შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტო! შარში ხარ... (თავი 2)


27-08-2017, 15:29
ავტორი Yagami
ნანახია 3 015

ქეთინოს კაბინეტიდან თავის დახწევას მხოლოდ ნახევარისაათის შემდეგ ვახერხებ, მაგრამ ამ დროს განმალობაში ვიგებ ქეთინოს უამრავ დარიგებას ბატობ ლევანთან მოქცებასთან დაკავშირებით. მაგალითად; ის რომ არ უნდა მოვცილდე მას და მასზე ყველა სკანდალური თუ უცნობი ისტორია უნდა დავწერო, რაც ჯერ არავის გაუკეთებია, რადგან ეს ბიჭი არაფერს მალავს, ისიც გავიგე რომ არ მაქ უფლება მასთან ჩემებურად გავჭედო და ნამდვილი მე ვიყო, არც ის შემიძლია რომ მასთან ურთიერთობა კოლეგაზე მეტი იყოს, რადგან მაშინ სტატიას კარგად ვერ დავწერ და ეს ჩემ კარიერაზე იმოქმედებს, კიდევ ბევრი იდიოტობა მითხრა, მაგრამ მერე ჩამეძინა. ბოლოს მხოლოდ ის მითხრა რომ ბატონი ლევანი ჩალიჩს დამიწყებდა და იმის გამო ის ტრავმატოლოგიურში არ მომხვდარიყო, აი ამასზე კი დავინტერესდი, კიდეც დააყოლა რომ ამ დროის განმავლობაში თამაშები აქ და მეც იმ ქვეყანაში მომიწევს წასვლა სადაც ის წავა. ქეთინოს კაბინეტიდან გამოსული თეოს ვადგები და მკლავში ისე ვავლებ ხელს არაფერს ვეუბნები და ასევე გამყავს გარეთ. თეო ცოტა ხანი ხმას არ იღებს , მერე რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ მე ვასწრებ.
-GIRL TIME-მ მჭირდება.
-და მე რომელი ტრანსგენდერი მნახე?
-სახელი სხვას მეუბნება-სიცილით ვეგებები მის გამწარებულ სახეს.
-ლეა-კბილებში ცრის თეო-ჩემ სახელზე კიდე ერთხელ იტყვი რამეს და ამ ქეციან ძაღლს ვფიცა შემომაკვდები... და თან ჩემი სახელი ამერიკაში ბიჭებსაც ქვიათ.
-ეგ ტეოა.
-არა თეოა მაგრამ ისინი აქცენტით ამბობენ-ისევ ამ უსასრულო თავის მართლების მივათრევ კაფეში. დაახლოებით ნახევარსაათში სკამზე ვაგდებ ადგილს და მეც მის წინ ვიკავებ ადგილს.
-აბა მომიყევი რა უნდა გეთქვა-მეუბნება ყავის შეკვეთის მერე.
-მოკლედ... ეს ჩვენი პუგაჩოვა, ბატონ ლევანს ვგულისხმობ ჩემ წინ ცხოვრობს-ამაზე ყავა ცდება და ისტერიკული ხველება უტყდება.
-რა?
-დამაცედე! ხო მოკლედ ჩემი მეზობელია რა... და დღეს აივანზე თითქმის შიშველი რომ გავედი-ამაზე უფრო უფართოვდება თვალები-ნუ კაი მაიკა და ტრუსი მეცვა.
-გილოცავ თუ ეგ მოიფიქრე-ბურტყუნებს თავისთვის და თვალებს ატრიალებს.
-ხო და დამინახა. უფრო მაშტერდებოდა. მე კიდე სადღაც ესე ვუთხარი: „ რას მომშტერებიხარ? მამაშენს ქალებში არ დაყავდი მეთქი“ და... მგონი იცოდა ვინ ვიყავი, აი სწორედ ის მიზეზი თუ რატომ ვარ მე მისი ჟურნალისტი. ნეტა ხო არ ეწყინა?
-შენ სულ გააფრინე ხო? აივანზე შენ გადიხა ნახევრად შიშველი და კიდე ის რას მოგშტერებია? იმ დღეს რომ ბიჭმა გაიარა წელ ზემოთ შიშველმა და შენ ლამის მიახმი ზედ ეგ რა იყო?
-ღმერთო მართლა რა მაგარი ბიჭი იყო-მახსენდება ბიჭის უზადოდ დაკუნთული სხეული და ბედნიერებით მიბრწყინავს თვალები.
-ნუ იხსენებ გული მერევა.-თველების ტრიალით მეუბნება, მაგრამ მზერა მალევე გადააქ ჩემ უკან. მეც ვტრიალდები და ჩვენთან ახლოს მოკალეთებულ მეგობრების ჯგუფს ვუყურებ. ოთხი გოგო და სამი ბიჭია.
-რომელი?-ისევ ვამბობ არც ვუყურებ ზედ.
-ქერა-დრორბლის ყლაპვით მეუბნება ბიჭი და მეც უცებ ჩემი გამაოგნებელი შავი იუმორი მივლის თავში.
-გინდა მივიდე და ნომერი ავაგლიჯო.
-როგორ? .
-უბრალოდ გინდა?
-მიდი აბა.-მეც ნაგლი ღიმილით მივემართები მათკენ.
-გამარჯობათ-ვესალმები ზრდილობიანად და ყველა მაშინვე მაქცევს ყურადგებას.
-გამარჯობა- მეუბნება ერთ-ერთი ბიჭი ღიმილით, აჰა გიპოვე.
-აუ შენ რა გქვია?-ძაან საყვარელი გოგოს ხმით მივმართავ ბიჭს და გვერდით ვუჯდები.
-ბექა-ისიც აშკარად მყვება ფლირტში.
-აუ ბექააა შეგიძლია რომ შენი ნომერი მომცე-საცოდავი ბავშვის თვალებით ვუყურებ ვიღაც ბექას, რომელიც აშკარად ნასიამოვნებია ჩემი ესეთი გამბედავობით. მოიცადე თუ არ შეგახმო ეგ ღიმილი.
-კი რა პრობლემაა. 55773XXXX-ნომერს ისითი ბედნიერი სახით მაწერინებს ცოტა მოცოდება.
-აუ მადლობა ბექ, ის იქ ჩემ მეგობარს ხედავ-ხელს თეოსკენ ვიშვერ რომელიც ჩვენ გვიყურებს-ია მაგას უნდოდა შენი ნომერი, ხო ხვდები გეია და....-ბექა ისეთი წაშლილი სახით მიყურებს რომ მართლა მეცოდება, აი მისი მეგობრები კიდე იმხელაზე იცინიან ეხლა რომ არ ავდგე და გევეცალო მეც გამოცინება. თეოსთან ვბრუნდები ის კი გაკვირვებული მიყურებს.
-რა უთხარი ესეთი? ან მე რატომ მიყურებენ ესე?-გაკვირვებული მიყურებს და უკანა ჯგუფის სიცილს აკვირდება.
-ვუთხარი რომ გეი ხარ-წყნარად ვამბობ და ყავას ვსვავ.
-რააააა?-ისე ეცვლება სახე რომ ეხლავე ჩავიკეცები სიცილით, მაგრამ არ მაცლის ისე დგება და მათ მაგიდას უახლოვდება.
-მე არ ვარ გეი ის უბრალოდ ხუმრობდა-მტკიცე ტონით ეუბნება, მაგრამ თვითონაც მალე გაეცინება.
-არაუშავს თუ გრცხვენია ამის აღიარების-ეუბნება ერთ-ერთი გოგო სიცილით.
-არ შემრცხვებოდა უბრალოდ არ ვარ გეი, მე გოგოები მომწონს!
-კარგით, კარგით ბოდიში-აქ უკვე მე ვიწყებ-ჩემი ბიჭს არაა მაგნაირი უბრალოდ გაგეღადავეთ და გოგოებო არ შეიცოდებთ ამ საცოდავ არსებას? იმის გამო რომ ესეთი საშინელი მეგობარი ყავს, მემგონი რომელიმე თქვენთაგანის ნომერს იმსახურებს არა?-თეოს გაკვირვებას ვახტები და იმ საყვარელ გოგონას ვაცქერდები და თან არა მარტო მთელი მისი სამეგობრო. გოგონა ჯერ დაბნეული იყურება და მერე ცოტათი იღიმის, ქერა თმებს უკან იყრის და თეოს ათვარიელებს.
-კარგი-გოგონა სიცილით აძლევს ნომერს თეოს და ბოლოს აყოლებს- მე ნინო მქვია-არა მართლა საყვარელი გოგოა და თან თეოს შესაფერისი.
-ჭკვიანად გამოვაყენებინებ-თვალეს ვუკრავ ნინოს და თეოს შოკირებული გამყავს გარეთ.
-ეხლა რა მოხდა?
-გოგო დაგაკერინე და თან სამაგიერო გადაგიხადე წინანდელისთვის.
-რა წინანდელისთვის?-ვერ იხსენებს თავის გენიალურ ხუმრობას.
-აი ის ვიღაც ბიჭი რომ რაღაც საინტერესო მეთოდით მკერავდა და შენ კიდე რომ უთხარი; ტრანსგენდერია ბიჭად დაიბადა, მაგრამ ისე უყვარდა თოჯინები თავი გადაიკეთაო. კიდე რაღაც გენიები დაამატე და იმის მერე მთელი კლუბი მე მაშტერდებოდა, ბოლოს ბაარმენიც კი აღარ მისხავდა ლუდს.
-მაშინ მთვრალი ვიყავი.-წამოიბუზღუნა.
-რა მნიშვნელობა აქ? მაგრამ საბოლოოდ მაინც შენზე კეთილი ვარ, რადგან ჩემი წყალობით საყვარელი გოგოს ნომერი გაქ.
-მართლა რა საყვარელი იყო- აწითლებული სახით მეუბნება და ამატებს-ისე შენ დედამ არ გასწავლა სამაგიერო რო არ უნდა გადაუხადო ადამიანს-თვითონ კი იცინის, მაგრამ აბა მე მკითხოს მეცინება?
-დედაჩემმა რაც მასწავლა ის, რომ გამოვიყენო ჩემ ფეხებს მოვიგებ-ხვდება რომ ცუდად იხუმრა ამიტომ მალევე ჩუმდება.
-ხო კაი არ მინდოდა, მაპატიე-ჩემზე ყველაფერი იცის, ამიტომ ჩახუტებას აპირებს, მაგრამ არ ვეხუტები და გვერდზე ვიწევი-ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა.
-კაი რა, აუცილებელია?
-კი, მცივა-მეხუტება.
-აი რა დონის უნამუსო ხარ რა, ესეთი გოგო გითრიე და კიდე მე მეჩლიჩები-სიცილით ვეუბნები.
-კაი რა მე მართლი ქალები მომწონს, და არა ქელის სხეული მცხოვრები კაცები-ისიც მყვება ხუმრობაში და ხელს მიშვებს.
-გული მეტკინა-დემონსტრაციულად ვიდებ მკერდზე ხელს.
-აი ეგ მერე ნახე ბატონი ლევანი რო მოვა-ამის ხსენებაზე განწყობა მიფუჭდება, ხო ნამდვილად გამოდის ამ ბიჭს ჩემი ნერვების მოშლა.
-აი ის ანეგდოტი იცი? ბავშვები ზეიმზე რო არიან და მასწავლებელი რო ეკითხება ყველას თუ რეები არიან. ერთს რო ყავისფერი ფორმა აცვია და რო ეკითხებიან შენ დათვი ხარო? ის რო პასუხობს; არა მძღნერი და უნდა ჩაგიჯვათ ზეიმშიო. აი ეგ ბავშვი ხარ შენ.-თეო შუა გზაში ისე იკეცება სიცილით რო ცოტა მრცხვენია ჩემთან როა.-ჩემთან არაა-ვეუბნები ჩემ გარშომო მოსიარულე ხალხს რომელიც შეშინებული სახით გვაკვირდებიან.
-ვაიმე ღმერთო ცუდად ვარ-სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იმშრალებს და ფეხზე დგება- ის ბიჭი უკვე მიყვარს მხოლოდ იმის გამო რომ შემ არ გიყვარს.
-არა, რა ღმერთო რატო შეგვყარე ესე ორი უკეთილესი არსება ერთად? გინდა რომ რომელიმე ციხეში წავიდეთ?
-შენ უფრო ცუდი ნერვები გაქ ამიტომ ჯობია ვუკლო ლაპარაკს-ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-ღმერთო?! ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს? რა უყავი ჩემ მეგობარს და ვინ ხარ მის ადგილას ესეთი ჭკვიანი?
-სიუპრიზი-დემონსტრაციულად შლის ხელებს.
-შენ უფრო მომწონხარ, ამიტომ არ დააბრუნო ის. კაი კაი უნდა წავიდე და ფსიქოლოგიურად მოვემზადო ხვალისთვის.
-კარგი თუ რამე მოხდება ზარი ახლობელთან-თვალს მიკრავს და გზაზე სირბილით გადადის. არა ეხლა ეს დებილი არა? ლამის ხია ამ მანქანამ. ჩემ გზაზე მივდივარ და ტან ვფიქრობ; „კაი ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ ვარ მე ის ძალით გამორჩეული გოგო, მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცოდა რომ დარეკა ჩემთან სამსახურში ან ჩემი სამსახურის შესახებ საიდან იცოდა? მოიცა შეიძლება ლიას კითხა და იმან უთხრა ეგ ხომ ენას ვერ აჩერებს რაა, მაგრამ რო რამე ეკითხა ლია მაშინვე დამირეკავდა. ან საერთოდ რა უნდა ქალაქაის გარე უბანში ესეთ კალათბურის მშვენებას? მეგონა სადმე სასახლეში იცხოვრებად... ან იქნებ აქ ფანებისგან ისვენებს და მეც სწორედ იმიტომ ამიყვანა რომ ჩემთვის მოეკეტინებინა. მაგრამ სანამ არ მითხრეს ვინ იყო მანამდე ვერც ვიხსენებდი და...? არა რა გამომაშტერებს მე ამდენი ფიქრი ამ ბიჭზე. ისე რა სიმპატიურია და რა კაი ტანი აქ. ლეა გაჩერდი თორე კაცების ხამს გავხარ და ჩვენ ხომ არ გვიყვარს არა ესეთი გოგოები, ამიტომ არ ვიმჩნევთ მას კარგი? კარგი! მოიცა რაღაც მავიწყდება... პროდუქტები!“ მარკეტში შევდივარ. ბოსტნეულს, ხორცეულს, ტკბილოულობას, ლუდს, სიგარეტს და ვაშლს ვყიდულობ. ისაა სადარბაზოში უნდა შევიდე უკვნიდან რომ ჩემი სახელი მესმის. ვიღაცის ბოხი ხმაა. ვბრუნდები და ხელში ლევანი მრჩება, მაღალი, დაკუნთული, ქერა თმიანი და ამოუცნობი ფერის თვალებით და მოიცა ... ქერა გოგონასთან ერთად. კაი ეს უნდა დავწერო ნეტა?
-ლეა არა?-მეკითხება და თავიდან ფეხებამდე მათვარიელებს, აი ამას კი დავწერ; „ ლევან კვიციანი თვალებს ვირსაც კი ვნებიანად გააყოლებს“
-დიახ!-მკვახედ ვპასუხობ
-ეს გოგო ვინაა?-გატყლარწულად კითხულობს ქერა, ამისთვის ჯერ არ მითქვამს რომ მამამისი ვარ? კაი შემდეგზე ვეტყვი.
-ჟურნალისტი-მოკლედ უჭრის ლევანი და მე თვალს არ მაცილებს.
-გამარჯობა, გინდა შენზეც დავწერო რამე?-კაი ლეა ეხლა დაწყნარდი, დაწყნარდი არ გაგეცინოს!!!
-აუ კი მე სოფი ვარ ლეოს ახალი გერფრენდი.
-მოიცადე ეგრე არა-ტელეფონს ვიღებ და ჩამწერს ვრთავ-ეხლა დაიწყე.
-გამარჯობააა, მე სოფი ვარ ლეოს ახალი გერფრენდი და მინდა ყველა მის ფან დებილ გოგოს ვუთხრა რომ არ მიეკაროს ჩემ ბიჭს და თვალებს ნუ უპაჭუნებენ, ნურც თხოვენ რომ სახლში წაიყვანოს და რამე , ის მხოლოდ ჩემია და სხვათაშორის ჩვენ უკვე ძალიან სერიაოზული ურთიერთობა გვაქ-ეს ბოლო რეებიც თქვა თავისი პატარა ცხოვრების მონაკვეთი ახწერა თუ... რა ქნა?
-რამდენად სერიოზული?-მეც არ ვუნგრევ ოცნებას და ცოტა ხანი კიდევ ვწელავ ინტერვიუს.
-იმდენად რომ ჯერ არავის ვეუბნებით-ქერა საკუთარი თმით იწყებს თამაშს.
-მაშინ დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ რომ ეს საიდუმლო გაგვანდეთ, თქვენ წინააღმდეგი ხომ არ ხართ ბატონი ლევან?-ეხლაღა ვბრუნდები მომცინარი ლევანისკენ-რა გაცინეთ შეიძლება გავიგო?
-არ მეგონა ჩემით ესე თუ იქნებოდით დაინტერესებული?-მეუბნება მისი ბოხი და ირონია ნარევი ხმით. ხმაც რა კაი გაქ ბიჭო.
-დიახ!!-აღშფოთებული ვეუბნები ლევანის-ჩვენ თქვენ ცხოვრებაში თითვეული დეტალი და ქალ...სიახლე გვაინტერესებს-უცებ ვასწორებ ჩემ ბოლო წინადადებას და ცოტა უხერხულად ვუღიმი სოფის. საცოდავი გოგო ესე რატო აყენებინებს ამ ბიჭს თავს.
-საინტერესოა, მაგრამ იმედია ჩემ ყველა სიტყვას არ დაწერთ ქალბატონო ლეა-ქალბატონო? ამან ეხლა ქალბატონი მიწოდა? როგორ გეტყობათ ამ კაცებს რომ ქალებში საერთოდ ვერ ერკვევით.
-ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ თქვენ მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა ჩემ სტატიაში იქნება-კმაყოფილი ვუღიმი და უკან ვბრუნდები მისი ხმა ხმადაბლა რომ მესმის.
-მაშინ მასში შენც მოხვდები ლეა-ალბათ გონია რომ ვერ გავიგე, ამიტომ შეუბრუნებლად ვპასუხობ;
-რა თქმა უნდა მოვხვდები, ზუსტად შენი სახელის დაბლა წარწერით;
„ინტერვიუს ავტორი: ლეა ინასარიძე“
სახლში ავდივარ, ვიხდი და პროდუქტებს მაცივარში ვალაგებ. მორჩა ლეა, ეხლა შეგიძლია ნამდვილ ლეათ იქცე. საბაზანოში შევდივარ და წყალს ვივლებ. „ღმერთო ნეტა მართლა ესეთი მხიარული ვიყო“ მეცინება საკუთარ თავზე. წყლის გადავლებას რო ვამთავრებ, სააბაზანოდან თავზე პირსახოც აფარებული გამოვდივარ, მაცივრიდან ლუდის ბოთლს ვიღებ, სიგარესაც ვავლებ ხელს და ფანჯრის რაფაზე ვჯდები. ჩემ ქალაქა გავყურებ.
უკვე ბნელდება. მზე ჩადის. და ჩემი ქალაქი ისევ შავ ბურუსში ეხვევა. მეც ამ ბურუსში ვიკარგები. მაინც რა მალე ბნელდება ზამთარში არა? და აი კიდევ ერთი რამ რაც ზამთარში მიყვარს. ნაკლები სინათლე და ნაკლები ფაქტი სინათლეზე. ეხლა რას ვაკეთებ? ვზივარ ფანჯრის რაფაზე, ცალ ხელში ლუდის ბოთლით, ცალში კი სიგარეტით. სახლში უკუნითი სიბნელე მეფობს. რომ არ იცოდნენ, რომ ამ ბინაში ვიღაც ცხოვრობს ცარიელი ეგონებათ. სინათლეს ძირითადად არ ვანთებ, სიბნელეში ვმეფობ. მარტო, სიბნელეში, სიცივეში ვმეფობ. მე ამ პატარა სახელმწიფოს უგვირგვინო მეფე ვარ. ნეტა ამ სახელმწიფოში მარტო არ ვმეფობდე, ნეტა მე არ ვიყო მეფეც, გლეხიც, თვადიც, ვეზირიც და უბრალო მოსახლეც, ნეტა ვინმე მედავებოდეს მეფობაში. მედავებოდეს, მაგრამ აქ იყოს. სახლში ექოდ ისმის ტელეფონის ხმა. ფანჯრის რაფიდან ვდგები და ტელეფონს ვიღებ. რა ირონიულია ეკრანზე გამსახული ასოები;
„დედა“
ისევ რაფაზე ვბრუნდები და მწვანე ღილაკს ვაწვები.
-ლეა-თავში ექოდ ისმის დედაჩემის ხმა. მეღიმება. ნასვამია, მაგრამ ამას უკვე ნასვამი აღარ ქვია გათიშული მთვრალია-ლეა-კბილებში ცრის ჩემ სახელს და უკვე ვიცი როგორ გამოიყურება, მე ხომ მთელი ცხოვრება ამ სახეს ვუყურებდი. ცოტათი აწითლებულ სახეს, ჩასისხლიანებულ თვალებს და ტუჩებთან მიდებული სიგარეტით, რომ მიდგებოდა წინ შემდეგ კი ამ სიგარეტს ჩემზე როგორ აქრობდა. თვალებს ვხუჭავ და შუბლს სიგარეტიანი ხელით ვისრეს-ლეააა. ჩემო საზიზღარო შვილო. ჩემი გათამამებულო ნაბი*ვარო შვილო, როგორ შეცდომას ვუშვებდი უფრო კარგად რომ არ გირტყავდი და არ გაწამებდი. აი სად დავუშვი შეცდომა ჩემნაირად რომ არ გაგზარდე. ჩემო ყველაზე დიდო შეცდომავ, ნეტა იცოდე როგორ მინდა ეხლა მაინც ვიყო... მანდ სადაც შენ ხარ და როგორ მინდა ყველა ის რაღაც გაგიკეთო რასაც ეხლა ვფიქრობ. შენ გგონია სიგარეტით შენი დაწვის და ცემის მეტი არაფერი ვიცი? არა, ჩემო გოგონა არა. მაშინ პატარა იყავი და შეიძლებოდა მომკვდარიყავი, მაგრამ ეხლა უკვე დიდი გოგო ხარ, ამიტომ ის რაღაცეები არ მოგკლავს რაც მინდა, რომ გაგიკეთო, ისინი უბრალოდ ძალიან გატკენენ და დაგასახიჩრებენ-„დედაჩემი“ არ ჩქარობდა. ხმა ცოტა აკანკალებული ქონდა მაგრამ არ ჩქარობდა, ნელა მელაპარაკებოდა რაც ამ ყველაფერს გაუსაძლის სულიერ ტკივილს მატებდა-როგორი ამაზრზენიც იყავი იგივე დარჩი. ერთი რამ მინდა გირჩიო... ნუ შეიყვარებ, რადგან არ აქვს მნიშვნებოდა როგორ შეგცვლის ის... შენ მაინც ყოველთვის ჩემი შვილი იქნები და ეს მუდამ ესე იქნება. ბოლოს შენც შეამჩნევ ამას და მიხვდები პირველად რომ გაარტავ შვილს ეს რამდენად სასიამოვნოა, რამდენად კარგია როდესაც ძალაუფლებას შენ ფლობ და ის შენ ვერაფერს გაგიბედავს. მიხვდები ჩემო გოგონა, მიხვდები და მერე შენში მხოლოდ მე დავრჩები. გაგანადგურებ, შეიძლება მოვკვდე, მაგრამ შენში დავრჩები სისხლად, ფიქრებად და შიგნიდან გაგანადგრებ. ეხლა კი დაიძინე ჩემო შვილო და იფიქრე თუ როგორი სასიამოვნოა ძალაუფლება!-კავშირი წყდება. მარტო ვარ. ჩემ სამფლობელოში. მე რა ვტირი? კი, ვტირი. ვკანკალებ, მცივა, ვბრმავდები. ეხლა რას ვაკეთებ? რაფაზე ვზივარ და სიგარეტს საკუთარ სხეულზე ვაქრობ...... ღმერთო...ეს მე ჩავიდინე? ან როდის მოხვდა ჩემ ხელში მყოფი ლუდის ბოთლი დაბლა და როდის დაიფშხვნა? როდის? როდიდან? როდიდან დამეწყო ესეთები? კიი, მეც მისნაირი ვარ, მეც ვსვავ, მაგრამ ზომაზე, მეც ვეწევი, მაგრამ ზომაზე. და როდის დავკარგავ ამ ზომას? როდის გავაქრობ ამ ზღვარს? არ ვიცი. არ ვიცი.
ვკანკალებ. თან ის ვკანკალებ რომ ფანჯრის რიფიდან ვვარდები და იატაკზე ვეცემი. რამოდენიმე ბოთლის ნამსხვრევს ხელში ვგრძნობ. მტკივა. მაგრამ არა გარეგანად, შინაგანად. ვდგები. ლოგინისკენ მივდივარ და საბანში გაუზრებლად ვეხვევი ისე, რომ ხელში შერჭობილ ნამსხვრევებს არც ვიღებ. ცრემლები გაუაზრებლად მომდის, რა მატირებს? მისი აზრი, რატომ მაინტერესებ? არ ვიცი. ვიცი. არ ვიცი. არა, არა ვიცი, რადგან ის მართლია. მეც მისნაირი ვიქნები. მეცინება. სიცილი ისტერიკულ სიცილში გადამდის. რაზე ვიცინი? იმაზე რომ ის რაც აქამდე ყოველთვის ვიცოდი დღეს „დედაჩემის“ სიტყვებმა და ჩემმა გაუაზრებელმა საქციელმა დამიმტკიცა. სიცილი ყვირილში, ყვირილი კი ისტერიკულ კანკალში გადამდის. ბალიშში ვდებ თავს, ვტირი და თან ჩუმად ვიმეორებ:
-არ მინდა! არ მინდა! ღმერთო, არ მინდა, რომ მისნაირი ვიყო. არ მინდა რომ ზღვარს გადავიდე. გთხოვ ზღვარს ნუ გადამიყვან.....მაგრამ მაინც თუ ოდესმე გადავალ...-მძიმედ ვსუნთქავ და თვალებს ვხუჭავ, დახუჭვისას კი თვალებიდან ცრემლების ახალი პარტია გორდება ლოყებზე-მომკალი. მომკალი მაგრამ მისნაირად არ მაქციო...
….
….
….
ლოგინში ხუთი წუთიც ვერ ვძლებ, ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. ხელიდან ნამსხვრევებს ვიცლი და ვიმუშავებ, მერე კი ჩემივე სიგარეტით დატოვებულ დამწვრობას ვუვლი. წყვის ცივ ნაპორს აბაზანაში ვუშვებ და შიგნით ვწვები. ცივ წყალს მაშინვე მოვყავარ გონს, დღეს ეს უკვე მესამედ ხდება. ვფიქრობ, ვფიქრობ რომ წამიერ სისუსტეს არ უნდა ავყვე და უნდა მივეჩვიო იმას რომ დედაჩემი, დედაჩემია მე კი, მე. მე სხვა პიროვნება ვარ, მერე რა თუ ვეწევი და ზოგჯერ დაღლილზე ლუდი მსიამოვნებს ეს იმას ნიშნავს, რომ მეც მისნაირივარ. არა მე სხვანაირი ვარ, მისნაირი რომ ვყოფილიყავი მაშინ ამის გამომჟღავნების ბევრი საშვალება მქონდა და ამას უკვე გამოვიყენებდი. მაგრამ მას რაღაცაში ვეთანხმები, იმაში რომ ის სიკვდილის შემდეგაც არ მომშორდება, ის ჩემ ფიქრებსა, კოშმარებში და სისხლში დარჩება. ფიქრებში ისე ღრმად ვეფლობი, რომ ამოსვლისას წყალი უკვე თბილი მხვდება, სამზარეულოში გავდივარ და საჭმლის კეთებას ვიწყებ, რადგან ვატყობ, რომ მთლი დღის მშიერი ვარ. კარტოფილს ვიწვავ, დიდ თეფშზე ვიყრი სპეციალურად ამორჩეულ დაბრაწულ კარტოფილებს და ნოუთბუქში კინოს ვრთავ. ჩემ საყვარებ ფილმს, მგონი ცოტა ბავშვურია, მაგრამ მე მიყვარს ეს კინო; „დაუვიწყარი გასეირნება“. არ ვიცი უფრო რა მიზიდავს ამ ფილმში, ალბათ ის რომ ბიჭი როგორც იქნა გონს მოდის და სწორ გოგოს ამჩნევს, ან ის რომ ეს გოგო სხვანაირია, ან ის რომ ბიჭი გოგონას სიკვდილის შემდეგაც კი მათ ადგილას მიდის და ამ გასაოცარ სიტყვებს ამბობს:
„სიყვარული ქარივითა ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. ისევე როგორც ჩვენი სიყვარული, ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ“
ფილმი დასრულდა. ისევე როგორც მთელი რიგი ტაფა. ნოუთბუქს გვერდით ვდებდ და სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავდივარ ამ ჯერად ჩაცმული. სიგარეტს ფილტვებში ვუშვებ და თითქოს ვიცლები. სავარაუდოდ უკვე პირველია, მაგრამ ქალაქი მაინც აბდღვიალებულია. უნებურად თვალს წინა კორპუსისკენ ვაპარებ, თითქოს იქიდან მის მზერას ველოდები, მაგრამ არა. არავინაა. შეუმჩნევლად ვიღიმი და სიგარეტს ვაგდებ. სახლში ვბრუნდები, შავ მუხლებთან გახეულ შარვალს ვიცმევ, ზემოდან კი ჩემ ყველაზე თხელ ზამთრის მაიკას, რომელსაც მკლავები საერთოდ არ აქვს. სარკეში ჩოლკას ვისწორებ, წელზე საროჩკას ვიხვევ, მოსაცმელს ვიღებ და სახლიდან გავდივარ. არ ვიცი სად მივდივარ , მაგრამ არაუშავს თუ რამეა აქვე ახლოს მყოფ პარკში შევალ. ნახევარი საათი ყურებში ნაუშნიკ გაკეთებული დავდივარ, მერე კი მაღაზიაში ორ დიდ შეკვრა ჩიფსს ვყიდულობ და პარკისკენ მივდივარ. არავინაა. საქანელაზე ვჯდები და ფეხითპატარაზე ვაქანავებ, თან სიმღერის ტექსტს ვმღერი. ათი წუთი ესე ვზივარ დანამ ჩიფსი არ მიმთავრდება, მერე კი მეორეს ვხსნი. უცებ ვგრძნობ რომ ვიღაც ძლიერერად მაქანავებს. ჩიფსის ახალი ჯერ კიდევ შეუჭმელი პაკეტი დაბლა ვარდება, მე კი მთელი სისწრაფით ვქანაობ საქანელაზე. არა, მე კი მომწონს, მაგრამ ვინაა ესე ღონიანი? საქანელა ცოტათი რომ ჩერდება უკან ვბრუნდები და თავზე უზარმაზარი არსება მადგას. ბატონი ლევანი სპორტულ ფორმაშია გამოწყობილი და თავზე დამყურებს. ხო მიდი გამოიყენე შენი სიმაღლე და გამიხეთქე გული, მაგრამ არც მე ვარ დაბალი ძმაოოო.
-პატიოსან გოგოს რა უნდა ღამის ორ საათზე გარეთ?-მეუბნება და ჩემ გვერდითა საქანელაზე ჯდება. ნელა ძმაო ეგ ჟირაფებზე არა გათვლილი.
-პატიოსანი კაცი ახლად გახსნილ ჩიფსს დამაგდებინებდა?-ეჰ ჩემი ჩიფსი არადა რა კაი გელო ქონდა.
-აგინაზღაურებ-ჩიფსს ისეთი თვალებით უყურებს გეგონება მკვდარი კატა ეგდოს.
-ისე არც დაგტოვებდი-მეც არ ვრჩები ვალში.
-ვერ იძინებ?-უცებ ცვლის თემას.
-ხო.
-რატო შეყვარებულს ეჩხუბე და დეპრესიაში ხარ?-ხალისიანი ტონით მეუბნება.
-ხო, დღეს ის ტიპი რატო გიყურებდა წინა კორპუსიდანო-არ ვუყურებ ისე ვეუბნები მის დასაკმაყოფილებელ პასუხს.
-მერე ვერ უთხარი მე გამოვიწვიე ისე ვიდექი აივანზეო-ბოხ ხმაში სიცილი ერევა.
-ეგ რო მეთქვა ხო დავრჩებოდი გაუთხოვარი და ეგაა-ჩემ ნათქვამზე გულიანად იცინის, ღმერთო როგორ უხდება ამ დიდ ტუჩბზე ეს სიცილი.
-შენ ნუ ნერვიულობ ბევრ ჩემ ნაცნობს უნდა საქართველოს მოქალაქეობა, გაგიჩთავ ვინმე კარგს.
-არ ვარ მე მაგნარი-ხელს ვიფარებ ტანზე და ამაზე უფრო ეცინება.
-კარგი ვინმე ხარ არ მომაწყენ ტურნეებზე.
-ისე ჩემმა უფროსმა არ იცის რომ ჩვენ მეზობლები ვართ და ხო მაგ თემაზე ბევრი კითხვა მაქ, მაგალითად რატომ მე...
-და ვერც ერთმათგანზე პასუხს ვერ მიიღებ-მეჭრება ლაპარაკში.
-ეგ რა წესია, მე კითხვებს გისვამ შენ მპასუხობ, სწორედ ესაა ინტერვიუ თორე აბა შენ ისედაც ყველაფერი იცი შენ თავზე-ვბურტყუნებ ხმამაღმა.
-ეგ იმ კითხვებში არ შედის რაზეც მე უნდა გაგცე პასუხი შენი აზრით აინტერესებს ხალხს, რომ მე ინტერვიუზე ჩემი მეზობელი ავიყვანე?-მეკითხება და მზერას მისწორებს, ღმერთო ეს ამოუხსნელი ფერის თვალებიც რა ლამაზი აქ. ამ დროს ჩემი ალტერეგო ეძებდა მისი თვალების ფერი შესარჩევ ფერს და მხოლოდ ის დაადგინა, რომ ის არც ლურჯია, არც მწვანე, არც ფისფერი, ის უბრალოდ უცნაურად ყავისფერი შეიძლება იყო, მაგრამ ამის გარკვევა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ჩემმა ალტერეგომ.
-კი აინტერესებთ-სწრაფად ვაცილებ თვალებს და ცას ვუყურებ.
-არა მგონი მათ მხოლოდ ის აინტერესებს რომ ცოცხალი ვარ და ჯერ კიდევ ბევრს გოგოს ვაბავ, აი ის თუ რამდენ ბურთს ვტენი ან ვხსნი...
-ან რამდენ სამიანს აგდებ-დავცინი მის სისუსტეზე.
-ბოროტო-შეშფოთებული მიყურებს ბატონი ლევანი. ცოტა ხანი ესე ვზივართ და ცას ვუყურებთ, მაგრამ მე მოსვენებას ვკარგავ და კითხვას ვსვავ:
-როგორია ელიტაში ცხოვრება? როგორია როდესაც ქუჩაში გადიხარ და ხალხი შენ გიყურებს, ავტოგრაფს , სურათებს და მსგავსს რაღაცეებს გთხოვენ, რა გრძნობაა?
-უცნაური-წყნარად იწყებს ლაპარაკს-არ ვიცი ვერ გეტყვიეს სხვანაირი სიხარულია, მაგრამ მერე უბრალოდ ხვდები რომ შენ უბრალო ქუჩის მოთამაშე რო ყოფლიავი არავის დააინტერესებდი, უბრალოდ დაიკიდებდნენ შენ ამ ნიჭს, ამიტომ ზოგჯერ ცოტა დანაშაულის გრძნობაც გაწვება რომ აქ სადღაც შენზე უკეთესია, მაგრამ მას შენ ნაირად არ უმართლებს და სიცოცხლის ბოლომდე ვალდებულია, რომ სხვა რამ აკეთოს და თავი იმით ირჩნოს-ამას არ ველოდი, არ ვეოდი რომ ჩემთან ორი დანახვის და ერთი ლაპარაკიის შემდეგ ესე გაიხსნებოდა-ესე შენც შეგიძლია ყურადღების ცენტრში მოექცე.
-თუ აპირებ რომ შემომთავაზო გარეთ შიშველმა ვირბინო მაშინ შენთვის შეინახე-ეცინებადა დგება, უკნიდან მივლის და ჩემ საქანელას აქანავებს.
-ეგეც შეიძლება, მაგრამ უფრო ეფექტურიც არსებობს, მაგალითად ის რომ მწერალი გახდე.
-ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ ჯერ ვხვდები რომ რაღაც მაკლია მაქამდე-გულრწფელად ვეუბნები ჩემ აზრს.
-რამდენი წლის ხარ?
-25-ის.
-მაშინ რა გაკლია ცხოვრებაში რომ რამე შექმნა, უკვე აღარ ხარ პატარა და თუ ფიქრობ რომ ამ ასაკშიც რაღაც გაკლია, მაშინ უმჯობესია რომ ძებნა დაიწყო თორე მერე გვიანი იქნება-ისე მეგობრულად მეუბნება ამას რომ ლამისაა ჩავეხუტო.
-ესე ერთი დღეს არც კი გაცნობილ ადამიანს ამდენს თუ უყვები, შენზე ნიუსების ესეთი სიმცირე რატომაა? არაფერს მალავ ქალებზე მაგრამ დიდად არავინ გიცნობს-ეცინება და უფრო სწრაფად იწყებს ჩემ გაქანავებას.
-ყველა ადამიანს არ ველაპარაკები ესე, რადგან ისინი ჩემი პირადი ჟურნალისტები არ არიან-ისევ ხაზს უსვამს სიტყვა პირადს.
-ჯერ არც მე ვარ, ჩემი საქმე დღეს (რადგან უკვე თორმეტს გადაცდა) შენთან ოფიციალურად შეხვედრის მერე იწყება, ამიტომ ჩვენი ეს საუბარი სტატიაში არ შევა თუ რა თქმა უნდა ეს არ მოგინდება,.
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
-კაი, არც ჩემთვის აქვს ამ საუბარს აზრი, რადგან მე ხვალ შენ კოშმარად ვიქცევი, სადაც წახვალ უკან გამოგყვებიიიი და შენზე ყველაფერს გავიგებბ-ბოლოში ბოროტული სიცილი დავაპრე მაგრამ ლამის გავიხრჩვე ის კი იცინოდა.
-კაი წავიდეთ ეხლა.
-შენ წადი მე კიდევ დავრჩები აქ.
-ხო აბა რა ღამე ამ დროს გარეთ ესე მარტო დაგტოვებ.
-კი გამიგია სვანებს ვაჟკაცური გამოხტომები აქვთო, მაგრამ მთლად ასეთიც არ მეგონა-სიცილით ვეუბნები.
-ადე ადე-ხელს მიქნევს ასადგომად.
-ჰა მიხვდი ეხლა შენით რომ მცხვენია-ამის გაგონებაზე წამში ტრიალდება, წარბები ისე აქ აწეული თმაში ეკარგება.
-რაა?-გაკვივებული მეკითხება ჟირაფი.
-ხო მცხვენია-მეც ვიმორცხვები- მცხვენია... ამხელა სტოლბა კაცი რო დამყვება თან, რას იფიქრებს ხალხი მოძრავი სტოლბა დაყვება ამ გოგოსო-სიცილი მიტყდება მის იმედგაცრუებულ სახეზე-აბა შენ რა იფიქრე?
-რა გაცანცარებს ამხელა გოგოს მე შენ დაგყვები მთელი ღამეა და...-აქ დაასტუკა. რაო დაგყვებიო. უუუ. ვდგები და თვალების თამაშით ვუახლოვდები.
-რაო ბატონო სტოლბა ვის დაყვები მთელი ღამეო?-წარბების თამაშიდ ვეუბნები, ალბათ რა კმაყოფილი სახე მაქ.
-ნუ მიყურებ ეგრე ამ დროს რო გოგო გარეთ გავა ესეიგი ან რაღაც შარშია ან დეპრესიაში.
-მე რომელს ვგავარ?-არ ვიცი ამ კითხვაზე რა პასუხს ველოდი.
-ჩიფსების საყიდლად გამოსულ გოგოს-თითქოს რაღაც ჩამწყდა შიგნით, მაგრამ არ შევიჩნიე და გავუღიმე.
-ვგავდი სანამ არ დამაგდებინეს.
-მეორე პაჩკა იყო-გაოგნებული მიყურებს.
-რა მნიშვნელობა აქ მაინც უნდა მიყიდო-ეცინება. პარკს საუბრით ვტოვებთ, ვიგებ რომ მას ჩიფსები და ესეთი ნაწარმი არ უყვარს, მერე ჩემთვის ჩიფსს თავისთვის კირედბულს ყიდულობს. არა მაინც რა საინტერესო ტიპია ჩიფსი არ უყვარს და რედნულს კარგად უბაყუნებს. ჩვენ კორპუსამდე მისვლისას იმ ქერა გოგოზე ვეკითხები, ის კი კმაყოფილი სახით მეუბნება რომ ის სოფი უკვე წავიდა, ცოტა არ იყო გული ამერია მის ესეთ ნასიამოვნებ სახეზე მაგრამ მაინც ბევრი ვიცინე, აი რაღაც დეტალების მოყოლაზა რომ გადავიდა მანდ გავაჩერე თორე მართალა გულიამრერეოდა. რაში მაინტერესებდა ამის და სოფის დეტალები, არა ქეთინოს რომ მიცემოდა შანსი მოუსმენდა და მერე დაბეჭდიდა, მაგრამ მე ცოტა არ იყო არ მიზიდავს ესეთები. კორპუთან რომ მივედით მადლობა გადავუხადე, რომ ამ დროს უკან გამომყა. ლიფტში რომ შევდიოდი მომაძახა;
„ტეტა ლიფტში შედის არადა მე სხვანაირი ქალი მოგონაო“ სიცილით შევდივარ სახლში.
-გიჟია-ვამბობ ჩუმად, ტანსაცმელს ვიხდი და ლოგინში ვწვები. არ მახსოვს როდის მეძინება, მაგრამ ძილის წინ ჯერ კიდევ მის ნათქვამზე მეცინება.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მომწოოონს <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

[quote=ტკბილიწიწაკა]როგორ მომწოოონს <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3[/

ძალიან დიდი მადლობა <3 შევეცდები რომ მალე დავდო თავები^_^

 


№3  offline წევრი Kalina

რაღაც გრამატიკული შეცდომები არის.
ბარბარიზმებიც.
თუ თხრობის სტილია, დავიკიდოთ, მაგრამ თუ ჟურნალისტია...
მოკლედ ბევრი არაფერი.
კარგია რა.
^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline აქტიური მკითხველი Yagami

მარიკუნაა♥️
რაღაც გრამატიკული შეცდომები არის.
ბარბარიზმებიც.
თუ თხრობის სტილია, დავიკიდოთ, მაგრამ თუ ჟურნალისტია...
მოკლედ ბევრი არაფერი.
კარგია რა.
^_^

მადლობა დიდი *-* და ხო ჯერ სტილი აქ ლაპარაპის ესეთი, ამიტომ ესე ვალაპარაკებ, მაგრამ ჟურნალისტობასაც კარგად შეეწყობა გპირდები <3 მგონი გარდაქმნები მართლა კარგად გამოდის ჩვენ გოგოს, ამიტომ კიდე ბევრი სიუპრიზი აქ ჩვენთვის <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ფუუუ ეს რა დამპალი ადამიანი ყავს რომელსაც დედამისი ქვია. ასეთ ადამია ს დედაც არდაეძახება. მართალია დავიგრუზესავის ამ საზიზღარი ქალის ლაპარაკით მაგრამ ძალიანაც ვიხალისე თეოზე.... მომწონს ამ გოგოს ხასიათი და იუმორი..
მალე დადე არ დააგვიანო

 


№6  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
ფუუუ ეს რა დამპალი ადამიანი ყავს რომელსაც დედამისი ქვია. ასეთ ადამია ს დედაც არდაეძახება. მართალია დავიგრუზესავის ამ საზიზღარი ქალის ლაპარაკით მაგრამ ძალიანაც ვიხალისე თეოზე.... მომწონს ამ გოგოს ხასიათი და იუმორი..
მალე დადე არ დააგვიანო

მიხარია თუ მოგეწონა*-* გეთანხმები საშინელი ქალია;_;

 


№7 სტუმარი Guest Mimi

Mmm emociurad datvirtuli tavi iyo zomierad aris yvelaferi da momwons . Weris kargi stili gaqvs male gaagrdzele ;)

 


№8  offline აქტიური მკითხველი Yagami

Guest Mimi
Mmm emociurad datvirtuli tavi iyo zomierad aris yvelaferi da momwons . Weris kargi stili gaqvs male gaagrdzele ;)

ძალიან დიდი მადლობა^¬^

 


№9 სტუმარი მოცინარი

ვაა, შენ როდის მოასწარი ასე დახვეწა? ♡ :დდ, ჩემი კარგი გოგო ♡. ლეას დედის ნათქვამმა გამაღიზიანა და დამასევდიანა. კი მაგრამ ასეღი უგულო?! იმედია სიმთვრალის ბრალი იყო :( თეოზე ვიცინე :დდ მაგარი ტიპია ♡ მაგასაც ერთი ანა გამოუძებნე (გიგასავით) და დაჭკვიანდება :დდ, მაგრამ არა შანსი არაა ეგ დაჭკვიანდეს :დდ

 


№10  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
ვაა, შენ როდის მოასწარი ასე დახვეწა? ♡ :დდ, ჩემი კარგი გოგო ♡. ლეას დედის ნათქვამმა გამაღიზიანა და დამასევდიანა. კი მაგრამ ასეღი უგულო?! იმედია სიმთვრალის ბრალი იყო :( თეოზე ვიცინე :დდ მაგარი ტიპია ♡ მაგასაც ერთი ანა გამოუძებნე (გიგასავით) და დაჭკვიანდება :დდ, მაგრამ არა შანსი არაა ეგ დაჭკვიანდეს :დდ

დიდი მადლობა <3 ნეტაი კი აზრი აქ მთვრალი იყო თუ არა მაინც ხომ უთხრა? თეო რა არის შენ არ იცი ჯერ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent