შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი მესამე )

26-08-2017, 00:11
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 559

გაუბედავად და ფეხების კანკალით მიაბიჯებდა სავადმყოფოს შენობისკენ.
ღრმად ჩასუნთქვის და ამოსუნთქის შემდგომ შეაბიჯა დერეფანში.
ხომ გქონიათ შემთხვევა როდესაც საშინელი წინათგრძნობა გქონიათ ?! გულს გაორმაგებულად და აჩქარბული რიტმით დაუწყია ფეთქვა. ასეთ მდგომარეობაში იყო თანანო.
მისაღებში მჯდომი გოგოებისკენ წავიდა. პაციენტის სახელი და გვარი უთხრა პალატის ნომრის გასაგებად. მათაც არ დააყოვნეს და უკარნახეს.
ლიპტში შეაბიჯა და მეოთხე სართულზე ასასვლელ ღილაკს მიადო ზანტად თითი.
სუნთქვა უჭირდა, გული ყელში ებჯინებოდა. მთელი საუკუნე გავიდა მისთვის სანამ ლიპტის კარები გაიხსნა და გარეთ გავიდა.
შორიდან შეამჩნია სკამზე მჯდომი ბებია, რომელიც ბეღურასავით მოკუნტული იყო.
თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ თავი შეიკავა. თავს შეუძახა რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო.
- ბებო რა ხდება? რა თქვეს ექიმებმა ?
- არ ვიცი შვილო, ექიმი არ მოსულა. რაღაც პროცედურებს უტარებენო, ექთანმა მითხრა . ჯერ პალატაში არ შეუყვანიათ.
- კარგი ბებო შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. - გაუღიმა. - წავალ ახლა მე მის მკურნალ ექიმს ვნახავ და მალე დავბრუნდები.
- კარგი შვილო.. - დაღონებულმა ამოილაპარაკა.
ექთანს ჰკითხა სად იყო ექიმის კაბინეტი და რა ერქვა მას.
კაბინეტისკენ წავიდა და კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.
- შემობრძანდით.. - შიგნით შევიდა და კარებთან აიტუზა.
- იცით მე გვანცა ბექაურის ამბის გასაგებად მოვედი. მე მისი და ვარ..
- მოდი დაჯექი შვილო, ფერი არ გაქვს სახეზე.. ხომ კარგად ხარ ? - თბილად მოიკითხა ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა.
- მადლობა, მე კარგად ვარ.. - სავარძელში ნერვიულობისგან ძალა გამოცლილი ჩაესვენა.
- თქვენს დას გართულებული გულის მანკი სჭირს შვილო. სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. რომელიც აქ არ კეთდება სამწუხაროდ. საზღვარგარეთ მოგიწევთ გადაყვანა.
- გულის მანკი ?! - გაოცებულმა შეხედა. - მას არ ჰქონია გულის პრობლემები აქამდე.. - ძლივს ამოიჩურჩულა. ნერვიულობისგან ხმა ჩაუწყდა.
- შვილო სამწუხაროდ გულის მანკი თანდაყოლილი ან შეძენილი ვერაგი დაავადებაა. შენი დის შემთხვევაში კი შეძენილი. რასაც საფუძვლად უდევს ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.
გულის მანკის რამოდენიმე ტიპი არსებობს. შენს დას კი სარქვლის სტენოზი აღმოაჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს რომ გულის სარქველი სრულად ვერ იღება და სისხლის ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა. ამ დროს გული უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს . დროთა განმავლობაში გაძლიერებული მუშაობა გულის უკმარისობას და სხვა სიმპტომებს იწვევს. ეს კი სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. - ნახევარი არ ესმოდა რას ელაპარაკებოდა ექიმი.
- და რა თანხებთან არის დაკავშირებული ოპერაცია და რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ?
- სამასი ათასი დოლარი შვილო. ოპერაცია ორ კვირაში უნდა გაკეთდეს აუცლებლად. მეტი დრო არ გვაქვს.
- მე ამდენი ფული არ მაქვს.. - საუბარი უჭირდა.
- შვილო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ იქნებ დაგაფინანსონ. - მხარდაჭერა გამოუცხადა ექიმმა და გამამხნევებლად უყურებდა.
- კარგით მადლობა.. გთხოვთ ბებოჩემს არაფერი უთხრათ. ძალიან გთხოვთ.. - მუდარით შეხედა.
- კარგი შვილო, შენ როგორც გინდა..
- ნახვამდის.. - განადგურებული და გულ დამძიმებული გამოვიდა კაბინეტიდან.
ვერ სუნთქავდა, სავადმყოფოს სუნი ახრჩობდა.
სწრაფი ნაბიჯებით დატოვა შენობა და ეზოში მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
ცრემლებმა დაიწყეს დენა ლოყებზე. გზას იკვლევდნენ ყელისკენ და ლავიწის სიღრმეში იდებდნენ ბინას. რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა და ერთი წერტილისთვის ჰქონდა თვალი გაშტერებული.
ყურებში, გაფუჭებული მაგნიტაფონის მსგავსად ერთი წინადადება უტრიალდება. ,, გულის მანკი სჭირს და სამასი ათასი დოლარი ესაჭიროება ოპერაციისთვის’’ . ისევ და ისევ..
ფიქრებიდან უცხოს ჩახველებამ გამოიყვანა. გაკვირვებულმა გახედა, მაგრამ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. ისევ არაარსებულ სივრცეს გაუშტერა მზერა.
- შემიძლია რამით დაგეხმარო ? - ბოხმამ ხმამ გაიჟღერა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა თანანოს იმდენად უსიამოვნოდ ჩაესმა ყურებში.
- თქვენ ?! არამგონია შეძლოთ.. - მისთვის არც შეუხედავს ისე უპასუხა.
- თქვი იქნებ შევძლო კიდეც.. - დამაჯერებლად ჟღერდა უცნობის სიტყვები, რომელიც კარგს არაფერს მოასწავლებდა.
- სამასი ათასი დოლარი მჭირდება.. ჰა აბა შეგიძლიათ ? - მობეზრებული სახით გახედა.
- კი, შენს და საბედნიეროდ შემიძლია ! - სარკაზმით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა. სახეზე ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა. ზღაპრის ბოროტ გმირს მიამსგავსებდით.
- და რის სანაცვლოდ ?! - არც მან დააკლო და გამჭოლი მზერა სტყორცნა.
- ასე მგონია რომ დის გამოსაჯამთელებლად ყველაფერს გააკეთებ..
- თქვენ საიდან იცით ?! - გაკვირვებულმა შეხედა.
- არამგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მაგას.. ის უფრო საინტერესოა რაზე ხარ წამსვლელი მის გადასარჩენად ?
- ყველაფერზე.. და რას ითხოვთ სანაცვლოდ ? - მზერა ვერ გაუსწორა.
- შენ გევალება მხოლოდ ჩემი ძმის შვილის მოხიბლვა. იმდენად უნდა შეაყვარო თავი რომ ყველაფერში თვალდახუჭული გენდოს. მის სახლში უნდა შეაღწიო, სეიფის კომბინაცია გაიგო და ანდერძთან დაკავშირებული საბუთები მოიპოვო. ამას როდესაც მოახერხებ გაქრები მისი ცხოვრებიდან. თუ საჭირო იქნება ცოლადაც გაჰყვები მიზნის მისაღწევად.
- თავი სერიალის გმირი მგონია.. არ მჭირდება მასეთი გზით მოპოვებული ფული. ჩემით მოვახერხებ როგორმე.. - გაბრაზებულმა შეხედა.
- კარგად დაფიქრდი.. ვიცი რომ მაინც მოხვალ ჩემთან.. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი. - სკამზე დადო და თვითონ წამოდგა წასასვლელად. - შეხვედრამდე თანანო..
კიდევ ცოტახანი დაჰყო და შიგნით შევიდა. გეზი ბებოსკენ აიღო და პალატასთან შეჩერდა.
- შვილო ნახე ექიმი ? ამდენი ხანი რატომ დაჰყე ? - ტირილისგან ჩაწითლებული თვალები მიანათა მოხუცმა.
- კი, ბებო ვნახე. ყველაფერი არც ისე ცუდათაა.. ოპერაცია ესაჭიროება რომელიც აქ არ კეთდება.
- მერე ალბათ შვილო ბევრი ფული იქნება საჭირო.. - მძიმედ ამოისუნთქა მოხუცმა.
- ნუ ღელავ ბეე, დაგაფინანსებენო ექიმმა მითხრა. ხვალ დილით წავალ , რომ განცხადება შევიტანო.
- კიდევ კარგი ბებო, თორემ რა უნდა გვექნა.. - რა ხდებოდა ამ დროს თანოს გულში ?! ქაოსი ტრიალებდა.
- ბებო ჩვენ წავიდეთ, დღეს მაინც არ მოგვცემენ ნახვის უფლებას. ხვალ დილით მოვალთ.
- კაი, შვილო.
ბებო სახლში მიიყვანა და თვითონ გარეთ გამოვიდა. არ შეეძლო სახლში ჯდომა, სული ეხუთებოდა. ტაქს ხელი დაუქნია და შიგნით ჩაჯდა.
- ვარდების ბაღი თუ შეიძლება.. - უკარნახა და თავი საქარე მინას მიადო. უყვარდა წვიმაში ხეტიალი. როგორც ახლა თითქოს ზეცა მასთან ერთად ტიროდა.
საბედნიეროდ მალე მიიყვანა ადგილზე. ფული გადაუხადა და გადავიდა. მძღოლი გაკვირვებით უყურებდა, წვიმაში მიმავალ გოგონას რომელსაც ზეცისკენ მიეპყრო მზერა. ხელები კიდევ განზე გაეშალა.
მოსაღამოვებულზე, როდესაც მზის ადგილს მთვარე იკავებდა ხოლმე ამ დროს გადიოდა გარეთ და ტკბებოდა ამ სანახაობით. აკვირდებოდა უსასრულო ჰორიზონტს, თითქმის ცარიელ ქუჩებს და მთვარის ამოსვლას.
მოლურჯო, მოშავო ცაზე როდესაც გამოჩნდება ყვითელი ციური სხეული, ის თითქოს შენამდე მოდის და სულში აწვდენს მის გრძელ ხელებს. მანამ არ განებებს თავს და აფათურებს ხელებს, სანამ არ დანებდები და ყველაფერს გაუნდობ.
მთვარე მისთვის იმ მეგობარს წარმოადგენდა რომელიც არ ჰყოლია. მისთვის მესაიდუმლეც იყო, რომელსაც ჩამოჯდებოდა ქვაზე და ყველაფერს უყვებოდა. ისიც თითოეულ სიტყვას ისრუტავდა.
განსაკუთრებულად ლამაზი მოეჩვენა ვარდების ბაღიდან მთვარე. ძელსკამზე ჩამოჯდა და დაიწყო ზევით ყურება.
- ,, რა გავაკეთო ?!’’
- ,, შენს ჩემს ადილზე რას იზავდი ?! ‘’
- ,, არ გინდა რომ მიპასუხო ხო ?! ‘’
ზევით იყურებოდა და თან ცრემლებით ებინდებოდა თვალები.
- ,, შენც დამძიმებული ხარ ხომ ამდენი ხალხის წუწუნით ?! ანდაც ოცნებებით.. გადაიღალე.. იქნებ ფერიც დაგეკარგა.. ‘’
- ,, ახლაც მეც იგივეს არ ვაკეთებ ?! დაგღალე ხომ ჩემი ლაპარაკით. ‘’
- ,, კარგი, წავედი აბა მე.. მშვიდობიანი ღამე. ‘’
ფეხზე წამოდგა და ახლო მდგომ ტაქსში ჩაჯდა.
სახლში მისულმა ბებოს შეატყობინა მისი მოსვლა და თავის ოთახში შეიკეტა.
ძალიან სჭირდებოდა თავის ემოციების, განცდების ტილოზე გადმოტანა. რომ განთავისუფლებულიყო და არ აფეთქებულიყო სულიერად.
მოლბერტზე ტილო გადაჭიმა, პალიტრა გაამზადა და დაიწყო ფუნჯის ნაზი მოძრაობა.
არ უკვირდებოდა რას ხატავდა, ან იქნებ არც აინტერესებდა.
ფიქრებიდან კარებზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა.
- შემოდი ბებო..
- ჩვენ ვართ.. - ბავშვები გამოჩნდნენ. გაუხარდა მათი დანახვა.
- როგორ ხარ ? - მასთან ორივენი მივიდნენ და გულში ჩაიკრეს. მასაც გული აუჩუყდა და ატირდა.
- ჩშ, პატარა ყველაფერი კარგად იქნება. - თავზე ხელს უსვამდა ირაკლი თან კოცნიდა.
- ჩვენ შენს გვერდით ვართ ხომ იცი ?!
- ვიცი სესო და ძალიან მიხარია თქვენი აქ ყოფნა. - გაღიმება სცადა.
- მოდი დაჯექი და მოგვიყევი ყველაფერი. - ირაკლიმ საწოლამდე მიიყვანა. ისიც წამოწვა და თავი კალთაში ჩაუდო. ის კიდევ რიტმულად დაატარებდა ხელს.
- მის ექიმს რომ დაველაპარაკე, როგორც მითხრა გართულბული და შეძენილი გულის მანკი აღმოაჩნდა. ორ კვირაში უნდა გაუკეთდეს ოპერაცია. რისთვისაც სამასი ათასი დოლარია საჭირო. ხვალ დილით ვაპირებ საბუთების შეტანას დაფინანსებასთან დაკავშირებით. - უჭირდა საუბარი.
- ყველაფერი კარგად იქნება ! ჩვენც წამოვალთ ხვალ..
- არ არის საჭირო შეწუხება. თან შემდეგ კლინიკაშიც უნდა წავიდე.
- კიდევ გაიმეორებ და ძალიან მეწყინება. - მკაცრად უთხრა ირაკლიმ.
- კარგი მაშინ სესო გამომყვება. შენ კიდევ ბებოს მოიყვან სავადმყოფოში. მნახველებს ხუთამდე უშვებენ როგორც ვიცი.
- კარგი, შენ როგორც გინდა..
- დარჩებით დღეს ჩემთან ? - მმუდარე თვალებით შეხედა.
- დიდი სიამოვნებით..- სესომ გაუღიმა. - აბა ადექით დავწვეთ, უკვე გვიანია და ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
სამივემ ერთად დაიძინეს. თანო ფიქრებით თავის დასთან იყო.
ჯერ ვერ მოუყვა მეგობრებს უცნობი მამაკაცის შემოთავაზება. ჯერ უნდოდა დაფინასებაზე პასუხის გაგება.

ესეც ახალი თავი..
იმედი მაქვს მოგეწონებათ..
წინა თავებში დამავიწყდა აღმენიშნა. ფოტოზე ზევითა წყვილი არიან..
თანანო ბექაური და ნერსე ამაღლობელი.
ირაკლი მაჭარაშვილი და სესილი წიკლაური.
ხვალ ახმეტაში მივდივარ და შეიძლება დამიგვიანდეს თავების დადება და იმიტომ დავდე ეს პატარა თავები. ყველანაირად ვეცდები ყოველ დღე თუ არა ორ დღეში ერთხელ დავდო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც კითხულობთ..
ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული კომენტარი და აზრი, მოგწონთ თუ არა.
სტიმულს მმატებს წერის..
არ გეგონოთ კომენტარებს ვიხვეწებოდე:დდ

№1 სტუმარი Shore shore

Vaimeee es ra iko ras erchodi gamiskda guli auh .zalian magaria chemo kargo gelodebi sulmoutkmelad

№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Shore shore
Vaimeee es ra iko ras erchodi gamiskda guli auh .zalian magaria chemo kargo gelodebi sulmoutkmelad

ძალიან მიხარია heart_eyes ვცდები მალე დავდო kissing_closed_eyes

№3  offline წევრი Olivia

აუუ თამაკოო ძალიან კარგი ისტორიაა, წინა თავზე ვერაფერი დავწერე, რადგან არ წამიკითხავს და ეხლაღა ვნახე ორივე თავი, ჰო და იმ მეორე თავისასაც მოვაყოლებ.
ძალიან მომწონს ის რომ ცდილობ და გამოგდის. არ მიყვარს კრიტიკა და ლანძღვა, რადგან ბევრი პატარა შეცდომებსაც არ პატიობს ადამიანს, აი როდესაც ვკითხულობდი კრიტიკა შორს იყო ამ თავებისგან, რადგან ყოველი მომდევნო თავი წინაზე უკეთესია, ასე განაგრძე და უფრო მეტად იქნები შენი თავით კმაყოფილი, ასევე არ მოუსმინო სხვების აზრს რადგან მთავარია შენ გსიამოვნებდეს იმის კეთება რასაც აკეთებ... ეხლა თავებზე გადავალ. მეორე თავში თანანოს მომენტებზე ვკვდებოდი მაგრამ ამ თავში ისე შემეცოდა როდესაც წარმოვიდგინე როგორი ძნელი იყო მისთვის ამ მდგომარეობაში მისი დის დანახვა. ბოლოს კი გამიხარდა რომ ირაკლი და სესო მივიდნენ მის დასახმარებლად და გვერდში ამოუდგნენ იმის მიუხედავად რომ სულ რამდენიმე დღე იყო რაც იცნბდნენ ერთმანეთს. უცნობის საქციელზე ომერი გამახსენდა, მაგრამ ომერს არ უთქვამს რომ უნდა მოეტყუა :დდდ ეგრევე დაეძგერა დეფოს ტუჩებს :დდდ ეცადე რომ არ მიამსგავსო, რადგან ბევრი განსხვავებას ვერ ხედავს სიტყვებს ბოლომდე არ კითხულობს და პლაგიატობას დაგაბრალებს :დდდ ასე რომ წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

№4  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia

მიხარია ასეთი სიტყვების წაკითხვა ^-^ იმედია გავამართლებ იმედებს..

№5  offline წევრი Olivia

თამაკო

Ra tqma unda gaamartleb

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent