შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე (მესამე თავი)


29-08-2017, 19:20
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 370

მეექვსე სართულამდე ფეხით ავედი, ზურგი დიდად აღარ მტკიოდა. სამაგიეროდ ფეხის კუნთები ამტკივდა. ჩემი სახლის გვერდითა სახლში ვიღაც გადმოსულა, მისი კარის წინ დაწყობილი ყუთები ამას მოწმობს ყოველშემთხვევაში.
დედას ეძინა, მეც ჩემს ოთახში შევედი. მინდოდა ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი საწოლი დავინახე მაშინვე გადავიფიქრე. კაბა იატაკზე დავაგდე და საცვლის ამარა შევწექი საწოლში.
მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა, შეშინებული წამოვხტი საწოლიდან. სამეცადინო მაგიდაზე მიგდებული გრძელი მაისური გადავიცვი და მისაღებში გავვარდი. არავინ იყო, არც სამზარეულოში. დედასაც ისევ ეძინა.
გარეთ გავიხედე, წაბლისფერთმიანი ბიჭი გულმოდგინედ ცდილობდა კართან დაყრილი მინის ნამსხვრევების აკრეფას.
-დღის სინათლის გეშინია თუ რატომ გადმობარგდი ღამე? - ცალი წარბი ავწიე და კარის ჩარჩოს მივეყუდე. წარბებსქვემოდან ამომხედა, მოულოდნელად წელში გასწორდა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმელად.
-დიადი ვამპირი მოგესალმებათ. - თვალები მოჭუტა და სცადა საშიში სახე მიეღო, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ ნამსხვრევებისგან თითი გაეჭრა და სისხლი წვეთავდა.
-თავის დასაცავად ნიორი მჭირდება? - მოულოდნელად სიცილი აგვიტყდა, პირზე ხელს ვიფარებდი ხმის ჩასახშობა სხვები რომ არ გამეღვიძებინა.
-ვერცხლის აბჯარი ჩაიცვით რომ ვეღარ მოგეკარო. - სიცილი შეწყვიტა და ისე ნამსხვრევების აკრეფას მიუბრუნდა.
სახლში შევბრუნდი, ცოცხი და აქანდაზი გამოვიტანე.
-გაიწიე დავგვი. -სწრაფად მოვაქციე აქანდაზზე ნამსხვრევები. - ესეც ასე, წამებას გადაგარჩინე.
-სიკეთის სანაცვლოდ რითი დაგაჯილდოვოთ? - იღიმოდა და კიბის მოაჯირს ეყრდნობოდა.
-ნუღა აბრახუნებ და დამაძინე რაა. - ღიმილით ვუპასუხე და სახლში შევბრუნდი.
***
ერთი კვირა სკოლაში არ წავსულვარ, მთელი დღე სახლში ვიჯექი და ხან ფილმებს ვუყურებდი, ხან დედას ვეხმარებოდი.
როცა დედა სამსახურში იყო, მე და მარიამი სახლში ორთაბრძოლებს ვაწყობდით.
-დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანია გამოვავლინოთ გამარჩვებული, ვინ უფრო მეტ ხინკალს შეჭამს. - დივანზე ვიდექი, მიკროფონის მაგივრად პულტი მეჭირა და ვლაპარაკობდი. - როგორ განწყობაზე ვართ? - წამოვიყვირე და პულტი მარის მივუშირე.
-შენი განადგურების ხასიათზე. - სიცილით მიპასუხა და მუცელზე შემოირტყა ხელი. - კუნთზ რო კოცნიან ეგრე ვიზამდი მუცელზე მაგრამ ვერ ვწვდები. - აგრძელებდა სიცილს და თავმომწონედ დააბიჯებდა ოთახში.
-მაშ ასეე, ვიწყებთ. - დივნიდან ჩამოვხტი და სამზარეულოში გავედით.
პირველი სამი მარტივად შევჭამეთ, ათამდე ასვლა არ გაგვჭირვებია. მერე კი დაიწყო ჩემი საცოდაობა, სწრაფად ვეღარ ვჭამდი, ვგრძნობდი რომ კუჭში ადგილი არ იყო მაგრამ მაინც ვაგრძელებდი.
საბოლოოდ 12:20 წავაგე.
ვერასდროს ვიგებდი რანაირად ახერხებდა ამდენ ჭამას და თან სუსტად დარჩენას.
-ჰა ჰა, გაგანადგურებ მეთქი ხო დაგპირდი. - იცინოდა წარბებს ათამაშებდა.
-წამო წამოვწვეთ თორე ისე მტკივა მუცელი თითქოს დრაკონებს ვაჩენდე. - ვთქვი და საკუთარი უაზრო ფრაზით შეშფოთებული სახე მივიღე.
-რამე საშინელებათა? - ტუჩი მოიკვნიტა და გამომწვევად გამომხედა.
-რა თქმა უნდა. გავუღიმე და დივანზე მოვკალათი.
***
ორ კვირაზე მეტია მამა სახლში არ დაბრუნებულა, დედაც დამშვიდდა. ჩემი ჭრილობებიდან კი მხოლოდ შრამებიღა დარჩა.
ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, სახურავზე მარიამის გარეშე ავედი.
სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი. საკუთარ თავში დავიკარგე,საკუთარმა ფიქრებმა და ოცნებებმა ამირიეს გონება. ხანდახან მგონია რომ არარეალური ვარ, რომ რაც ხდება არ უნდა ხდებოდეს. რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ჩვეულებრივი მოზარდი ვიქნები მშვიდი ოჯახით. თუმცა ყოველი დილა იმედგაცრუებით სრულდება.
-თვითმკვლელობისთვის შესანიშნავი ადგილია. - მომესმა უკნიდან წაბლისფერთმიანის ხმა. ჩემს გვერდზე დაჯდა.
-თუ დააპირებ ხელს არ შეგიშლი. - გვერდზე არ გამიხედავს, ისევ კორპუსებს და განათებულ ფანჯრებს ვათვალიერებდი.
სავსე მთვარეობა იყო, სახურავი მთლიანად იყო განათებული. მის სახეს გარკვევით ვხედავდი. მუქი მწვანე თვალები და ოდნავ აპრეხილი ცხვირი ჰქონდა. ღიმილის დროს ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა.
ხმა აღარ ამოუღია, ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკის მოსმენა დაიწყო.
-რას უსმენ? - ჩუმად ყოფნა რომ მომბეზრდა მისკენ მივტრიალდი. უხმოდ გამომიწოდა ერთი ყურსასმენი და ჩუმად აღიღინდა.

-He says, "Ooh, baby girl, you know we're gonna be legends
I'm a king and you're a queen and we will stumble through heaven
If there's a light at the end, it's just the sun in your eyes
I know you wanna go to heaven, but you're human tonight".

-And I've been sitting at the bottom of a swimming pool
For a while now, drowning my thoughts out with the sounds. - ავყევი სიმმღერაში და გავუღიმე. სახე გაუნათდა. ჩემი თავი გამახსენდა უცებ, როცა აღმოვაჩენდი რომ ვიღაცას ჩემი საყვარელი სიმღერა მოსწონდა ვანათებდი.

-But do you feel like a young god? - ცოტა კიდევ წაიღიღინა და კალთაში ჩამიდო თავი. - ნეტა ვარსკვლავები ვიყოთ.
-რატომ?
-ძალიან, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. -ხან ცას უყურებდა, ხან მე.
-მაშინ ხანმოკლე ცხოვრებას რატომ ხარჯავ აქ ყოფნით?
-ახლა არ ვთვლი რომ ვხარჯავ. მერე რა იქნება არ ვიცი. - გაიცინა დალოყაზე ხელი მსუბუქად ამისვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent