შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ადამიანს ცვლის?! (1)


26-08-2017, 01:18
ავტორი Natalo
ნანახია 1 994

-ეგეთი ვიწრო კაბა ვერ გიშველის. -სიცილით გადმომხედა ნანკამ.
-შენ თავს მიხედე!
-გეუბნები, თათა! ეგ ბიჭი ძალიან სხვანაირია.
-როგორი ,,სხვანაირი"?
-აი, როგორ აღგიწერო, სერიოზული ბიჭია, მაგარი განათლებული და საერთოდაც ეგეთი კაბის გამო არ შემოგხედავს, მარტო ვიზუალი ხო არაა,არა?-მეუბნებოდა ნანკა, თან ვერცხლიფერ კაბას წვალებით იცვამდა.
-მაგას შენ ამბობ, ნან?-გამეცინა.
-ხო, რა იყო?მე ვიზუალით ვაფასებ ხალხს?
-კი.
-რა გელაპარაკო!
-რადა, გიგაზე უფრო ბევრი რამ მომიყევი, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მომავალი ქმრის შესახებ რაღაც-რაღაცები?
-თათი, ძაანაც ნუ წახვალ ოცნებებში,- ტუჩსაცხს ჩანთაში იტენიდა და თავაუღებლად მესაუბრებოდა ნანკა.
-კაი, ეგ ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ხო იცი, თუ მოვისურვე ჩათვალე ასრულებულია უკვე!-გავიცინე და ნანკას ხელკავი გამოვდე.
-გითხარი, სხვანაირია ეგ ბიჭი!
-როგორიც არ უნდა იყოს, თავს ვერ ამარიდებს, აბა, შემომხედე! -დავტრიალდი და მეგობარს ვეჩვენე.
-ლამაზი ხარ, თათა, ლამაზი, მაგრამ გიგა მარტო მაგის ხარჯზე არ შემოგხედავს.-თმა უკან გადამიწია მან და ჩემთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
-ეგრე იყოს!-დავნებდი მას, გონებაში კი სულ სხვა რამ გავიფიქრე. არ ვაპირებდი ისეთი შანსი ხელიდან გამეშვა, როგორიც ძალიან ცნობილი ქართველი ბიზნესმენის რამაზ ლომოურის უფროსი შვილის, მისი მემკვიდრის გიგა ლომოურის ხელში ჩაგდება იყო. გასულ კვირას გიგა ლომოური იტალიიდან დაბრუნდა, იგი სკოლის დამთავრების შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, სწორედ მანდ მიიღო უმაღლესი განათლება, წინა კვირას კი თბილისში დაბრუნდა, დღეს ამის აღსანიშნავად რამაზ ლომოურის უზარმაზარ აგარაკზე წვეულება იმართებოდა, მამაჩემი ნუგზარ ლიკლიკაძე გამოჩენილი მომღერალია, მის შესახებ მთელმა საქართველომ იცის, დედაჩემი მარიკა თაბაგარი კი ცნობილი კინო-მსახიობი, ამ წვეულებაზე ქართული ელიტა იყრიდა თავს, ჩემი ოჯახიც, როგორც ელიტარული საზოგადოების ღირსეული წევრი დაპატიჟებული იყო, თუმცა ჩემი მშობლები მალდივებზე ისვენებდნენ, მათი ქორწინების 25 წლის აღსანიშნავად, ამიტომაც წვეულებაზე მე მიწევდა წასვლა. ნანკას მამა, დიმიტრი სოკოლევი ლომოურის მეწილე გახლდათ, ამიტომაც ნანკა ახლოს იყო ლომოურების ოჯახთან, მათ შესახებ ბევრი რამ იცოდა. ახლა კი ერთად ვისხედით ნანკას მამის მანქანაში. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით. ფოტოებს თუ დავუჯერებდი, გიგა ნამდვილად არ იყო უსიმპათიურო ვინმე, პირიქით ძალიან მომეწონა და უფრო და უფრო გამიმყარდა სურვილი მასთან დაახლოებისა. როგორც იქნა მივადექით ლომოურების სამეფო სასახლეს, ყველაფერი დეტალებში სრულყოფილი იყო. სასახლის ეზოში ქართველი შოუ-ბიზნესის ცნობილ ვარსკვლავებს იხილავდით, არა მარტო მათ, ცნობილი ბიზნესმენების ოჯახებსაც. მორთულობებით ეზო არც ზედმეტად გადატვირთული იყო და არც მის სიმცირეს უჩიოდა. გირლანდები ხეებს შორის იყო გაბმული და ღამის სიბნელესთან მისი სინათლე საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ნანკა სასახლისკენ მექაჩებოდა, სასახლის კართან მაღალი, ჩაფსკვნილი ტიპი სტუმრების აღრიცხვას აკეთებდა. ყველგან აპარატის ჩხაკუნის ხმა ისმოდა. ეზო სავსე იყო ჟურნალისტებით. უცებ რამდენიმე მიკროფონი მე და ნანკას მოგვიბრუნდა. პირველი შეკითხვა ასეთი იყო:
-ქალბატონო თათა, თუ შეგიძლიათ გვიტხრათ რატომ ბრძანდებით დღეს მშობლების გარეშე.
-მოგესალმებით! ისინი დღესდღეობით მალდივებზე ისვენებენ ქორწინების 25 წლის თავის აღსანიშნავად, -ღიმილით გადავხედე ჩემკენ მობრუნებულ კამერებს.
-როგორც ვიცით, ქალბატონო ნანკა, თქვენ ახლოს იცნობთ ლომოურების ოჯახს. როგორი ურთიერთობა გაქვთ გიგა ლომოურთან?-ახლა ნანკასკენ მიბრუნდა მიკროფონები.
-მე და გიგა ახლო მეგობრები ვართ,-ნანკამაც ღიმილით დააჯილდოვა ჟურნალისტები,-თუ შეიძლება ახლა დაგტოვებთ,-ხელკავი გამომიდო მან და მისაღებისკენ მიბიძგა.
სასახლე სავსე იყო ხალხით. მისაღებ-ოთახს ალბათ ვერ ვუწოდებთ, მისაღებ-დარბაზში მაგიდები იყო გაწყობილი და მათ გარშემო ბუზებივით ირეოდა დამხმარე პერსონალი.მეორე სართულიდან ორ მხარეს მოჰყვებოდა კიბეები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს უერთდებოდა და პირველ სართულზე ერთბაშად ეშვებოდა. დარბაზში იხილავდით ერთმანეთზე უფრო გაპრანჭულ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ დღევანდელი იმიჯისათვის, ვარცხნილობის, სამოსისა და მაკიაჟისთვის უამრავი ფული ჰქონდათ გადაყრილი. ნაცნობი სახეები აქეთ-იქით ირეოდნენ. წუთში დაახლოებით 99 ადამიანის გადაკოცვნა მიწევდა, ის ერთი კი ხელის ჩამორთმევით მასაჩუქრებდა. მე და ნანკას, თბილისის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი დავით კაკულიას შვილი ანინო მოგვიახლოვდა. ანინო მამაჩემის ნათლული გახლდათ, თუმცა მასთან გადასარევი ურთიერთობით არ გამოვირჩეოდი, ის სულ რაღაც 2 წლით პატარა იყო ჩემზე, მაგრამ მაინც ვერასდროს ვუგებდი.
ანინომ მე და ნანკა გადაგვკოცნა.
-თათა, ულამაზესი ხარ. ასე ძალიან ვისთვის გამოიპრანჭე?-თვალი ჩამიკრა მან და ჩაიცინა.
-მე სულ ასე გამოვიყურები, ჩემო საყვარელო,-თვალი ჩავუკარი მეც.
-შენ არ იცვლები!-გაეცინა მას და მოგვცილდა.
-იდიოტკა!-ჩაილაპარაკა ნანკამ.
ამასობაში უკვე 8 საათი გახდა. ძალიან მოვიწყინე სტუმრების თვალიერებით, ჩვენი თავშეყრის მიზეზი და სამეფოს მემკვიდრე კი არ ჩანდა.
-მალე ფეხზე დამეძინება!-გულახდილად ვუთხარი ნანკას.
-სუ, სუ, რამაზი მოდის, აიხედე!-ხელი მიჯიკა აღელვებულმა ნანკამ. უზარმაზარი კიბიდან, შუახნის, ღიმილიანი მამაკაცი ჩამოდიოდა, ყველა გასუსულიყო. როგორც კი ბოლო საფეხურს მოუახლოვდა ხელში მიკროფონი აიღო და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. დარბაზმა იქუხა.
-ყველამ კარგად იცის რატომ გაიმართა დღეს ეს წვეულება, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის ჩვენი შეყრის მიზეზი, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა თითოეულ ადამიანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის და თქვენი კუთვნილი დროის დათმობისთვის.
ჩემთვის უბედნიერესი დღეა იმ მხრივ, რომ ჩემი უფროსი ვაჟის, გიგა ლომოურის საქართველოში დაბრუნებას აღვნიშნავთ! იგი ის ადამიანია, რომელსაც თვალდახუჭული გადავაბარებ ჩემს ყველა საქმეს. იგი ის ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი და ეს იმიტომ ნამდვილად არა, რომ იგი ჩემი შვილია, ან იმიტომ რომ ძალიან გარკვეულია ბიზნესში და ძალიან განათლებულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ნამდვილი კაცია! ის ადამიანია, რომელზეც კარგის თქმა არა მრცხვენია, არ მრცხვენია, როცა საზოგადოებაში მასზე საუბრობენ, რადგან ჩემს ბიჭზე დასაძრახს ვერავინ ვერასდროს იტყვის! გიგა პიროვნებაა, რომელიც ამ ქვეყნისთვის საჭიროა, მე დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო მოვა და იგი ჩემს საქმეებს ცაიბარებს, საუკეთესოდ გაუძღვება მას, მე ვიცი, რომ ასე იქნება! - დარბაზმა კიდევ ერთხელ იქუხა.-ახლა კი, მინდა მოვუხმო დღევანდელი დღის მთავარ გმირს, ჩემს ვაჟს, გიგა ლომოურს!-ცრემლები ხელით მოიშორა რამაზმა. დარბაზმა კვლავაც და კვლავაც იხუვლა!
