სიყვარულის მსხვერპლი (სრულიად)
⦑სიყვარულის მსხვერპლი⦒ დღეს დაბადების დღე მაქვს.დილიდან ვემზადები.მეგობრებს ველოდები და როგორც შემიძლია შემიძლია მესიჯებს და ზარებს ვპასუხობ.გუშინ,რომ გადაცდა სოციალური ქსელი აფეთქდა.მხოლოდ მეგობრებს ვეპატიჟები გოგოებს,რადგან მინდა ეს დღე კარგად გავატარო ყოველგვარი ჩხუბის გარეშე,რომლებიც ჩემს დაბადებისდღეზე ხდებოდა,როცა 60-70 კაცს ვპატიჟებდი.მოკლე ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,კეტები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავდიოდი გიო დინამიკებს,რომ მიათრევდა. -დაგეხმარო? ხელი მივაშველე. -შენ წადი იმათ გახედე მოვიდოდნენ. ხელი არ მომაკიდებინა ისე შეიტანა ოთახში.კარებს მივუახლოვდი თუ არა მაშინვე გავიგე სიცილი და კივილი.კარები გამოვაღე და გული ამომიხტა და გაიქცა.ნატუკა,ანასტასია,ნუცა,კატო და გუკა.ბავშვები მეხუტებიან მილოცავენ მე კიდე შოკში ვარ ისევ.გუკაც მოიწევს ჩემსკენ. -გილოცავ! -მადლობა. ძლივს ვამბობ და ცოტა მოვდივარ აზრზე. -შემოდით ეხლა. ვამბობ და ყველა შემოდის ახლა კი დედაჩემისკენ ინაცვლებს მილოცვები.მეც ვუერთდები და გუკას ვაცნობ. -ეს დედაჩემია მაკა ეს გუკაა ნატუკას ნათესავი. დედაჩემი უღიმის თან შეუმჩნევლად ათვალიერებს.-ქვემოთ წავიდეთ გიო უკვე იქ არის. წინ ვუძღვები და ქვემოთ ჩავდივართ.ახლა გიოსთან არის მილოცვები,გიომ იცის ყველაფერი გუკასაც იცნობს,მაგრამ ჩემს გამო კარგი ძმაკაცები აღარ არიან.გიოს ყველაფერს ვუყვები,ხანდახან ვეღადავები დაქალივით ხარ თქო,ის კი მპასუხობს ვით რა შუაშიაო? :დნატუკას ვეჩურჩულები დასხდომისთანავე. -ამას აქ რაუნდა? -აქედან საქმეზე მივდივართ და წამოვიდა.მეუბნება თან ეღიმება და თვალს გუკასკენ აპარებს. -საზიზღარი ხარ! ოდნავ ხმამაღლა ვეუბნები და ახლა ბავშვებს ვუბრუნდები. -ვინ დაიწყებს ჩემ დალოცვას?ვამბობ თუ არა გიო ფეხზე დგება სასვე ჭიქით და იწყებს. -ლიზა გილოცავ მრავალს დაესწარი.ყოველთვის ღიმილი მენახოს შენს თვალებზე და მხოლოდ სიხარულის ცრემლები.ცხოვრებაში შენი გეგმების სირლულეში მოყვანას გისურვებ.ჩემი ყველაზე საყვარელი და ხარ და იცი,რომ შენს წყენას არავის ვაპატიებ.ყველა შენი სურვილის და ოცნების ასრულებას გისურვებ და ძალიან მიყვარხარ! დასრულებისას ერთხელ გუკას გახედა და გადაკრა.გიო ყოველთვის თბილი არ არის და მის სიტყვებზე ამეტირა.ჭიქა დაცალა თუ არა მაშინვე შემომხედა. -კაი ახლა არ იტირო რა გითხარი ახლა სატირალი?! ოდნავ ბრაზით მითხრა და ძალით გავუღიმე.-აი ეგრე. გაეღიმა თვითონაც.მოკლედ ყველამ დამლოცა და თბილი სიტყვებით შემომკო.გუკას დროც მოვიდა და განაცხადა უცებ. -მე არ ვსვამ. ხო წარსულია,მაგრამ ეკალივით დამერჭო მისი სიტყვა გულზე.ვიცი პატარა აღარ ვარ,მაგრამ მისგან მეწყინა.დაბადების დღე წელიწადში ერთხელ მაქვს და პირველად დაესწრო ისიც,ნუთუ ოდნავი სირცხვილის გრძნობა არ აქვს,რომ ასე ზის. -კაი რა ერთი ჭიქა. ანასტასიამ თავი ამოწია მობილურიდან. -არუნდა?ნუ ეხვეწებით. ვთქვი და ჭიქით ავდექი. -ყველას დიდი მადლობა ვინც დამლოცეთ ძალიან მიყვარხართ ყველა.თქვენთან ერთად ბედნიერიც ვიქნები,სიხარულის ცრემლებიც წამომივა,საყვარელ ადამიანებთანაც ვიქნები,ოცნებებიც ამიხდება.თქვენთან ერთად ყველაფერი იქნება მაგრად. ისე დავასრულე გუკას გარდა ყველას შევხედე.გადავკარი დავჯექი.ნელა შევყევით ჭამა-სმას მუსიკებში და ცოტა,რომ შეთვრა გიო ჭიქა გაავსო და გუკას ხმაურიანად დაუდო.-რამე მაინც თქვი.პირველად ხარ აქ მერე კიდე დაბადებისდღეა ყველა ვსვამთ,ყველამ დავლოცეთ შენს გარდა და მე მიტყდება ასე,რომ მიზიხარ აქ. მიაწვა გიო ბრაზით.გუკამაც ტელეფონი გვერდზე გადადო და გიოს მიუბრუნდა -აქედან საქმეზე მივდივარ მანქანით და ნასვამი ვერ დავჯდები.ნერვები მეშლებოდა გუკას ლაპარაკზე.ასე თუ უნდა მჯდარიყო რას მოდიოდა.ნატუკა ჩემ სახეს ამჩნევს და ახლა ის ამბობს. -მე ჩემ გოგოსთან ვრჩები ეგ საქმე. ღიმილით ამბობს და მზერა გუკაზე გადააქვს. -კაი წავალ მაშინ თუ რამე დამირეკე. გუკა ეუბნება ნატუკას და დგება.ვერ ავღწერ რა დამემართა ვიძახდი წარსულია მეთქი,მაგრამ ისე მეწყინა და მინდოდა დარჩენილიყო ლამის ტირილი დავიწყე.ყელში ბურთი გამეჩხირა და თვალები ამიცრემლიანდა.რაც უფრო ვიკავებდი ცრემლს ეს ბურთი მახრჩობდა.გუკა ყველას დაემშვიდობა ბოდიში მოიხადა და გიოსთან ერთად გავიდა.უკვე აღარ შემეძლო ავდექი და სწრაფად წავედი სააბაზანოსკენ.სანამ შევიდოდი გიოს ლაპარაკი გავიგე,გუკას ელაპარაკებოდა. -ხო იცი ამდენი წლის შემდეგაც,რომ უყვარხარ.გახდა 20ის,მაგრამ ვერ გაიზარდა ახლაც თავს დავდებ ტირის.ამას არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ არ შემიძლია მისი ამ დღეში ყურება ან საერთოდ არ გაეკარო,არ დაენახო ან თუ გიყვარს მიდი და უთხარი.ნუ ტანჯავ ოღონდ. გიო გაჩუმდა. -აქ რას აკეთებ? უცებ შევკრთი და შეუმჩნევლად მოვიწმინდე თვალზე ცრემლი.მოვტრიალდი და ნატუკა,რომ დავინახე სწრაფად გადავეხვიე.-ხო არ იტირე?? მეკითხება და ხელებს მჭიდროდ მხვევს. -არა. ვცრუობ დაუფიქრებლად. -ხო მართლა რჩები? ვიცილებ და ნაძალადევად ვუღიმი. -იცი რატომაც ვთქვი ეგ.ნიკა ამოვა და წამიყვანს. ამბობს დანანებით.უცებ ნერვები მეშლება და დაგროვილ ბრაზს ნატუკაზე ვანთხევ. - რა დაგემართა შენ??ჯერ ეს ამომითრიე და დაჯდა დამსწრესავით ახლა ნიკა წამიყვანსო რამე ხო არ გადაყლაპე? იცი ხო რაც მოხდება ეგ რო აქ მოვიდეს. ემოციებს ვეღარ ვიკავებ და გზას იკვლევენ ცრემლები.ნატუკა მეხვევა და მამშვიდებს.იცის,რომ ნიკა არაფერ შუაშია.ამის დედაც ასეთი დაბადებისდღე არ მინდოდა.ეს ბედნიერების ცრემლები უნდა იყოს. -გიო მოდის. ჩურჩულებს ნატუკა და ცრემლებს ვიწმენდ. -წამო დავსხდეთ. ვამბობ და გიოს არც ვუყურებ ქვემოთ ჩავდივარ.ვჯდები და ვზივარ სანამ ტორტი არ შემოაქვს მაკას,მერე ვაქრობ სურვილის გარეშე და ვჯდები ისევ.ვიღაც გუკას გამო რატო უნდა ვიფუჭებდე ხასიათს ხო??მაგრამ არ შემიძლია....7 წლის წინ... საიდან დავიწყო არ ვიცი როგორ მომეწონა და საიდან შემიყვარდა აზრზე არ ვარ. ერთ ღამეს მომწერა სრულიად მოულოდნელად და მანდედან დავინტერესდი.მერე ყოველ დღე ვნახულობდი და მისმა გარეგნობამ ჭკუა დამაკარგვინა.დადგა ჩემი დაბადების დღე და 14 წელი შემისრულდა.მაგ დღეს ისე ველოდი მისგან მოლოცვას,მაგრამ არა.იშვიათად მწერდა,მაგრამ ხშირად ვნახულობდი.ნატუკამაც იცოდა და ანასტასიამაც უბრალოდ არ ვსაუბრობდით მაგ თემაზე.მერე სამუდამოდ დაზუსტდა,რომ ვაბშე არაფერი გრძნობა არ ქონია.ამას,რომ ვხვდებოდი ცოტა რბილად გადავიტანე,მაგრამ მე უკვე სიგიჟემდე მიყვარდა.ყოველ დღე მასზე ფიქრით ვიღვიძებდი და ვიძინებდი.მის სახელზე გული მიჩქარდებოდა.მერე?? მერე ასეთი ჩემი თავი ვეღარ ავიტანე და ყოველდღე ვარწმუნებდი ჩემ თავს,რომ დასრულდა ყველაფერი და უნდა დამევიწყებინა მე ის აღარ უნდა მყვარებოდა. გამომდიოდა? არა ეს სიტყვები კი ჯდებოდა თავში,მაგრამ მის უკან იყო გუკა.არც დანახვაზე აღაფერზე რეაქცია არ მქონდა.პროსტა მისალმება შემოგვრჩა.შემდეგ ნატუკას მოვუყევი ყველაფერი და ისიც ვუთხარი აღარ მიყვარს თქო.რა ვიცოდი თუ მეორე დღეს ყველას ეცოდინებოდა.ანასტასიასაც მოვუყევი,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ გუკამ იცოდა და რაც შემდეგ ნატუკასგან გავიგე საშინელი რეაქცია ქონდა.ჩემი სიყვარული არ მიიღო.აქ დამთავრდა ჩვენი შემთხვევითი შეხვედრებიც მისი მოგდებული სალამიც მაღიზიანებდა და სამყარო არსებობდა მისთვის ჩემს გარეშე და ჩემთვის ისევ სადღაც გულის ნაწილში მასთან ერთად.ასე მოვედით დღევანდელ დღემდე...ნუცა და კატო მიდის.ნატუკა ნიკას ურეკავს და მალე ისიც მიდის.ანასტასიაც მემშვიდობება და მიდის.ისევ მაგიდასთან ვზივარ გაშეშებული.ვერ ვგრძნობ როგორ აცივდა,უკვე საღამოა.დედას აულაგებია მაგიდა.თბილი ჟაკეტით გიო მოდის და მაფარებს თან ისიც მეხუტება. -გუკამ რა გითხრა? ჩემს ბაგეებს მოულოდნელი კითხვა სწყდებათ და ჰაერში ჟღერს. -მამა მოვიდა არ ნახავ?? მეკითხება დაუფიქრებლად.ვდგები და ზემოთ მივდივარ.სამზარეულოში მამა მხვდება და გულში ვიკრავ. -როგორ მომენატრე! ხელებს ვხვევ.ნელა მიცილებს და პატარა ყუთს მაწვდის. -გილოცავ ჩემო პრინცესა! -მადლობა! ყიუთს ვხსნი და ყელსაბამია შიგნით ასო A აწერია.ვერ ვხვდები ა რატოა.გაოცებული ვუყურებ მამას,მერე დედას რომელიც სამ პატარა ყუთს მაწვდის.ორი დედასგან და გიოსგანაა ერთიც ჩემი პატარა დაიკოსგან რომელიც უკვე 2 წელია ამერიკაშია ბებიასთან სასწავლებლად.ყველგან ყელსაბამია და საბოოლოოდ ამ ასოებით LIZA იწერება.სამკუთხედის ფორმას ქმნის და სახელი ზემოდან ქვემოთ ასოებით იწყობა. -მადლობა ძალიან ორიგინალურია!! ყველას გულში ვიკრავ და ქრისტი მაკლია.ჩემი პატარა პრინცესა.საჩუქრებით ოთახში ავდივარ და ლოგინზე ვეხეთქები.ტვინში მარტყამს ერთი აზრი და გიოს ვეძახი.ლოგინზე ვჯდები და დაფეთებული გიო კარს აღებს. -რა მოხდა? მეკითხება და გვერდით მიჯდება. -ხვალ ბათუმში დავაწვეთ სასტავი რაა. ღიმილით ვეუბნები და გიოსაც ეცინება. -ოქეი.ბიჭებს გადავურეკავ და მოვემზადები. ღიმილით მკოცნის შუბლზე და თავისთვის ჩურჩულებს,მაგრამ მესმის. -მთავარია შენ გაიღიმო და ყველაფერს ვიზამ.ოთახს ტოვებს და ნატუკას ვურეკავ. -რას შვები? -რავი დაჩისთან ერთად გარეთ ვარ შენ? -არაფერს,გოგო ხვალ ბათუმში მივდივართ მე და გიო და სასტავს ვკრებთ ხო წამოხვალთ?მომიკითხე ეგ გველი. სიცილით ვეუბნები დაჩიზე. -აუუ მაგარიაა კი წამოვალთ.ამანაც მოგიკითხა. იცინის ნატუკაც. -კაი გაემზადე მალე დილით 8ზე გამოგივლით მანქანა დაითრიე ჩემთან რამდენი ჩაგაჯინოთ. ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ.ახლა ანასტასიას ვურეკავ. -რას შვები? -რავი არაფერს შენ? -გოგო ხვალ ბათუმში მივდივართ და ხო წამოხვალ?? -რა თქმა უნდა. -კაი გაემზადე მაშინ. ვუთიშავ და გიოსთან გავდივარ. -დაურეკე ვინმეს?? -დათო და ბექა მოდიან.მე შენ და ნატუკა ჩემ მანქანაში და დათოსთან ბექა და ტასო. -ჰოო და ჩვენთან დაჩიც. გავეკრიჭე გიოს. -კაი ჩავეტევით მაინც. ხელს მკიდებს და მისკენ მითრევს. -აღარ იტირო თორე ვერ ვუძლებ ლიზ. გულში მიხუტებს და ცრემლებს ძლივს ვიკავებ.რა გულჩვილი ვარ რაა.იმ ღამეს გიოს იმდენი ველაპარაკე ბოლოს ჩემს ოთახში წიხლით მტენიდა.გუკას გარდა ყველაფერზე ვილალარაკეთ იმდენი ვიცინით მაკა ხალათით დაგვადგა.მაინც ვერ დავიძინე და ბარგი ჩავალაგე ერთი ჩემოდანი გამოვიდა.მთელი ღამე არ მიძინია და დილით მკვვდარი სახით ვდგები.წყალს ვივლებ და ქვემოთ ჩავდივარ.თორნიკე წასულია უკვე და მაკა სამზარეულოში ფუსფუსებს. -დილამშვიდობისა! ვამბობ და სკამზე ვჯდები. -ჯერ 7 საათია დაგეძინა კიდევ. მეუბნება და ტრიალდება. -გოგო რას გიგავს თვალები წადი დაიძინე! კრთება მაკა ჩემს დანახვაზე. -ბათუმში მივდივართ რა დროს ძილია! გიო შემოდის ოთახში. -თვალები რას გიგავს რა არის? ახლა გიო იწყებს. -ოოო მანქანაში დავიძინებ რა.ტელეფონი მათხოვე ნატუკას დავურეკო და მშია დე. თვალებით ვეხვეწები და გიოს ტელეფონს ვართმევ. -ბიჭები მოვლენ ახლა და ჩაიცვი მალე. ამბობს გიო და ოთახიდან გადის. -ჰოო. ნამძინარები ხმით მპასუხობს ნატუკა. -გოგი აეგდე უნდა გამოგიარო! ვუკივი ტელეფონში და ზუსტად ვიცი ლოგინიდან ვარდება,მე კი სიცილი მიტყდება.-ჩვენ მანქანაში ჩაჯდებით თქვენ და ჩაიცვი მალე!! ვეუბნები და ვთიშავ. -ლიზა,ტოსტებს გავაკეთებ და გზაში ხო შეჭამთ?გუშინვე გეთქვათ ადრიანად ხაჭაპურებს დავაცხობდი. დანანებით ამბობს მაკა. -არაუშავს დე, ბევრი ტოსტი გააკეთე და ზოგი ყველით. ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი და ოთახში ავდივარ.საჭირო ნივთებს ჩანთაში ვაწყობ,სწრაფად ვიცვამ და სათვალეს ვიკეთებ.ჩემოდანს ხელს ვკიდებ და მივათრევ.კიბეებზე ბრახაბრუხით ჩამაქვს და გაოცებულ დათოს და ბექას ვეხვევი. -მომენატრეთ! ორივეს ვუღუტუნებ ჩემი ჭკუით და მალევე მე ვკისკისებ.ესენი ჩემნაირი გიჟები არიან.-თქვენ ტასოს გაუარეთ და წადით ჩვენც გზაში დაგეწევით. ეუბნება გიო ბიჭებს და ისინიც გადიან. -გზაში იყიდეთ რამე.ფული თუ დაგაკლდეთ დამირეკეთ გადმოგირიცხავთ. დიდ კონტეინერს მაწვდის მაკა და შვილებს გულში გვიკრავს. -ომში კი არ მივდივართ! სიცილით ამბობს გიო. -კეთილი მგზავრობა!! უკვე მანქანაში ჩამსხდრებს მაკა გვეუბნება.ნატუკასთან მალევე ავდივართ. -გამარჯობა! სახლში შესვლისას ვესალმები ნატუკას დედას.მამამისი სულ სამსახურშია მის ძმას ნიკას კი ალბათ გაგუდულს სძინავს. - ნატუუ! მოურიდებლად ვეძახი და ისიც მალე გამოდის.ჩემოდანს მოათრევს თან დედას სიხარულით ემშვიდობება.მანქანაში ვსხდებით და დაჩისკენ მივდივართ. -სახლთან გველოდება. ამბობს ნატუკა.ნახევარ საათში უკვე ორი მანქანა ბათუმისკენ მიქრის.მანქანაში მე წინ ვზივარ ფეხებმოკეცილი და ყურსასმენებში sam smith-ის stay with me ჟღერს.უკან ნატუკა მთელ სკამზეა გაწოლილი და დაჩის კალთაში თავი უდევს.ის კი თმებს უწვალებს თან რაღაცაზე ჩუმად ელაპარაკება.ტელეფონი ინთება და ტასოსგან შეტყობინება მომდის,რომ მგონია მლანძღავს აქ ვისთან დამაჯინეო რადგან არცერთს არ იცნობს პირიქით.ამათ რატო არ ვიცნობდიო!? მეღიმება და გიოს ვუყურებ.ჩემი სუნთქვაა.მის გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა.მან ყველაზე გვიან გაიგო ჩემი ამბავი რადგან არიყო ასეთი მზრუნველი ძმა.დღეს გარეთ ათენებდა და აღამებდა უამრავი შეყვარებული ყავდა.ერთ დღესაც შუაღამისას მოვიდა სახლში ალკოჰოლის სუნად გაჟღენთილი,მე დივანზე ვიჯექი და ჩუმად ვქვითინებდი.16 წლის ვიყავი.სულ მეღადავებოდა ყველაფერზე,ისე მექცეოდა თითქოს რობოტი ვიყავი და გრძნობები არ გამაჩნდა.დღე არ გავიდოდა,რომ არ გვეკამათა და ის გამარჯვებული მე კი აცრემლიანებული არ ვყოფილიყავი.იმდღესაც ირონიით მკითხა. -რომელმა უბედურმა დაიმსახურა შენი საწყალი ცრემლი?? მაშინაც იგივე მიზეზი მქონდა.გუკა და ისევ გუკა.იმ დღეს ვნახე და ჩემდა გასაკვირად ისე ავაწყვეთ ურთიერთობა ერთ წუთში ვერავინ იფიქრებდა,რომ მას გრძნობები არ გააჩნდა ჩემს მიმართ.ნატუკაც იქ იყო ტასოც და კიდევ ჩემი რამოდენიმე მეგობარი.საღამომდე ერთად ვიყავით,იმდენი ვიცინეთ ისე ვიყავით თითქოს რაღაც აეწყოო.თავისი ჟაკეტიც კი შემომახურა.მერე ვიღაც გოგო მოვიდა ყველა ზიზღით შეგვათვალიერა და გუკას ლაპარაკი გაუბა.კაი მარტო ეს,რომ ყოფილიყო არაფერი,მაგრამ გუკამ მე წავედიო და ჟაკეტიც გამომართვა,იმ გოგოს შემოახვია და წავიდნენ.მთელი დღის ემოცია მაშინ ამოვანთხიე და გიო კიდევ მიმატებდა.გუკაზე გაბრაზებული მას დავეტაკე.ყოველთვის ასე ხდება მასზე გაბრაზებული სხვებზე ვიყრი ჯავრს და სხვებს ვტკენ. -გიო საკმარისია!გეყო ამდენი დამცირება!ამომივიდა ყელში ნუ გგონია,რომ გრძნობები არ მაქვს,მეც მტკივა და მეც განვიცდი.სულ ჩემს დამცირებას როგორ ცდილობ??ოდნავადაც არ გებრალები??შენ დად არ მიმიჩნევ??მე ამდენის მოთმენა აღარ შემიძლია.რომელ ერთს გაგიმკლავდეთ,აღარ შემიძლია.არა!არ შემიძლია!დავიღალე! ბოლო ხმაზე ვუყვიროდი გაოცებულ გიოს,რომელიც ჩემგან ამას არასდროს ელოდა.ბოლო სიტყვები ჩავიხვიე და ჩავიკეცე.ჩემს ყვირილზე მაშინ მაკაც გამოვიდა.ყველაფერს,რომ მიხვდა მოვიდა და ოთახში წამიყვანა.ნელ-ნელა ჩვენს შორის ყველაფერი დალაგდა.სადაც მე ვიყავი იქ იყო გიოც.მეც ამის შემდეგ გავუმხილე ყველაფერი.კარგად ვიცოდი გუკა და გიო ძმაკაცები იყვნენ,მაგრამ მე გიოს და ვიყავი.რა თქმა უნდა მათ ამის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა.სიმთვრალეში უამრავჯელ ულაპარაკია გიოს მასთან და სულ ერთიდაიგივე.ლიზას ან შეეშვი ან შეიყვარე გულს ნუ ტკენ,მაგრამ ის მუდამ იქ ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი და სულ ჩემით ერთობოდა.ასე მოვედით აქამდეც. -რა მოხდა? ფიქრებიდან გიოს კითხვამ გამომიყვანა. -თვალი გამიშტერდა. სკამზე ვიშმუშნები. -რატომ გავჩერდით?ვეკითხები,როცა ვხედავ ანასტასია ჩვენი მანქანისკენ მოდის. -რამე ვჭამოთ. ღვედს იხსნის გიო და გადადის. -გამოფხიზლდი! მხარზე ხელს მისვამს ნატუკა, მეც ღვედს ვიხსნი და მათთან გადავდივარ.კაფეში შევდივართ და მენიუს ვათვალიერებთ. -სადღაც ორ საათში ჩავალთ და პროსტა წვენები და ხაჭაპურები ვიყიდოთ. ამბობს დათო. -ჰოო რა გზაში კიდე ამას იმდენი ტოსტია აქვს ორი კვირა გვეყოფა. ამბობს ნატუკა სიცილით. -7 ხაჭაპური და 7 კოკა-კოლა. უკვეთავს გიო და ადგილს იკავებს. -ისე მაგარი ქენით რაა.მარაო გამიტყდა გუშინ და სიკვდილს გადამარჩინეთ. იცისნ ბექა და პოზიტივი შემოაქვს ჩვენში. -აჰაა ხაჭაპურებიც მოვიდაა. იძახის დაჩი.თვალის დახამხამებაში იჭმევა.წვენებს ინაწილებენ და ყველა საფულეს ხსნის.სიცილი მიტყდება და ვდგები. -ჩაეყარეთ მანქანაში ახლავე.ყავა გინდათ ვინმეს? -ჩვენ წამოგვიღე. კარებში გასული ნატუკა მიყვირის და მეც სალაროსთან მივდივარ. -ოთხი კაპუჩინო და 4 დონატი. პატარა ყუთში მიწყობენ,საკრედიტო ბარათს ვატარებ და გავდივარ. -ესენი აიღე და მოვალ. ყუთს და წვენს ნატუკას ვაძლევ და კონტეინერით დათოსკენ მივდივარ. -ეს გზაში შეჭამეთ. სიცილით ვაწვდი ფანჯრიდან და მანქანაში ვბრუნდები. -ჭამონ იმათმა ცივი ტოსტები. იძახის ნატუკა და დონატს პირში ითხრის.ყველას გვეცინება და მანქანა ადგილს წყდება. -თქვენ ხო ისევ პატარა ბავშვები დარჩით. ეღიმება გიოს.ყავას და დონატს გემრიელად შევექცევი და მალევე ჩავდივართ ბათუმშიც.ბექას უკვე ნაქირავები აქვს სახლი და მის მანქანას უკან მივყვებით. -ამ დებილმა ხო ტარება ვერ ისწავლა. ნერვები ეშლება გიოს დათოზე,რომელიც უკვე მესამეთ გარბის წითელზე და მალევე პოლიციასთან ერთად უკან რჩება.ძლივს ვაღწევთ სახლამდე,რომელიც სანაპიროსთან ახლოსაა.ოთახში ჩემოდანს მივახოხებ და ლოგინზე ვეხეთქები.ასე თუ დამღლიდა მგზავრობა არ მეგონა.საღამოს სიგრილე მაღვიძებს და ვკრთები.ფანჯარა ღიაა,ნელა ვდგები და მას ვუახლოვდები.საოცრებაა მზის ჩასვლა.ყოველთვის მინდოდა მისთვის სანაპიროდან ქვებზე დამჯდარი მეყურებინა,მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი.ტანსაცმელს ვიცვლი და ქვემოთ ჩავდივარ.ეზოში ტასო ზის და ტელეფონზე კისკისით ლაპარაკობს.ჩემს დანახვაზე სახე ეცვლება და სწრაფად თიშავს.ყურადღებას არ ვაქცევ. -დანარჩენები სად არიან? -წყვილი მზის ჩასვლის საყურებლად გავიდა,ბიჭები ლუდის მოსატანად.შენ კარგად გეძინა? -ისე რაა. თვალებს ვიფშვნეტდა მაკას ვურეკავ. -დე რას შვები?-თქვენ რას შვებით შვილო?კარგად იმგზავრეთ?-კი დედა არ იდარდო.მამა მომიკითხე გაკოცეთ.-კაი ჩვენც დედი. ტელეფონს ვთიშავ და ზემოთ ავდივარ.საცურაო კოსტუმს ვიცვამ მის ზევიდან შორტს და მაიკას და გავდივარ.ქვემოთ ჩასულს ტასო ისევ ტელეფონზე ლაპარაკობს.შეუმჩნევლად გავდივარ და სანაპიროსკენ გზას მივუყვები.ტელეფონი მირეკავს გიოა.-ხო გიო.-სად ხარ?-გარეთ გამოვედი შენ?-სახლში მოვედით ბიჭები ნატუკაც და დაჩიც აქ არიან და მალე მოხვალ??-ალბათ. ვპასუხობ და ვუთიშავ.სანაპიროზე ცოტა ხალხია.ტანსაცმელს ვიხდი და ჩემს ჩანთასთან ვდებ.წყალი გრილია და მსიამოვნებს.ცოტახანი ვნებივრობ და ამოვდივარ.თბილ ქვებზე ნელამივაბიჯებ და გასახდელში შევდივარ.წყალს ვივლებ და ვიცვლი.თმის ბოლოებს პირსახოცით ვიმშრალებ და უკან ვიყრი.ბულვარში ბოდიალი ძალიან მიყვარს.ახლაც მის გზას დავადექი და ყველა მაღაზიაში შევდივარ.განა რამეს ვყიდულობ?თითქოს გულის გადასაყოლებლად.მალე მბეზრდება ესეც და გიოს ვურეკავ.-ბულვარი მკვდარია დროა ვიმოქმედოთ!!! აგენტივით ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ.ჩემს სისულელეზე სიცილი მიტყდება და სკამზე ვჯდები.-ვიმოქმედოთ! უკნიდან ბექა ყურში ჩამყვირის და ჭიქით წყალს მასხამს.-ვაიმეეე ცივიაა!! ვტრიალდები და ყველა მე მწუწავს.ბავშვებივით კივილით დავრბივართ მოცეკვავე ფანტანებთან და ერთმანეთს ვწუწავთ.პატარა ბავშვივით მიხარია.მაბედნიერებს მე ეს ხალხი.ისეთი საყვარლები არიან განსაკუთრებით ნატუკა და დაჩი.ვითომ დანებდნენ და ერთმანეთს კოცნიან უცებ კი დაჩი ხელში იტაცებს და ხიდის შუაგულში ამოფრქვეულ ფანტანში ტავით აყუდებს.-ვსო დავიღალე! ვამბობ სულ სველი და დაღლილი.ბავშვებიც მიჯერებენ.-ახლა ნაყინები ვჭამოთ. ამბობს დაჩი. ჩამოსასხმელ ნაყინს ვყიდულობთ.-ჩემი იცი რა გემრიელია? ეუბნება ნატუკას დაჩი.-გამასინჯე. ნატუკაც თხოვს და დაჩი ნაყინს სახეზე აზილავს.ყველას სიცილი გვიტყდება.-ნაგავო!! სიცილით კივის ნატუკა და მის რეაქციაზე უფრო ვუმატებ სიცილს.-შენ რა გაცინებს? მეკითხება გიო და თავზე მათხლიშავს ნაყინს.ღიმილი სახეზე მახმება,ვხედავ მენაყინე გოგონას როგორ დაენანა,ბავშვები კი გაჩერდნენ და ჩემს აფეთქებას ელოდებიან.გიოს ვუტრიალდები ნაყინს სახეზე ვაზილავ.-შენზე მეცინება! ვეჯღანები და ყველას სიცილი გვიტყდება.ასე სველები,ნაყინით სულ ტკბილიანები,დაღლილები და მაინც პოზიტიურები ვბრუნდებით სახლში და აბაზანაში შევქრივართ.აბაზანიდან ისეთი დაღლილი გამოვდივარ არაფრის თავი არ მაქვს.ხალათით ვეხეთქები ლოგინზე და სოციალურ ქსელში შევდივარ.ფოტოებს ვათვალიერებ როცა შეტყობინება მომდის.ვხსნი და გუკასგან არის.-როგორ ხარ? ვერ ავღწერ როგორ გამიხარდა და როგორ მეტკინა მისი მოწერა.ბედნიერი ვარ,რომ ვახსოვარ,მაგრამ ხომ ვიცი რაღაც უნდა ჩემგან ან კიდევ ყველამ მიატოვა და ჩემსკენ გამოეშურა.მის შეტყობინებას ვნახულობ,მაგრამ პასუხს არ ვწერ.ტელეფონს ვთიშავ და ლოგინზე გულაღმა ვწვები.მიკვირს სადამდე მოვედით.ისიც მიკვირს ნუთუ არაფერს არ გრძნობს 5 წელი გახდა რაც ისევ "მალულად" მიყვარს.ასეთი რა ადამიანი უნდა იყო,რომ იცოდე ვიღაცას უყვარხარ შენ კიდევ ყოველჯერზე გული ატკინო.ამ ფიქრებში ვარ და თვალებს ვხუჭავ იქნებ დამეძინოს,როცა კარს ნატუკა აღებს.-ხო არ გეძინა? ოთახში შემოდის.-ვაპირებდი დამეძინა. ლოგინზე გვერდით ვიწევი და ნატუკაც ჩემსავით წვება.-ქვემოთ არ ჩამოხვალ? არ ვუყურებ,მაგრამ ვგრძნობ ეღიმება.-ძალიან დავიღალე არამგონია. ჩემს პასუხზე ფეხზე დგება და კარებს უახლოვდება.-როგორც შენ გინდა. კარებს იქით იკარგება და მეც დაძინებას ვცდილობ.შუა ღამისას მეღვიძება 5 ხდება.ვდგები და ვიცვამ.ქვემოთ ჩავდივარ და სამზარეულოში წყალს ვსვამ.უცებ ვხვდები მზის ამოსვლის ნახვის შანსი მაქვს.ოთახში ვბრუნდები საცურაო კოსტუმს და სარაფანას ვიცვამ,ჩანთას სწრაფად ვიღებ და გავდივარ.სანაპიროზე ხალხი ცოტაა,ქვებზე ვჯდები და მზის ამოსვლას ველოდები.ნელ-ნელა ისიც თითქოს ზღვის ფსკერიდან ცისკენ მიიწევს.ერთ-ერთ ულამაზეს კადრს ვიჭერ და ფოტოს ვუღებ.საოცრებაა მისი ფერები ზღვასთან ერთად.ტანსაცმელს ვიხდი და ზღვაში შევდივარ.სანამ მზე ჰორიზონტს ასცდება მინდა წარმოვიდგინო,რომ მას ვუახლოვდები და აუჩქარებლად მისკენ მივცურავ.საოცარი შეგრძნებაა თითქოს უსასრულობაში იკარგები.მალე მზე ჰორიზონტს სცდება და ცაში იჭრება.მეც ვხვდები,რომ უკვე ღრმად ვარ და ნაპირზე ვბრუნდები.ტანსაცმელს ვიცვლი და სახლისკენ მივდივარ.7იც ხდება,მაგრამ ჯერ არავინ იღვიძებს.ომლეტს და სალათას ვაკეთებ და ბავშვების დასაძახებლად მივდივარ,როცა ნატუკას და დაჩის ვხედავ,მერე მოკისკისე ბიჭებს და მათ უკან ტასო და გუკა მოდიან.ჰო გუკა და ისევ გუკა.ამ იდიოტს აქ რა უნდა,ყველგან ეჩხირება.ვითომ არც შემიმჩნევია ნატუკას და დაჩის ვესალმები და მათთან ერთად მაგიდასთან ვჯდები.დანარჩენებიც მოდიან.-ჩემი მარჯვე გოგო! ღიმილით მეუბნება გიო და ადგილს იკავებს.-დილამსვიდობისა! ამბობს გუკა. მშვიდობაც,რომ იყოს.თავში მიელავს აზრი და ირონიულად მეღიმება.-არ ვიცოდი სტუმარი თუ გვყავდა თორე მასაც შევახვედრებდი საჭმელს. ირონიულად მეცინება და სალათას ვიღებ.-შევჭამოთ და სანაპიროზე გავიდეთ თორე უკვე ვიწვი. სიტვაციის განმუხტვას ცდილობს დაჩი და სიცილით მიბრიალებს თვალებს.სალათას ვამთავრებ და ფეხზე ვდგები.-მე და ნატუკა მოვემზადებით! ფეხს ვურტყამ და თვალებს ვუბრიალებ.-კი,მაგრამ მშია. ბუზღუნებს.-მოვემზადებით! მაჯაში ხელს ვკიდებ,ნაძალადევად ვიღიმი და ნატუკას ოთახისკენ მივათრევ.გაბრაზებული შემყავს შიგნით.-ამას აქ რა უნდა? ჩემს ხმაზე ნატუკა დასჯილიბავშვივით იფუზება კედელთან.-არ ვიცი გუშინ მოვიდა...ჩამოსულიყავი და გაიგებდი ხო დაგიძახე. სიმართლეს პოულობს თავის სიტყვებში და ისიც ტონს უწევს.-გუშინ მოწერა არ იკმარა ახლა ჩამოვიდა და დასვენებას არ მაცდის. ნერვებს ვეღარ ვთოკავ.-მოგწერა??რაო?? ჭორიკანა ქალივით ლოგინზე ჯდება და ინტერესი� მიყურებს.-როგორ ხარო!? მის რეაქციაზე სიცილი ვეღარ ვიკავებ.-რა გაცინებს!?მომიყევი რა მიწერე?? იგივეს აგრძელებს ნატუკა თან ტელეფონი პირთან მოაქვს ვითომ მიკროფონია.-ნუ ცდილობ თემა შეცვალო მასხარა!! ვითომ სერიოზულად ვეუბნები და ბალიშს ვურტყამ.ახლა ყველაფერზე ერთიანად სკდება ნატუკაც და სიცილს იწყებს.-მიდი გაემზადე მალე! სიცილით ვაგდებ ნატუკას და ლოგინზე ვჯდები.-რა იდიოტი დაქალი მყავს! მეცინება ნატუკაზე,რომელიც ყოველთვის ცდილობს თავი დაიდებილოს და ბრაზი დამავიწყოს,მერე კი ჩემთან ერთად ამ სისულელეებს სამუდამოდ იცინოს.ვემზადები და ქვემოთ ჩავდივარ.ყველა მე მელოდება.-მეგონა აღარ მოდიოდი. ღიმილით მხვდება დაჩი.მხოლოდ ვუღიმი და უკან მივყვები.ნერვების დასაწყნარებლად ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკას ვრთავ.ყველა წყვილად დადის და მაღიზიანებს. გიო და ბიჭები ერთად ლუდით ხელში ლაპარაკით მიდიან,დაჩი და ნატუკა რას მიშავებს შეყვარებული წყვილია,მაგრამ ეს გუკა და ტასო რაღაც დაახლოვდნენ ძალიან.დაველაპარაკები მე ამას.ბულვარში ჩამოსასხმელ ნაყინს ვყიდულობ და სანაპიროზე ბავშვებთან მივდივარ.-ჩვენ არ გვინდა?? წუწუნებს ნატუკა.ხანდახან ისე სცდება მისი წუწუნი საზღვრებს მგონია უკვე ორსულად არის,მაგრამ ვხვდები ამ ქაჯს ბავშვი მუცელში ვერ გაუძლებდა.-აჰა აიღე. ჩემს ნაყინს ვაწვდი და ისიც მართმევს.-ვინმე წამომყევით,რომ ყველასთვის მოვიტანო.-მე წყალში ჩავდივარ. თავს მარიდებს ტასო.-რამეს ვიყიდით ჩვენ. დგებიან ბიჭები და იკარგებიან.გიო უთქმელად შედის ზღვაში და ვხვდები ამ ბავშვურ სისულელეს გუკა წამომყვება რა თქმა უნდა.ნატუკაც მაგრად კიდებს ხელს დაჩის და ისიც "აბა როგორ დაგეხმარო?" სახით მიყურებს.-მიხვდე იქნებ მარტო შენ დარჩი. შეზლონგზე გაწოლილ გუკას ვეუბნები და გაურკვევლობაში ვარდება.ახსნას არც ვიწყებ მივდივარ და ისიც უკან მომყვება.-მოვახერხეთ ლაპარაკი ხო?? გვერდით მიდგება თან უაზრო კითხვას მისვამს.-ალბათ. ჩავილაპარაკე ჩემთვის.მიჭირდა მასთან ასე ახლოს და ამავე დროს შორს ყოფნა.განა მე არ მდომებია მისი აქ ჩამოსვლა,ახლაც მისი უკან გამოყოლა??მაგრამ პრობლემა თვითონ გუკაშია მე რატო შევეტენო თუ თვითონ არ უნდა?სადაც ამდენი წელი ვიტან მის ყოფნას ჩემს გვერდით ეს კვირეებიც ავიტან.გავუძლებ.-ახლა ერთად უნდა ვიყოთ რამოდენიმე კვირა და არ მოვიდა ურთიერთობის დალაგების დრო? ღიმილით მკითხა.მისმა შეკითხვამ გამაოცა და გავჩერდი.მისკენ შევტრიალდი და ჩემი ლურჯი თვალები მის მწვანეს მივანათე.-ამდენი წლის მერე ნუთუ ახლა შეგაწუხა მაგ კითხვამ? გულწრფელი იყო ჩემი კითხვები და პასუხსაც ასეთს მოველოდი.-ვიცი ლიზა,ბევრჯელ გატკინე,არ დაგინდე და ცალხმრივი სიყვარულისთვის გაგწირე,მეგონა უბრალოდ გატაცებული იყავი ჩემით. სრულიად უაზროდ მიპასუხა.მისმა პასუხმა თან გამაბრაზა თან მატკინა.-7 წელი გუკა,7 წელი გეგონა გატაცება იყო ჩემი გრძნობა და სხვა არაფერი?? ეკლები თანმიმდევრულად მერჭობოდა გულში.-პატარა იყავი და მაგას სიყვარულს ეძახდი,მერე იმდენად დაიჯერე მართლა გეგონა გიყვარდი და ისე ღრმად შეხვედი ვეღარ ხვდები. მისმა სიტყვებმა გული დამინაკუწეს,ყველაფერს მოველოდი გარდა ამ სიტყვებს.როგორ მომინდა კამერებით გამოსულიყვნენ და ეთქვათ "ეს ფარული კამერა იყო",მაგრამ არა ეს რეალობაა.მან ჩემი 7 წლიანი სიყვარული ბავშვურ გატაცებას დააბრალა.ყელში ბურთი გამეჩხირა და თვალებს ცრემლების ნაკადი მოაწყდა.არა ლიზა,მის წინ არ იტირებ არ დაანახებ,რომ გატკინა.გაუძელი ლიზა.გულმა ვერ მომითმინა და სახეში მწარედ გავარტყი.-ფუ არარაობა ხარ!შენ ის გუკა არ ხარ მე,რომ შემიყვარდა!მეზიზღები,ვერ გიტან! ბოლო ხმაზე ვუკივლე და იქაურობას გავეცალე.მივდიოდი და ცრემლებს უფლება მივეცი თავისი გზა ეპოვათ.ნატუკას მივწერე.-ცუდად გავხდი და სახლში მივდივარ არ ინერვიულოთ.სახლის გზას გადავუხვიე და სადღაც უცნობ ქუჩებში შევუხვიე.-ღირსი ხარ!დაიმსახურე!არარაობა გიყვარდა 5 წელი!არაკაცი!ისევ და ისევ შენ და შენი გრძნობები ჰაერში მოისროლა,ზედ გადაუარა! ვბუტბუტებდი ჩემთვის და ცრემლების ზღვა არ წყდებოდა ჩემს სახეზე.სადღაც მშვიდ უბანში სკამზე ჩამომაღამდა და ტელეფონიც აფეთქდა.უკვე მერამდენედ რეკავდა ყველა,თანმიმდევრულად.ემოციებისგან დაცლილი,მკვდრის სახით ვიჯექი სკამზე და ცაში რაღაცას მივშტერებოდი.რომ გავიაზრე უკვე ძალიან ვაშინებდი ბავშვებს პირველივე ზარს ვუპასუხე.-ლიზა,სად ხარ?-არ ვიცი ნატუ. ხმა ამიკანკალდა.-ჩემო გოგონა რა გჭირს მითხარი? შეშინებული ნატუკაც ძლივს აბამდა წინადადებას.-გული მატკინეს ნატუ. ცრემლები ისევ წამომივიდა.-კარგი დამშვიდდი,სიარული შეგიძლია? ხმა უფრო უკანკალებდა ნატუკას.-კი. ამოვისრუტუნე მე.-როგორც შეძლებ სანაპირომდე ან მთავარ ქუჩამდე გადი და ჩვენც მოვალთ.-მჭირდები ნატუ. -ჩემო გოგო დამშვიდდი მალე ჩაგიკრავ გულში. ნატუკა ტელეფონს არ თიშავდა ყოველიფეხის გადადგმაში თბილი სიტყვებით მამშვიდებდა და მეც გავედი ნინოშვილზე.-მანდ იყავი სიხარულო მოვალთ. ტელეფონის გათიშვა და ჩემი ჩაკეცვა ერთი იყო.-სადამდე მიხვედი ლიზა,ხედავ??როგორ გტანჯავს ეს სიყვარული,ახლა მაინც შეიგნებ და დაივიწყებ?? ხმამაღლა ველააპარაკებოდი ჩემს თავს და ვტიროდი.10 წუთში გიორგის მანქანა ჩემს ფეხებთან გაჩერდა,მის უკან დათოს მანქანა.-ჩემო გოგონა რა დღეში ხარ!? ტირილით მომვარდა ნატუკა.გიორგი სახეზე მეფერებოდა და ცრემლებს გულში იკლავდა.-როგორ შეგვაშინე ჩემო პრინცესა! გულში მიკრავდნენ ყველა,გუკა მანქანასთან იდგა და უემოციო სახით მიყურებდა.-რა დაგემართა ლიზა რა გჭირს? ახლა ტასომ დამიწყო სახეზე ფერება და წამითმომეჩვენა მისი რეაქცია სიყალბე.მანქანაში ჩამაჯინეს,მთელი გზანატუკას კალთაში მედო თავი და ვტიროდი,ის კი თმებზე მეფერებოდა და ჩუმად ბურტყუნებდა.-დამშვიდდი ჩემო გოგო.ყველაფერი გაივლის.არ იტირო. მისი თბილი სიტყვები უფრო მატირებდა.ღამე ნატუკა გიო დაჩი ბიჭები და ტასო ჩემს ოთახში იყვნენ.ზოგს სად ეძინა,ზოგს სად.მხოლოდ გუკა იყო სხვაგან. არ მიძინია და იმაზე ფიქრში ვიყავი,რომ ყველაფრისთვის უნდა გამეძლო და ვანანებდი გუკას როგორ შეცდა მე,რომ დამკარგა.დილით ყველა მხიარულად გავაღვიძე.ზოგი ხელის ტკივილით ადგა,ზოგი კისრის მოკლედ ყველაფერი ტკიოდათ.-ახლა ზღვა მოგიხდებათ.ადექით პირდაპირ პლაჟზე!მალე! ვყვიროდი და ყველას უკვირდა სად გაქრა ის გულ გაპობილი გოგო გუშინ,რომ ყველას კალთაში ტიროდა.ასე გაოცებულები გავყარე ოთახიდან.გამოვიცვალე,დიდი ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი.-დღეს ვათვალიერებთ ბათუმს!მე ვარ თქვენი გიდი!არავითარი საჭმელი! კიბეებიდან განვუცხადე ბავშვებს და წყალი ჩამოვურიგე.-დამღლელი დღე გველის! ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბექამ.ფეხით შემოვატარე თითქმის მთელი ბათუმი.მაღაზიაშიც კი არ ვუშვებდი არცერთს.მე კი დამპლურად ჩანთიდან ორცხობილებს ვჭამდი.ბოლოს უკვე ყველაფერი,რომ შემოვატარე და კარგად დავღალე.ტაქსში გავანაწილე და მორიგი სიურპრიზისთვის რუსთაველზე წავიყვანე.მაღლებზე შემხტარი ტასო ბარბაცით მეკითხება.-კიდე რამე უნდა ვნახოთ?? -კი საჭმელები. საჭმელის ხსენებაზე ცოფიანი ძაღლებივით მახტებიან,მარტო გუკა დგას გვერდით და ისიც იტანჯება მშიერი.San-Remo-ში შემყავს და საჭმელს ვუკვეთავ.ყოველ ჩამოსვლაზე აქ მოვდივარ.ზღვისპირას ჯდომას და სიმშვიდეს არაფერი ჯობია.თვალის დახამხამებაში ჭამენ ყველაფერს და ენერგიაზე მოდიან.-აბა კაი იყო გასეირნება? სიცილით ვეკითხები.-გიჟი ხარ ნუთუ არ შეგეცოდეთ?? აბუზღუნდა ბექა და დაემატნენ ყველა.-ამდენი გვატარე და ერთი არ გვაჭამე!-გეთქვა გოგო მაინც ამ მაღლებით ლამის ფეხები დავიტეხე. გაბრაზებულები მაყრიდნენ საყვედურებს.-ასე მოხდება,როცა პატარა გოგოს დავუჯერებთ! ირონიულად გამიცინა გუკამ.-ამიტომ პატარა გოგოს არ უნდა ეხუმროთ. ვიცინი და ფეხზე ვდგები. - აბა წავედით პლაჟზე. ოფიციანტ ის ბატონი გადაიხდის. ოფიციანტ ბიჭს მხარზე ხელს ვარტყამ და გუკასკენ მივუთითებ.ენერგიაზე მოსულები ზღვაში ლამის ტანსაცმლით ვხტებით.იქვე ბურთს ვყიდულობ და წყალში ვერთობით.-წავალ ზაგარს მივიღებ. ბურთს ბავშვებს ვუტოვებ და გუკასთან მივდივარ.ცხელ ქვებზე ვწვები.უცებ თავზე ქსოვილი მეხება.-დაისიცხები! მზრუნველად მეუბნება გუკა.სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ქსოვილს სახეზე ვიფარებ.-როდიდან ზრუნავ ჩემზე?-უბრალოდ გამოსწორების გზაზე ვდგები. მესმის გუკას ხმა,მის სახეს ვერ ვხედავ,მაგრამ ვამჩნევ ეღიმება.-აზრების დალაგება არ გიცდია მაგ თავში? -მაგაზე ვმუშაობ,მაგრამ მგონი ჩემი პროფესია არ არის. ეცინება.-მეთამაშები? ფეხზე ვდგები უცებ.-შენც ხომ ეგ გინდა? უცნაურად მიღიმის და დგება. -რამე წამოგიღო?-ლუდი. ვეუბნები და ისევ ჩემს ადგილს ვიკავებ.ესეიგი მეთამაშები.კარგი ეგრე იყოს.-რა უნდოდა? მესმის გიოს ხმა.-ურთიერთობას ვალაგებთ. მეცინება ჩემ ნათქვამ სისულელეზე.-ლიზა... ხმა ეცვლება გიოს.-ახლა არა,კარგად ვარ და ხასიათი არ გამიფუჭო.ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკას ვრთავ.მეფიქრება გუკაზე.რაიქნება ნეტა.ასე რამ შეცვალა,ან მე რამ მომაბრუნა და ამ არარაობას ველაპარაკე?ჩემი ბედი დარეტიანებული ბუზივით არის.ხან ერთ მხარეს არის ხან მეორე მხარეს,სულ აქეთ-იქით დაფრინავს და არავინ იცის როდის შეასკდება რამეს.მუცელზე ცივი ნივთი მეცემა და ფეხზე ვხტები.ლუდის ბოთლს ხელში ვიღებ და გუკას ვუყურებ,რომელიც ბავშვებს წვენებს და ლუდს ურიგებს,მერე ჩემსკენ ტრიალდება და თვალს მიკრავს.-საღამოს არ გავერთოთ? პირველად ყოფს თავს ტელეფონიდან ტასო.-შესანიშნავი აზრია! თანხმდება გუკა.-კი დილის მერე დასვენება და გართობა არ გვაწყენს. ყველა თანახმაა და ისე მიყურებენ თითქოს უარს ვიტყვი.-ხო მეც წამოვალ.საღამოს პლაჟს ვტოვებთ და ბულვარში ვსეირნობთ.ტასო და ბექა ძალიან დაახლოვდნენ.უკნიდან ვიღაც მიახლოვდება და ყურში ჩუმად მეჩურჩულება.-წამო გავიქცეთ!-რა? უცებ ვამბობ და ვტრიალდები,მგონია ხელში ვიღაც უცხო იდიოტი შემომრჩება,მაგრამ გუკას ვხედავ და გაოცებული ვარ. -რამე მოწიე? სრულიად ლოგიკურ კითხვას ვუსვამ.მაჯაში ხელს მკიდებს და მივყავარ.-უბრალოდ მენდე! ღიმილით მეუბნება და წამით მაჯერებს.რაღაც ძალა მაკავებს და ვჩერდები.-არა გუკა საკმარისია!-ლიზა,მენდე გთხოვ.-ყოველდღე სხვანაირი ხარ,ხან ჩემს გრძნობას აბუჩად იგდებ ხან ურთიერთობა გინდა,ახლაც სადღაც მიგყავარ,მერე ისევ მიწასთან გამასწორებ.რატომ მაწვალებ??ხომ იცი როგორ მტკენ და რატო აკეთებ ამას? თვალებზე ცრემლები მომადაგა.-ლიზა მინდა გაგაბედნიერო,მინდა შენში კარგი მხარე დავინახო,მინდა შეგიყვარო.განა მე არ ვდარდობ ასე რომ გხედავ? მთელი გრძნობით ამბობდა ამ სიტყვებს,მაგრამ გული არ იჯერებდა.მის უკან ყოველთვის წარმატებული მსახიობი იმალებოდა.-ტყუილ იმედებს ნუ მომცემ.მაცადე მეც ვიყო ბედნიერი,ცოტახნით მომშორდი,რომ სხვა გავიცნო.ნუ დამყვები უკან! ხელი გავაშვებინე და უკან მოვბრუნდი.�-ამ ერთხელ მენდე,მხოლოდ ერთხელ! მუდარა ჩამდგარი ხმით მეუბნებოდა გუკა.როგორ უნდოდა ჩემს გულს მისთვის ხელი ჩაეკიდა და უსასრულობა შეეგრძნო.თან მეშინოდა ყველაფრის რაც ამას მოყვებოდა."დაუშვი ყველა შეცდომა თუ ფიქრობ,რომ ბედნიერი იქნები!" ჩემი საყვარელი სიტყვები გონებაში ამომიტივტივდა და მისკენ შევბრუნდი.ხელი ჩამკიდა და წავედით.ჩუმად მივდიოდით და გზა იწელებოდა.სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა,როცა ვგრძნობდი როგორ ძლიერად მიჭერდა ხელს.მის გვერდით ვიდექი და ვხვდებოდი მხოლოდ ის გააფერადებდა ჩემს სამყაროს.ყველაზე კარგი წყვილი ვართ ან მე მგონია ასე.ზე სიმპატიურია როცა ეს შავი შორტი და თეთრი "საროჩკა" ნახევრად შეხსნილი აცვია.ბულვარის დასაწყისში ეშმაკის ბორბალთან მიმიყვანა.გავჩერდით და თვალი ატრაქციონს ააყოლა.-არა,არ მინდა!! ვიუარე უცბად.-გინდა! გამიღიმა და მისკენ წამიყვანა.ვერ ვბედავდი მეთქვა,რომ სიმაღლის შიში მაქვს.ძალით ჩამტენა და სკამს ტკიპასავით მივეკარი,როცა მოძრაობა დავიწყეთ.-სულ ზევით,რომ ავა იქიდან ულამაზესია ბათუმი. გამხნევების მაგივრად მაშინებდა.ჩემს წინ იჯდა და ქვემოთ იყურებოდა მე კი გაშეშებული ვიჯექი და ვერ ვმშვიდდებოდი.მაღლა,რომ დაიწყო ასვლა თვალები დავხუჭე.-შენ რა გეშინია?? მომესმა გუკას ხმა და თვალებს ვერ ვახელდი,ვერც ხმას ვიღებდი.თავი დაუქნიე და სიცილი დაიწყო.-მოდი ჩემთან! თბილად მითხრა,მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ გადამსვა. -თვალები გაახილე! გულზე მიმიკრა და ყურში ჩამჩურჩულა.ნელა გავახილე თვალები და არც ვინანე ჩემს წინ ულამაზესი ზღვა მოჩანდა,თან მზე მასში ნელ-ნელა ჩადიოდა.ოცნება ერთიანად ამიხდა.-როგორ მინდოდა ამის ყურება! ხელი უნებურად ჩავკიდე გუკას და თვალი ჰორიზონტს გავუსწორე.გუკამ თავი ოდნავ გადახარა და დაუსტვინა.წამში გაჩერდა ატრაქციონი.-ვაიმე რა ხდება? ავპანიკდი უცებ.-უბრალოდ დატკბი სანახაობით. გულზე მაგრად მიმიკრა,ორივე ხელი შემომხვია და მისი თითები ჩემსაში გახლართა.ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ამ წუთას მთელ დედამიწაზე.-გუკა მეშინია! ორაზროვნად ვუთხარი.-უბრალოდ მენდე! მითხრა მშვიდად და ისევ დაუსტვინა.ატრაქციონი დაიძრა."უბრალოდ მენდე!" სიტყვები,რომლებიც ჩემში ბედნიერებას იწვევდა.ვაღიარებ ისევ შიში მიპყრობდა ხვალინდელი დღის,მაგრამ ამ წუთებში უსაზრვრობ ბედნიერი ვიყავი.რეალურად მიწაზე ფეხი მედგა,მაგრამ ისევ ცაში ვიყავი აჭრილი.-გინდა სახლში დავბრუნდეთ? მკითხა გუკამ,როცა ბულვარიდან გავედით.-მინდა ამ დღეს ბედნიერება ბოლომდე ვიგემო, თუნდაც ხვალ ჩემი თვალები ცრემლებმა დაიპყროს! ვუთხარი ღიმილით და მასაც გაეღიმა.-კარგი მაშინ დავურეკოთ იმათ და მაგარი ღამის კლუბი ვიცი და წავიდეთ იქ.-კაი. ბავშვებს გადავურეკეთ და ბულვართან ახლოს მაგარ კლუბში მიგვიყვანა გუკამ.გოგოებს ამბები მოვუყევი და ერთ აზრზე იყვნენ ორივე "იქნებ შეიცვალაო".ისეთი ბედნიერი ვარ ყველაფერი მჯერა.ბევრი დავლიეთ და მაგრად გავერთეთ.სიცილ-კისკისით დავტოვეთ კლუბი და ტაქცებით სახლში წავედით.დავწექი თუ არა მკვდარივით დამეძინა.ყველაფერი უცნაურია, ხედავ რომ ყველა ოცნება გისრულდება და ნელ-ნელა თითო საფეხურით უახლოვდები ბედნიერებას,მაგრამ რაც უფრო ზევით მიიწევ უფრო მეტი შანსია ფეხი დაგიცდეს და ჩამოვარდე.დაცემა კი ისეთი მტკივნეული იყოს,რომ წამოდგომა გაგიჭირდეს...თვალებს ნელა ვახელ და ლოგინში ვიშლები.ტანსაცმლით დავწოლილვარ.ვდგები და სააბაზანოში შევდივარ.წყლის გადავლება ჩემი წამალია.ენერგიას მმატებს,მახსენდება გუშინდელი დღე და მეშინია.ჰო ისევ მეშინია და რატომ?სულ რატომ მეშინია მე ხომ ბედნიერება შევიგრძენი!?როცა ყველაფრით ცდილობ ერთდროულად დამალო ტკივილიც,სევდაც,ცრემლიც,შეაყვარო ადამიანს თავი,აიტანო მისგან ყველანაირი შეურაწყოფა,იცოდე,რომ არ უყვარხარ და არ შეგიყვარებს,შენ თავთან გიწევს ბრძოლა და მუშაობა,რომ დაივიწყო და 5 წლის მერე მაინც,რომ არაფერი გამოდის და ისევ იგივე მდგომარეობაა.კარგავ იმედებს და ხვდები არაფერს აქვს აზრი და უცებ ინიციატივას იჩენს გეუბნება ათას სიტყვას,რომ უნდა გაგაბედნიეროს,შენთან ურთიერთობა ააწყოს,ცდილობს კარგი დაინახოს და შეგიყვაროს.უცებ შიში გიპყრობს შენი ტვინი და გული ამას მიჩვეული არ არის და ირთვება თავდაცვითი რეჟიმი.გარკვევა გინდა რა ხდება შენს გარშემო.ფიქრობ იმაზეც კი,რომ ეს რაღაც ხუმრობაა,სიზმარში ხარ და გაიღვიძებ.გაიღვიძებ და გეტკინება,უფრო მტკივნეულად ვიდრე განვლილი წლების მანძილზე და დიახ მეც ამის მეშინია.აბაზანიდან გამოვდივარ,ტანსაცმელს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.ყველა მაგიდასთან არის და ლაპარაკობენ.-დილამშვიდობისა! ვესალმები ყველას და ვჯდები.გუკამ მხოლოდ გამიღიმა და ტელეფონი აიღო.-შუადღეა უკვე. სიცილით მადებს მხარზე ხელს ბექა.-აუუ მშია. უცებ ვიძახი და ვხვდები ყველამ ჭამა უკვე.-სალათი გავაკეთე. მეუბნება ტასო.მეც ვდგები და სამზარეულოში მივდივარ.მაცივრიდან სალათს ვიღებ და თეფზე ცოტას ვყრი.მაცივარში ვიყურები და წვენი აღარ არის,მარტო სალათია და მოვკვდები მშიერი.-რამეს ეძებ? ხმის გაგონებაზე ვკრთები და მაცივარს თავს ვარტყამ.-აუ. თავს ვწევ და ჩემს წინ გუკა დგას. -გული გამიხეთქე. მირტყმულ ადგილას ხელს ვისვამ და ტკივილისგან ვიჭყანები.-ძალიან გეტკინა? თავზე ხელს მისვამს და მზრუნველი თვალებით მიყურებს.-ისე რაა.-რას ეძებდი? წყალს ისხამს და შემოუხედავად მეკითხება.-ეს სალათი არ მინდა,არაფერი არ არის და გასვლას ვაპირებ,რომ ვიყიდო.თეფზე გადმოღებულ სალათს ნაგავში ვყრი.-გინდა წამოგყვე?? მეკითხება და ახლოს მოდის.-არ გეზარება?? თავს ვაღწევ თორე გული წამივა ისეთი სიმპატიურია.-არა. ეშმაკურად მიღიმის.-მაშინ წამოდი. თვალს ვუკრავ და ბავშვებთან გავდივარ.-მე და გუკა გავდივართ რაღაცები უნდა ვიყიდოთ რამე გინდათ?? ვეკითხები და ყველას სახე ეცვლება.-კი არ უნდა მოვკლა რაიყოთ?? სიცილით გამოდის გუკა და გვერდით მიდგება.-მე შოკოლადები მინდა. ერთხმად იძახიან გოგოები.-ბიჭებს ლუდი წამოგვიღე. თვალს მიკრავს დაჩი.-კარგი ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.ზემოთ ავდივარ და ჩანთით უკან ვბრუნდები.-მაკამ დამირეკოსო!! სახლიდან გასულებივართ გიოს ხმა,რომ მესმის და მაშინვე ტელეფონს ვიღებ.დედასთან ვრეკავ და მისი თბილი ხმა მსიამოვნებს.-დედი როგორ ხართ?-კარგად შენ?-მეც არამიშავს რას შვებით როგორ ისვენებთ??-კარგად დე თქვენ რას შვებით?მომიკითხე მამა.-მოგვენატრეთ ორივეს!-ჩვენც მოგვენატრეთ დე. კარგი ახლა უნდა გავთიშო დაგირეკავ ხოლმე.-კარგი დედი. ღიმილით ვთიშავ ტელეფონს და გზას მივყვებით.დიდ სუპერმარკეტში შევედით და პროდუქტების ყიდვა დავიწყე.გუკა უკან მომყვებოდა,თავისთვის კალათი აეღო და პროდუქტებს ყრიდა შიგნით.მე ცალკე მივდიოდი და მეცინებოდა მის ქცევაზე.-ტყვილა დამცინი მეც კარგად ვამზადებ. გვერდით დამიდგა ეშმაკური ღიმილით.-კარგი ვნახოთ! თვალი ჩავუკარი და სალაროსთან მივედი.-შოკოლადები მავიწყდებოდა. ბევრ ალპენგოლდს მოვხვიე ხელი და მოლარეს დავუდე.-ნაღდი ფულით გადაიხდით თუ ბარათით?-ბარათით. უთხრა გუკამ და თავისი ბარათი გაატარა.-ზედმტეად იხარჯები. მომერიდა მისი საქციელი.-კაი რა. თავისი პროდუქტების გადაიხადა და მარკეტიდან გავედით.ტაქსთან მიმიყვანა და პროდუქტების ჩაწყობა დაიწყო.-დაჯექი მე ჩავალაგებ. ღიმილით მითხრა და პარკი გამომართვა.მივხვდი,რომ ეს ის გუკა არ იყო.ნამდვილად შეცვლილიყო მისი მწვანე თვალები მზრუნველად მიყურებდნენ.მანქანაში ჩავჯექი და შეტყობინება მომივიდა.-რას შვებით?სად ხართ? ნატუკა მწერს.-ტაქსში ვართ და მოვდივართ.-რამე ხო არ გაწყენინა? მარტო მე კი არა ყველას ეშინოდა ჩვენი ურთიერთობის.-არა ყველაფერი იდეალურად არის.-კარგი გელოდებით. გუკაც დაჯდა და სახლისკენ წავედით.მთელი გზა ჩუმად ვიყავით.ის ფანჯარაში იყურებოდა და თან ვიღაცას წერდა.დიდად არ მიმიქცევია ყურადღება,ჯერ ვინ ვარ ეჭვიანობის სცენები,რომ გავუმართო მაგრამ რა თქმა უნდა ვეჭვიანობ მაინც.სახლთან მივედით პარკები გადმოვზიდეთ გუკამ ტაქს ფული გადაუხადა და სახლში შევედით.ნატუკა შემომეგება და პარკები გამომართვა.ეზო მოვათვალიერე და არავინ იყო.-დანარჩენები სად არიან?-პლაჟზე გავიდნენ,მე თქვენ დაგელოდეთ,რომ ერთად წავსულიყავით.-კაი მოვემზადები მაშინ და საღამოსთვის გავაკეთებ რამეს. სამზარეულოში დავაწყე პარკები და უკან გამოვბრუნდი. - შოკოლადები შავ პარკშია. მივაძახე ნატუკას.კიბეებზე გუკა შემხვდა თავისი ოთახისკენ მიდიოდა.-საღამოს შეჯიბრია ხო იცი? თვალი ჩამიკრა და ოთახში შევიდა.გამეღიმა და მეც ოთახში შევედი.საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავაწყვე,საცურაო კოსტუმზე სარაფანა გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი.ნატუკა ლუდებს ილაგებდა ჩანთაში,გუკაც ჩამოვიდა და სახლიდან გავედით.-საღამოს რა უნდა მოამზადო? მეკითხება ნატუკა.ამ კითხვაზე გუკაც ინტერესით მომაშტერდა.-ეგ საიდუმლოა. გამეღიმა მე გუკამ და ნატუკამ კი ერთმანეთს გადახედეს და "ლიზა ნახე შენ!" სახეები მიიღეს.სანაპიროზე ბავშვები ვიპოვეთ პუფები დაუთრევიათ და იზაგრებოდნენ.-რა უჟმური სასტავი ხართ!! ჩანთა დავაგდე და სარაფანა გადავიძრე.-ლიზა არ ხუმრობს. ბექა წამოდგა და წყალში გაექანა.მეც უკან მივყევი და უკვე ერთად,რომ დავდექით უშმაკუარად გავუღიმე ბექას და ცურვა დავიწყე.-ანუ ეგრე? ამყვა ბექაც,მაგრამ მაინც ჩამომრჩებოდა.-თუ მოვიგებ მაგარ გოგოს გამაცნობ თუ შენ მოიგებ მე გაგაცნობ! უკნიდან მესმოდა ბექას ხმა.-იმ შავ კამერამდე. მივუთითე ჩემგან მეტისმეტად შორს კამერაზე,რომელზეც გოგო იწვა.ბექა გოგოს გამო რას არ იზამდა წამში დამეწია და გამასწრო კიდეც.მივიდა კამერამდე და ის გოგოც გაიცნო.მეც მათთან მივცურე და შორიდანაც როგორი კარგი გემოვნება მაქვს.ანგელოზი იყო ის გოგო.-არ გამაცნობ? ვუთხარი საუბარში გართულ ბექას.-ეს ლიზაა, ეს ქრსტინე.-სასიამოვნოა. აუ ბექა აქედან აღარ შემიძლია აქაც ძლივს ვჩერდები. თვალებით ვანიშნე კამერაზე ქრისტინეს და თავი რომ დამიქნია კამერას მოვეჭიდე და თავი დავადე.-კაი ეხლავე. ხელების ქნევა დაიწყო ბექამ.-მაშველი არ მჭირდება.-უკვე წამოვიდა. მითხრა და საფრთხობელას პაროდია შეწყვიტა.მე ძლივს ვსუნთქავდი ეს კი გოგოს ეფლირტავებოდა და არაფერი ანაღვლებდა.მალევე მოგვიახლოვდა გუკა.-ხო კარგად ხართ? იკითხა,მე კამერიდან თავი ავწიე და შევხედე.-დაიღალა და გაიყვან? კითხა ბექამ.-აქამდე მოვედი და აბა რას ვიზამ. გაეღიმა გუკას და წელზე ხელი შემომიცურა.შეხებისას დამბურძგლა და გული უარესად ამიჩქარდა.გუკამ იგრძნო და გეღიმა.-მთლად მე ვერ წაგიყვან დამახრჩობ,მაგრამ ნელა გავალთ ერთად! დამაიმედა და ნელა წავედით ნაპირისკენ.ისე მაბედნიერებდა მასთან ყოფნა ჩემს ირგვლივ მარტო მას ვხედავდი.-გუკა,მერე რა მოხდება?-ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე! ისევ ვენდე მის სიტყვებს.მიწას,რომ ფეხი დავადგი,გუკამაც ხელი გამიშვა და ბავსვებთან მივედით.-ლიზა წამო რამე ვიყიდოთ. მითხრა გიომ სერიოზული სახით,მივხვდი რასაც გულისმობდა და გავყევი.-რა ხდება თქვენს შორის?ბექამ ხელი დაგვიქნია თუ არა დაუფიქრებლად შემოვიდა წყალში. გამეღიმა გუკას რეაქციაზე.-ჯერ მეც არ ვიცი,გუშინ მელაპარაკა მეც მაწუხებს ასე რომ გტანჯავო და მინდა შენთან ურთიერთობაო,მინდა შეგიყვაროო. გულწრფელად ვუთხარი გიოს.-მანამდე რას აკეთებდა?ლიზა მინდა ბედნიერი იყო და თქვენი დაახლოებაც მიხარია,მაგრამ უცნაურად მეჩვენება ყველაფერი.-დამშვიდდი,უბრალოდ მისგან ამას შეჩვეული არ ვართ და მაგიტომ.ნელ-ნელა ცდილობს შეიცვალოს და გამოსდის კიდეც.დავასკვენი უცბად და გიო დავამშვიდე.-იცოდე არაფერი დამიმალო რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ. თითქოს საფრთხეს გრძნობს ისე მაფრთხილებს გიო,მეხუტება და შუბლზე მკოცნის.მისი იმედი ყოველთვის მქონდა და მექნება.ვიცი ყველაფერს გამიგებს და გვერდით დამიდგება.მაღაზიაში მარილიან ჩხირებს ვყიდულობთ და უკან ვბრუნდებით.საღამოს სახლში წავედით.-ვკვდები ისე მშია! აწუწუნდა ნატუკა.გუკამ გამომხედა და მეც ვანიშნე გამოდი თქო.სამზარეულოში შევედით.-რას აკეთებ?? მკითხა ღიმილით.-ბევრ რამეს. მხოლოდ ეს ვუპასუხე და გაკეთება დავიწყე.ვფიქრო�დი ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი გამეკეთებინა და პიცაც მომინდა.გუკას,რომ ვუყურებდი თევზს წვავდა ისე ოსტატურად გამაოცა.საბოლოოდ პიცა დამეზარა და აჩეჩილი გავაკეთე.გუკამ თევზი შეწვა და ჭარხლის სალათი გააკეთა.-აი წყვილი! ხმადაბლა თქვა ნატუკამ,მაგრამ ყველამ გავიგეთ.ბაგიდა გავშალეთ,დათომ ლუდები მოიტანა.ტასო დესერტზე გაიქცა და ბოლოს ყველაფერი შესანიშნავი იყო.ლუდმა ოდნავ შეგვაქანა და საღამომ სიცილში ჩაიარა.-წავედი მეძინება! ვუთხარი ბავშვებს და ოთახში შევედი.მაშინვე მაკა გამახსენდა და გადავურეკე.-გისმენ. მომესმა დედას ტკბილი ხმა.-დე ხო არ გეძინა?-არა გელას ველოდები.-რა ხდება სად არის? ავღელდი რადგან ასე გვიან მამა სად უნდა ყოფილიყო.-თეა და მარიამი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და ჩვენთან რჩებიან. მათ ხსენებაზე თვალები გადავატრიალე,გულიმერევა ამ დედა-შვილზე.მაკას დაქალია თეა და მარიამს კარგად ვიცნობ.არასდროს მეხატებოდა გულზე.სულ კამათი მოგვდიოდა.რაც მე მქონდა სულ ის უნდოდა ბავშვობიდან,მაგრამ ჯიუტად არაფერს ვუთმობდი.გიოსთან კი ისეა როგორც და-ძმა.-კარგიი აქ გადმოვსახლდები მე! ვუთხარი მაკას და გაეცინა.-კაი კაი დაიძინე გვიანია.-კარგი. გავუთიშე დედას და აივანზე გავედი.იქვე სკამზე მოვკალათდი და ცას ავხედე.მთვარე უზარმაზარი იყო და მის გარშემო უმრავი ვარსკვლავი ანათებდა,მაგრამ ერთი განსაკუთრებულად მომეწონა.სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით ოდნავ დიდი და ნათელი იყო.ისე როგორ გავს ეს პეიზაჟი ჩემს ცხოვრებას.მე მთვარე ვარ,რომელსაც ბევრი ბიჭი ანუ ვარსკვლავი ეხვევა,მაგრამ განსაკუთრებული ყავს უკვე ანუ გუკა.უცებ კარზე დააკაკუნეს.ვიფიქრე ნატუკაა თქო და დავუძახე შემოდი თქო.-არ გძინავს? მომესმა გუკას ხმა და სასიამოვნოდ დამიარა ტანში.ეს გრძნობა მომენატრა ადრე სულ,რომ სხეულში მივლიდა,მერე დამავიწყდა და ახლა სასიამოვნოდ განმეორდა.-ვერ ვიძინებ და შენ? გუკას შევხედე,რომელიც ორი ჭიქით იდგა.-ყავა მოგიტანე. გამომიწოდა ჭიქა და სკამზე ჩამოჯდა.-მადლობა. გამოვართვი და ისევ ცას ავხედე.-აქედან ზღვა არ ჩანს,ჩემი ოთახიდან კი ულამაზესია. გაეღიმა გუკას.-ეგ ოთახი,რომ ამეღო ღამე არ დავიძინებდი. მეღიმება მეც და ყავას ვსვამ.სიჩუმე ისადგურებს და მომწონს კიდეც.რომანტიულადაც გამოიყურება ჩვენი დუმილი.ჩვენ,ყავა,აივანი,ღამე,ვარსკვლავებიანი ცა ერთმანეთს ერწყმის და ბედნიერება იქმნება.-ლიზა. სასწაულად მომწონს მისი წარმოთქმული ჩემი სახელი.-გისმენ. მისკენ ვტრიალდები.-წამო გავისეირნოდ. მეუბნება გუკა.-კარგი. ვუღიმი და მაგიდაზე ჭიქას ვდებ,გუკაც დებს და ფეხზე დგება.ქვემოთ ჩავდივართ,ეზოში ნატუკა და დაჩი არიან,ჰამაკში სხედან და იცინიან.ვერ გვამჩნევენ ისე გავდივართ გარეთ.-აქ ღამე საოცრებაა. მიღიმის გუკა და ხელს მკიდებს.მისი ჩეხებისას მბურძგლავს და გუკას ეღიმება.ბულვარში მივდივართ და ბედნიერი ვარ მის გვერდით.ნელი ქარიც ქრის და მცივა კიდეც.-შეგცივდა? ისე მზრუნველად მიღიმის მინდა ჩავეხუტო.ღიმილით ვუქნევ თავს,ჟაკეტს იხდის და მაცმევს.წინ მიდგება და თვალებში მიყურებს.-ჩვენს შვილს ყველაზე ლამაზი თვალები ექნება! ამბობს ღიმილით და ჩემსკენ იხრება.მისი ფაფუკი ბაგეები ჩემსას ეხება და სასიამოვნოდ მივლის ტანში.ნაზად,აუშქარებლად მკოცნის.ვერ ავღწერ ისეთი ბედნიერი ვარ,უსაზღვროდ მიხარია.ჯერ მარტო მოსმენილით ვარ შოკში.ნელა მცილდება და ახლა გულში მიკრავს.მის კისრში ცხვირს ვრგავ და მის სურნელს ვისუნთქავ.ზღვის სუნი აქვს და მსიამოვნებს.-აქამდე სად ვიყავი. სინანულით ამბობს და ძლიერად მხვევს ხელებს.მეც ტკიპასავით ვეკვრი ტანზე და მისი სურნელი მსიამოვნებს.ხელჩაკიდებულები დავდივართ ღამის ბათუმში და ვლაპარაკობთ.-რატომ ისევ და რატომ მე,რომელმაც ამხელა ტკივილი მოგაყენე?-ვერ გადაგიყვარე,ვერ მოვახერხე.გონება გივიწყებდა,მაგრამ გულს ახსოვდი და მტანჯავდა.-ასე არასდროს არავის ვყვარებივარ,თან როგორ გატკინე. დანანებით ჩაილაპარაკა გუკამ.-ხო და უნდა აანაზღაურო. ეშმაკურად გადავხედე გუკას.-ათმაგად ავანაზღაურებ! მითხრა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.ბევრი ვიარეთ და ვისაუბრეთ.თითქმის თენდებოდა სახლში,რომ დავბრუნდით.ოთახებში შევედით,მაგრამ ძილი არ მომეკარა.ყავის ჭიქები ქვემოთ ჩავიტანე და გადავწვიტე მერბინა.სპორტულად ჩავიცვი და წავედი.ღიმილი სახიდან არ მშორდებოდა.ალბათ,რომ დამეძინა ვიფიქრებდი სიზმარი იყო თქო,მაგრამ ახლა ვაცნობიერებ,რომ ეს რეალობაა.ოცნებები ხდება მთავარია არ დანებდეთ!მე,რომ გუკა გადამყვარებოდა მომავალში გავიხსენებდი,როგორც ბავშვურ სიყვარულს,მაგრამ ეს არც ბავშვური სიყვარულია და არც ორ დღიან.უამრავი ტკივილი გადავიტანე,მაგრამ დიდ ბედნიერებას მივაღწიე.ჩემს ოცნებებში ყველაფერი სხვაგვარად იყო რეალობაში იყო უფრო მაგრად მოხდა.სახლში დავბრუნდი და მარტო ნატუკა და დაჩი იყვნენ ქვემოთ.-დილამშვიდობისა! მხიარულად ვუთხარი და ჩამოვჯექი.მაგიდაზე ბევრი სასუსნავები დაეყარათ და ჭამდნენ.-ვიღაც ბედნიერია! გაეღიმა დაჩის.-თან როგორ! გაოცებით თქვა ნატუკამ.ღიმილს ვერ ვიკავებდი.-მოყევი! უკვე წუწუნი დაიწყო ნატუკამ.მეც ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე.მართლა ძალიან გაუხარდათ ორივეს.ჩემი სიხარული მათაც გადაედო.დაჩიმ ხელზე ხელი დამადო.-ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ! ძმასავით ისე მითხრა და გამიღიმა.-აბა რა! წამოიძახა ნატუკამ.-კაი გადავივლებ და ჩამოვალ.-მიდი. ოთახისკენ წავედი თან მაკას დავურეკე.-დილამშვიდობისა დე!-შენ დედი,რას შვებით?-რავი ახლა შემოვედი სახლში გიოს ძინავს თქვენ?-ყველა ერთად ვსაუზმობთ თეამ და მარიამმა მოგიკითხეს.-მეც მომიკითხე ყველა,წავედი ახლა. ტელეფონი გავთიშე და აბაზანაში შევედი.წყალი გადავივლე,ჩავიცვი და ისევ ქვემოთ ჩავედი.გუკას გარდა ყველას ეღვიძა და საუზმობდნენ,მეც მათთან მივედი.-ასე ადრე შენ გღვიძავს?? ყალბი გაოცება და სიცილი სახეზე აიკრა ბექამ.-კი და შენ რა ქენი ქრისტისთან? ნატუკას შევატყე თქმას აპირებდა და უცებ ვიკითხე.არ მინდოდა გუშინდელი ყველას ცოდნოდა.გიოს რა თქმა უნდა ვეტყოდი,მაგრამ დათო და ბექა ღადაობა ტიპები არიან და უხერხულობაში,რომ არ ჩაეგდოთ გუკა,მერჩივნა არ მეთქვა.ტასოს უბრალოდ ვეღარ ვეკონტაკტები სულ ტელეფონშია ჩათხრილი და ალბათ არც დააინტერესებს.-რავი კაი გოგოა რა დღესაც ვნახავ.თბილისელია სხვათაშორის. სიხარულით თქვა ბექამ.-მაგაში მაინც გაქვს ბედი! გამეცინა მე.-ოჰ პრინცმა გაიღვიძა! თქვა დათომ და შევტრიალდი.ახალგაღვიძებულზე ისეთი საყვარელი იყო ოდნავ დაბუშტვოდა ტუჩები და თმა აჩეჩვოდა.-დილამშვიდობისა! გვერდზე ჩამიარა,ლოყაზე ხელი მომისვა და ჩემს წინ დაჯდა.არავის გამორჩენია ეს მოძრაობა,მაგრამ გაოცებულ სახეებს შეძლებისდაგვარად ფარავდნენ.გიო გაურკვევლობაში იყო.ვისაუზმეთ,გოგოებმა მაგიდა მივალაგეთ სანამ ბიჭები ემზადებოდნენ,მერე ჩვენ მოვემზადეთ და პლაჟზე წავედით.გიო გვერდით დამიდგა.-ვიცი რაზეც უნდა მელაპარაკო და დავიწყო მოყოლა? ღიმილით ვკითხე.-შენი ბედნიერების მიზეზი თუ ეგ არის ყურადღებით გისმენ.მასაც მოვუყევი როგორ კარგად ვიყავით და ურთიერთობა ავაწყვეთ.-ჩემი ბედნიერება ხარ შენ!ხომ იცი წვიმის მერე ცისარტყელა,რომ გამოდის ყოველთვის.შეგიყვარებ,ნუ უკვე თუ არ უყვარხარ. გაეღიმა გიოს და შუბლზე მაკოცა.-ჩემო იმედო! მივეხუტე გიოს.ყველაფერს მირჩევნია ეს ადამიანი.ღიმილით მომშორდა დაბიჭებისკენ წავიდა.ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.უცებ ვხვდები ყელზე ვიღაც მეხება,ვტრიალდები და გუკა დგას გაღიმებული.-აბა როგორ ხარ? ხელს მხვევს და გზას ვაგრძელებთ.-ძალიან მაგრად შენ? ვუღიმი ჩემს მხარზე დადებულ მის ხელში ჩემს თითებს ვბლანდავ.-მეც.დღეს რა გავაკეთოთ? -არ ვიცი,იქნებ იგივე გავიმეოროთ? ვეკითხები ღიმილით.-ეგ ბანალური იქნება,ისევ მე მოვიფიქრებ. სიცილით მეუბნება და შუბლზე მკოცნის.ბავშვებთან მივდივართ.დღეს ცხელი დღეა,ვიხდი და ზღვაში შევდივარ.-მოდით რა! ვეძახი ბავშვებს,ბიჭები მორბიან და წყალში ხმაურიანად ხტებინ.წყალი მესხმევა და ვფართხალებ.სახეზე ვერ ვიტან წყლის შესხმას.უკნიდან ვიღაც მაწვება და წყალში მაგდებს,ხელი ისე უკიდია ვერც ვუსხლტები და თვალების გახელა მიწევს,თან ჰაერიც არ მყოფნის.თვალებს ვახელ და მწვანე თვალები,ღიმილიანი თვალები,ბედნიერი თვალები,სიყვარულის თვალები ჩემს წინ ჩნდება და წამით მავიწყდება ყველაფერი.წელზე ორივე ხელს მკიდევს და ზემოთ ავყავარ.ჰაერს ვისუნთქავ და ვხვდები გადავრჩი.-შეგეშინდა? ღიმილით მეკითხება გუკა.-ცოტა. ვუღიმი მეც.-ჩემი მშიშარა გოგო. ჩემსკენ იხრება და ნაზად მკოცნის,მბურძგლავს მისი შეხებისას.ტუჩებზე ეღიმება ჩემს რეაქციაზე და ნელა მშორდება.-რა ტკბილი ხარ! ენას ტუჩებზე იტარებს და ეღიმება.ალბათ ჭკუიდან გადამიყვანს მისი რეაქცია.-უნდა გამაგიჟო? ხელებს მხრებზე ვაწყობ,ვგრძნობ მისი ხელი ნელა სრიალებს ჩემს ფეხზე და მბურძგლავს,მასაც ეღიმება და სიამოვნება ესახება სახეზე,როცა ხვდება მისი შეხება მაგიჟებს.-საზიზღარი ხარ! სიცილით ვეუბნები.-იმიტომაც გიყვარვარ! ნაზად მკოცნის და ეღიმება.-ავედი მე. ხელიდან ვუსხლტები თორე ვიცი გული წამივა,თან ხალხშიც უკვე უხერხული იყო.ღიმილით მიყურებს გუკა და უკან უკან მიდის ცურვით.ცხელ ქვებზე ვწვები და ნატუკას ვუყურებ.-რას შვები? მესმის რაღაცას ხსნის,მაგრამ ვერ ვხედავ.-ვჭამ რაიყო. ფეხზე ვდგები და შეზლონგზე ვუჯდები.-გოგო სულ ჭამა გაგიგია?ორსულად ხომ არ ხარ? ვეუბნები და იბნევა. -მოიცა ორსულად ხარ? გაუცებული ვეუბნები.-აუუ არ ვიცი,არც კი მიფიქრია. დაბნეული საუბრობს ნატუკა.-რა დებილი მყავხარ!დღეს გაიარე აფთიაქში! მხარზე ხელს ვუსვამ ნატუკას.-რომ ვიყო? -რა მაგარი იქნება იცი,აქ პატარა,რომ გეყოლება! ღიმილით ვადებ მუცელზე ხელს და თვითონაც იგივეს იმეორებს.ჩემი ტოლია ნატუკაც,მაგრამ ისეთი სახე აქვს ეშინია.-ნატუკა ჩამო რაა! დაჩი ეძახის.-კაიი.-მიდი და ახლა არ იდარდო რა ჯერ ხო არ იცი. უკვე ნერვები მეშლება ჩემს თავზე რატო ვუთხარი,რომ არიყოს გული დასწყდება.დაჩისკენ წავიდა ნატუკა და ცოტახანსი ისევ პოზიტიური და ლაღი გახდა.უძილობამ მძლია და შეზლონგზე დამეძინა.ხმაური მაღვიძებს,უკვე ღამეა.მე ბალახზე ვწევარ და რაღაც მაფარია,ჩემს წინ კი კოცონთან ბავშვები კარტს თამაშობენ.პლედს ვიხვევ და ვდგები,მათკენ მივდივარ და გუკას ვუჯდები.-პრინცესამ გაიღვიძაა! მეუბნება და შუბლზე მკოცნის.-აქ საიდან?როგორ? თვალებს ვიფშვნეტ.-ხო გითხარი მე მოვიფიქრებ მეთქი. სიგარეტს აქრობს გუკა და ღიმილით მიყურებს.უცებ ნატუკა მახსენდება და მის გვერდით ვჯდები.-რა ქენი?-კი ლიზა კი.სიხარულით ჩურჩულებს.-ვაიმეე რა კარგია! დაჩიმ იცის? მეც ვეჩურჩულები.-არ ჯერ.-ახლავე უთხარი,მე მაგარი რაღაც მოვიფიქრე.-რა მოიფიქრე?-რომ განიშნებ მაშინ ეტყვი. ვუღიმი და ისიც თავს მიქნევს.გუკასთან მივდივარ.-გამო ერთი წუთი.-დამელოდეთ მოვალ. ბიჭებს ეუბნება და მე მომყვება.-რა ხდება?-ვიცი რამე გექნებათ წამოღებული... სიხარულით ლამის ვიხტუნავო.-კი შამპანიური და სასუსნავები რა მოხდა?�-გაიგებ სიხარულო. მოწყვეტით ვკოცნი და ნატუკასკენ მივდივარ,მაგრამ მიჭერს და სხეულზე მიკრავს.-ეგ არ მომეწონა! ტუჩებზე მეტაკება და მკოცნის.-ეს კაია! ნელა მცილდება და ცხვირზე თითს მარტყამს.-გიჟი ხარ! ვეუბნები და ბავშვებისკენ მიმყავს.გუკა თამაშს უბრუნდება მე ნატუკას თვალს ვუკრავ და ისიც დგება.-რაღაც უნდა გითხრათ. იწყებს ნატუკა და ყველაზე მეტად დაჩის ეტყობა დაძაბულობა.გუკას ვექაჩები და ვეჩურჩულები.-შამპანიური მოიტანე! თავს მიქნევ და მიდის.-ჩემო სიხარულო! ხელს კიდებს დაჩის და თვალები უცრემლიანდება. გუკა გვერდით მიდგება. - ორსულად ვარ! ამბობს ნატუკა და უკვე ტირის.გუკა ხვდება სიტუაციას და ხსნის ბოთლს.-გილოცავთ! ვყვირი მე და ნელა ყველა იგივეს იმეორებს.დაჩი შოკირებული ზის.-მამა გახდები ბიჭო,გილოცავ! მხარზე ხელს არტყამს დათო.-მამა გავხდები! იმეირებს დაჩი და ფეხზე ხტება.-ვაიმეეეე მამა გავხდები! მე მამა გავხდები! ჩემო სიხარულო როგორ გამახარე!მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ! ყვირის დაჩი და ნატუკას გულში იხუტებს.მათი შემხედვარე მეტირება,როგორი ბედნიერები არიან.-ჩვენც ასე გაგვიხარდება! წელზე ხელს მხვევს გუკა და ყურთან მეჩურჩულება.წამით წარმომიდგა თვალწინ და იმხელა ბედნიერება ვიგრძენი.მისი სიტყვები გონებაში განმეორდა.მე მაგიჟებს ეს ადამიანი.უფრკ მეტად მიყვარდება ყოველ დღე, ყოველ წამს,წუთს,უსასრულოდ,უსაზღვროდ მიყვარდება.მთელ ღამეს კოცონთან ვატარებთ.დაჩი ნატუკას მუცელს ვერ ცილდება,მშობლები მათ მომავალს ელაპარაკებიან და როგორ მახარებს მათი ერთად დანახვა.ეს არის ზე წყვილი რაც კი მინახავს.რა არ გადაუტანიათ,როგორი წინააღმდეგები იყვნენ მათი მშობლები ამ სიყვარულის,რამდენჯერ გაპარულა სახლიდან ჩემი დახმარებით ნატუკა,რამდენჯერ მოუტყუებია,რომ ჩემთან რჩებოდა და მე მთელი ღამე არ მეძინა.დაჩი სულ მის სახლთან ტრიალებდა,მაღაზიაში ჩავიდოდა ნატუკა თუ მეზობელთან სულ ნახულობდა დაჩის.ერთხელ აივნიდან ტელეფონიც კი ისროლა,რომ ჩასვლის მიზეზი ქონოდა.მაინც რომ ეწინააღმდეგებოდნენ მშობლები დაჩიმ მოიტაცა კიდეც და სანამ არ მიიღეს მათი სიყვარული არ დააბრუნა.ახლა კი ასე ტკბილად სხედან და ეფერებიან მათ შვილს.სახლში გვიან დავბრუნდით.აივანზე პლედით დავჯექი და ცას მივაშტერდი.უცებ გუკას ჩახუტება მომინდა,უკვე მომენატრა.მის გარეშე ალბათ ვეღარ გავძლებ.გაუაზრებლად გავედი ოთახიდან და გუკას ოთახისკენ წავედი,კარი ოდნავ ღია იყო და საუბრის ხმა მესმოდა.-გასაგებია მაგრამ მე... კარგი. ტელეფონის ესაუბრებოდა ვიღაცას და გაუთიშა.ალბათ ვინმე ახლობელი იყო.გავიფიქრე და კარზე დავაკაკუნე.-მობრძანდი.-შეიძლება? კარები გავაღე და ღიმილით ვიკითხე.სახეზე გუკას ბედნიერებამ გადაურბინა.-შემოდი. კარები დავკეტე და მისკენ წავედი.-შენი ჩახუტება მომინდა. ვუთხარი და წინ დავუდექი დასჯილი ბავშვივით.-მოდი ჩემთან! ხელით მიმითრია და სხეულზე ამიკრა.ხელები შემოვხვიე და მანაც მჭიდროდ მომხვია.-ჩემი პატარა გოგო!ჩემი ტკბილი გოგო!ჩემი თბილი გოგო!ჩემი გოგო! ხვდებოდა,რომ მისგან ნათქვამი "ჩემი" მსიამოვნებდა და უსასრულოდ იმეორებდა.-წამო აივანზე. ჩამჩურჩულა და ჩახუტებული გავყევი,ლამის წავაქციე კიდეც,მაგრამ მაინც ეცინებოდა ჩემს ძლიერად შემოხვეულ ხელებზე.მისი აივნიდან ზღვა მართლაც ლამაზია,დღე უფრო კარგი იქნება.გუკას ფონზე ყველაფერი მშვენიერი იყო.დილამდე ვისხედით აივანზე და ვსაუბრობდით.მის მშობლებზე და დებზე მომიყვა.ღიმილით მითხრა "ორ მულს უნდა გაუძლოო".მისგან მაგიჟებდა ესეთი სიტყვები,რაც ჩვენ ერთად ყოფნას გულისხმობდა.ტყუპი დები ყავს 17 წლისები.მეც ჩემს დაზე და მშობლებზე მოვუყევი.გიოს ხუთითითივით იცნობს და მახარებს უკვე ისევ მაგარი ძმაკაცები,რომ იქნებიან.დილამდე ყველა თემას შევეხეთ,ჩვენს ბავსვობის ისტორიებზე ბევრი ვიცინეთ.იქ ჩამეძინა,გუკაზე მიხუტებული,ზღვის ფონზე.დილით ჩემს ლოგინში გავიღვიძე.საათს დავხედე და უკვე შუადღის 4ს აჩვენებს.რადროს დილაა.ფეხზე ვდგები და შხაპს ვიღებ.ტოპს და შორტს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.თან მახსენდება გუშინდელი ამბები და მეღიმება.ყველა ეზოში გაფანტული.ბიჭები ჯოკერს თამაშობენ ტასო ტელეფონზე ლაპარაკობს ნატუკა კი ჰამაკში კატაობს და მუცელზე ხელს ისვამ.ჯერ ბიჭებისკენ მივდივარ. -შუადღემშვიდობისა! მეღიმება და გუკას ლოყაზე ვკოცნი.ახლა ნატუკასკენ მივდივარ. -კიდე კაი გაიღვიძე. -რაიყო? უცებ ცუდზე გავიფიქრე. -ნახე რა სიცოცხლეა! ჩემი ხელი მუცელზე დაიდო.გამეღიმა ამ ქაჯს როგორ მოუხდება დიდი მუცელი. -ნათლიას კნუტი! მეც თბილად ვთქვი და მუცელზე ხელი მოვუსვი. -გოგო როდის ვბრუნდებით? მეკითხება ნატუკა.ბალახზე ვჯდები. -არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ჯერ?ვეკითხები და ვცილობ დღეები გადავთვალო. -დღეს მეექვსე დღეა. თქმას მასწრებს ნატუკა. -ხვალ წავიდეთ,უკვე მომბეზრდა ზღვა სახლი, ზღვა სახლი თან ზაგარიც მაქვს უკვე.უი იცი მარიამი ჩამოსულა. ვეუბნები ნატუკას არც მას ეხატება გულზე. -აუ აქ დავსახლდეთ. იჭყანება და მეცინება. -მეც ეგ ვუთხარი მაკას. სიცილს ვიწყებთ ორივე. -აბა რაზე იცინით? ბიჭებიც მოდიან და ბალახზე სხდებიან. -ერთი ამაზრზენი ტიპი ჩამოვიდა და... სიცილს არ წყვეტს ნატუკა.გუკა გვერდით მიჯდება და ყურთან მეჩურჩულება. -როცა გძინავს საოცრება ხარ! სასიამოვნოდ მბურძგლავს მის სიტყვებზე და მეღიმება.ჩემი აფორიაქების ჩასახშობათ ვამბობ. -ხვალ საღამოს ვბრუნდებით. -ეე რატო? წუწუნებს ბექა. -მე თანახმა ვარ. ხელებს წევს გიო. -მეც. -მეც მომბეზრდა. -დღესვე ვარ წამსვლელი. -ოქეი. ყველა თანახმაა ბექას გარდა. -კაით რა ძლივს გოგო დავკერე და მივდივართ?? გვეცინება ბექას წუწუნზე. -ეგ შენი გოგო არ მოდის ჯერ?? ეკითხება გუკა. -არ ვიცი. ტელეფონს იღებს და რეკავს. -აუუ ცოდოა. ლამის აეტიროს ნატუკას. -აუხ ეს ორსულები. დაჩი ღიმილით ამბობს და ნატუკას იხუტებს. -არავის გშიათ? ვკითხულობ მე. -წამო რესტორანში წავიდეთ. მე გპატიჟებთ. ამბობს გიო. -გავემზადოთ ადექით! ვაგდებ ყველას ფეხზე. -ბავშვებო ქრისტიც ხვალ მოდის და ჩვენ გავიყოლოთ. -ბაზარი არარი ახლა გადაურეკე და რესტორანში დაპატიჟე ყველა მივდივართ. ეუბნება გუკა გახარებულ ბექას და ხელს მხვევს. -შენ სად უნდა დაჯდე მაინტერესებს? ვეკითხები გუკას. -მანქანით ვარ ჩამოსული დათუნია.შენთვის კი ადგილი გიოსთან აღარ არის. ყელში მკოცნის და ეღიმება. -ოქეი. ოთახში შევდივარ და კაბებს ვეძებ.მოკლე წელში გამოყვანი კაბას ვიცვამ,თმას მაღლა ვიწევ,მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და მაღლები არ წამომიღია.სხვა გზა არ მაქვს კეტებს ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ. -ჩემი პრინცესა! უკნიდან მესმის გუკას ხმა და ვტრიალდები. -შემეშალა ჩემო დედოფალო! ხელზე მეამბორება და ეღიმება. -ჩემი ზესიმპატიურესობავ! ვუღიმი და მისკენ ვიხრები.მაგეებზე ნელა ვეხები და აუჩქარებლად ვკოცნი. -შვილო თვალები დახუჭე არ შეიძლება!არ უყურო! მესმის ნატუკას ლაქლაქი და გუკას ვცილდები.კიბეზე ჩამოდის თან მცელს ხელს არ უშვებს. -ნუ რა საქციელია ახალგაზრდებო ბავშვიანი ქალი მოვდივარ და რას ჩადით? მოხუცი ქალივით იწყებს ლაპარაკს და სიცილს ვერ ვიკავებთ. -მასხარად დარჩები სულ,მაგ ბავშვაც გააგიჟებ შენ და დაჩისაც. ვეუბნები სიცილით.ყველა ვიკრიბებით და რესტორანში მივდივართ.ქრისტი უსაყვარლესი და პოზიტიური გოგოა.იმდენს გვაცინებს რესტორანში მარტო ჩვენი კისკისი ისმის.ჭიქას ჭიქაზე ვცლით და ტაქსით ვბრუნდებით სახლში.დაჩიმ ცოტა დალია,ნატუკას არ დაულევია და მაშინვე იძინებენ.მე და გუკა ხელჩაკიდებულები ავდივართ მაღლა,ბიჭები ეზოში რჩებიან და ლაპარაკობენ როგორც მთვრალებს სჩვევიათ.გუკას მისი ოთახისკენ მივყავარ და შიგნით შევდივართ. -ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ! აივანზე გავდივართ და გუკა მეუბნება.მხოლოდ გუკაა მთვრალი. -ჰოო მთვრალები სიმართლეს ამბობენ! მეცინება მე.გუკა ტუჩებისკენ იხრება და მკოცნის. -ჩემი მარწყვი! ზედ ტუჩებზე ლაპარაკობს და მომთხოვნად მკოცნის.მეც ვყვები და ნელა ოთახში შევდივართ.ლოგინზე მაგდებს და გახდას იწყებს.მერე ისევ ტუჩებზე მაცხრება. -ლიზა,მართლა გინდა? მეკითხება გუკა და თვალებში მიყურებს.სრულიად საღ გონებაზე ვარ და თამამად ვპასუხობ. -კი.... დილით მის შიშველ სხეულზე მეღვიძება და ვხვდები უფრო მეტად მიყვარს.მახსენდება როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,რამოდენიმე დღის წინ ყველაფრის,რომ მეშინოდა,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აეწყო და ახლა უსასრულოდ გაგრძელდება.მიყვარს,მთელი არსებით მიყვარს!მის გარეშე უკვე ვეღარ ვიცოცხლებ.მას უკავშირდება უკვე ჩემი ყველაფერი და არასდროს გავუშვებ.თვალებს ნელა ახელს გუკა და ჩემს დანახვაზე ეღიმება. -დილამსვიდობისა! მეუბნება და მკოცნის. -შენც! ვუღიმი. -ოხ ლიზა,როგორ შემაყვარე თავი. მისგან ამის მოსმენა ჩემთვის შოკია. -ვერ გავიგე? სპეციალურად ვეკითხები,მინდა ის სიტყვა მოვისმინო მისგან 7წელი,რომ ველოდები.ეცინება. -მიყვარხარ,ლიზა მიყვარხარ!უსაზღვროდ შემიყვარდი.იცი როგორ ვნანობ აქამდე ასე რატომ არ გავაკეთე!?ამხელა ტკივილი,რომ მოგაყენე მეც მტანჯავს ეს ყველაფერი.როგორ გამცირებდი,მიწასთან გასწორებდი. სინანულით ამბობს გუკა და სხეულზე მიხუტებს.გულმკერდზე ნიკაპით ვეყრდნობი და ვეუბნები. -წარსული დავივიწყოთ და მომავალი გავაფერადოთ!მე ყოველთვის მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები!მიღიმის და უფრო ძლიერად მიკრავს სხეულზე. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის.საღამოს თბილისში ვბრუნდებით.ქრისტი,ტასო,ბექა და დათო, დათოს მანქანაში.გიო,ნატუკა და დაჩი გიოს მანქანაში,ხოლო მე და გუკა,გუკას მანქანაში ვსხედვართ.უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.ამ ზაფხულმა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.ერთიანად ამიხდა ოცნებები,უსაზღვრო ბედნიერება შევიგრძენი.ცხოვრება ასეთი ყოფილა ბევრჯელ დაეცემი,მაგრამ წამოდგები ერთხელ და საბოლოოდ ისეთი ძლიერი და ბედნიერი,რომ თითქოს თავიდან დაიბადე.მთავარია არასდროს დავნებდეთ,უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ბედნიეებისთვის,თორე ის ჩვენთან თავისით არ მოვა.ზოგჯერ საჭიროა ბევრის დაკარგვა,რომ ერთიანად დაიბრუნო.ბედნიერება ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შემდეგ.კიდევ მთავარია თქვენი ოცნებების ასრულების გჯეროდეთ და ღმერთის გწამდეთ,ის ადამიანს არასდროს მოუვლენს ისეთ ტანჯვას,რომ მან ვერ გაუძლოს,ამიტომ ნუ დაეცემით!თბილისში ჩავედი და ყველაფერი შეიცვალა სახლში სტუმრები დამხვა და და მომიწევს ყოველი დღე მათთან გავატარო.მშობლები ისე მეხუტებიან თითქოს წლები გავიდა.ნელა გადის დღეები.ჩემი და გუკას ურთიერთობა უფრო უკეთესდება და სულ ერთად ვართ.სულ "მიყვარხარ"-ს გაიძახის.ნატუკა და დაჩი აგვისტოს ბოლოს ქორწილს გეგმავენ.ყველაფერი კარგად მიდის და ქორწილის დღეც დგება.უზარმაზარ დარბაზში ნეფე დედოფალი ქართულს ცეკვავენ და მე ვტირი თითქოს ნატუკას სადმე ვუშვებ.როგორც და ისე მყავს და მიჭირს მისი დანახვა,ვიცი სულ ვნახავ მაგრამ თითქოს მაინც დამაკლდება.ახლა უკვე დაჩის ცოლია დამასთან გადავა საცხოვრებლად პატარა "ბუდეს" შექმნიან მომავალ შვილთან ერთად და ოჯახის გოგო გახდება ჩემი ქაჯი.გუკა ცრემლებს მწმენდს და მამშვიდებს.ხალხი მხიარულებას არ წყვეტს მე კი გუკას დავეძებ.გარეთ გამოვდივარ და ცივი ნიავი სხეულში მივლის.შენობის გვერდიდან ლაპარაკის ხმა მესმის და იქით მივდივარ.ტასო და გუკა ლაპარაკობენ. -ტასო ეს თამაში აღარ არის! მე ამას არ გავაკეთებ შემიყვარდა,გესმის?შემიყვარდა! -ფეხებზე ასეთი იყო შეთანხმება,თავი უფრო ძლიერად შეაყვარე,მასთან იწექი და ვსო ახლა უნდა გაქრე!მე ფული გადაგიხადე და შენც დამთანხმდი ახლა მორჩა ყველაფერი! ფეხები მომეკვეთა,ადგილზე გავშეშდი,მოსმენილით შოკში ვიყავი,ისინი ჩემზე საუბრობდნენ.ცრემლები თავისით წამოვიდა,ბრაზი მომაწვა და მათკენ წავედი.ჯერ გუკას გავარტყი სახეში. -არაკაცი ხარ!ვერ გიტან! ეს რა ნამუსით გააკეთე?მატყ��ებდი ამდენი ხანი?რა ადამიანი ხარ?რა დაგიშავე?გამეცი პასუხი ეს რამ გაგაკეთებინა?ნუთუ გული არ გაქვს?? ხან ტანსაცმელზე ვებღაუჭებოდი და გულმკერდზე ხელებს ვურტყამდი და ცრემლები არ წყდებოდა.გუკა გაშეშებული იდგა და თვალები აცრემლიანებოდა.გული დამინაკუცპწეს და მოისროლეს თან ვინ!ჩემმა დაქალმა და საყვარელმა ადამიანმა! -ან შენ ვინ ხარ?მე ამ ტასოს არ ვიცნობდი!ეს როგორ გამიკეთე? თმებით დავითრიე ტასო და ვუყვიროდი.-თვალით არ დამენახოთ არცერთი!მეზიზღებით ორივე!ვერ გიტანთ! ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ტასოს კმაუოფილება სახეზე ეკვეთებოდა.ემოციებისგან ძალა გამოცლილი მუხლებზე დავეცი და გავითიშე.თვალები პალატაში გავახილე,ნატუკას ჩემი ხელი თავისაში მოექცია და ტიროდა.ჭერს გავუშტერე თვალი და ჩემი თავი შემზიზღდა,ყველაფრის გამო,იმ იდიოტს,რომ დავუჯერე და ვენდე.დავიჯერე,რომ დღეები დასჭირდა ჩემს შესაყვარებლად არადა ლოგინში შემითრია ფული აიღო და წავიდა.დაქალი,რომ ასეთ რამეს გაგიკეთებს,შენს ბედნიერებას ფეხით გათელავს და რის გამო არც კი იცი. -ლიზა,როგორ ხარ? თავს ვწევ და ნატუკას ვუყურებ.საპატარძლო კაბით ზის,თვალები ჩათხაპნია ტირილისგან და სახეზე ფერი აღარ აქვს. -ქორწილი ჩაგიშალე!მაპატიე ნატუ!მაპატიე არ მინდოდა!ქორწილი ჩაგაშხამე!მაპატიე ნატუ!ნატუ მაპატიე! ჩავიხვიე სიტყვები და ხმამაღლა ვყვიროდი. -დამშვიდდი ლიზა!გთხოვ გაჩერდი!ლიზა!ლიზა დამშვიდდი! ტირილი დაიწყო ნატუკამ.მე თმის წიწკვნა დავიწყე და იგივე სიტყვები ჩავიხვიე.კარები გაიღო და ექიმები დამესივნენ.წამით მოვკარი თვალი ჩემს ოჯახს მამა და გიო დედას აკავებდნენ,რომელიც ისტერიკებში იყო,ტიროდა და ყვიროდა.ბოლოს ყველაფერი გაშავდა.თვალს ვახელ და გიო ზის ჩემთან. -ლიზა,როგორ ხარ? -კარგად. ამოვისრუტუნე მე და წამოვჯექი.-ჩაგამწარეთ ყველაფერი ხო?ჩაგამწარეთ? სიევ იგივე დამემართა და ავყვირდი. -ლიზა გთხოვ გაჩერდი,არშეიძლება ნერვიულობა! წამოხტა გიო და გულზე მიმიკრა.ხელების ქნევა და ყვრილი დავიწყე ის კი მაკავებდა როგორც შეეძლო და ვგრძნობდი როგორ ტკიოდა ჩემი ამ დღეში დანახვა.მეც დავნებდი და მის სხეულს შემოვეხვიე.მაშინვე ტირილი დავიწყე. -ჩემო გოგონა!ჩემო პრინცესა!იტირე მოგეშვება! შეცვლილი ხმიტ მეუბნებოდა გიო და თავზე მკოცნიდა.ტირილით თითქოს დავმშვიდდი და ნელა მოვცილდი. -ლიზა. ხელი ხელზე დამადო გიომ. -გთხოვ ახლა არ იყვირო ისევ! თავი დავუქნიე. -ორსულად ხარ! მისი სიტყვები ეკლებივით დამერსო გულზე.გუკასგან ორსულად ვიყავი.გამიხარდა და მეტკინა კიდეც ეს ამბავი და ადგილზე გავშეშდი.მაშინვე ხელი მუცელზე დავიდე.რომ გავიაზრე ჩემში ბედნიერების ნაყოფი ცოცხლობდა ეგრევე გავიფიქრე "მე მას გავაჩენ".წამითაც არ მიფიქრია,რომ გამიძნელდებოდა მამის გარეშე.არა,მას არ ეყოლება მამა,რომელიც ფულისგამკ ყველაფერზე წავა.ამ ბავშვმა გამილამაზა მე დარჩენილი ცხოვრება და სიკვდილს გადამარჩინა.ის აუცილებლად გაჩნდება გუკასგან შორს. -გიო,მე მას გავაჩენ და ვერავინ შემეწინააღმდეგება! მტიკეც ვუთხარი.გაეღიმა და ხელი მაგრად მომიჭირა. -არავინ ვაპირებთ უდანაშაულო ბავშვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ! მისი სიტყვები მალამოსავით ესიამოვნა გულს.ყველა შემოვიდა პალატაში.მშობლები ტიროდნენ და მეხვეოდნენ.ნატუკა შორიდან მიყურებდა და ტიროდა. -ჩემო გოგო მაპატიე შეგაშინე,მოდი! ხელები გავუწოდე და მასინვე გულში ჩამიკრა. -ჩვენ შენს გვერდით ვარ დედი! ხელზე ხელი დამადო დედამ. -დედა შენ არ გადარდებს ბავშვს უმამოდ,რომ გავზრდი?არ გადარდებს ხალხი რას იტყვის? ვკითხე მაკას და მისგან ყველანაირ პასუხს მოველოდი. -ბავშვ არაფერი დაუშავებია,რომ სიკვდილისთვის გაიმეტო.მე ხალხის აზრი არ მადარდებს,ჩემი შვილიშვილი დიდი სიყვარულის ნაყოფია და ვიცი ჩემი ძლიერი გოგო მამობასაც გაუწევს. თვალები აუცრემლიანდა დედას და ხელი მაგრად მომიჭირა. -მა,შენც ასე ფიქრობ? თვალები ამიცრემლიანდა მეც. -კი,ლიზა. მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა.ექთანმა ყველა გაიყვანა პაციენტმა უნდა დაისვენოსო და მარტო დავრჩი.მუცელსზე ხელი მოვისვი. -ჩემო პატარა ჩვენ კარგად ვიქნებით! უნებურად ამეტირა და ბათუმის დღეები გამახსენდა.როგორ დავუჯერე მხოლოდ გასეირნებით და მისი სითბოთი.ერთ კვირაში ადამიანს,მითუმეტეს გუკას განთქმულ მსახიობს როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმე.აი რისი მეშინოდა თურმე მეკიდე ვენდე.ტასოს რა დავუშავე?ამისთვის რატომ გამწირა?ეჰ გუკა,როგორ მალე დამინგრიე ბედნიერების კოშკები და გამინადგურე,მაგრამ ყველაზე გამძლე კოშკი ჩემი სიყვარული აღმოჩნდა,რომელიც შენს დანგრეულ კოშკებს თავიდან ააშენებს.ეს ჩემი პატარა იქნები ჩემი დიდი სიყვარული.როგორი დაუნდობელია ცხოვრება ხან გაცინებს,ხან გატირებს.ყველაფერი ბედნისწერაა,რაც გიწერია იმას ვერ აცდები,ის ზემოთ გადაწყვიტეს და ისე იქნება.დრო რომც დააბრუნე ვერაფერს შეცვლი სხვა მიზეზით განადგურდები.ახლა მახსენდება ფილმი "დროის მანქანა" როგორ ცდილობდა ალექსანდრე ემას დაბრუნებას,მაგრამ სხვა მიზეზის გამო მაინც დაკარგა.ჯერ ვერ გადამიწყვეტია გუკას ვნახავ და ვეტყვი თუ არა,მაგრამ მგონია მოცილებას დამაძალებს.მან ფული აიღო და შვილი რად უნდა.მეც არ მინდა მას ვხედავდე ჩემს გვერდით ამიტომ ალბათ დავუმალავ.თბილისში თუ ვერ დავრჩები დიანასთან წავალ ამერიკაში,იქ გავაჩენ,მერე ან დავბრუნდები ან არა.ჩემს დაიკოს,კატოსაც ვნახავ.ოჯახის მიტოვება კი გამიჭირდება,მაგრამ სხვა გზა არ მექნება თუ საბოოლოდ გადავწყვიტე.ყველაზე მეტად ნატუკა მტკივა,ვერ ვიქნები მასთან რთულ მომენტებში.ვერ გავიგებ მისი პატარას გულისცემას.ალბათ მასაც იგივენაირად დასწყდება გული.ოდესმე ჩვენი შვილები შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს.ოჰ რა შორს მივყავარ ფიქრებს. -ჩემო ბასასუნა როგორ მიხარიხარ ჩემთან,რომ ხარ! ვეფერები მუცელს და პალატის კარი ნელა იღება.კარებში გუკა ჩნდება და სისხლი ტვინში მასხამს,მუცელს ხელს ვუშვებ,რომ ვერაფერს მიხვდეს. -ახლავე გადი აქედან!გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ!გაეთრიე! ხმას ვუწევ,მაგრამ გუკა ზურგს უკან კარს იხურავს და მოდის. -ახსნის საშუალება მომეცი. მეუბნება ჩუმად.სახე და ხმა სევდიანი აქვს ალბათ,როგორც უნდოდა ისე არ გამოუვიდა გეგმები. -გაეთრიე აქედან!არაფრის ახსნა არარის საჭირო!გიოოო! ვყვირი და ცრემლები მახრჩობს.ახლოს მოდის და ხელს ხელზე მადებს. -მომისმინე ლიზა გთხოვ! -ნუ მეხები!გაეთრიე აქედან!არ შემეხო!გიოო! ხელს ვაშვებინებ და ვყვირი,კარებს გიო აღებს და გუკას დანახვაზე ეგრევე მისკენ მიდის. -აქ მოსვლას როგორ ბედავ ნაბი*ვარო!მოგკლავ შე ა*ვარო! გუკას ზემოდან მოექცა და ურტყამს.ხეკებს სახეზე ვიფარებ და ვტირი.ხმა მივარდება ვერ ვაჩერებ,მეშინია არ მოკლას,მაგრამ ვერ ვამბობ ვერაფერს.პალატაში დაჩი შემოდის. -ბიჭო რას აკეთებ? ადექი, ეგრე მოკლავ. ფეხზე აყენებს დაჩი,გიოს.გუკას დანახვაზე წამოკივლების ხმა ამომდის.სისხლში ცურავს და არ ინძრევა,გიოს ხელები სისხლიანი აქვს და მე მიყურებს. -გადით!ახლავე გადით! ისტერიკები მემართება,ნერვებს ვერ ვთოკავ,ვერავის ვამჩნევ,თვალები მებინდება და ვყვირი.უცებ ვიღაცის მკლავებში ვექცევი,რომელიც მეფერება,ნელა მამშვიდებს.გონზე მოვდივარ და მუცელზე ვიკიდებ ხელს. -ჩემო პატარა მაპატიე!როგორ შეგაშინე მაპატიე! ვტირი და ჩემზე შემოხვეულ სხეულს მაგრად ვეკვრი.ორივე ვტირივართ.მის ცრემლებს ჩემს სახეზე ვგრძნობ შუბლიდან ქვემოთ,რომ მოდიან და ჩემს ტკივილს უერთდებიან.ასე ვიძინებ ტირილში.კოშმარები მოსვენებას არ მაძლევს და მეღვიძება.სულ სველი ვარ.ოთახს ვათვალიერებ და ვხვდები სახლში ვარ.ფეხზე ვდგები და წყალს ვივლებ.სარკეში ვიხედები და ჩემი თავის მეშინია.ოთახში ვბრუნდები და ლოგინზე ვჯდები.ტელეფონს ვიღებ და უამრავი გამოტოვებული ზარი ქორწილის დღიდან დღემდე.გუკას ზარებია.ტელეფონს ვხსნი,კარტას ვიღებ და ვტეხავ.კომოდზე საათს ვუყურებ დილის 9 საათია.ფარდებს ვწევ და კარადას ვუახლოვდები.სპორტულ შარვალს და კაპიშონიან ზედას ვიცვამ.სარკესთან ვჯდები და მკრთალად ვიკეთებ მაკიაჟს.ჩემი პატარა მახსენდება და მუცელზე ხელს ვიდებ. -დილამშვიდობისა დეე! ვეფერები მუცელს,თან ქვემოთ ჩავდივარ.სამზარეულოში ხმაურია.ლაპარაკი ისმის და მათკენ მივდივარ. -დილამშვიდობისა! ყველას ვესალმები და თბილად მიღიმიან. -ვის ელაპარაკები? ვეკითხები გიოს და უკან ვუდგები. -კატოო!როგორ ხარ სიხარულო? სიხარულით ხელს ვუქნევ ჩემს დაიკოს 15 წლისაა. -კარგად ბზიკო შენ? მიღიმის კატო.ბავშვობიდან ბზიკს მეძახის.მახსოვს ერთხელ დამიჯდა და მეუბნება. -შენ ბზიკი უნდა დაგარქვა! -რატო? ვეკიტხები სიცილით. -ბზიკივით მწარედ მკბენ. მეკრიჭება კატო. -ხოდა მოვიდა ბზიკი. ფეხზე ავდექი და საკბენად გავეკიდე.სულ ვკბენდი,ვაკივლებდი ხოლმე. -მომენატრეთ! -ამ არდადეგებზე მაინც ჩამოსულიყავი. ეუბნება მაკა.მე მაგიდასთან ვჯდები და კატოს სახეს ვაკვირდები,როგორ მომენატრა ეს საზიზღარი. -იტალიაში წასვლა მქონდა დაგეგმილი.მომავალ წელს მანდ ვარ! გვეკრიჭება კატო. -ვიმახსოვრებ! ეცინება გიოს.ახლა მას ვუყურებ და გუშინდელი ამბები მახსენდება.ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და ფეხზე ვდგები. -დედი ნატურალური წვენი გვაქვს? ვაღებ მაცივარს. -არა,გახვალ იყიდი? -კი. ვტრიალდები და გასასვლელისკენ მივდივარ.ჩემი ტყავის ქურთუკიდან ფულს ვიღებ.ჩვენი სახლიდან რამოდენიმე მეტრშია მაღაზია.მისკენ მივდივარ და ვხედავ ტასოს.ნერვები ყელში მასხამს მინდა მივიდე და გავპუტო,მაგრამ ბავშვის გამო ვიკავებ თავს.რამდენი გადავიტანე ამის გამო და არ დავუშვებ ბავშვიც დავკარგო.ვაიგნორებ და ქუჩას ვკვეთ,ხელით მიჭერს და გადმოვყავარ. -ნუ მეხები! ხელს ვითავისუფლებ. -ახსნის საშუალება მომეცი! მკაცრი ტონი აქვს და ვღიზიანდები. -ყველაფერი ნათელია ახსნა არ არის საჭირო! ისევ ქუჩას ვკვეთ და კიდევ მაჩერებს. -პატიებას არც გთხოვ,უბრალოდ უნდა გაგარკვიო რამოხდა. მართლა მაინტერესებდა საიდან გაუჩნდათ ჩემი გამწარების იდეა. -კარგი გისმენ. -აგერ კაფეში დავსხდეთ გრძელი ამბავია. ვთანხმდები და კაფეში ვსხდებით. -მოკლედ შენი დაბადების დღის მერე კლუბში წავედი და იქ ვნახე.ვილაპარაკეთ,დავლიეთ და მალევე წავიდა.ცოტახნის შემდეგ მეც გავედი.ტაქს ვაჩერებდი იქვე ჩიხში ჩხუბის ხმა მომესმა,მერე ხმები "არ შემოგაკვდეს წავედით"-ო.დამაინტერესა ვინ იყო,5 კაცი გამოვიდა კარგი ნავარჯიშები ტანით,წავიდნენ თუ არა ჩიხში შევედი.გუკა დამხვდა,მაგარი ნაცემი ყავდათ,ვერ ლაპარაკობდა.შეძლებისდაგვარად ტაქსამდე მივიყვანე და საავადმყოფოში წავედით.ცოტა გონზე,რომ მოვიდა ვკითხე ვინ იყვნენ თქო შენგან რა უნდოდათ თქო.მოკლედ კაზინოში მაქვს ვალი და უკვე 2 კვირაა დამზდევენ და მე ფულს ვერ ვშოულობო.რამდენი გაქვს თქო და 20 000-იო.იმწამსვე გამიელვა მაგ აზრმა თან მე ყოველთვის მომწონდა გუკა,მაგრამ შენს გამო თავს ვიკავებდი,ის ბოლო დღეები კი მაგრად დავახლოვდით,სულ მკითხულობდა,ვნახულობდი და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს.ვიცოდი მე ცუდად გამომივიდოდა პირდაპირ თუ მასთან ვიქნებოდი,ამიტომ შენი ტანჯვა ავირჩიე და შევთავაზე.მე გადაგიხდი მაგ ვალს ოღონდ შენ ლიზას თავი იმაზე მაგრად უნდა შეაყვარო როგორც ახლა უყვარხარ,უნდა დააიმედო,თუ ლოგინშიც შეითრევ უკეთესი და მერე მიატოვო თქო.ამით იმხელა ტკივილს მიიღებდი გუკასკენ აღარც გამოიხედავდი და მერე ბევრი გეგმები მქონდა.ალბათ ბავშვურად ჟღერს, მაგრამ გაჭრა კიდეც ოღონდ ცოტა სხვანაირად.გუკა მაშინვე დამთანხმდა,მერე ბათუმის ამბები,რომ გავიგე მაგასაც ვუთხარი და იქ ჩამოვიდა,მერე რაც მოხდა შენც კარგად იცი.მაგრამ გუკას შეუყვარდი და ჩამეშალა ყველაფერი. მოსმენილით შოკში ვიყავი,ვერ ავღწერ რა დარტყმა მივიღე იმ წამს. -ასე ძალიან გძულვარ? ვკითხე და მზერა გავუსწორე. -კი ლიზა,კი უარესადაც კი.ყოველთვის მშურდა შენი ბავშვობიდან,მაგრამ თავს ვიკავებდი და მაგარ მეგობრად გაჩვენებდი თავს,მაგრამ თავი შემაზიზღე და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი მთავარი იყო შენ გტკენოდა. ზიზღით წარმოთქვამდა სიტყვებს.სახეში მაგრად გავარტყი. -შენ რა ადამიანი ყოფილხარ,ამდენი შური სად გეტევა.ჩემ დად მიმაჩნდი და ყველაზე ნაკლებად მოველოდი შენგან ამას.ბიჭები სულ თავს გეხვია,ჩაცმა შენ არ გაკლდა და რაც ახალი იყო შენი მშობლები იგლიჯებოდნენ და გყიდულობდნენ.ჩემთან რაზეც ხელი დაგიდია მიჩუქებია სიხარულით და რისი გშურდა გამაგებინე?ფეხსაცმელს,რომ ვიყიდიდი ჯერ შენ გეცვა და მერე მე ხოლმე,ბავსვობიდან ერთად ვიზრდებით და ვერ ვიჯერებ რატო გეზიზღები და რა გშურს.ყელში ამოხვედი უკვე,ვეღარ გიტან,შენი დანახვა აღარ მინდა,გზაზე,რომ დამინახავ გაიქეცი თორე ჩემი ხელით მოგკლავ. ავდექი და კაფიდან გავედი.ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,მაღაზიაში შევედი ნატურალური წვენი და სასუსნავები ვიყიდე და სწრაფად წავედი სახლისკენ. მწერალი: კაფიდან ლიზას გასვლა და ტასოს ტირილი ერთი იყო.როგორ უნდოდა იმ წამს სიკვდილი.როგორ უყვარს ლიზა და როგორ ტკენს მისი საქციელით.ცრემლები შეიმშრალა და ტელეფონი აიღო,ნომერი აკრიფა და დარეკა. -შეასრულე რაც გითხარი? -დიახ.როდის ვნახავ? -ჯერ არა. -კი მაგრამ მე... -გინდა ყველას თავი გამოგიგზავნო? -არა ძალიან გთხოვთ,ყველაფერი გავიგე. ტელეფონი გაუთიშეს და ტასომ ისევ ტირილი განაგრძო. ლიზა: სახლში შევედი და ვცდილობდი ანერვიულება დამემალა. წვენი დავისხი და ნატუკას დავურეკე. -გისმენ ლიზ. -რას შვები? -დაჩი და მე ჩემთან მივდივართ შენ? -რავი სახლში მოვიწყინე და მოვალ. -კარგი გელოდები. ტელეფონი გავთიშე და ოთახში ავედი.კარადა გამოვაღე,დახეული ჯინსი და ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა გამოვიღე და ჩავიცვი.უკვე სექტემბერი დაიწყო,წასვლაზე ვფიქრობ სჯობს დროულად მოვიფიქრო თორე შეიძლება მერე ვეღარ წავიდე.კეტებს ვიცვამ,თმას მაღლა ვიწევ და ქვემოთ ჩავდივარ. -მაკა ნატუკასთან მივდივარ! ვეუბნები დედას,რომელიც არც კი ვიცი სად არის და ქუჩაში გავდივარ.გუკაზე იწყებს ტვინი ფიქრს.რა კარგი იქნებოდა მანაც,რომ იცოდეს ბავშვის შესახებ.სამივე ერთად საოცარი ოჯახი ვიქნებოდით,მაგრამ ფულზე აწყობილი სიყვარული არ მინდა.ჩემ ბაჭიასთან ერთად ძალიან მაგრად ვიქნები.თვალები მიცრემლიანდება.მახსენდება გუკას სიტყვები. -ჩვენს შვილს ყველაზე მაგარი თვალები ექნება! ცრემლების შეკავება მიჭირს და გზაზე ვხედავ გუკას.ხელ_ფეხი მიშეშდება და ადგილს ვეყინები,გული ორმაგ დარტყმას იწყებს.შორიდანვე ისისც მამჩნევს და ფეხს უჩქარებს.გონს მოვდივარ და ვცდილობ ტაქსი გავაჩერო,მაგრამ ახლა არ ჩანნან.გუკაც მიახლოვდება და უკვე ჩემს წინ დგას.სახე ჩალურჯებული აქვს,თვალები დასიებული,წვერი მოშვებული,ვეღარც კი ვიცნობდი ცოტახანში. -გამარჯობა ლიზა. სულ სხვა ხმა აქვს,შეცვლილი,სევდიანი,დაბოხებ ული. -შეიძლება გელაპარაკო? მეკითხება და მზერას მისწორებს. -ტასომ ამიხსნა ყველაფერი,მორჩა შემეშვი! მშვიდად ვეუბნები და ნატუკას ვწერ ჩემს მდებარეობას და წამიყვანე თქო. -ლიზა მართლა მიყვარხარ! -გუკა აზრი არ აქვს,სულ გული რომ ამოიგლიჯო არ გაპატიებ.შენ მე ისე მომატყუე,თან ფულის გამო.შენ ის გუკა არ ხარ მე რომ შემიყვარდა,ის გუკა ფულში უცხოსაც კი არ გაცვლიდა.მოვახერხე წარსულის ტკივილების დავიწყება,მაგრამ ორი იმედი დამიმატე და პატიებას ნუ ელი ჩემგან. ცრემლებს ვიკავებდი და ბავშვის გამო ტონს არ ამიწევია. -ლიზა,მითხარი როგორ დაგიმტკიცო,რომ მართლა მიყვარხარ! მეუბნება და დაჩის მანქანაც ჩერდება.გადმოსვლას აპირებენ,მაგრამ უკანა კარებს ვაღებ და გუკას ვუყურებ. -გაქრი ჩემი ცხოვრებიდან! ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ სიტყვებს წარმოვთქვამ და გულში რაღაც მარტყამს.მანქანაში ვჯდები და მაშინვე ცრემლები გზას მიიკვლევენ.ნატუკა მანქანას აჩერებინებს და უკან მიჯდება. -ნატუ ვერ ვუძლებ ამ ტკივილს. ვეხუტები ნატუკას და ვტირი. -კარგი დამშვიდდი ნერვიულობა ხო იცი არ შეიძლება. მეუბნება ნატუკა,მაგრამ მინდა ჩემი გულის ნადები მოვიშორო. -ღამის 4 საათზე ხილი,რომ მომინდება ჩემს გვერდით ვინ იქნება?ბავშვის გულის ცემას,რომ მოვუსმენ ჩემს გვერდით ვინ იქნება?მუცელი,რომ ამტკივდება ჩემს გვერდით ვინ იქნება?მშობიარობის დროს ხელს ვინ ჩამკიდებს და დამამშვიდებს?ვიტანჯები ნატუ მინდა ჩემს გვერდით იყოს,მაგრამ გული არ უშვებს,თითქოს თავდაცვის რეჟიმი ჩართული აქვს და საფრთეს მანიშნებს.ისევ ტკივილის,ტანჯვის და ცრემლის მეშინია. ვსლუკუნებ და ნატუკას ვეხუტები. -მე შენს გვერდით ვარ ყოველთვის,დამირეკე როცა გინდა და ერთად ვჭამოთ ხოლმე,ერთად მოვუსმინოთ ბავშვის გულის ცემას... აგრძელებდა და გავაწყვეტინე,წამოვჯექი და ცრემლები მოვიწმინდე. -მაპატიე,მაგრამ მაგას ვერ მოვესწრებით. მის ხელს ჩემსას ვუჭერ. -ლიზა რას ამბობ? მანქანას აჩერებს დაჩი და მეკითხება. -რას აპირებ? სახე ეცვლება ნატუკას. -ამერიკაში წავალ,გუკასგან შორს. -ლიზაა,რას ამბობ? -კი,მაგრამ ვისთან მიდიხარ ამხელა გზაზე თან ორსული. -ბებია და და მყავს.ხო იცით როგორ მიყვარხართ,მაგრამ ასე სჯობს,გუკას ვეღარ შევხვდები და აღარც დავიტანჯები. -როდის წახვალ? მეკითხება ნატუკა და მანქანიდან გადავდივართ. -ჯერ ჩემებსაც გავაგებინო,ექიმს გავესინჯები და წავალ. -ბავშვს შენ ნათლავ ხომ იცი? მეკითხება დაჩი. -თმით ჩამოგიყვან იქიდან. ეცინება ნატუკას. -სანამ 2 წლის არ გახდება ბავშვი აქ ვერ ჩამოვალ და თუ დამელოდებით მოვნათლავ. მეღიმება მე და სახლში შევდივართ. -მანამდე რაღაც იქნება. მეუბნება დაჩი. -წვენი გინდა? მეკითხება ნატუკა. -თუ ნატურალურია კი. ვეუბნები და დივანზე ვჯდები. -მე საქმე მაქვს და წავედი,დამირეკეთ თუ რამე. გვეუბნება დაჩი ნატუკას მიცელზე კოცნის,მერე ტუჩებში და კარს იქით იკარგება.ყველაზე საყვარელი წყვილია.საღამომდე ნატუკასთან ვარ. საღამოს ტაქსით შინ ვბრუნდები.ტელევიზორთან სხედან და რაღაც კინკს უყურებენ.ვფიქრობ საუბრის გადადება აღარ ღირს. -საღამომშვიდობისა! ვესალმები და დივანზე ვჯდები. -ნატუკა როგორ არის? მეკითხება მაკა. -კარგად არის. -რამის თქმა გინდა? ტელევიზორს ხმას უთიშავს გიო და მიყურებს. -კი...იცით ამერიკაში გადავწყვიტე წასვლა... თითქმის ვჩურჩულებ.ვიცი ეს წინადადება არავის მოეწონება და თავს ვხრი. -რააა? გაოცებას ვერ მალავს გიო. -შვილო იქ რა გინდა თან ორსული? მეკითხება მამა.მაკა უკვე შფოთვებშია. -ვიცი აქ ვერ მოვისვენებ,სულ მომიწევს გუკას ნახვა,როგორც დღეს... წამომცდა და ენაზე ვიკბინე.ჯანდაბა!მამას და გიოს უკვე სახეები აელეწათ.მაკას უკვე კაპლი თუ მოიყვანდა გონს. -კარგით დამშვიდით.ახსნა უნდოდა ყველაფრის,მაგრამ არ მოვუსმინე,მერე ნატუკაც მოვიდა მანქანით და ეგ იყო. -ლიზა არ მომატყუო!თუ რამე დაგიშავა არ ვაცოცხლებ მაგ ნაბი*ვარს! გიო არ ცხრებოდა. -ნუ აზვიადებ გთხოვ!თემას ავცდით.მოკლედ იქ გავაჩენ ბავშვს და ჩამოვალ მერე.1-2 წელი ვერ გაძლებთ უჩემოთ? ვიღიმი და ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო.დედას ფერი უბრუნდება თითქოს. -ბავშვის მოვლა არ გაგიჭირდება? მეკითხება მამა. -12 წლის ბავშვი ხო არ ვარ,თან ბებოსთან მივდივარ და ისიც დამეხმარება. ვამშვიდებ მამას. -ბავშვით,რომ ჩამოხვალ და გუკა გნახავს? მეკითხება მაკა.ეს უკვე გათვლილი მაქვს. -დედა მარტო გუკასგან შემიძლია დაორსულება? სრულიად ლოგიკურ კითხვას ვუსვამ და ჩუმდება. -შენ უკვე დიდიხანია ფიქრობ ხო ამაზე??ყველა კითხვაზე ჩამოყალიბებული გაქვს პასუხი.კიდე რა გადაწყვიტე უჩვენოდ? მეკითხება ნაწყენი ხმით გიო. -გავიგე თუ არა ორსულობის შესახებ იქიდან ვფიქრობ წასვლაზე,თქვენ არ იდარდოთ ხშირად დაგირეკავთ და ყველაფერს გაგაგებინებთ. ვუღიმი ჩემს საყვარელ ადამიანებს. -როდის მიდიხარ? მეკითხება მამა. -რადგან ყველაფერი გავარკვიე ხვალ ექიმს გავესინჯები და ზეგ დილით გავფრინდები,დღეს ვიყიდი ბილეთს. სიტყვა არ მაქვს დამთავრებული მაკა გულში მიკრავს და ქვითინებს.ხელებს მაგრად ვხვევ.მეც მიცრემლიანდება თვალები. -მაკა ნუ გრუზავ. ეცინება გიოს. ყველას ერთად ვიკრავ გულში და მათ სურნელს ცხვირში ღრმად ვმარხავ,რომ დიდხანს გამყვეს.ოთახში ავდივარ და ლოგინზე ვჯდები. -შენ,რომ არა დედი ალბათ მკვდარი ვიქნებოდი! მუცელს ვეფერები და მიყვარს ჩემი ბასასუნა.ნეტა უკვე გვერდით მყავდეს და გულში ჩავიკრა.საღამურს ვიცვამ და ლეპტობს ვრთავ.ილუმინატორთად ბილეთს ვყიდულობ და ლეპტოპს ვხურავ.ძილი არ მეკარება.ჩემს პატარას ვეფერები და ერთი სული მაქვს სქესს როდის გავიგებ,რომ ტანსაცმელი,სათამაშოები და უამრავი სხვა ნივთი ვუყიდო.ოთახში მაგიდა მიდგას,რომელზეც ვმეცადინეობდი ხოლმე.მაგიდის უჯრას ვაღებ და ვიცი აქ დიდი ბლოკნოტი მაქვს შენახული.ბავშვობაში ბებიამ კატოს გამოუგზავნა,მე კი ძალიან მომეწონა და სულ ვეხვეწებოდი მაჩუქე თქო,ფულიც შევთავაზე,შენ პატარა რად გინდა თქო,მაგრამ არ მაძლევდა.ერთ დღეს ოთახიდან მოვპარე სულ ბალიშის ქვეშ ედო.უჯრაში ჩავკეტე.სკოლიდან,რომ მოვიდა მინის თასში ჟურნალი მქონდა ჩადებული და მის თვალწინ ცეცხლი წავუკიდე.ბევრი იტირა,მაგრამ მერე შეეჩვია.მაკა კი ძალიან მეჩხუბა.უჯრიდან ამოვიღე.ყდაზე მზის ჩასბლა ეხატა.დიახ სწორედ ამიტომ ვიბრძოდი ასე ძალიან,თორე ხო შემეძლო სხვა ბლოკნოტი მეყიდა,მაგრამ არცერთს ეხატა მზის ჩასვლა.მაგიდასთან დავჯექი,კალამი ავიღე და უეცრად რაღაც ძალამ წერა დამაწყებინა... ჩემო პატარა,შენი არსებობის შესახებ ისეთ ცუდ დროს გავიგე,შენი ამბავი წვიმის მერე ცისარტყელის გამოსვლას გავდა.ჩემში დიდი მედნიერება გააღვიძე.იცი?წამითაც არ მიფიქრია შენი თავიდან მოცილება.როგორც შენმა ბებიამ ტქვა შენ დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ!როგორ მინდა ახლაგულში ჩაგიკრა და ჩემი სურნელი შევიგრძნო.ეს დროც დადგება,მაგრამ ვერარ ვითმენ.შენთან ერთად ახალ ცხოვრებას ვიწყებ,ახალ ადგილას.ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ლოგინში შევწექი და მაშინვე ჩამეძინა.დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. -დილამშვიდობისა დეე! მოვეფერე ჩემს პატარას.წყალი გადავივლე,შავი შარვალი,თეთრი "საროჩკა" და მსი ზევიდან მწვანე ნაქსოვი მაისური გადავიცვი.ბოტასები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.თორნიკე სამსახურში ადრიანად მიდის.გიოს ძინავს.დედა სამზარეულოში ფუსფუსებს. -დილამშვიდობისა.! -გშია? -გვშია. გავუღიმე.მაკამ თბილად გამიღიმა და საჭმლის მომზადება გააგრძელა.ტელფონს ვიღებ და დიანას ვურეკავ. -ბები როგორ ხარ? -ხალხო შვილიშვილს გავახსენდი ავღნიშნოთ! სიცილით ყვირის ტელეფონში. -კარგად შენ? -არ შეცვლილხარ რაა.მეც არამიშავს. -რას შვებით?მომიყევი ახალი ამბები. -ხვალ შენთან მოვდივარ. ვეუბნები დიანას და ჩუმდება.იქ ჩასვლისას ვეტყვი ჩემი ორსულობის შესახებ. -ტელეფონითაც დაიწყეს ფარული კამერა?? ვინმე გვისმენს და პრიკოლებში გაუშვებენ? ეცინება დიანას. -არა მართლა მოვდივარ.ბილეთი ნაყიდი მაქვს უკვე. -მართლა??რა კაია ბებო.როგორ გამახარე.რაც მე მაგ ამის მოსმენით მომემატა სიცოცხლე,ხუთი იმდენი მოგემატოს შენ! მეცინება.სულ ასეთია,ხუმარა,ბრაზიანი,უცნაური და ვაიმე ისეთი ბუტიაა ამხელა ქალი.ვერ გადავაჩვიეთ.ასე ყოველთვის დალოცვის ახალი სიტყვები აქვს და მახალისებს ხოლმე. -კაი ბები მშია ახლა,კატო მომიკითხე! -კარგი ბებო! ტელეფონს ვთიშავ.მაკა სალათას წინ მიდგამს,და წვენს მისხამს. -შენჯ ორსულობის შესახებ თქმას,რომ ჩახვალ მერე აპირებ? მეკითხება მაკა. -ხო ჯობია პირისპირ ავუხსნა ვიდრე ტელეფონით. -დილამშვიდობისაა! ენერგიულად შემოდის გიოს და გვერდით მიკდება.-მადლობა! წვენს ბოლომდე ცლის და ჭიქას დგამს. -დედი შენს ღორ ბიძას არ დაემსგავსო რაა! ვეუბნები ჩემს ბასასუნას.გიოს ეცინება,მაკა კი თბილად გვიყურებს. -ღორობაში ბევრი დადებითი მხარეებია!მეუბნება ამაყად გიო. -მაგალითად? -მე,რომ ღორი არ ვიყო და ეს წვენი არ დამელია არც კი შემომთავაზებდი,ნუთუ მე არ მინდა ნატურალური წვენი? შრეკის კატას ემსგავსება უცებ. -თეატრიესკენ გზა მიგასწავლო? მეცინება მე და წვენს ვუსხამ. -ექიმთან მე წაგიყვან. -იყოს გასაღები მომეცი მე წავალ. -როგორც გინდა. მეუბნება გიო და შუბლზე მკოცნის.საჭმელს ვჭამ და ექიმთან მივდივარ.ბავშვის ზრდა კარგად მიმდინარეობს,მხოლოდ რამოდენიმე ვიტამინს მინიშნავს.ექიმიდან ნატუკას და დაჩის ვსტუმრობ.მათ ვემშვიდობები და ვაფრთხილებ აეროპორტში არ მოვიდნონ.არ მინდა ატირებული წავიდე თქო.მერე სახლში ვბრუნდები და ჩემოდანს ვალაგებ. ტანსაცმელს ვახარისხებ,როცა შეტყობინება მომდის.ნატუკა მწერს. -აუუუ შეიძლება ცუდად ვიქცევი,მაგრამ არ შემიძლია ვერ წავშლი ისე,რომ არ განახო. გაუგებარ რაღაცას მწერს.მეთქი შეეშალა თქო და ტელეფონს ვდებ.ისევ მომდის შეტყობინება,ვხსნი და გული თითქოს მითბება.ნატუკამ ფოტო გამომიგზავნა კლუბში ვართ მე და გუკა.ორივე ვიცინით და ისეთი ბედნიერი სახე მაქვს,არც კი მოველი,რომ რაღაც ცუდი მოხდება. -ხო არ გაბრაზდი?? მწერს ნატუკა. -არა სიხარულო.მადლობა,რომ გამომიგზავნე. -უკვე მენატრები! -ჯერ არც წავსულვარ. -რომ ვიცი წახვალ,უკვე მენატრები. -ჩემი სულელი გოგო,როგორ მომენატრები.წადი ახლა დაიძინე და დილით აეროპორტში არ დაგინახო თორე მეწყინება. -ჰო კაი კაი.ტელეფონს ვთიშავ და მაშინვე ვწვები.დილით ვიღვიძებ,ვდგები და მზადებას ვიწყებ.თან ჩემს პატარას ველაპარაკები.უკვე ისე შევეჩვიე მასთან ლაპარაკს ერთი სული მაქვს როდის დაიბადება.ქვემოთ ჩავდივარ,ყველას ღვიძავს უკვე. -გიო გთხოვ ჩემოდნები ჩამომიტანე. ვეუბნები და მაშინვე ზემოთ მიდის.მამაც კი არ წასულა სამსახურში.თორნიკე ბიზნესმენია,მის საქმე კარგად არ ვარ გარკვეული,მაგრამ სულ შეხვედრები აქვს დილიდან დილამდე.სწრაფად ვსაუზმობ და ოხ დამშვიდობების დროა.დედას უკვე ცრემლიანი აქვს სახე.როგორ არ შემიძლია მისი ამ მდგომარეობაში ყურება ვერ ავღწერ.გიო მაღლიდან ჩამოდის და ყველას ერთად ვიხუტებ. -ძალიან მიყვარხართ და მიჭირს წასვლა,მაგრამ ვიცი ასე აჯობებს ყველასთვის.ორ წელში ოთხივე ჩამოვალთ.ყოველდღე დაგირეკავთ და გაგაგებინებთ ყველაფერს.აეროპორტში არ მოდიხართ! თბილი სიტყვების მერე მკაცრად ვთქვი და მაგრად ჩავიხუტე. -კეთილი მგზავრობა! ერთხმად მითხრეს.ხელი გავუშვი და კარებისკენ ისე წავედი არც გამომიხედია.ვიცი ტირიან,ვიცი არუნდათ ჩემი გაშვება,ვიცი იმათაც ტკივათ და ისიც კარგად ვიცი ახლა,რომ შევბრუნდე და მათის სახეები ვნახო დავრჩები და აღარსად წავალ.ტაქსში ვჯდები და ცრემლები თავისით მომდის. -აეროპორტში. ვეუბნები მძღოლს და მივდივართ.ბავშვს ვეფერები და ტელეფონი რეკავს. -გისმენ ნატუკა. -წახვედი უკვე? -არა აეროპორტში მივალ მალე. -კაი ჩემო გოგო,კეთილი მგზავრობა. ამოისრუტუნა და გათიშა. არ ვიცი როგორ უნდა გავძლო იქ ჩემების გარეშე.იმაში გამიმართლა,რომ იქაც ჩემები არიან და არაფრის მეშინია.აეროპორტთან მიჩერებს მძღოლი,ჩემოდნები გადმოაქვს,ფულს ვაძლევ და მიდის.ჩემოდნებს ხელს ვკიდებ და შენობაში შევდივარ.რიგში ვდგები და გარემოს ვათვალიერებ.ვხედავ როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს ხალხი და ტკივილნარევი ღიმილი აქვთ აკრული.გააცილებენ თუ არა სკამზე ქვითინებენ.ზოგი დაა ზოგი დედა,ზოგიც შეყვარებული.ყველაზე მეტად კაცებს უჭირთ,ყველა ვერ გამოხატავს ტკივილს ცრემლებით და სიმწრით იხშობს გულში.ამიტომ არ მიყვარს,როცა ვინმე მაცილებს.მათ სახეებს,რომ ვხედავ აზრი მეცვლება ხოლმე ან მეტირება და მთელი გზას ტირილში ვატარებ.ჩემი რიგიც მოდის.მალევე თვითმრინავში ავდივარ.ჩემს ადგილს ვიკავებ და პაწაწუნას ვეფერები. -ყველაფერი კარგად იქნება დე.ყველაზე ბედნიერი იქნები არაფერი მოგაკლდება გპირდები დედი.ჩვენ ერთად შევძლებთ ყველაფერს,ჩემო ბედნიერებავ. ვეჩურჩულები ჩემს პაწაწუნას და ღვედს ვიკეთებ.თვითმფრინავი ცაში იჭრება.ჩემი ცხოვრება ფილმივით მირბის გონებაში.სულ რაღაც ორი კვირის წინ ბედნიერებისგან ვფრინავდი,მერე ფრთა მომტყდა და დავეცი ახლა კი ნატკენი ფრთით ისევ ცისკენ მივიწევ და არაფრის შიში მაქვს რადგან ჩემი პატარა მყავს.არ მადარდებს ის,რომ ბავშვს მამა არ ეყოლება.მასზე ცუდს არავის ვათქმევინებ.მთლად მამობას ვერ გავუწევ,მაგრამ შევეცდები იმ სითბოს ნახევარი მაინც ვაჩუქო რაც მამისგან უნდა მიეღო.ზოგისთვის სულელური საქციელია ალბათ რასაც ახლა მე ვაკეთებ,მაგრამ რაც მე გადავიტანე იმის მერე,რომ არ მოვკვდი მიკვირს.ზოგი იმასაც იფიქრებს ბავშვი მოეშორებინა და გაეგრძელებინა ცხოვრება,რატომ უნდა ათრიოს ამდენი ტკივილი.ჯერ საყვარელი ადამიანი დაკარგა და ახლა მის თავს,რომ გაახსენებს ის გვერდით დაიტოვაო და ზუსტად ასეა ეს ბავშვი გამახსენებს გუკას და იმ ბედნიერებას მაჩუქებს რასაც მთელი ცხოვრება ველოდი.ალბათ ადვილია იმის თქმა "ბავშვი მოიშორე!",მაგრამ როცა თქვენში ცოცხალ ორგანიზმს,თქვენ სისხლსა და ხორცს,თქვენი სიყვარულის ნაყოფს იგრძნობთ არც კი დაფიქრდებით ისე დაიტოვებთ.მისთვის მთებს გადადგამთ თუნდაც გვერდით არ გყავდეთ საყვარელი ადამიანი.შეიძლება დაუშვათ შეცდომა,ენდოთ,არ დაიცვათ თავი,მაგრამ ეს ბავშვის ბრალი არ არის,არც თქვენი ბრალია.თქვენ ენდეთ რადგან გიყვარდათ,ამიტომ არ შეიძლება ამის გამო თქვენს შვილს სიცოცხლე ხელიდან გამოაცალოთ.ის თქვენი სიყვარულის საჩუქარია და მას მოვლა უნდა.ყოველთვის გამოცნდება ადამიანი ვინც გვერდით დაგიდგებათ და არ გაგრძნობინებთ,რომ დაუშვით შეცდომა,არამედ ის მზად იქნება დაგეხმაროთ.მთავარია თქვენ გჯეროდეთ,რომ ყველაფერს შეძლებთ.ფიქრებში მეძინება.უცებ ვიღაც მარხევს,თვალესბს ვახელ და ჩემს გვერდით მოხუცი ქალბატონი მეუბნება. -ჩამოვედით შვილო. -მადლობა. ნივთებს ვაგროვებ და თვითმფრინავს ვტოვებ.ჩემოდნებით გამოვდივარ და თვალებით ვეძებ დიანას და კატოს.შორიდანვე ვამჩნევ და ისე მახარებს მათი დანახვა.კატო ადგილზე ცქმუტავს,ვერ ისვენებს,ბებია ხელებს ერთმანეთში ბლანდავს.მეღიმება მათ რეაქციაზე და უფრო ვუახლოვდები.ჩემს დანახვაზე კატო მორბის და ვხვდები მომკლავს ჩახუტებით.ინსტიქტურად მუცელზე ხელს ვიკიდებ. -კატო ფრთხილად.ნელა.ფრთხილად ჩამეხუტე! ვეუბნები და ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით სვლას ანელებს და მეხვევა.ვაიმე რა კარგი ყოფილა მონატრებული ადამიანის ჩახუტება.მის სურნელს ვისუნთქავ.ნელა ვიცილებ და ვუყურებ. -ხო არ მესიზმრები?რამხელა გაზრდილხარ! ხელით ვატრიალებს და კისკისებ. ბებია მიახლოვდება და მის თვალებზე ცრემლს ვამჩნევ.გულში ვიკრავ და მის მონატრებულ სურნელს ვისუნთქავ.როგორი კარგია როცა მათ სურნელს თავიდან გრძნობ,იხსნებ იმას რაც ძალიან მოგენატრა. -ჩემი მშვენიერი გოგო.როგორ მიხარია,რომ ჩამოხვედი. -მომენატრეთ ძალიან. -ჩვენც ბები. მეუბნება დიანა და ჩემოდანს კიდებს ხელს.დიანა იმდენად ჯიუტია,თავისი სიჯიუტით ნერვოზს დაგმართებს ამიტომ არ ვეწინააღმდეგები.კატო მეორე ჩემოდანს კიდებს ხელს. -აუუ მაკბენინებ? ვეუბნები შენობიდან გასვლისას.ისე მომენატრა მისი წივილ-კივილი ქუჩაშიც თანახმა ვარ ვაწივლო. -დაგვიბრუნდა ბზიკი ოღონდ ახლა ფუტკარია. კისკისებს და მანქანაში სკუპდება.ბებია ჩემოდნებს ალაგებს და საჭესთან ჯდება.საერთოდ არ ეტყობა ასაკი და ეს BMWც როგორ უხდება.მეცინება რა თინეიჯერი ბებო მყავს.მანქანაში ვჯდები და ბებიას ვუყურებ.ისიც რამდენ ტკივილს მალავს.შვილი და ქმარი თვალწინ მოუკვდა.იმხელა დარტყმა იყო მისთვის ძლივს გადაიტანა.მარკეტიდან გამოდიოდა,ბაბუას და ბიძაჩემს უნდა მიეკითხებინათ,მაგრამ წამებში მანქანა სატვირთოს შეასკდა,ბოლო რაც იყო ბიძაჩემის კივილი გაიგო დიანამ და მანქანაც აფეთქდა.ვიცი როგორც უმძიმს,ვიცი ახლაც ყურებში ესმის შვილის ყვირილი,ის განწირული ხმა,რომელსაც ვერ უშველა.ჩვენი ოჯახი იმდენ ტკივილს ატარებს...ორსართულიან სახლთან აჩერებს.მანქანიდან გადმოვდივართ,ჩემოდნებს ვიღებთ და სახლში შევდივართ.მაშინვე ძაღლი მორბის ჩემსკენ ჩემს ფეხებთან მუცელზე იწყებს კოტრიალს. -ფიფა ქვია! მეუბნება კატო. -ჩენმა დამ ქუჩიდან მოათრია და სულ მამწარებს.იცის,რომ ვერ ვიტან. სიცილით ლაპარაკობს დიანა.ფიფას ვეფერები და ბებიასთან მივდივარ. -სახლში როგორ არიან? -რავი არაუშავთ. -ხომ გშია? წინ წვნიანს მიდგამს და ვხვდები მის სუნზე გული მერევა.პირზე ხელს ვიფარებ,ფეხზე ვდგები და ზემოთ მივრბივარ.არც კი ვიცი სააბაზანო სად არის,ოთახიდან კატო გამოდის და უცბად ხვდება ყველაფერს,ბოლო ოთახზე მიმითითებს და იქით მივრბივარ.სააბაზანოში შევდივარ,მაშინვე გული მერევა,თან ვხვდები ახსნა დღეს მომიწევს ყველაფრის.სახეს ვიბან და გამოვდივარ.კარებთან კატო მხვდება. -ორსულად ხარ? ეგრევე მახლის კითხვას და იმდენად მოულოდნელია ვიბნევი. -პატარა ხომ არ გგონივარ,რას გაჩუმებულხარ აღიარე. -კი. -მოიცა მართლა?? გაოცებას ვერ მალავს კატო.ახლა ვხვდები ღადაობით მეკითხებოდა. -კი კატო კი. ვეუბნები და ქვემოთ მივდივარ.ისიც უკან მომყვება. -ანუ პატრა ბზიკი გაჩნდება? გახარებული მეკითხება და მეცინება. -ისევ ბავშვი დარჩი. თმებს ვუჩეჩავ და სამზარეულოში შევდივარ. -ვინ გაჩნდება? მეკითხება ბებია და წარბს ზემოთ წევს. -დასხედით მოგიყვებით. ყველაფერს დავიდან ვუყვები,ხან ეღიმებათ ხან ბრახდებიან,უხარიათ,ცრემლიც კი მოსდის დიანას ისე მხატრულად ვუღწერ ხველაფერს.ყველაფერს ვასრულებ და ბებია მეხუტება. -ჩემო გოგო!კარგად მოიქეცი აქ,რომ წამოხვედი.ის ნაძირალა მაგ ბავშვის ღირსი არ არის! ბრაზით ამბობს და გულში მიხუტებს. -მოიცათ დეიდა ვხდები? ფეხზე ხტება კატო. -მარტო ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან? მეცინება მე.დიანა მშორდება და რაღაცის გაკეთებას იწყებს. -დეიდა გავხდები! ხტუნვას იწყებს და მის ბედნიერი სახის ყურებას არაფერი სჯობს.ფაფის იწერს და ყურებს უხვიტავს იმის ყვირილით,რომ დეიდა გახდება.ბოლოს დაღლილი ჯდება სკამზე. -ჩემი პატარა ბავშვი. -არ ვარ პატარა.იცი შეყვარებული მყავს. მეუბნება სიხარულით. -გასაგებია რატომ არ ჩამოდიხარ არდადეგებზე! სიცილით თვალებს ვუჭუტავ და მეკრიჭება. -ბები კარგი ბიჭია? ვეკითხები დიანას. -შესანიშნავი,მაგრამ ამ ქაჯის ხელში მეცოდება. სიცილით აქნევს თავს.კატო უკვე ტელეფონშია ჩამძვრალი.დიანა სალათას მიკეთებს,ვჭამ და ოთახში ავდივარ.ახლა საქართველოში ღამის 4 საათია აქ კი საღამოს 8.ძნელად ავეწყობი დროს.დღეები სწარაფად გადის.კატო ოქტომბერში იწყებს სწავლას.ყოველ დღე გარეთ ვართ.დიანა მარკეტში მუშაობს დილიდან დილამდე.დღე გამოშვებით დადის.კატო შეყვარებულს მაცნობს.ქართველია და მიხარია.მართლა კარგი ბიჭია,გარეგნულადაც და ხასიათითაც.ქცევებში ეტყობა,რომ უსაზღვროდ უყვარს კატო და ეს ხო საერთოდ მახარებს.ნელა ვითვისებ ყველაფერს და რაღაც კურსებს ვნახულობ.არქიტექტურულია ჩემი პროფესია,მაგრამ უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია.ეს კურსები მომწონს.6 თვიანი და საბუთს მაძლევენ,რომლითაც ოფიციალურად არქიტექტორი ვხდები და მაქვს მუშაობის უფლება.კურსებზე ვეწერები და მე და ჩემი პაწაწუნა ერთად დავდივართ.ჩვენი სახლიდან 5 წუთის სავალია.დიანა და კატო ძალიან მეხმარებიან.ყოველდღე ვურეკავ ჩემებს და საუბარს ტირილით ვასრულებ.ჯანსაღ კვებაზე ვარ გადასული,როცა მე კურსებზე ვარ მაშინ ჭამენ წვნიანებს,თორე მე მაშინვე ცუდად ვხდები.მუცელიც მეზრდება,ჩემს პაწაწუნას სულ ვეფერები,მისთვის ჩანაწერებს ვაკეთებ ჩუმად,რომ კატომ ბლოკნოტი არ დაინახოს,მალე მის სქესსაც გავიგებ.სახელი უკვე მოფიქრებული მაქვს.გოგოს ემილის დავარქმევ,თუ ბიჭი იქნება დემნას დავარქმევ.ვხვდები აქ წამოსვლა კაი იდეა იყო,მაგრამ გუკას უფრო მახსენებს,უფრო მიპყრობს მისი მონატრება.ჩვენ ფოტოს ყოველ ღამე ძილისწინ ვუყურებ,იქნებ დამესიზმროს,რომ მისი სახე კიდევ ვნახო.ჩემი ბასასუნაც მას მახსენებს.დღე არ გავა მასზე არ ვიფიქრო და არ ვიტირო.იმდენად მენატრება პატიებაზეც წამსვლელი ვარ,ოღონდ მისი ზღვის სურნელი შემაგრძნობინა.კვირაში ერთხელ სანაპიროზეც გავდივარ,რომ წარმოვიდგინო გუკა ჩემს გვერდით,მაგრამ არ გამომდის.გუკას სულ სხვა სურნელი აქვს და მისი მსგავსი არ არსებობს.ექიმთან ვიზიტის დღეც დგება ყველა ერთად მივდივართ.კატო ტელეფონით მაკას ელაპარაკება.როცა მონიტორზე ჩემს ბასასუნას ვხედავ გული ორმაგად ფეთქავს.ჩემ პატარა ცხოვრებას ვუყურებ და მაბედნიერებს მისი არსებობა. როცა ექიმი მეუბნება,რომ გოგონაა.სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ გრძნობებს,იმ მდგომარეობას,სიხარულს, ბედნიერებას რაც მე განვიცადე და ტკივილიც კი ვიგრძენი,როცა მივხვდი გვერდით ვიღაც მაკლდა.ყვველა ვტიროდით,სიხარულის ცრემლებს ვაფრქვევდით.ჩემი პრინცესას გულის ცემა,რომ გავიგე.ტელეფონი ავიღე და ჩავიწერე.მისი პატარა გული სწრაფად სცემდა,ჩემი მოუსვენარი.იმ მომენტში მივხვდი,რომ ეს გოგონა მარტო ჩემი შვილი იყო.ის ჩემი სიყვარულის საჩუქარია.საავადმყოფო იმხელა სიხარულით დავტოვე,ყველა ტკივილი ჩაკეტა და მხოლოდ ბედნიერება სუფევდა ჩემში.მაშინვე ნატუკას დავურეკე ვიცი არ დაეძინებოდა ისე,რომ არ გაეგო. -ნატუ პატარა პრინცესა მეყოლება! ცრემლები წამომივიდა. -ჩემო სიხარულო გილოცავ.ჩვენი პრინცესები დებივით იქნებიან როგორც ჩვენ. მისი სიხარულიც გადმომედო.ორი პრინცესა,ორი და,ორი მეგობარი,ორი სიყვარული,ორი ბედნიერება.იმხელა სიხარულია ჯერ შვილის ყოლა,მერე კიდეც გოგოს ყოლა.რა თქმა უნდა ბიჭიც კარგია,მაგრამ დედებისთვის გოგო იმხელა ბედნიერებას ნიშნავს.შეიძლება ცუდად გამომდის,მაგრამ ასე არ არის ბიჭის ბედნიერებაა და გოგოც.დედების მათ არ ანასხვავებენ,ორი აბედნიერებთ და უყვართ,მაგრამ გოგო სულ სხვაა.როცა გოგონას დედა გახდებით მიხვდები როგორი სიხარულია. -მეც გილოცავ ჩემო გოგო! დაჩისაც მიულოცე და გაკოცეთ! -ჩვენც! ტელეფონს თიშავს.ბებია უსაზღვროდ ბედნიერია,კატო ხო ჭკუაზე აღარ არის.დაგეგმილი აქვს ყველაფერი.მგონი ბავშვი გონებაში კოცნა-ხვევნისგან გაჭ....ტილი ყავს.კურსებს ვამთავრებ და საბუთს ვიღებ.არქიტექტორობა ჩემი თანდაყოლილი პროფესიაა.ხაზვა და ხატვა შესანიშნავად გამომდის.ისეთი ბედნიერი ვარ.ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამდენი ცვლილებები მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.წამები,წუთები, საათები,დღეები,კვირეები,თვეები და წლებიც სწრაფად მირბის.ჩემი ემილი უკვე 2 წლის არის,ჩემი ტლიკინა გოგო,მართლაც სასწაული თვალები აქვს,ცისფერი და მწვანე ერთმანეთში.დგება ის დღეც,როცა თბილისში ვბრუნდებით და ძალიან ვნერვიულობ.ბევრი გეგმა მაქვს,ჯერ სახლი უნდა ვიყიდო,ჩემებთან ახლოს უკვე ვიცი ის სახლი.იმ ქუჩაზე ვიქნებით ყველა.მერე რამოდენიმე პროექტი მაქვს,ერთი თბილისში მეორე ბათუმში.ჯერ არც კი გადამიწყვეტია.თვითმფრინავში ვსხდებით,კატო შეყვარებულის გარეშე არ წამოვიდა.ისიც ბედნიერი გამოყვა.უკვე 17 წლის არის კატო,უნდა სწავლა თბილისში გააგრძელოს,ნიკაც ეთანხმება და ერთად ისწავლიან.ბებია თბილისში დარჩენას აპირებს,ჩემს ოჯახთან უნდა ვიყო დარჩენილი წლებიო.ჩვენი ფიფაც წამოვიყვანეთ.ემილის ისე უყვარს უფლება,რომ მივცე ლოგინშიც კი ჩაიწვენს.ერთად ბანაობენ,ჭამენ,მულტფილმებს ძალით აყურებინებს ემილი.ჩემო გოგო საზიზღარი,ძალიან საყვარელი,წკვიანი,ტლიკინა და ისეთი ბრაზიანია...ვგიჟდების მასზე.ყოველ წამს მასთან ვატარებ.ერთად ვუკმლავდებოდით მის კბილების ამოსვლას,ღამე,რომ აკივლებდა ხოლმე.ერთად გადავადგით პირველი ნაბიჯი.დედა,როცა დამიძახა თავიდან დავიბადე.იმხელა სიყვარული ვიგრძენი მეგონა ავფეთქდებოდი.როცა ლაპარაკი გამართულად დაიწყო მამა თქვა და ამ სიტყვის მერე სულ მასზე მელაპარაკება.სურათიც ნანახი აქვს,სახელიც იცის.იცის,რომ გუკამ მის შესახებ არიცის.მთელი გზა იმას მეუბნებოდა "რომ ჩავალთ მამიკოს სიურპრიზი გავუკეთოთო" მე კი მზად არ ვარ მასთან შესახვედრად.ვერ გავბედავ მასთან მისვლას და ემილის წარდგენას.ცოლ-შვილი,რომ ყავდეს ჩემს შვილს რა პასუხი გავცე რატომ არ უნდა მამიკოს შენი ნახვა და რატომ არ არის შენს გვერდით თქო.მხოლოდ ეს მაშინებს.ვიცი ქუჩაში შემხვდება და შეიძლება ვერც კი მიცნოს,მაგრამ ჩემი ბარტყი იცნობს.ისე უნდა მისი გაცნობა მხოლოდ მაგიტომ ღირს ყველა შიშის დაიგნორება და ემილის სურვილის ასრულება...ჩემი შვილი პატარა ბზიკია,რომელიც მე მგავს და კატოს ახლა ის აწივლებს.გუკას ღიმილი,თმის ფერი,პატარა ღრმულები ლოყებზე.მახარებს ის,რომ ტყუილები არ იცის ემილიმ და სულ სიმართლეს მეუბნება.ნატუკას სანდრასაც იცნობს ჩემი პრინცესა.ისე უყვართ ერთმანეთი.ჩემი და ნატუკას ბავშვობა მახსენდება.როცა ტელეფონს ხელში ჩაიგდებს სულ ურეკავს ახლაც პირველი ის მირბის წინ და თვალებით ეძებს სანდრას ხალხში. -ემილი ფრთხილად! უკან ყვირილით მივყვები და ჩემს ოჯახს ვხედავ.ჩემი საყვარელი მშობლები,ვაიმე გიო რამხელა ბიჭია უკვე.ჩემი უსაყვარლესი წყვილიც თავის პატარასთან ერთად.ემილი ყველას ცნობს და მათკენ მიიჩქარის.თვალს ვაყოლებ,მაინტერესებს პირველი ვისთან მივა და დაუფიქრებლად ეხუტება სანდრას.მათი დანახვისას ცრემლები გზას იკვლევენ.ჩემოდნებს ხელს ვუშვებ და მშობლებს ვეხუტები.სახეს ვუკოცნი ორივეს და მაგრად ვიხუტებ.ორივე ტირის.ახლა გიოს ვუახლოვდები.ყველას სურნელს ვისუნთქავ და კარგად ვიმახსოვრებ.ნატუკას ვიხუტებ და ტირილს ვერ ვწყვეტ.ახლა დაჩის ვეხვევი და პატარა სანდრაზე გადავდივარ,მაგრამ ემილი ხელს არ უშვებს.ორივეს ჩახუტებულებს ვიკრავ გულში. -ჩემი პაწაწუნები! ლოყებს ვუკოცნი შავთვალება პრინცესას. -ვაიმე როგორ მომენატრეთ ყველა!გეფიცებით აღარსად წავალ. ვუღიმი ყველას და თვალებით ვეხუტები.ყველა სახლში მივდივართ.ჩვენ ჩამოსვლას ავღნიშნავთ.ნიკას აცნობს კატო ყველას.ჩვენს სახლში ჟრიამულია,იცინიან,უხარიათ, ბავშვები ფაფისთან ერთად ერთობიან და ვხვდები უბედნიერესი ადამიანი ვარ!მაგრამ როგორც ყოველთვის ვიღაც მაკლია. -გუკა იყო აეროპორტში. მეჩურჩულება ნატუკა და გული მიჩერდება.ვერ ვხვდები გამიხარდეს თუ მეწყინოს.სუნთქვა მავიწყდება და ერთ ადგილზე ვიყინები. -ლიზა კარგად ხარ? ლიზა!! ნატუკას ხმა მესმის და სიბნელე ისადგურებს.თვალებს,რომ ვახელ ყველა მე მასევია.ემილი ჩემს გვერდით ზის და ტირის. -კარგად ხარ? მეკითხებიან. -კი წყალი მინდა. ვდგები და ემილის ვიხუტებ. -დედი კალგათ ხალ? ამოისრუტუნა ემილიმ. -კი დედი. ვეხუტები ემილის თან მაკას წყალს ვართმევ და ვსვამ.ნატუკა კუთხეში ზის და მიყურებს. -კარგით ხო კარგად ვარ! უბრალოდ გადავიღალე.დასხედით გავაგრძელოთ. ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო და მაგიდას ვუსხდებით.ცოტახანში ისევ მხიარულობა ტრიალებს.ემილი ხელში მიჭირავს და არ მშორდება.ნატუკას თვალით ვანიშნებ და სამზარეულოში შევდივარ. -არ გეტყოდი ეგრე თუ დაგემართებოდა. ეგრევე ამბობს ნატუკა. -კაი არაუშავს უბრალოდ ისეთი ამოუცნობი ემოცია მომაწვა გავიგიშე.მოყევი საიდან იცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი. -მოკლედ არ გაბრაზდე რაა.შენ,რომ წახვედი სადღაც ერთი თვის მერე აქ უბანში გამოჩნდა.ჩენთან ვერ მოვიდა და ჩვენ მოგვაკითხა.დამეფიცება ის გუკა არ იყო. სახელს ახსენებს თუ არა ემილის თვალები უფართოვდება. -მამიკო?სად მოვიდა? ანთებული თვალებით მეკითხება. -არა დედი ნატუკა თავის კლასელზე მიყვება. -კაი. დაღონებული მეუბნება,მუხლებიდან მიხტება და სანდრასთან მიდის. -საკვალელი,როგორ უნდა მისი ნახვა. თვალს აყოლებს ნატუკა ემილის. -ხო ძალიან უნდა. შენ გააგრძელე. ვერ ვითმენ უკვე. -ხო და ძალიან შეცვლილი იყო.სევდიანი სახე,ჩაშავებული თვალები,ალკოჰოლის სუნად გაჟღენთილი.მე ეგრევე გულის რევა დამეწყო სუნზე და დაჩი ელაპარაკა.ჩემი ამბავი უკითხავს,რომ გაიგო ამერიკაში იყავი ძალიან გაუკვირდა,მიზეზიც იკითხა და დაჩის უთქვამს არ ვიციო არც ის ვიცი როდის ჩამოვაო.დაჩიმ მითხრა იტირაო,ყველაფერს იფიცებოდაო,რომ მართლა ძალიან მიყვარსო,რაც წავიდა და ვეღარ ვხედავ უფრო მიყვარდებაო,ჩემი სიყვარული ძლიერდება და მტანჯავსო.გამოსწორება,რომ შენეძლოს ახლავე წავიდოდი მასთანო.მოკლედ მაგრად უყვარხარ რაა. დაჩიმ დღეს უთხრა,რომ ჩამოდიოდი.თავიდან არ უნდოდა ლიზა გაბრაზდებაო,მაგრამ მე ძალით დავარეკინე და შორიდან გიყურებდა. ტკივილი და სითბო ერთიანად ვიგრძენი სხეულში.მასთან შეხვედრა მომინდა და ყველაფრის გარკვევა.ემილიმ,რომ არაფერი იცოდეს შეიძლება არც კი მომსვლოდა ეს აზრი,მაგრამ ბავშვს მამა უნდა და სხვა გზა არ არის.გუკას თუ მართლა ისე ძალიან ვუყვარვარ როგორც ნატუკამ თქვა,მაშინ საჭიროა მისი ნახვა.იქნებ ვაპატიო კიდეც და მხოლოდ ბავშვის გამო არ მქონდეს ურთიერთობა.მაკა მეძახის და მასთან გავდივარ.დივანზე სანდრას და ემილის გვერდიგვერ ჩასძინებიათ. -წავალ დავაწვენ და ჩამოვალ. ხელში ვიყვან ემილის და ნატუკას პირის მოძრაობით ვეუბნები ამოიყვანე თქო.ჩემს ოთახში ვაწვენთ ორივეს.ჩვენც გვერდით ვუწვებით. -როგორ მომენატრე შენ არ იცი! -მე უფრო მომენატრე! -ეგ სადაოა. ეცინება ნატუკას. -ჩუ! ვეუბნები და სიცილს ვიკავებ. -რას იზამ შეხვდები? მეკითხება ნატუკა და თვალებს ხუჭავს. -ხვალ ემილის დაიტოვებ?სახლის საბუთები უნდა მოვაგვარო და რაღაცებიც მაქვს საყიდელი. თემას ვცვლი და ნატუკა თვალებს ჭყეტს. -კაი დავიტოვებ. მაკასაც დავუტოვებდი,მაგრამ მისი გადაღლა არ მინდა.ემილი მოუსვენარია და ძალიან დაღლის დედას.ნატუკასთან კი გაერთობა და სანდრასთან ერთად ნაკლებს იცელქებს.დილით ადრე ვდგები.ნატუკას და გოგონებს ისევ სძინავთ.წყალს ვივლებ,ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.თორნიკე კარებთან ფეხსაცმელს იცვამს და სახლიდან გადის.მაკა როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებს.უკნიდან ვეხვევი,ვგრძნობ როგორ ეღიმება და გულში მიკრავს. -ემილი ნატუკას დავუტოვე მე გავდივარ. ვეუბნები მაკას და მივდივარ. -გეჭამა მაინც. შეწუხებული ხმით მეუბნება დედა. -გარეთ შევჭამ. ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი და გავდივარ.ემილიზე ვფიქრობ.3 დღეში დაბადებისდღე აქვს და ვიცი ყველაზე მეტად გუკას ნახვა გაუხარდება და ზუსტად ეს მტკივა.შეიძლება ბავშვი გამო თავი მოვაჩვენო,მაგრამ არამგონია ვაპატიო.განა არ მიყვარს?იმაზე მეტად ვიდრე მიყვარდა,მაგრამ ძალიან მატკინა.ბედნიერების მწვერვალიდან ხელი მკრა და მიწას დამანარცხა.ეს ტკივილი კი დღემდე გამომყვა და არაფერი მოაშუშებს რომ ვაპატიო.ნდობა უკვე დაკარგულია.ქუჩას მივუყვები და მალევე ვხედავ სახლს,რომელიც მინდა ვიყიდო.სამსართულიანია,კიბეები შიგნით აქვს და ყველაზე მეტად ეს მახარებს.ემილი 1 წლის იყო 4 კიბიდან,რომ გადმოვარდა ისე შეეშინდა გაითიშა და ვერ ავღწერ რა დღეში ვიყავი.ეზოში დიანას სულ ბეტონი უსხია და იმაზე დაეცა.ძლივს გადაურჩა და იმის მერე მირჩევნია კიბეები შიგნით ქონდეს,რომ მეც იქ ვიქნები და კიბეზე არ ავუშვებ.ტელეფონის ნომერს ვიწერ და ვურეკავ. -გამარჯობათ,სახლის ყიდვის თაობაზე გაწუხებთ. -დიახ,ყიდვა გნებავთ? -კი და დღეს თუ მოხერხდება დათვალიერება? -ბოდიშით ქალაქგარეთ ვარ ხვალ საღამოს გაწყობთ? -კი არ არის პრობლემა. -კარგით ნახვამდის. გავუთიშე და ვიფიქრე რამეს ვუყიდი ემილის თქო,ტაქსი გავაჩერე და მაღაზიებში წავედი.ფეხსაცმელები შევურჩიე და ტანსაცმელების განყოფილებაში მივდიოდი შორიდან გუკას,რომ მოვკარი თვალი.გული ამიჩქარდა,ყელში მომებჯინა და ამოსვლას ლამობდა.გვერდით გოგონა მიუდგა და რაღაცაზე აკისკისდნენ.გამეცინა."დროს არ კარგავს!" გავიფიქრე და გზა აუჩქარებლად განვაგრძე.ვითომ ვერ შევამჩნიე მაღაზიებს გარედან ვათვალიერებდი. -ლიზა?? მომესმა ბოხი ხმა.დამბურძგლა.როგორ მომნატრებია მისი დაძახილი,მისი ხმა.მისკენ შევტრიალდი და მზერა გავუსწორე.მისი თვალები ისევ ბრწყინავდა,როგორც ადრე. -ვაა გუკა. ვითომ გამიკვირდა. -როგორ ხარ? საკოცნელად წამოიწია,უკან გადავდგი დავიხიე და სახე შეეცვალა. -კარგად შენ? მის გვერდით მდგომი გოგონა ავათვალიერე. -ეს ანაა ჩემი და ეს ლიზაა. გამაცნო და თითქოს რაღაც მომხსნეს ბეჭბიდან. -სასიამოვნოა. მკრთალად გავუღიმე.მანაც იგივე გაიმეორა. -ვისთვის ყიდულობ? მკითხა ინტერესით გუკამ. -ჩემი შვილისთვის. მსუბუქად გავუღიმე და შევამჩნიე ფერები როგორ გადაუვიდა. -კარგია. ჩაილაპარაკა და გზის გაგრძელებას აპირებდა. -შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? ვკითხე და გაშეშდა,არ მოელოდა ამ სიტყვებს. -რა თქმა უნდა,აქვე ახლოს კაფეა და იქ დავსხდეთ. -კარგი. -ანა ტაქსს გაგიჩერებ და სახლში წადი,სხვადროს ვიყიდოთ კაი? -კაი წავალ ჩემით,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. გამიღიმა. -ჩემთვისაც. მეც გავუღიმე და წავიდა. -ბოდიში ხელი შეგიშალეთ. ვუთხარი რადგან მართლა მეუხერხულა ანას წასვლა. -არაუშავს. ხელით მიჩვენა წადიო.კაფეში დავსხედით.არ ვიცოდი როგორ დამეწყო.საიდან მომეყოლა. -როცა ყველაფერი გავიგე აქ გაჩერება აღარ მინდოდა.ვიცოდი ყოველდღე გნახავდი და დავიტანჯებოდი.ამიტომ შენი ნახვის შემდეგ ყველაფერი მოვაგვარე და ამერიკაში ბებიასთან წავედი. -არც გამტყუნებ,ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდე... ხელი მსუბუქად დაარტყა მაგიდას და სკამს მიეყრდნო. -უკაცრავად ერთი ფორთოხლის წვენი. შევუკვეთე და ყელზე ხელი მოვისვი.მიმძიმდა იმის თქმა,რომ შვილი გვყავდა.წვენჯ მომიტანეს და მოვსვი. -სანამ წავიდოდი,ქორწილის დღეს,რომ გული წამივიდა.საავადმყოფოში გავიგე,რომ....გავჩერდი და მზერა გავუსწორე.წამოიწია და მაგიდას ხელებით დაეყრდო.-გავიგე,რომ ორსულად ვიყავი.ვთვქი თუ არა ტუჩის კუთხე აუთამაშდა,სახე გაუნათდა,მისი თვალები სითბოთი აივსო და ლოყები ჩაეჩხუტა. -მე მამა ვარ? აკანკალებული ხმით მკითხა.მის რეაქციაზე ცრემლები წამომივიდა და თავი დავუქნიე. -მამა ვარ მე მამა ვარ!!! ყვირილი დაიწყო და სიხარულის ცრემლები მის თვალებს მოასკდა.ხალხი ღიმილიანი სახით უყურებდნენ. -კარგი დაჯექი,სირცხვილია. ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.დაჯდა და ჩემი ხელები მისაში მოიქცია. -ახლა ყველაზე მედნიერი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში!იცი რამხელა სიხარული მაჩუქე!რაც მქონდა ორი იმდენი სიცოცხლე შემმატე.იმ ტანჯვის მერე რაც შენი განშორებით გადავიტანე ეს ყველაზე მაგარი საჩუქარია.ლიზა მადლობა!მიხარია,რომ ჩემი შვილის დედა შენ ხარ!შენ მე უბედნიერესი ადამიანი გამხადე! მისმა სიტყვებმა ამატირა.თვითონაც ტიროდა,ჩემი ხელები ეკავა და მკოცნიდა.მისი ყოველი შეხება მბურძგლავდა. -გოგონაა. ჩუმად ვუთხარი და ორმაგი სიხარული გამოვიწვიე.ადგა და ჩემთან მოვიდა.ამაყენა და გულში ჩამიკრა.სუნთქვა დამავიწყდა,როცა მისი სურნელი შევისნთქე,ის სურნელი ასე ძალიან,რომ მენატრებოდა.ხელები შემოვხვიე და ბუნევრივად მეღიმება. -მადლობა! ჩუმად მითხრა და მომცილდა.ცრემლები შევიმშრალეთ და დავსხედით. -მამას გოგო!რა ქვია? მის სიტყვებზე ეგოიზმი მომაწვა.ვერ ავიტანე როცა უკვე მიისაკუთრა. -მაგაზე ვიჩხუბებთ.დედას გოგოა და სულ ასე იქნება!ემილი ქვია. ვუთხარი სერიოზული ხმით. -მაინც არ მპატიობ?მე ის გუკა არ ვარ,ლიზა მართლა შემიყვარდი და რაც წახვედი უფრო ძლიერდება ჩემი სიყვარული. ნაღვლიანად მითხრა.საერთოდ არ იმოქმედა მისმა სიტყვებმა. -ეხლა მისმინე 3 დღეში ემილის დაბადებისდღე აქვს.მისთვის ყველაზე მაგარი საჩუქარი შენ ხარ.ყველაფერი იცის შენზე.გარდა შენი მსახიობური ნიჭისა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი. -მის გამო ვარ აქ და ამ ყველაფერს გეუბნები.ბავშვთან აუცილებლად გექნება კონტაქტი,მაგრამ ის დარჩება ჩემთან და არ იფიქრო,რომ წამართვა.შერიგებაზე არ მელაპარაკო.ხვალ დამირეკე. სალფეთკზე დავუწერე ნომერი. -როცა გეცლება.ბავშვს განახება ,მაგრამ გაფრთხილებ არ დაიწყო ემილის გამო მაპატიეო. ფეხზე წამოვდექი,ჩანთა ავიღე და მივდიოდი,როცა მოვიხედე და ვუთხარი. -ერთხელ მოტყუებულს,უკვე აღარ სჯერა სასწაულების! კაფიდან გამოვედი და მაშინვე ტაქსი გავაჩერე.ჩაჯდომისთანავე ტირილი დავიწყე.ჩემი გულის ნაწილი მასთან დავტოვე და როგორ მიმძიმდა ეს ყველაფერი,მაგრამ პატიება?არასდროს!მე არ დავუშვებ ჩემი და ემილის ცხოვრებით ვათამაშო და ისევ ფულზე გაგვცვალოს.არც იმას ვაპირებ ჩემი შვილი ნაირანაირ ნაშებთან ერთად ატაროს,ამიტომ ის დარჩება ჩემთან და სახლში ნახავს ხოლმე.ნატუკას სახლთან გაჩერდა ტაქსი,ფული გადავუხადე და გადავედი.გავიღიმე,რომ არაფერი შეემჩნიათ და კარებზე დავაკაკუნე.ნატუკამ გააღო,სულ ფქვილიანი იყო. -გოგო რა გჭირს? სიცილი დავიწყე და სახლში შევედი. -ჯერ ბავშვები უნდა ნახო. გაეცინა და წინ გადმოყრილ თმას სასაცილოდ შეუბერა სული.სამზარეულოში შევედი და ომი.ემილი ფქვილიანი ხელებით მორბის თან კივის. -დედაა! გაქცევა უკვე გვიანი იყო.შემომეხვია და სულ გამათეთრა. -ლიზა დეიდაა! სანდრაც მეხვევა და იმის მიუხედავად რა მდგომარეობაში ვარ.მეცინება და ორივეს გულში ვიკრავ. -რას აცხობთ? დამწვრის სუნს ვგრძნობ.ნატუკა თავში ირტყამს ხელებს და ღუმელთან მიდის.ნახევრად დამწვარ ნამცხვარს იღებს.ემილი და სანდრა დაღონებული სახით უყურებენ. -არადა რამდენი ვიწვალეთ! ხელებს აჯვარედინებს ემილი და სასაცილოდ ბრიცავს ტუჩებს. -თავიდან გავაკეთოთ! თმას ვიკრავ და უჯრიდან წინსაფარს ვიღებ.პატარა ბავშვივით ნატუკასაც უხარია.ბევრს ვიცინით,სულ ფქვილში ვცურავთ,ნატუკას თავზე ჩემი ჩათხლეშილი კვერცი თმებზე ეწელება,გოგონებს პირი სულ შოკოლადიანი აქვთ.საბოლოოდ გემრიელი შოკოლადის ტორტი გამოგვდის.სამზარეულოს ვალაგებთ და დაჩიც მოდის. -ოჰ რა ოჯახი! პატარებს გულში იკრავს. მესალმება და ოთახისკენ მიდის. -გადით გამოიცვალეთ და ჩემს ეზოში მაგიდა გავშალოთ და ყველამ ერთად ვივახშმოთ. ძალით მაგდებს ნატუკა სახლიდან.ემილის ხელს ვკიდებ და სახლისკენ მივდივართ. -დედი დაბადებისდღეზე რა გაჩუქო? ვეკითხები.პასუხი ვიცი,მაგრამ მისგან მინდა მოსმენა. -ჰმ...ლოყაზე თითს იდებს და ფიქრდება.-მამიკო მოვა? მეცინება მის კითხვაზე.მგონი ჩემზე ძალიან უყვარს გუკა. -კი მოვა. ვუღიმი და ხელში ვიყვან. -მაშინ არაფერი მინდა! ლოყაზე მკოცნის და ყელზე მეხვევა.თავზე ვკოცნი და სახლის კარებს ვაღებ. -შვილო იომეთ? იცხადებს მაკა. -ნატუკასთან ტორტი გაგიკეთეს შვილისშვილებმა და ყველა დაპატიჟებულები ვართ. -უიმეე ამის პატარა ხელებს ვენაცვალე! ხელებს უკოცნის ემილის,ის კი ეკრიჭება და ლოყაზე კოცნის. -გამოვიცვლით ჩვენ,თუ გინდათ გადით მანამდე. ოთახში ამყავს ემილი და ვაცმევ.ტელეფონი ნათდება,უცხო ნომერია ვპასუხობ. -გისმენ. -ლიზა,მე ვარ. მესმის გუკას ხმა.ემილის ვუყურებ,ინტერესით მომჩერებია. -ჰო რა მოხდა? სახელს სპეციალურად არ ვიძახი. -ხვალ არ მცალია და იქნებ ზეგ იყოს? სისხლი მეყინება ძარღვებში.შვილის გამო არაფერს აცდენს.რამოდენიმე საათის წინ ახარებდა შვილის,რომ ყავდა და ახლა 1 საათს ვერ უთმობს.რატო ფეხები და ენა არ მომაჭრეს ძირში მაგასთან,რომ მივედი და ყველაფერი ვუთხარი. -იქნებ 18ის,რომ გახდება მაშინ გამოეცხადო ან ქორწილის დღეს?? ხმას ვუწევ და ემილი შიშისგან ხტება. -ლიზა გამიგე რაა. -ზუსტად ეგეთი მამა არ ჭირდება ჩემს შვილს.თვალით არ დამენახო! ტელეფონს ვთიშავ და კედელს ვსვრი.ემილი თვალს აყოლებს ჩემს ქცევას და ტელეფონის ნამსხვრევებს აშტერდება. -ჩემო პატარა მაპატიე,რომ შეგაშინე. ვიხუტებ ემილის. -მამა არ მჭირდება? მეკითხება ემილი და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. -წამო სანდრასთან გავიდეთ. მის სახეს ხელებში ვიქცევ და ლოყებს ვუკოცნი.მიღიმის და ლოგინზე ჯდება.ტანსაცმელს ვიცვლი და ნატუკასთან გავდივართ.ყველა შეკრებილია. -ტელეფონი სად გაქვს გირეკავდი. -გაუტყდა. პასუხობს ემილი ნატუკას. -ბებიასთან მიდი. ვუღიმი ემილის და ისიც მაკასკენ მირბის. -რა მოხდა? -გუკა ვნახე და .... ყველაფერს მოკლედ ვუყვები და ცრემლებს ვერ ვიკავებ.-ნატუკა არ შემიძლია ემილის ისე უნდა მისი ნახვა დავუჩოქებ ალბათ.უკვე ვეღარ ვიტან,ეგეთი ადამიანი რამ შემაყვარა?? ცრემლებს ვიწმენდ და ჩუმად ვეუბნები. -მართლა არ ვიცი რა გირჩიო.იქნებ დაელოდო და თვითონ მოვიდეს? -ემილისთვის ყველაფერს ვიზამ,მაგრამ ველოდო იმას რაც არ მოხდება სიკვდილზე უარესია. ვეუბნები და აქ ვამთავრებთ თემას,რადგან მაკა გვეძახის.საღამო კარგად მიდის,ერთი ორჯელ მეც მაცინებენ.ემილის ვუყურებ,როცა ნატუკა მხარზე ნელა მეხება,მისკენ ვტრიალდები. -გუკაა,გთხოვ დაელაპარაკე. -არ მინდა მასთან ლაპარაკი. გუკას ხსენებაზე სისხლი ტვინს აწვება.ნატუკა ვედრება ჩამდგარი თვალებით მიყურებს და ტელეფონს ვართმევ.ეზოს გარეთ გავდივარ და ვპასუხობ. -გისმენ. -ლიზა გთხოვ მაპატიე,დედაჩემი იყო ცუდად და მაგიტო ვერ ვახერხე. მესმის გუკას შეცვლილი ხმა თან სწრაფად ამბობს ალბათ გონია გავუთიშავ. -ისევ მატყუებ? -არა ახლა საავადმყოფოში ვარ წნევამ დაარტყა. მისი ხმიდან და ნათქვამიდან გამომდინარე არ ხუმრობდა,მაგრამ მე ჩემს სიტყვებს არ ვნანობდი შეეძლო ეთქვა უცხო ვარ მისთვის? -ახლა როგორ არის? -ცოტა უკეთ არის,მაგრამ ითხოვს,რომ სიკვდილის წინ შვილისშვილი მანახეთო. პირდაპირ თქმას ვერ ბედავდა. -არ არის პრობლემა მოვიყვან. თბილად ვუთხარი. -მაპატიე ლიზა. მითხრა და გამითიშა. ოჯახთან დავბრუნდი.ნატუკას ტელეფონი დავუბრუნე. -ნატუ ემილი უნდა მივუყვანო გუკას,დედამისი ცუდად ყოფილა. -კარგი გამაგებინე ამბები. მაკას გაუფრთხილებლად ემილის ხელს ვკიდებ და გზაზე გავდივარ.ჩვენს ქუჩაზე ტაქსები არ დადის,მთავარ ქუჩისკენ მივუყვები გზას,როცა ემილი მეკითხება. -სად მივდივართ? -სადაც ძალიან გაგიხარდება. ვეუბნები და სახე უნათდება.მთავარ ქუჩას ვუახლოვდებით,როცა ჩვენს უკან მანქანა ჩერდება.მეშინია ღამეა,არც ტელეფონი მაქვს და ბავშვთან ერთად მივდივარ.ემილის ხელში ვიყვან,მაგრად ვიხუტებ და გზას ვაგრძელებ. -ლიზა. ნაცნობი ბოხი ხმა მეძახის.ვტრიალდები და გუკას ვხედავ.მაბედნიერებს მისი ყოველიდ დანახვა.ბავშვით ვუახლოვდები. -ემილი. ღიმილით ამბობს და ხელებს უწვდის. -მამა! სიხარულით ამბობს და მის მკლავებში ექცევა.მთელი ძალით იხუტებს გუკა ემილის და მის სახეზე ცრემლებს ვხედავ.ხელით მანიშნებს შენც მოდიო,მაგრამ არ მივდივარ.ღ -რა გემრიელი ხარ! ლოყებს უკოცნის გუკა.წვერების შეხებაზე ემილი ყვირის. -მეტკინა! ლოყებზე ხელს იკიდებს ემილი. -აღარასდროს გატკენთ! გუკა ხელს მკიდეს და გულში მიკრავს.მისი შეხებისას ერთიანად მბურძგლავს.თავზე მკოცნის და ძლიერად მიხუტებს. -არ გაგიშვებთ აღარასდროს! ამბობს და მიყურებს. -ამის დრო არ არის წავიდეთ. ვეუბნები მე და ვშორდები. -კარგი. მანქანის კარებს მიღებს და თვალით მანიშნებს.ვჯდები,ემილის უკან სვამს და ღვედს უკეთებს.მეღიმება მის მზრუნველობაზე.საჭეს უჯდება და საავადმყოფოსკენ მივდივართ.ყოველი სიტყვა გულს მალამოსავით მოედო,მაგრამ რამის იმედი უკვე დავკარგე.საავადმყოფოსთან აჩერებს,კარებს მიღებს,მერე ემილი გადმოყავს და შენობაში შევდივართ.გვერდით მიდგება,ხელს მკიდებს და ტუჩებთან მიაქვს,მაგრამ ხელს ვაშვებინებ. -ზედმეტი არ მოგივიდეს. -ვილაპარაკებთ ჩვენ. წარბაწეული მიყურებს და პალატის კარს აღებს. -მოგიყვანე შენი შვილისშვილი. ეუბნება მწოლიარე ქალს,რომელის ასლია გუკა.ქალს სახეზე სიხარული აღებეჭდა და ემილი გამოართვა.მე კედელს მივეყრდენი და ბებია_შვილისშვილს ვუყურებდი.ეფერებოდა ქალი და ცრემლებს ვერ იკავებდა. -დედა გაიცანი ეს ლიზაა,ეს ლიანაა. გაგვაცნო გუკამ ერთმანეთი. -სასიამოვნოა. ჩუმად ვთქვი. -შვილო,დიდი მადლობა,რომ ახლა მე ეს პრინცესა მყავს. -რასამბობთ სულაც ნაკომანის,რომ ყოფილიყო ბავშვს არაფერი დაუშავებია. თავდახრილმა ვთქვი.გუკასკენ გავაპარე თვალი,მიყურებდა.საათს დავხედე უკვე ათი ხდებოდა,თან სული მეხუთებოდა ასე დგომით. -უკვე გვიანია უნდა წავიდეთ. ვთქვი და მკრთალად გავიღიმე. -ხვალაც ხომ მომიყვან შვილო? თვალებით მეხვეწებოდა გუკას დედა.ემილის შევხედე,რომელიც ბებიას რაღაცას უყვებოდა. -კი მოვიყვანთ. პასუხის გაცემა არ მაცადა გუკამ. -ემილი წავედით. ხელი გავუწოდე მანაც მომკიდა და ბებიას ხელი დაუქნია. -გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ვუთხარი და გავუღიმე. -გაიხარე შვილო. მანაც გამიღიმა და პალატა დავტოვეთ.გუკამ მამამის გადაურეკა,რომ ქალბატონ ლიანასთვის მიეხედა. -ლიზა,სალაპარაკო მაქვს. მითხრა,როცა მანქანაში ჩავსხედით. -შესაფერისი დრო და ადგილი არ არის! ვუთხარი და ღვედი გავიკეთე. -ხვალ გამოგივლი. მითხრა და მანქანა დაძრა.არც შევკამათებივარ და არც დავთანხმებულვარ.მასთან ყველაფრის გარკვევა მეც მსურდა.თან მაინტერესებდა როგორ აასრულებდა თავის დაპირებას.გზა ჩუმად გაიწელა,ემილის ჩაეძინა,სახლთან მანქანა გააჩერა.ბავშვი გადმოვიყვანე და გუკა მომიახლოვდა,ემილის ნაზად აკოცა,ჩემსკენ წამოიწია,მაგრამ თავი გავატრიალე. -კარგად. უკანმოუხედავად წავედი სახლისკენ. -ხვალ ორზე. მომაძახა და მანქანა ადგილს მოსწყდა.ჩუმად ავიპარე ჩემს ოთახში,გამოვიცვალე,ემილი გვერდით მოვიწვინე და ფიქრებმა გამიტაცა.ყველაფერზე ვფიქრობდი რაც კი შეიძლებოდა ეთქვა გუკას.ყველაზე ნაკლებად კი ჩვენი ერთად ყოფნაზე არ მეფიქრებოდა.იქნებ რისიც ყველაზე ნაკლებად მეჯერა ის მომხდარიყო,მაგრამ გული ვერ პატიობდა ძველ საქციელს,მაგრამ იქნებ ახლა გულით ეთქვა თავისი გრძნობები და არა ფულით.აზრები ამერია...დადებით უარყოფითი მოჰყვებოდა,ხან ვამტყუნებდი ხან ვამართლებდი,თითქოს ვიცავდი და ჩემს შეხედულებას მისადმი ვცვლიდი,მაგრამ შეცდომები თავს მახსენებდა და ისევ თავდაყირა იდგა ყველაფერი.ჩამეძინა.დილით ხმაურმა გამაღვიძა,ამოუცნობი ხმა ყვიროდა.ემილი გვერდით არ მეწვა.ხალათი მოვიცვი,საათს შევხედე ჯერ 7 იყო,კიბეებისკენ წავედი,ყვირილს ნივთების ლეწვა მიყვა.ბოხი ხმა არ ცხრებოდა და გაჰკიოდა. -ეს ყველაფერი მე მოგეცი და მე წაგართმევ.გაგანადგურებ!არ შეგარჩენ! ლეწავდა და ვერაფერი აკავებდა.კიბეებს ჩავუყევი და ყურებზე ხელებაფარებული ემილი დავინახე.გული ამოვარდნას ქონდა ისე ტიროდა.მასთან მივედი და ხელში ავიყვანე. -მორჩა დედი არ იტირო! სახე დავუკოცნე და ოთახში შევიყვანე. -დამელოდე მოვალ! კარები გამოვხურე და კიბეები ჩავირბინე.ყველაფერი დალეწილი დამხვდა,დედა სამზარეულოში ქვითინებდა,მამა გაშეშებული იდგა და ჩემთვის უცხო პიროვნებას უყურებდა,რომელიც სიბრაზეს ანთხევდა და არ ჩერდებოდა. -ასე რაუფლებით იქცევით? ვეცადე ხმაური ჩემი ხმით გადამეფარა.კაცი გაჩერდა და ირონიით მომაპყრო თვალები.ზიზღს მოეცვა მისი სახე. -იქნებ მამაშენმა აგიხსნას?! ირონიული ღიმილი მიაპყრო თორნიკეს.ის კი ისევ ხესავით იდგა თითქოს მოძრაობა აუკრძალეს. -ახლავე დატოვეთ აქაურობა! ყურადღება არ მივაქციე და შევკივლე.კაცის თვალები ბრაზმა მოიცვა. -თავს არ დაგანებებთ,არ მოგეშვებით! საჩვენებელი თითით გამაფრთხილებელი მოძრაობა შეასრულა და კარებისკენ წავიდა.იქვე მდგომ ლარნაკს შეხედა,ხელი გაკრა.ნამსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა. -ახლავე წადით! ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა,რამაც ყველა გამოაფხიზლა.კაცმა ბრაზით გაიჯახუნა კარები.მაშინვე მამას მივარდი. -ამიხსნი რა ხდება? თვალებში შევხედე,რომლებიც იატაკს ჩასჩერებოდა.ხმა არ ამოუღია.მაკასკენ წავედი,ტირილი შეუწყვეტია და საჭმელს აკეთებდა.ალბათ თვითონაც არ იცოდა რას შვებოდა.ხახვი გაეფრცქვნა და ხეხავდა.თვალები ამემღვრა,მივუახლოვდი და ხელიდან გამოვართვი.არც შემეწინააღმდეგა,ტანზე მივიკარი და ზემოთ ავიყვანე.თორნიკე წასულიყო.მაკა ოთახში დავაწვინე.საძილე აბი დავალევინე და ოთახი დავტოვე.ჩემს ოთახში შევედი,ემილი ლოგინზე მოკეცილიყო.გვერდით მოვუწექი და სხელზე მივიკარი. -ნუ გეშინია,დაიძინე! ვამშვიდებდი მრავალი სიტყვებით,ჩემი ფიქრები კი მომხდარზე მსჯელობდნენ.გონებაში ყველაფერი დავუშვი და იმ აზრზე ჩამოვყალიბდი,რომ ეს ვალს უკავშირდებოდა.მაგრამ მაკვირვებდა ის ფაქტი,რომ ამდენი რა ვალი უნდა ქონოდა,რომ სახლის ასე დალეწვამდე მიეყვანა ადამიანი.მამა ამას რატო მალავდა,ან გიო სად იყო,მაკამ თუ იცოდა ეს ყველაფერი და საერთოდ რა ხდებოდა ამ სახლში? კითხვები ერთმანეთს ემატებოდა,პასუხებს კი ვერ ვპოულობდი.ემილის ჩაეძინა,ფრთხილად ავეცალე და სახლის დალაგება დავიწყე.უამრავი სუვენირი გადავყარე ამერიკიდან ჩამოტანილი,ფოტოების ჩარჩოები,ლარნაკები,მინის მაგიდა წვრილად იყო დალეწილი და ძლივს ავიღე.იმდენი რამე გადავყარე სახლი დაცარიელდა,გამოშრა და ვერც იფიქრებდი თუ ოდესმე ასე შეიძლებოდა ყოფილიყო.12იც გახდა.თაფლიანი პური თეფზე დავდე,გვერდით ჩაი მივუდე და ემილისთან ავედი.უკვე ეღვიძა და პლანშეტით ერთობოდა. -კარგად გეძინა? ჩემს ხმაზე ლოგინზე დადგა და სხეულზე მაიმუნივით შემომახტა. -მშია. მითხრა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.კიბებზე ჩავიყვანე და მაგიდასთან დავაჯინე.ყავა გვერდით მოვიდე და ემილის შევხედე.გემრიელად ჭამდა თან მიღიმოდა. -დღეს მამა უნდა ნახო? მისმა კითხვა გუკა გამახსენდა.დილიდან ვერ მოვახერხე მიწერაც კი ან რით უნდა მიმეწერა. -ალბათ ვნახავ. ვუთხარი და ნოუთბუქი ჩავრთე. -მამა ჩვენთან რატომ არ ცხოვრობს? პირგამოტენილმა მკითხა.კითხვას არც დავუბნევივარ,არც გაუვოცებივარ,რადგან მოველოდი,რომ ოდესმე ამას შემეკითხებოდა. -არ ვიცი მას ასე სურს. ვუთხარი და ყავა მოვსვი.ემილი ჩაფიქრდა,ნატუკას მივწერე და გამოვლა ვთხოვე,დამთანხმდა. -გინდა რამე შემეკითხო? ვკითხე და ხელებს დავეყრდენი. -შენ არა. მითხრა და ჭამა გააგრძელა.კარზე დააკაკუნეს და ავდექი.კარები გავაღე და ნატუკა იდგა სანდრასთან ერთად. -მოდი. ვუთხარი და ისინიც შემოვიდნენ.სამზარეულოსკენ წავედით,ნატუკა გაოცებული ათვალიერებდა სახლს. -სადმე გადადიხართ? ჩამოჯდა და მკითხა. -მალე გადავალთ... ვთქვი და ყავა დავუსხი. -ამიხსნი წესიერად? უკვე მოუთმენლობისგან დატანჯულმა ამოიკვნესა. -დილით გამაღვიძა ყვირილმა და ჩხუბმა.... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,შოკირებული მიყურებდა და ვერაფერს ამბობდა. -რა უნდა ქნათ ლიზ? თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. -ვფიქრობ სახლი აღარ ვიყიდო და ეს ვალი ჩემი ფული გავუსტუმრო,ფულს კიდევ ვიშოვი,მაგრამ ამათ სიცოცხლეს არ გავწირავ. განვუცხადე მე,ორი წუთის წინ გადაწყვეტილი იდეა. -ჰო როგორც მომიყევი ისე თუ ლეწავდა ყველაფერს საშიშია. თქვა ნატუკამ და ყავა მოსვა. -გოგო გავდივარ მე და მაკას და ემილის გაბარებ.გუკას სალაპარაკო აქვს.საბოლოოდ გავარკვევ ყველაფერს. ვუთხარი და წამოვდექი. -მიდი მიდი. სიხარული აღებეჭდა სახეზე ნატუკას.ჩვეულებრივად გამოვეწყვე და გარეთ გავდიოდი გუკაც მოსული დამიხვდა.მივესალმე და მანქანაში ჩავუჯექი.ხმა არ ამოუღია ისე გააჩერა მანქანა პატარა მყუდრო კაფესთან.შენობაში შევედით და კუთხეში დავსხედით.ყავა შეუკვეთა.ეტყობოდა ღელავდა,მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი.მახარებდა მასთან ყოფნა,მაგრამ არ ვიმჩნევდი.სიჩუმე ჩამოწვა და მხოლოდ ხალხის ზუზუნი ისმოდა.თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს.ვუყურებდი არა თვალებს არამედ მის ფიქრებს ვაკვირდებოდი,ვკითხულობდი და ყველა სიტყვას ვიგებდი.საუბარს ვერ ბედავდა და გადავწყვიტე მე დამეწყო. -ვიცი რატომაც დამიბარე. ვუთხარი და სახე მოულბა თითქოს ყველაზე დიდი ტვირთი მოხსნეს ზურგიდანო. -გეთანხმები ბავშვის გამო ღირს,ახლა ვჭირდებით მას ორივე ერთად.ალბათ ხვდები,რომ მე მაინც არ გამნელებია შენი სიყვარული,მაგრამ კიდევ ერთი შეცდომა და ისე გაგაქრობ ჩემი ცხოვრებიდან ყველაფერს დაგავიწყებ ჩემზე და ბავშვზე.თუ მართლა გიყვარვარ ოფიციალური გავხადოთ ყველაფერი და თუ არა უბრალოდ მაინც გვერქვას ოჯახი,რომ ემილის არც ერთი დავაკლდეთ.ეს წლები შენს გარეშე ორივეს გვიჭირდა,შორიდან გიცნობს და ჩემზე მეტადაც კი უყვარხარ ამიტომ ყველაფრის ფასად მას შენს თავს არ წავართმევ.მესმის გუკა შენი და ყველაფერი წარსულში დავტოვოთ. მისმენდა და გულზე ნადები უქრებოდა.თითქოს მართლა წამეკითხოს მისი ფიქრები,ყოველი სიტყვა ნაცნობად ხვდებოდა ყურში.მასაც იგივეს თქმა სურდა და ვერ გაებედა.მაინც ტანჯავდა ის ფაქტი,რომ ძლიერ მატკინა და შეიძლება არ მეპატიებინა.ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ნაზად აკოცა. -ჩამკიდე ხელი და ყველა პრობლემას ერთად შევერკინოთ! მითხრა ღიმილით და ჩემს ცხოვრებაში ცისარტყელა შემონათდა,თავს გადამეფარა და ნაირფერებით შემამკო. -მიყვარხარ,მიყვარდი და მუდამ მეყვარები! გული თავიდან ამიძგერდა.თავიდან დავიბადე,გული გამიმთელდა,სამყარო გამიფერადდა და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.ხელები ნელა შემიშვა,ჯიჰისკენ ხელი წაიღო და ცალ მუხლზე დადგა.გააზრებისას ცრემლები წამსკდა და ხელები პირზე ავიფარე სიხარულისგან,რომ არ მეკივლა.პატარა ყუთი გახსნა და იქიდან ულამაზესი ბეჭედი მიცქერდა. -ლიზა,გახდები ჩემი მეუღლე? ღიმილით მკითხა. -რა თქნა უნდა! ვიყვირე და მთელი ძალით ჩავეხუტე.ჩავეხუტე მონატრებულ სხეულს,რა კარგი სუნი აქვს მონატრებას.ვეკვროდი მის სხეულს და სიყვარული მიათმაგდებოდა.ზე ბედნიერი ვიყავი მთელს მსოფლიოში.ვეხუტებოდი,სახეს ვუკოცნიდი და ბედნიერებისგან ვტიროდი.ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და ცაში ვიყავი გამოკიდებული,მერე გუკა მოვიდა და ფრენა მასწავლა.... * * * ემილის დაბადებისდღეს უდიდესი წვეულება გავმართეთ.ყველა ერთად ვიყავით,გუკას დედაჩ ჩვენთან იყო თავის ოჯახით.უბედნიერესები ვიყავით,ყველაზე დიდი და ძლიერი ოჯახი!მამას ვალი გავისტუმრეთ,გუკამ ის სახლი შეიძინა,რომელსაც მე ვაპირებდი,ქორწილი მოკრძალებულად გადავიხადეთ.სახლში გადავედით და უკვე მეორეს ველოდებით.გუკა ყველაზე ბედნიერია ნახავს,როგორ გაიზრდება მისი შვილი,მის თვალწინ. * * * ჩვენი პატარა დემნა მოუსვენარია.სულ მამასთან უნდა.გუკა ყველაზე მაგარი მამაა.ღამის ოთხ საათზე სამზარეულოში ნახევრად სიზმრებში მყოფი დემნას აჭმევს თან ელაპარაკება თავის ბავშვობაზე და ისიც გატრუნული უსმენს.ხშირად ვდგები სამზარეულოს კართან და ჩემს ოჯახს ვუთვალთვალებ.ვერ გადმოვცემ ისე მიხარია.გუკა სულ სხვა ადამიანია. * * * ტასო ერთხელ გამოჩნდა ქალაქში,მაგრამ არავინ არ უნახავს.თავის დანაშაულს ძალიან ნანობს,მაგრამ ვიცი ამის გამკეთებელი არ იყო.რაღაც ისეთი მოხდა რაც არ გვითხრა.მინდა ვნახო დაველაპარაკო და დავიბრუნო ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ ვერ ვნახულობ.სახლი,ტელეფონის ნომერი,სახელი,გვარი ყველაფერი შეიცვალა და გაქრა. * * * დღეს ფოსტით წერილი მომივიდა.საიდან არის არ აწერია,მხოლოდ წარწერა აქვს "ლიზას ტასოსგან".წერილი გავხსენი და წავიკითხე. "დიდხანს ვწერდი ამ წერილს ოთახი დაკუჭული ფურცლებით ავავსე.ამასაც არ ვაგზავნიდი,მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე.იმ ღამეს როცა გუკა ვნახე ნაცემი ერთი რამ არ მომიყოლია.კაცს შევხვდიწინა დღეს,რომელიც მამაშენის ბიზნეს პარტნიორია და მასზე შურისძიება უნდოდა.მითხრა,რომ შენ უნდა გამემწარებინედა მამაშენს შენი ტკივილი ენახა.მათ შორის დიდი კომფლიკტი ყოფილა,თორნიკე ძიას ვალი ქონია მაგ კაცის,უამრავი ფული შეუჭამია და ჰაერში გაუფანტავს.ფულს ვერ იბრუნებდა,მისი მოკვლით ნაკლებ სიამოვნებას მიიღებდა ვიდრე ნელ-ნელა ტკივილის მიყენებით.რა თქმა უნდა ვიუარე.ჩემს დას მაგას არ გავუკეთებ მეთქი.შემეშვა.მეორე დღეს კლუბში შემხვდა და ვიდეო მანახა მთელი ოჯახი დაჭერილი ყავდა.მათ სახეებს ვერ გავუძელი,ოჯახი ვერ გავწირე.არჩევანი ძალიან ძნელი იყო,მაგრამ ისე დამაბრმავა ოჯახის დაკარგვის შესაძლებლობამ,რომ ვიფიქრე აჯობებდა შენთვის მომეყენებინა ტკივილი ვიდრე მათი სიცოცხლე გამეწირა,მაგრამ გვიან მივხვდი,რომ ეს ტკივილი შენთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.პირველი დავალება გუკა იყო.მან ყველაფერი იცოდა შენზე,რომ ის გიყვარდა.ამიტომ გადავუხადე ვალები და ეგ დავავალე თავიდან ცოტა იუარა,მაგრამ დავემუქრე ასევე მის ოჯახზე და ასე ძალდატანებით გავაკეთე ყველაფერი.ყველა დამცირება,ლანძღვა,მიტოვება,კამათი,ჩხუბი,ყველა მომენტი ჩემი დაგეგმილი იყო.გუკამ შენი ტკივილი,სისუსტეები და შენი სიყვარული მისადმი,რომ დაინახა შეუყვარდი.ნატუკას ქორწილის დღეს მეხვეწებოდა,რომ დამთავრდეს ეს თამაშიო,მაგრამ არ შემეძლო.იმდენად შევტოპე,რომ უკვე შენს სიკვდილზეც წასული ვიყავი ოღონდ ოჯახი გადამერჩინა.თქვენი გაყოფა მოხდა,მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა ოჯახის დახსნას.ცოტა პაუზის შემდეგ აპირებდა კიდევ შემომეყვანა თამაშში გუკა,მაგრამ ამერიკიდან ბავშვით ჩამოხვედი და მიზანში ახალი მოთამაშე ამოიღო.მაძალებდა შენი შვილი გამეტაცებინა,მაგრამ ვერ შევძელი შენი საბოლოოდ განადგურება და უარი ვუთხარი.ვიცოდი აასრულებდა ყველაფერს,ამიტომ ნაცნობების დახმარებით ჩემი ოჯახი მისგან ჩუმად დავიხსენი და ძალიან შორს წამოვედით.ყველაფერი შევიცვალე მისგან დასამალად.მინდა შენთან ვიყო და შენი პაწუკელა დეიდას მეძახდეს,მაგრამ არ შემიძლია.ვიცი ორი შვილი გყავს,ვიცი გუკას მეუღლე გქვია ნატუკაზეც ვიცი,ყველაზე ვიცი და ყველა მიყვარხართ!უსაზღვროდ მენატრებით და უდიდეს ბოდიშს გიხდით ყველა ტკივილისთვის!" ცრემლებით ჩავამთავრე წერილი დამომინდა ტასოს ჩავხუტებოდი და მეთქვა,რომ ვაპატიე და მეც მიყვარს,მაგრამ არ შემეძლო. * * * ხშირად ხდება ისე,რომ გვიყვარდება ის ვისაც არ ვუყვარვართ.ვმეგობრობთ იმასთან ვინც გვღალატობს.ვცხოვრობთ მესაიდუმლოებთან ერთად.ხშირად თავდაყირა დგება ჩვენი ცხოვრება,გვატკენებ ბევრჯელ,დაგვამცირებენ,სიცოცხლის სურვილს გაგვიქრობენ და შავთეთრად შეგვიღებავენ სამყაროს,მაგრამ მთავარი არის რწმენა.თუ არ ვირწმუნეთ,რომ წვიმის მერე აუცილებლად ცისარტყელა გამოვა,ტკივილს სიხარული მოყვება,ღალატს დიდი ერთგულება,ზიზღს სიყვარული და ცუდს კარგი ყველაფერი აზრს დაკარგავს.სამყაროში ხდება სასწაულები.შეიძლება ის შეგვიყვარდეს ვინც გვძულდა,ავადმყოფი ფეხზე წამოდგეს,ვიღაც უკან დაბრუნდეს,ვიღაცას სიხარული ეწვიოს მხოლოდ მთავარია რწმენა.მეც ვირწმუნე და ჩემი ტკივილი დიდ სიხარულში გადამექცა! დასასრული! 27/08/17 მოგესალმებით!ეს ჩემი პირველი მოთხრობაა.არ ვიცი როგორი გამომივიდა იმედია მოგეწონებათ ვეცადე,ყველა გრძნობა და მომენტი შეძლებისდაგვარად გადმომეცა.ხარვეზების გამო მაპატიეთ ახალბედა ვარ და ბევრი შემეშლებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.