შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Forgiven (სრულად)


26-08-2017, 12:48
ავტორი Kalina
ნანახია 7 302

-მეტყვით დღეს რომელიმე რა ხდება? ან შენ ეს ერთი კვირა სად იყავი?
დარცხვენილმა ბიჭმა თავი ჩახარა.
-სახლშია?
-კი, სხვათაშორის. მთელი კვირაა წევს და ტირის. მეტყვი რა ხდება? ან მეტყვი, ან არ შეგიშვებ.
-ქალბატონო ნანა, გთხოვთ რა. გავაბრაზე, ჩემი ბრალია.
ნანა ოდნავ გადგა განზე და ბიჭები სახლში შემოუშვა.
-ბიჭო, სანდრო. შენ შედი და ჩვენ აქ დაგელოდებით. ნანა დეიდას მოვუყვებით რაც მოხდა. შედი რა.
სანდრომ აკანკალებული ხელით შეაღო კარი.

***
-რა ჯანდაბაა, მეტყვით? ჩემს ელენეს ვერ ვცნობ. ან ტირის, ან სძინავს. ამიხსენით ეხლა რომელიმემ დროზე.
გიორგიმ და ბაჩომ ერთმანეთს გადახედეს.
გიორგიმ დაიწყო.
-,,იტოკში", აუ... მოკლედ რა. სანდროს ვიღაც ტიპმა გამოუგზავნა ფოტოები. და ვიღაც ბიჭთან ერთად იყო რა ელენე. რავი ან ფოტოშოპი იყო ან რავიცი რა. ეს შოკში ჩავარდა, ადამიანს აღარ გავდა. მაგრად იჩხუბეს. არ დაუჯერა ელენეს. ელენემ უთხრა ამ ვიღაცას საერთოდ არ ვიცნობო. ამან ლოთობა დაიწყო და მერე ელენეს დაქალი მოვიდა ამასთან და ყველაფერი აუხსნა. მართლა არ იცნობს თურმე ელენეს ის ვიღაც ბიჭი.
-მე მეგონა, საბოლოოდ დაშორდნენ. ჩამაკვდა ხელში კინაღამ. ერთი კვირაა დამამშვიდებლებით ვაძინებ.
ბაჩოს გაეცინა:
-ნანა დეიდა, დამიჯერეთ რა. გოგოსთან სანდროს ესეთი ურთიერთობა არასდროს არ ქონია. ძალიან უყვარს, ხო გეუბნებით, რა. სულ მაგის თავს იფიცებს და რავიცი, ტელეფონზეც მაგისი ფოტო უყენია რამდენი ხანია. რა პატარა რაღაცეებია მარა მანამდე ეგეთი რაღაც არასდროს არ მომხდარა, რა.
ნანამ გაბრაზებულმა მიმოიხედა.
-აღარ გაბედოს ელენეს წყენინება, თორე მე აღარ ვაპატიებ მაგას.
მერე გაეღიმა:
-სულელები... აღარ იჩხუბებენ.

***
საწოლზე იწვა. მშვიდად ეძინა.
სანდროს გაეღიმა და ხელები აუკანკალდა, ისე მოუნდა მისი მოფერება.
-ჩემი პატარა... ჩემი გოგო.
ნელა მივიდა საწოლთან და იქვე ჩაჯდა.
ოდნავ დაუსვა თითებზე ხელი.
მისი ნაზი კანის შეგრძნებაზე ჟრუანტელმა დაუარა.
თავის პატარა, დაუცველ სხეულს ხელები ნაზად მოხვია და სახე მის სურნელოვან თმებში ჩარგო.
-ჩემი პატარა... როგორ მომენატრე.
ნაზად დაუკოცნა კანი შუბლიდან ყბის ძვლამდე და ლოყაზე ნაზად მოეფერა. მეორე ხელს რბილ თმაზე უსმევდა და დროდადრო ტუჩებსაც ახებდა წაბლისფერ თმას.
მერე ლოყა შუბლზე მიადო და ჩუმად დაუწყო ლაპარაკი:
-ჩემო სიყვარულო. ჩემო პატარა. როგორ მომენატრე, შენ რო იცოდე. სულელი ვარ, მეც ვიცი, ესე უნამუსოდ რო დაგტოვე... თუ არ მაპატიებ, გაგიგებ. ისე არაკაცურად მოვიქეცი, პატიებას არ ვიმსახურებ. როგორ არ დაგიჯერე... როგორ არ გენდე... მაგრამ შენ ხო იცი, მე შენზე მეტად არავის არ ვენდობი. შენ ხარ ჩემი პატარა მესაიდუმლე, ჩემი სიცოცხლე. ჩემი სუნთქვა. როგორ გამხდარხარ... ხელები როგორ გაგცრეცვია... მიყვარხარ, ელ, ძალიან მიყვარხარ მე.
ნაზად ეფერებოდა ლოყაზე და ყოველი წინადადების ბოლოს შუბლზე ნაზად კოცნიდა.
-გეფიცები... შენს თავს გეფიცები, მარტო აღარასდროს დაგტოვებ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ მეტყვი, როგორც შენ გენდომება... არასდროს აღარ დაგიყვირებ, ჩემო პატარა. აღარასდროს აღარ გაგიბრაზდები, აღარ გაგაბრაზებ, გეფიცები...
ვერ მიხვდა ისე წამოუვიდა ცრემლები.
-აღარ გატირებ, ელე, აღარ გაწყენინებ... არც ერთს ცრემლს აღარ დაგახარჯვინებ ჩემზე... არასდროს არაფერს არ დაგაძალებ... აუ, როგორ მიყვარხარ, ელე. შენი თვალები რო მახსენდება... ფუ ამის! როგორ ჩაგიწყდა ხმა, როგორი თვალებით მიყურებდი ელე, როგორ გეტკინა... მე კიდე, ცხოველივით, რამხელა ხმაზე გიყვირე... ჩემი პატარა, სუსტი ანგელოზი... როგორ შეგეშინდა, ელე. ხელები როგორ აგიკანკალდა... კედლისკენ რო მიიწევდი, ელ. ასე როგორ შეგაშინე... როგორ შევძელი... და რა სისულელეზე, ელ. ჩემო პატარა, ჩემო სიყვარულო. ჩემო სიხარულო. ჩემი ანგელოზი... მე შენი ბედნიერების გარდა არაფერი არ მინდა ამქვეყნად. თუ გინდა, წავალ. თუ ეჭვი შეგეპარება ჩემს შენდამი ნდობაში, გაგიშვებ ელ. წადი. მე ამ ერთ კვირაში შენთვის ალბათ სულ გავუცხოვდი. გაგიგებ ელ, ამ ერთ კვირაში თუ შეგზიზღდი... მაგრამ, მე ხომ ძალიან ძალიან მიყვარხარ! ჩემი საამაყო გოგო ხარ, შენით სულ ვამაყობ, ელ. არ მაინტერესებს ვინ რა სისულელეს ამბობს შენზე. მე ყველანაირი მიყვარხარ...
მერე იგრძნო, როგორ შეირხა.
დასიებული თვალები ნელა გაახილა და გაუფართოვდა სანდროს დანახვაზე.
-სანდრი...
სანდრო კი... ტიროდა. არ იცოდა, რა მოხდებოდა.
-ჩემო პატარა. ჩემო სიყვარულო. დაიძინე შენ. დაიძინე.
ელენეს გაეღიმა.
-მოხვედი, სანდრი?
გაყინული თითები ნაზად აასრიალა სანდროს ახალ წამოზრდილ წვერზე.
-ჰო, მოვედი. მოვედი, ჩემო სიცოცხლე. შეიძლება გვერდით მოგიწვე?
ელენემ თავი დაუქნია.
ოდნავ ჩაიჩოჩა გვერდით და სანდროსთვის ადგილი გაათავისუფლა.
სანდრო ტანსაცმლიანად, ნელა, ნაზად მიუწვა გვერდით და წელზე ერთი ხელი დაადო.
-ჩემი პატარა. მოდი ჩემთან.
ოდნავ მიიწია მისკენ და თვალებზე აკოცა. დასიებულ, დაწითლებულ თვალებზე.
-ჩემი პატარა. როგორი პატარა ხარ. ელ, ესე როგორ იტირე? მე ხო არ დამიმსახურებია შენი ცრემლები.
ელემ თავი გააქნია. ხელი თმებში შეუცურა.
-ტუჩებიც როგორ დაგსივებია.
ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე და თითებით ნაზად მიეფერა.
არ ეყო ერთი კოცნა და ისევ ნაზად ნაზად შეეხო ტუჩებზე.
ნელ-ნელა მოექცა ზემოდან და მეორე ხელი თმაში შეუცურა.
-ჩემი ანგელოზი...
ერთი ხელი მის ფეხზე აასრიალა. მისი ბავშვივით ნაზი კანის შეგრძნებაზე მთელი სხეული დაეხორკლა.
ნაზად აკოცა ყელზე.
მერე ნაზად მოშორდა.
-ელ, გინდა სადმე წავიდეთ?
ელენემ ნელა დაუქნია თავი.
-სად?
ცნობისმოყვარედ იკითხა.
-სადაც შენ გინდა.
ელეს თვალები გაუბრწყინდა.
-პიცერიაში?!
და მაინც, როგორი პატარა იყო ელენე.
სანდროს გაეცინა და ლოყაზე მაგრად აკოცა.
-როგორც გინდა. გშია?
ელემ თავი დაუქნია.
სანდრომ მეორე ლოყაზეც მაგრად აკოცა.
-ჰოდა, ადე. წავიდეთ.
ელე მარდად წამოხდა საწოლიდან და კარადასთან მივიდა.
მერე მიხვდა, საცვლებისამარა რომ იყო და სირცხვილისგან მთელი სახე აუჭარხლდა.
სანდროს გაეცინა და მასთან მივიდა.
-ჩემი გრცხვენია?
გაუღიმა გოგოს.
ელენემ თავი მორცხვად ჩახარა და მხრები აიჩეჩა.
სანდრომ ვერ გაუძლო მის სითბოს და მთელი ძალით მოხვია ხელები ელეს.
-ჩემთან არაფრის არ უნდა შეგრცხვეს, ელ. ყველაფერზე შეგიძლია რო მელაპარაკო და ყველანაირ ფორმაში.
ბოლოს მაინც გაუცინა.
-სან, მართლა მშია მგონი.
მუცელზე ხელი მიიდო.
სანდრომ ყელში აკოცა და გაუღიმა.
-მაშინ მალე მოემზადე და წავიდეთ. თბილად ჩაიცვი, ცივა გარეთ.
მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.
-სან... გადი რა.
სანდრომ თავი გააქნია.
-ოოო, კაი რა. რას ბავშვობ!
სანდრომ გაუღიმა.
-შენ თვითონ რას ბავშვობ. მიდი გამოიცვალე, მე არ გიყურებ.
ელენემ მხრები ჩამოუშვა.
-სანდრო, ერთი წამით არ მოგიშორებია თვალი.
სანდროს გაეცინა.
-აი, გადავბრუნდები მე.
საწოლზე გადაწვა და კედლის მხარეს გადაბრუნდა.
ელეს გაეცინა და სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი.
გიჟდებოდა სანდრო, როგორ შეეძლო ამ პატარა გოგოს ყველაზე სადაც გამოწყობილსაც კი, ჭკუიდან გადაეყვანა.
უბრალო, სადა ჯინსსა და კრემისფერ ბლუზში გამოწყობილი ელენე აათვალიერ-ჩაათვალიერა და მასთან სწრაფი ნაბიჯით მივიდა.
მოუთმენლად მოხვია წელზე ხელი და მის ტუჩებს წაეტანა.
ერთი ხელი ბლუზის ქვეშ შეუცურა და გავარვარებული კანის შეგრძნებამ კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა. ნაზად მოეფერა და ნელა მოშორდა გოგონას ტუჩებს.
სულ აჭარხლებულიყო ელენე.
სანდროს გაეცინა.
-რით ვერ მიეჩვიე ჩემ მოულოდნელ კოცნებს!
ელენემ მორცხვად დახარა თავი და გაეღიმა.
-ალბათ, ვერც ვერასდროს ვერ მივეჩვევი...

***
წვიმიან ამინდში ისხდნენ ელენე და სანდრო პიცერიაში, ისმენდნენ გიორგის და ბაჩოს სასაცილო ისტორიებს და გულიანად იცინოდნენ.
მაგიდის ქვეშ სანდრომ ჩუმად ჩასჭიდა ხელი ელენეს და გაუღიმა.
ელენეს ლოყები გაუვარდისფრდა.
ჩაჭიდებულ ხელებს თითები ნელა გადაუსვა და საპასუხოდ მანაც გაუღიმა.

***
გარეთ გამოსულები, ბაჩოს და გიორგის დაემშვიდობნენ.
ისევ წვიმდა.
ელენეს მხარზე ხელგადახვეული სანდრო დროდადრო ნაზად კოცნიდა გოგონას შუბლზე.
მოულოდნელად მიატრიალა თავისკენ და მთელი ძალით ჩაიხუტა.
-ჩემი პატარა. ჩემი ანგელოზი.
ელენე მთელი სახით იღიმოდა. სანდროს მიერ დაძახებულ ყველა სიტყვაზე გული ფართხალს იწყებდა.
-ელ...
-ჰოუ.
მისი მკერდიდან თავი ამოყო გოგონამ.
-იცი, როგორ მიყვარხარ?
გაეღიმა.
-როგორ.
-აი... იცი, როგორ?
გაეცინა.
-როგორ?
-აი... ვერ გეტყვი რა.
ახარხარდა.
-ამდენი ტყუილად მაწვალე, ხო?
სანდრომ თავი ღიმილით დაუქნია.
-სან...
-ჰო.
-მაკოცე, რა.
სანდროს გაეცინა და უკვე წვიმისაგან გალუმპულ ელეს წითელ ტუჩებს თავისი მიაკრო. ნაზად კოცნიდა, მაგრამ ვნებიანად.
ელენემ სიამოვნებისგან, რა ექნა არ იცოდა.
სანდრო კი, მოუთმენლად უკოცნიდა ორივე ტუჩს და ყელზეც გადადიოდა.
ძლივს მოშორდა გოგონას. ხელებს არაფრით უშვებდა.
-დაგარწმუნე, როგორც მიყვარხარ?
ელენემ თავი ღიმილით დაუქნია.
-წამო, სახლში წაგიყვანო.
-ხო დარჩები ჩემთან?
სანდრომ გაუღიმა.
-მაშინ ჩემთან წამო.
ელენემ გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.

***
შუაღამისას ელენემ სანდრო მეორედ გააღვიძა.
-ელ, რატო არ ისვენებ?
-სან... შენ ხო ძაან გიყვარვარ?
სანდრომ ბრმად მოძებნა მისი სახე და დაუკოცნა.
-მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ.
-ხო არ ვიჩხუბებთ არასდროს?
სანდრომ ნაზად მოხვია ხელები მის გვერდით წამომჯდარს.
-მე არ გეჩხუბები და შენ თუ გინდა, მეჩხუბე ხოლმე, ისეთი საყვარელი ხარ...
ელეს გაეცინა და ისევ ჩაეძინა.

***
იმ ღამით მეტჯერ აღარ გაღვიძებია.



ეს პაწუკა ისტორიაც მორიგ 30 წუთში შემომეწერა.
სათაური ძალიან სუსტია, უბრალოდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
ველოდები თქვენს შეფასებას!!
თქვენი მარიკუნა<3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მეთბილა:):):):)
საყვარლობა იყო ძაან..
ხოდა კიდე ვფიქრობ რომ მუზა მოიპარება ნელნელა და იქნება გვეშველოს რამე:დდ smiling_imp smiling_imp

 


№2  offline წევრი Kalina

nawkas12345
ძალიან მეთბილა:):):):)
საყვარლობა იყო ძაან..
ხოდა კიდე ვფიქრობ რომ მუზა მოიპარება ნელნელა და იქნება გვეშველოს რამე:დდ smiling_imp smiling_imp

ხოო, დღეს დავიწყე მეათე თავის წერა და საღამოს ??? არ ვიციი :დ
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი mimimimo

ბოლო წინადადებამ გონება დამიბინდა.
თავიდან სხვანაირად გავიგე
და...
მერე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი
და
გამეცინა.
მომეწონა.
პატარა
საყვარელი
გრძნობებით სავსე
ისტორია იყო.

 


№4  offline წევრი Kalina

mimimimo
ბოლო წინადადებამ გონება დამიბინდა.
თავიდან სხვანაირად გავიგე
და...
მერე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი
და
გამეცინა.
მომეწონა.
პატარა
საყვარელი
გრძნობებით სავსე
ისტორია იყო.

აუ რა ცუდად დამიწერია ბოლოში :დდდდ
მანამდეც სისულელედ მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავწერე:დ
მადლობა დიდი, მიხარია რომ მოგეწონა! <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline მოდერი Yvavi.

პატარა, ძალიან საყვარელი ისტორია იყო <3

 


№6  offline წევრი Kalina

ნაცრისფერი
პატარა, ძალიან საყვარელი ისტორია იყო <3

მადლობებიიი❤️❤️❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline წევრი Hela

პატარა
ძალიან ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია

 


№8  offline წევრი Kalina

Hela
პატარა
ძალიან ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია

მადლობბ❤️❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline წევრი tatiko.1995

chemi tkbili gogo xar shen

 


№10  offline წევრი Kalina

tatiko.1995
chemi tkbili gogo xar shen

შენ კიდევ ჩემი სიხარული! დიდი მადლობა, ჩემს გვერდით რომ ხარ!<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11 სტუმარი Guest ჯიჯი

რა უაზრობაა ეს რა არის

 


№12 სტუმარი Dzidziguri

პატარა ძალიან საყვარელი და თბილი ისტორია იყო❤

 


№13  offline წევრი Kalina

Dzidziguri
პატარა ძალიან საყვარელი და თბილი ისტორია იყო❤

მადლობა, ჩემო საყვარელო♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent