დრომ იცის მარტო ( 3 )
-ალეკო ! წამოიძახა -ხოო რა იცი რომ მე ვარ ? -შენი სუნი -ჩემი სუნი გახსოვს ? -ხუმრობ? ათიათასში ერთს ამოვარჩევ და კილომეტიდან ვიგრძნობ. ალეკოს არაფერი უთქვამს მხოლოდ გაიღიმა , გაუხარდა , ასეთ დროს გრძნობდა რომ ლილესაც უყვარდა , თბილი სასიყვარულო სიტყვებით არ ანებივრებდა და როცა ეტყოდა ხოლმე რამეს ბავშვივით უხაროდა. ასეთი იყო ლილე, არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი გრძნობებზე . -იღიმი -მოიცა ხედავ? აშკარად მუქი ნაჭერია -არა ალეკო ვერ ვხედავ ვგრძნობ -რას რომ ვიღიმი? -ხოოო -ეგ როგორ ეგეთებიც შეიძლება?> -ხოო მე შენს სიცილის ყოველთვის ვიგძნობ -რატომ? - იმიტომ რომ მაბედნიერებს ისეთი ლამაზია -ლიი დღეს შენი დაბადებისდღეა თუ ჩემი ისე თბილად მელაპარაკები დავეჭვდი -დებილო, მე მიყვარხარ და არ შეიზლება გითხრა? და არ იფიქრო დგეს ტელეფონში რაც მითხარი დამავიწყდა მაგისთვის მერე დაისჯები (აკო ისევ იცინის ამჯერად ხმამაღლა და გულიანად)- რა ვქნა პატარავ ჩაცმული მიზიდავ და ახლა გახდილი რომ წარმოგიდგინე .. -ახლა მიხვდი პლიაჟზე ყველა მე რატომ მიყურებდა? -რატომ ? -წარმოიდგინე ისინიც შენსავით გახდილს წარმომიდგენდნენ და -ლილეეე, ეხლა ისეთი რაღაც მითხარი შემიძლია მოგკლა -1-1 პატარავ და გაუცინა , თვალებზე მაქვს აფარებული თორემ თვალს ჩაგიკრავდი ალეკო სერიოზულად გაბრაზდა და ხმა არ მაოუღია აღარც ლილეს უთქვამს რამე არადა როგორ უნდოდა ეს სულელური ნაჭერი მოეხსნა და ეკოცნა.მართლა ასეთი უცნაური წყვილი ალბათ მეორე არ არსებობდა. -ლიიიი გილოცავ , ჩემო პატარა უთხრა და თვალებიდან სახვევი მოხსნა , ლილემ ტვალები რამდენჯერმე დაახამხამა და მიმოიხედა. სასტუმროს რესტორანში შევიდნენ ლილეს თვალებმა ნმანახი ვერ დაიჯერა , ისეთი ლამაზი იყო იქაურობა ან როგორ დაიჯერებდა, ასეთი ლამაზი დაბადებისდღე არასდროს ჰქონია , გოგოებიც იქვე იდგნენ გამოპრანჭულები, ვაჩე და ირაკლი, ეს ბიძაჩემია , გიორგი , კალას რომ ვახსენებ ხოლმე -სასიამოვნოა ლილე, ხელი გაუწოდა კალამ -ჩემთვისაც და ნაზად ჩამოართვა ლილემ -ყოჩაღ ძმიშვილო, ლამაზს ველოდი მაგრამ ასეთს არა , ახლა მემსის რამ გაგაგიჟა , მამაშენი მეუბნებოდა სურათი გადაუღე და მაჩვენე ერთი ვის გამო განახლდა ეს საშვილისვილო ომიო და რო ნახავს ხმას ჩაიწყვიტავს ალბათ ის ბებერი ვირთხა და გაიცინა - ასეთ კომპლიმენტებს რომ მეუბნებით , მცხვენია ლილემ თამამდ უთხრა და გაიცინა. კიდევ რამდნეიმე უცხო სახე დავინახე , ალეკოს ახლობლები იყვნენ ლილეს არ ეცნო არცერთი. -აკო ესენი ვინ არიან ? -მოიცა გაგაცნობ ეს ლევანია , ეს ზაზა და მისი მეუღლე , ეს მარიამია ჩემი ბიძაშვილი კალას შვილია -სასაიამოვნოა გაუღიმა ლილემ ყველას, მარიამი გადაეხვია დიდი ოვაციებით , -და დააამ ე.ი შენ ხარ ლილე -კი მე ვარ -მოლოდინს გადააჭარბე -როგორც ვხედავ პოპულარული ვარ შენს ოჯახში ძვირფასო -არამარტო ჩვენს ოჯახში , საყვარელო , უთხრა მარიმ და თვალი ჩაუკრა -ეს რა იყო ? მანაც იცის? -ყველამ ყველაფერი იცის აქ პატარავ ბიჭებიც იმიტომ არიან აქ რომ მე რომ არ ვიყო ესენი იქნებიან შენს გვერდით ვენდობი აქ ყველა ისეთია ვენდობი .შენც შეგიძლია ენდო.მარიამს რაც შეეხება ძალიან გვეხმარება ყველაფერში , ჩვენი პატარა მაფიოზააა. -აჰამ ახლა გასაგებია . ვაკომ ყველა მიიპატიჟა სუფრასთან თვითონ გვერდით მიისვა ლილე და სუფრის თავში დასხდნენ. ერთი შეხედვით ცოლქმარს უფრო გავდნენ ვიდრე ერთი კვირის შეყვარებულებს. ლამაზები კი იყვნენ და ბედნიერები სტატუსს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ლილეც გაოცებული მაგრამ კმაყოფილი იყურებოდა და ცდილობდა ყველასთვის მიექცია ყურადღება. თამამად იქცეოდა თითქოს მართლა აკოს ცოლი იყო და ესენი უკვე მისი ნათესავები . ასეთი იყო ლილე უცნაური , მაგარმ საინტყერესოდ და საყვარლად უცნაური. დაიწყეს სადღეგრძელოები , გაოცდა როცა ალეკოს მამაპაპური მხარე გაიცნო. ისე ამბობდა სადღეგრძელოებს და ისე იცავდა სუფრის წესებს რომ უკვირდა. ეს არ იყო ის ალეკო კაფეში სტეიკს რომ ჭამდა და ფორთოხლის წვენს აყოლებდა. ესეც მისნაირი იყო უცნაური. ფერიფერსაო ამათზე იყო ნათვამი. ერთსმეორე სადღეგრძელო მოყვა მეორეს მესამე და ბიჭები კარგად დათვრნენ. ცეკვა სიმღერაზეც გადავიდნენ , ალეკო და ლილეც მხიარულობდნენ, აღარ ახსოვდათ რომ დიდი პრობლემა ჰქონდათ , ალბათ ასეც ჯობდა სხვა დროს სულ მაგაზე ფიქრობდნენ ეს დღე კი სხვა დანარჩენ დღეებს არ გავდა , ამ დღეს ლილემ ალეკოს სამყაროში თამამად და ბოლომდე შეაბიჯა , მისი ნათესავები გაიცნო , მეგობრები და ისეთი თავისუფალ;ი და თავისთავში დარწმუნებული ალეკო ნახა იმ დღეს სხვა დროს რომ ვერც წარმოიდენდა . ის კაცი იყო , ახლა ნამდვილად მის წინ 29 წლის კაცი იდგა და უხაროდა, თავს თვითონაც ქალად გრძნობდა , ხვდებოდა რომ მის გვერდით შეეძლო მშვიდად და დაცულად ყოფილიყო. -ალეკომ ხელი გაუწოდა და საცეკვაოდ მიიპატიჟა. ჯიბიდან კიი ულამაზესი ოქროს ყელსაბამი ამოიღო და ყელზე გაუკეთა ღვთისმშობლის კულონი ეკეთა ზედ . ეს ბებოს კულონი და ყელსაბამია, ძვირფასია ჩვენი ოჯახისთვის, შენ უნდა ატარო. -ძალიან ლამაზია აკო მადლობა მაგრამ -ნუუ დაიწყებ ხოლმე რაა არც ადრეა და არც რამე მაგდაგვარი უნდა გეკეთოს -კაი ხოო, ძალიან მომწონს ცეკვა დაიწყეს. - ვალსსაც ცეკვავ? -თან როგორ, მოგწონს ? -დაბადებისდღე? კიი ძალიან . ცოტა გამაკვირვე , ცოტა კი არა უნდა ვაღიარო ძალიან -ხოო? რატო? - არ მეგონა ასეთიც თუ იყავი, აქამდე სულ ვფიქრობდი რომ 29 კი არა 16 წლის უფრო იყავი ახლა კი ნამდვილად 29 ის ხარ . -ეს დღე ორივეს გვჭირდებოდა ლიი დღეს მე და შენ ჩვენი მომავლისკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბბიჯი გადავდგით, უფრო რომანტიკული უნდა ყოფილიყო ეს დღე მაგრამ ჩვენს სიტუაციში ასე ჯობდა . რომანტიკა ცოტა მერე კაი ? მე და შენ მარტოებმა ავღნიშნოთ შენი დღე -კაი მაგრამ რა იგულისხმე ვერ მივხვდი -გაიგებ პატარავ ახლა დავტკბეთ. ეხუტებოდა ლილეს და სახეში უყურებდა . იმხელა სიყვარული მოჩანდა მის ჭაობისფერ თვალებში და ისეთი ანთებული თვალები ჰქონდა რომ ჭკუიდან გადაიყვანდა ადამიანს. -აღარ თქვა მეორედ -რაა? -წეღან მანქანაში რაც თქვი -რატო ეჭვიანობ? -არა რა შუაშია. -კი კიი როგორ არა და რა საყვარელი ხარ .კისერზე მოხვია ხელები და ტუჩებზე ნაზად აკოცა ისე რომ არავის შეემჩნია. ალეკო მის კოცნას გაყვა მაგრამ ვერაფერი მიიღო -ლიიილეე -სირცხვილია გვიყურებენ , რას იფიქრებენ შენი ნათესავები ვერ გაიგე ? მამაშენს უკვე არ მოვწონვარ - მაგაზე არ იდასრდო სოსო სულ ბევრს ლაპარაკობს კალა ბებერ ვირთხას მაგიტომ ეძახის. რომ გნახავს ძალიან მოეწონები. დედაჩემს უფრო ისიც შენნაირი ტიპია , გაუგებთ ერთმანეთს და ჩადაქალდებით. -ვითომ ? კაი ხოო ვნახოთ . ტორტი მოდის ნახეე. და ჩაბნელდა უცბად დარბაზი, ორსარტულიან ტორტს მოაგორებენენ და შუშხუნებს ანთებდნენ , სიმღერა და ემოციური წამოძახილები გოგოებმა ითავეს და ისე ლამაზაად გამოვიდა ყველაფერი ყველა გოგო რომ ოცნებობს. საღამოს დასარულს ფეიერვერკიც გამოჩნდა ცაზე . ლილე სიხარულისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა ალეკო ძალიან დათვრა გოგოები, ვაჩემ და ირაკლიმ სახლამდე მიიყვანეს , ალეკო და ლილე კი ხალხს ემშვიდობებოდნენ და აცილებდნენ. -კალაა შენც დათვერიი ტო? -ბიჭო მე უკვე დავბერდი 50ს მივუკაკუნე , თქვენნაირ ენერგიაზე აღარ ვარ -ოხ შე ბებერო გაიძვერა -გვრიტებო ამ ამბავს ნოტარიუსი და მღვდელი აკლდა -რას ამბობთ ჯერ ადრეა ეგეთები იუარა ლილემ -კალამ თვალი ჩაუკრა ალეკოს , როგორც იტყვი რძალუკა . თავზე ხელი მოუსვა და წავიდა , ხვალ შეგეხმიანები შარა საქმეები გავქვს ხო იცი -ყველა წავიდა ლილე და ალეკო დარჩნენ მხოლოდ. -ეხლა რა ქვნათ? -სახლში წავიდეთ დაიძინე ,მთვრალი ხარ აკუნა ძალიან თან -მე ამ სასტუმროში ვცხოვრობ ჩემების სასტუმროა. -ხოოდა მითუმეთეს ნომერში უნდა აგიყვანო მაშინ -შეეენ ტო? ეგეთი მთვრალი ვარ ? -ხოო ხარ აბა რა ხარ და ლიფტში შევიდნენ -გასაღები სიხარულო რომ გავაღოთ -ჯიბეშია ლიი ამოიღე -უკვე შენს ჯიბეებში თუ დავიწყებ ძრომიალს იცოდე მერე ვეღარ გადავეჩვევი მიყვარს შოპინგები და ამბები - იძრომიალე მერე ვინ გიშლის ჩემთან იყავი და გინდა სულ მაგ ჯიბეღი იეჯქი და ლოყაზე უჩქმიტა ამოიღო ლილემ გასაღები და შევიდნენ . ალეკო სააბაზანოში შევიდა ლილე არ წახვიდე ამაღამ აქ დარჩი პატარავ მე დივანზე დავიძინებ. ლილემ ჯერ იფიქრა წავალო მაარა მერე ალეკომ გამოყო თავი და სანამ ლილე იტყოდა არაო თითი დაუქნია -არც გაბედო მარტო ვერ წახვალ და მეც მთვრალი ვარ აქ უნდა დარჩე -კარეგი ხოოო ტანსაცმელი სად გაქვს ? -კარადაში და თითით მიანიშნა ლილემ მისი მაიკა და სპორტული გამოიღო , პირსახოცი აიღო და სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო და უკან ალეკოს სპორტულებით გამოვიდა -ნახე როგორ მოგიხდა ? (გაუცინა) დავიძინოთ? -ხოო რა ძაან დავიღალე -ალეკო დივნისკენ წავიდა -როცა ლილემ ხელით გააჩერა არ გინდა შენც საწოლში დაწექი მე არ ამქვს პრობლემა გენდობი და გაიცინა -როგორც მეტყვი უფროსო და დაწვნენ .ლილეს ტელეფონი ისევ აწკრიალდა. -ვინ არის? -მოიცა ვნახავ და აიღო ტელეფონი , -ჯანდაბა -ის არის ხო>? გამოართვა ტელეფონი და ლილეს მაგივრად უპასუხა -ბო**** შვილი ვიყო კიდე ერთხელ რო დარეკო ამ ნომერზე ცუდი ამბები მოხდება რა პონტში უკრეკავ ჩემ შეყვარებულს და აწუხებ ბიჭო რა ყ***ააა . ლილე შედი შიგნით მიაძახა გაცოფებულმა და შეუშვა შიგნით , თვითონ აივანზე დარჩა და კარი მიკეტა -წესივრად ბიჭო , მინდა და ვრეკავ . თან დაბადებისდღის მოლოცვა მინდოდა ორივესთვის -მერე ჩემთან დაგერეკა ბიჭო რა არ იცი ნოემრი? -მე ლილესთან დავრეკე -ხოდა გეუბნები რომ ეს გოგო ჩემი შეყვარებულია და წუხდება შენი ზარებით, მოგეთხოვება თუ არ გაანებებ თავს . კო... გოგამ ტელეფონი გათიშა და ალეკო ოთახში გაგიჟებული შევარდა -ეს სულ ასე გირეკავს ? -არა ბოლოს მაშინ დარეკა კლუბში - ეს -კაი ხო დამშვიდდი -დამშვიდდი კაია, არ უნდა გირეკავდეს ჩემს მეტი არავინ , არც უნდა გიყურებდეს და არც უნდა გეხებდოეს , არც არაფერს წარმოიდგენდეს. -გინდა დაგამშვიდო? -თუ მოახერხებ კიი ლილემ ტუჩემზე აკოცა და რომ, უნდა გამოწეულიყო ალეკომ აღარ გაუშვა . კოცნიდა და გრძნობდა ლილე მის ტუჩებს როგორ ადნბებოდა. -მიყვარხარ პატარავ . -მეც მიყვარხარ ჩემო არანორმალურო . -ეხლა დავიძინოთ და დაწვნენ . დილით რომ გაიღვიძეს ალეკოს ლილეს თმებში ჰქონდა ხელი ჩაცურებული და ისე ეძინა. -აკოო , ლილემ კოცნით გააღვიძა, გაიღვიძე ნახე უკვე 11 საათია , -აუუ მოიცა რააა -აკოო ხვალ მივფრინავთ და დღეს უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი ხო იცი -აუუ ხოო კაი და გამოფხიზლდა ადგნენ მოწერიგდნენ მერე ლილე სახლში მიიყვანა ოღონდ ამჯერად ისიც შეყვა და მისაღებში დაელოდა , გოგოები ცივი წყლის და ნაბეღლავის ბოთლებით თვალებისფშვნეტით გამოვიდნენ . -ვა აკოო , მოიცა მესიზმრები? -შე გადარეულო არა აქ ვარ მართლა მე ვარ -აუ ხოოო ლილე უცბად გამოვარდა ოთახიდან ნუკის აკოცა შუბლზე და კარებისკე წავიდა -ბედნიერ ნაბახუსევს გისურვებ ლიიიკ თან მიაძახა და გავიდნენ სახლიდან .აეროპორტში რომ მივიდნენ ლილემ თავისი ბილეთი უპრობლემოდ აიღო დილით 9 საათზე ჰქონდა ფრენა . ალეკომაც ძლივს მარა მაინც იშოვა მისგევრდით ერთი ადგილი და გაბრუნდნენ უკან . ლილე სახლში მიიყვანა და თვითონ კალასთან წავიდა. შუადღის დაახლოებით3 საათი იქნებოდა რომ დაურეკეს. -ალოოო -გამარჯობათ თქვენ ლილე ხართ? -დიახ -ჩვენ კლინიკადნ გირეკავთ , ამის გაგონება ლილეს ფერის დაკარგვა ეერთი იყო -რა მოუვიდა? ინსტიქტურად იკითხა ლილემ -სერიოზული არაფერი მაგრამ მარტო მანქანას ვერ მართავს ამიტომ მოსვლა მოგიწვეთ რომ წაიყვანოთ. -ახლავე მოვდივარ -მარტო ბტნ.ალეკო არაა აქ ოთხნი არიან ოთხივეს წაყვანა მოგიწევთ. მის ტელეფონში თქვენი ნომერი ვიპოვეთ ახლობელი ხართ? -კი შეყვარებული ვარ და მოვდივარ უკვე რომელი კლინიკაა? გასაგებია მოვდივარ -ლილე გიჟივით ჩახტა ტაქვსში და სულ ჩქარა ჩქარას ძახილით ტაქსი 10 წუთში კლინიკასთან მიიყვანა შევიდა და ხვდება სასწაული სურათი , ხან ეცინებოდა ხანე ტირებოდა პალატაში რომ შევიდა. ოთხი საწოლი , ორი გვერდიგვერდ ორი მოპირდაპირე მხარეს. ალეკო , კალა , ვაჩე და ირაკლი. კალას ცხვირზე ადევს თაბაშირი, ბიჭებს ერთს ხელი აქვს შეხვეული მეორეს ფეხიი და ალეკოს ტუჩი აქვ ს გახეთქილი,შუბლზე პატარა ნაკერი და გადატყავებული ხელები. -ექთანმა შეაცილე ლილე და თან უხსნიდა ბიჭების მდგომარეობას პალატაში რომ შევიდა გაშეშდა . -მაინც დაგირეკეს არა ? -ალეკო გაჩუმდი რაა გეხვეწები -კაი რა ლი არაფერი მჭირს ისიც არ ვიცი აქ რატო მოგვიყვანეს . არცერთს სერიოზული არაფერი გვჭირს -ეხლა ხვდები? აი ამიტომ არ მინდოდა ზუსტად იმ ავადმყოფთან იჩხუბეთ არა ? -კაი რაა რძალო იმასთან კვირაში ხუთჯერ ვჩხუბობთ შენ რა შუაში ხარ - ლილეე დაწყნარდი თორე მე ვერ დაგაწყნარებ , ჯერ ერთი ტუჩი მტკივა და თან მარტო არ ვართ და იცინის -დებილო გაჩუმდი ახლა მაინც გაჩუმდი. -შეგიძლიათ წახვიდეთ ექთანმა წასვლის ნება დართო.ლილე საჭესთან გვერით ალეკო და უკან დანარჩენები. ლილემ ყველა სასტუმროში მიიყვანა და თვითონ ალეკოს აყვა ნოემრში. -ცრემლები გასდიოდა და ვერ აჩერებდა -ლილე კარგი რააა -რას გავხარ ხედავ ? ჩემს გამო ? აკო რამე რომ მოგსვლოდა? მოვკვდებოდი მეც . კიდევ კაი ხვალ მივდივართ და აღარ ჩამოვალთ ერთი თვე ხო აღარ ჩამოვალთ? - ხოო პატარავ ნუ ნერვიულობ შენი ბრალი არაა გუშინ რომ არ დაერეკა არაფერი მოუვიდოდა -და რა მოუვიდა? ტვინის შერყევა ჰქონია და ერთი კვირა კლინიკაში მოუწევს ყოფნა . და ნეტავ სახეზე განახა რას გავს და იცინის ალეკო -ვაიმე რა სულელი ხარ დაადებინა თავი თავის მუხლებზე . ჩაეძინეათ მშვიდად, გვერდიგვერდ ალეკოს ფეხიც არ გაუქნევია იასე ეძინა საყვარელი ქალის მუხლებზე . ლილეც კმაყოფილი იყო ალეკო იქ ყავდა და მშვიდად იყო.ორი საათი მაინც ეძინათ როცა ტტელეფონმა დარეკა. -აკო კალა გირეკავს -აუ ეგ სულ დამავიწყდა ალბათ სოსო და მანანა ჩამოვიდნენ -დედაშენი და მამაშენი ? -ხოო უნდა გაგაცნო -რას მეუბნები მეღადავები ხო?> -არა პატარავ ყველას იცბნობ მათ გარდა -აუუუ არა რააა რომ ჩამოვალთ მერე რა გთხოოვ -ვერ გაიგე კალამ რა გითხრა ? სოსო ისე ელოდება შენს ნახვას რომ შემჭამა და მანანა ხო საერთოდ, არაფერი პრობლემაა არა პატარავ გაიცნობ ყაავას დავლევთ და წავლენ ჩვენც ჩავბარგდებით. კაი ხოო.ისევ ტელეფონი რეკავს . არ მითხრა რომ არქანიაა -არა ჩემები არიან . -დღეში რამდენჯერ რეკავენ პატარა ხო მშვიდობა აქვთ? - ხოო მაამამ ასე იცის მოვენატრე ალბათ -ხოო მაა როგორ ხარ? -კარგად ლილე შენ როგორ ხარ მამი? დილით ხო მიფრინავ ? -კი მაა საღამოს ჩავბარგდები -თუ რამე დარეკე კაი? -კაი . მაა მომენატრე დედა და ლუკა ხო კარგად არიან ? კიდე ერთი თვე ვერ გნახავთ -კი კარგად არიან ხო რავიცი აიტეხეთ თურეთი თურქეთიო და აჰა წადი ეხლა .ოღონდ ჭკვიანად რაა -ისევ ბუზღუნებ რაა , კაი ხოო კაი დაგირეკავ გკოცნი მიყვარახრ -მამიკოს გოგო ხარ ? -ხოოო ვარ -მე და ჩემი სიმამრი ვიჩხუბებთ მაშინ -რატო ვითომ? -იმიტომ რომ ახლა ჩემი გოგო ხარ მამიკოსი აღარ -რა სულელი ხარ , ეხლა სახლში უნდა წავიდე . მოვწესრიგდე შენებს ასე გიჟივით ხო არე დავხვდები , მანამდე სანტავიკს დაგაკრავ მაგ ნაკერზე რო დედაშენს გული არ გაუსკდეს. -კაი ხოო ოღონდ ნელა - ამხელა კაცს ერთი სანტავიკის როგორ გეშინია უტვინო -შენ რომ იცოდე ნემსის როგორ მეშინია -წარმომიდგენია ლილე გამოეწყო, სადად და ლამაზად ეცვა, შავი შარვალი , შავი ბალეტკები და თეთრი ბლუსკა ეცვა ნაზი მაკიაჟი , თითქმის შეუმჩნეველი , წითელი პომადა ეტყობოდა მხოლოდ და აკოს ნაჩუქარი კულონი . მის ყელს უფრო ამშვენებდა. -წავედით -ააი მანანა რომ დაგინახავს გადაირევა შენნაირს ეძებდა სულ რომ გაერიგებინა ხან ვის მახვედრებდა ხან ვის. მაგრამ ვერ პოულობდა ვერსად ნახეეე მე გიპოვე მაინც. - მერე როგორ მთვარდებოდა შეხვედრები? - არც იწყებოდა უკვე ნამმყოფი ვიყავი ყველასთან , მაგრამ მანანამ რა იცოდა ეგონა ანგელოზივით გოგოს მირიეგბდა, თან არც ლამაზები იყვნენ -ოოოჰ ყოჩაღ შენ და ნაკერზე მიაჭირა თითი ლილემ -აუუუ მეტკინა სადისტო -ეგ ბევრი საყვარლისთვის , გაგივლის ნუ გეშინია არ მოკვდები და საჭესთან დაჯდა -მე დავჯბეი -შენ ჩემს გვერდით დაჯდები -ნახე რა შემართებით ხარ ? ეგ სოსოს მოეწონება. სულ ამბობდა შენ ისეთი ცოლი გინდა დედა რომ გიტიროსო -ვნახოთ აბა , მე შენი შეყვარებული ვარ ცოლი არა რესტორანში ხელიხელჩაკლიდებულები შევიდნენ. ლილეს გვერდით ორმეტრიანი , უსიმპატიურესი კაცი მიყვებოდა და უბედნიერესი იყო, ალეკოს კი ხელში ულამაზესი , სექსუალური ,ჭკვიანი ერთიბეწო გოგოს ხელი ეჭირა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასდგმელად მიიწევდა წინ , თავისი საყვარელი ქალი მშობლებთან მიყავდა , ვინ იცოდა რომ ალეკო წინ გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებოდა და არქანიას ჭიანჭველასავით გასრესდა. გაცნობამ კარგად ჩაიარა. -ლილეე ეს დედაა მანანა ეს სოსო. -სასიამოვნოა ჩამოართვა ლილემ ორივეს ხელი და ალეკოს მიუჯდა გვერდით -რა შევუკვეთოთ პატარავ ? - უშაქრო ყავა აკო სხვა არფერი მინდა -ბრაუნი? და გამიცინა - არ ვნერვიულობ არ მინდა და ლილემაც გაუცინა პატარპატარა შეკითხვებით მანანამნ ლილეზე ბევრი შეიტყო , ლილემ კი აკოს ბავშვობაზე და ისე გაუგეს ერთმანეთს რომ ლილესაც კი უკვირდა თვითონ. სულ წარმოედგინა როგორი იქნებოდა მისი დედამთილი მაგრამ ასეთის აყვარელი თუ იქნებოდა არც უფიქრია. -დაიწყო პირველი რაუნდი? -კარგი რა სოსო გეგონება მე დამეწყოს .შენ თუ ეს გიკვირს -არა ვინ გითხრა რომ მიკვირს. გემოვნება არ დაგეწუნება, ლამაზია და რადგან მანანას მოსწონს (იცინის) ყავა დალიეს ისაუბრეს და წასვლის დროც მოვიდა. მანაანა ხვალ თურქეთში მივფრინავ . ქართულ ნომერზე რო დარეკო და არ გიპასუხო პატრული არ გამოიძახო კაი? თურქულზე დარეკე. -ნუ ხარ მასხარა აკოცა ორივეს მანანა დედიკომ და წავიდნენ -აჰა ხედავ რა ადვილი იყო? თან ორივეს მოეწონე -დალურჯებულ ცხვირპირზე არაფერი გითხრეს მიჩვეულები არიან? -ხოოო -მეც მომეწონა ორივე მანქანაში რომ ჩასხდნენ ლილემ აკოს ერთი ნაზად აკოცა თუჩებზე , მეერ ღვედი შეიკრა და ნასიამოვნები სახით დაჯდა . ალეკომ დაქოქა მანქანა მერეს ანაპიროსკენ მყუდრო ადგილი იპოვა გადაუხვია გააჩერა მანქანა გადაიწია და ისე რომ ლილემ გახედვაც ვერ მოასწრო ტუჩებზე აკოცა.შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე უთხრა და ისევ გააგრძელა. არ ჩერდებოდა , ლილეც წინააღმდეგობას არ უწევდა პირიქით გიჟდებოდა მის კოცნაზე, ტკბილ ტუჩებზე, მის წვერზე და ცივ ჭაობისფერ თვალებზე კოცნისას რომ ნაბავდა ხოლმე ხელებს თმაში უცურებდა და მის ტემპს ჰყვებოდა. -მიყვარხარ პატარავ -მეც დაქოქა მანქანა და წავიდნენ . დილით ისევ მიაკითხა და აეროპორტში წავიდნენ . ლილე გოგოებს და ბებოს დაემშვიდობა და წვაიდა . ერთ საათში თურქეთში იყვნენ , ლილეს სასტუმროში ყველაფერი მზად დახვდა. ალეკოც მის სასტუმროში მის გვერდით ოთახსი დასახლდა მიუხედავად იმისა რომ 15 წუთის სავალზე იყო მისი სახლი. ჯერ შეეცადა ლილე მის სახლში დარჩენაზე დაეთანხმებინა მაგრამ მერე ლილემ უთხრა რომ ასე ბიძამისი ყველაფერს გაიგებდა და წაიყვანდნენ ისევ თბილისში. აკოც გაჩერდა. ასე იყვნენ ერთი კვირა. ალეკოს სამსახურის ამბები, იქ ბიზნესები ჰქონდა , ლილეს ტრეინინგები თან სასტუმროს მენეჯერს დაჰყვებოდა საქმეებზე , რომ პრაქტიკაში ენახა ის რასაც სწავლობდა ერთმანეთს საღამოს ნახულობდნენ. არქანიაც აღარ ურეკავდა ალბათ ისევ კლინიკაშია ფიქრობდა ლილე , მართლაც ასე იყო . არქანია ძალებს იკრეფდა , რომ ფურორი მოეხდინა გვრიტებისთვის . ან რა გააჩერებდა. -ლილე მთელი კვირაა ორივე ვმუშაობთ წამო რა ხვალ დავისვენოთ? -აუ ხო რაა , თან რაღაცების ყიდვა მინდა -ვიშოპინგოთ? -ხოოო მეორე დილით ყავა დალიეს , კრუასანთან ერთად და წავიდნენ . აკომ სტამბოლი დაავალიერებინა , მერე იშოპინგეს , ლილეს თანსაცმელი საბარგულშიც არ ეტეოდა იმდენი იყო, -აკო არ მინდა ამდენი - ვიცი რომ გიყვარს და აიღე რააა -გაკოტრდები და მანანა სახლში აღარ შემიშვებს - შენ მააგზე არ იდარდო ,ჩემს მეტი მანანს არავინ ყავს და მე თუ გავაკოტრებ თანახმა იქნება.დღეს ჩემს სახლსაც გაჩვენებ და დარჩი ერთი ღამით კაი? ისევ დივანზე დავწვები გპირდები -ხოო მაშინნ ხო იწექი და გაიცინა ლილემ საღამოს სახლში მივიდნენ .ლილეს გაუკვირდა ალეკოს სახლი სისუფთავისგან უბრალოდ ბრწყინავდა. ოთხოთახიანი ბინა იყო გემოვნებიანად მოწყობილი -ლამაზია იცი? -ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული ყველაფერი კვირაში ორჯერ დამლაგებელი ქალი მოდის და მისუფთავებს ყველაფერს. აივანზე ისხდნენ და ცას უყურებდნენ . რატომღაც ჩუმად იყვნენ , სიმშვიდის და მყუდროების დარღვევას ერიდებოდნენ. -ყავა მინდა გააქვს ? -კი პატარავ სამზარეულოშია. მეც გამიკეთე ლილე წამოდგა რომ სამზარეულოში გასულიყო და უცბად ალეკომ ხელი მოკიდა თავისკენ გააქანა , კალთაში ჩაისვა. -რას აკეთებ სულელო -შენ ის მითხარი ჩემს გამო რაზე ხარ წამსვლელი? -რა შეკითხვაა ეხლა ეგ რამ მოგაფიქრა -მითხარი მიდი -როგორ ? ვერ მივხვდი -აი ასე უბრალოდ მიპასუხე -ყველაფერზე -სულ ყველაფერზე? -ხოო სულ ყველაფერზე -მაგალითად რაზე? -საერთოდ ყველაფერზე -ცოლადაც გამომყვები? ლილე გაშრა , არ ელოდებოდა, განა იმიტომ რომ არ გაუხარდა , უბრალოდ ალეკოსგან არ ელოდა, ერთი თვე იყო რაც ერთად იყვნენ და ცოტა ეუცხოვა ალეკოსგან ასე ადრე ასეთი ნაბიჯი . თან მიხვდა რატომ გააცნო ასე სასწარაფოდ ნათესავები და მშობლები. -გამოგყვები -მართლა გამომყვები? -ხო გამოგყვები -მაშინ დავქორწინდეთ -დავქორწინდეთ -ახლავე? -ახლავე მაგრამ ასეთ დროს როგორ? -კარგი მაშინ ხვალ -კარგი ალეკომ აკოცა , ლილეს დიდ და ლამაზ ტუჩებს უკვე თავისად გრძნობდა , მანამდეც მისი იყო მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ახლა ლილე მისი საცოლე იყო, ხვალ ცოლი იქნებოდა და ზეგ ალბათ მისი შვილების დედა.კოცნიდა , განსაკუთრებით ეგემრიელებოდა მისი ტუჩები. მოსწონდა ლილე როგორ პატარა ბავშვივით ინაბებოდა ხოლმე როცა კოცნიდა, თითქოს ეუბნებოდა შენი ვარ გნებდები თუ გინდა მომკალიო. წამით გაჩერდა და თვალებში ჩახედა, ანთებული ჰქონდა თვალები საოცრად ანთებული და გაბრწყინებული. ლილე მიხვდა რომ ეს ნამდვილად ის იყო რაც გაიფიქრა და აკანკალდა.ახლა მოხდებოდა მოსახდენი და იცოდა, არა დარწმუნებულიც კი იყო რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, პირიქით დაადნებოდა ალეკოს სხეულს , თან როგორ იზიდავდა . ალეკო უყურებდა თვალებში და თან მაიკისკენ მიჰქონდა ხელები. აკოცა ისევ და შეუცურა ხელი მაიაკაში, მიცურავდნენ მისის თითები ლილეს ნეკნებზე და მკერდთან გაჩერდნენ, ლილე არ ეწინააღმდეგებოდა და ალეკოც გახელებული აგრძელებდა ნაზ ვნებიან მოძრაობებს, მოსწონდა რომ ლილე გამოუცდელი პატარა ლილე მისი იყო და ის პირველი მამაკაცი იქნებოდა თავისი საყვარელი ქალისთვის. მაიკა გახადა და ხელი შორტისკენ წაიღო , ლილემ უცბად ფეხებქვეს მისი ძლიერი თითები იგრძნო და არც სჭირდებოდა განსაკუთრებული მოძრაობები მის სხეულს შეხებაც ყოფნიდა, მაშინვე ორგაზმამდე მიყავდა. ალეკო წამოდგა კალთაში ჩასმული ლილეც წამოაყენა ხელში აიყვანა და კოცნის შეუწყვეტლად საძინებელში შეიყვანა. ლილემ მაიკა ძლივს გახადა ალეკოს კანკალებდა , -დამშვიდდი და მომენდე, არაფერს გატკენ ჩასჩურჩულა ლილეც გაინაბა და მიენდო . ლილეს და ალეკო , ალეკოს და ლილე , ახლა უკვე ნამდვილად ერთმანეთს ეკუთვნოდნენ. -ლილე მითხარი ხო მოგწოს -მომწონს ალეკო -მითხარი კდიევ მითხარი რამე -არ შემიძლია ვეღარ ვლაპარაკობ და თრთოდა ლილე -უნდა მითხრა , მჭირდება გესმის? შენ უნდა მოგწონდეს მითხარი -მომწონსა საოცარია გესმის ? საოცარი................ საწოლში შიშვლები იწვნენ და ალეკო გაშტერებული უყურებდა ხელზე თავი ჰქონდა ჩამოდებული -რატომ მიყურებ ეგრე? -იმაზე უფრო ლაამზი ხარ გახდილი ვიდრე წარმოვიდგენდი -შე გველო ხშირად წარმომიდგენდი? -კიიი , სულ თვალწინ მედექი და სულ მინდოდი. ესაა სიყვარული პატარავ , სულ რომ გინდა საავადმყოფოში , სამსახურსში , რესტორანსი პლიაჟზე და ასე შემდეგ - აი ესეთები ხართ კაცები და სინამდვილეში კუჭზეც არ გადის თქვენსკენ მომავალი გზა - მაგაში გეთანხმები. ლილე უცნაურად დაიკლაკნა -ლილე ხო კარგად ხარ? გატკინე? -არა სულელო გავიზმორე მეძინებასავით -ვაიმე ასე იზმორები? -ხოო ასე ჩაეძინათ, დილით აკომ რომ გაიღვიძა ლილე მაიკიანი იდგა სამზარეულოში და ყავას მოუთმენლად ელოდებოდა, გაზთან იყო ოდნავ გადახრილი, თავი ხელზე ჰქონდა ჩამოდებული და ებუტმუტებოდა ჩაიდანს.-ადუღდი რააა , მალე გეხვეწები თორე ხასიათი გამიფუჭდება და ალეკო ჩემზე დაქორწინებას გადაიფიქრებს , მალე მალე მალე -ლილე ჩაიდანს ელაპარაკები? -ხოო არ დუღდება -უხასიათოც მომწონხარ.და აკოცა -რას აკეთებ?? -ვცდილობ ყავა სხვა რამით ჩავანაცვლო -სერიოზულად? -ხოო დღეიდან ასე იქნება , ყოველ დილით შენი ყავა მე ვიქნები მე კი არა ეს და ლილე მაგიდაზე გადასვა, -თან სამზარეულოში? -ხოო აქ პირდაპირ ამ მაგიდაზე და გააშიშვლა. ასე ბედნიერობდნენ , ალეკო და ლილე , ორ დღეში ალეკომ მოკიდა საცოლეს ხელი დაბათუმში წაიყვანა იქ ხელი მოაწერეს ისე რომ ოჯახის წევრებისთვის არც გაუგებინებიათ და კვლავ თურქეთში დაბრუნდნენ. ახალ უკვე ცოლქმარი იყვნენ მართალია ლილე ისევ სასტუმროში რჩებოდა , ბიძაჩემმა რომ გაიგო სერთი ამბაცვი ატყდებაო, ქმარიც დაითანხმა როგორღაც, ხან სასტრუმროში იყო ხან სახლში . ალეკო ძალიან რომ აწუწუნდებოდა ვერ გავიგე ცოლი ხარ თუ ჩემი დამლაგებელი ჯეილაო , მოდი სახლში და ნუღარ მიდიხარ მაგ დედა***სასტუმროშიო , ლილე ხვდებოდა რომ ცუდად იყო საქმე და მიდოდა .გავიდა თურქეთში ყოფნის ერთი თვეც, ლილეს კიდევ რამდნეიმე დღე სჭირდებოდა რაღაც საქმეები ჰქონდა სასტუმროში მოსაგვარებელი , საბუთები , დიპლომები და დახასიათებები თავისი ახალი სამსახურისთვის . ალეკოც ელოდებოდა მშვიდადა და თან საქართველოში ეჩქარებოდა დაბრუნება. ამ ერთ თვეში სასტავმა ზუსტად 5 ჯერ იჩხუბა არქანიასთან და მის ბიჭებთან , და სულ არ მოსწონდა რომ მის გარეშე ხდებოდა ყველაფერი , ხო ხედავთ მე რომ მანდ ვიყავი ერთკვირიანი ტვინის შერყევა აიკიდა , უჩემოდ კიდე უკვე მეორედ მოიტეხე ერთიდაიგივე ხელიო , ვაჩეს გაცოფებული ეუბნებოდა ტელეფონში. გოგა ლილეს ვეღარ ურეკავდა ნომერი არ იცოდა თურქეთის, ნახვაზე ხო ზედმეტი იყო ლაპარაკი ახლოსაც ვერ ეკარებოდა და უკვე საშინელი აზრებო მოსდიოდა თავში , მზად იყო მოეკლა კიდეც ორივე თუ არა ერთერთი მაინც , მარა რომ ფიქრდებოდა ლილეს ვერაფერს დაუშავებდა , ამგარმ შარაშენიძისთვის დასაბრუნებელი ჰქონდა პასუხი, გოგოს მე ვერავინ ამახევსო და ვერც კი ხვდებოდა რომ მისი არც ყოფილა ის გოგო. საქართველოში დაბრუნდნენ ცოლქმარი , ლილეს დაჟინებული თხოვნით ძლივს შეთანხმდნენ რომ ცოტახანს ისევ საიდუმლოდ უნდა შეენახათ ხელისმ ოწერის ამბავი , ჯერ ვალერის და ნანას გაგაცნობ და მერე ვუთხრათ კიდეცო ეუბნებოდა ალეკოს. მანამა და სოსომ კი გაიგეს , რა გამოეპარებოდა მანანას. ლილემ ნიშნობის ბრილიანტის ერთთვლიანი ბეჭედი მეორე ხელზე მოირგო რომ ქორწინების არავის ჰგონებოდა და ასე გამოცხადდა სახლში. ემზადეობა ნელ-ნელა ოჯახისთვის სიმართლის სათქმელად. შეაპარა კიდეც შეყვარებული მყავსო და ისიც უთხარ ვინ იყო , ვალერტიმაც გაიკითხ გამოიკითხა და და არც მაინცდამაინც უკამყოფილო ყოფილა, შარაშენიძეების გვარის გაგონებაზე, შორიდან იცნობდა კდიეც საერთო ძმაკაცები და ახლობლები ჰყავდათ. სოსოს შარაშენიძეს ვიცნობო უთხრა ლილეს და პატივს ვცემ კარგი კაციაო. მისი შვილი ცუდი არ იქნება მაგრამ ჯერ ადრეა ლილე ცოტაც ისწავლეო წარმი ასწია და გამოუცხადა ლილეს მკაცრი ტონით. ლილეც ხმას არ იღებდა ძალიან ბევრი ტყუილი რომ არ ეთქვა , შეკითხვებსაც ისე ორაზროვნად პასუხობდა. ალეკო კი უბურღავდა ტვინს ლილე ჩემი ცოლი ხარ გვეყო ასე ბოდიალაი მოდი ჯვარიც დავიწეროთ და გადმომდი ჩემთანო. ერთი კვირაც გავიდა მათი დაბრუნებიდან. საღამოს უნიევრსიტეტიდან სახლში მიიყვანა შარამ ლილე და თითონაც წვაიდა. გზად არქანიას მანქანას წააწყდა . ლილე ვერ ხვდებოდა საიდან მაგრამ გოგას გაეგო მათი დაქორწინების ამბავი და ბოლო წვეთი ამოჩნდა მისთვის . გაადმოვიდა მანქანიდან დაგადააყენეო ანიშნა ალეკოს . მანაც უსიტყვოდ გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. ამის მეტი უკვე აღარავინ არაფერი იცოდა, არქანია კლინიკაში კომაში მიიყვანეს , მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, მოკლედ მაგრად იყტო ნაცემი . აკო არსად ჩანდა. არავინ არაფერი იცოდა, ალეკ რომ არ ჩანდა უკვე ყველა ყველაფერს ხვდებოდა , არქანიას სხვა ასეთ დღეში ვერავინ ჩააგდებდა. რათქმაუნდ ასასწარფაოს პატრულიც მოყვა და გამომძიებელიც, მაშინვე დაიწყეს შარას ძებნდა, როგორც მთავარი ეჭვმიტანილის. დილით ლილე ტელეფონის ხმამ გააგვიძა მძინარემ უპასუხა და ისეთი ოფიციუალური ხმა გაიგოო რომ შეცბა , -ლილე მესხი-შარაშენიძე ბრზანდებით? გაუკვირად და დაიბნა არავინ იცოდა მისი გათხოვების ამბავი და მითუმეტეს ის რომ პირადობაში ალეკოს გვარიც მიიმატა , ალეკოს ინიციატივით , -დიახ მე ვარ -ალეკო შარაშენიძის მეუღლე ხო? -დიახ რა ხდება ხომ კარგადაა? -განყოფილებაში უნდა გამოცხადდეთ და დანარჩენს აქ მოგახსენებთ ჩაიწერა ლილემ მისამართი , სასწრაფოდ ჩაიცვა და გავარდა .მაშინვე კალას დაურეკა და კითხვები მიაყარა , -დამშვიდდი რძალო მეც მოვდივარ უჩემოდ არ შეხვიდე განყოფილებაში მანდ დამელოდე სადმე ახლოს -გელოდები და აუწყლიანდა თაფლისფერი თვალები , აიღო ტელეფონი და უკვე მეასედ ალბათ ალეკოსთან რეკავდა მაგრამ გათიშული იყო , ვერ უკავშირდებოდა მიხვდა რომ რაღაც ვერ იყო , ,მაშინ უფრო გაგიჟდა კალას თან ადვიკატი რომ ახლდა , შავებში ჩაცმული კაცი . ის ლილეს ესაუბრებოდა უხსნიდა რა როგორ უნდა ეთქვა , და ეუბნებოდა რომ დამშვიდებულიყო , მას არაფერი ემუქრებოდა -უბარლოდ რადგან შარას მეუღლე ხარ პირველრიგში შენ უნდა დაგკითხონ , განყოფილებაში უკანა კარიდან შეხვალ და გამოხავლ ისე რომ ვერავინ დაგინახოს , ჟურნალისტებიითაა სავსე იქაურობა , იციან რომ შარას ცოლი ყავს მაგრამ ვინ არ იციან და სახელს და გვარს ვერ ახსენებენ , არც მაგაზე იდარდო ვიცი ყველაფერი მომიყვა გიორგიმ და შევეცდებით არ შეგეხოს ეს ყველაფერი შარა უნდა გამოვაძვრინოთო დ ააგრძელებდა ადვოკატი , ეტყობოდა რომ ესეც ამათი იყო და კარგად იცნობდა ალეკოსაც დ ბიჭებსაც. ადგა ადვიკატი და წავიდა მე იქ შეგხვდებით , ცოტახანში თქვენც შემოდითო დაუბარა და წავიდა. -კალა რა ხდება? -არ ვიცი რძალო , რა მოხად მარა არქანია ის ბო**** კომაშია რესპუბლიკურში წევს და აკოც არსად ჩანს , წუხელ შეხვედრია შენიდან მომავალს მანქანით დახვედრია და უჩხუბიათ ალბათ თორე ის ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩავარდებოდა თავისით -აკომ ცემა? -ხოო ალბათ არ ვიცი აკო სადაა ვეძებთ და ვიპოვით კიდეც ეგ არაა პრობლემა რამდნიმე საათის მომხდარი ამბავია ჯერ შენ უნდა გამოგაძვრინოთ ამ სიტუაციიდან რომ შეენებმა არ გაიგონ ცოტახანი მაინც სანამ ჩაწყნარდებიან -აბა ბიზნესის დონეზე გადაწყდებაო? -ხო ასე გვეგონა მარა გაიგო რო ხელი მოაწერეთ იმ სირმა და აღარ ეყო ბიზნესი და დაიჭირა კიდეც -გადარჩება ? -მძიმედ არის .დედამისის კივილი მესმოდა კლინიკაში , კვდება ჩემი შვილი მიშველეთო ალბათ ძაან ცუდადა ა არ ვიცი ლიი , კი ღირსია ეგ ყველაფრის მარა მე აკოს პონტში ვნერვიულობ უნდა გამოძვრეს თორე დაიჭერენ კაი ხნით. წავიდეთ>? -ხოო -მზად ხარ ? -არა მაგრამ შეცვლის ეგ რამეს? მე მისი ცოლი ვარ მომიწევს მაინც იქ მისვლა . მაინც მოხდება ყველაფერი რაც უნდა მოხდეს როგორც ეს მოხდა. ლილე და კალა მიდოდნენ , განყოფილებასთან ჩუმად უკანა კარიდან შეიპარნენ , ლილეს შავი მუქი სათვალე ეკეთა კალაც ტურისტივით ჩაცმული მოძრაობდა შავი ნაჭრის შორტებით არავის უფიქრია ესეც შარაშენიძე რომ იყო. მიდოდა ლილე , პირველად მიდიოდა ლილე როგორც ალეკო შარაშენიძის მეუღლე , როგორც ლილე მესხი-შარაშენიძე და ისიც სად პოლიციის განყოფილებაში , ეს მისთვის საშინელება იყო , სულ არ ესმოდა და ამშვიდებდა კალას სიტყვები დამშვიდდი რძალო კარგად წავა ყველაფერიო. რას უშველიდა , მარტო აკოს სიტყვები უშველიდა მარტო მის გვერდით იქნებოდა მშვიდად. დაკითხვა კაი ხანს გაგრძელდა რომ მიხვდნენ რომ ლილეც გაოცებული და გაოგნებული იყო და არაფერი იცოდა გაუშვეს იმ პირობით რომ კიდევ თუ დაიბარებდნენ მივიდოდა აუცილებლად. წამოიყვანა კალამ . -სად წაგიყვანო სახლში? - ასეთი იქ როგორ მივიდე . მანამამ და სოსომ იციან? -რა რძალი რომ ხარ თუ რაც მოხდა ის? -პირველი მეც ვიცი რომ იციან და მეორეზე გეკითხები -კიი იციან -ხოდა იქ წამიყვანე -კალამაც წაიყვანა . ის ღამე იქ გაატარა , მშობლებს უთხრა გვიანობამდე ბიბლიოთეკაში ვიქნები სამეცადინო ამქვს და მერე პირდაპირ ნინისთან წავალთ იქვე ცხოვრობს და მასთასნ დავრჩებითო, მამაც დათანხმდა როგორც იქნა და ალეკოს ოთახში ავიდა . იქ იწვა ის ღამე, ფიქრობდა, ყველაფერზე ფიქრობდა, როგორ დაიწყო საერთოდ მის ცხოვრებაში ეს კოშმარი. დაქალის დაბადებისდღიდან გამოსულმა სახლში რომ მიდოდა მაშინ ნახა პირველად არქანია და მას მერე სულ მას ხედავდა და უკვე ეზიზღებოდა ეს ყველაფერი. მართლა ყველაფრის სურვილს უკარგავდა იმ კაცის ყველა ნაბიჯი , ძვირფასი საჩუქრები , ყვავილები , ვითომ სიურპრიზები და ეს კაცური პონტები , კაიბიჭური გარჩევები და ჩემს გოგოს შეეშვი ამბები. გულს ურევდა .ხან მანქანის გასაღებით ადგებოდა თავზე გოგა და გარეთ ბანტიან მანქანას ახვედრებდა და ხარ ოქროს სამკაულებით, თან განა უბრალო საუკეთესო ნაწარმი მიჰქონდა , და აი ეგ იყო ზუსტად საშინელება რომ მის ყიდვას ცდილობდა . ლილესთვის უბრალო ბიჟუტერია უფრო მნიშვნელოვანი იყო , სიყვარულის გამომხატველი და ძვირფასი ვიდრე ეს იდიოტური ნივთები მამიკოს ფულით რომ ყიდულობდა. უკან კი უბრუნებდა ყველაფერს მაგრამ იმ ფაკტს კი არაფერი ცვლიდა რომ ის მართლა ასე ცდილობდა მის ყიდვას. ამიტომ უყვარდა ალეკო. ზუსტად ამიტომ . მასავით სადა ადმიანი იყო , შეეძლო ერთი ბუშტით მისულიყო ლილესთანს სამსახურში მაგრამ ისეთი სიყვარულით რომ იმ ბუშტს ლილე ცაში აჰყავდა . მისი შეხებაც კი , უბრალო შეხება ცხვირზე ან წელზე ან თეძოზე ისეთი სასწაულმოქმედი იყო ენით რომ ვერ აწერდა . მაშინ როცა არქანიას უბრალო შეხედვა და შეხება, რაც ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებოდა გულს ურევდა. გამოემშვიდობა დილით ატირებულ აფორიაქებულ მანანას და გაგიჟებულ სოსოს და წავიდა სახლში უძინარი , დაღლილი განადგურებული. ერთ დღეს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და ასე გრძელდებოდა. გოგა კლინიკაში , ისევ კომაში , ალეკო გაქცეული , ცოცხალი თუ მკვდარი არავინ იცოდა. არც ლილეს ურეკავდა ად არც მშობლებს . მიჭებიც ამბობდნენ რომ არც მათთან რეკავდა და არ იცოდნენ სად იყო. პოლიციაც ეძებდა. ქვეყნიდან რომ იყო გასული მაგაზე ყველა თანხმდებოდა თუ რათქმაუნდა ცოცხალი იყო. ერთი კვირის მერე ვაჩემ მიაკითხა ლილეს უნიში და უთხრა ალეკომ დარეკა კარგადაა და ცოცხალიაო. მეტი არაფერი უთქვამს და გამითიშაო. ლილე გაგიჟდა ვერ ხვდებოდ რეაქცია უნდა ჰქონოდა თუ არა . მთავარი მაინც ის იყო რომ ცოცხალი იყო , სხვას არ ჰქონდა მნიშვნელობა მაგრამ იმის გამო ეზიზღებოდა ქმარი რომ ასე დატოვა თვითონ წავიდა, ის ერომ არც კი დაუბარა არაფერი , აი დარეკა და არც უკითხია , რას ნიშნავდა ეს ვერ იგებდა. ან მასთან რატომ არ დარეკა , ან თუ ვერ დარეკა რატომ არ იკითხა მაინც? გაგიჟება ს იყო უკვე . 54 კილოდან 48 ზე რომ ჩამოვიდა და სიგამხდრისგან სახეზე და ტანზე ძვლებს რომ ითვლიდნენ დედამ მოსთხოვა კატეგორიულად ან ჭამე ან ექიმთან წავიდეთო. ოჯახმა ასე დაწვრილებით არაფერი იცოა, იცოდნენ რომ დაშორებულები იყვნენ უკვე ეს ამბავი რომ მოხდა და ამიტომ მას აღარაფერი ეხებოდა. კი ხვდებოდნენ რომ ლილე ძალიან განიცდიდ ა და ზუსტად მაგიტომ არ ჰქონდა მადა მაგრამ ხმასაც ევრ იღებდნენ მარტო კოვზით დასდევდნენ ჭამე ერთი ლუკმა მაინცო. ერთი თვის თავზე არქანია კომიდან გამოვიდა მაგრამ მაინც ძალიან ცუდად იყო , ვერ დგებოდა ფეხზე , ოპერაციები და რეაბილიტაციები და კიდევ ათასი უბედურება სჭირდებოდა ,მთავარი კი ის იყო რომ არაფერი მახსოვსო ამბობდა . მხოლოდ ის ახსოვდა რომ რომელიღაც უბანთან შეხვდა შემთხვევით ალეკოს, ამასაც თვითონ ამბობდა არც იცოდნენ მართალს ამბობდა თუ არა . უფერუული დღეები ერთმანეთს ნელა რომ ეწყობოდნენ და არაფერი იცვლებოდა ლილესთვის ეგ უკვე ჩვეულება გახდა . ისე იყო გაბრაზებული ალეკოზე რომ გადაწყვიტა დაშორებოდა თუ ოდესმე დაბრუნდებოდა , და არ დალოდებოდა. ცდილობდა ეჩვენებინა სახლში რომ გახალისდა და ნელ-ნელა ჭამაც დაიწყო , ორი სამი კოვზი ისიც ძალით და ზიღით ამშვიდებდა ნანას და თავს ანებებდა მაშინვე . მანანა და სოსო ყოველდღე ურეკავდნენ და კითხულობდნენ რძალს მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა ალეკო არსად ჩანდა. რათ უნდოდა მისი მშობლები როცა ქმარი არ ყავდა გვერდით. ერთ საღამოს ლილე მიხვდა რომ კარგად ვერ რ იყო და სარკეში ფერდაკარაგულ;ი თავისი თავი რომ დაინახა ისეთი ზიზღი გაუჩნდა რომ კინაღამ სარკე ჩაამსხვრია, რას დაემსგავსე ლილე მესხო აქამდე როდის მიხვედი. რა ფერი გაქვს ან რას გავხარ . წავიდა და წავიდეს, არ უდნა და ნუ უნდა , ხელი თუ მოუწერე ისევ გაუწერ , რაც იქნება იქნება . ან რათ გინდა კაცი რომელიც ასე გტოვებს ბედის ანაბარა . მორჩი გონს მოდი გესმის? უცბად მუცელში რაღაც ტკივილი იგძნო და დაიკლაკნა , მაშინვე ტუალეტში შევარდა და ოოხ ესღა მაკლდა. მეგონა მტოვებდი შენც და ეს კი ნადვილად გამიხარდა. ლილეს მაშინღა გაახსენდა რომ წინა თვეში საერთოდ არ ჰქონია ციკლი და საერთოდ არ ეუცნაურა ასეთი მოზღვავებული რაოდენობა . კარგი რაა კარგი რაა რა გინდოდა რაა და ჩურჩუელბდა . ხვალ ლექციების მერე წავალ ნატას შევუვლი ერთი რატომ მაქვს ასეთი არეულობა გავარკვევ, ჩაილაპარაკა და თავის ექიმთან კლინიკაში ჩაეწერა ვიზიტზე. მეორე დილით სახლთან კალა დახვდა და ჩაისვა მანქნაში. -როგორ ხარ ? -რა ხდება გამოჩნდა ? ცივი სახით ისე ვითომც უკვე აღარაფერს ნიშნავსო უემოციოდ კითხა კალას. -არა მანაანს და სოსოს უნდათ შენი ნახვა . -ლექციები მაქვს კალა -ვერ გააცდენ? -საჩქაროა? -ალბათ თორემ მე არ გამომიშვებდნენ ამ დილაუთენია , მეც არ ვიცი რა ხდება. -კაი წვაიდეთ გავაცდენ ეს ერთი არაუშავს. სახლში მანანა და სოსოდ დახვდნენ , დიდი სიყვარულით მიეგებნენ და ჩამოსხდნენ . მანანას შავები ეცვა თითოს გლოვობდა უკვე შვილს. -როგორ გამხდარხარ შვილო - ხოოო მანანა დეიდა არ მაკლია სადარდებელი თქვენ უკვე გლოვობთ? და ტანსაცმელზე ანიშნა მანან მიხვდა რომ ლილე უკვე გაყინული იყო და რომ ყველაფერი მთავრდებოდა .-რა ხდება მანანა დეიდა ხომ კარგად ხაართ თქვენ რატომ გინდოდათ ჩემი ნახვა? სოსო ხმას არ იღებდა იჯდა და უსმენდა ქალების საუბარს -ლილე იქნებ ჩვენთან გადმოსულიყავი შვილო, შენ ჩვენი რძალი ხარ და აკოს სახლში უნდა ცხოვრობდე , რაღა საჭიროა ეს დამალობანა , აკოც ხომ დაბრუნდება და დამშვიდდება ყველაფერი ლილე უსმენდა და ისე რომ არც კი შუცვლია სახე , წარბიც არ შეტოკებია ჩაის ფინჯანი დადო მაგიდაზე და მიუტრიალდა მანანს -მე თქვენი ყოფილი რძალი ვარ მანანა დეიდა. ის წავიდა და აქ დამტოვა არც მკითხულობს , არც რეკავს და საერთოდ წამშალა ეტყობა უკევ თვეზე მეტი გავიდა და არ ჩანს. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა მე გამოვეცხადო მამაჩემს და ვუთხრა რომ თურქეთში მის ჩუმად ხელი მოვაწერე გავთხოვდი და ახლა ჩემი ქმარი , განძრახ მკვლელობის მუხლით იძებნება ? და უკეთესი მიმატოვა აქ და წავიდა. არც ვიცი სად არის ცოცხლია რომაა ისიც მესამე თუ მეოთე პირისგან გავიგე , და ყველაზე მაგარი ვუთხრა რომ მე ახლა იმ კაცის სახლში უნდა ვიცხოვრო? თქვენ სერიოზუალდ მეუბენბთ მე მაგას? -შვილო ხომ ხედავ რა სიტუაციაა , იძულებული იყო წასულიყო -ხო მაგრამ მეც რომ წწავეყვანე ხომ შეიძლებოდა? ან დამეკონტაქტოს ხომ შეიძლება? რომ რეკავს სხვებთან მომიკითხოს მაინც . მე მას ყველგან წავყვებოდი იცოდა და მაინც აქ დამტოვა . აქ მორჩა ყველაფერი. ლილე ფეხზე წამოდგა და უცბად ისევ დაიკლაკნა -კარგად ხარ შვილო? -რაღაც ვერ ვარ კარგად აქედან ექიმთან მივდივარ უნდა გავესინჯი ჩაწერილი ვარ . იკლაკნებოდა ლილე და ძლივს დადიოდა ისე ტკიოდა. -მოიცა შვილო მე წაგიყვან და წმაოხტნენ სოსო და მანანა და მანქანაში ჩასვეს. ლილე და მანანა უცბად გინეკოლოგის კაბინეტში აღმოჩნდნენ სოსო გარეთ უცდიდათ -ლილე ძვირფასო უცბად ნატას ხმა გაიგონა -ნატა ექიმო -ლილე როდის მოასწარი გათხოვება? -გრძელი ამბავია ნინო ექიმო უბრალოდ არავინ იცის და უნდა გენდოთ, მშობლებმაც არ იციან . -ლილე ვწუხვარ ძვიფასო მაგრამ მოშლაა, ორითვის ნაყოფის მოშლააა გუშინ დაგეწყო? -რა მოშლა გაშრნენ მანანა და ლილე - ფეხმძიმობის შეწყვეტაა -რომელი ფეხმძიმობის? არც ვიცოდი რას ამბობთ ფეხმძიმედ ვიყავი? - ხოო და ალბათ სტრესმა და არასწორმა კვებამ გამოიწვია იმიტომ რომ სხვა ყველაფერი წესრიგში გავს საყვარელო. მეტი უკვე აღარაფერი გაუგია ლილეს უხმოდ გამოვიდნენ ის და მანანა და ჩასხდნენ სოსოს მანქანაში. ჩვენთან წამოდი ლილე დაისვენე ამდნეი პროცედურების მერე დასვენება მოვლა გინდ ამე მოგხედავ . ლილემ ვერც გაიგო რაზე მარა დაეთანხმა მანას და გაყვა უხმოდ. -რა მოხდა ? რაო ექიმმა? იკითხა სოსომ -ფეხმძიმედ იყო სოსო და მუცელი მოეშალა ამდენ ნერვიულობაზე სოსოც გაშრა , გაოცდა , და გაჩუმდა რაღას იტყოდა , რა უნდა ეთქვა . სამ დღეში ლილეს აღარაფერი აწუხებდა . ფიზიკურად კარგად იყო მაგრამ შიგნით კაცმა არ იცის რა ხდებოდა. დედა უნდა გავმხდარიყავი ვაიმე მე ბავშვი მყავდა მუცელში, იმ კაცის ბავშვი , სახელის თქმასაც ერიდებოდა, მაგრამ მაინც განუწყვეტლივ , დღეში რამდენჯერმე იღებდა ტელეფონსა და რეკადა იმ კაცის ნოემრზე, და ისევ ვიღაც ქალი პასუხობდა რომ მობილური ტელეფონი გამორთულია და ბლა ბლა ბალა , ღმერთო როგორ ეზიზღებოდა ეს ხმა. ისტერიკა ემართებოდა მაგრამ მაინც რეკავდა . ისიც იცოდა რომ არავინ უპასუხებდა არც უნდოდა რომ ეპასუხა მაგრამ მაინც რეკავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.