საოცნებო პრიზები შეყვარებისთვის
-სწრაფად გაკვეთილზე დაგვაგვიანდება- გამაფრთხილა მარიამმა და დერეფანში გაიქცა. -მოვდივარ მეტი რა ვქნა-ამოვიბუზღუნე მე და კლასში შევაბიჯე. -გადარჩით- გაეცინა ნუცას. მერხებს მივუჯექით და თან შემოვიდა ოსტორიის მასწავლებელიც. -ახალი ამბავი გაიგე?- გადმომხედა ნუცამ. ნუცა ხაჩიძე. ჩემი მეგობარია ხუთი წლიდან. მაღალი, ქერა თმით და თაფლისფერი თვალებით. -რა ამბავი?- უინტერესოდ ვიკითხე მე. -სანდრო ტვილდიანი გადმოდის ჩვენს სკოლაში- ჩვენსკენ მოტრიალდა წინა მერხთან მჯდომი მარიამი. მარიამ გამყრელიძე, მაღალი, გიშერივით შავი თმებით და თვალებით, ასევე ჩვენი მეგობარი, რომლის გარეშე სკოლაში ერთი ჭორიც არ გაჭაჭანდება. აი, როგორც ზღაპრებში გოლიათების შიშით ცაში ფრინველი და მიწაზე ჭიანჭველაც რომ ვერ გაივლის. ეგრეა ჩვენს სკოლაში მარიამი. - ეგ ვინ არის? -ამოვიოხრე მე. -ხუმრობ ხო?- შეიცხადა ნუცამ. -უნდა ვხუმრობდე?- კითხვა შევუბრუნე იგივე ხმით. -კარგი რა დავიჯერო სანდროს არ იცნობ? -მარიამ საქართველოს პრეზიდენტის ვინაობას ვერ გეტყის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მგონი და ეგ სანდრო ტვილტლანი თუ ტვილბლანი, ნუ ვინცაა ვინ არის ასეთი? - გავოცდი მე. - ტვილდიანი მაო ტვილდიანი და ეს ბიჭი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენების შვილია საქართველოში- ამიხსნა ნუცამ. - თან რა სიმპატიურიი- გაუნაზდა ხმა მარიამს და თავი მერხზე ჩამოდო. ეტყობა ოცნებებში წავიდა. მის ამ საქციელზე თავი ვეღარ შევიკავე დ ასიცილი დავიწყე. -ხო გეთანხმები, ძმმაკაცებიც ძალიან სიმპათიურები ჰყავს.- ჩაეცინა ნიას. -შენ რა იცი?-დავინტერესდი მე. -გამიგია- დაბნეულმა მიპასუხა ნუცამ. -მამიკოს ფულებით განებივრებული იქნება.- ამოვიბუზღუნე, მე. - ძალიან მექალთანეა, ყოველ დღე სხვადასხვა გოგო ჰყავს, ვერც ერთმა გოგომ ვერ მოახერხა იმდენად დაინტერესებაც კი, რომ მისი შეყვარებულის სტატისი რამდენიმე დღით მაინც ეტარებინა.- განხილვას აგრძელებდა მარიამი. -ასეთი ვინ არის. ან ამ გოგონებს თავში ტვინი არ აქვთ? რას ეტორღიალებიან- ჩავიფრუტუნე მე. -მაო არაერთხელ მითქვამს და მაქვს პატივი კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ შემთხვეით გაჩნდი გოგოდ- შემომიბღვირა ნუცამ.- იცი მაინც რა ბიჭია? სასწაული. -ხო როგორ არა- ირონია ავიკარი სახეზე. -მარიამ ფოტო აჩვენე-კატეგორიული გაუხდა ხმა ნუცას. რამდენიმე წუთი მარიამო ტელეფონიში რაღაცას აკეთებდა შემდეგ კი ირონიული სახით მე გამომიწოდა. ისეთივე გამოხედვით გამოვართვი მობილური და დავაცქერდი. ეკრანიდან მუქი შავი ფერის თმებით და გაუგებარი თვალის ფერის მქონე დაკუნთული ბიჭი მიმზერდა, სწორი ცხვირით, დიდი ტუჩებით და გამოყვანილი სახის ნაკვთებით. -ჰმმ ცუდი არ არის- დავიჩურჩულე თვალიერებაში გართულმა. -ცუდი არ არის? შემთხვევით არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხომ არ ხარ და ჩვენ გვიმალავ?- შეშფოთება აღებეჭდა მარიამს სახეზე. -რა შუაშია?- შევიცხადე მე. - რა რა შუაშია გოგო შეხედე რა ბიჭია ასეთებს ათი ჩვენნაირი ყავთ დღეში.- შეიცხადა ნუცამ. -ჰჰ არადა ეტყობა რთული მოსარჯულებელი არ უნდა იყოს.- ვთქვი და მის თვალებს დავაკვირდი, რომლებშიც აკიათებული ჭინკები საპირისპიროს მიმტკიცებდა. -ეგრე გეგონოს- ხელი სიცილით ჩაიქნია მარიმ. - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?- შევიცხადე მე. -მია. ბიჭს, რომელსაც ათასობით ისეთი გოგო დასტრიალებს თავს რომლებსაც ბოლო დონის ტანსაცმელი აცვიათ და ყოველ დღე სალონში დადიან. ბოდიში მაგრამ შენსავით ჩაცმულ გოგოს არასდროს შემოხედავს-განმარტა თავისი მოსაზრება მარიმ და ჩემს ტანსაცმელს თვალი ააყოლა. -რას ერჩი ჩემს ტანსაცმელს?- გავიოცე მე და ჩემ გრძელ ფართხუნა ზედას, ასევე გაშლილ ჯინსს და ბოტასებს დავხედე. -რას უნდა ვერჩოდეთ გეკადრება.- გაეცინა ნუცასც. ყოველ მეორ ედღეს ჩემი ტანსაცმლის განხილვა ტრადიციად ექცათ მგონი. რამდენჯერ მივუყვანივარ ორივეს სავაჭრო ცენტრიში და იქედან ან მე გამოვდიოდი უფრო მეტი ფართო ტანსაცმლით ან კოლსუტანტი გოგონები გარბოდნენ შეშინებულები. - ანუ არ გჯერათ რომ ამ ბიჭმა შეიძლება ყურადღება მომაქციოს?- დავუბრუნდი მთავარ თემას ისევ. -ოცნებას მოეშვი- გაეციმა მარის. -ხო როგორ არა დღეს აღარც დამეძინება მასზე ფიქრში- შევუღრინე მარის და იგივე ვიკითხე-გჯერათ თუ არა? -არა- ერთ ხმად მიპასუხა ორივემ. - ანუ არა. კარგი მაშინ ასე ვიტვი. მოდი დავნიძლავდეთ რომ ოთხ თვეში, ანუ სკოლის დამთავრებამდე, ეს მამიკოს ფულებით განებივრებულ ბიჭი ჩემზე სიგიჟემდე იქნება შეყვარებული და სხვისკენ არც კი გაიხედავს.- თავმომწონედ წარმოვთქვი მე. გოგონებდა ჯერ გაკვირვებულებმა გადმომხედეს მერე გაეცინათ და თქვეს. -თუ წააგე ერთი კვირა ჩვენს ნებისმიერ სურვილს შეასრულებ- გამეკრიჭა ნუცა. -და მე თუ მოვი...- არ დამამთავრებინა მარიამმა. -არ გვაქვს იმედი მაგრამ თუ ეს ბიჭი მოარჯულე დამსახურებულად აგიხდენთ შენს ყველაზე დიდი სურვილს.-ტაში შემოკრა მარიმ. - ანუ? - თვალები გამიბრწყინდა. -ექიმთან მიგიყვანთ- გაიცინა ნუცას და როგორც კი ჩემი გაბრაზებული სახე შენიშნა მაშინვე გაჩუმება არჩია.- კარგი ხო ვიხუმრე რა იყო. yamaha R1-ს გიყიდით- გაიცინა ისევ. -ხუმრობთ ხო?- დაპროგრამებულივით ვიკითხე მე. -არა- გარცინა მარიამს. - რააა- წამოვიყვირე მე და ფეხზე წამოვფრინდი, მერეღა გამახსენდა რომ ჯერ ისევ კლასში ვიყავი. თანაც ჩემთვის ყველაზე საძულველი საგნია და ასეთივე მასწავლებლის გაკვეთილზე. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არც მასწავლებელს ვეხატები გულზე, ეს გრძნობა ორმხრივია და ერთმანეთთან სამუდამოს გვაკავშირებს. - მია ნუ გავიწყდება რომ გაკვეთილზე ხარ- შეყვირა ჩემი საქციელისგან გაოცებულმა ასაკოვანმა ქალმა, რომელსაც წითელი პომადა ყურებამდე წაესვა. -არაფერია უბრალოდ ამ წუთას იმაზე დიდი აღმოჩენა გავაკეთე ვიდრე ზეზვას და მზიას თავისქალების პოვნა იყო-გავუცონე ქალს და ადგილს დავუბრუნდი. -თავხედო გოგო- ჩაიდუდღუნა თავისთვის მაკა. - ხუმრობით ვამბობდი, მაგრამ როგორც ჩანს სერიოზულად მომიწევს ამ საკითხს შევხედო- გამარჯვებულის სახით მივუბრუნდი გოგონებს. -შენი მოტოსთვის შეუძლებელს შეძლებ- გაეცინა მარის. -სიმართლე რომ ვთქვათ არც იქნება გასაკვირი თუ მართლა მოათვინიერა. მაღალი, ცოსფერთვალება, კარგი ტანის გოგო. რატომაც არა- ჩაიცინა ნუცამ. -აბა რაღას ამატროვეთ-შევუბღვირე მე. - იცი რას გეტყვი? შენ კიარ მოარჯულებ აქეთ მოგარჯულებს. კარგად გავერთობით, ორმაგად მოგებულები ვიქნებით : შენ სიყვარულის არსებობას დაიჯერებ, ის შენი წყალობით ჭკუას ისწავლის - ხელები გაუხახუნა ერთმანეთს ნუცამ. - თქვენ რა გგონიათ ის განებივრებული ბიჭი შემიყვარედება? არ არსებობს. აი მორჯულებასთან დაკავშირებით კი ამ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან ამას კი მოტოციკლეტის გამო გავაკეთებ. - ოთხ თვეში ვილაპარაკოთ მაგაზე.- თვალი ჩამიკრა მარიამმა. -სანდრო სამ დღეში გადმოდის.შეგიძლია ნებისმიერი რამ გააკეთო. არავითარი წესები აბა წარმატებები სიხარულო- გამიცინა ნუცამ და ზარიც დაირეკა. სახლში ემოციებისგან დატვირთული მივედი. ახლა ვცოფდებოდი ჩემს თავზე ასეთ სისულელეში ჩემი ნებით რომ გავეხვიე. არ ვიცი რატომ მომინდა ეს ბიჭი ოთხ თვეში ჩემზე გაგიჯებით სეყვარებული ყოფილიყო, მაშინ როცა მთელი 17 წლის განმავლობაში ბიჭიც კი არ მომწონებია, შეყვარეებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ვერ ვხვდები ამ ბიჭში რა დავინახე, მაგრამ მინდოდა გამომეწვია, მინდოდა ჭკუა მესწავლებინა, თანაც ბონუსად საოცნებო მოტოციკლეტს მივიღებ. იმას ნუ იფიქრებთ სოციალური მდგომარეობა არ მიწყობდეს ხელს მის ყიდვაში. პირიქით, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მამა საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია დედა კი ადვოკატი. მეც დედის კვალზე ვაპირებ გავყვე. მაგრამ მამა ვერა და ვერ დავითანხმე ეყიდა. ზედმეტად საშიში ტრანსპორტიაო ყოველთვის ურყევ არგუმენტად მოჰყავს. ასე რომ უკეთესი გზა ვიპოვე ოცნების ასახდენად. სანდრო - კარგი რა ძმაო რატომ გადადიხარ ამ ახალ სკოლაში- შემომიბღვირა დამიანემ. -ხომ აგიხსენი, რომ მამაჩემი იმ სკოლას აფინანსებს და ამ დედა აფეთქებული სახელის რეკლამირებისთვის ასე არის საჭირო.- ამოვიბუზღუნე ერთიდაიგივეს გამეორებით მობეზრებულმა. -ჩემი სიცოცხლე რომ აღარ დამხვდება სკოლაში როგორღა გაძლებს ჩემი გული- გოგოს ხმა მიიღო დუდამ და ხელი გუზე აიფარა. -მორჩი პიდარასტობას- შევუბღბირე სიცილშიეპარული ხმით. -კარგი ხო.- დასერიოზულდა უცებ.- იცოდე პირველ დღეს მოგყვებით.- გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი. - პირველ კლასში არ ვარ თანმხლები პირები რომ მჭირდებოდეს. -რა შუაშია თანმხლები პირი. გოგოებს შევათვალიერებთ პროსტა- გაეცინა დამიანეს. - ისე იცი ვინები იქნებიან შენი კლასელები?- დაინტერესდა დუდა. -არა. იმ სკოლაში სიარულს არც ვაპირებ. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ მივალ ხალხს თავი რომ არ დავავიწყო.- გამეცინა მე. -ისე ახალ სკოლაში უმუღამოდ რომ არ იყო არ გინდა რამეზე ვითამაშოთ?- ყურადღება არ მიაქცია ჩემს სიტყვებს დამიანემ ისე იკითხა. - რას გულისხმობ?- ჭინკები აუთამაშდა დადუს. -ვინმე მაგარი გოგო ითრიე სკოლაში და გავახაროთ საზოგადოება შენი ახალი შეყვარებულით- გაეცინა დამიანეს. - ოჰ კარგი რა ეგრთები აღარ არის სიახლე- ხელი ჩაიქნია დუდამ, ცოტა ხანს დაფიქრდა მერე კი წამოიყვირა. - აუ გენიოსი ვარ ძმაო. მაღიარეთ რა- ტაში შემოკრა აღფრთოვანებულმა. - გაგვიმხილო იქნებ.- დავინტერესდი მეც. -ხალხი ხომ სულ მიჩვეულია შენს მაგარ ნაშებთან ნახვას. ხოდა ახლა თუ მართლა მაგათი გაოცება გინდა, მოდი ვიპოვოთ ახლა სკოლაში ყველაზე ბანძად ჩაცმული გოგო, იმას გაეშანსე, ნუ აშკარაა თავს ადვილად შეაყვარებ, ისეთი ბიჭი ხარ- გაეცინა დუდას და განაგრძო- ხო და მოკლედ მერე ნელ-ნელა შეაპარე და დახვეწე გოგო ტანსაცმელი, მაკიაჟი ნუ მაბები რა. და გამოსაშვებ საღამოს მასთან ერთად მიდი ოღონდ გოგო სრულიად შეცვლილი იქნება და მეორე დღეს გაზეთის პირველ გვერდზე გამოიჭიმები წარწერით,, ნახეთ როგორ იცვლებიან გოგონები სანდრო ტვილდიანთან ყოფნის დროს, კონკია პრინცესად გადაიქცა"- დაასრულა აღფრთოვანებულმა მონოლოგი. -საღოლ ძმაო, სულ უჭკუოც არ ყოფილხარ- ტაში დაუკრა დამიანემ. - თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ რაებს ბაზრობთ ტო კარგად ხართ? - შევიცხადე მე. - მიდი რა ძმობას გაფიცებ- აზარტში შევიდა დუდა. - შანსი არაა - ისევ უარზე გიყავი მე. - რაიყო შეგეშინდა? - დამცინავი ტინით იკითხა დამიანემ. -ჩემს აგდებას ნუ ცდილობთ არ გამოგივათ. - ვნახოთ- გაიცინა დუდამ და ლეპტოპი მოიმარჯვა.- მოდი აბა შენი კლასის გოგონებს გადავავლოთ თვალი. - გეყოთ რა- ამოვიოხრე მე. -როდის მერე აღარ იღებ გამოწვევებს? - შეიცხადა დუდამ. ხმა არ ამომიღია. დუდუა კი ლეპტოპის წვალებას მოჰყვა. -ესეც ასე. აი კლასის საერთო ფოტოც. მმ რა გოგონები არიან მგონი მეც მომინდა მაგ სკოლაში გადმოსვლა- თვალი ჩამიკდა დუდამ. - დავაი რა- შევუბღვირე მე და ლეპტოპში ჩავიხედე. -აი ჩვენი მსხვერპლიც- წამოიყვირა დუდამ.- შეხედე როგორ აცვია. -მოიცა ბიჭია ეგ .- გამეცინა მე. - რა ბიჭი შეხედე მია ყიფიანი აწერია და როგორაა ბიჭი.- თქვა დუდამ და მაუსი სახესთან მიუტანა და გამოჩენილი სახელი და გვარი ხმამაღლა წაიკითხა. -საიდან უნდა მივმხვდარიყავი, შეხედე როგორ აცვია თვამც ბიჭივით აქვს მგონი შეჭრილი თუ კეპი უფარავს ვერ გაიგებ- ამოვიბუზღუნე დამნაშავესავით. -მოიცა ვიცნობ ამ გოგოს- წამოიყვირა ფიქრებში წასულმა დამიანემ. - მოიცა, საიდან ტო.- დაინტერესდა დუდა. - ამისწინ რომ ვყვებოდი გახსოვთ ჩემს დას ერთი გამო..ბული ეჩალიჩებოდათქო?. -ხო ვიღაც ირაკლი. მერე ეს რა შუაშია?- დავიბენი მე. -ჩემი დის დაქალია ეგ გოგო.- მიპასუხა და მოყოლა განაგრძო.- წინა კვირას სკოლის გზაზე მოსახვევთან დახვედრია ნუცას და მისი ძალით წაყვანა დომებია. კიდევ კარგი მია იქ იყო და მაგრად მიუბეგვია ის ბიჭი ნუცას წაყვანაც არ დაუნებებია. -მოიცა იმ ახვარს ნუცას წაყვანა უნდოდა?- გაცოფდა დუდა. - ხო. მეც გვიან გავიგე. იმ სი*საც შევხვდი და ისეთი დალოლიავებული იყო შემეცოდა- გადაიხარხარა დამიანემ. - ვინ არის ეს მია ასეთი- დავინტერესდი მეც. -თემურ ყიფიანის შვილია მამაშენის ბიზნესპარტნიორია. -აი თურმე რაც. მამამისის ფულის იმედი ქონდა და მაგიტომაც გალახა ის ირაკლი თორე ხელსაც ვერ ახლებდა- გამეცინა მეც. -არ არის ეგრთი გოგო შეხედე როგორ აცვია სხვებივით კიარ ამზეურებს თავის ქონებას.- გაამართლა დამიანემ. -ალბათ უნდა ასეთი შთაბეჭდილება დატოვოს- არ ვიშლიდი ჩემსას.- და საერთოდაც იცი რა თანახმა ვარ. ვიღებ გამოწვევას. -შანსი არ გავქს ძმაო. ეს გოგო არც შენს ფულს დახარბდება და არც შენს სწორ ცხვირს.- გაეცინა დამიანეს. - დავნიძლავდეთ?- ცალყბად ჩავიცინე მე. -კარგი,მაგრამ ასეთი გოგო თუ არის როგორადაც დამიანემ აღწერა შანსი არ გაქვს.- მხარი აუბა დუდამაც. -და თუ მოვიგე რას კისრყლობთ?-ყურადღება არ მივაქციე გაფრთხილებას. -brabus cabriolet -ი გაწყობს? ჩაიცინეს ბიჭებმა. - მოიცა სერიოზულად- თვალები გადმოცვენაზე მქონდა გაოცებისგან. - ხო ოღონდ დაბადებისდღის საჩუქარშიც ჩაითვლება- გაეცინა დუდას. - კარგი თუ წავაგე? - თმას ვარდისფრად შეიღებავ და მთელი თვე ასე ივლი.- გადაიხარხარა დუდამ. -რაა შენ ხოარ გაგიჟდი ამკუწავს გაბრო (დუდად მამა). -ხოდა ეცადე არ წააგო.- დამაიმედა დამიანემ. -მარტო მანქანის გამო მოვიგებ- გამეცინა მეც. - კარგი წავედით ჩვენც დაგვათენდა თავზე- წამოიზლაზნა დუდა.- ხო და კიდევ. დრო როგორც მიხვდი სკოლის დამთავრებამდე გაქვს. ბიჭების წასვლის შემდეგ ლეპტოპი მოვიმარჯვე და მიას პროფილზე გადავედი. ვერ ვიჯერებდი რომ მართლა ასეთი გოგო იყო. ყველა ფოტოში ბიჭის ტანსაცმლით და ხშირად კეპით. მიუხედავად ჩაცმულობის სტილისა სილამაზეს ნამდვილად ვერ დავუკარგავდი. გრძელი წაბლიაფერი თმები, ზღვისფერი თვალები, სავსე ტუჩები და კურნოსა ცხვირით. ტანზე ნამდვილად ვერ შევაფასებდი არც ერთი ქალური ნაკვთი არ უჩანდა ამ ჩახუთულ ტანსაცმელში. რაც არ უნდა იყოს ეს ნიძლავი უნდ ამოვიგო ეს კონკია გამოსაშვრბ საღამოს პრინცესად გადაიქცევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.