სითბო სჭირდებოდა
სიყვარული სჭირდებოდა
მას თავისუფლების ფრთები უნდოდა და არა 4 კედელი, რომელშიც ვერ სუნთქავდა ,ყველამ მიატოვეთ და შედეგიც ჩანს... ეს თქვენი დანაშაულია, მან ვერ გაუძლო და გაფრინდა .. კუბოს ხელი გადაუსვა და გოგა გაბოძის სასახლე უკან მოუხედავად დატოვა.



№1 სტუმარი Guest trocodeo

50 წლამდე,მოხუცია

 


№2  offline წევრი tatiachelo

Guest trocodeo
50 წლამდე,მოხუცია

bodishi shecdomistvis ))) 50 weli chavsvi da damaviwyda moxucis washla iseve rogorc pirvel dadebaze.. asakobriv diskriminaciashi ar damdot exla brali :D

 


№3 სტუმარი elene

ერთმა ჩასვა ბრჭყალებში სიტყვის პირველი ორი ასო და ახლა შენც.
პაჩიმუ, ნუ პაჩიმუ?(((

 


№4  offline წევრი tatiachelo

elene
ერთმა ჩასვა ბრჭყალებში სიტყვის პირველი ორი ასო და ახლა შენც.
პაჩიმუ, ნუ პაჩიმუ?(((

ორო სიტყვა კარგად გამოდის ალბათ და არსიც სხვაგვარია :დ

 


№5 სტუმარი Mad.

გაგრძელება არ იქნება?!

 


№6 სტუმარი angel

http://geoclas.top/index.php

 


№7  offline წევრი Hela

კარგი იყო
მარა გაგრძელება ესაჭიროება

 


№8  offline წევრი In ga

კრგი ისტორია იყო
სულც არ ვთვლი რომ გაგრძელება საჭიროა
ზუსტად ის არის გადმოცემული რაც საჭიროა, ეს ისტორია არ არის დაწერილი ქალისა და კაცის სიყვარულზე, ვფიქრობ ეს ისტორია ასეთ ხალხს ეძღვნება,
ეს ისტორია მესიჯია იმ ხალხისთვის ვისაც ასეთ მდგომარწობაში ყავთ რომელიმე ოჯახის წევრი, მესიჯია მათთვის რომ მივიდნენ ასეთ ხალხთან და ცოტა ოდენი სიყვარული გაუნაწილონ.სულაც არაა საჭირო გაგრძელება.
ხოლო ამდაგვარ სხვა ისტორიას თუ დაწერ კარგი იქნება
ყოჩაღ კარგი იყო :***

 


№9  offline წევრი tatiachelo

In ga
კრგი ისტორია იყო
სულც არ ვთვლი რომ გაგრძელება საჭიროა
ზუსტად ის არის გადმოცემული რაც საჭიროა, ეს ისტორია არ არის დაწერილი ქალისა და კაცის სიყვარულზე, ვფიქრობ ეს ისტორია ასეთ ხალხს ეძღვნება,
ეს ისტორია მესიჯია იმ ხალხისთვის ვისაც ასეთ მდგომარწობაში ყავთ რომელიმე ოჯახის წევრი, მესიჯია მათთვის რომ მივიდნენ ასეთ ხალხთან და ცოტა ოდენი სიყვარული გაუნაწილონ.სულაც არაა საჭირო გაგრძელება.
ხოლო ამდაგვარ სხვა ისტორიას თუ დაწერ კარგი იქნება
ყოჩაღ კარგი იყო :***


რისი თქმაც მინდოდა ამ ისტორიით ზუსტად ის თქვი ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent