გაგიჟებამდე (სრულად)
- ქეთუს სნეპში მივდივარ, ლაზარეს უნდა დავესხა თავს, წამოხვალ? - თმის სწორებით გადახედა მის დას და თან მსუბუქად ჩაიცინა მის გამომეტყველებაზე. - კიდევ უნდა გაიზარდო ეგ ტ*აკი? - ირონიულა გადახედა და ენა გამოუყო, ნუცაც სარკეში დაეჭყანა და სპორტული ჩანთა მხარზე მოიგდო - თუ გადაწყვიტავ დამეწიე იცოდე! - ოქეი ბეიბი - კარებში დაეწია დის სიტყვები და ისიც თავის ქნევით გავიდა გარეთ, სწრაფად გაიარა დარბაზამდე მისასვლელი გზა და ღიღინით შეაბიჯა უზარმაზარ დარბაზში. - მოვედი ლაზო, აბა დღეს რას ვაქანავებთ? - შენი გამოსწორება არ იქნება - სიცილით გადმოხედა ტრენერმა - მიდი გახურდი და დავიწყოთ! - რა ხდება რაღაც უცნაურად იქცევი - დაეჭვებულმა აათვალიერა. - ჩემი ძველი მეგობარი უნდა მოვიდეს და ველოდები, შეიძლება დღეს ყურადღება ვერ მოგაქციო, მაგრამ შენ ისე კარგად იცი ყველაფერი, მალე აქეთ მასწავლი - ჩაიცინა და ღიმილით წავიდა გასასვლელისკენ, ნუცამ თვალებმოჭუტულმა გააყოლა მზერა და “გახურებას” შეუდგა. *** - რას შვები შე*ემა როგორ ხარ? დაუბრუნდი სპორტულ ცხოვრებას? - ლაზარემ მთელი ძალით დასცხო ხელი ბეჭზე ძმაკაცს და ღიმილით გადახედა მონატრებულს. - დავუბრუნდი, შენ რას აკეთებ? ვინმე გყავს ახლა? - ნუცა მყავს, აუ იცი რა გოგოა? - ღიმილით გადააქნია ნუცას გახსენებაზე თავი ლაზარემ, თუ გინდა გაგაცნობ! - ნუცა? - სახელის გაგონებაზე უცნაურად გაჰკრა გულში და ინატრა კიდეც, ნეტა ჩემი ნუცა იყოსო, მაგრამ ასეთი სასიამოვნო დამთხვევებისაც არ სჯეროდა და თავი გადააქნია - რა გვარია? - დასარწმუნებლად კიდევ უფრო ჩაეკითხა ძმაკაცს. - ჯაველიძე! - გვარის გაგონებაზე ფერები გადაუვიდა მამაკაცს და ოდნავ შებარბაცდა. - რა გვარია? - ჯაველიძე შე*ემა, რა გჭირს? - წარბაწევით გადახედა ლაზარემ და ნუცასკენ დაიძრა. - მომისმინე - უმალ შემოაბრუნა ძმაკაცი და ისეთი სახით გადახედა, ლაზარემ ეგრევე დაწვა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. - რა ხდება? რამე პრობლემები გაქვს? - არა.. ნუცა… - ნუცა? - მოკლედ მისი ტრენერი უნდა გავხდე.. - რა მისი ტრენერი უნდა გახდე, შენ ში* ხო არ გაქ? - დაიბნა ლაზარე და ნუცას გადახედა. - ეე, უნდა გავხდე ტო! გამიჩალიჩებ თუ არა? - ხო არ გამოს*რდი, რას გეგმავ ახლა? - მიდი ძმურად მიჩალიჩე და მიხვდები რასაც ვგეგმავ მალე! - ღიმილით დაიძრა ნუცასკენ და თან ლაზარეს ჩაუკრა თვალი. *** რამდენიმე წუთი ვარჯიშებს იმეორებდა რომ კარგად გაეხურებინა კუნთები, უეცრად ზურგს უკან საოცრად ბოხი ხმა რომ მოესმა, ადგილზე შეხტა და ფრთხილად გაიხედა ხმის პატრონისკენ. - გამარჯობა! - სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, მაღალი, შავთვალება ბიჭი ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით უმზერდა და მწველი გამოხედვით ლამის ჭკუას აკარგვინებდა. - გამარჯობა? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა და მთელი ტანით შემობრუნდა ბიჭისკენ. - მე ლაზარეს მეგობარი ვარ, თორნიკე ფანგანი, მის მაგივრად მე ვიქნები ტრენერი დროებით. - და ლაზარე სად წავიდა? - მისი თვალების დანახვისას საერთოდ დაიშალა ნუცა და აქეთ-იქეთ დაიწყო ნერვიულად ყურება. - საქმეები აქვს, რაღაც დავალება მისცეს, წინააღმდეგი ხო არ ხარ? - არა, მაგრამ აქ სხვებიც არიან ვინც დამეხმარებოდა.. შენ ახალი და გამოუცდელი… - თვალებმოჭუტულმა გადახედა ნუცამ და წარბები შეკრა. - სხვებსაც არ სცალიათ - უმალ მოუჭრა ყველა გზა გოგოს და მანაც დანებების ნიშნად ჩამოყარა მხრები. - რა გაეწყობა, მე ნუცა ვარ, ჯაველიძე! - ხელი გაუწოდა და სანამ მისი თითებით შეეხებოდა, ასე ეგონა დრო გაჩერდა, მისი ნატიფი თითების დანახვისას და იმის წარმოდგენისას რომ რამდენიმე წამში მის თითებში იქნებოდა მოქცეული სხეულში სასიამოვნოდ გასცრა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - სასიამოვნოა ნუცა! - ამ ყველაფერს მისი ბოხი და საოცრად მამაკაცური ხმის ტემბრი ემატებოდა და მთელ სხეულს უხურებდა ისედაც სახეალეწილ ნუცას. *** - აბა რისი ვარჯიშები გინდა, თუ შეგიძლია შემახსენო - ღიმილით გადმოხედა გვერდულად თორნიკემ და ნუცა ისე დაიბნა რომ წესიერად ვერც აუხსნა რა უნდოდა. - მე .. ისა … ტ*აკის, ჰო .. ჰო ტრა*ის ვარჯიშები - დაბნეულმა ამოიბლუყუნა და გვერდით გაიხედა მის თვალებს რომ როგორმე გაქცეოდა. - დავიწყოთ! - წელზე შეუცურა ხელი და მისკენ სწრაფად შეაბრუნა, იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან რომ ორივეს სუნთქვა შეეკრა და რამდენიმე წამი ასე უყურებდნენ ერთმანეთს. - ფეხები გაშალე - ყურში ჩასჩურჩულა და ნუცაც ლამის მოწყდა მთელ სამყაროს - გაშალე.. - რას ჰქვია გავშალო? - უეცრად გამოერკვა და ხელი კრა - ზედმეტი ხო არ მოგდის? - შეუბღვირა და გაბრაზებულმა გადააჯვარედინა ხელები, თორნიკეს ჩაეცინა, ნელა მიუახლოვდა, მუცლიდან დაიწყო, ქვემოთ ჩაასრიალა თითები და ფეხებშორის როგორც კი მოექცა, ეგრევე გააცალკევა ფეხები ერთმანეთისგან. - შენი სექსუალური ფანტაზიები სახლში დაიკმაყოფილე და ისე წამოდი, აქ უნდა ივარჯიშო - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე დაუტოვა სველი კოცნა - უბრალოდ ჩაჯდომები უნდა გააკეთო.. - თორნიკე! - სახე ალეწილმა გადახედა და ჩაჯდომების გაკეთება დაიწყო. - უფრო უკან გაბზიკე ეგ ლამა.. ეგ ტ*აკი - ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილით მიუახლოვდა და თითები მის უკანალზე აასრიალა - აი ასე.. უფრო.. ჩაჯექიი… - ნუცას ემოციებისგან ფერები გადაუვიდა, ისე რომ ადგომაც კი დაავიწყდა და “ჩამჯდარ” პოზაში შერჩა. - დაიღალე? - ოდნავ წინ წაიწია და ისე ამოხედა თოკამ. - მე.. - რატომ აღარ აგრძელებ? - შენ.. ხელებს.. თითებს… - მე ხელებს თითებს - ჩაფიქრებულმა გაიმეორა - დავიჯერო გააზრების უნარი დავკარგე? თუ შენ საუბრობ ასე გაურკვევლად.. - თორნიკე! - ბატონო? - ზედმეტი არ მოგივიდეს - გაგულისებულმა წამოხტა და ფეხები გადააჯვარედინა - მე აქ სავარჯიშოდ ვარ - ოუ, სავარჯიშოდ - ჩაიცინა და მისკენ წაიწია - ანუ სავარჯიშოდ ხარ აქ მოსული? - ხო ვარ! არ მჭირდება ასეთი საქციელები აქ.. თუ მავარჯიშებ მავარჯიშე, თუ არადა სხსვას ვთხოვ! - რა გავაკეთე ასეთი? უბრალოდ გეხმარებოდი - ეგ დახმარება არ იყო! - დღეს აშკარად ზედმეტად გაწუხებს ჰორმონები - უდარდელი ტონით უთხრა და ერთ-ერთ ტრენაჟორზე გადაწვა - ვფიქრობ ახლა, დაგაწყნარო თუ.. - არამგონია მაგის ტ*აკი გქონდეს - ჩაისისინა და ს ქნევით წავიდა წყლის საყიდლად, დაბნეულმა თორნიკემ მწველი მზერა გააყოლა მიმავალს და ერთი ამოიგმინა, მიხვდა რომ ბოლოს მოუღებდა ეს გოგო, რაც უფრო გაათამამებდა, მით უფრო შეძვრებოდა მის კანქვეშ და უარესად აურევდა მთელ ფიქრებს, მაგრამ უღირდა, მთელ ცხოვრებად უღირდა მასთან გატარებული ეს წუთები. *** გაბრუებულმა ნუცამ ძლივს მიაღწია ბარამდე და ენის ბლუყუნით ძლივს გააგებინა გოგოს რა სჭირდებოდა. - ხო კარგად ხარ? - მზრუნველი ტონით ჰკითხა გოგომ და თან წყლით სავსე ბოთლი დაუდო წინ. - ძალიან მეტყობა ცუდად რომ ვარ? - თავის ხელში აყვანა ცადა ნუცამ, მაგრამ როგორც კი მისი მწველი თითები გაახსენდა ეგრევე დაიშალა ნაწილებად და უკვე შეხებული ნაწილები საშინლად აეწვა. ძლივს მოიფიქრა რომ მიბრუნებულიყო, ფეხები უკან რჩებოდა ლამის, მისი მწველი თვალების გახსენებისას ჟრუანტელი ელექტრონებივით მიმოდიოდა მთელ სხეულში და სახეზეც ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა იქედან გაქცეულიყო. - ცუდად ხომ არ ხარ? - როგორც კი მიუახლოვდა ეგრევე აფირისტული ღიმილით ამოუდგა გვერდით - ალბათ დაიღალე, იმდენი ვარჯიში გავაკეთეთ რომ მიკვირს როგორ სუნთქავ საერთოდ - მთელი ემოციით სისინებდა და უარესად უწამლავდა ნერვებს ნუცას, მოუთმენლად შეხედა და გაბრაზებულმა რაღაცის სათქმელად დააღო პირი, მაგრამ მისი შავი თვალების დანახვისას დაავიწყდა რისი თქმა უნდოდა და პირი შერჩა ღია. - ვაიმე ნახე პირსაც ვერ ხურავ, მოდი დაგეხმარო - თითები ნიკაპის ქვეშ ამოსდო და ფრთხილად ააწევინა დაბნეულს - არაუშავს შემდეგზე უკეთესად ვივარჯიშებთ სექსუალურო ქალბატონო - თითი ნიკაპიდან კისერზე, კისრიდან მკერდისკენ ისე ჩაასრიალა რომ თითქმის არც ეხებოდა, მაგრამ ნუცას ეგონა რომ მთელ ზოლად ცეცხლი ეკიდა და ემოციებისგან ლამის შეშლილიყო, თორნიკემ ისევე სწრაფად დატოვე გახევებული გოგო, როგორც გამოჩნდა. - აქ რატომ დგახარ ნუც? - ერთ-ერთი ტრენერი მიუახლოვდა და მკლავში მსუბუქად წაავლო ხელი - ცუდად ხარ? - არა, არა კარგად ვარ, წავედი - დაბნეულმა მოიგდო ჩანთა მხრებზე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა იქედან. ისე მიუყვებოდა ქუჩას თითქოს უცხოპლანეტელი ყოფილიყო, ჯერ კიდევ დასრიალებდა თოკოს თითი ნიკაპიდან გულმკერდამდე და ჭკუიდან შლიდა, ხელი ჩამოისვა ზუსტად იმ ადგილას და სიგნალიც გაიგო გვერდიდან ეგრევე. - თუ გინდა კიდე შეგეხები - ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა მანქანიდან ირონიულად მომზირალმა თოკომ. - ხელს მოგტეხავ ძირში! - გამოფხიზლებულმა და მისი სიშორით გათამამებულმა გამოცრა კბილებს შორის და გზა გააგრძელა. - წამო სადმე გავისეირნოთ - თითქმის გვერდით მიყვებოდა გათამამებული თოკო და უარესად უშლიდა ნერვებს. - რა რომანტიული ხარ, იქნებ კიდევ უნდა ითარეშოს შენმა თითებმა ჩემს უკანალზე? - ადგილზე შედგა ნუცა და ისე გადახედა წარბაწეულმა. - უარს არ ვიტყოდი - პირდაპირ მიახალა და გამომცდელად შეხედა. - ოცნებაში ამოგხდება სული! - შეუბღვირა და მისი სახლისკენ გადაუხვია ისე, რომ ვერანაირად ვერ წამოყვებოდა თოკა. მანქანის კარების მიხურვის ხმა რომ გაიგო და მძიმე ნაბიჯები ზურგს უკან შედგა და უკან სწრაფად მიტრიალდა, საჩხუბრად გამზადებულს ვიღაც უცხო შეხვდა ხელში