ღამის სტუმარი 13
სკოლის დამთავრებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა... ერთი კვირაც და ჩემი ოფიციალური ნიშნობა შედგებოდა,ცხოვრების ახალი ასპარეზი ბრძოლის ჟინით უნდა დამეწყო, რომლისთვისაც მზად ვიყავი ჩვენ ოჯახებს შორის დაწყებულ დავას მე და ბექა დავუსვამდით წერტილს. მამას ჩემდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად უჭირდა ბექას მამასთან შერიგება,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ურთიერთობის გამოსწორებას,დედასთვის არ წარმოადგენდა ეს პრობლემას,ოჯახსა და საქმეს ერთმანეთში არასდროს ურევდა,იცოდა სად უნდა გაევლო ზღვარი,იცოდა რა იყო მართებული და რა მცდარი... სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი. ნატა და მარინა (ბექას დედა) ერთად აგვარებდნენ ჯერ ნიშნობისა შემდეგ კი ქორწილის ამბებს,ერთმანეთს კარგად გაუგეს,ცდილობდნენ სადაო საკითხებისადმი საერთო ენა გამოეძებნათ და კონსესუსისთვისაც მიეღწიათ ბოლო დღეებში საოცრად დაბნეული დავდიოდი, ნიშნობის წინა დღეს მკერავთან გასვლა დამავიწყდა,ისევ დედამ მიშველა...ხელიდან მცვიოდა ყველაფერი გონებით კი სადღაც ძალიან შორს ვიყავი ნიშნობის დღეს ბებიაც ჩამოვიდა,ბოლო ხანებში იმდენად შეიცვალა ვეღარც ვცნობდი, უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა, აღარც ჩვენი ნიშნობის წინააღმდეგი ყოფილა, მისი ასეთი ცვლილება ჩემში ეჭვსაც კი ბადებდა.. არ ვიცოდი რისთვის მიმეწერა ეს ყველაფერი *** ნიშნობის დღე*** ატმისფერი კაბა მეცვა, უბრალოდ ჩაწნილი თმითა და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე ველოდი საქმროს,რომელიც წუთი წუთზე უნდა მოსულიყო, მღელვარებისგან ოთახში მოუსვენრად დავდიოდი,ბებიას თავბრუ დავახვიე და დაჯდომა მთხოვა,მაგრამ ვერც მას შემდეგ ვერ დავწყნარდი რაც სავარძელზე ჩამომჯდარს ჩემი ლეკვი მომეხუტა ფეხებზე, ისევ სიარული ვამჯობინე... -დამშვიდდი და ერთ ადგილას დაჯექი ქალბატონო! დედამ ვითომ მკაცრი მზერით შემომხედა,არადა ვიცოდი ამ მზერის უკან რაც იმალებოდა, მასაც ჩემსავით უცემდა გული, ვინ იცის იქნებ ჩემზე მეტადაც განიცდიდა და არ გამოხატავდა? -აგვიანებენ... -ალბათ სადმე შეყოვნდნენ. -აუცილებლად დამირეკავდა ბექა სადმე რო შეყოვნებულიყო -მოვლენ აბა სად წავლენ? მამამ მრავლის მთქმელად გამომხედა. -რამე რო მოსვლოდათ?.....იქნებ გზაში ავარია მოუვიდათ? -დაუფიქრდი რას ამბობ! ბებიაჩემი უკვე ბრაზობდა,აფორიაქებულს საკუთარი სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა ბოლოს როგორც იქნა მოვიდნენ,ბექას დანახვისას ცოტა დავმშვიდდი,ხელში დიდი თაიგული ეჭირა,მაშინვე ლარნაკში ჩავაწყე ყვავილები არ მინდოდა დამჭკნარიყო, ისეთი კარგი სურნელი ჰქონდა ცოტა გუნება გამომიკეთა სუფრას მივუსხედით,ბექამ შემატყო რო ვღელავდი ამიტომ ნაზად მაკოცა ლოყაზე და დამშვიდება მთხოვა ჩემთვის იმაზე რთული აღმოჩნდა ეს ოფიციალურობა ვიდრე მეგონა,ბექას მამამ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა,დაგვლოცა და ბენიერება გვისურვა,შემდგომ მამაჩემმა გაიმეორა იგივე, ბექას ხელი ჩამოართვა და საკუთარი ქალიშვილი ჩააბარა. ბეჭდების გაცვლის დროც დადგა.... მიუხედავად იმისა რო ნიშნობის ბეჭედი უკვე მეკეთა, ბექამ საგვარეულო ბეჭედი გადმომცა,მე კი მისთვის განკუთვნილ ბეჭედს იმდენი "ვეჭიდავე"...... ცდილობდა სიცილი შეეკავებინა,მაგრამ ფხუკუნებდა,ბოლოს ფეხი დავაბიჯე ნუ დამცინი თქი და როგორც იქნა მოვარგე თითზე , სიხარულისგან წამოვიძახე "დავნიშნე" მეთქი, რაზეც ყველას გაეცინა, ბექა კი უკვე გულიანად ხარხარებდა. სამზარეულოში გამოსული კარადიდან თეფშებს ვიღებდი ბექა რო მომეპარა და წელზე მომხვია ხელები.მოულოდნელობისგან შეშინებულს თეფშები ხელიდან გამივარდა და ყველა დაიმტვრა. -ბექა! -ჩემი ბრალი არაა... თავის გამართლება სცადა, მე კი ნამსხვრევები ხელით ავიღე და სანაგვე ურნაში ჩავყარე -ჯერ ისე დაბნეული ვარ და შენ ნუღარ მაბნევ უარესად. -ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად ჩაივლის... -შენთვის ადვილია მაგის თქმა... -ცოტა მოეშვი, უკვე ოფიციალურად დანიშნული ხარ. -აღარ მეგონა თუ ეს დღე დადგებოდა -მაგრამ დადგა! უფრო ახლოს მიმიხუტა და კისერში მაკოცა, ისევ იმ ადგილას სადაც პირველი შეხვედრისას მეამბორა. -ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს? მის მკლავებში მოქცეული უკვე პირდაპირ სახეში ვუყურებდი -მისი დავიწყება ფაქტობრივად შეუძლებელია -მას მერე ყველაფერი შეიცვალა... საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. გამოვუტყდი -აივნიდან თვალთვალს მიეჩვიე. დამცინა -სიცრუეა... არ გითვალთვალებდი -ჩემი მაისურიც მიისაკუთრე -ეგეც სიცრიეა... დემეტრეს ოინები იყო -გონებას შენზე ოცნება დააძალე -შენ გონებაზე ხელი არ მიმიწვდება... -გულს სიყვარული ასწავლე -ეგ უკვე მართალია. ახლა მეც გამეცინა -მთელ სამყაროს უდრის შენი ღიმილი... და აი ახლაც გაწითლდი -ნუ დამცინი მეთქი.... -არ დაგცინი. -საზიზღარი ხარ... -შენ კიდე ისევ მორცხვი ხარ... -ბექა! -ნანიკო! -ნერვებს ნუ მიშლი და დამეხმარე.... ხელში შევაჩეჩე თეფშების ახალი პარტია -ბუზღუნის დედოფალი ხარ. -ბექა!უკვე ვუბღვერდი -ბუზღუნა ცოლი მეყოლება.... -ბექა! -არაუშავს გავუძლებ.... ზოგჯერ ისეთი საყვარელია ხოლმე -ბექა! -გისმენ.მხოლოდ ახლა გამოერკვა ფიქრებიდან -ბევრს საუბრობ იმის მაგივრად რო მაკოცო. გაეცინა ჩემ სიტყვებზე, როგორც სჩვეოდა ხოლმე ისევ ისე თბილად მაკოცა მშვიდად მიმდინარეობდა საღამო,ჩვენი ქორწილის ამბავიც განიხილეს, ბებიაჩემის თქმით როგორც "თავადიშვილს" შემეფერებოდა მისი სახლიდან უნდა გავთხოვილიყავი, მე დიდად არ მომეწონა ეს იდეა მაგრამ უფროსებმა თანხმობა განუცხადეს,არც ბექა იყო უარზე,ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხო იქ გავიცანით ერთმანეთიო 18ივნისამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა,საქორწინო სამზადისი იმდენად დამღლელი იყო ენერგია გამოცლილს მკერავთან სიარულის თავიც აღარ მქონდა,არადა ჩემი დიზაინით იკერებოდა თეთრი თვლებით გაწყობილი კაბა,სადა და წელში გამოყვანილი რომელიც ჩემი სხეულის ფორმებს კარგად გამოკვეთდა. ქორწილის შემდეგ სვანეთში გადავწყვიტეთ წასვლა,სწორედ იქ სადაც პირველად მთხოვა ხელი.ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებული ადგილი მაინც მესტია და ის საბაგირო იყო.... სოფელში ქორწილამდე ორი დღით ადრე წავედით,ანუშკაც თან მახლლდა როგორც მეჯვარე მეცხრე ცაზე დაფრინავდა, მე კიდე ღონე მიხდილს ყველაფრის ხალისი დამეკარგა ქორწილის წინა საღამოს ბექას ველაპარაკე,ანერვიულებული ჩანდა, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, მაგრამ ხმაში შიში შეპაროდა...არ მითხრა რაზე ნერვიულობდა, აღარ ჩავაცივდი და მალე დავემშვიდობე რადგან ორივეს გამოძინება გვჭირდებოდა. *** ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ გამაღვიძა,გვერდი ვიცვალე და ძილის გაგრძელება ვცადე მაგრამ ანუშკამ ფეხზე წამომაგდო. ყველას კარგი განწყობა ჰქონდა,მხოლოდ მე ვიყავი მოწყენილი,არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა,დედამ წინა საქორწინო მღელვარებააო, მე კი ვიცოდი რო რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო..... დილიდანვე დაიწყო მზადება. საკუთარი თავი პატარძლის ამპლუაში ვერ წარმომედგინა! ჩემი დიზაინით შეკერილი კაბა იმაზე უკეთ მქონდა ვიდრე ველოდი...ბევრი კომპლიმენტი დავიმსახურე, მაგრამ მთავარი შემფასებელი ჯერ ისევ არ ჩანდა... სასტუმრო ოთახში შეკრებილებს დედამ გადმომჩურჩულა ბებია გიხმობსო, მეც უსიტყოდ დავთანხმდი და მის ოთახს მივაშურე."თავადიშვილობა" ბებიას სისხლში ჰქონდა გამჯდარი,დახვეწილი და ელეგანტური იყო ყოველთვის,67წლის ქალი ისევ ისეთი მომხიბვლელი გახლდათ როგორიც უწინ,ჩემ ბავშვობაში.... ვოცნებობდი მასსავით ლამაზი ვყოფილიყავი -49წლის წინ მეც ზუსტად შენსავით ახალგაზრდა,სილამაზით უნაკლო, ხასიათით კი- ლაღი თეთრ კაბაში გამოწყობილი ვუცდიდი ბაბუაშენს.... გრძნობებში ჩაძირული და თვალებ ამღვრეული ვიდექი საკურთხევლის წინ და ვცდილობდი გამეაზრებინა რაოდენ ტკბილი იყო ის წამები... და როდესაც "ერთ სულ და ერთ ხორც" ვიქეცით, სწორედ იმ წუთიდან ერთად შევებით ცხოვრების უღელში და ბოლომდე ერთად ვზიდეთ ცხოვრების ტვირთი... ერთად განვიცდიდით ბედნიერებასაც და მწუხარებასა,მხარში ვედექით ერთმანეთს აღმავლობის პერიოდშიც და დაღმავლობის ხანაშიც.... არ ყოფილა ადვილი ერთიანობის შექმნა,დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მყარი ოჯახის შესაქმნელად და როცა ჩვენი შვილები საკუთარ გზაზე დავაყენეთ,ერთმანეთის ამარა დავრჩით.... მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ თუ რა შევქმენით ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ყველაზე ფასეული....ეს იყო ოჯახი! ახლა შენ დგახარ ჩემ წინ და ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება....გიყურებ და ვხვდები როგორ გიყვარს ბექა, ისევე როგორც მე მიყვარდა ბაბუაშენი....გიყურებ და ვხვდები რო მომავალში კარგი დედა და წარმატებული ქალი იქნები,მაგრამ ნურასდროს დაგავიწყდება რო გრძნობებს გაფრთხილება უნდა,ეცადე შეცდომები არ დაუშვა, ყოველთვის გქონდეს დრო ბედნიერებისთვის,რაც შეიძლება მეტად გაეცი სიყვარული შენი ოჯახისადმი და არა მარტო ოჯახისადმი...სამყაროში არაფერი იკარგება,სცადე ცხოვრებით დატკბე და სხვასაც გაუხალისე იგი... და უკვე როცა ცხოვრება თავის ნამდვილ სახეს გაჩვენებთ, მერე მიხვდებით თუ რა ყოფილა ყველაზე ღირებული ამ სამყაროში! ბებიაჩემის სიტყვებმა ცრემლები მომგვარა, იმდენად ღრმა და გულში ჩამწვდომი იყო ცოტა დამაკლდა ავტირდებოდი,ისვ თვითონ შემაჩერა,თვალებიდან ცრემლები მომწმინდა თვითონაც მოიწმინდა და მთელი ძალით მიმიკრა გულზე,მესმოდა როგორ უძგერდა გული...ბებერი მაგრამ მაინც ახალგაზრდა გული! შემდეგ საჩუქარი გადმომცა,საკუთარი მარგალიტის ყელსაბამი რომელიც ბაბუამ აჩუქა ქორწინების წლისთავზე,ყველაზე ძვირფასი ნივთი იყო მისთვის და აი ახლა ჩემთვის იმეტებდა.....არ მჯეროდა... საკუთარი თვალების არ მჯეროდა -ვერ გამოგართმევ,ის ხომ ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის.... -ახლა ის შენ გეკუთვნის,აუცილებლად გაუფრთხილდი!თავისივე დამჭკნარი ხელებით გამიკეთა, შემდეგ კი ორივე დავუკოცნე და კიდევ ერთხელ მივიხუტე ეს იყო პირველი და ალბათ უკანასკნელი მომენტი როცა ასე ღიად საუბრობდა ჩემთან საკუთარ გრძნობებზე... ბებიას ოთახიდან გამოსული თომა შემომეგება,კომპლიმენტებით ამავსო და თბილად ჩამეხუტა,არ სჯეროდა თუ ბავშვობის მეგობარი უთხოვდებოდა,ისევ ისეთი პატარა გოგოშკა ვეგონე......ანუშკა ჯერ არ ენახა,გავაფრთხილე ემოციებისგან თავი შეეკავებინა და პირდაპირ ჩემი ქორწილიდან არ მოეტაცა,რაზეც მიჩქმიტა და ამაკივლა,ისიც დასძინა თქვენ კი არ გგავართო! უკვე პირველი საათი ხდებოდა ბექასგან კი არაფერი ისმოდა, თან და თან მღელვარებაც მემატებოდა, ტელეფონზეც არ მპასუხობდა, ალექსანდრესაც დავურეკე მაგრამ გათიშული ჰქონდა. სახლში შეკრებილ სტუმრებს ყველაზე ბოლოს დემეტრე შემოუერთდა, მხედველობიდან არ გამომპარვია როგორ დაუძახა მამას და გარეთ იხმო,უკან დაბრუნებულს კი სახეზე ფერი არ ედო,მისკენ წავედი რათა მისი უეცარი ცვლილების მიზეზი გამეგო -რამე მოხდა? -არააფერი,არ ინერვიულო... -აღელვებული რატო ხარ მაშინ? -არაფერია... თვალი მომარიდა და უსიტყოდ გამშორდა დედას შეშინებული თვალებით გავხედე,ვერ მივხვდი რა ხდებოდა,მასაც გაკვირვებული სახე ჰქონდა, მერე მამას უკან გაყვა მე კი ანუშკასთან ერთად დამტოვა -მგონი რაღაც მოხდა და არ მეუბნებიან. ანუშკას გადავუჩურჩულე -არფერი არ მომხდარა ცუდზე ნუ ფიქრობ! -მაშინ ბექა რატო არ გამოჩნდა ამდენ ხანს? -ალბათ აგვიანდებათ...ჩემი დამშვიდება სცადა -არამგონია სხვა რაღაცაშია საქმე, დემეტრემ მამას რაღაც უთხრა რამაც ააფორიაქა, სასწრაფოდ დემეტრეს უნდა დაველაპარაკო... ანუშკას არც დავლოდებივარ ისე გამოვედი ოთახიდან და ეზოში დემეტრეს ძებნა დავიწყე, მაგრამ ამაოდ აღარსად ჩანდა. ახლა დედას საძებნელად წავედი, სამზარეულოში მამასთან ერთად ჩუმად საუბრობდა, აშკარა იყო რაღაცას მალავდნენ, მერე დედას ქვითინის ხმა შემომესმა რაზეც გაგიჟებული შევვარდი სამზარეულოში -ნანიკო.... -პირდაპირ მითხარით რა მოხდა. დედას მკლავებში ჩავაფრინდი, ის კი ისევ ტირილს აგრძელებდა -მამა რა მოხდა,რატო ტირის დედა?სასოწარკვეთილებისგან ახლა მამას მივუბრუნდი, მან კი მხოლოდ თვალი მომარიდა -ბექას შეემთხვა რამე? შეშინებულმა უკან დავიხიე,დედამ კი მისი სახელს გაგონებაზე უფრო უმატა ტირილს -ბექას შეემთხვა რამე? აკანკალებული ხმით ისევ ვიკითხე არც ახლა მიპასუხეს -დასწყევლოს ღმერთმა.... ამოიღეთ ხმა, რა დაემართა? სასოწარკვეთილებიგან თავის მოთოკვა გამიჭირდა და კივილი დავიწყე -ავარიაში მოყვნენ ... მამაჩემმა ძლივს გასაგებად წარმოთქვა -არა ტყუილია...მატყუებ,მამა მითხარი რო მატყუებ.......თვალები ცრემლებით ამევსო, თავბრუ დამეხვა და ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. სამზარეულოდან ბარბაცით ეზოში გამოვედი,ცოტა სული მოვითქვი შემდეგ კი პირდაპირ მაია დეიდას სახლისკენ წავედი, სახლის კარებთან კი თავჩაღუნული დემეტრე დამხვდა -რა მოხდა მეტყვი? -მე... არ შემიძლია ამის თქმა -დემეტრე ძალიან გთხოვ.... ვემუდარებოდი -ავარიაში მოყვნენ... -მძიმედ დაშავდნენ? პირზე ხელი ავიფარე -საკმაოდ... -ხო ცოცხლები არიან? სამარისებური სიჩუმე რომელიც ჩვენ შორის რამდენიმე წამს ჩამოწვა,ტყვიის გავარდნის ზუზუნს ჰგავდა -ხო ცოცხალია?..... მითხარი რო ცოცხალია.... დემეტრე მითხარი რო ბექა ცოცხალია და მხოლოდ დაშავებულია.... მითხარი გთხოვ.მუდარაზე მეტი იყო ჩემი სიტყვები ადგილზევე გავშეშდი როდესაც მისი ცრემლები დავინახე,შინაგანად მთელი სხეული გამეყინა,თითქოს გულზე დიდი ლოდი დამაწვა,ერთიანად ამაკანკალა,პანიკაში ჩავარდნილს ისტერიკული სიცილი დამეწყო,რომელიც უხმო ტირილმა ჩაანაცვლა,მდუღარე ცრემლები გულს მითუთქავდა,მწვავე ტკივილს ვგრძნობდი გულ-მკერდის არეში,მუხლებში ძალა წამერთვა და დემეტრეს რო არ შეეშველებინა მკლავები,მიწაზე დავეცემოდი. იმ წამებში არე-მარე იმაზე უფრო ფერადი და ნათელი მომეჩვენა ვიდრე აქამდე,თითქოს ყველაფერი იმაზე მეტად ყვაოდა ვიდრე აქამდე,იასამნის სურნელით იყო გაჟღენთილი ჰაერი,რომელიც შემდეგ სისხლის სუნმა ჩაანაცვლა....საშინლად მოიქუფრა ამინდი, ცამ წარბები შეკრა და საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი შავით შეიმოსა,სამგლოვიარო ცერემონიას დაემსგავსა ყველაფერი,მხოლოდ მე ვიდექი თეთრ კაბაში გამოწყობილი.... *** დემეტრეს ბექასთან წაყვანას ვემუდარებოდი, ის კი ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე, ცდილობდა გონს მოვეყვანე და პანიკაში ჩავარდნილი უკან რეალობაში დავებრუნებინე ბოლოს როგორც იქნა გაჭრა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ, მანქანაში ჩამსვა და გაუფრთხილებლად წამიყვანა.... ნუთუ ცხოვრება იმდენად სასტიკი იყო რო მე ბექას თავს მართმევდა?..... ნუთუ შეიძლებოდა ძლივს დაწყობილი ურთიერთობა ასე განვითარებულიყო?..... ნუთუ შეიძლებოდა თეთრ კაბაში გამოწყობილი ძაძებით შევმოსილიყავი?.... არა და არა! ბედის უკუღმართობა და ცხოვრების მანკიერი მხარე ახლა უნდა შემეგრძნო.... იმ დღეს როცა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი?.... ეს ხომ სისასტიკე იყო! ცხოვრებისგან დაცინვა და ბედის ირონია! განა ასე უნდა გავემეტებინე ღმერთს? ბექას გარეშე ჩემი სიცოცხლე სიკვდილს უდრიდა რამდენჯერ უნდა მოვეკალი ღმერთს? როდემდე უნდა მეგლოვა საკუთარი თავი და საკუთარი გრძნობები? ნუთუ არ მქონდა ბედნიერების უფლება? ცხოვრების მთავარი ტრაგედია,ბრძოლის შეწყვეტა იყო,მაგრამ მე ვისთვის ან რისთვის უნდა მებრძოლა? ნათქვამია ადამიანს მაშინ ვკარგავთ როცა ის კვდებაო..... და მეც დავკარგე პიროვნება რომელმაც ჩემ ცხოვრებას აზრი შესძინა,რომელმაც სიყვარული და მისი დაცვა მასწავლა,უკან დახევაცა და წინ წასვლაც მასწავლა, ბედნერების უფლება მომცა და რაც მთავარია ჩემთვის განუყოფელ ნაწილად იქცა დიახ რა ძალიან მტკივნეულიც არ უნდა იყოს მე დავკარგე ბექა! შავებში გამოწყობილს მე მტკიოდა ბექა... მტკიოდა ნანიკო და მტკიოდა ჩვენი სიყვარული... და მაშინ როდესაც მისი ცივი და უსულო სხეული მიაბარეს მიწას,ის ჩემ გვერდით იდგა.... იდგა და განადგურებულს მიყურებდა, ტირილისგან თვალებ დასიებულს მხოლოდ მისი აჩრდილიდ დანახვა შემეძლო -დროა გაიღვიძო ნანიკო! ეს იყო უკანასკნელი რაც მან მითხრა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.