მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 3)
გულიანად გაგვეცინა ორივეს, გაუცხოება და დაძაბულობა სადღაც გაქრა და ახლა თავისუფლად ვიჯექი მის წინ .. -- და ვინ იყო?--სიცილითვე ვკითხე -- ჩემი ბედნიერება და უბედურება- სიცილითვე მიპასუხა...გიმილიანი სახე შემეყინა,,,მეგონა ხუმრობდა, დამშვიდდა სიცილით და...-- დიახ დიახ...ჩემი ბედნიერება და უბედურება.... -- ვერ მივხვდი?--როგორ ვერ მივხვდი უბრალოდ გადამოწმება მინდოდა ინფორმაციის რაიმე რომ არ შემშლოდა -- ადამიანი,რომელმაც მთელი სამი თვე ცაში ამიყვანა,ადამიანი რომელმაც მთელ სამ თვეში მთელი ცხოვრება მომცა, ადამიანი რომელმაც იმედი გამიცრუა.... მივხვდი სად იწყებოდა მთავარი ამბის მოყოლა...მივხვდი აქ რარაც ისე არ იქნებოდა,როგორც ზღაპრებში და ფილმებში ხდება...ძალიან მინდოდა საუბარი გაეგრძელებინა, მაგრამ სამწუხაროდ დრო ისე გავიდა საათს რომ გავხედე,თავად შემომთავაზა „ხვალ განვაგძოთ“...მაგრამ საერთოდ არ მინდოდა მისგან წამოსვლა...თავს იქით ძალა არ მქონდა...დავემშვიდობე და მეორე დღეს შეხვედრაზე შევთანხმდით.... მისგან წამოსული,სამარშუტო ტაქსში ავედი და სახლამდე გადავწყვიტე მეფიქრა იმაზე რაც იქ მოვისმინე...ბედნიერება,კომფორტი,ინდივიდუალიზმი....ეს ხომ ცხოვრების,ადამიანის ყოფის შემადგენელი ნაწილებია,თუ კი ადამიანებს არ გააჩნიატ არცერთი კი არა,რომელიმე მათგანიც კი, მაშინ როგორ ცხოვრობენ?...ცხოვრობენ?? თუ არსებობენ?...მექანიკური ცხოვრება-აი რა ქვია ამ ყველაფრის გარეშე ყოფას...სხვა რა უნდა დაარქვა... შინ ჩაფიქრებული მივედი... ზოგადად ჩემს ყოფას სახლში არავინ და არაფერი უშლიდა ხელს,მაგრამ როდესაც ჩემს ოთახში შევდიოდი,მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი თავს მშვიდად,ზედმეტი კითხვები და განსაკუთრებით ტემა „გათხოვება“ არ მიყვარდა....ამიტომ ჩემი სამუშაოს დაღლას და დატვირთულ რეჯიმს ვიმიზეზებდი მაშინაც კი,როცა არ ვყიფილვარ ასე და 10 წუთის საუბრის შემდეგ ჩემს ოთახს მივაშურებდი.... ახლაც ასე მოვიქეცი...ჩემს ოთახში ჩემი სამყარო იყო,ჩემი სივრცე, სადაც არავინ ერეოდა,სადაც არავინ მიშლიდა ხელს მეფიქრა იმაზე რაც მინდოდა...ინტერნეტს მივაშურე.... facebook გვერდი გავხსენი და პოსტი დავწერე.... „რა არის ბედნიერება?“ მაინტერესებდა თუ ჰქონდა ვინმეს,ამაზე ახსნა...მაინტერესებდა „მის“ მსგავსად თუ ვინმე ფიქრობდა. 10 წუთის შემდეგ წამოვიდა კომენტარების წვიმა...ყველა თავისებურად ცდილობდა, აეხსნა და განემარტა....რა სისულელეებს წერდნენ....დავხურე გვერდი და დავწექი. --სად გავჩერდი?--არ ახსოვდა მართლა თუ პირდაპირ საუბრის გაგრძელება ერიდებოდა... მეორე რეს დათქმულ დროს მასთან ვიყავი. "ორ წელზე მეტი იყო გასული, მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ ორი წლის განმავლობაში უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,.. მითუმეტეს რომ ჩემი მეგობარი მისი მეზობელი გახდა. ვხვდებოდით ხან მასთან, ხან მეგობრის სახლში, ვსაუბრობდით ვთამაშობდით ბანქოს,უყურებდით ფილმებს და ა.შ. არასოდეს შემიხედავს მისთვის როგორც "მამაკაცი". ... არც ამის მიზეზი მოუცია და არც ჩემთვის "ქურდულად" გამიფიქრია რაიმე ზედმეტი... დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არ ყოფილა ასეთი მომენტი.. თავს არ ვიმართლებ ამის მტკიცებით, უბრალოდ ზედმეტად აღარ მინდა ეს დანაშაულიც დამბრალდეს,... ისედაც საკმარისად დავისაჯე. --როგორ თუ დაისაჯეთ? --იცი?...ხანდახან ვფიქრობ ზედმეტად ხმამაღალი ნათვამია და მძიმე სიტყვაა საიმისოდ რაც ჩემს თავს მოხდა,მაგრამ ჯერ შესაბამისი სიტყვა ვერ მოვიძიე სხვა რა შეიძლება დავარქვა...უცნაური ის არის,რომ მე ვიცოდი და ველოდი იმას რაც მოხდა, მაგრამ რატომ განვიცადე ასე ეს ამბავი არ ვიცი... შეურაწყოფის გამო?...არა...ეს მივხვდი რომ შეურაწყოფა არარის მნიშვნელოვანი ,რადგან გააჩნია ვინ გაყენებს და როგორ.. --რა შეურაწყოფა?--ძალიან დავინტერესდი...უამრავი ვერსია გავიფიქრე,გარდა იმისა რაც რეალურად იყო--რა მოხდა? „ცვლილებები შევნიშნე....კომპლიმენტები მანამდეც უთქვამს, მანამდეც გვისაუბრია,მისი გადაკოცვნა, გვერდოთ ჯდომა,მისი გამოხედვა.... სულ სხვა იყო. ნებისმიერი ქალი ხვდება როდესაც მის წინ მამაკაცი საუბრობს, რას ფიქრობს ის მამაკაცი მასზე... ნუ მე ვხვდებოდი...მაგრამ მის ამ ცვლილებებს იგნორს უკეთებდი.... არ ვიმჩნევდი..არ ვაქცევდი ყურადღებას... მეჩვენება?!..... აშკარად გამოსცემდა იმპულსებს,ჩემი ყურადღების მისაქცევად, რომელსაც მე ვხვდებოდი.,,არ ვიცი გარშემო რატომ ვერავინ ამჩნევდა...რას ვგრძნობდი??? შიშს და ინტერესს... ვერ ვიგებდი როგორ მეფიქრა...მეკითხა?,,,ვაიდა უარესი მექნა და სულ უხერხულ მდგომარეობაში ავღმოჩენილიყავი რომ ეთქვა გეჩვენებაო?!.....მერე აღმოჩნდებოდა მე ვფიქრობდი ასე...არ მეკითხა და .... ვერ ვიგებდი რას აკეთებდა და რატომ...."მეთამაშებოდა"..... დავაჯერე ჩემი თავი რომ "უბრალოდ მეჩვენება" და ისევ ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი. მოკლედ,სიტყვა გამიგრძელდა, რაღაცა თავის მართლება გამომივიდა მაგრამ ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა ყველა სიტუაცია. მის დამოკიდებულებაში საბოოლოდ დავრწმუნდი... ზაფხული ახალი დაწყებული იყო..მე როგორც თავისუფალი, მარტოხელაა ადამიანი და სამუშაოდან შვებულებაში მყოფი, თავს ვაძლევდი უფლებას, მაქსიმალურად კარგად გამეტარებინა დრო.მარტოხელაში არ ვგულისხმობ "უპატრონობას",ალბათ გახსოვთ გითხარით ოჯახი მყავდა.მაგრამ ისინი არასოდეს ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში და ახლა მითუმეტეს როცა პატარა საერთოდ აღარ ვიყავი. ზღვა დღესაც არ მიყვარს...დიდი ხნით ვერსად ვჩერდები..არც ძალიან სიცხეების მოყვარული ვარ,რუჯი ხომ საერთოდ არ მიყვარს.მეცინება თავს რომ იკლავენ სიცხეებში შუაგულ მზეზე წოლით და ლეღვის და თავიანთი მოგონილი სითხეებით ინადგურებენ კანს. სასაცილოა ჩემთვის. ერთი კვირით მარტო გავემგზავრე სურამში. ქალაქთან ახლოს... სიგრილეში. ხუთ დღეზე მეტ ხანს ვერ გავძელი და თბილისს დავუბრუნდი. ამ ხუთი დღის განმავლობაში კი, სულიერადაც დავისვენე და პიზიკურადაც, განვიტვირთე. მთელი წლის სამუშაო დაღლა მოვიხსენი,რაც მთავარი იყო, სიგარეტი და ყავის მარაგი საკმაოდ მქონდა ჭამაზე არც ახლა ვგიჟდები და მითუმეტეს მარტო ჭამა არ მიყვარს, საღამოობით გამოვისეინებდი ხოლმე, ვივახშმებდი და ისევ ჩემს ოთახს უბრუნდებოდი,ვიჯექი ტელევიზორთან, ან მეძინა. თბილისი ჯერ კიდევ გადატვირთული იყო ხალხით, მე კი ხალხმრავლობას ვერ ვიტან, მაგრამ ჩემი ხათრით ვინ დატოვებდა თბილისს?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.