და დაბნეული გახტა უკან. ის ის იყო ბოდიში უნდა მოეხადა რომ მამაკაცის უკან ირონიულად მომზირალი თორნიკე დაინახა, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო მისი გამომეტყველებით, კეკლუცურად გადაიწია თმები ყურსუკან და მომნუსხველად გაუღიმა მის წინ აყუდებულ მამაკაცს. - მაპატიეთ, სხვა მეგონეთ - თვალების ფახულით ახედა და თან თორნიკეს გამომეტყველებას აკვირდებოდა, რომელსაც ნელნელა გადასდიოდა თვითკმაყოფილი ღიმილი სახიდან. - არაუშავს ლამაზო - ხმა კარგი ჰქონდა, მაგრამ აი ეს ‘ლ’ამაზო რაღა იყო?! სახე მომანჭა უსიამოვნო შეგრძნებისგან, სწრაფად შებრუნდა და ისე გაიარა სახლამდე გზა რომ უკან არც გაუხედია. თორნიკემ როგორც კი სახლში შესული დაიგულა, ეგრევე გამობრუნდა და თავისი მანქანისკენ დაიძრა. - ვეღარ მომიშორებ სექსუალურო ქალბატონო ვერასდროს! - ღიმილით გადააქნია თავი, კიდევ ერთხელ შეავლო მზერა მის სახლს და დიდი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს. *** უნივერსიტეტში ისეთი სიჩქარით მირბოდა კინაღამ გული ამოუვარდა, ღიმილით შეგლიჯა კარები და ხანში შესულ მოხუცს მომნუსხველად გაუღიმა. - შეიძლება პატივცემულო? - მოდი, ნუცა, მოდი! - თავი გადააქნია ღიმილით კაცმა და დაჯექიო ანიშნა. მთელი ლექცია მოღუშული იჯდა და წინ პიარის ლექციების მაგივრად თორნიკეს დაკუნთული სხეული ელანდებოდა. ზუსტად 1 კვირა არ გასულა სავარჯიშოდ და ისე გრძნობდა თავს, ლამის მარტო თოკას სანახავად შეირბენდა მხოლოდ. ისევ ისეთი სახით გამოვიდა აუდიტორიიდან და როგორც კი ნაცნობი კისკისი მოესმა გაოცებულმა დაქაჩა თვალები, ისეთი სიჩქარით გაიქცა გოგოსკენ, კინაღამ გზაში აილეწა, მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ სხეულს და ისე მაგრად აკოცა ლოყაზე, გოგო ჯერ კიდევ არ იყო გონზე მოსული. - კეკელია ქალბატონო, აქ რას აკეთებ? - ღიმილით ჩაჰყვირა ყურში და ხელი რამდენჯერმე აუფრიალა სახესთან - რა გჭირს გოგო? - ურაგანივით ხარ! მოვარდები, გავარდები, შემაფრინდები! გადარეულო - ახლა თვითონ ჩაიხუტა დიდი ხნის უნახავი მეგობარი და გულიანად გაეცინა - აქ საიდან? - მაგისტრატურა ბრატაან! - მხარზე დაცხო ხელი და წარბები აუთამაშა, მთელი რიგი სიგიჟის შემდეგ შეამჩნია მის გვერდით მდგომი სხეული და გაოცებულმა შეავლო მზერა - შენ რა გინდა აქ? - თორნიკეზე თვალი არ მოუშორებია ისე კითხა და ძლივს გადაუშვა კისერში გაჩხერილი ნერწყვი. - გოგოო, ხოიცი მე რა ვარ, ასეთი სექსბობმა რა გავჩნდი, ხოდა ჩემმა ძამიკომ მთხოვა ერთი გოგო მომწონს და უნდა მაეჭვიანებინოო, აგერ გამოვყევი, მალე გამოჩნდება? - ღიმილით მიუბრუნდა კეკელია თოკას - აბაა? - ანიი.. - რაიყო? - მეამიტურად აუფახულა თვალები - არ მითხრა ახლა დღეს ვერ ნახავო! მანახე ის შხვართი და გასაგიჟებელი გოგო, თორემ მე თვითონ მოვძებნი, აგერ ნუციკოსაც დავიხმარ - სიცილით მოეხვია ნუცას და თვალი ჩაუკრა. - მართლა? ვინმე მოგწონს ჩვენს უნივერსიტეტში? - ღიმილით აუწია ცალი წარბი ნუცამ და მოჭუტული თვალებით გადახედა. - ხო გოგო მოწონს, ვიღაც მაღალი, ლამაზი გოგო ყოფილა, ისეთი სხეული აქვსო, სადაც ვხედავ იქ ვიხრჩობიო! მაგრამ ეს ხომ ხეა, ცოცხალი თავით არ შეიმჩნევს, ხოდა ახლა უნდა ვნახო, როგორი რეაქცია ექნება შენ რომ დაგინახავს ჩემს გვერდითო.. - მართლა? რა საინტერესოა, დაველოდოთ! - არ არის აქ! - ძლივს ამოიბლუყუნა სახეალეწილმა თორნიკემ და სცადა ლაღად გაეღიმა. - მაშინ წავიდეთ, აგერ ნუცა წავიყვანოთ KFC - ში და კარგად ამოვსკდეთ, არა ნუც? - მხიარულად ჩაიარა ანიმ გასასვლელისკენ, ნუცამ წამით შეავლო ირონიული მზერა ჩაფიქრებულ თორნიკეს და უკანალის ქნევით წავიდა ისიც გასასვლელისკენ. *** ნუცას ერთი სული ჰქონდა გადაეხარხარა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა, მისდა ბედად კეკელიაც არ იყო იმ დღეს ხუმრობის ხასიათზე, ამიტომ შეკავებული სიცილისგან ლამის გადალურჯებული იჯდა მანქანაში და ცდილობდა როგორმე თორნიკესთვის არ შეეხედა, ზუსტად იცოდა მის დაბნეულ და ალეწილ სახეზე უარესად მოუნდებოდა სიცილი და თავს ვერაფრით შეიკავებდა. მხოლოდ ანი იჯდა არხეინად წინა სავარძელზე და ღიმილით გადმოხედავდა ხოლმე ორივეს. KFC-ში როგორც კი მიაღწიეს ანიმ საყვარელი მენიუ უთხრა თოკას და ადგილის დასაკავებლად წავიდა, ნუცა კი უხერხულად ამოუდგა უკან და არც კი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. - შენი საყვარელი მენიუ? - ოდნავ დამშვიდებული სახით მოუბრუნდა თოკა. - აი ეს - თითი დაადო და უხერხულად შეიშმუშნა. - მიდი დაიკავე ადგილი და მოვალ - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა თოკას - თუ გინდა დარჩი, თუ ასე გსიამოვნებს ჩემს გვერდით დგომა - გავგიჟდი პირდაპირ, ამაყენე თორემ ხოხვისგან ფეხები მეტკინა - ირონიულად აუწია ცალი წარბი და ანისკენ წავიდა. როგორც კი მიუახლოვდა გაბრაზებული მზერა სტყორცნა და ცხვირაბზუებული ჩამოჯდა სკამზე. - რაიყო? - ისე შეიცხადა ანამ რომ ლამის ნუცასაც შეეპარა ეჭვი, მართლა შემთხვევით ხომ არ მოუვიდაო, მაგრამ როგორც კი მის ტუჩის კუთხეში წამიერად გაპარულ ღიმილს მოკრა თვალი ეგრევე გაბრაზებულმა მოჭუტა ცალი თვალი და ღრენით გადახედა. - ნორმალური ხარ გოგო? ფერი არ ედო სახეზე - მეც მაგიტომ არ გავაკეთე? - გულუბრტყვილოდ აიჩეჩა მხრები და ნუცამაც გემრიელად გადაიხარხარა. - მის სახეზე ძლივს შევიკავე სიცილი - მეც ისე მინდოდა მეხარხარა, კინაღამ გავსკდი, მაგრამ ისეთი მეამიტური სახე მქონდა, ვფიქრობ ბიზნესიდან პირდაპირ თეატრალურში ხო არ გადავიდე? იქაც ვცდი ბედს - მაგიდაზე ფრჩხილები აათამაშა. - კიდევ ეს გინდა გოგო? ისედაც წელიწადში ერთხელ გხედავ! - რა გინდა სულ ხომ გირეკავ და გელაპარაკები? სახლში ხომ არ დაგიჯდები, ესეც გეყოფა სახლისთვის - თვალით ღიმილით მომავალ თორნიკეზე ანიშნა, მისი უხერხულობა სადღაც იყო გამქრალი და მოჭუტული თვალებით ადევნებდა თვალს ნუცას გამომეტყველებას. - აბა თოკკ, მოგვიყევი შენს გოგოზე - ისევ მეამიტური სახე აირტყა ანამ, რასაც ნუცას ღიმილი მოჰყვა. - რა მოგიყვე, ჯიუტი და თხა გოგოა! - სიტყვებს რამდენიმე კარტოფილი მიაყოლა თოკამ და განაგრძო - ვითომ ჩემთან ურთიერთობა არ უნდა, არადა ხომ ვიცი რომ იწვის ჩემი სურვილით! - ბატონო? - ეგრევე ახტა ნუცა, მაგრამ როგორც კი გაიაზრა სიტუაცია მალევე დამშვიდდა - შენი სურვილით ვინმე იწვოდეს? გემოვნება სად აქვს? - წამში გადააკეთა და თოკასაც თვითკმაყოფილი ღიმილი სახეზე მიეყინა - წარმომიდგენია, საერთოდ რანაირი ბიჭები მოსწონს - თავისი თავით კმაყოფილმა გააგრძელა მოშხამვა და უარესად მოუშალა ნერვები ვაჟბატონს. - რა საინტერესოა შენ ვის მოსწონხარ? - არ ჩამორჩა თოკა და პეპსის ჭიქა ხელში შეათამაშა - არის ეგეთი ვინმე? - მისკენ ოდნავ გადაიხარა და დაბნეული ისედაც უარესად დააბნია. - ჯერ-ჯერობით მხოლოდ თვითკმაყოფილ იდიოტებს! - მაინც არ გატყდა ნუცა და იქეთ შეუტია. მთელი 1 საათის განმავლობაში ანა ჯერ ღიმილიანი, შემდეგ მობეზრებული სახით უყურებდა მათ ჩხუბს და ცდილობდა როგორმე თავი შეეკავებინა ღრიალისგან, ნერვებმა რომ უმტყუნა ფეხზე წამოხტა. - წავედი თორემ შეიძლება გაგგლიჯოთ! - ჩაიღრინა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან, დაბნეულმა ნუცამ და თოკამ შეშფოთებული მზერით გადახედეს ერთმანეთს და შემდეგ ერთდროულად აუტყდათ სიცილი. *** - სახლში მიგიყვანო? - სანამ ნუცა კარის სახელურს დაწვდებოდა, თოკამ სწრაფი მოძრაობით შეატრიალა მისკენ და მსუბუქად მიაჯახა მანქანას. - მე.. - ენა გადაყლაპე? - საჩვენებელი თითი ლოყიდან კისრამდე ჩამოუსვა და მსუბუქად ჩაიცინა - რას ვფიქრობ იცი? - რრას? - სადმე ხომ არ გაგვესეირნა? - წელზე შეუცურა ცალი ხელი და მეორეთი მანქანას დაეყრდნო - ეს კაბა ძალიან გიხდება, ძალიან სექსუალური ხარ - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და სანამ ნუცა კოცნის მოლოდინში იყო გატრუნული, ტუჩებს გვერდი აუარა და ლოყაზე მსუბუქად მიაკრა ტუჩები - გავისეირნოთ? - არა! - უეცრად გამოერკვა და ხელის კვრით უკან დაახევინა - სახლში წამიყვანე! - კატეგორიული ტონით უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. თორნიკემ ღიმილით გადააქნია თავი და მანქანას მოუარა, მის გვერდით დაიკავა ადგილი და თვალის დახამხამებაში მოწყვიტა ადგილიდან. - მადლობა! - მთელი გზის განმავლობაში ერთადერთი სიტყვა უთხრა და მანქანიდან გადავიდა, მაგრამ კაბის ბოლო სავარძელს გამოედო და უეცრად ნახევრად შიშველი გამოჩნდა მის წინაშე, თორნიკემ უზარმაზარი ნერწყვი ძლივს გადაუშვა სასულეში და შეეცადა მის წინ მდგომ ნახევრადშიშველ ნუცაზე თვალი აერიდებინა, მაგრამ თვალები მისდაუნებურად გარბოდნენ მისკენ. ნუცამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ჯერ აქეთ-იქეთ გაიხედა, რომ მიხვდა ხალხში ასე შერცხვენას ჯობდა ისევ თორნიკესთან შერცხვენილიყო მოწყვეტით ჩახტა მანქანაში და დაბნეულმა მხოლოდ გაღიმება მოახერხა. - უნდა დამეხმარო! - ასე უნდა იჯდე აქ? - თორნიკე! - თვალები დაუბრიალა და მისდაუნებურად უფრო გაშალა ფეხები, რამაც მისი გრძელი და სუსტი ფეხები გამომზეურება გამოიწვია და ვაჟბატონი კინაღამ დაახრჩო - რა გჭირს შენს გოგოსაც ხო გრძელი ფეხები აქვს? რამ დაგახამა! - მომის.. - არა შენ მომისმინე, ახლავე წამიყვანე შენთან! - გაუაზრებლად უბრძანა და მხოლოდ მერე დაფიქრდა თორნიკეს გაოცებისგან აზიდული წარბები რომ შეამჩნია - რაიყო? წამიყვანე - იხტიბარი არ გაიტეხა და უფრო მოხერხებულად დაჯდა - არა მე პრობლემა არ მაქვს, თუ გინდა ამ ჩარღვეული კაბით გადავალ - ვითომ გადასვლა დააპირა, მაგრამ თორნიკემ წამში ჩაავლო ხელი, მისკენ ოდნავ გადაიწია და კარები ხმაურით დაკეტა, შემდეგ გვერდულად გადახედა და მის აფორიაქებულ სახეზე ირონიულად გაეღიმა, თითები მისი კისრიდან თმებში აასრიალა და მსუბუქად მიქაჩა მისკენ. - ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? - მისი თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა მზერა. - მე.. არ ვლაპარაკობ ზედმეტს - ძლივს ამოილუღლუღა გატეხილი ხმით. - წავედით ჩემთან - უეცრად დაბრუნდა თავის ადგილზე და ნუცა კი დატოვა გახევებული - თუმცა მე არ გირჩევდი ამ ნაბიჯის გადადგმას! - თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა. *** - დე როგორ ხარ? - თბილად მოეხვია ახალგაზრდა ქალს და ლოყები დაუკოცნა. ამის გაგონებაზე ფერები გადაუვიდა და უფრო ამოეფარა თოკას ზურგს, ახლა მიხვდა რას გულისხმობდა ამ ნაბიჯის გადადგმაში, უხერხულად მოიბუზა და ქვემოდან ახედა ერთმანეთზე შემოხვეულ დედა-შვილს. - კარგად დედიკო, შენ როგორ ხარ? - თვითონაც მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა - ეს ვინ არის დედიკო? - დედა ეს… - პაუზა გააკეთა და ღიმილით გადმომხედა - ეს შენი რძალია დე, ისე უნდოდა შენი გაცნობა ისე, აი ვერ წარმოიდგენ, ნახე ყველაფერი შემოიხია სანამ არ გამაცნობ არ მოვისვენებო, ხოდა სანამ თავს რამეს დაუშავებდაა - ამის გაგონებისას ნუცას სახე აელეწა და ისე მომუშტა ხელი რომ ფრჩხილები პირდაპირ კანში შეესო - გაიცანი დე, ეს ნუცაა ჩემი საცოლე, ეს კი მარინაა ჩემი დედიკო - ღიმილით წარადგინა და ხელი მოხვია, უხერხულად გაუღიმა და თან ცდილობდა ხელით დაეფარა გახეული ადგილები. - სასიამოვნოა შვილო! - გაუღიმა და მისკენ წამოვიდა, ისეთი სითბოთი მოეხვია ლამის გული აუჩუყდა, მანაც მოხვია ხელები და თოკას ღრენის გადახედა. უხერხულად აწურული იჯდა მისაღებში და თორნიკეს ელოდებოდა როდის დაბრუნდებოდა, მანაც ღიღინით შემოაბიჯა და კაბა ხელებში მიაჩეჩა, ალმაცერად დახედა ჯერ კაბას, შემდეგ თორნიკეს და ღრენით გააქნია თავი. - იდიოტი! ვირი! მე შენ განახებ! - ბურტყუნებდა და თან სააბაზანოსკენ მიიკვლევდა გზას. გაბრაზებულმა გამოგლიჯა კარები და შიგნით შეალაჯა, რაც დარჩენილი ჰქონდა ნაჭერი მთლიანად შემოიხია და ახალი კაბა გადაიცვა. ისე იყო გაბრაზებული ლამის მისი ხელით გაეგლიჯა თორნიკე, მაგრამ სააბაზანოდან გამოსულს მისაღებში მჯდომი მარინა რომ დაინახა, ღიმილად დაიღვენთა ლამის. - მარინა დეიდა, მე წავალ.. - რას ამბობ შვილო, ძლივს ამ მუტრუკმა ქალი მომიყვანა სახლში, თანაც საცოლეო და შენ გაგიშვებ ახლა? - თორნიკეს ჩუმ ხითხითზე საერთოდ აელეწა სახე და ისეთი სახით ჩამოჯდა ლამის მარინამ შესთავაზა იქეთ თუ გინდა წადიო. - რას დალევ? ყავას, ჩაის, წვენს? - არ მინდა არაფერი, ძალიან დიდი მადლობა - კიდევ უფრო უხერხულად აიწურა და კაბის ბოლოები ქვემოთ დაქაჩა - უნდა წავიდე, სახლში ინერვიულებენ მართლა! - მაშინ დამპირდი რომ კიდევ მოხვალ, კარგი? - ღიმილით წამოდგა და დედა-შვილიც წამოიშალა ეგრევე, ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა შემოსასვლელისკენ და კიდევ ერთხელ გადაეხვია “დედამთილს”, შემდეგ თორნიკეს ისეთი თვალებით გადახედა რომ მოსალოდნელმა ქარბორბალამ წინასწარ დაუარა სხეულში და ღრმად ამოისუნთქა. *** სანამ მანქანამდე მივიდოდნენ ხმა არ ამოუღია, არც მანქანაში ყოფნისას, სახლთან როგორც კი გააჩერა მანქანა თორნიკემ, მშვიდად გადავიდა, მაღაზიაში შევიდა და ერთი ბოთლი წყალი იყიდა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ ლამის ბრაზისგან დამხრჩვალიყო, ისე უჭერდა გრძნობები კისერში რომ ცუდად იყო, თორნიკე კი იჯდა გაოგნებული და ელოდებოდა როდის წავიდოდა სახლისკენ თავისი სექსუალური ქალბატონი. ნუცა როგორც კი გარეთ გამოვიდა, აქეთ იქეთ გაიხედ გამოიხედა, შემდეგ ისე დაიჭირა თავი, თითქოს პირველად დააფიქსირა თორნიკე, მისი მანქანისკენ დაიძრა და ღიმილით გამოაღო. - დამშვიდობება დამვიწყებია - ისე დაიხარა რომ მისი ავლა-დიდება თავზე დააფარა და ისეთი გაფართოებული თვალებით უყურებდა თორნიკე, ცოტაც და დაიხრჩობოდა სავარაუდოდ. მაგრამ სამაგიეროდ ნუცა იდგა სასწაულად კმაყოფილი სახით და ბოთლს ხელში ათამაშებდა. რამდენიმე წამში კარი ხმაურით მიკეტა და ზურგით შებრუნდა მანქანისკენ, მაგრამ ისევ სწრაფად მოტრიალდა, კარი გამოაღო, დაიხარა და სანამ თორნიკე შეძლებდა გააზრებას მთელი ბოთლი წყალი პირდაპირ სახეში შეასხა. - მადლობის თქმა დამვიწყებია, საქმროვ! - ირონიულად გაუღიმა და ტ*აკის ქნევით წავიდა სახლისკენ, ყურებამდე გაღიმებული. *** კლუბში ისეთი სიტუაცია იყო დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, მაგრამ ნუცა მაინც ცენტრში იდგა და ისე ცეკვავდა, გოგოები ბოღმისგან ოთხად იყვნენ მოკეცილები და შურიანი თვალებით პირდაპირ დარბაზშივე ჭამდნენ თვალებით. - ნუცა წამოდი თორემ ვიღაც მართლა გცემს, სხვისი თვალების მითვისებისთვის! - მაგათ ხამი ჰყავდეს, დამაბრალონ მე, მაცალე რა ცეკვა! - ხელი აიქნია და თეკლას თვალი ჩაუკრა - მოვალ ცოტახანში ქეთუსს! დიდი ხანი ცეკვავდა ასე გამომწვევად, ბოლოს რომ მობეზრდა და უჰაერობამაც შეაწუხა აივანზე გავიდა, სიგარეტს მოუკიდა და ღამის თბილისს ღიმილშეპარულმა გადახედა. - არ მეგონა თუ ეწეოდი! - გვერდით ამოუდგა თორნიკე და ღიმილით გადმოხედა. - აი, ყვე’ლ’აზე ბანძი წინადადება, რითაც შეიძლება გოგოსთან საუბარი დაიწყო - ტუჩაბზუებულმა გადახედა და ღრმად ნაპასი დაარტყა. - აი დამამცირე? - ირონიულად გადმოხედა და სიგარეტი ხელიდან ააცალა - მხოლოდ ერთი ნაპასი, დამითმობთ? - მომნუსხველი თვალები წამში შეანათა და ერთ ნაპასს კი არა, პირდაპირ მის თავს დაუთმობდა, თანაც აივანზე. სანამ ნუცა მოჯადოვებული უყურებდა, იქამდე თოკამ სიგარეტიც ჩაამთავრა და მისი მოხელთებაც მოახერხა მხურვალე მკლავებში. - ეს რა მე სად რა მე?! - დაბნეული ნუცა ისე აფართხალდა, ლამის ღირსება ჩამოუღო, თორნიკეს გადაწითლებულ სახეზე კი ისეთი გულიანი კისკისი აუტყდა, ძლივს დამშვიდდა - აუ ძალიან გეტკინა? - მუხლი მის ფეხებს შუა აასრიალა და ტუჩი მოიკვნიტა - მაპატიე რა! - დამრგვალებული თვალებით ახედა და თორნიკესთვის მისი ყავისფერი თვალების დანახვაც კი საკმარისი იყო საპატიებლადაც, მაგრამ მისი მუხლი როგორც კი შეიგრძნო ფეხზე, ეგრევე აუდუღდა სისხლი და მასზე მოხვეული ხელებიც დაეჭიმა. - ნუ აკეთებ! - ძლივს ამოილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა - მინდა გითხრა რომ დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი - ყურში ჩასჩურჩულა ოდნავ დამშვიდებულმა და უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე - მე შემიძლია აქვე.. - მერე რას ელოდები? - სასმლისგან გათამამებულმა საყელოში ჩაავლო ხელი და მისკენ მოქაჩა, თოკა დაიბნა, ისეთი თვალებით შეხედა “შენგან ამას არ ველოდიო” - აი ტიპიური ღრუზინი ხარ, ღიპი გადმოაგდე და წამოგორდი აქ აივანზე! - ზიზღით დაიმანჭა და მისი ხელებისგან განთავისუფლება სცადა, მაგრამ თორნიკემ მჭიდროდ დაიჭირა, მისი სხეულიანად შეტრიალდა და პირდაპირ კედელზე ააკრა. - ღრუზინი ვარ ხო, მაგრამ დღეს ეს რომ არ გავაკეთო.. - წინადადება არც დაუმთავრებია, ისე დასწვდა მის ტუჩებს და ისეთი სიველურით დაუკოცნა, ნუცა სადღაც დაფარფატებდა და ვერც კი ინძრეოდა, თორნიკე კი მომთხოვნად, მორიდებით, ცხოველურად უკოცნიდა ტუჩებს, ყველაფერი იყო იმ კოცნაში, სიყვარული, პატივისცემა, მორიდება, ვნება, ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და თითოეულის შეგრძნება იმდენად აძლიერებდა ნუცას ნეტარების წუთებს, რომ იქედან გამოსვლაც კი არ უნდოდა. თორნიკე ისე მოშორდა ვერც გაიაზრა, დაბნეული იდგა აივანზე და მოაჯირს ეყრდნობოდა. - ცხოველი, სექსუალური ცხოველი! - ტუჩებს გამუდმებით ილოკავდა და ცდილობდა მისი გემო კიდევ შეეგრძნო. *** როგორც კი უკან შევიდა მისი ძებნა დაიწყო, მაგრამ თორნიკე არსად ჩანდა, მხოლოდ შორიდან დალანდა კუთხეში მჯდომი სხეული, რომლისკენაც გამომწვევად ჩაცმული გოგო ისეთი ნაბიჯებით მიდიოდა, რთული მისახვედრიც არ იყო იქ რა ამბები დატრიალებოდა მალე. გაბრაზებისგან ბოლი რომ აუვიდა, იქეთ დაიძრა, თან გზაში მიმტანს ვისკი ააცალა და ისეთი თვალებით გადახედა თორნიკეს წინ აღმართულ ქალბატონს, ცოტაც და ადგილზე განგმირავდა მზერით. - თორნიკე საყვარელო - აფირისტული ღიმილით გაკრა გოგოს მხარი და გაოგნებული ბიჭისკენ დაიძრა - ძლივს გიპოვე, სად გამექეცი? სულ რამდენიმე წამი ვისწორებდი ტანსაცმელს და გამომეპარე - პირდაპირ კალთაში ჩაუჯდა და ისე აეკრა სხეულზე, თორნიკემ ჰორმონები ვეღარ დაიმორჩილა და დროზე რომ არ მოსულიყო გონს, ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებოდა, ალბათ მთელი ცხოვრება ნუცას ყბიდან ვერც ამოვიდოდა. - ნუცა აქ რას აკეთებ? - დაბნეული სწრაფად წამოხტა და ჯიბეში ჩაილაგა ხელები. - შენთან მოვედი, ეს ვინ არის? - ალმაცერად აათვალიერა სახეზე ალეწილი გოგო და სწერვულად გაუღიმა - ოჰ, ასეთი წითელი რომ ხარ რუმიანას ბრალია, ზედმეტი მოგივიდა თუ რამე მოხდა? - მეამიტურად ააფახულა თვალები და ღიმილით გადახედა თორნიკეს - მგონი ცუდადაა ეს გოგო, წყალი მიაწოდე აბა! - გეყოფა ნუცა! - მე მეყოფა? - ცრემლიანი თვალებით ახედა - ამასთან მღალატობ ხო? საერთოდ დამივიწყე! - ისეთი სცენა დადგა, თორნიკემაც კი ვერ მიხვდა რომ ზედმეტად კარგი მსახიობი იყო, დაბნეული მივარდა და დამშვიდება დაუწყო. გოგო კი ისე აორთქლდა იქედან, ვერც დაინახეს სად გაიქცა. *** - გოგო გამიქციე! - როგორც კი სიტუაცია დაწყნარდა, მშვიდად ჩამოჯდა თორნიკე ტახტზე და ალმაცერად გადმოხედა. - ვინ იყო? - გაბრაზებულმა შეხედა და ხელები გადაიჯვარედინა. - მგონი ძალიან შეიჭერი როლებში.. - ჰო ზედმეტი მომივიდა, კარგი წავედი მე! - ღრმად ამოისუნთქა და თვალი ჩაუკრა - ჩემი წასვლის დროა.. - შენი და გაიპარა და შენ ვინ წაგიყვანს? - რას ნიშნავს გაიპარა? - შეშფოთებულმა მოავლო დარბაზს თვალი და მისი და რომ ვერსად დალანდა მოიღუშა. - იმას ნიშნავს რომ ქმარმა დაავლო ხელი და გააქანა, ნუ ვინ იცის სად, მაგრამ ცუდ ადგილას აშკარად არა - კმაყოფილმა მოსვა ვისკი და ფეხზე წამოდგა - გაგიყვან! - უარს ნამდვილად არ გეტყვი ახლა - მხრები აიჩეჩა და ჩვეული მიხვრა-მოხვრით წავიდა გასასვლელისკენ. *** მანქანა როგორც კი გაჩერდა სწრაფად გადახტა და სახლისკენ წავიდა, მაგრამ წელზე მოხვეულმა ხელმა სწრაფად შეაჩერა და უეცრად თორნიკეს სხეულზე აღმოჩნდა აკრული. - დაუკმაყოფილებელი რომ დავრჩი, კომპენსაცია არ უნდა მივიღო? - ზემოდან დააჩერდა შავი, სხივშეპარული თვალებით და მისი ტუჩებისკენ დაიხარა. ნუცა ისე გაისუსა კოცნის მოლოდინში, ლამის ჩაეძინა, მაგრამ რომ არადა არ დადგა ეს მომენტი, გაბრაზებულმა ჭყიტა თვალები და თორნიკეს ირონიულ მზერას რომ წააწყდა, ეგრევე მოიქუფრა. - რა ლამაზი ხარ როცა ჩუმად ხარ! - სასიამოვნო ხმით ამოილაპარაკა, მაგრამ ნუცას გონებამ სულ სხვანაირად გადახარშა და წარბებშეკრულმა მიაშტერდა. - ე.ი ისე არ ვარ ლამაზი ხო? - კარგი რა, გთხოვ - დაიხარა და კისერში ხმაურით აკოცა რამდენჯერმე - შენს სურნელზე ვგიჟდები - უნებურად წამოსცდა და როგორც კი გაიაზრა რა თქვა, ენაზე იკბინა, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია, პირიქით უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე და კისრიდან და ყურამდე აასრიალა ტუჩები, ისე კოცნიდა თან არ ეხებოდა, თან სველი კოცნის ნაკვალევსაც უტოვებდა და საერთოდ აგიჟებდა. - წადი ახლა დაიძინე, სანამ მოთმინება მყოფნის რომ გაგიშვა! - სწრაფად შეუშვა ხელები, მოტრიალდა და სუნთქვაშეკრული ჩაჯდა მანქანაში. რამდენიმე წუთი იდგა გაშტერებული ნუცა, ვერ ხვდებოდა როგორ მიმოდიოდა ყველა ჯიშის ცხოველი მის სხეულში, როგორ უხურდა და როგორ ეყინებოდა ერთდროულად ის ადგილი, სადაც თოკომ ტუჩების კვალი დაუტოვა. კინაღამ შეიშალა მისი მკლავები რომ ვეღარ იგრძნო წელზე, ლამის მანქანაში ჩაუჯდა და იქეთ მოეხვია. არ ვიცი საიდან იპოვა ის უნარი რომ უკან გამობრუნებულიყო და მშვიდად გაჰყოლოდა სახლისკენ მიმავალ გზას. *** - კეკელია რამ გაგახსენა ჩემი თავი? - სანამ რამეს ეტყოდა, იქამდე ჩასძახა ტელეფონში და თან ჩიფსი გაიქანა ყბისკენ. - აუზზე მინდა წასვლა - მერე? - წამოხვალ! - ეს კითხვა იყო თუ ბრძანება? - შენი აზრით? - ბრძანება! - ყოჩაღ, ათიანი - დავჯექი მერხზე და დავრჩი სახლში! - კარგი მაშინ - ღრმად ამოისუნთქა ანამ და ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა - თოკოც მოდის, მე ვიფიქრე ნახავდნენ ერთმანეთს, მაგრამ რადგან შენ არ გინდა არ დაგაძალებ, წავედი მე, გკოცნი - ისე გათიშა პასუხის გაცემაც არ აცალა, მაგრამ სამაგიეროდ ნუცა წამოფრინდა და ისეთი სისწრაფით მოწესრიგდა, ყველაზე ადრე მივიდა აუზზე. კეკელია როგორც კი აუზზე შევიდა, თავი ვერაფრით შეიკავა ნუცას დანახვისას და გულიანად გადაიკისკისა. უკან გიორგი და თორნიკე მოყვებოდნენ, კიდევ იყვნენ ბიჭები, მაგრამ მისვლისთანავე გაიფანტნენ და გიორგი და ანაც თავის გზას გაუყვნენ. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ნუცას თოკა შერჩა და ეგრევე დაწვა ორივემ კეკელია რა თამაშსაც თამაშობდა. - აქ არ გელოდი! - ოდნავ გაფითრებული თორნიკე დაადგა თავზე და ნაძალადევად გაუღიმა. - არც მე! - ნაგლად გაუღიმა ნუცამ და შეზლონგზე უფრო გემრიელად მოკალათდა. სანამ პირის გაღებას მოასწრებდა, იქამდე მოვიდა სწრაფი ნაბიჯებით ანა და მათ შორის ჩადგა. - რაო, აქ არ გელოდიო ჰო? - ღიმილით ანიშნა თორნიკეზე და თვალი ჩაუკრა - სხვათაშორის ვუთხარი რომ დავურეკე, ნუცა მოდის მეთქი - მხრები აიჩეჩა და ორივეს გადახედა. ნუცამ ხმით ჩაიცინა და ნიშნისმოგებით აუწია ცალი წარბი. - ხო და.. სულ დამავიწყდა, ნუცასაც ვუთხარი რომ მოდიოდი! - ბოლოს მაინც გააფითრა ორივე და ასე დატოვა ღიმილშემხმარი, ერთმანეთზე მიშტერებულები. *** - რატომ არ ცურავ? - თავზე წამოადგა აუზში მოტივტივე ნუცას თოკო და ღიმილით დახედა. მაგრამ ნუცამ როგორც კი აიხედა, მიხვდა რომ ძალიან მაგარ შარში იყო, პირდაპირ რომ უყურებდა ხო აგიჟებდა, აი ქვემოდან კი პირდაპირ ღმერთკაცს ჰგავდა, თანაც მზის სხივები ისე ეცემოდა მის ნავარჯიშებ სხეულს, რომელიც თვალისმომჭრელად პრიალებდა და ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა თითქოს მისკენ იწევდა. - ნუცაა! - ჰა? გისმენ, რამე მითხარი? - ვიცი რომ სექსუალური ვარ, მანდ ჩამოვიდე თუ შენ ამოხვალ და სადმე გავიდეთ? - ისეთი მომნუსხველი მზერით უთხრა, ლამის მართლა აყვა ზემოთ და შემოეხვია ტანზე, მაგრამ დროზე გამოფხიზლდა და მეამიტური გამომეტყველება აირტყა. - იცი? ცურვა არ ვიცი - მერე ქამრის გარეშე რატომ ჩახვედი? - გაბრაზებულმა დაუყვავა, დაიხარა, წელზე მოხვია ხელი და ზემოთ ამოსვა, ნუცა ისეთი დაბნეული იყურებოდა, აშკარად ვერ მიხვდა ასე უცებ რა მოხდა. - რაღაც ხშირად იბნევი, რა გჭირს? - ისევ ისეთი მზერით ამოხედა ამჯერად ქვემოდან და მისმა შავმა თვალებმა საბოლოოდ “მოცელა” ნუცა, ქამრის შესაკრავით რომ არ დაეჭირა თოკას, აუცილებლად მოადენდა ზღართანს. - კარგად ხარ? - მეე? კიი, ცუდად როგორ შეიძლება ვიყო! - სუნთქვაშეკრულმა სწრაფად მიაყარა, წონასწორობადარღვეულმა მის ხელს მოეჭიდა, მაგრამ მისი კუნთების შეგრძნობისას უჩვეულოდ აფორიაქდა და იგრძნო როგორ მოაწვა საფეთქლებზე სისხლი. - ნამდვილად? - ნამდ ვილა დ - ამოიოხრა, ხელი შეუშვა და სწრაფად ჩახტა წყალი გასაგრილებლად. თოკა ზემოდან უყურებდა და თან შიგადაშიგ ტუჩის კუთხეში მაინც ეპარებოდა ღიმილი. *** - არა რას აგიჟებ? - კეკელია მოჭუტული თვალებით ამოუდგა გვერდით და ნუცას აფორიაქებულ ფართხალს დააკვირდა. - ხოიცი რომ ვგიჟდები არა?! - სიცილით გადმოხედა და აუზისკენ დაიძრა - ისე მერე დავილაპარაკოთ, რაღაც უნდა გკითხო - თვალი ჩაუკრა და ისე ჩახტა აუზში. ნელა მიცურა ნუცასკენ და შეეცადა დაემშვიდებინა. - რა გჭირს? - არაფერი, უბრალოდ დავიბენი ოდნავ და ავფართხალდი - სიცილით მიუგო და ოდნავ მოშორებით გაცურა, რასაც თოკოს ჩაცინება მოჰყვა და უფრო მიიწია მისკენ. - რატომ მოდიხარ ჩემკენ? - გაბრაზებული უფრო გაგულისდა და შორს გაცურა. - ტყუილად გამირბიხარ, მაინც დაგიჭერ და.. - არ დაამთავრო! - ღრმად ამოისუნთქა და უმწეოდ მოჰყვა თვალების ცეცებას. - ბატონო? - ისე შეცხადა, გეგონებათ ცუდი არაფერი უფიქრიაო - მე ვიფიქრე ცურვას ვასწავლი მეთქი, შენ საით გაფრინდი? - როგორც იქნა ხელებში მოიქცია, მსუბუქად მიახეთქა მოაჯირს და ქვემოდან ამოხედა კმაყოფილებისგან აციმციმებული თვალებით. ასე ქვემოდან ყურება ხო ანადგურებდა ნუცას, ამას ემატებოდა მისი მოხვეული მკლავები წელზე და საერთოდ ვერ ხვდებოდა იქ რატომ იყო, მართლა სად დაფრინავდა ახლა თვითონაც ვერ იგებდა, ალბათ წყალი რომ არა და მისი სიგრილე, აუცილებლად წაუვიდოდა გული. - გეყოფა - ძლივს ამოიხავლა და ოდნავ კრა ხელი. - ვერ უძლებ ჩემს სექსუალურობას არა? - დამცინავად ჩაიქირქილა და შორს გაცურა თოკომ, ნუცამ კი ბღვერით გადახედა და წყალში გაინავარდა, ოდნავ მაინც რომ დაემშვიდებინა აშლილი ჰორმონები. *** - არა გამაგიჟებს, ნამდვილად შემშლის ჭკუიდან.. აი რომ მიყურებს! რომ მიყურებს ვგიჟდები, ვერ ვითმენ, ცუდად ვხდები - მთელი ემოციებით უყვებოდა ნუცა ანას მის გრძნობებზე და თან ხელ-ფეხს აქეთ იქეთ იქნევდა - არა რატო გადამეკიდა? სადაც არ უნდა წავიდე, როგორც არ უნდა მოვიქცე ყველგან თოკო, თოკო, თოკო.. - უკვე თოკო გახდა? - შეფარვით კითხა კეკელიამ და შეზლონგზე გასწორდა. - თოკო იყო ეგ სულ, ხოიცი როგორ ვოცნებობდი ჩემი ბიჭი თორნიკე ყოფილიყო, ამ სახელზე ბავშვობიდან ჭკუა მეკეტება, ხოდა კი ამიხდ.. - რის თქმას აპირებდა ცოტა გვიან გაიაზრა, თანაც მოცინარ კეკელიას რომ შეხედა სახე აელეწა და ტუჩები მოკუმა. - რაო, რა ოცნება ამიხდაო? - გვერდით ჩამოუჯდა თოკა და მომნუსხველად გადახედა, ნუცა მოულოდნელობისგან შეხტა და ნაწილებად დაიშალა ლამის - ვინ აგიხდინა ოცნება? - მეე.. მეე! - ღრმად ამოიოხრა დაბნეულმა და კეკელიას გადახედა “მიშველეს” თვალებით. - რას ამბობდა და ჩემს ბიჭს ზუსტად ის ჰქვია, რაც მინდოდა ბავშვობიდანო - უდარდელად ჩამოარაკრაკა კეკელიამ და უაღრესად კმაყოფილმა ჩაიცინა. - აი, ადამიანს კი არ ამოიყვან უხერხული მდგომარეობიდან, პირიქით უფრო ღრმად ჩატენი და კიდე ფეხს მიკრავ! - დაიღრინა მის ყურებთან ნუცამ და უხერხული ღიმილით, თან თვალების ფახულით გადახედა თოკას. - არაფერი თოკო- გაიწელა უხერხულობის დასაფარად და ფეხზე წამოდგა - სახლში მივდივარ! - გაგაცილებს თორნიკე - მის რეპლიკაზე პასუხი არც გაუცია ისე ამოილაპარაკა და მუცელზე დაწვა - კარგი თორნიკე, ვიცი რომ საქმეები ბევრი გაქვს ამისთვის არ გცალია, მერე მე გეტყვი მაშინ ნუცას თავისი ბიჭი მოაკითხავს მეთქი, მერე შენ წამოფრინდები, გავარდები ჩაიცვამ და გაეკიდები უკან, მოკლედ, დავურეკო ნუცას ბიჭს თუ გააცილებ? - ამოიფრუტუნა კეკელიამ და ადგილზე მიყინულ თორნიკეს, რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს თვალი ჩაუკრა. - გა..ვა..ცი..ლებ! - კბილებს შორის გამოცრა თოკამ და გასახდელისკენ წავიდა, ნუცამ სასწაულად კმაყოფილი თვალებით გადმოხედა და კოცნა გაუგზავნა, ანიშნა შეგირიგდიო. *** - წავედით? - გასახდელიდან გამოსულ ნუცას კარებზე აყუდებული დახვდა თორნიკე. - წავედით - მხიარულად მიუგო და კიდევ ერთხელ გადახედა აუზის წინ მოკალათებულ კეკელიას, ხელი დაუქნია და გასასვლელისკენ დაიძრა. ნუცას ისეთი სახე ჰქონდა აშკარად არ იყო კარგად, როგორც ჩანს თორნიკეს პერანგზე ჩახსნილი რამდენიმე ღილი კარგად ასრულებდა საკუთარ მისიას და სასწაულად უბნევდა თავგზას ნუციკოს. მართალია ძალიან დასტოინი სახით მიდიოდა დერეფანში, მაგრამ გაწაფული თვალი საკმაოდ ადვილად შეამჩნევდა მის მღელვარებას. თორნიკე შიგადაშიგ აქეთ იქეთ იყურებოდა და ტერიტორიას ამოწმებდა. როგორც კი უზარმაზარ დერეფანში მარტო დარჩნენ ეგრევე წაავლო წელზე ხელი და კედელზე ააყუდა. ნუცა ისე დაიშალა, ვერაფრის თქმა მოასწრო, ველურივით ეცა ტუჩებზე და ლამის გულისწასვლამდე დაუკოცნა სათითაოდ. ისეთი გრძნობით უკოცნიდა ტუჩებს, ვერცერთი ახერხებდა კონცენტრაციას თუ სად იმყოფებოდნენ, თანაც მის თლილ თითებს შეუმჩნევლად დაატარებდა ნუცას სხეულზე და პირდაპირ ცეცხლის ალში აგდებდა, რაც უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მით უფრო კარგავდა ორივე გონებას სიამოვნებისგან. შედარებით კმაყოფილი მოშორდა და ტუჩები გაილოკა. - ცოტა მწარე ხარ, მაგრამ.. - ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაისვა და ქვემოდან ამოხედა, ნუცამ ლამის თვალები აატრიალა მისი მომხიბვლელობისგან, კედელს მაგრად აეკრო რომ არ ჩასრიალებულიყო, მის საქციელზე თოკას ჩაეღიმა, წელზე შემოაჭდო თითები და შენობიდან გამოიყვანა. *** სახლამდე ისე მივიდნენ ხმა არ ამოუღიათ, ნუცა მხოლოდ მაშინ გამოერკვა კერძო სახლს რომ ჰკიდა თვალი და გაიაზრა რომ უცხო გარემოში იმყოფებოდა. - სად ვართ? - დაბნეულმა მიმოიხედა და მანქანიდან გადაყვა თორნიკეს. - ჩემთან სახლში, უფრო სწორად დაჩაზე - აქ რა გვინდა? - ჩემი უნდა გახდე! - ისეთი კატეგორიული ტონით უთხრა, ნუცა ოდნავ შეირხა და უკან აედევნა, თავიდან ისე მიიღო თითქოს ძალიან ბუნებრივ და ჩვეულებრივ რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ თითქმის სახლამდე იყო მისული რომ შეჩერდა, თორნიკემაც იგრძნო რომ უკან აღარ მიყვებოდა და დაბნეული მოტრიალდა. - რა მოხ… - სანამ წინანადებას დაამთავრებდა, იგრძნო როგორ შეასხეს მთელი ვედრო წყალი პირდაპირ სახეში და სიმწრისგან ყბები დაეჭიმა, გაბრაზებული მიაშტერდა კმაყოფილ ნუცას, რომელიც ხელში ვედროს აქანავებდა და თან თმებს ისწორებდა. - ეს რისთვის? - დაკმაყოფილდი? გამიგია ცივი წყალი შველისო.. - გაგიჟდი? - გაბრაზებული დაიძრა მისკენ, მაგრამ ნუცა უკან გახდა და ხელით ანიშნა შეჩერდიო. - ოოოუ! შენ რა ჰორმონებ აშლილი ყოფილხარ! - ჩაიცინა, იქვე დადებულ მეორე ვედროსაც დაავლო ხელი და პირდაპირ სახეში შეასხა. თორნიკე ამჯერად მალევე მოვიდა გონს, გაბრაზებულმა დაავლო ხელი ნუცას, მხარზე მოიგდო და სახლისკენ წაათრია. მაგრამ ნუცას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, იდაყვი ჩამოადო თოკას ზურგზე და ღიმილით მოათვალიერა გარემო. - რატომ არ კიოდი? - დაბნეული დააშტერდა ნუცას მომღიმარ სახეს. - მეზარებოდა ისედაც სახლამდე მოსვლა, გამიადვილე საქმე! - ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და სავარძელში მოკალათდა - ლამაზი სახლია! - ლოყაზე რომ მკოცნი შენი პატარა ბავშვი ვარ? - გაღიზიანებული ჩამოუჯდა გვერდით და კოცნის მოლოდინში გაჩუმდა. - პამპერსები სად გიდევს? - რა სად მიდევს? - აი რომ გამოგიცვალო! - თვალები აატრიალა და ტელევიზორის ჩამრთველს დასწვდა, მაგრამ იქეთ წაღებული ხელი თორნიკემ გაუკავა, მარტივი მოძრაობით გადაისვა კალთაში და სანამ წიკვინს დაიწყებდა ისევ ტუჩებზე დაეტაკა, ამჯერად უფრო მომთხოვნი იყო, ხელი ზედის ქვეშ შეუცურა და მუცელზე თითის წვერები გადაუსვა, ნუცას შეაჟრჟოლა და ხელები კისერზე შემოხვია, თორნიკე ტუჩებსაც მონდომებით უკოცნიდა, შიგადაშიგ ენასაც იყენებდა და მსუბუქ კბენებსაც არ იშურებდა, თან ნელნელა მისი მკერდისკენ მიიწევდა თითებით, ტუჩებს კი კისრისკენ ასრიალებდა. - მოიცადე თორნიკე, მომისმინე.. - აკანკალებული წამოხტა ნუცა და უკან დაიხია. - რა მოხდა? - დაბინდული თვალები ძლივს გადაიწმინდა და დაბნეული მიაშტერდა. - არ შემიძლია ასე - რა არ შეგიძლია? - არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა, შენ არ გესმის, მე სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ხომ იცი რომ 4 წელი კანადაში ვსწავლობდი, ჩემები იქეთ არიან, ნებისმიერ წუთს შეიძლება მომიწიოს წასვლა აქედან, მერე ჩვენ.. ასე ვერ იქნება, ასე ხომ არ დარჩება ყველაფერი… - და მაგაზე რატომ ღელავ? - სიცილით ახედა ქვემოდან თორნიკემ და როგორც ყოველთვის გააბრუა ნუცა. - რას ნიშნავს რატომ ვღელავ? რომ წავალ.. - წამოგყვები - წინადადების დასრულება არ აცალა, ისე მშვიდად მიუგო თორნიკემ და ამოიოხრა. - დედაშენი მერე? - წამოვიყვან! - საშუალება? - ვიშოვი, ვისესხებ, ყველაფერს გავაკეთებ! - შენი მეგობრები? - აქ დარჩებიან, არ დამივიწყებენ, არც მე დავივიწყებ! - სანამდე.. - გაგიჟებამდე.. - კარგი რა თოკა.. - აცრემლებული თვალები ძლივს დამალა ნუცამ, ერთი ამოისუნთქა და იქვე სავარძელში ჩაეშვა - და რას იზამ ჩვენი ურთიერთობა რომ არ აეწყოს? - უკან წამოვალ.. - და რა ხეირი? - მეცოდინება რომ ვცადე, მეცოდინება რომ გამოგეკიდე, ყველაფერი გავაკეთე და არაფერი დავაკელი, აქ ვერ დავჯდები, ვერ დავიდანაშაულებ თავს წლების მერე რომ არ გამოგყევი! - გიჟი ხარ! - მხოლოდ შენი გულისთვის.. - დავიძინოთ რა… - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს შეაპარა ნუცამ და თვალები აუფახულა. - დავიძინოთ! - აქამდე მის თვალიერებაში გართული ძლივს მოვიდა გონს, ხელი მუხლებქვეშ ამოსდო და ხელში აიყვანა. - რა საჭიროა? - ჩამოხტომა სცადა ნუცამ, მაგრამ ისეთი თვალებით გადმოხედა თოკამ ეგრევე გაისუსა და ქვემოდან დააკვირდა მის მომნუსხველ პროფილს. ფრთხილად აიარა კიბეები, საძინებლის კარები ფეხით შეაღო და ნუცასთან ერთად დაემხო ლოგინზე. ფეხსაცმელები მოიშორა, ნუცასაც გახადა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა. რამდენიმე წამი უყურებდა ნუცას მშვიდ გამომეტყველებას, რომელსაც თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა. ვერ მოითმინა მისი ტუჩების შემხედვარე და მადიანად წაეტანა ბაგეებზე. ნუცას სუნთქვა შეეკრა, ინსტიქტურად შემოხვია ხელი და ოდნავ წამოიწია. - ყველაზე ტკბილი ღამე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში! - ძლივს მოწყდა მის ტუჩებს და ბალიშზე ჩამოდო თავი - ჩემი ნუცი! *** დილით ნუცა მზის სხივებმა გააღვიძა, ღიმილით გადაკოტრიალდა და პირდაპირ თორნიკეს სხეულს აეკრო. დაბნეულმა ჭყიტა თვალები და ოდნავ შეცბა მისი მომღიმარი თვალების დანახვისას. იმ წამს ფანგანის თვალები რომ დაგენახათ ვერც ამოისუნთქავდიც უზარმაზარი ემოციებისგან, იმდენ გრძნობას იტევდა მისი თვალები ერთიანად შთანთქავდა ნუცას და სულში იძვრენდა. შეუძლებელი იყო ასეთი გულახდილი, ასეთი სუფთა, ასეთი წარმოუდგენლად კარგი ადამიანი. თორნიკე იყო ყველაფერი, ყველა მისი მოქმედება, მისი მოძრაობა, მისი გამოხედვა ამტკიცებდა მისი შინაგანი სამყაროს სილამაზეს. ნუცა ემოციებში ჯერ კიდევ დაცურავდა, ვერაფრით აშორებდა მის აკიაფებულ თვალებს მზერას, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს თორნიკე ცდილობდა მის გულში შეეძვრინა და შიგნით დაეტოვებინა სამუდამოდ, მასში წარმოუდგენლად დიდი ეგოისტობა და დამოკიდებულება იყო ნუცასადმი. ოდნავ შეკრთა, მერე წამოდგა და ოთახს მოავლო მზერა. თორნიკე ჯერ კიდევ ღიმილით აკვირდებოდა, რთული მისახვედი არ იყო რომ მთელი ღამე ჰქონდა გათენებული. ამ ყველაფრის გააზრებამ ჯაველიძეს სიამაყის გრძნობაც მოუტანა და შიშიც. არ იყო მზად ასეთი ურთიერთობისთვის, არ იყო მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მძიმედ წამოდგა და ოთახიდან გამოვიდა. ამ წამს უნდა ჩახუტებოდა, უნდა მოფერებოდა, ძალიან ბევრი უნდა ეკოცნა, მაგრამ არ შეეძლო, მის წინ აღმართული უზარმაზარი შიშის კედელი არაფრით ინგრეოდა, ვერაფრით გადიოდა მასში, ცდილობდა მაგრამ გაღწევა შეუძლებელი იყო. რაც მეტს ცდილობდა, მით უფრო ითრგუნებოდა, იქნებ ეს ყველაფერი სამუდამოდ არ გაგრძელებულიყო?! იქნებ ეს ყველაფერი იმაზე ცოტა ხანს იქნებოდა, ვიდრე მას წარმოედგინა?! ეჭვები ღრღნიდა. იქნებ ვერ მიეცა თორნიკესთვის ის, რაც მას ასე სჭირდებოდა?! იქნებ, იქნებ, იქნებ.. უამრავი კითხვა და არცერთი პასუხი. ნიჟარას დაეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა, ვერაფრით ხვდებოდა გამოსავალი რა იყო, რა უნდა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო. თავს ყველაზე სუსტ არსებად თვლიდა იმ მომენტში, ყველაზე მეტად რაც უნდოდა იმას ვერ ახერხებდა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა, წყალი მოუშვა და სახეში შეისხა. ოდნავ მაინც რომ გამოფხიზლებულიყო, უშველა, სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა, ღრმად ამოისუნთქა და კარები გამოაღო. *** ისევ ოთახში დაბრუნდა მაგრამ თორნიკე ვერსად იპოვა, კარადა გამოაღო, მისი ერთ-ერთი მაიკა ჩაიცვა და ისე ჩაფრატუნდა ქვემოთ. სამზარეულოდან ხმები გამოდიოდა, პირდაპირ იქ შეაბიჯა და მოფუსფუსე თორნიკეს თბილი მზერა შეავლო. რითი დაიმსახურა? გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, როგორც კი თორნიკე შემოტრიალდა და მისი თბილი თვალებით და უზარმაზარი ხელებით მთელი გულით გაკეთებული ტოსტები დაუდო წინ. - ყავა თუ ჩაი? - ქვემოდან ამოხედა და თან თეფშები შეასწორა. - თოკო.. - ყავა თუ ჩაი? - ღიმილით გაუმეორა კითხვა და სკამი გამოუწია, ანიშნა დაჯექიო. - “გული წამივა მალე” - ძლივს ჩამოჯდა ნუცა და გულში უცნაურად გაკრა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს, მხოლოდ მშვიდი და ოდნავ ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა - ჩაი - შაქარი? - კოვზნახევარი - დაბნეულმა ამოიბურტყუნა - ლიმონი გვაქვს? - გვაქვს, ლიმნიანი ჩაი? - ოდნავ ღიმილით გადმოხედა და ისევ მადუღარას მიუბრუნდა. - ჰო, ლიმნიანი - “ყავა - უშაქრო, ან ჩაი - "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური. დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი, შენც კი არ მინდიხარ - არაპოეტური. წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან. ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს - მხოლოდ შენთვის მინდა. მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და... გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.” (ნ.ჩერქეზიშვილი) თავისთვის ამოილაპარაკა და ლიმნიანი ჩაიც დაუდგა გვერდით, ლექსის შინაარსის გააზრებისას კი ნუცას ფინჯანისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა და შავ თვალებში მიაშტერდა. ისინი კი, მხოლოდ ძალიან ძალიან დიდი ბედნიერებით უყურებდნენ. მხოლოდ იმითაც ბედნიერი ვარ, ახლა აქ ჩემს სამზარეულოში რომ ზიხარ და ჩემს დახრაკულ ტოსტებს ჭამ! - მშვიდად ამოილაპარაკა თოკამ, შუბლზე აკოცა და მის წინ ჩამოჯდა. *** - თორნიკე უნდა წავიდე… - კარებში უხერხულად აიწურა ნუცა და იქვე მყოფ თორნიკეს ფარული მზერა შეავლო. - წაგიყვან - მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ უკმაყოფილო იყო ნუცას ამ გადაწყვეტილებით. იქნებ მეტს ელოდა?! იქნებ უნდოდა რომ ნუცა მასთან დარჩენილიყო იმ საღამოსაც?! მაგრამ არ შეეძლო და რა ექნა?! მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, თოკა შეკრული წარბებით მისჩერებოდა გზას და მისკენ არაფრით იყურებოდა, ნუცა კი ნერვიულად იმტვრევდა თითებს და ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო. როგორც კი სახლთან მივიდნენ ნუცა სწრაფად გადავიდა მანქანიდან, მაგრამ თორნიკეს ხმამ შეაჩერა. - საღამოს კლუბში მივდივართ ბავშვები, წამოხვალ იმედია ჰო? - ფრთხილად მიახლოვდა. - წამოვალ კი - ყოყმანით უპასუხა და გული ლამის ამოუვარდა წელზე რომ მოხვია ხელი. - მაშინ საღამოს გამოგივლი, 7 საათზე მზად იყავი - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე დაუტოვა კოცნის კვალი. ნუცა იქამდე ვერ გამოფხიზლდა, სანამ მანქანის დაქოქვის ხმა არ გაიგო, გაბრაზებულმა შეიხედა მანქანაში, მაგრამ იმ წამსვე ინანა, რადგან თორნიკეს სასწაულად კმაყოფილი სახე ჰქონდა, ტუჩებით კოცნის იმიტაცია გაუკეთა და ადგილს მოსწყდა. *** ბარში მისულებს თორნიკეს მეგობრები შეეგებათ, ნუცას ისეთი მოკლე და ტანზეგამოყვანილი კაბა ეცვა, ნახევარი ბარი თუ დაახრჩო, თორნიკე პირდაპირ გალურჯებული იდგა და ვნებისგან ისე ჰქონდა ჩაწითლებული თვალები, ალბათ რამდენიმე წუთში პირდაპირ მაგიდაზე შემოახევდა, ნუცა კი ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა ერთიანად გადაფითრებულს. როგორც კი მაგიდას მიუახლოვდა, თვალში მოხვდა ჩილიმი და გაეღიმა, სწრაფად დაიკავა ადგილი თოკას გვერდით და ბავშვებს გამოელაპარაკა, რამდენიმეს უკვე იცნობდა, მხოლოდ ნიკას და ლუკას გაცნობა მოუწია. რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, თოკამ რომ შეუცურა კისერში თითები და მისკენ შეატრიალა, ისეთი ძალით შეუქანდა გული და ისე აუდუღდა სისხლი რომ ერთიანად აკანკალდა, უყურებდა მის თვალებს და ასე ეგონა დრო საერთოდ არ არსებობდა, მუცელში გავლილი უცნაური შეგრძნებები საოცრად აბნევდა, თორნიკე კი მომნნუსხველი ღიმილით აკვირდებოდა მის სახეს და სანამ ნუცა კითხვას შეძლებდა, იქამდე დაიხარა მისი ტუჩებისკენ, თითები ოდნავ მოუჭირა ლოყაზე და აიძულა რომ ტუჩები გაეხსნა, თითქმის ტუჩებთან მისულმა კი თვითონაც შეხსნა მისი მადისაღმძვრელი ბაგეები და კვამლმაც სწრაფად გაიარა მინიმუმამდე დაყვანილი მანძილი, შემდეგ კი წამიერად შეეხო მის ტუჩებს და უზარმაზარი მუხტი გადასცა გადაწითლებულ ნუცას, მისი ტუჩები იმდენად ფაფუკი და ტკბილი ეჩვენა, იმდენი რამე დაიტია იმ წამმა რომ ვერაფრით ვერ მოვიდა გონს, ვერაფრით დაიხსნა უცნაური შეგრძნებებისგან სხეული. - კვამლი არ გადაყლაპო - ყურში ტკბილი ხმით ჩასჩურჩულა, მაგრამ დაბნეულ ნუცას ყველაფერი პირიქით ესმოდა, ამიტომ მთელი ძალით შეისუნთქა ჰაერი, როგორმე ფილტვები რომ გახსნოდა, მაგრამ კვამლმა საშინლად აწვა კისერი და ხველა აუტყდა. - ხომ გაგაფრთხილე - წყალი მიაწოდა და თბილად გაუღიმა - რა დაგემართა? - არაფერი - ძლივს ამოიხავლა და თვალები რამდენჯერმე დაამხამა. - ნუცი - ისევ ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა - როგორი ტკბილი ხარ! - თოკა.. - ჩშშ, არაფერი თქვა! - მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და სწრაფად გასწორდა სავარძელზე. ნუცა ისეთი მონუსხული უყურებდა, ალბათ ხმამაღალი მუსიკა რომ არა, მთელი საღამო ვერ მოვიდოდა გონს. *** ის საღამო ძალიან კარგად გაატარეს, ბედნიერი იყო თორნიკეს გვერდით, გრძნობდა რომ მხოლოდ ის შეძლებდა თავი ისე ეგრძნობინებინა, როგორც სურდა რომ ყოველთვის ყოფილიყო. მაგრამ ყოველთვის არსებობდა ეს “მაგრამ”, რომელიც ადამიანის გულს და სულს მუდმივად ღრღნიდა. მუდმივად აწუხებდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. უნდოდა რომ ყველაფერი გაეგლიჯა, რაც კი მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა, მაგრამ რეალობაც ის იყო, რომ მხოლოდ მისი მხრიდან მოდიოდა ეს დაბრკოლება. ჩვეულებრივ ბანალურ სიტუაციაში არასდროს ვარდებოდა თორნიკეს გვერდით, არასდროს მოდიოდა ვიღაც და არ უმტკიცებდა რომ ეს მისი შეყვარებული იყო, მის გვერდით ნუცას როგორც კი დაინახავდნენ არ ცდილობდნენ მათი პირადი სივრცის დარღვევას. მაგრამ, ყოველთვის ხომ არსებობს რაღაც დაბრკოლება, რაც სიყვარულს ალბათ ძალიან ძალიან სჭირდება. ნუცას შიშები კი იყო ის, რაც ასე საშინლად აწვებოდა მათ სიყვარულს და არავინ იცოდა სანამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი. *** - რა გჭირს გოგო? სახეზე ფერი არ გადევს - თვალებგაფართოებული კეკელია ისეთი სახით ეკითხებოდა, ნუცამ ეგრევე გაიაზრა რომ სიტუაცია იმაზე უარესად იყო, ვიდრე მას წარმოედგინა. - ვერ შევძლებ! - რას ვერ შეძლებ ნუცა? - ვერ შევძლებ მასთან ყოფნას, ვერ მივცემ იმას რაც მას სურს, ვერ შევიყვარებ ისე როგორც საჭიროა გესმის! - და სიყვარულის სიღრმეს, სიგანეს ან სიგრძეს ვინ ზომავს გოგო? არ გადამრიო, რაში გჭირდება ასეთ ფიქრები! - ხედავდა როგორ იბუდებდა ანას თვალებში ბრაზი და უფრო და უფრო ეჩხირებოდა უზარმაზარი ბურთი ყელში. - გამიგე გთხოვ, შენ ხომ გესმის ჩემი არა? მეშინია, ამ შიშს კიდევ ვერაფერს ვუხერხებ, რაც უფრო ვცდილობ, მით უფრო მიჭერს კისერში და ჩვენს შორის უზარმაზარ კედელს აშენებს! მეშინია რომ შევეჩვევი, რომ ვერ შეველევი.. - რატომ უნდა შეელიო ნუცა? - პირველი შემთხვევა იყო ალბათ, როდესაც კეკელია მისი ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა - რატომ უნდა შეელიო არ მესმის, რა იცი მომავალში რა იქნება? რატო ირთულებ ცხოვრებას! - არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი - თმებში წაივლო ხელი და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო - ვერ ვხვდები რა ჯანდაბა მჭირს! - ნუც, არ დაკარგო შენ მაგით… - გაფიქრებაც არ მინდა, ოდნავაც რომ გამკრას ახლა ამ აზრმა გონებაში შევიშლები! - ხოდა გადაწყვიტე.. - წასვლა მინდა! - სად გოგო? - ფეხზე წამოხტა ანა და ზემოდან დააცქერდა - სად მიდიხარ? უკან ბრუნდები? - არა, რა უკან, სადმე.. დავისვენებ, ყველაფრისგან, დავფიქრდები, იქნებ რომ მომენატროს უფრო გადავლახო ეს ყველაფერი? იქნებ ეს მჭირდება შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? - გიპოვო რამე? - არ მეწინააღმდეგები? - აქამდე თავდახრილმა ნუცამ მაღლა ამოიხედა და ანას უკმაყოფილო მზერასაც წააწყდა - არ მიბრაზდები? - რა აზრი აქვს? წადი და დაფიქრდი, იმედია არც შენთავს დაიტანჯავ, არც თოკას დატანჯავ.. - არაფერი უთხრა რა! - არ ვეტყვი ხო, არა! - ღრმად ამოისუნთქა და თითები მაგიდაზე აათამაშა - წავედი ახლა, დაგირეკავ საღამოს და გეტყვი რას ვნახავ - ლოყაზე აკოცა, მსუბუქად გადაეხვია და ქუსლების კაკუნით გავიდა კაფედან. *** საღამოს თორნიკემ დაურეკა, მშვიდი და ჩაფიქრებული ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. თოკამ მოწყვეტით აკოცა, მაგრამ საპასუხო კოცნა რომ ვერ მიიღო ოდნავ უკან გადაიწია, დაკვირვებით შეათვალიერა მისი გაცრეცილი ტუჩები, ხელი შეუშვა და მის ადგილზე დაბრუნდა. ხელში რაღაც ჩამრთველი შეათამაშა, შემდეგ ღილაკს დააჭირა და სასიამოვნო მუსიკა მთელ მანქანაში გაიშალა. იმ წამს ნუცას სუნთქვა რომ შეეკრა, ვერაფრით დაიჯერა რომ ის მუსიკა, რაც ახლა თორნიკეს მანქანაში ესმოდა, ის მუსიკა იყო, რომელზეც გიჟდებოდა. David Guetta ft. Sia - Beautiful People Say Yes! არ არსებობს, არა, შეუძლებელია, წარმოუდგენელია, საიდან უნდა იცოდეს მისი საყვარელი მუსიკა?! საიდან უნდა ხვდებოდეს ეს ბიჭი ამდენს. დღეს არსად მივდივართ? - სითრთოლე შეპარული ხმით ამოთქვა ნუცამ და თორნიკეს პროფილი შეათვალიერა. არაფერი უპასუხია, ხელი მანქანის უკანა სავარძელზე გადაწია და იქედან უზარმაზარი პარკები გადმოალაგა. - MC? - სიხარულისგან შეკივლა ნუცამ და გულში ჩაიხუტა პარკები - საიდან იცოდი - ვიცოდი! - რა არის? - ყველაფერი, მინიმუმ ოთხი ცალი ჩიზბურგერი, ბიგ მაკი, ფრი უამრავი და კოკა-კოლა უფასო - ნუცას ემოციებისგან აღტაცებულმა სიცილით მიუგო და თმებზე მოეფერა. - ყველაზე კარგი ხარ! - გაუაზრებლად გადაიწია მისკენ და ლოყაზე მთელი გულით აკოცა. პატარა ბავშვივით იყო ნუცა, ისეთი გახარებული და ბედნიერი ჭამდა ჰამბურგერებს, თორნიკე ვერაფრით აშორებდა მზერას. გაუთავებლად ტრიალებდა მანქანაში ნუცას საყვარელი სიმღერა და ყველაფერი ჰქონდა იმ წამს ბედნიერებისთვის. თორნიკე იყო ბედნიერება, მისნაირი ადამიანი გვერდით ყოფნა იყო ბედნიერება. - Beautiful people say yes Hands out stretch, what you got Give me your best and I won't turn you down Cause you're always out to impress ძალიან ძალიან დაბალ ხმაზე უმღეროდა თოკა და მიუხედავად იმისა რომ იდეალური ხმა არ ჰქონდა, მაინც სასწაულად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. ნუცამ ვეღარ მოითმინა, იმდენად ბედნიერი იყო, იმდენად სხვანაირად, ძვლების ატკიებამდე მოეხვია, მთელი გულით, სუნთქვის შეკვრამდე ხვევდა ხელებს და ცდილობდა მისთვისაც გადაეცა ის მუხტი, რაც ასე იყო მასში გამჯდარი. თორნიკეს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს რაღაც ძალიან ცუდი ელოდა წინ, თითქოს არ იყო ნორმალური ნუცასგან ასეთი ნაბიჯი, შეუძლებელი იყო ასე მოხვეოდა, ტკივილამდე და ბედნიერებამდე, გაგიჟებამდე. ნუცამ კარი გამოაღო, უკვე საკმაოდ იყო დაბნელებული, კოცნით დაემშვიდობა, მანქანიდან გადასვლას აპირებდა, როდესაც თოკას თითებმა შეაჩერა. რა მოხდა? - შენ ოდესმე მეტყვის “კი”-ს? - სევდიანი და სიყვარულით სავსე მზერა შეავლო. ნუცამ ვერაფერი უპასუხა, კიდევ ერთხელ მიბრუნდა და მთელი ძალით მოეხვია, შემდეგ კი უკანმოუხედავად შევიდა სახლში. გამოცვლაც ვერ მოასწრო, ისე მოუვიდა წერილი. “კარებთან რაღაც დაგიტოვე” თავქუდმოგლეჯილი გავარდა დერეფანში და კარები გამოაღო, აქეთ-იქეთ გაიხედა ვერაფერი რომ ვერ დაინახა, შემდეგ დაიხედა ქვემოთ და ისევ MC-ს პარკი შეამჩნია. ღიმილით და თან ბუზღუნით აიღო ხელში. - გამასუქებს მე ეს ბიჭი! - ღიმილით გახსნა პარკი და რამდენიმე მაკფლარის დანახვისას, სიხარულისგან შეკივლა - მხოლოდ ეს მაკლდა რა, მხოლოდ ეს! *** - და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც არ გადაგიფიქრებია წასვლა? - უკმაყოფილოდ ზუზუნებდა კეკელია ტელეფონში. - არა! - ტუჩები ლამის დაიჭამა ნერვიულობისგან ნუცამ - გამიგე? - გაგიგე, მისამართს მოგწერ! - სად არის? - სვანეთში - მეღადავები? ხოიცი რომ მანდ წასვლა ჩემი ოცნებაა, ასე როგორ წავიდე? - შენი ხმა არ გამაგონო ქალბატონო! აწიე შენი უზარმაზარი და დროზე დააწექი სვანეთის გზას, იქნებ ჰაერის გამოცვლამ გაგიხსნას ეგ ტვინი და მოხვიდე აზრზე! - ზუზუნს არ წყვეტდა ანა და თან რაღაცას ჭამდა მადიანად. - აი უზარმაზარი რატომაა? - ვითომ არ გისწორდებოდეს ახლა, ამხელა რომ გაქვს! - ნუ იცი ეს პირდაპირ თხლეშვა ადამიანზე სახეში, ცოტა შემაპარე ხოლმე… - როგორ ვერ ვიტან ამ ბანალურ გამოხტომებს, დავაი დროზე სვანეთისკენ და შენი ხმა არ გამაგონო, იქედან ტვინგახსნილი თუ არ ჩამოხვალ, იძულებული გავხდები საავადმყოფოს მივმართო და სამედიცინო ჩარევა მოვახდინო.. - ნუ მემუქრები.. - არ ამასრულებინო! - გაბრაზებულმა ჩაყვირა და ტელეფონი გაუთიშა. ნუცას სიცილი წასკდა. ამდენი წელია დაქალობენ და ჯერ კიდევ ვერ ეგუება კეკელიას ასეთ პირდაპირობას. ეს არაფერი, მაგრამ ზოგჯერ ისე აჯახებს ხოლმე, ლამისაა გული გაუსკდეს. *** დილით ადრე წავიდა სვანეთისკენ, გზაში თვალებგაფართოებული აკვირდებოდა ყველაფერს და ღრმად ისუნთქავდა იქაურ ჰაერს. საბედნიეროდ სახლი ადვილად მისასვლელი იყო, ამიტომ მანქანამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიყვანა და ბარგით ხელში შესასვლელთან დატოვა. - რა ლამაზია - აღტაცებით ჩაილაპარაკა, სწრაფად შევიდა სახლში, მოწესრიგდა და გავარდა იქაურობის დასათვალიერებლად. ტელეფონი სახლში დატოვა, არ სურდა არავისთან საუბარი, ღრმად ისუნთქავდა სვანეთის ჰაერს და ცდილობდა როგორმე გაქცეოდა ყველანაირ ფიქრებს. 2 კვირა ისე გავიდა არავის შეხმიანებია, ხვდებოდა როგორ კარგავდა სამყარო ნელნელა ფერებს, როგორ იცვლებოდა ყველაფერი, როგორ არ იყო კმაყოფილი იქაურობით, საოცნებო მხარით, როგორ ვერ ათვალიერებდა გულით ვერაფერს, როგორ ეხვეოდნენ ბუზებივით თავზე ფიქრები, აწუხებდნენ, ახრჩობდნენ, მონატრება ფეხისწვერებზე, ფრთხილად ეპარებოდა და ეხვეოდა, ნელნელა იკვლევდა გზას გონებისკენ და აგიჟებდა. უკვე სუნთქვაც აღარ შეეძლო. თორნიკე არანაირად ეხმიანებოდა, არც მესიჯებს წერდა, არც ურეკავდა. ისე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა, ისეთი მოულოდნელი იყო თორნიკესგან ეს საქციელი. რას ელოდა? უთქმელად თუ წამოვიდოდა თოკა ფეხებში ჩაუვარდებოდა და შეეხვეწებოდა. იქნებ ზუსტად ეს სჭირდებოდა?! ღრმად ამოიოხრა, უკვე მერამდენედ გაათენა ღამე მასზე ფიქრებში, გადაწყვიტა რომ ხვალ დილით უკან უნდა დაბრუნებულიყო, მოენახა და როგორმე დაებრუნებინა მისი სიყვარული. ზანტად წამოდგა, სპორტულები მოიცვა და სარბენად წავიდა. ნახევარი საათი მაინც დარბოდა წრეზე, წყალი მოსვა და იქვე მინდორზე წამოწვა. ცას უყურებდა და მისი შავი თვალები ედგა მაინც თვალწინ. სადაც არ უნდა გაეხედა, ყველგან თორნიკეს ლანდი დაყვებოდა თან. ამდენი ხნის მერე პირველად მიხვდა თუ რამხელა შეცდომა დაუშვა, მაშინაც ხვდებოდა, მაგრამ საკუთარ თავთან არ აღიარებდა. ფიქრებიდან ხმაურმა გამოიყვანა, დაინახა როგორ მოაყენა ვიღაცამ უზარმაზარი მანქანა ჭიშკართან და მანქანიდან გამოვიდა. შორს ვერ ხედავდა, ამიტომ ძლივს წამოიწია და შემოსასვლელისკენ წავიდა. გადადგმული ფეხი ჰაერში გაუშეშდა, როდესაც უცნობში თორნიკე აღმოაჩინა. დაბნეული იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და მონატრებულ სხეულს უყურებდა, რომელიც მისკენ მოიწევდა და გრძნობდა როგორ აფერადებდა ირგვლივ სამყაროს, ბუნებას ნელნელა ეპარებოდა ფერები, ნელნელა თორნიკეს მოახლოვებასთან ერთად ეცემოდა სინათლე, ანათებდა მზე, ისმოდა ჩიტების ჟღურტული, იქამდე თუ შავ-თეთრი იყო ყველაფერი, ახლა თვალისმომჭრელად კაშკაშებდა არემარე, თითქოს ბუნებაც კი ბედნიერი იყო მათი შეხვედრით, ნუცა ვერ ბედავდა მისკენ ნაბიჯი გადაედგა, თორნიკე კი ჩვეული ამაყი ნაბიჯებით მოიწევდა მისკენ. - ასე მოგენატრე? - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა - დავალაგებ ყველაფერს და მოგივლი! - თორნიკე.. - რა იყო ნუცი? - მშვიდად მიუგო და თან სახლისკენ დაიძრა, ნუცაც უკან აედევნა და ყოველ მის მოძრაობას აკვირდებოდა. - აქ რა გინდა? - სად აქ? - გაკვირვებულმა გადმოხედა და ჩანთები იქვე დაალაგა. - აქ, ამ სახლში - ჩემს სახლში რა მინდა? ამას მეკითხები? - რა შენს სახლში ეს ანამ მიქირავა, რას ამბობ… - რა უცნაური ხარ ნუცი, მე ახლა მაგ ქალბატონს სახლს მივაქირავებდი? - მომისმინე! რაღაც გაურკვევლობაა, მე მას ვთხოვე სახლი ექირავებინა, ისეთი სადაც მარტო ვიქნებოდი, შენ კიდევ აქ.. აქ! - ნუცა! - ისე ცივად მიმართა, ნუცას გააჟრჟოლა და უკან დაიხია - ასე არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? ვერ ვხვდები რა გინდა იცი? ამდენი დრო მოგეცი, მთელი 2 კვირა უშენოდ, ის დღეები, რომლებსაც სიყვარულში გავატარებდით, ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ შენი სიმშვიდისთვის, შენი სიხარულისთვის ეს დღეები დავთმე, არ მინდა რომ ასე იქცეოდე, ნუთუ არანაირ გრძნობას ვიწვევ შენში?! დავიღალე ერთი და იგივეთი, ყველაფერს აქვს საზღვარი უკვე! ან ერთი თქვი ან მეორე, ან იყავი ჩემთან, ან არ იყო! ამომასხა, გესმის? ყელშია უკვე ეს გაურკვევლობა! - დაიგრგვინა და კარები გაიჯახუნა. ნუცას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხქვეშ, მოწყვეტით დაჯდა იატაკზე და უღონოდ ჩამოყარა ხელები. მიხვდა როგორ დაღალა თორნიკე, როგორ ატკინა მისი გაურკვევლობით, მისი დამოკიდებულებით, მისი უემოციობით. ვერაფერს უფასებდა, არაფრის დანახვა სურდა, ყველაფერს ისე ხარშავდა და ისე ატრიალებდა როგორც მას უნდოდა, არაფერს აძლევდა საპასუხოდ და ამით უფრო აგიჟებდა. ძლივს აითრია სხეული, ყველაფერს აფუჭებდა მისი შიშით და ეს აგიჟებდა. საღამომდე გაუნძრევლად იჯდა, გარეთ უკვე საშინელი წვიმა იყო დაწყებული, ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას და ზუსტად იმ წამს შემოაბიჯა თორნიკემაც ეზოში, მთლიანად გაწუწული იყო, ჩვეული დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა სახლისკენ, მის სახეზე არანაირი ემოცია ისახებოდა, მხოლოდ სიცივე და ტკივილი. ისე შემოვიდა სახლში არაფერი უთქვამს, ნუცასაც არ ამოუღია ხმა, კიბეებისკენ დაიძრა და უკან არც მოუხედავს. დაბნეულმა ვერ მოიფიქრა რა უნდა ექნა, გაუაზრებლად მიჰყვა უკან, მაგრამ როგორც კი მის წინ კარები ხმაურით მოიკეტა, ოდნავ უკან დაიხია და კედელს აეკრო. სასოწარკვეთილებამ მოიცვა, შეაკანკალა და ცრემლები წამოუვიდა, როდემდე შეძლებდა ასე გაგრძელებას, სასწრაფოდ უნდა ეპოვა გამოსავალი. ხელის ზურგით თვალები მოიწმინდა, კარები შეგლიჯა და სირბილით წავიდა პირდაპირ თორნიკესკენ. თოკას ისეთი გაოცებული თვალები ჰქონდა, ცოტაც და ნუცას სიცილი აუტყდებოდა, წელზემოთ შიშველი გაოგნებული გამომეტყველებით იდგა და მისკენ სირბილით წასულ ნუცას აკვირდებოდა. დაუფიქრებლად შეახტა მუცელზე და ტუჩებზე ველურივით დაეტაკა, თოკამაც სწრაფად მოხვია ხელები და უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე, ორივემ იმხელა მუხტი იგრძნო, შეაკანკალათ და სიყვარულის ტალღამ ერთი სხეულიდან მეორეში ისეთი სიჩქარით გაიარა, ემოციებისგან ლამის გული წაუვიდათ. ყველაფერი იყო იმ ერთ კოცნაში, სიყვარული, ტკივილი, ვნება, ბედნიერება, სიხარული, მონატრება, ისეთი ტკბილი და დაუვიწყარი იყო, ვერაფრით წყდებოდნენ ერთმანეთის სხეულებს, არაფერი აწუხებდათ, არც უჟანგბადობა, არც ის თუ როგორ ფორმაში იყვნენ იმ მომენტში. თოკამ ვეღარ მოითმინა და საწოლზე გადააწვინა, ისეთი ლამაზი იყო იმ მომენტში ნუცა მისთვის რომ შეუძლებელი იყო თვალი მოეწყვიტა, ვერაფრით ანებებდა მის მოფერებას თავს, ცდილობდა მაქსიმალურად შეეგრძნო მონატრებული სხეული. უკოცნიდა ყელს, ტუჩებს, ნიკაპს, ლავიწებს, გულმკერდს, ვერ კმაყოფილდებოდა, ვერ ეშვებოდა, არ ემეტებოდა სიცარიელისთვის. ისე შემოაძარცვა ტანსაცმელი ვერც კი გაიაზრა, თითოეულ წერტილს უკოცნიდა და მის სურნელს, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა, ღრმად ისუნთქავდა, ცდილობდა თითოეული უჯრედისთვის მიეწოდებინა, თითოეული სიცარიელე ამოევსო და მისით დამტკბარიყო. - თორნიკე.. - გთხოვ ნუც - მის ყურებთან დაიჩურჩულა და იქვე აკოცა - მიყვარხარ, გაგიჟებამდე.. - მეც.. მიყვარხარ! - ამოიხავლა და მისი თითები თორნიკეს თითებს მოეჭიდა, შემდეგ მხოლოდ ოდნავ ტკივილი ახსოვს და შეუდარებელი სიამოვნება, მთელ ოთახში გამეფებული ბედნიერება, რომელიც ყოველწამს იზრდებოდა და უფრო და უფრო ავსებდა ორ ერთმანეთში ახლართულ სხეულს სიყვარულით, აგიჟებდა და ათრთოლებდა. ჯერ კიდევ არ იყო იმ სიამოვნებიდან გამოსული, რასაც თორნიკეს სხეულის შეგრძნება ერქვა, მთელი არსებით გრძნობდა რომ ეს ადამიანი მის სხეულში იყო გამჯდარი და შეუძლებელი გახდებოდა მისი დავიწყება, თითის წვერები მკლავიდან ჩამოაყოლა და პრესამდე ჩაიარა, მისი დაბუსუსებული კანის დანახვისას სიამოვნებისგან გაეღიმა და უფრო მჭიდროდ მიეკრა. - ნუ მაიმუნობ ნუცი, არამგონია მეტის თავი გქონდეს - წელზე შეუცურა ხელი და მჭიდროდ მიიკრა - ან იქნებ გაქვს? - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მადიანად წაეტანა - რამხელა ბედნიერება ხარ იცი? - მგონი ლაპარაკის დრო არ გვაქვს - თმებში შეუცურა თითები და რაც შეეძლო მისკენ მოქაჩა. - რას ამბობ! - ისე შეიცხადა თოკამ, ნუცა საწოლში შეხტა და უცნაურად დაიკლაკნა. - რა, რა მოხდა? - ამას როგორ კადრულობ? მე შენ პატიოსანი გოგო მგონიხარ! - გაბრაზებული უბრიალებს თვალებს, ხელს ავლებს და ხელში აყვანილი მიჰყავს კარებისკენ - მე რამხელა იმედებს ვამყარებდი, ამან კიდევ რა მომთხოვა, არა! ახლაც არ მინდა გაფიქრება რომ.. რას ამბობ ნუცი შენ? ნუთუ.. არ მჯერა! როგორ გაბედე და ინიციატივა წამოაყენე - მთელი ამ ქოთქოთის განმალობაში ნუცა პირღია მიშტერებოდა, ვერაფრით მიხვდა თუ რატომ იქცეოდა ასე თორნიკე, ვერც ის გაიაზრა საით მიჰყავდა. - ხო არ გაგიჟდი? სააბაზანოში რა გვინდა? - შეხედე, როგორ დამაბნიე! სააბაზანოში შემოგიყვანე - გასვლას აპირებდა მაგრამ მობრუნდა - იცი რა? - ზემოდან დააცქერდა მომღიმარი სახით - არც ესაა ცუდი ადგილი! - პირდაპირ კაბინაში შესვა და წყალი მოუშვა. - რას აკეთებ? ვერაფერს ვხედავ! - ნუცა ბუზღუნებდა და ხელ-ფეხს იქნევდა. - არ გჭირდება დანახვა, მთავარია შეიგრძნო - მის ყურთან დაიჩურჩულა თორნიკემ ვნებიანი ხმით და პირდაპირ ააკრა სააბაზანოს კედელზე. *** დილით რომ გაიღვიძა პირდაპირ თორნიკეს თვალებს გადააწყდა, რომელიც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა და ბედნიერებისგან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. ნუცა ნელა წამოიწია საწოლიდან, სააბაზანოში შევიდა და ნიჟარას ხელებით დაეყრდნო. ვერაფრით გაიაზრა რა მოხდა გუშინ, როგორ გადადგა ეს ნაბიჯი, როგორ გაბედა. წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა რამდენჯერმე, იქნებ გამოფხიზლებულიყო. დეჟავუს გრძნობა არ ტოვებდა, თითქოს ხვდებოდა რომ იგივე მეორდებოდა და ამჯერად პირველად გრძნობდა სხვანაირ შიშს, შიშს რომ თორნიკეს დაკარგავდა, მისი საქციელით რომ დაანგრევდა ყველაფერს. ამის გააზრებისას კარები გამოგლიჯა, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, სამზარეულოში შევარდა და ზურგით მდგომ თოკას პირდაპირ კისერზე შეახტა. სუნთქვის შეკვრამდე ეხუტებოდა, თან შიგადაშიგ მთელ კისერს უკოცნიდა, თოკა კი იცინოდა და თავს უკან-უკან წევდა, კარგად რომ შეეგრძნო ნუცას ტკბილი ტუჩები. - რამ გადაგრია ნუც? - შენ გადამრიე, გაგიჟებამდე მიმიყვანე - კისკისით უთხრა, უფრო კომფორტულად მოთავსდა მის მუცელზე და კისერზე კბილები მოსდო - რა კარგი სურნელი გაქვს! - ჰმმ, რაღაც არ ხარ მგონი კარგად! - თოკაა, თოოკ, თოკუნაა - თვალების ფახულით ამოხედა და ხელები კისერზე შემოხვია. - რა გინდა პირდაპირ მითხარი! - სვანეთი დავათვალიეროთ რა, შენ რომ არ იყავი არაფრის მუღამი არ მქონდა! - ახლა ვჭამოთ, მერე ზემოთ აირბინე, ყუთში კაბა რომ დევს ის ჩაიცვი და წავიდეთ, დავათვალიეროთ! - შუბლზე აკოცა, სკამზე ჩამოჯდა და მუხლებზე დაისვა აფორიაქებული ნუცა. *** - ნუცი - ჰო! - ღიმილით მოუბრუნდა გარემოს თვალიერებაში გართულ თორნიკეს ნუცა და პირდაპირ მის გულმკერდს აეკრა. - დამავიწყდა რისი თქმა მინდოდა - სიცილით მოხვია ხელი და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა. - კარგი რა, მითხარი - დაიბუზღუნა და მკლავებიდან დაძვრენა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, საკმაოდ მჭიდროდ ჰყავდა მიხუტებული ბატონ თორნიკეს. - მართლა დამავიწყდა! - რა ცუდი ბიჭი ხარ?! - ცალი წარბი აუწია და გაბუსხულმა დახარა თავი, თორნიკემ ძლივს შეკავებული სიცილი ვერაფრით დაამაგრა და მისი ხარხარი ექოდ გაისმა სვანეთის ულამაზეს ბუნებაში. - კარგი, მოდი თავიდან ვცდი! ნუცი - გისმენ - ცოლად გამომყვები? - იმდენად მოულოდნელი იყო ეს კითხვა ნუცასთვის, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თორნიკემაც გაანთავისუფლა მისი მკლავებიდან. უყურებდა მის საყვარელ შავ თვალებს და ვერაფრით ხვდებოდა რა ეპასუხა, ასე უცებ, როგორ, რანაირად, მაინც ვერ მიხვდა რატომ დაიბნა ასე, მისი მდგომარეობა უფრო აშფოთებდა ვიდრე ეს კითხვა. - ნუცა - მისი საყვარელი მზერით ამოხედა ქვემოდან და სევდიანი თვალები მიანათა - ისევ თავიდან? - იმედგაცრუება წამიერად აირეკლა მის თვალებში, მაგრამ სწრაფად მოარიდა მზერა და სვანეთის მთებს შეავლო თვალები - წავედით სახლში, აცივდა უკვე! - ღრმად ამოისუნთქა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საყვარელ ადამიანს პირდაპირ კისერში უჭერდა თითებს და ასე ახრჩობდა თავისი გაურკვევლობით. თორნიკე უხმოდ შეტრიალდა და ნუცას მხოლოდ ხელი გამოუწოდა. ერთხელაც არ გამოუხედია მისკენ, ასე იდგა დააახლოებით ხუთი წუთი და ელოდებოდა როდის ჩაკიდებდა ხელს. ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია ასე რატომ მექცევიო, ცდილობდა როგორმე გაგებით მოკიდებოდა მის მდგომარეობას. - გამოგყვები! - სიჩუმეში მელოდიასავით ჩაესმა მისი ხმა თოკას, ადგილზე შეტოკდა და სწრაფად შემოტრიალდა. - რა თქვი? - ხმა კი დაიმორჩილა, მაგრამ თვალებში აკიაფებული ბედნიერების სხივები ვერაფრით დაფარა. - გ ა მ ო გ ყ ვ ე ბ ი! - დაუმარცვლა და დამნაშავესავით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ სხეულს. - შენ, შენ ჩემი ბედნიერება ხარ! - ხელში აიტაცა და მთელი ძალით მოეხვია, ნუცა კი კისკისებდა და თან გარემოს ათვალიერებდა, თოკას არც ჩამოუსვამს, ისე მიჰყავდა სადღაც და თან შიგადაშიგ კოცნებს უტოვებდა მთელ სახეზე. ნუცამ გაოცება ვერ დამალა, როდესაც ეკლესიას მიადგნენ. ამდენი მანქანა თან სვანეთში?! ამ დროს?! - ალბათ ქორწილია, ნახე რამდენი მანქანაა - სიცილით ჩამოხტა თოკას მკლავებიდან და ეკლესიაში შეაბიჯა - რა ლამაზია აქაურობა! სიამოვნებით დავიწერდი ჯვარს.. - დავიწეროთ გინდა? - მართლა მეუბნები? ასე დაგვრთავენ ნებას? - აღტაცებული მოუბრუნდა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. - შენთვის ყველაფერს შევძლებ! - თვალი ჩაუკრა და ეკლესიაში შევიდა, თან ანიშნა აქ დამელოდეო. ჯაველიძე მოთმინებით ელოდებოდა თორნიკეს გამოჩენას, უეცრად ვიღაცამ რომ დაარტყა მხარზე ხელი და მობრუნებულზე კეკელია რომ დალანდა, მსუბუქად შეკივლა. - შენ აქ რა გინდა გოგო? - ისე შეიცხადა, ანა უკმაყოფილოდ დაიჭყანა და გვერდზე გადგა. - ასე არ გაგიხარდა ჩემი ნახვა ხო? კარგი, კარგი! - კარგი რა აან, უბრალოდ გამიკვირდა, ასეთი გამოპრანჭული აქ რას აკეთებ? - ლოყები გაუწელა და ეცადა როგორმე შემოერიგებინა. - ქორწილში ვარ ჩამოსული! ველოდებით სიძე-პატარძალს.. - სად არიან? - სურათების გადასაღებად ალბათ! - ისე ვიცნობ? ვისი ქორწილია? - ნუცა ჯაველიძე და თორნიკე ფანგანის, იცნობ ვითომ? - ისე უთხრა წარბიც არ შეუხრია, თან ძლივს იკავებდა სიცილს და ნუცას გამომეტყველებას აკვირდებოდა. - არ.. მოიცა ვისი? - თვალები გაუფართოვდა ნუცას და იმ წამს მოახლოვებულ თორნიკეს გაბრაზებულმა შეხედა - მეკაიფებით? - არა, რატომ? - ფრჩხილებზე იხედებოდა ანა თან ისე ელაპარაკებოდა. - ანუ რა გამოდის? - უბრალოდ ჯვარს დავიწერთ, ვიწრო წრეში რა, მერე კი ისეთ ქორწილს გადავიხდით ზუსტად, როგორიც სულ გინდოდა! - შუბლზე აკოცა და ხელი ჩაკიდა. - თანხმობა რომ არ მეთქვა? - ჩავშლიდი.. - რას ამბობ?! - შენი ბედნიერებისთვის ყველაფრისთვის ვარ მზად! - მიყვარხარ თორნიკე.. - სანამდე? - წარბაწევით გადმოხედა და თითები უფრო ძლიერად მოუჭირა. - გაგიჟებამდე.. - მეც, გაგიჟებამდე მიყვარხარ ნუცი! ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ბედნიერებისგან ორივეს მთელი სხეული უკანკალებდათ. არაფერი იყო იმაზე მეტი ემოცია, ვიდრე მათი ერთად დანახვა. ყველაფერი იყო ერთად თორნიკე ფანგანი და ნუცა ჯაველიძე, სიყვარულის არსებობაში დაგარწმუნებდათ. იმ დღეს ორი ერთმანეთზე გაგიჟებამდე შეყვარებული წყვილი დაიძრა საკურთხევლისკენ და თითოეული ნაბიჯით ყველაზე მაგარი და დასამახსოვრებელი კადრი შეიქმნა მათ ცხოვრებაში. დასასრული ისტორია ეძღვნება D-roni-ს ძალიან ძალიან დიდი სიყვარულით მისი ბომბასგან არ ვიცი რამდენად გამომივიდა, ან რამდენად გაგაბედნიერე მაგრამ შენც ხომ იცი რომ მთელი გულით ვეცადე არა?! ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხა, ველოდები მთელი გულისყურით თქვენ კომენტარებს და დიდი ბოდიში შეცდომებისთვის! <3 არ ვიცი ახალი ისტორიით მალე დავბრუნდები თუ არა, იმედი მაქვს ჩემი მუზა მოვა და არ მიმატოვებს ისევ! მენატრებით ძალიან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.