შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო


26-08-2017, 17:40
ავტორი romeo1919
ნანახია 1 329

პროლოგი

სამი წლით ადრე სანამ წერას დავიწყებდი, ბევრ მეგობარს ვკითხე აზრი იმის შესახებ ღირდა თუ არა მისი გამოქვეყნება მკითხველისთვის. ზოგი მეუბნებოდა არ ღირს ზოგმაც მხარი დამიჭირა, საბოლოოდ კი მე გადავწყვიტე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.
347 წელი ახალი წელთაღრიცხვით. ერთი ჩვეულებრივი მონებით სავსე სოფელში დაიწყო ამ მოვლენი განვითარება, მისი კითხვის დროს დროთა განმავლობაში გაიგებთ მიზეზებს.


3 წელი იყო დაწყებული იმ ცივი სუსხიანი ზამთრისა სამი წლის განმავლობაში, რომ თავს არ გვანებებდა. დილით ალიონზე გარეთ გამოსვლისას მოსახლეობის ხმაური შეგაწუხებდათ. ამ სოფლის ლორდი სერ გორდონ უინიტედი საკმაოდ მოხერებული და გავლენიანი კაცი იყო სამეფო კარზე, ის მის 3 ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა სოფელში არსებული ყველაზე მაღალი კოშკის იმ ნაწილში სადაც ალიონზე მზე კარგად უდგებოდა ხოლმე. უინიტედი კარგი, თბილად მოსაუბრე, კეთილშობილი და საკმაოდ განათლებული ადამიანი გახლავდათ. მეფის კარზე მასწავლებლების მიერ კულტურულად აღზრდილი ბიჭი, 30 წლის ასაკშიგახდა სეირონის ლორდი. ამ წლის დასაწყისში გადაწყვიტეს მეფემ და მისმა ოჯახმა სოფელში ჩამოსვლა და მათი მეგობრის მონახულება.

-კარიბჭე გააღეთ, მებე მობრძანდება.

კარიბჭე გაიღო და მეფე სერ ჯოლფრიდ არგის მეორე მის ოჯახთანერთდ იმ ეტლებით შემოვიდნენ სოფელში, ოქროს კარით რომ იყო გაფორმებული. ის 5 სამეფოს მეფე, არამც თუ მხოლოდ მეფე არამედ კეთილშობილი და განათლებული მეფე ბრძანდებოდა.
ეტლის კარი გაიხსნა და მეფემ თავისი შეკრული შუბლით და ცივი გამომეტყველებით, ფეხი ჩამოდგა ეტლიდან და ხალხს გადახედა.
ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ცუდი ამბით იყო მოსული, რამოდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ მეფემ ხელები განზე გაწია და დაიძახა.

-მოგესალმებით ყველას. გორდონ ჩემო მეგობარო, არ ბერდები შენ ისევ ისეთივე ხარ.
-მადლობთ თქვენო მოწყალებავ, თქვენც ახალგაზრდად გამოიყურებით.

მეფეს ამის გაგონებაზე როგორც ყოველთვის მის სახეზე არსებული ქერა ულვაშების მიღმა, აი ღიმილი რომ არუნდა შეიმჩნიოს ხოლმე და მათ უკან რომ ცჩუმად იღიმის ის სახე ისე მკვეთრად გამოიხატა თითქოს სიცილით გაიგუდებაო.

-წამობრძანდით გრძელი გზა გამოიარეთ და გეშიებათ.

მეფე და მათი ოჯახი თავიაანთი ოთახებისკენ მიაცილეს და შემდგომ დარბაზში გადაინაცვლეს სადაც, მათთვის ნადიმი იყო გამართული. ყველა სუფრასთანდაჯდა და ჭამა დაიწყო, ლორდი გორდონი სულ მოუთმენლად ელოდებოდა როდის იტყოდა მეფე მიზეზს მისი ასე უცაბედად სტუმრობის.

-ალბათ გაგიკირდებათ ასე მოულოდნელად რატომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. თუმცა მიზეზი ამ ვიზიტის საკმაოდ სერიოზულია. მე მეფე ჯოლფრიდი ხუთი სამეფოს მეფე მინდა გთხოვო ჩემო ერთგულო მსახურო და მეგობარო, სამეფო კარზე წამოსვლა, შენი დახმარება მესაჭიროება.-მეფე მიუტრიალდა გორდონს და ამ სიტყვების წარმოთქმისას მორცხვად უყურებდა მას.

გორდონი მიხვდა,რაღაც ცუდი ხდებოდა, მეფე უმიზეზოდ აქ არ ჩამოვიდოდა, სხვას გამოგზავნიდა ამის სათქმელად, მაგრადმ თვითონ ეწვია ამიტომაც გორდონს ეს ამბავი არ მოეწონა და სახეზეც შეეტყო ეს ყვეალფერი.


- თქვენო მოწყალებავ ახლავე ვთხოვ ჩემს მოსამსახურეებს საჭირო ნივთები გამიმზადონ და გამთენიისას გავიდეთ.

ჭამა განაგრძეს და გორდონი მაინც დაფიქრებული სახის გამომეტყველებით იჯდა სუფრასთან. ფიქრობდა რა შეიძლება მომხდარიყო რატომ ჩამოვიდა მეფე ასე შორი გზიდან?
გორდონი ოჯახს დაემშვიდობდა გამთენიისას და ისინი გზას გაუდგნენ, მის შემცვლელად თავისივე ვაჟი ლორდი ურიელი დატოვა მმაღტველად მის დაბრუნებამდე.



№1 სტუმარი ჟირაფი

რატო მაგონებს დალიჰარს? მაგრამ საინტერესოა, განაგრძე.

 


№2  offline წევრი romeo1919

ჟირაფი
რატო მაგონებს დალიჰარს? მაგრამ საინტერესოა, განაგრძე.

აუცილებლად განვაგრძობ <3 მადლობთ ყურადღებისთვის .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent