სიმართლის ძიებაში
ისტორიას რომელსაც ახლა მე გიამბობთ ჩემზე ნამდვილად არ არის,ის ადამიანზეა რომელიც ყველამ გიჟად შერაცხა და რომლისაც ყველას ეშინოდა.მასზე მეც სრულიად შემთხვევით გავიგე ერთ-ერთი მივლინების დროს.დამაინტერესა და როცა მასზე ინფორმაციის შეგროვება დავიწყე,იმდენად გამიტაცა და იმდენად ღრმად შევყევი რომ ბოლომდე რომ არ გამეგო ყველაფერი ვერ მოვისვენებდი.სინდისი არ მომასვენებდა. ჰო,სანამ ისტორიის თხრობას დავიწყებ მანამდე ორიოდე სიტყვით გიამბობთ ჩემს შესახებ.მე ლილე კორინთელი ვარ,28 წლის,ადვოკატი.ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი ისეთი საქმე მქონია რომ ვერ ვიფიქრებდი როდესმე რამე ასე თუ შემიპყრობდა.მოკლეთ ახლა წერას დავიწყებ თუმცა ამ ისტორიის დასასრული ჯერ მეც არ ვიცი რადგან ისევ მსვლელობის პროცესშია.ბათუმში ვიყავი მივლინებით.ერთ საღამოს ვსეირნობდი ჩემს ბათუმელ მეგობართან ერთად.შორიდან შევნიშნე ძალიან დიდი სახლი და მისკენ წავედი.ნინიც უსიტყვოდ გამომყვა თან.ახლოს მისულმა გაოცება ვერ დავმალე -ნინი ხედავ ამ სახლს?აქამდე რატომ არ მინახავს?რამხელაა და რა ლამაზია.ღმერთო ჩემო ნამდვილი სასახლეა.თან აშკარად ძველია და ვერ ვხვდები ამდენი ხნის მანძილზე როგორ ვერ ვნახე?ვისია ნინ?იქნებ ვთხოვო და დათვალიერების უფლება მომცეს. -ეს სახლი ლევან ახვლედიანს ეკუთვნის.მიტოვებულია.აქ არავინ ცხოვრობს და არც არავინ ყიდულობს. -ლევან ახვლედიანი ვინ არის?ან რატომ არავინ ყიდულობს?სასწაულია.ულამაზესი სახლია.ძალიან ძვირი ეღირება თორემ დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი მე. -შენ რა მართლა არ იცი ლევან ახვლედიანი ვინ არის?არ არსებობს,შენი პროფესიის ადამიანმა ეს როგორ არ იცი? -კი მაგრამ ვინაა ასეთი?არ ვიცი და არც არაფერი მსმენია მის შესხებ. -არ არსებობს რომ არ იცოდე.ალბათ არ გახსოვს უბრალოდ.25 წლის წინ მან თავისი შვილი,მეუღლე და დედამისი მოკლა.ბავშვი გაგუდა,ცოლი და დედა კი საშინლად აწამა და ისე დახოცა.დღემდე ამაზე საუბარს ყველა ერიდება.ლევან ახვლედიანის სახელის გაგონება ახლაც შიშს ჰგვრის ხალხს. -მოიცადე ეს მეც გამიგია კი როგორ არა,უბრალოდ უცებ ვერ მივხვდი ვისზე იყო საუბარი.გამიგია თუმცა არაფერი ვიცი.უნდა გავარკვიო ერთი რა მოხდა.ხო კარგი და ყიდვით რატომ არავინ ყიდულობს? -არ ვიცი,ხალხი ამბობს რომ სახლში მიცვალებულების აულები არიან და რომ იქ ვერავინ გაიხარებს.ნუ ეს უფრო ზღაპარივითაა მაგრამ,ხალხს მაინც ეშინია. -მოკლეთ ნინიკო ხვალიდან ამ ამბის შესწავლას ვიწყებ.გამიგია რომ ძალიან ბურუსით იყო მოცული ეგ საქმე.უნდა გავიგო რა მოხდა სინამდვილეში. -კარგი რა ლილე,წარსულის ქექვა კარგს არაფერს მოგიტანს.სჯობს თავი დაანებო და დაივიწყო.ის კაცი ახლა როგორც ვიცი საგიჟეშია და მაინც ვერაფერს გაიებ.დაივიწყე უბრალოდ და შენს საქმეს მიხედე. ნინისთვის არაფერი მითქვამს თუმცა ასე დატოვებას არაფრისას არ ვაპირებდი.სახლში მისულმა მაშინვე ლეპტოპი მოვიმარჯვე და სასამართლო და პოლიციის სტრუქტურების არქივებში დავიწყე ბოდიალი.ახვლედიანის შესახებ ცნობები მალევე ვიპოვე და გადავწყვიტე უფრო დეტალურად გამერკვია ყველფერი.ამიტომ გადავწყვიტე რომ ლევან ახვლედიანთან მივსულიყავი და პირადად მენახა და მას გავსაუბრებოდი.ამისთვის ყელაფერი გავაკეთე და ის დღეც დადგა რომ მას უნდა შევხვედროდი.საგიჟის ზღურბლს რომ გადავბიჯე შიშმა ამიტანა,თუმცა შიში დავძლიე და ახვლედიანის პალატაში შევედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.