-ვაიმე, ახლა გამოვა!- ნანკას გადავულაპარაკე და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მეორე სართულიდან ჩამომავალი გიგა ლომოური. ხელები ამიკანკალდა. ორი დღე მხოლოდ მასზე ვსაუბრობდი, მხოლოდ დღეს შევძელი მისი ნახვა, აღელვებული ვიყავი. ამ უკანასკნელმა დამატყვევებელი ღიმილით დაგვასაჩუქრა. იგი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ფოტოებში ჩანდა. ახლა კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემი სურვილის ხორცშესხმა უნდა დამეწყო. ამ წამიდან!
უმცროსმა ლომოურმა მამას მიკროფონი გამოართვა და აუდენციას თვალი მოავლო.
-როგორც მამამ თქვა, თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, გულწრფელად, არა აქვს მნიშვნელობა აქ კეთილი გულით მოხვედით, თუ პირიქით. ყველაზე დიდი მადლობა კი მინდა რამაზ ლომოურს გადავუხადო, რომელიც ჩემთვის კაცის და ზოგადად ადამიანის იდეალია. ეს ყველაფერი აქ პირველ რიგში მისი დამსახურებით ხდება,-დარბაზში აპლოდისმენტების ხმა გაისმა,-მინდა მადლობა გადავუხადო იმ უზღვავი სიყვარულისთვის რასაც ჩემ მიმართ გრძნობს და იმ მზრუნველი გარემოსთვის, რაც მან შემიქმნა. ბოლოს ჩემი სიტყვა იმით მინდა დავასრულო, რომ რამე თუ ვარ და ადამიანად ჩამოყალიბება თუ შევძელი ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის დამსახურებაა, ჩემი უსასრულო სიყვარული მინდა ვუძღვნა ჩემს მშობლებს და ჩემს უმცროს და-ძმას ნენეს და ათულოს. ახლა კი, ისიამოვნეთ საღამოთი!
გიგამ მიკროფონი გადადო და ღიმილით შეერია ხალხს. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ბიჭი ასე დამეფიცება არასდროს მომწონებია!
ამის შემდეგ საღამო ძალიან მონოტონურად გაგრძელდა.გიგა მოწვეულ სტუმრებს სათითაოდ ესალმებოდა. ბოლოს ნანკამ მიბიძგა, მამაჩემთან ერთად მივესალმოთო. მეც მეტი რა მინდოდა? ტუჩსაცხი შეუმჩნევლად გადავისვი ტუჩებზე და პატარა სარკეში საკუთარ თავს თვალი შევავლე. არაფერი დამეწუნებოდა! ძია დიმიტრიმ მე მე და ნანკას ხელკავი გამოგვიდო. გიგას მივუახლოვდით. მან დიმიტრის ხელი ცამოართვა, ჩვენ მის უკან ვიდექით.
-გიგა, მე ვაჟი არა მყავს, მაგრამ იცი, შენი სახით ნამდვილად გამომიჩნდა ვაჟიშვილი, მეც სწორედ ისე ვამყარებ შენზე იმედებს, როგორც რამაზი, ეს შენ იცი!-თბილად დაადო გიგას ხელი მხარზე.
-ვიცი, ვიცი, და ვეცდები არავის გაგიცრუოთ იმედები,-ეს თქვა თუ არა მე გამომხედა. გამიხარდა რომ დამაფიქსირა, ვიგრძენი -მოვეწონე.
ძია დიმიტრიმ მე და ნანკა გვერდში ამოგვიყენა.
-ეს ნანკაა, ჩემი ქალიშვილი, ხომ ცნობ?
-როგორ არა!-გიგამ ნანკას ხელი ჩამოართვა და კვლავ ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-ეს კი თათა ლიკლიკაძეა, ნუგზარ ლიკლიკაძის შვილი და ნანკას უახლოესი მეგობარი!-ღიმილით გააცნო ჩემი თავი. გიგამ ხელი ჩამომართვა და შთამბეჭდავად გამიღიმა.
-ძალიან კარგად გამოიყურებით ორივე,-გაიღიმა კვლავ და დიმიტრისთან ერთად ჩამოგვშორდა.
-მალე მოვალ!-ნანკას შეუთვალა მამამ.
ჩვენ კვლავ იმ ადგილს დავუბრუნდით.
-აბა, როგორი ბიჭია?-მომიბრუმდა ნანკა.
-და ცე მა!-ვუპასუხე აღელვებულმა, -თან რა ხმა აქვს? ჩემია ეგ ბიჭი მე მოვკვდე!
-რამდენი შენნაირი ათვალიერებს გიგას რომ იცოდე, გაგიჭირდება!
-რომელია ჩემნაირი მითხარი უბრალოდ! -ვიწყინე მე.
-კაი არ გაბრაზდე, უბრალოდ მინდა იცოდე ეგრე იოლი არაა! შენი დებილი კლასელები და მეზობლები რომ ,,დააბოლე" იმას არ ნიშნავს, რომ გიგა მაშინვე ფეხქვეშ გაგეგება.-აღელდა ნანკა.
-რა იყო, შენ ხომ არ ,,დაგევასა"?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა,არა!-ნანკამ თავი ძალიან ძლიერად გააქნია.
-კაი, თავს ნუ მოიძრობ! ძაან მშვენიერი თუ არ მოგწონს!-გავუღიმე მას და მზერა კვლავ უმცროსი ლომოურისკენ გადავიტანე, რომელიც 3 ბიჭთან ერთად იდგა და მხიარულად იცინოდა.
ერთი საათი მე და ნანკამ დამსწრე საზოგადოების თვალიერებაში გავლიეთ, ამასობაში ჩვენ ნანკას ერთ-ერთი ახლო მეგობარი ეკაკო მოგვიახლოვდა.
-აბა, როგორ მოგეწონათ მასპინძელი? მაგარი ვინმეა, არა?
-კი ,ძალიან! -დაეთანხმა ნანკა.
-ახლა ნახევარი თბილისი ამ ბიჭზე დაიწყებს ნადირობას. ნეტა ვინმე მოწონს? იქნებ ვინმე ჰყავს კიდევაც?-თმებზე ხელი მოისვა ეკაკომ და წარბაწევით გადმოგვხედა.
-არავინ ჰყავს, რომ ჰყავდეს ნახევარ საქართველოს მოედებოდა.-გავეცი პასუხი შეფიქრიანებულ გოგოს.
-ხო, ეგეც მართალია.-დამეთანხმა ეკაკო და გიგას გადახედა. -ერთი ამის რჩეული მანახა, ეგ იღბლიანი! -სევდით ჩაილაპარაკა ეკაკომ, მე კი გულში ჩამეცინა.
-მთელი საღამოა ამ ბიჭებთან ერთად დგას, ვინ არიან ნეტა? -სევდანარევი ტონიდან კვლავ გამომძიებლურ ტონზე გადავიდა ის.
-მეგობრები, ალბათ.-უპასუხა ნანკამ.
-არც ერთი რომ არ მეცნობა?-საჩვენებელი და ცერა თითით ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო ეკაკომ, -არა, როგორ არა! აი, ის ბიჭი, მაღალი,-ხელით გვანიშნა ლომოურის გვერდით მდგარ მომცინარ ბიჭზე, -ეს ბესიკ წილოსანის ბიჭია, ხო,ეგაა!-ტაში შემოკრა მან.
-ბესიკ წილოსანი ვინაა?-ვიკითხე მე.
-ყოფილი ბიზნესმენი. -მიპასუხა მან.
-ყოფილი რატომ? მოკვდა?
-არა, თათა, 5 წლის წინ გაკოტრდა, ფული ვერ ამოუღია თუ რაღაც მსგავსი, ეგეთებში ვერ ვერკვევი, ჰოდა გაკოტრდა, გაყიდა თუ რამე ებადა, სამოთახიანი ბინა შემორჩა მარტო საბურთალოზე და პატარა კაფე-ბარი.
-საცოდავი, -ჩავილაპარაკე ჩუმად და კვლავ ბიჭებს გადავხედე. ისინი გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. ძალიან მინდოდა მათთან მივსულიყავი და მეკითხა, რაზე იცინოდნენ ასე. უცებ გოგონებს გადავხედე ძალიან პროვოკაციული მიმიკით .
-მივიდეთ მათთან,რა!
-აი, რა გოგო ხარ! ეგ მიტრიალებს თავში და ვერაფრით გითხარით! -გამიცინა ეკაკომ.
-კაი?!გაგიჟდით ? სირცხვილია! -ხელები გააქნია ნანკამ.
-რატო ვითომ?-მივუბრუნდი მას.
-აუ, ნუ გვაწყენინებ! -კისერს წაეპოტინა ეკაკო.
-ოხ, როგორ გაკლიათ! -შუბლზე თითები მიიდო მან,-მაშინ ისე ვქნათ, რომ გამიზნული რომ იყო არ ჩანდეს.
-კარგი! მივიწიოთ მაგათკენ, მერე ამ სასმელებს რომ დაატარებენ ერთ ჭიქას ავიღებ და ვითომ დამივარდა, შანსი არაა ყურადღება რომ არ მოგვაქციონ! -გავუღიმე გოგოებს, ეკაკომ წიკიანივით დაიწყო თავის ქნევა, ნანკამ მხრები აიჩეჩა დანებების ნიშნად.
გეგმის შესრულებას შევუდექით.მე და ეკაკო მათკენ მივიწევდით, გაბუტული ნანკა კი უკან მოგვყვებოდა. თითქმის მათ გვერდით ვიდექით, როცა სასმლით დახუნძლულმა მიმტანმა გვერდით ჩაგვიარა.
-ერთი წუთით! -დავუძახე მიმტანს და შამპანურით სავსე ფუჟერი გამოვართვი. ნაზად მოვსვი და შეუმჩნევლად ძირს დავაგდე.
გაისმა მსხვრევის ხმა, მუსიკის ფონზე ნაკლებად ისმოდა, თუმცა ჩვენ გვერდით მდგომებმა მაინც გარკვევით გაიგონეს.
ბინგო! სწორედ ეს იყო, რაც მსურდა.
გიგამ ნამსხვრევების ასაკრეფად მიმტანს უხმო. სიტუაციის გასამძაფრებლად მეც დავიხარე და ნამსხვრევების აკრეფა დავიწყე, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი, უბრალოდ გიგას ყურადღების მიქცევა მსურდა. ნამსხვრევი რაც შემეძლო ძალით გამოვკარი თითს და გავიჭერი.
-აუ! გავიჭერი! -დავიწუწუნე და გაჭრილი თითი გოგონებისკენ მივაბრუნე. გიგას მეგობრებიდან ერთ-ერთი გამოეყო და მომიახლოვდა. ეს ის ბიჭი იყო, ეკაკო რომ ყვებოდა.
-გაიჭერი? -ხელი დამითვალიერა მან, როცა სულ პატარა ნაკაწრი შეამჩნია გაეცინა და სალფეთქი მომაწოდა. -ძალიან სერიოზული ჭრილობაა, ამას მარტო პროფესიონალი თუ უშველის, -ჩაიცინა და კვლავ ბიჭებისკენ გადაინაცვლა.
-ამან დამცინა ახლა? -ბრაზით ავიქნიე ხელი.
-მგონი,-წარბაწევით გადახედა ნანკამ ბიჭს.
-ხეპრე! -ჩავილაპარაკე ჩუმად და თავი კვლავ მისკენ მივაბრუნე. მაინცდამაინც მაშინ გავხედე, როცა თავადაც მიყურებდა. მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ფუ, რა გომბიო ვინმეა, გიგას გვერდით როგორ დგას საერთოდ? -ამრეზით დავიწუწუნე გოგონებთან.
-აუ, თათ, თუ არ მეშლება გიგას კლასელი იყო, ბავშვობიდან ერთად მოდიან, თან ხო იცი, მამამისიც საკმაოდ ძლიერი ბიზნესმენი იყო და როგორც ჩანს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
-გიგასგან მიკვირს ,,ასეთ " ტიპს რომ ემეგობრება.
-თუ დააკვირდი შენმა გეგმამ ვერ გაამართლა, -შემომხედა ნანკამ და თემა შეცვალა.
-არა უშავს, საღამო წინაა!-ჩავილაპარაკე მედიდური ღიმილით და გოგონებს საცეკვაოდ ვუბიძგე.
ძირითადად კლასიკური მუსიკა ჟღერდა. ბოლოს მაკარტნის my valentine ჩართეს. დარბაზს წყვილები გამოეყვნენ. ახლა კი, მართლა რაღაც უნდა მომემოქმედა. გიგას მარტომ მივუახლოვდი. იგი იმ ხეპრესთან იდგა.
-თქვენ არ ცეკვავთ, რატომ?-შევეკითხე მას და მოცეკვავე წყვილებისკენ თავით ვანიშნე.
-არც თქვენ ცეკვავთ, რატომ?-ღიმილით შემომხედა მან.
-იქნებ ისეთ ადამიანს ვეძებ, ვისთან ერთადაც ცეკვას მოვისურვებდი? -მიმზიდველი ღიმილით მომეცვა სახე.
-მაშინ სწორ ადგილას მოსულხართ, -ხელი ჩამავლო მან. დამაჟრიალა, მეგონა მიზანს მიღწეული მქონდა, როცა მან ჩემი ხელი იმ გომბიოს უბოძა. -მასზე უკეთეს კავალერს ამ დარბაზში ვერ ნახავთ! -თვალი ჩამიკრა და ჩამოგვშორდა.
-პრინცესამ მიზანს ვერ მიაღწია! -გადაიხარხარა მან.
-ხეპრე ხარ!-ხელი გამოვგლიჯე და ლამის ბრაზისგან გაწითლებულმა სასახლე დავტოვე. გარეთ გამოვვარდი.
მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რომ, ეზო სავსე იყო ხალხით, ამიტომ კვლავ შიგნით დავბრუნდი. კარებთან ის გომბიო შემეჩეხა.
-რა იყო, გეხუმრე, როგორი გაბრაზება გცოდნია,- კვლავ სიცილით დამასაჩუქრა.
-გაიარე, რა!-ვუთხარი მისით მობეზრებულმა და ხელი ვკარი.
-ნება შენია! -თქვა მან და სწრაფად ჩამომშორდა.
" ვინ მიგდია? როგორ მესაუბრება? ვიღაც წარუმატებელი კაცის შვილია, ვიღაც გაუნათლებელი იქნება, თავი სამეგობროთი რომ მოაქვს! ნეტა გიგა რას ფიქრობს? ასეთს გვერდით როგორ გავიჩერებ? ან საერთოდაც გიგას რა უნდა? რატომ დამამცირა ამ ხეპრესთან? ცუდად მოიქცა! თუ არ ვანანო! სულ კაპიკ-კაპიკ გადავუხდი სამაგიეროს! აქ მყოფ ჩერჩეტ გოგონებში არ შევეშალო! " ვფიქრობდი და სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი ეკაკოს და ნანკას. ხასიათი ისე მომეშხამა აქ ერთი წამითაც არ მსურდა გაჩერება!
-ნანკა, წავედით, დავიღალე!
-მოხდა რამე?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ დავიღალე, არ შეიძლება? -შევუღრინე მას.
-როგორ არ შეიძლება, მაგრამ...
-აუ, თუ არ მოდიხარ წავედი მე. პაკა! -გავაწყვეტინე ნანკას საუბარი და ეკაკო აგრესიულად გადავკოცნე.
-მოიცადე, გოგო, მეც მოვდივარ! -დამიყვირა ნანკამ და გამომედევნა.
მე და ის მანქანაში ჩავსხედით.
-ჯერ თათასთან ავიდეთ, გუჯა,-მიმართა მძღოლს ნანკამ.
-ეგრე იყოს!-გაიღიმა ულვაშებიანმა და მანქანა დაქოქა.
მგზავრობამ უსიტყვოდ ჩაიარა. არც ერთი სიტყვა არ დამიძრავს. მხოლოდ დამშვიდობებისას ამოვიღე ხმა.
-ხვალ გნახავ, ნან. წავედი! -გადავკოცნე დაქალი და მანქანიდან გადმოვედი.
დღევანდელმა დღემ ფიზიკურად და მორალურად ძალიან დამქანცა, ამიტომ მივედი თუ არა სახლში გამოვიცვალე, მაკიაჟი მოვიშორე შემდეგ კი ღრმად ჩამეძინა.
დილას უხასიათოდ გამეღვიძა. უკვე 12 იყო, სარბენადაც არ ღირდა წასვლა.
ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში შევედი. გუშინ დადებულ ფოტოებზე უკვე უამრავი კომენტარი დაეწერათ. წაკითხვა დამეზარა.
ისე კი, ყველა გუშინდელ ფოტოებს დებდა. ლომოურების წვეულებამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. აბეზარ ჟურნალისტებს უკვე მოესწროთ უამრავი უაზრო სტატიის დადღაბვნა.
"როგორ გამოიყურებოდა ელი პაპასკირი ცნობილი ბიზნესმენის რამაზ ლომოურის წვეულებაზე და ვინ უწევდა მას კავალერობას? ფოტოები იხილეთ ლინკზე"-იუწყებოდა ერთ-ერთის სათაური.
"ცნობილი ბიზნესმენის დიმიტრი სოკოლევის შვილმა რა პასუხი გაგვცა კითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა გიგა ლომოურთან? პასუხი გაგაკვირვებთ! "
"რამ გააბრაზა ქართული ესტრადის უცვლელი ვარსკვლავის -ნუგზარ ლიკლიკაძის გოგონა? "
სტატიის სათაურმა კინაღამ შემშალა. სტატიაში იუწყებოდნენ, რომ მე სავარაუდოდ ურთიერთობა უნდა მქონოდა ყოფილი ბიზნესმენის ბესიკ წილოსანის შვილთან, ალექსანდრე წილოსანთან, წვეულებაზე კი მასთან გარკვეული უთანხმოების გამო გაბრაზებულმა დავტოვე საღამო. თან სტატიას დართული ჰქონდა ის ფოტო, სადაც მე იმ საძაგელ წურბელას ხელს ვკრავდი! ასე ძალიან არასდროს გავბრაზებულვარ. ვლოცულობდი, რომ ეს ფოტოები ჟურნალში არ დაებეჭდათ, თან იმ ხეპრე არსებას ვწყევლიდი.
სასწრაფოდ ჩავედი მისაღებ ოთახში.
-ლელა, დღევანდელი ჟურნალი ხომ არ გაქვს?
-აგერ, ჩემო გოგო.-ლელამ მომაწოდა ჟურნალ ,,იცნობე-აცნობეს" ახალი ნომერი. ხელები მიკანკალებდა.
-წაიკითხე?
-არა ჯერ, თათი, ყავა მოგიმზადო?
-ჯერ მოვწესრიგდები! -ვუპასუხე და სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავვარდი.
ჟურნალის პირველ გვერდზე რა თქმა უნდა, გუშინდელი წვეულების ფოტო იყო გამოჭიმული. თითქმის მთელი ჟურნალი გუშინდელი საღამოს განხილვა იყო. ჟურნალი გადავათვალიერე. იმ ფურცელზე თვალი გამიშტერდა, სადაც სწორედ იმ ხეპრესთან ერთად ვიყავი გამოსახული. ჟურნალშიც სწორედ იგივე სტატია იყო დაბეჭდილი, რაც მე ინტერნეტში წავიკითხე.
-ჯანდაბა შენი! -ვიყვირე ხმამაღლა. ახლა მხოლოდ ცხელი შხაპი თუ მიშველიდა.
აბაზანიდან გამოსული მოვწესრიგდი და ლელას მომზადებული ყავა დავლიე.
ვერ გავიგე რა მექნა, ერთ ადგილზეც ვერ ვჩერდებოდი. საღამოს უეჭველია ,,ჭორიკანა ში" წვეულების განხილვას დაიწყებენ, ჩვენი ფოტოც აუცილებლად გამოჩნდება, ამიტომაც სანამ სხვები დაიწყებენ ამ ამბის განხილვას, მანამ მე მოვასწტებ მათ!
სასწრაფოდ სახლიდან უნდა გავსულიყავი, ასიანია დღეს ჟურნალისტები აუცილებლად გამომიჭერდნენ და ამ თემასთან დაკავშირებით მკითხავდნენ.
ჩემს დედამიწაზე ყველაზე ჭორიკანა სტილისტს გადავურეკე, რომ მასთან ვაპირებდი მისვლას და თმების შესწორებას. მაშკა რა მაშკაა, თუ ნახევარ საქარველოს არ მოდო ეს ამბავი, მით უმეტეს მომხდარის შემდეგ.
მაშკასთან 15 წუთში ვიყავი. მან გადმამკოცნა და მომიკითხა.
-შევასწოროთ, ხო?
-კი, მაშკა, შევასწოროთ!
პირველი 5 წუთი ჩვეულებრივ აკეთებდა თავის საქმეს, შემდეგ კი ჩუმად მკითხა.
-თათა, ხომ იცი ჩემთან რამის თქმა იგივეა კედელს უთხრა, ძალიან გთხოვ მითხარი ალექსანდრე წილოსანთან მართლა გაქვს ურთიერთობა? -აჰა, ესეც მაშკა!
-გაგიჟდი, გოგო?! ვინ იყო ყველა მომიკვდეს თუ მცოდნოდა! დღეს გავიგე ამ არსების სახელი. გუშინ ძაან შემჭამა, ვიღაც ბანძია! ეგეთებს ხო იცი, ჩემამდე არ ვუშვებ! -ვუპასუხე სმენადქცეულ მაშკას.
-აუ, რავი,თათ, ისე გააჟღერეს ეს ამბავი, მეთქი რამე სერიოზულია!
-კაი,რა, მაშკა! არ იცი ჟურნალისტები ყველაფერს როგორ აჭარბებენ? ბუზს სპილოდ აქცევენ.
-სწორი ხარ!-უკმაყოფილოდ აიჩეჩა მან მხრები. ეჭვგარეშეა ეწყინა, ასეთი სკანდალური ამბავი ტყუილი რომ აღმოჩნდა.
-ისე, რო რამე, პირველი მე მითხარი, ხო იცი ბოლო ამოსუნთქვამდე შეგინახავ საიდუმლოდ! -კი,როგორ არა! დააყოლა მაშკამ და თავის საქმეს დაუბრუნდა.
თმის შესწორება რომ დაამთავრა დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. გამოვედი თუ არა შევამჩნიე როგორ მიახლოვდებოდა ტელეარხი "88-ის", "ტფილისის" და "მთვარის" ჟურნალისტები.
ესეც ასე! ჩიტი მახეშია!
-ქალბატონო თათა, მართალია თუ არა გავრცელებული ამბები თქვენ შესახებ? -შემეკითხა "88-ის " ჟურნალისტი.
-რა ამბების? -გავიშტერე თავი.
-გუშინ გავრცელებული ფოტოების მიხედვით დაიწერა სტატია, რომ თქვენ და ყოფილი ბიზნესმენის - ბესიკ წილოსანის ვაჟიშვილი ალექსანდრე ერთად ხართ. ადასტურებთ თუ არა ამ სიახლეს? !
-რა თქმა უნდა, არა! გუშინ პირველად ვნახე ეგ პიროვნება, ჩვენ შორის არაფერი ხდება.-ვთქვი მტკიცედ და უკმაყოფილო ჟურნალისტებს ჩამოვშორდი.
ღიმილით ჩავჯექი მანქანაში! გენიოსი ვარ!
ტელეფონს დავხედე, 5 ზარი ნანკასგან, 8 ეკაკოსგან დარჩენილი 4 დედაჩემისგან.
თავდაპირველად დედას დავურეკე.
-ვინაა გოგო ალექსანდრე წილოსანი, გააფრინე? -ჩამყვირა ყურმილში.
-დედა, მშვიდად, ყველაფერი სიცრუეა!
-რას ნიშნავს, გოგო, სიცრუე? მთელი საქართველო მაგაზე ლაპარაკობს! -ყვიროდა მარიკა.
-მომისმენ? !-არც მე დავაკელი,-ალექსანდრეა თუ ვინცაა, პირველად ვნახე გუშინ. ფოტოზე რაც ჩანს მაგას სულ სხვა ახსნა აქვს და მგონი სიტყვაზე, ამდენი ახსნების გარეშე უნდა მენდობოდე!
-რა ახსნა აქვს, არ მეტყვი?
-თუ საჭიროდ ჩავთვალე კი! ახლა კი წავედი, საჭესთან ვარ.
ყურმილი დავუკიდე და ნერვებმოშლილმა გავაგრძელე გზა. ეკაკოს და ნანკას არ დავურეკე, ახლა უბრალოდ სიმშვიდე მჭირდებოდა. მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ ამ ყველაფერს გიგაც გაიგებდა, რა თქმა უნდა, ეცოდინება, რომ ერთად არა ვართ, მაგრამ ვაიდა ამ ამბების მერე არ გამიკაროს? ახლა ახალი სადარდებელი დამემატა, თუმცა გიგას ასე მარტივად არ დავთმობდი!
საღამოს 10 საათამდე დრო უაზროდ გავიყვანე. 10-ზე კი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი გადაცემა ,,ჭორიკანა " დაიწყო, რომელიც კვირის ყველაზე ცხელ ამბებს აშუქებდა, კვირის ყველაზე განხილვადი თემა კი ეჭვგარეშეა ლომოურის წვეულება იქნებოდა.
-სალამი, ჩვენს ძვირფას მაყურებლებს,-,,ჭორიკანა " დაიწყო, - ეს გახლავთ ყველაზე ცხელი თოქ -შოუ ,,ჭორიკანა ", მე კი მისი წამყვანი ნინუცა ტუღუში და ძიმკა კარანაძე გახლავართ! -დღეს განვიხილავთ კვირის სხვადასხვა სიახლეებს...
ისმოდა ნინუცას მომაბეზრებელი ხმა, თავდაპირველად წვეულებაზე არ უსაუბრიათ, შემდეგ კი მიადგნენ კვირის ყველაზე განხილვად მოვლენას. თავდაპირველად ლომოურის სასახლის მოწყობილობებზე საუბრობდნენ, სემდეგ ჩაცმულობებზე, ბოლოს უფროსი და უმცროსი ლომოურების სიტყვაც გააჟღერეს და შემდეგ უკვე მოწვეული სტუმრების კერძო თემებზე გადავიდნენ.
აჩვენეს ჩემი და ნანკას ინტერვიუც, შემდეგ კი...
-გუშინ განვითარებული მოვლენებიდან საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული ესტრადის ვარსკვლავის ნუგზარ ლიკლიკაძის და კინო-მსახიობის მარიკა თაბაგარის შვილის, ულამაზესი თათას ამბით, გავრცელებული სტატიების და ფოტო-სურათების მიხედვით მას ურთიერთობა აქვს ყოფილი ბიზნესმენის ბესიკ წილოსანის შვილთან ალექსანდრე წილოსანთან.
ეს ფაქტი კი უარყო თავად თათა ლიკლიკაძემ დღევანდელ ინტერვიუში, მისი თქმით მან ალექსანდრე წილოსანი პირველად , სწორედ რამაზ ლომოურის წვეულებაზე ნახა! -დაასრულა ნინუცამ, ამის შემდეგ ეკრანზე ჯერ გავრცელებული ფოტო, შემდეგ კი ჩემი ინტერვიუ გამოჩნდა.ტელეფონზე ესემესი მომივიდა უცნობი ნომრიდან.
"ე, ტელევიზორში დაგინახე, ჩემთან ერთად



№1 სტუმარი Guest უცნობი

რატომღაც მე უფრო ალექსანდრე მომწონს გიგა რაღაცნაირად ზედმეტად იდეალურად წარმოაჩინე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ცოტა კი დავიბენი მაგრამ უფრო დავინტრიგდიიი, ისე ეს გოგო ნამეტარი თავ დაჯერებულია რაც მე ძალიან მომეწონა მაგრამ აი სისულელეები არ უნდა გააკეთოს ზღვარი უნდა დაიცვას მე ალექსანდრე მინდააა

 


№2 სტუმარი Guest bubu

giga tu aleqsandre ?

 


№3  offline წევრი Natalo

მადლობა რომ წაიკითხეთ ❤ გიგა თუ ალექსანდრე მაგას გაიგებთ მალე ❤

Guest უცნობი
რატომღაც მე უფრო ალექსანდრე მომწონს გიგა რაღაცნაირად ზედმეტად იდეალურად წარმოაჩინე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ცოტა კი დავიბენი მაგრამ უფრო დავინტრიგდიიი, ისე ეს გოგო ნამეტარი თავ დაჯერებულია რაც მე ძალიან მომეწონა მაგრამ აი სისულელეები არ უნდა გააკეთოს ზღვარი უნდა დაიცვას მე ალექსანდრე მინდააა

კი ,ეს გოგო ძალიან თავდაჯერებულია, რაც მე პირადად არ მომწონს :დ თავდაჯერება კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა :დ

 


№4  offline წევრი Mia_smith

ოჰ ზეთს ქულლ!! ველ ველი მოველი ურალოდ ძაან არ გააფანატოს ამ გოგომ გიგაზე რა არდამევასა :/
ჩემი აზრით ნანკა მოწონს გიგას ნუ ალბაძ რა!! :დდ კაი ხო ჩემი ბრძნული აზრები აღარ გვინდა.სოუ ველ შემდეგ თავს და პატარა რო იყოს იცოდე ვერ გადამირჩები

 


№5  offline წევრი Natalo

Mia_smith
ოჰ ზეთს ქულლ!! ველ ველი მოველი ურალოდ ძაან არ გააფანატოს ამ გოგომ გიგაზე რა არდამევასა :/
ჩემი აზრით ნანკა მოწონს გიგას ნუ ალბაძ რა!! :დდ კაი ხო ჩემი ბრძნული აზრები აღარ გვინდა.სოუ ველ შემდეგ თავს და პატარა რო იყოს იცოდე ვერ გადამირჩები

ვაიმე, დიდი მადლობა! გუშინ უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ მთლიანი თავი ჩამოიჭრა, პირველად ვწერ და ვაქვეყნებ ისტორიას და კარგად ვერ გავუგე, თუმცა ხვალ აუცილებლად გამოვაქვეყნსბ თუ ისევ არ ჩამოჭრა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent