შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -6-


26-08-2017, 17:47
ავტორი Frigga
ნანახია 1 586

რა უნდა მეფიქრა, უბრალოდ გაკვირვებული ვუყურებდი კარებს, ნამდვილად ვერ მივხვდი რატომ წავიდა ალექსი, ისეთი არაფერი მითქვამს, არც არაფერი გამიკეთებია და არც ჩემებურად ცუდად მოვქცვივარ, თანაც ბოლოს ხმაც შეეცვალა, ვერ ვხვდები, ნეტავ მე დავუშავე რამე?
კარგი რა ლიზა, რაში გადარდებს რა დაემართება? ყურადღებას ნუ მიაქცევ.
გარეთ ისევ სასიამოვნო ნიავი იყო, ( ნუ ფანჯრიდან ასე ჩანდა), მომინდა გარეთ გავსულიყავი და მეგრძნ საზე ნიავი როგორ მეხებოდა, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდებოდეი და შევჩერდი, ვამჯობინე ისევ ბალიშზე ჩახუტებულს დამეძინა.
სად ვარ? ნუთუ ისევ ის სულელური სიზმარია, როგორვ ჩანს არ ვცდები, ნამდვილად სიზმარია, ოღონდ ამჯერად სხვანაირი, ახლა უკვე უკუნეთი სიბნელეა, არც ნისლია, არც ვარსკვლავები, არც ბალახი, ფეხით მხოლოდ რაღაც საშინელ სიმაგრეს ვგრძნობ, როგორც ჩანს გზატკეცილია... საით წავიდე არ ვიცი, ან რომ წავიდე მეშინია რამე არ მოხდეს, მაგრამ ეს ხომ სიზმარია, ხო და აქ მაინც მეყოს გამბედაობა მეთქი და ნაბიჯი გადავდგი, არაფერი მომხდარა, უბრალოდ არც არაფერი განძრეულა, სიჩუმე იყო, საშიში სიჩუმე, ნიავიც კი არ ქროდა, ჩახუთული ჰაერი იყო, თითქოს ვიღაცამ გასაბერ ბუშტში ჩაგსვაო, მე ნელ-ნელა ვუმატებდი ნაბიჯებს, მანამ სანამ რაღაც დანგრეული არ შევამჩნიე, ისიც იმით, რომ ტელეფონმა გაანათა, სიზმრებში ტელეფონიც თუ დაჰქონდათ არ მეგონა, მაგრამ რადროს ეგაა, კიდევ კარგი რომ თურმე დააქვთ.
შენობას გვერდი ავუარე, მაინც გავაგრძელე გზა, იმის მიუხედავად რომ შიშისგან ცტაც და მუხლები მომეკკკვეთებოდა მაინც მივდიოდი, მივდიოდი და არ ვიცოდი სად, რატომ ან რისთვის.დააი უცებ მანქანის ფარები ჩემს ცხვირწინ აინთო. შეშინებულს გამომეღვიძა და ინსტიქტურად ხელი რაღაცას ჩავავლე, თვალები რომ გავახილე, მივხვდი რომ ეს რაღაც კი არა ალექსის ხელები იყო.
- ისევ კოშმარი ნახე არა?
- ჰო
- როგორი?
ინტერესით მიყურებს ალექსი.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის მეტყობა რამე?
- ამაზე საუბარი არ მინდა.
ბალიში გავასწორე და საბანი თავზე გადავიფარე.
- ხომ იცი რომ არავის ვეტყვი.
ნელ-ნელა გადავიხადე საბანი, საშინლად მეშინოდა ამ სიზმრის მყოლის, არადა არც ისე საშიში იყო.
- კარგი, ისედაც ვიცი რომ არავის ეტყვი, მაგრამ მე თვითონ მიჭირს, ზოგადად ჩემი სიზმრების მოყოლა.
- კარგი, შენთვის თუ ასეთი ძნელია, მაშინ დაძალებას ნამდვილად არ ვაპირებ.
სკამიდან ადგა და ფანრისკენ წავიდა.
- ალექს...
მალევე შემობრუნდა ჩემსკენ და ცალი წარბი მაღლა ასწია.
- გისმენ.
- შენი აზრით, ადამიანები როცა კვდებიან, იმ მომენტში რას გრძნობენ? ეშინიათ?
ერთი ჩაეღიმა, მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან საკრდიტო ბარათი ამოიღო/
- ამას ხომ ხედავ.... აი ამისთვის ცხოვრობს ადამიანების უმეტესობა, ზოგი ისე კვდება, რომ საერთოდ არც კი ივის რა არის ოჯახი, ზოგი ისე რომ იცის, მაგრამ ბოლოს, იმ ბოლო წამებში აფასებს მათ, ზოგი ისე კვდება რომ საერთოდ არ იცის არაფრის ფასი და ზოგიც ახალდაბადებულივე მიიცვალება, ასე რომ ჩემო ლიზა, მე ვერ გეტყვი ვის რა გრძნობა აქვს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რისთვის იცხოვრა აქამდე...
ჩემს საწოლთან დგას და გადასხმის ბალონს ეთამაშება.
- შეგიძლია დაჯდე, არ ვიკბინები...
- ვერცმიკბენ.
- ვიცი...
ალექსი ჩემს საწოლზე გემრიელად მოკალათდა.
- შეგიძლია მითხრა როგორია ნამიანი ასფალტის სუნი?
- ეს უბრალოდ საოცრებაა, თვითონ წვმაა საოცრება, როცა ის გარემოს ასველებს ყველა ადამიანში რაღაც გრძნობას აღვიძებს, სასიამოვნოა წვიმის წვეთის სახეზე შეხება, ხოლო როცა ასფალტზე დადიხარ, მისი სუნი შენში რაღაც ამოუცნობს აღვიძებს, თითქოს გამშვიდებს და თან არც გამშვიდებს..
- ალექს, რაღაც მჭირს, სულ მეძინება და როცა ვიძინებ საშინელებები მესიზმრება, არადა რომ არ დავიძინო ისიც არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ უკვე...
- ნუ გეშინია, ამას უბრალოდ შეეჩვია ორგანიზმი.
რაღაცნაირი ცივი თვალები ჰქონდა ალექსს, ვიცი და მუქი ცისფერი, რასაც გეუბნებოდა ყველაფერი თავისთავად გჯეროდა...
- კი მაგრამ, რას შეეჩვია? ცუდ სიზმრებს?
- რა ცუდ სიზმრებს, არა უბრალოდ ძილს შეეჩვია....
გაიღიმა და ხელი თმაზე მომისვა.
- და სიზმრები?
- მაგაზე ვერაფერს გეტყვი, შენ უნდა იპოვო საკუთარ თავში, იმის ძალა რომ დაძლიო შენი შინაგანი ცუდი ფიქრბი რადგან მე ვიცი, რომ ცუდი სიზმრები ქვეცნობიერიდან მოდის, ნუ ზოგადად სიზმრები...
- გასაგებია...
წამოვდექი, ჩუსტები ჩავიცვი და აბაზანაში ხელ-პირის დასაბანად შევედი...
ცოტა ცუდად ვიყავი კიდეც, როგორია მთელი ცხოვრება კოშმარებისა და რეალობის ზღვარზე იდგე...
საკუთარ თავს მთელი ცხოვრებაა ველაპარაკები, ვეუბნები რომ უნდა შეძლოს, მაგრამ უშედეგოდ, ბევრჯერ გარეთ გასვლაც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
საპნიანმა წყალმა გამომაფხიზლა, პირსახოცს შევეხე და გარეთ გავედი, ალექსი ისევ ჩემს საწოლზე იყო, ოღნდ ამ ჯერად ეძინა, ისე სასაცილოდ ეძინა რომ ღიმილი ვერ შევიკავე, მოკუნტულიყო და ბალიშს ჩაჰხუტებოდა, მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ეძინა, მეც მინდოდა ასე მშვიდად დამძინებოდა.
როცა ალექსის ყურება მომბეზრდა, გადავწყვიტე ძალა მომკრიბა და გარეთ გავსულიყავი. სკამიდან ნელა ავდექი და ნელ-ნელა აივნის კარი გავაღე, ცივი ჰაერი სახეზე მომედო, ამ ჯერად გარეთ ხმაური არ იყო, მხოლოდ ის მევალებოდა, რომ ზღურბლს გადავსულიყავი და აივანზე გავსულიყავი, მაგრამ შინაგანად დიდ შიშს ვგრძნობდი, მიუუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავიი გარეთ არაფერი ხდებოდა, მაინც მეშინოდა, გაურკვევლობამ მომიცვა და არ ვიცოდი როგორ და რამ შემაშინა, იქამდე ვებრძვოდი შიშს, სანამ კანკალი არ ამიტყდა, ფეხები არ მომეკვეთა და არ გავკავდი, ფეხებს ვეღარ ვადგამდი, მაგრამ უნდა გადამედგა, სხვა გზა არ მქონდა, საწოლამდე მაინ უნდა მიმეღწია.
ამ დროს უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი, მიხედვის თავი ნაღდად არ მქონდა, ვიღაცამ მუხლები მომიკეცა და ჰაერში ამწია, თვალებს ძლივს ვახელდი, აგრამ ამ ჯერად ზუსტად ვიცი, რომ ეს ალექსი იყო, მისი სუნამოს სუნი მახსოვდა...
ბრთხილად დამსვა საწოლზე და პ;ლედი დამაფარა. მიდიოდა, მაგრამ ხეით დავიჭირე, არ მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი, დედა აქ რამდენიმე დღეა არ ყოფილა, სახლის პრობლემებზე იყო წასული მამასთან განქორქინების საბუთებს აგვარებდა და სახლების განაწილებას დიდი დრო მოუნდნენ...
სკამი მოწია და ჩემს გვერდით დაჯდა, მალევე ჩამეძინა მის ხელზე ჩაჭიდებულს, მეგონა რამე ცუდ სიზმარს კიდევ ვნახავდი, მაგრამ არა... უბრალოდ მეძინა, მშვიდად და ისე როგორც სხვებს ძინავთ ხოლმე, მისი ხელის სითბო მომაკლდა, თვალები რომ გავახილე მასაც ჩასძინებოდა, ჩემს საწოლზე ედო თავი და ხელი მაინც არ გაეშვა არც მე არ გავაღვიძე, შემეცოდა ისე კარგად ეძინა...
არც ხელი გამიშვებინებია, მის ტატუებს ვათვალიერებდი სანამ გაეღვიძებოდა მინდოდა თითოეული ტატუ მენახა. ისინი არეული შინაარსისა იყო, მაინც არაფერი მესმოდა ასეთი რაღაცეების, უბრალოდ უაზრობისგან გაბრუებულს საქმე არ მქონდა, ვიწექი და ვათვალიერებდი მის ხელს.... ინსტიიქტურად მომინდა რამე წამეკითხა და ოთახი მოვათვალიერე, იქვე საწოლის ტუმბოზე ალექსის წითელყდიანი წიგნი იდო, რა უნდა მეკეთებინა, ხო და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიწელე, არ მინდოდა გამეღვიძებინა და თუ ხელს გავუშვებდი ეს ასე მოხდებოდა...
წიგნზე წარწერა, ალექსს დედიკოსგან.... გამეღიმა... მეორე გვერდზე დიდი შრიფთით ეწერა (( ფობია )) დამაინტერესა, და წიგნს ფურცვლა დავუწყე, რა არის შიში? ამაზე შევჩერდი და ინტერესით დავიწყე კითხვა...

ვისაუბროთ შიშზე. რა არის შიში? სად არის მისი საწყისი? როგორ დავძლიოთ?ცოტა არ იყოს დიდი თემაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალობო შეხედულებები და აზრები. ( ვიცი ვერაფერს გავიგებ მაგრამ მაინც წავიკითხავ ) ფიქრით გავაგრძელე კითხვა, ცალი ხელი ისევ ალექსის ხელში მქონდა მოქცული..
შიში-ეს ბუნებრივი რეაქციაა, ინსტიქტია, რომელიც განკუთვნილია თავდასაცავად. ეს არის ცნობიერის მდგომარეობა და მეტი არაფერი! ( არაფერი კაია, კი ვკანკალევბ და )
შიში შეიძლება განიხილო, როგორც გააზრებულ ასევე გაუაზრებელ ფორმატში. ( ფორმატი რაარი? ალექსს ვკითხავ რო გაიღვიძებს)
გათვითცნობიერებული, გააზრებული შიში ნორმალურია. მაგალითად: შუქნიშანის წითელ ფერზე გადასვლა, მდუღარეში ხელის ჩადება… როცა, საქმე ეხება გაუთვითცნობიერებელ, გაუაზრებელ შიშს როგორიცაა-სიმაღლის, წყლის, სიბნელის და ა.შ მაშინ ჩვენთან მოდის ფორიაქი, ამის შედეგად კი, წარმოსახვა იწყებს ამოქმედებას. ( მოიცა ის სიზმრები.... მგონი მართლა ეს გაუაზრებელი შიში მჭირს )
მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ შიშზე – ის არის, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შიში არარეალურია. ჩვენ მას დავრთეთ უფლება შემოსულიყო გონებაში ან გამოვიწვიეთ ის, ჩვენს წარმოსახვაში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ( სუ მე მოვიწვიე რაა) გამეღიმა...
თუ შიში წარმოსახვითია, სად იღებს ის სათავეს? ( ჰო)
ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს აქვს ორი თავდაპირველი შიში. ეს არის-ხმამაღალი ბგერების და დაცემის. ჩვენ კი რას ვშვრებით ამ დროს? გავიხსენოთ, როგორ ვაშინებთ ბავშვს. თავზე წამოფარებული ტილოთი გავქანდებით, პატარასთან მისვლისას მოვიძრობთ და შევძახებთ „უუუ“. რა მოსდის პატარას? „გული აღარ აქვს საგულეში“, თვალები გახელილი აქვს ფართოდ. ამ დროს კი, „დიდი სახე“ უცინის მას. ამის მერე პატარა თავად ეჩვევა და იწყებს ჩვენს თამაშს. მოსახდენი უკვე მოხდა. მან საწყის ეტაპზე განიცადა შიში, მაგრამ ბავშვს ასწავლიან რომ არ შეიძლება შიშის ჩვენება.
არა აქვს მნიშვნელობა, დაგეგმილი თუ შემთხვევითი იყო ემოცია. ყველა ნეგატიური ემოცია, ვარდება ქვეცნობიერში და იქ ინახება.
( და იქნებ უბრალოდ ასეა და ვსო?)
როგორ ფიქრობთ, რა ემართება ბავშვს, როცა ჰაერში, მაღლა ააგდებენ ან ხელში ატრიალებენ? წარმოიდგინეთ! ბავშვი „კრავს“ სუნთქვას… ღია პირი… ფართოდ გახელილი თვალები… და ამ დროს, იგივე სახე და იგივე სიცილი. ბავშვს ასწავლიან სადღაც შორს, ქვეცნობიერის სიღრმეში „ჩატენოს“ ეს სტრესი, საიდანაც შემდგომში შიში გვევლიანება, როგორც – სიმაღლის, ფრენის ან რომელიმე ფობიის სახით.
იგივე შეიძლება ითქვას, სიბნელის შიშთან დაკავშრებითაც. სიბნელის დროს, თქვენი ტვინი ხატავს საშინელ სურათებს. სინამდვილეში, რაც ჩვენ გვაშინებს, არის ჩვენი მოგონილი წარმოდგენები, რომლებიც აღმოცენდა წარსულ შემთხვევებზე .
საშიში აზრები ქვეცნობიერში სახლდებიან სხვადასხვა გზებით. ეს შეიძლება იყოს, მშობლების ზეგავლენა. ისინი იყენებენ შიშს, როგორც ინსტრუმენტს დისციპლინისთვის. ყველას გავხსოვს „გუდის კაცი“ ან ვინმე პერსონაჟი… სწორედ ასე, გააზრებულად თუ უცოდინრობის გამო, იქმნება პატარა- პატარა „უცოდველი“ შიშები, რომლებიც მერე იქცევა დიდ პრობლემად.
ასევე შიშებს აყალიბებს ბავშვობაში განცდილი სტრესები, საშინელებათა ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, წიგნები- რომლებიც დახუნძლულია გამოგონილი საშინელებათა პერსონაჟებით და სიუჟეთებით…
აბსოლუტურად, არა არქვს მნიშვნელობა, წარმოადგენს შიში მოგონოლს თუ გამოცდილებას. ქვეცნობიერი არ ამოწმებს მიღებული ინფორმაციის წყაროს. ვიცით, რომ ის არის ჩვენში.
შიში დამანგრეველია. დაიმახსოვრეთ:
შიში აღმოცენდება გადაუწყვეტელობის ნიადაგზე, გადაუწყვეტლობა კრისტალიზირდება ეჭვებში, ხოლო მათი აღრევის შედეგად ვიღებთ შიშს.
ის წამოადგებს საფრთხეს რადგან, ზოგჯერ ღვივდება და ვითარდება ისე რომ არც ვუწყით მისი არსებობა.
როდესაც გვეუბნებიან „გული გამისკდა, ისე შემაშინე“-ეს ფრაზა სიმართლის მატარებელია. რადგან შიშს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის პარალიზება და მეტიც.. მოვიყვან ისტორიას ადამიანზე, რომელიც შემთხვევით ჩაკეტეს ვაგონში.
„რკინიგზაზე სამუშაო დღე სრულდებოდა და მომსახურე პერსონალი ემზადებოდა სახლში წასასვლელად. ამ დროს, თითქმის ცარიელ ვაგონ-რეფრეჟერატირში(მაცივარი) ერთ-ერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ჩაკეტილი. იცოდა რომ დილამდე ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. ის მოიცვა პანიკამ. დაიწყო ყვირილი- ხმის ჩახლეჩვამდე, ხელების ბრაგუნი- სისხლის დენამდე. არანაირი საშველი არ ჩანდა. იფიქრა რომ დილამდე მოკვდებოდა. სადღაც იპოვა ბასრი ლითონი და იატაკზე დაიწყო ფხაჭნა- “აქ ცივა, ხელები მიშეშდება, ძილი მერევა… ალბათ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია“. დილით როცა თანამშრომლებმა კარი გახსნეს, აღმიაჩინეს გარდაცვლილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გვამს ჰქონდა გადაციების ყველა მაჩვენებელი. ამ დროს, მაცივრში ტემპერატურა იყო ცამეტი გრადუსი სითბო.“
თუ უმრავლესობა შიშებისა არის წარმოსახვითი, ხოლო თავად შიში დამანგრეველია, მაშინ რა არის გამოასავალი?
მე ჩემის მხრიდან გთავაზობთ დავსძლიოთ შიში. როგორ? ალბათ გაგიგიათ: ყველაზე გავრცელებული ხერხი შიშის დაძლევის – ეს არის მოქმედება. მე მჯერა და ვიყენებ კიდევაც ცხოვრებაში. მაგრამ მხოლოდ ქმედგება, არ კურნავს ყველა ჩვენს შიშს. მათი უმრავლესობა დამარხულია, ღრმად ქვეცნობიერში და ქმედება ვერანაირად შეეხება მას. ამიტომ საჭიროა მოიძებნოს ამ დონეზე მოქმედების გზები, რასაც აკეთებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
ჩვენ კი ის შეგვიძლია, რომ ქვეცნობიერის დონეზე არსებულ შიშებზე, რომლებიც იქნა ჩაპროგრამებული მთელი ცხოვრების მანძილზე, მოვასუსტით ზემოქმედება
შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:
„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ გააღო… და კარში არავინ დახვდა“

შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:
„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ გააღო… და კარში არავინ დახვდა“
ალექსი შეკრთა, მეც მის უეცარ მოძრაობაზე შევხტი და შევხედე, პატარა დაუცველ ლეკვს ჰგავდა, სიცილს ვერ ვიკავები, მაგრამ უეცრად თვალი გაახილა.
- რა იყო? ასე გულიანად რამ გაგაცინა?
- არაფერია
- მითხარი..
- კაი დაივიწყე...
ისევ ვკისკისებ.
- ჰო კაი...
ხელი გამიშვა, თვალები მოისრისა და აბაზანაში შევიდა.
აბაზანიდან გამოჩანცალდა ახალგაღვიძებული და ისევ ჩემს საწოლზე დაეფერთხა.
- გავნათლდი.
სიცილით ვუთხარი და წიგნისკენ მივანიშნე
- ჰო? ძალიან კარგი...
- გავნათლდი კი არა გავნათდი გეფიცები, ალბათ შუქი რო ჩაქრეს, მე გავანათებ მთელს კლინიკას. ოღონდ ერთი რამე ვერ გავიგე... მე რა მჭირს.
- არცაა საჭირო იცოდე.



№1 სტუმარი Guest nuciko

dzalian magari tavi iyo

 


№2  offline წევრი Frigga

Guest nuciko
dzalian magari tavi iyo

მადლობა <3

 


№3  offline წევრი Frigga

ნაცრისფერი
ოჰ, მარიამ...
ნელ-ნელა როგორ იხვეწები <3

<3 მადლობა =) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent