შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (14)


27-08-2017, 20:39
ავტორი jina
ნანახია 2 095

სასიამოვნოდ დამღლელი ღამის შემდეგ წყვილს მყუდროება ნიტას ტელეფონის ზარმა დაურღვია, რომელიც უსამოვნოდ ზუზუნებდა, ზანტად წამოიწია საწოლიდან დემეტრე და ის იყო მობილური უნდა აეღო რომ ამირეჯიბმა აართვა და უპასუხა კიდეც
–გისმენ!
–იმედია არ გაგაღვიძე (ჯეკის ბოხი ბარიტონი გაისმა )
–საქმეზე გადადი! ( შეუვალი და მკაცრი იყო გოგონა, რომელსაც სააბაზანოში გასვლა მოესწრო)
–ბოლო დავალებას გაძლევ და გათავისუფლებ!
–მოვდივარ! ყურმილი დაკიდა და კიდეც გაიგო დემეტრეს ხმა ზურგსუკან
–ვის ელაპარაკებოდი!
–არადა მახსოვს კარი ჩავკეტე... თავისთვის ჩაილაპარაკა, დემეტრე დააიგნორა , ზეწარი მოიშორა და შხაპის ქვეშ დადგა, არღვლიანს თუ რამე კითხვა და ეჭვი აწუხებდა შიშველი ნიტას შემხედვარე ყველაფერი დაავიწყდა და შეუერთდა
–ძაანაც ნუ გაგიტკბება!
–ღმერთო რა ჭირვეული ხარ! მკლავებში მოიქცია და აკოცა, მართალია ნიტას სულ არ ჰქონდა გეგმებში დილით შხაპის დროს სე*სი მაგრამ ვერ გაუძლო მამაკაცის ვნებიან კოცნას და არაგეგმიურად განვითარდა მოვლენები....
აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ნიტამ სწრაფად მოირგო ტანის სამოსი, მობილური და ჩანთა აიღო და კარისკენ დაიძრა
–სად მიდიხარ? დემეტრე წინ გადაუდგა და სერიოზული გამომეტყველებით ჰკითხა.
–რახან შენთან სე*სი მაქვს არ ნიშნავს რომ ანგარიში უნდა გაბარო! ირონიული სახით უპასუხა
–რაღაც სულელი თინეიჯერის ფრაზებით რომ მოძრაობ ახალია რამე?
–მე ჩემი გითხარი და გამატარე!
–ჩემი ცოლი და შვილის დედა ხარ, მე არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ პატივი დამდე და მითხარი სად მიდიხარ! თითქოს სიბრაზე ეპარებოდა არღვლიანს
–ბავშვზე რა თქმაუნდა გაქვს უფლებები ოღონდ რომ დაიბადება მერე!
–ნიტა მწყობრიდან არ გამომიყვანო! ხელი მოკიდა მკლავზე და კარში გასული გოგონა უკან დააბრუნა
–შენ ხოარ გაგიჟდი?! დაუყვირა ამირეჯიბმა
–ჯეკთან მიდიხარ ხო ასეა! დაუღრიალა მამაკაცმაც
–ასეა! უტეხად უპასუხა
–ძალიან კარგი! ჯეკთან კიარა ამ ოთახიდანაც ვერ გაადგამ ფეხს! გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და საკეტი რამდენჯერმე გადაკეტა... გოგონა ჯერ პირდაღებული იდგა გაოცებისგან, ვერ გაეგო ასე რატომ გაგიჟდა და გამოკეტა დემეტრემ, თუმცა არც ყვირილი დაუწყია და არც ხვეწნა რომ გაეღო კარი არღვლიანს, სამაგიეროდ თავისი ხერხები გამოიყენა: აივანზე გავიდა, ჩანთა გვერდულად გადაიკიდა, მობილური ჯიბეში ჩადო, მეორე სართული საშუალოდ მაღლა იყო, უფრო დიდი სიმაღლიდანაც გადამხტარა, ამიტომ სწრაფად მოავლო არემარეს მზერა და იმის დარწმუნების შემდეგ რომ ეზოში არავინ იყო, მოაჯირის მეორე მხარეს გადავიდა, ერთი ნახტომით აივნის ბოლოებს ჩაეჭიდა, მორე ნახტომით კი ბრუნი გააკეთა და მიწაზე მყარად დახტა... წელში გასწორდა
–ორსულიც არ ვჩერდები, როგორი გიჟი დედა გეყოლება! თავისთვის ჩაიცინა სათვალე მოირგო და კმაყოფილმა დატოვა შენობა...
თავის მხრივ დემეტრეც ზეკმაყოფილი დააბიჯებდა, ეგონა მოარჯულა ქალბატონი და თავის ნებაზე ატარებდა, სამზარეულოში საუზმე გაუმზადა და სინით ხელში შევიდა ოთახში, იქაურობა ცარიელი რომ დახვდა აბაზანაში ნახა, მერე გაგიჟებულმა აივანზე გაიხედა და რომ დარწმუნდა იმაში რომ იქ ნიტას კვალიც კიარ იყო, სინი მოიფრიალა და უმისამართოდ შეიკურთხა
–შემომაკვდება! ნამდვილად შემომაკვდება! მანქანის გასაღებს დასწვდა და გამწარებული გავარდა...
***
სასტუმროს ყველაზე ბოლო სართულის აპარტაენტში ჩაბნელებული ოთახის შუაგულში, შავ მრგვალ მაგიდასთან სავარძელს მიყრდნობილი, სიგარეტის კვამლში გახვეული მამაკაცი მძიმედ სუნთქავდა... კარზე კაკუნის ხმა გაიგო და მალევე გამოჩნდა მისი ერთ–ერთი ქვეშევრდომი
–მოვიდა! მხოლოდ ერთი სიტყვა, მამაკაცის თანხმობა და კარის ზღურბლზე ქალბატონი ნიტას ფეხის ნაბიჯები გაისმა...
–დაიწყე! საქმიანი სახით დადგა მის წინ და სმენად იქცა
–მტრები მყავს ხომ იცი.. ამოიხვნეშა ჯეკმა და თვალებში შეხედა გოგონას
–მხოლოდ სახელი და გვარი ჯეკ! მამაკაცს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ყველაზე მეტად ნიტას პროფესიონალიზმს აფასებდა
–საქმე უფრო რთულადაა...
–ბავშვებს და ქალებს არ ვეხები! იცი ეს შენ კარგად! მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო ხელებით და მზერა გამჭოლი გაუხდა
–ჩემი განადგურება შეუძლიათ, მხოლოდ პატარა ჩიპის საშუალებით რომელიც ამაღამვე ჩემს ხელში უნდა აღმოჩნდეს! ნიტას თითქოს გულზე მოეშვა, არავის მოკვლა მოუწევდა, მაქსიმუმ დაეჭრა ან გაეთიშა ვინმე
–მეჩვენება თუ საქმის სირთულის გამო ხარ დამძიმებული? ცოტა გაკვირვება დაეტყო ხმაში გოგონას
–იქ სადაც ეს ჩიპია ვერავინ მიაღწია, ვინც შეაღწია უკან აღარ გამოსულა არც ცოცხალი და არც მკვდარი! მეტად მძიმედ წარმოთქვა სათქმელი
–სწორედ ამიტომ მანდობ ამ საქმეს! ეშმაკურად გაეღინა ნიტას და წარბი ზემოთ ასწია
–ზუსტადაც! ჯეკსაც გაეღიმა.
***
დემეტრემ საჭირო ადგილებში გადარეკა და ზუსტად გაიგო ნიტა სად იყო... სასტუმროს მიუახლოვდა და დაინახა კიდეც ქალბატონი ამირეჯიბი როგორ თავაწეული, ამაყი და მტკიცე ნაბიჯებით გამოდიოდა... მანქანა ზუსტად ფეხებთან გაუჩერა და მკვლელი მზერით გახედა. ნიტას სერთოდ არ ეტყობოდა რომ მოულოდნელი იყო დემეტრეს გამოჩენა, ძალიან კმაყოფილი სახით ჩაუჯდა მანქანაში
–ყოჩაღ რომ ზუსტ დროში ჩაეტიე! კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე... არღვლიანის ერთ მხარეს სურდა იქვე მიეხრჩო ნიტა ამ თავდაჯერებული ლაპარაკისთვის, მეორე ნაწილი კი იმაზე ბრაზობდა რა ემოციებსაც იწვევდა ეს ქალი მასში... ასეა თუ ისე მდუმარედ დაქოქა მანქანა და სახლის გზას დაადგა... მამაკაცი ვერ აიგნორებდა იმ გრძნობებს რომლებსაც ნიტა აღუძრავდა, თუმცა ყველაფერი გოგონას მიმართ ლტოლვას და ვნებას მიაწერა...
–სავაჭრო ცენტრთან გამიჩერე . ფიქრებიდან ამირეჯიბის ხმამ გამოიყვანა, უხმოდ გააჩერა მითითებულ ადგილას, გაყოლას არ აპირებდა მაგრამ ვიტრინიდან დაინახა მომუშავე პერსონალი, რომლებიც ძირითადად მამაკაცებისგან შედგებოდა, ამიტომ „რაღაცნაირად“ გაყოლა გადაწყვიტა... ნიტას წელზე ხელი შემოხვია და სხეულზე აიკრა
–ნუ გეშინია არავინ მომიტაცებს! ცინიკურად უთხრა არღვლიანს
–დარწმუნებული ვარ მაგაში! აქეთ შენ შეგიძლია მაგის გაკეთება! ყურთან უჩურჩულა
–ძალით არავის ვაჩერებ ჩემთან! „ჩაუნამიოკა“ და კიდეც გაეღიმა
–რათქმაუნდა ყველასგან ვერ დაორსულდები რომ აიძულო ცოლად მოყვანა! წაშხამა გოგონა... გულზე მოხვდა ვაჟბატონის სიტყვები, მწარედ გაჰკრა და კიდევ კარგი თავდაჭერის საოცარი უნარი ჰქონდა, არაფერი შეიმჩნია... საჭირო ნივთები აიღო და სალაროსთან მივიდა, ამ დროისთვის დემეტრე მის გვერდით არ იყო, პერანგების სექციაში იმყოფებოდა და შესაბამისად გვიან შეამჩნია როგორ უჟუჟუნებდა მოლარე ბიჭი ამირეჯიბს თვალებს და არც ნიტა აკლებდა ფლირტაობას...
–თქვენნაირი მშვენიერი გოგონასთვის დღეს ფასდაკლებას გავაკეთებ! მომაკვდინებლლად გაუღიმა
–სადმეც ხომ არ დამპატიჟებ? თვალები აუციმციმა ნიტამ და გაეკაიფა
–დიდი სიამ....
–ბავშვისთვიის როდის ვიყიდოთ საწოლი? „შემთხვევით“ ჩაერია ახლადმისული დემეტრე, გოგონა ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე დააკვდა, შემდეგ კი მკვლელი მზერა სტყორცნა მოლარეს, რომელსაც ის ღიმილი სახეზე შეახმა
–ნაღდით გადაიხდით თუ? მხოლოდ ესღა წარმოთქვა ბიჭმა...
მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და ასევე მივიდნენ სახლამდეც...
–ნიტა მოიცადე! საკმაოდ მკაცრად უთხრა დემეტრემ და გოგონაც ადგილზე შედგა
–იმედია დღეს დარწმუნდი რომ ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს! ჩემს სურვილებს მაინც ავისრულებ ნებისმიერი ხერხით! ასე რომ ტყუილად ნურც ლაპარაკით შეიწუხებ თავს და ნურც რაიმე ქმედებებით! საკმაოდ მშვიდად განუცხადა ამირეჯიბმა და უკან შებრუნდა
–არ მინდა ბავშვს დაემართოს რამე! სანამ გაჩნდება ჩემ გვერდით იქნები–მერე შენ ჯანდაბამდე გზა გქონია!
–შენც იგივეს გისურვებ! გაბრაზებულმა მიახალა და სახლში შევიდა..
საღამოს რვა საათი იყო, გეგმა დალაგებული ჰქონდა, შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოირგო, სპორტული კაპიუშონი გადაიცვა, იარაღით აღიჭურვა და სახლიდან გავიდა... დემეტრეს არ დაუნახავს მისი გასვლა რადგან მობილურზე საუბრობდა კომპანიონთან...
შუა ცენტრიდან მიყრუებული ჩიხებისკენ გადაუხვია ნიტამ, ჯერ ნელა მიაბიჯებდა, ჯიბიდან ძველი მობილური ამოიღო და ჯეკთან დარეკა
–დაიწყე! მხოლოდ ეს თქვა და ყურმილი დაკიდა...
ჩიხის ბოლოში იყო უკვე გასული როგორც კი უნდა შეეხვია უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგო, ჯერ ნელა შემდეგ კი ასწრაფდა მდევარის ფეხი, ნიტა ზსედგა და უკან შებრუნდა
–ვაუუ რამდენნი ხართ ბიჭებო! ირონიულად უთხრა
–ხელები ასწიე და ნელა წამოდი ჩვენკენ! მოესმა ერთ–ერთის ხმა
–ბრაზიანებიც ყოფილხართ! ცალი წარბი ზემოთ ასწია ხელებთან ერთად და ნელი სვლა დაიწყო მათკენ
–ჯეკი ქალს თუ გამოგზავნიდა არ მეგონა! ბიჭების უკან მოისმა ხმა–ნუთუ ასე დაეცა! ცინიკა არ დაუშურებია
–შენ წარმოიდგინე თქვენი შესაძლებლობები შეაფასა! თვალი ჩაუკრა მათ უფროსს და ნაგლად გაუღიმა
–ლაპარაკი იციი, ანუ გავიგოთ საქმე როგორ გეხერხება! არც უფროსმა დააკლო და ჩიხიდან გაუჩინარდა, რასაც 7–10 კაცის ნიტასკენ წასვლა მოჰყვა, ყველაზე წინ რომელიც იდგა იარაღიანი ის ყველაზე მეტად აქტიურობდა
–შენისთანა გოგოს მოკვლა დასანანია!
–მოდი მანამდე გავერთოთ ცოტა! მოესმა მეორეს ხმა ( ნიტა უბრალოდ იდგა და ელოდა მათ მოახლოებას, სახეზე ავის მომასწავებელი ღიმილი დასთამაშებდა)
–შესანიშნავი აზრია! იმედია წინააღმდეგი არ ხარ!
–ისე გაგ*მავ შენი კვნესა ამ ჩიხის იქითაც გავა კახპა! (იარაღიანი მიუახლოვდა და სიტყვის დასრულების შემდეგ ნიტას სილა გააწნა, გოგონა არ შეეწინააღმდეგა, დარტყმის სიძლიერის გამო ჩაიჩოქა, სახე გვერძე შეაბრუნა და თმა სახეზე ჩამოეყარა
–პირველი ვარ (ამაზრზენი სიცილით მიუახლოვდა წვერიანი, ხელზე ჩაეჭიდა და წამოაყენა)–სიამოვნებით გიხმარ! (თვალები აუელვარდა და ამაზრზენად გაიცინა)
–აქეთ არ გიხმარო შენი დედა შევ*ცი! ცინიკურად და დამცინავად წარმოთქვა ნიტამ და მოწოლილი ადრენალინი და მუხტი იმ ერთ დარტყმას გაატანა, რომელიც წვერიანის მიმართულებით იყო. ეს უკანასკნელი მოულოდნელობისგან უკან გადავარდა, ერთდროულად რამდენიმე მისცვივდა ნიტას, რომელმაც იქვე დაგდებულ დიდ რკინის ჯოხს ხელი მოჰკიდა და ერთ–ერთი თავდამსხმელის მისამართი მოიქნია, უკნიდან ხელები შემოეხვია და წინიდანაც აპირებდნენ ხელის დარტყმას, მან კი თავი დახარა იდაყვი უკან მდგომს ამოარტყა, მერე მარჯვენა ხელი დაუჭირა და გადაუგრიხა, ასე ჰყავდა გაკავებული და ამავე დროს წინიდან მოსულს წიხლი ამოარტყა, მერე ის ვისი ხელიც ეჭირა მოიქნია და ძირს დაახეთქა, სწორედ ამ დროს იგრძნო ზურგში მძიმე საგნის ჩარტყმა და არემარეც სიბნელემ მოიცვა...
***
ყურებში წუილი ჩაესმოდა, კეფა ეწვოდა და კისრის არე დაჭიმული ჰქონდა. თვალდახუჭულიც ხვდებოდა რომ სკამზე იყო მიბმული, ნელნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს, თავი დახრილი ჰქონდა, ამიტომ ქვეშიდან ამოხედა მის თავზე მდგომებს, ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა როცა სამი მამაკაცი დაინახა
–ამდენად შეგეშინდათ? ხრინწიანი ხმით თქვა და მთელი ირონია ჩადო ამ სიტყვებში
–ძალიან საინტერესო ვინმე ხარ! იდუმალებით აღსავსე! ბოხი ხმა გაიგო მამაკაცებს უკან და მათი გაწევის შემდეგ როგორც ჩანს მთლად უფროსი იდგა მის წინ, ნიტამ მხოლო ჩაიცინა და ჯიქურ მიაშტერდა თვალებში–ახლა რა უნდა გიყო?! მამაკაცმაც მას მიაპყრო მზერა
–დარმუნებული ვარ მოკვლას არ მიპირებ, აი წამებით კი კარგად იცოდე რომ არაფერს ვიტყვი! უტეხი იყო ნიტას ტონი
–რა იცი რომ არ მოგკლავ? ეჭვნარევად ჰკიტხა მის წინ მდგომმა
–აქამდე მომკლავდი! გამომწვევად შეხედა ამირეჯიბმა
–იქნებ მომენტს ველოდები
–მაშინ ჩათვალე რომ ხელიდან გაუშვი! უთხრა და სკამიანად გადაყირავდა უკან, ხის სკამი წამსვე გატყდა და ნიტაც თავისუფალი აღმოჩნდა, ბიჭები მაშინვე მივარდნენ და აქეთ–იქიდან ჩასჭიდეს ხელი, გოგონამ კი მარცხნივ მდგომს თავი ჩაარტყა სახეში, მეორეს კი ყ7ურზე სწვდა და ნახევარი ხორცი მოაგლიჯა, მასთან მივარდნილებს ისე იშორებდა თითქოს რამე სასიამოვნოს აკეთებდა, ამავე დროს იქაურობას ათვალიერებდა და ჩიპის სავარაუდო ადგილსამყოფელს საზღვრავდა, სარდაფივით ოთახში მყოფმა ნამსხვრევებად აქცია იქაურობა, მამაკაცი აღფრთოვანებული უყურებდა ქალს, რომელიც ოსტატურად იბრძოდა და ამ ბრძოლისგან ერთობოდა, ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ელოდა თავისი უვიცი ქვეშევრდომები როდის მოახერხებდნენ ნიტას შეპყრობას, მაგრამ საქმე ისე მიდიოდა რომ იძულებული გახდა მისკენ წასული ნიტასთვის იარაღი მიებჯინა შუბლზე
–ერთი ნაბიჯიც და არ დაგინდობ! საზარლად გაიჟღერა მამაკაცის ხმამ
–ოხ, როგორ შემეშინდა! ისევ ის ტონით ნათქვამი სიტყვა და წამში ჰაერში აღმოჩენილი ნიტას ფეხი, რასაც მამაკაცის ხელიდან იარაღის გავარდნა მოჰყვა. სრულიად მარტო დარჩენილ ნიტასა და მის მოწინააღმდეგეს შორის წესით ორთაბრძოლა უნდა გამართულიყო მაგრამ მოულოდნელად ამირეჯიბს ჰაერში გაუშეშდა ხელი როცა ნაცნობ გამყინავ მზერას წააწყდა
–დემეტრეეე! გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა წამოიძახა
–ნიტა ადგილზე დარჩი! ზუსტად მზერის შესაფერისი ტონით უბრძანა არღვლიანმა და მისკენ დაიძრა
–რა გინდა აქ? გაოცებულმა ჰკითხა როცა საქმრომ მკლავში ხელი ჩაავლო და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა
–შენთვითონ რა გინდა! ამოიღე ხმა რა გინდა! არავისზე ფიქრობ გოგო? გამაგებინე ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობ! ჭკუიდან მშლი უკვე! იმ დედმო*ნულის გამო რას აკეთებ ხვდები?! როგორც კი ერთ–ერთ ოთქხში შეაგდო მაშივე უღრიალა მთელი ხმით
–ესეიგი შენ გაქ ის ჩიპი! ხმადაბლა უთხრა და ცალყბად ჩაიცინა–ბედის ირონია!
–გოგო! რა დროს ჩიპია მე რაზე გელაპარაკები! ნაპერწკლებს ყრიდა დემეტრე თვალებიდან და ცოტაღა აკლდა ხელით არ შეხებოდა
–ხომ ხედავ ცოცხალი ვარ!
–მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! დაუღღიალა და ქამრიდან იარაღი ამოაძვრინა–ეს გამომართვი და მესროლე! სწრაფად!
–შიგ ხოარ გაქ... აღშფოთებულმა დაუყვირა
–მაგ სიტყვებისთვის მერე ნოგხედავ! მიდი რაღას ელოდები! იფიქრებენ რო მომერიე და გაიქეცი! მალე! ნიტას ისტერიული სიცილი აუტყდა რაზეც დემეტრე უფრო და უფრო გიჟდებოდა, ბოლოს მხრებში სწვდა და კედელს მსუბუქად მიახეთქა–სანამ დროა აქედან აახვევ!
–გგონია გაქცევა მინდა? დამცინავად ჰკითხა–მე მხოლოდ მაშინ მიჭერენ როცა ამის საშუალებას თავად ვაძლევ! ასე რომ როგორც შემოვედი ისე გავალ–ოღონდ ჩიპიანად!
–ანუ იცოდი რომ აქ მოგიყვენდნენ! თავისთვის ჩაილაპარაკა არღვლიანმა–დაგეგმილი გქონდა ხომ ასეა!
–ნელნელა ტვინი გეხსნება! გაღინებულმა უპასუხა
–ჩემზეც იცოდი, იცოდი? მოჭუტული თვალებით ჰკითხა
–შესაძლოა, ეშმაკურად გაუღიმა გოგონამ
–მაშინ რატომ გქონდა გაოცებული სახე! მიპასუხე! კედელს ისევ მიანარცხა და უღრიალა, ცოტა ხანს თვალებში უყურებდა, მერე თითქოს ცივმა ოფლმა დაასხა მამაკაცს და წამსვე გახსნა წარბები რომელიც ფიქრის დროს შეჭმუხნული ჰქონდა–ს ყველაფერი ყურადაღების გადასატანია! მე აქ არ უნდა ვიყო! გონს მოეგო, ხელი შეუშვა ნიტას
–დადადაააააამ! კმაყოფილმა წამოიძახა ნიტამ და წამში გასიმა აფეთქების ხმა.....
***
ესეიგი ხალხოოო–როგორ მომნატრებია წერა ახლა მივხვდი... უბრალოდ ნამუსი არ მაძლევს საშუალებას ბოდიში მოგიხადოთ... მიხარია ის ფაქტი რომ ამდენი ხანი ელოდით ამ ისტორიის გაგრძელებას, ზოგს ჰგონია რომ აღარ ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი:რასაც ვიწყებ იმას ვასრულებ კიდეც და არ ვწყვეტ, უბრალოდ ვერ მომიხერხდა დაწერა!
სავარაუდოდ ორ თავში დასრულდება ეს ისტორია, არ ვაპირებ უაზროდ გავწელო, ამ ტავთან დაკავშირებით ველი მოსაზრებებს... იმედია იმდენად გაბრაზებულებიც არ ხართ რომ აზრი არ დააფიქსიროთ ...
პ.ს. სურათზე წყვილია გამოსახული სავაჭრო ცენტრში მოლარესთან საუბრისას <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ღმერთო
თვალებს არ დავუჯერე რო ნამდვილად ეს იყო...

 


№2  offline წევრი jina

nawkas12345
ღმერთო
თვალებს არ დავუჯერე რო ნამდვილად ეს იყო...

nwnw unamuso me :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ცოტა დბნეული ვარ , სიმართლე გიტხრა. კარგი თავი იყო.
მე ვიტყოდი ეფექტური:დდდ
გელოდები მოუთბენლად

 


№4  offline წევრი jina

nawkas12345
ცოტა დბნეული ვარ , სიმართლე გიტხრა. კარგი თავი იყო.
მე ვიტყოდი ეფექტური:დდდ
გელოდები მოუთბენლად

ram dagabnia :D tu tame ver gaige istoriashi mkitxe :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

dabneuli var Seni gamoCeniT Tore ise araferi kaco :dd

 


№6  offline წევრი jina

nawkas12345
dabneuli var Seni gamoCeniT Tore ise araferi kaco :dd

aham gasagebia <3

 


№7 სტუმარი Guest Mimi

Shen vin yofilxar to. Erti amosuntqvit wavikitxe yvela tavi da agtacebas ver vmalav s a o c a r i a ase mgonia gamocdili rejisoris scenars vkitxulob .. martla yochag kargi xar! Aucileblad gaagrdzele ..wera namdvilad sheni saqmea..me ki kitxva mexerxeba :D

 


№8  offline წევრი jina

Guest Mimi
Shen vin yofilxar to. Erti amosuntqvit wavikitxe yvela tavi da agtacebas ver vmalav s a o c a r i a ase mgonia gamocdili rejisoris scenars vkitxulob .. martla yochag kargi xar! Aucileblad gaagrdzele ..wera namdvilad sheni saqmea..me ki kitxva mexerxeba :D

vaime ugrmesi madloba, verc warmoidgen rogor gamaxare <3

 


№9  offline წევრი nini sabauri

როგორ მომენატრე ვერ წარმოიდგენ...გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული უსაზღვროდ heart_eyes მაგრამ თან დიდად დამაინტრიგე:დდ იმედია დემეტრეს ცოცხალს დამიტოვებ:დ
მიყვარს ეს ისტორია ისევ და ისევ kissing_heart heart_eyes

 


№10 სტუმარი Guest Mimi

Moutmenlad veli axal tavs male gaagrdzeleb?

 


№11  offline წევრი jina

nini sabauri
როგორ მომენატრე ვერ წარმოიდგენ...გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული უსაზღვროდ heart_eyes მაგრამ თან დიდად დამაინტრიგე:დდ იმედია დემეტრეს ცოცხალს დამიტოვებ:დ
მიყვარს ეს ისტორია ისევ და ისევ kissing_heart heart_eyes

mec gamexarda chemo gogov sheni damaxva :* :* vecdebimolodini ar gagicruot <3

Guest Mimi
Moutmenlad veli axal tavs male gaagrdzeleb?

vecdebi male davdo <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ასე აღარ დააგვიანო რა
რა იყო ახლა ეს.მეგონა ურთიერთობა დაულაგდათქო და ისევ აურიე.მალე დადე რა ახალი თავი
--------------------
ლანა

 


№13  offline წევრი nio

ვაი გული! არ მჯერა არა არ მჯერაააააა

 


№14  offline წევრი jina

La-Na
ასე აღარ დააგვიანო რა
რა იყო ახლა ეს.მეგონა ურთიერთობა დაულაგდათქო და ისევ აურიე.მალე დადე რა ახალი თავი

vecdebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent