შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრომ იცის მარტო ( 4 )


29-08-2017, 22:28
ნანახია 1 654

სამი თვე იყო უკვე მომხდარიდან გასული რომ არქანია ფეხზე დადგა და გაირკვა კიდეც ყველაფერი გამოიძიეს , სასამართლოების და დეტექტივების და კიდევ ათასი უბედურებით დამტკიცდა რომ ჩხუბი ნამდვიალდ მოხდა და მაგრად სცემა ალეკომ არქანია მაგრამ თავის და ხერხემლის ტრამვა და კომა მანქნის დაჯახებამ გამოიწვია და ახლა იმას ეძებდნენ ვინც ნაბეგვ არქანაის დაეჯახა. არც იყო გასაკვირი იმდენი მტერი ყავდა რომ ვიღაც იყოჩაღებდა. ლილე მუშაობდა სწავლობდა და გაჰყავდა როგორღაც დრო, სახლში მხიარული იყო თითქოს რომ ბევრი კითხვა არ წასულიყო მისის მიმართულებით , თვალები კი დარდიანი ჰქონდა , ის სხივი ჩაჰქრობოდა რომელიც სულ ჰქონდა , რომელსაც ის კაცი ანთებდა მის თვალებში, გარეთ კი ისევ ისეთი იყო მოწყენილი, დარდიანი და გულნატკენი.
არქანიამ საჩივარი არც დაწერა ალეკოზე და აღარც იძებნებოდა მაგრამ ის მაინც არ ჩანდა . ეს კიდევ უფრო უმტკიცებდა ლილეს იმ აზრს რომ მან უბრალოდ მიატოვა და დამთავრდა ყველაფერი. ლილე დროდადრო დადიოდა მანანასთღან და სოსოსთან და ნახულობდა , მათაც ისე უხაროდათ თითქოს ალეკო მიდიოდა და საღამომდე არ უშვებდნენ ხოლმე სახლიდან, რჩებოდა კიდეც ზოგჯერ როცა ძალიან სთხოვდა მ,ანანა. ლილე გამოდიდოა მათი სახლიდან მაგრამ ისეთი ტკივილი მოყვებოდა თან , ენით აუწერელი . თუ უნდოდა დაევიწყებინა მის სახლში რაღატომ მიდოდა, მის ბავშვობის ისტორიებს რატომ ისმენდა და თავს რატომ იტანჯავდა. სინამდვილეში იქნებ არც დავიწყება უნდოდა და არც იტანჯებოდა იქნებ უხაროდა, იქნებ სიამოვნებდა კიდეც მაგრამ სწორედ ეს იყო მისი უბედურება. არ იცოდა რას გრძნობდა და რას ფიქრობდა , მისი გონება და გული მას აღარ ეკუთვნოდა და ესეც ეზიზღებოდა. უკვე რამდენი რამე ეზიზღებოდა , რამდენ რამეს ვერ იტანდა . ეს იყო მისი უბედურება , დამძიმებული გული და სული. მაგრამ მსუბუქი სხეული. კიდევ უფრო გახდა , თითქოს ჭამაც დაიწყო მაგრამ აღარ ერგებოდა აღარაფერი , სულ უკან უკან მიიწევდა წინსვლის მაგივრად. ეს ოპერატორიც არ ჩუმდებოდა, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან ,დღეშ იმდენჯერ ისმოდა მისი სიტყვები რომ უკვე ვეღარც ითვლიდა .
ბავშვიც არ ავიწყდებოდა. არც უგვრძნია მისი არსებობა ,მაგრამ მაინც არ ამოსდიოდა გონებიდან, ნეტავ რომ არ დამეკარგა როგორი იქნებოდა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი , რას დავარქმევდი? ვის დაემსგავსებოდა? ნეტავ რომ არ დამეკარგა რა მოხხდებოდა, ალბათ სახლიდან მოუწევდა წამოსვლა და მარტო გაზრდიდა? თუ მანანსთან და სოსსთან იქნებოდა. ღმერთო ლილე რა გემართება, რა სისულელეებს ფიქრობ , ის აღარ არის როგორც სხვა დანარჩენი და თუ იფიქრებ ჭკუიდან გადახვალ მოეშვი ფიქრს და დაიძინე.
აი ასეთ ფიქრებში გავიდა დრო. მომხდარიდან 5 თვის თავზე , ახალ ამბებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯიქიაზე მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ეს გოგო არქანია იყო. როგორც გაირკვა ვინც მაშინ მანქანით დაეჯახა საქმე ბოლომდე მიიყვანა და მერე ჩაბარდა კიდეც. ღმერთო აკანკალდა ლილე, რა დაუშავა ისეთი რომ ასე მოექცა, რატომ იყო ასეთი საზიზღარი რამ შექმნა ასეთად, ეს დალოცვილი ასეთებს რატომ ბადებს ამ ქვეყანაზე. ჩაილაპარაკა ლილემ და ცრემლები წამოუვიდა. ამდენი წელი მარტო არქანია ისმოდა მის გარშემო და ეხლა მოკვდა , უცბად გაქრა აღარსად გამოჩნდებოდა აღარასდროს. შეეცოდა , ისე შეეცოდა რომ რომ შეძლებოდა აუცილებლად გააცოცხლებდა. ბევრი წაართვა მაგრამ სიკვდილისთვის მაინც არ ემეტებოდა, თუნდაც იმიტომ რომ უყვარდა და ალბათ ისე არასდროს დატოვებდა როგორც იმ კაცმა დატოვა. ხმაურიანად ჩაიარა იმ დღეებმა , ხმაურიანი იყო გოგა არქანიას პანაშვიდები და დასაფლავება, საცოდავი დედამისი მიწას პირქვე ემხობოდა და ისე ტიროდა , თუ ერქვა ამას ტირილი.
ლილეც მივიდა ! არ იცოდა უნდა მისულიყო თუ არა მაგრამ მივიდდა.!!!
ბიჭები გარეთ იდგნენ და მის დანახვაზე ცრემლები აწყდებოდათ თვალებზე, ლილე გოგას ერთადერთი სიყვარული იყო , უყვარდა და იმიტომ აკეთებდა ამდენ სისულელეს, თავისებურად უყვარდა , ასეთი იყო გოგა არქანია და ასე უყვარდა ლილეც . ბიჭებმა გოგას ჩანახატებიანი ბლოკნოტი გამოუტანეს ლილეს და სთხოვეს წაიკითხეო. ლილე გაოცდა გოგა არქანია და დღიური? ეს ისეთი საოცრება იყო რომ პირღია შეყურებდა ყავისფერი, ტყავის ყდიან ბლოკნოტს. იქიდან წამოსულმა კაფეს შეაფარა თავი წვიმდა და დასველება არ უნდოდა. ჩაის სვამდა და თან დღიურს დაჰყურებდა, ეშინოდა გადაშლის . კითხვა რო დაიწყო ტკივილი იგრძნო გულში საშინელი, ასეთ გოგას ის არ იცნობდა , ჩანახატები ისეთი ღრმა და ისე ლამაზად აღწერილი იყო ,ეს ყველაფერი რომ ლილესთვისაც ეთქვა რასაც იქ წერდა იქნებ ის შეყვარებოდა და არა ალეკო , იქნებ მისი ცოლი გამხდარიყო და არა ალეკოსი. ყოველთვის ცივი, ცინიკური ბოროტი ადამიანი ეგონა , სახელითაც კი არ მიმართავდა ხოლმე თითქოს სახელი გოგაც კი არ ემეტებოდა მისთვის , შერცხვა, შეეცოდა და იმდენი არეული უცნაური გრძნობა დაეუფლა რომ კინაღამ თავი გაუსკდა.
გოგამ არ იცოდა როგორ უნდა გამოეხატა თავისი გრძნობები და თურმე იმიტომ მიჰქონდა მისთვის ძვირფასი საჩუქრები , თვითონაც ასე ზრდიდნენ, ასე გამოხატავდნენ მისდამი სიყვარულს , უხეში იმიტომ იყო რომ არასდროს ეფერებოდნენ და ცინიზმში ზრდიდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, გარემო რომ აქცევდა ადამიანს თავის კლანჭებში და მის საქციელს განაპირობებდა თუმცა არა გულს . ლილეს გოგა არქანია კეთილ და თბილ ადამიანად დაამახსოვრდა . ასე ჩამარხა თავის გულში და მეხსიერებაში .
კიდევ ერთი თვე იყო გასული სამსახურიდან გასულს მანქანა რომ დახვდა წინ და მასზე მიყუდებული ის . ის კაცი დაინახა. გაშრა , გაიყინმა გაცივდა თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად , გული ხტუნაობდა საგულეში და ძლივს გაუთბა ამ 6 თვის მერე მის გულში გამოგაზაფხულა, დათბა ,მაგრამ ბოლომდ ემაინც არა ტკივილი მაინც სუსხივით ედებოდა .იდგნენ ასე ერთმანეთის პირისპირ . უყურებდნენ ასე ერთმანეთს.
ალეკო გამხდარა და ამღვრევია თვალები, ისიც გაყინულა , ლილეს მსგავსად. ნატანჯი სახე ჰქონდა , დარდიანი , ტკივილიანი .
ლილე უცბად მოვიდა გონს და გზა გააგრძელა ისე რომ უკან არც მოუხედავს . ალეკო ისევ იქ იდგა , ხელფეხი უკანკალებდა , როგორი აღარ წარმოედგინა ლილე ამ 6 თვის მერე მაგრამ ასეთი არა . ვაჩე კი ეუბნებოდა რომ ლილე ლილეს აღარ გავდა და გაყინული დადიოდა უსულო ადამიანივით ამ დედამიწაზე მაგრამ ასეთს მაინც არ ელოდა. სულ აღარ ახსოვადა როგორ ენატრებოდა და იტანჯებოდა , მარტო იმაზე ფიქრობდა თავისი ცოლი როგორ დაუტანჯავს და გაუნადგურებია , რას დაუმსგავსებია , ასეთსაც არ ელოდა.
იმ დღეს ლილე კლინიკაში გადასხმით მოხვდა , გონება დაუკარგავს მეტროში , ძალიან დასუსტებულს ალეკო დანახვა ვერ გადაუტანია. კლინიკიდან მანანას დაურეკეს და უთხრეს თქვენი რძალი მოიყვანეს გონებადაკარგული გადასხმას ვუკეთებთო და მანანაც გიჟივით გავარდა კლინიკაში. მალე ალეკოც მივიდა ლილეს ეძინა და ვერცერთის მისვლა გაიგო. რომ გამოფხიზლდა მანანა თავით ეჯდა და თმებზე ეფერებოდა.
-მანანა დეიდა მაინც დაგირეკე ს და მოგიყვანეს არა ?
ვეუბნებოდი არ მოიყვანოთ თვითონ წავალ მეთქი მაგრამ არ დამიჯერეს.
-რას ამბობ შვილო მარტო როგორ იქნებოდი , ძალიან გქონია დასუსტებული ორგანიზმი
-არაუშავს როდესღაც მეც აღვიდგენ ძალებს. თქვენ როგორ ხართ? კვირაზე მეტი იქნება აღარ მოვსულვარ , სოსოც ხომ კარგადაა ამა დღეებში გნახავთ. ალეკო კარებს უკან იდგა და უსმენდა და გულში ისეთი სითბო ეღვრებოდა , ვაჩე ბევრს ვერაფერს ელაპარაკებოდა , უცბად უთიშავდა ხოლმე ალეკო , არ იცოდა რომ ლილე მის მშობლებთან ხშირად მიდიოდა.
ეს საოცარი ქალი ჩემი ცოლია , შეცვლილი იყო ლილე. დარდიანი თვალების გაარდა ისიც შესამჩნევი იყო რომ გაიზარდა , დაქალდა და ის პატარა გოგო აღარ იყო რომელიც ალეკომ იმ ზაფხულს გაიცნო. იმდენად შეცვლილიყო რომ ეშინოდა ამ ცვლილების .
მანანა პალატიდან გამოვიდა და ალეკოს მიუბრუნდა. -ძალიან სუსტადააა ასეთუ გააგრძელებს ალბათ ლოგინდა ჩაწვება, ექიმმა მითხრა რომ კარგად უნდა იკვებოს დაისვენოს და აღარ ინერვიულოს, მაგრამ ე ს ჯიუტი გოგო არავის უსმენს , ალეკო ქენი რამე თორემ ისევ დაკარგავ და ამჯერად ვეღარც დაიბრუნებ.
-მე მივხედავ მანანა დღეიდან სულ მე მივხედავ წადი მე დავრჩები აქ
-ჩემთან მინდა წავიყვანო შვილო, სახლში ასეთს ვერ გავუშვებ მისმა მშობლებმა ისევ არაფერი იციან , საერთოდ არაფერი , ლილე სულ მარტო ცხოვრობდა თავის დარდთან ერთად
-მანანა რატომ არ მითხარი თუ მოდიოდა შენთან და სოსოსთან
-შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი შვილო ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამე , ეს გოგო ისე დაიტანჯა , შენ მას არ იმსახურებ , ჩემი შვილი ხარ მაგრამ მართლა არ იმსახურებ , ის მართალია ყველაფერში , იცოდე რაც უნდა გითხრას მართალია .
- ვიცი მანანა ვიცი, წადი შენ მე მოგიყვან სახლში შენს გოგოს და გაიღიმა
ალეკო შევიდა ისევ მის წინ იდგა და ამჯერად ხმის ამოღებაც შეძლო
-ლილე
ლილეს სუნთქვა შეეკრა , ეს ხმაა , ამჯერად ოპერატორის ხმა არ იყო ეს ალეკოს ხმა იყო და ის მას ეძახდა ელაპარაკებოდა.
-რისთვის დაბრუნდი წარბშეუხრელად შეხედა ლილემ
-შენთვის
-რატომ ვინ ხარ რომ ჩემთვის რამეს აკეთებ
-შენი ქმარი
-ყოფილი ქმარი , ამ დღეებში წავალთ იუსტიციაში და ხელს ისევ ისე გავაწერთ როგორც მოვაწერეთ
-ლილე ცოტახანს დაისვენე და მერე მანანასთან წაგიყვან
-სახლში წავალ და შენი წაყვანა არ მინდა შეგიძლია წასვიდე
-ნუ ჯიუტობასე შენებთან ვერ მიხვალ და მანანაც მომკლავს რომ არ მიგიყვანო , ის კარგად მოგივლის
გადასხმა დამთავრდა და ალეკომ ლილე მანქნაში ჩაისვა . სანამ მანქნასთან მივიდოდნენ ექთანი დაეწია და შეახსენა რომ ხელი ჰქონდა სადაზრვევოს საბუთებზე მოსაწერი და მაიწოდა ფურცლები .
-მე მოვაწერ ის სუსტადაა
-თქვენ თუ ნეთესავი არ ხართ არ გაქვთ უფლება
- მე მეუღლე ვარ
-მაშინ აქ და აქ მოაწერეთ ლილე მანქანიდან იყურებოდა ალეკოს უყურებდა როგორ მონატრებია ღმერთო ჩემო , ეს კაცი როგორ მონატერბია , ასე ძლიერ როგორ შეიძლებოდა ადამიანი ყვარებოდა ვერ წარმოედგინა.
ალეკო მანქნაში ჩაჯდა და წავიდნენ
-აღარასდროს თქვა რომ ჩემი ქმარი ხარ , აღარ გაიმეორო .მაგ სიტყვების თქმა აღარ გაბედო მე და შენ მხოლოდ ერთი თვე ვიყავით ცოლქმარი და მორჩა მაგით ყველაფერი
-არასდროს მაპატიებ ?
-არა
-სხვა გზა არ მქონდა ლილე უნდა წავსულიყავი
-შეგეძლო თან წაგეყვანე, და რაღაც გზა ყოველთვის არსებობს იცი შენ ეს
-მე თვითონ არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ის გზა და შენ როგორ წამეყვანე
-როგორც მე დავიწყე შენთან ერთად ახალი გზით სიარული ისე
-ვერ გაგიმეტე ჩაილაპარაკა ალეკომ და გაჩუმდა
ასე მივიდნენ სახლში სოსოც კარებში დახვდა ხელში აიყვანა უცბად თავისი რძალი და ისე შეიყვანა , გადასხმა ახალი აგკეთებული აქვს შე ცხოველო ხომ ხედავ ვერ დადის
-მე არ მიკარებს სოსო
ალეკოს უკვირდა მამამისის ასეთი მზრუნველი მანანასთვისაც არ ყოფილა
პატარა ბავშვივით დასტრიალებდა თავს , ყოველ ხუთ წუთში ერთხელ შედიოდა რძლის ოთახში და ამოწმებდა როგორ იყო , დაბერებულა სოსოც , გატეხილა .
შენ ამ გოგოს არ იმსახურებ ,ე ს უნდა იყოს ჩემი შვილი შენ კი არა ჩაილაპარაკა სოსომ და ისიც თავის ოთახში ავიდა
ლილემ რომ გაიღვიძა სამზარეულოში ჩავიდა და ტოსტის მომზადება დაიწყო.ალეკო შორიდან უყურებდა . ლილე ისე დადიოდა სახლში თითქოს სულ იქ ცხოვრობდა , ისე გრძნობდა თავს სამზარეულოში თითქოს მისი ბატონპატრონი იყო , მშვიდად იღებდა მაცივრიდან ძეხვს , მეერე კარადიდან ტოსტერს, ჩაის აყენებდა იცოდა სად რა იდო, ყველაფერს აკონტროლებდა . ესიამოვნა , უხაროდა რომ მთლად არ მოშორებია ლილე მას , ბოლომდე არ დაუკარგავს ჯერ კდიევ მოსჩანდა იმედი სადღაც მაცივარსა და კარადას შორის.
ლილემ ჭამა ჩაიც დალია მერე სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლოდ აახალი კაბით რომ ჩამოვიდა სულ გაოცდა ალეკო. ლილეს წინა მოსვლისას დაუტოვბია თავისი კაბა და კბილის ჯაგრისი, ყოველიშემთხვევისთვის . შამპუნი დუშგელი ,
შოკოალდის სუნი რიმ ჰქონდა ადრე მანანამ ეყიდა და სააბაზანოში კარადაში შეუნახა , მოკლედ ლილეს თავისი ნაწილი ჰქონდა ამ სახლში დატოვებული . თავისი ადგილი მანანასთან და სოსოსთან , ალეკოს ეს აბდნიერებდა ამდენი ხნის მერე.
-სად მიდიხარ უნდა დაისვენო დაწექი ცოტახანს კიდევ .
-ლექციები და სამსახური ამქვს დღეს ვერ დავრჩები სახლში უნდა დავბრუნდე , ემ აქ არ ვცხოვრობ უბრალოდ ხხანდახან მოვდივარ ხოლმე შენს მშობლებთან და ვრჩები , ჩემი სახლი ჩემს მშობლებთანაა , მათაც არაფერი იციან .
-მკე წაგიყვან
- აქამდე სულ თვითონ ვართმევდი თავს ყველაფერს და ახლაც ასე იქნება არ მინდა შენი წაყვანა
-ალეკომ სულ ძალით ჩასვა ლილე მანქნააში და ღვედი შეუკრა. შეცვლილხარ
-ხო? როგორ?
-ცივი ხარ და უხეში
-სულ ასეთი უნდა ვყოფილიყავი,
-არ მომწონს ასეთი რომ ხარ
-ახლა ასეთი ვარ და არც მნიშვნელობა აქვს შენ მოგწონს თუ არა
-რატომ არ ჭამ ძალიან გამხდარხარ
-ვჭამ
-მანანამ არ ჭამსო
-არ მერგება
ძალიან სუსტად ხარ , ჩემი ბრალია ვიცი მაგრამ
-შენი ბრალი არ არის შარაშენიძე . ყველაფერი შენს გარშემო არ ტრიალებს . ვიცი რომ რაღაცები ჩემი ბრალიც არის მარტო შენი არა
-ნუ სულელობ შენ არაფერი დაგიშავებია. მე გაწამე ასე და გტანჯე მე გაქციე ამად რასაც ახლა ვხედავ , თვალებში გიყურებ და ისეთი ცივი და ჩამქრალია , ისეთი არ არის როგორიც ადრე იყო , მაშინებს
-უნდა გეშინოდეს.
-მართლა არასდროს მაპატიებ?“
-არც ისეთი მნიშვნელოვანი ხარ რომ არ გაპატიო , ამიტომ გპატიობ უბრალოდ დამთავრადა ყველაფერი. სად მიდიხარ ეს მცხეთის გზაა აუნივერსიტეტი მცხეთაში არა მარჯანიშვილზეა
-ვიცი დღეს ჩემთან ერთად იქნები უნდა მოგიყვე ყველაფერი
მცხეთაში ალეკოს აგარაკზე ავიდნენ , სახლი ძალიან მოეწონა ლილეს ლ;ამაზად, თანამედროვედ იყო მოწყობილი მაგრამ არც ძალიან , თან სითბო და სიმყუდროვე იგრძნობოდა
-ლამაზია
-ჩემი მოწყობილია
-არ ვიცოდი აქ აგარკი თუ გქონდა მაგრამ არაუშავს ეს თუ არ ვიცოდი კიდევ ბევრია ეგეთი
-ლილე იმიტომ წავედი რომ დამიჭერდნენ აქ რომ დავრჩენილიყავი .უნდა გავქცეულიყავი,თუ არ დამიწერდნენ მაშინ არქანიები მომკლავდნენ
-რისი შეგეშინდა , ხომ გაირკვეოდა ბოლოს რომ შენ არ მიგიყვანია იმ მდგომარეობამდე და გამოგიშვებდნენ
-არ გაირკვეოდა მე რომ დავრჩენილიყავი , ეგაა ზუსტად რომ არ გაირკვეოდდა მერე ყველაფერს მე შემტენიდნენ რაც იყო თუ არ იყო , ადრინდელსაც და მაშინ მომხდარსაც . დიდი ხნით მომიწევდა ჩაჯდობა შეიძელბა სამუდამოც მოეცათ
- უნდა გეთქვა ჩემთვის , ერთხელ მაინც უნდა დაგერეკა
ალეკო მიუჯდა აკანკალებულ ცოლს და უყურებდა თვალებში.
-არ შემეძლო, ვერ გაგიკეთებდი მაგას ეგრე ვერ დაგტანჯავდი რა რატო არ გესმის
-თუ არც კი გაგხსენებივარ თავკუდმოგლეჯილი რომ გარბოდი , ვიღას ახსოვდა არა ლილე ციხის შეგეშინდა
-ბო***** ვიყო ეგ მეორედ აღარ გაიმეორო
ის მითხარი რომ ვეღარ დავბრუნებულიყავი წლები და ასე თელეფონით მელაპარაკა შენთან ეგ სწორი იქნებოდა? ეგ არ გაგაწამებდა თან რომ ვყოფილიყავი შენთან და თან არა ? არ მიდნოდა დამეჭირე გაიგე ? მერჩივნა ბოლოსდაბოლოს აგეღო ჩემზე ხელი და არა წლები არაფრის ლოდინში გაგეტარებინა
-და შენ გეგონა შენ ჩემთვის არაფერი იყავი?
-რატომ არ გესმის? შენ გამო ისევ თორე შენ არ იცი მე რა გამოვიარე იქ სადღაც ჯანდაბაში უშენოდ და უყველაფროდ , სულ ვიმალებოდი და მეგონა რომ მიპოვიდნენ, ჩემი თვალით დავინახე როგორ ეცა იმას მანქან ადა მკვდარი მეგონა იქ რომ დავტოვე , მაგისი სიკვდილიც მე მბრალდებოდა ვიცოდი და შენ იცი ეგ რა იყო ჩემთვის?
-შენ შეგეძლო უჩემოდ არ ყოფილიყავი და შეგვეძლო წავსულიყავით აქედან სადაც საჭირო იქნებოდა იქ. ყველგან გამოგყვებოდი რა არ იცოდი? ყველაფერს რომ გავაკეთებდი არ იცოდი? მოვკვდებოდი შენს გამო არ იცოდი ხო? ეხლაც ვკვდები შენს გამო და შენთან ერთად მოვმკვდარიყავი არ ჯობდა ?
-არა არ ჯობდა შენ უდნა იცოცხლო
-ალეკო მე შენს გამო იმაზე მეტი დავკარგე ვიდრე შენ ან სხვ ავინმეს წარმოუდგენია , იმაზე გაცილებით მეტი , ჩემი ნაწილი დავკარგე, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ქალისთვის იცი? ხოდა აი ეგ დავკარგე ზუსტად ისე რომ ვერც ვიგრძენი მისი არსებობა არც ვიცოდი თუ ჩემში არსებობდა ისე დავკარგე.
ალეკო მიხვდა რომ რაღაც სხვა ხდებოდა მაგრამ ლილე არ ამბობდა ისიც ხვდებოდა რომ ალეკომ არაფერი იცოდა და გაუხარდა რომ მანანამ არაფერი უთხრა , თუმცა ეს დროის საკითხი იყო მალევე გაიგებდა .
-რას გულისხმობ?
-არაფერს დაივიწყე , ეგ დანაკარგი მარტო ჩემია , ემ მეკუთვნის მარტო , მე უნდა ვზიდო ეგ ტკივლი მხრებით, შენ არა , სხვა დანარჩენივით მარტომ უნდა ავიტანო. მთელი ეს დრო მარტო ვიყავი ამდენი ხალხის და ადამიანების გარემოცვაში, შენი მშობლები ისე მედგნენ გვერდით რომ მიკვირდა კიდეც , მაგრამ მაინც მარტო ვიყავი, ალეკო , ისინი მაინც ვერ იგებდნენ რა ხდებოდა , გახდი, გაიყინე გაცივდიო და კიდევ ათას რამეს მეუბნები მაგრამ მე ის მიკვირს ცოცხალი რომ გადავრჩი.
-მაპატიე
-ხომ გითხარი გაპატიე
და საერთოდ რა გითხრა იმან ისეთი რომ ეგრე ცემე?
- მითხრა რომ ჩემი ცოლი კი იყავი მაგრამ მარტო საბუთებით ყოველ ღამე შენს ოთახში რომ შემოდიოდა და დილით ისევ მიდიოდა იცოდი?
-ხუმრობ ხო?
-არა არ ვხუმრობ სურატები ვნახე ტელეფონში მძინარეს რომ გიღებდა , ნახევრად შიშველი როგორ წევხარ ლოგინში და გძინავს
-არა მართლა არ ხუმრობ?
-არა არ ვხუმრობ , მე ხომ გითხარი მარტო მე უნდა გიყურო , გეხებოდე და წარმოგიდგინო მეთქიიი, ხომ გითხარი რომ მარტო ჩემი უნდა ყოფილიყავი
-გაჩუმდი გეხვეწები გაჩუმდი.
-მაგიტომ ვცემე , არ ვიცი როგორ არ მოვკალი
-ხო ნახე მაინც გაუშვეს საიქიოში შენზე მეტად სხვაც გაუგიჟებია იმ საცოდავს. მისი ჩანახატები წავიკითხე და ძალიან შემეცოდა .
-რა ჩანახატები?
-პანაშვიდზე ვიყავი მისული და ბიჭებმა მომცეს მთხოვეს წამეკითხა. მართლა ვუყვარდი იცი?
იცი თურმე როგორ ვუყვარდი? მარა რა მნიშვნელობა აქვს , იცი როგორ დამნაშავედ ვგრძნობდი ყველაფერთან ერთად თავს? ბევრჯერ მინატრია რომ გამქრალიყო , სიკვდილს არ ვგულისხმობდი მარა მაინც , და აი გაქრა . სანამ გაირკვეოდა რომ შენ არ იყავი მაშინ უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი , ჩემს გამო რომ კვდებოდა.
თან შენც არ ჩანდი თან ის.... ბავშვიო უნდა ეთქვა და გაჩუმდა
ალეკო ვეღარ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა , პპატარები ხომ არ ვართ არა ? დიდი ადამიანები ვართ და უპრობლემოდ დავშორდეთ ჯობია . ასე ერთმანეთის ნახვა მაინც შეგვეძლება და ქუჩაში ერთმანეთს აღარ მოვერიდებით მივესალმებით მაინც. შენ თურქეთში წადი ცოტახნით რომ დავივიწყოთ ერთმანეთი და მე გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას, თუ არადა მე წავალ.
-სად წახვალ?
-პარიზში , კონკურშში გავიმარჯვე უცხო ენების და 6 თვიან სასწავლო პროგრამაში ჩამრიცხეს, ზეგ უნდა გავცე პასუხი.
-არ წახვალ
-შენ არავინ გეკითხება
-მეკითხება და გაბუსხა ტუჩები თავი დაბლა დახარა და ცდილობდა თვალები მოერიდებინა ლილესთვის რომ არ დაენახა ჩამდგარი ცრემლი , ძლივს რომ იკავებდა
-არ გეკითხება არავინ , მე გითხარი რომ დამთავრდა და ძალიან გთხოვ არ დაიწყო ეხლა რომ მე უნდა დავმშვიდდე და შეცდომა არ დავუშვა და რომ შენ ერთხელ შეგეშალა და უნდა დავივიწყო და ეგეთები. შენ ერთხელ შეგეშალა და მე ისეთ ფასად დამიჯდა რომ ვერ დავივიწყებ. მარტო დრომ იცის მე რამდენი დავკარგე და როგორ ვებრძოდი
-მარტო დრომ იცის მე როგორ მიყვარხარ მარტო დრომ !
-გეყოფა ალეკო
მივდივარ და მოვრჩეთ სანამ წავალ ამ სულელურ ქორწილობანას
აღარც უპასუხია ალეკოს, უბრალოდ ცდილობდა თვალების აწევა არ დასჭირვებოდა რომ არ ეჩვენებინა ცრემლები. ლილემ დაარღვია დუმილი და გარეთ გავიდა. დაჯდა მანქანაზე და წავიდა ალეკოს მანქანით. ის დღეც გადაგორდა როგორც იქნა , სად იყო ლილე არავინ იცვოდა ვერავინ ხვდებოდა. სახლში იყო მაგრამ არ იყო , გაგიჟდა ნანა, ძლივს მოვაბრუნეთ ეს გოგო და ისევ იქ დაბრუნდა საიდანაც დაიწყოვო, უკვე გიჟდებოდა რომ ხვდებოდა რა დღეშიც იყო და ჩხუბობდა.
-ლილე გამაგებინე რა ხდება ის მაინც მითხარი რა ხდება რომ ვიცოდე მაინც. ამდენი ხანია უკვე ასე გიყურებ ადამიანს არ გავდი, ძლივს დალასლასებდი და ძლივს ცოტა მოხვედი აზრზე , ძლივს მობრუნდი და ეხლა ისევ . რა ხდება შვილო , ძლივს გამიჩენიხარ და გამიზრდიხარ ასე ვერ დაგკარგავ ,გამაგებინე რა გემართება , იმას მაინც არ ვიმსახურებ რომ ვიცოდე?
-არაფერი არ ხდება დედა დავიღალე უბრალოდ ხომ ხედავ გადარბენაზე ვარ
-ხოოდა წამოდი მაგ სამსახურიდან ლილე ასე თუ გღლის რომ აღარ ხარ ადამიანი
-არა დეე მჭირდება ხო იცი ეს სამსახური თან გიუნასაც ეწყინება დიდი ოვაციებით დამნიშნა მენეჯერად და ეხლა რა ვუთხრა ვიღლებითქო?
არაფერი დამემართება ნუ ღელავ ასეთია საქმიანი ქალიი ხო იცი ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ გადარბენაზე უნდა ვიყოოო( გაუცინა დედას ბედნიერმა)
სხვა რა უინდა ეთქვა ხო არ ეტყოდა თურქეთში გავთხოვდი ჩუმად , მერე ჩემ ქმარს კინაღამ კაცი შემოაკვდა ჩემს გამო , გაიქცა სადღაც ჯანდაბაში მიმატოვა და ეხლა დაბრუნდა , შერიგებას მთხოვსო.
ვერ ეტყოდა ამიტომ სისულელეებს ბუტბუტებდა ნანასაც ისე უნდოდა დაჯერება რომ დაიჯერა.
შუაღამე იყო უკვე რომ ალეკომ დაურეკა , ის ნომერი ჩანდა ეკრანზე თვეები გამორთულიაო ის წყეული ოპერატორი რომ ეუბნებოდა და არ უნდოდა ეპასუხა ეგონა ისევ იმ სიტყვებს გაიგებდა რომ ეზიზღებოდა. ტელეფონი არ ჩერდებოდა ბოლოს უპასუხა
-რა გინდა მძინავს ამ დროს
-ხო სინათლე მაგიტომ გინთია?
-დამრჩა ალბათ
-ჩამოდი მანქანა მინდა და გასაღები ჩამომიტანე. ჩაიცვი ოღონდ ცივა და გაცივდები
-ლილე ადგა და ჩავიდა გასაღები მიაწოდა რომ უნდა გამოტრიალებულიყო უცბად ალეკოს ტუჩებზე აღმოჩნდა . და ზუსტად ისე დაადნა როგორც ადრე . უფრო მეტადაც კიი რომ იგრძნო ნაცნობი მონატრებული გემო სულ აღარ ახსოვდა რომ ეზიზღებოდა და ვერ იტანდა ალეკოს.
-რა გააკეთე?
-დაგამშვიდე
-და ვინ გითხრა რომ ვნერბიულობდი?
-შენ მე რომ ვერ მხედავ სულ ნერვიულობ გოგო არ იცი?
-ალეკო ასე ვერ გამომეხცადები 7 თვის მერე და ვერ მაკოცებ თან ძალით
-რაღაც არ ეგტყობოდა რომ არ გინდოდა
გაცოფდა ლილე და წავიდა უკან სახლში ალეკო ყურებამდე გაღიმებული იდგა და უყურებდა დებილივით როცა სმსი მიიღო
„ეგრე არ დარჩე იდიოტო“ ლილე იყო
„ ნუ გეშინია პატარავ თუ კიდევ მექნება შენი კოცნის შანსი დავრჩე მერე რაა“.
აღარ დაუბრუნა პასუხი ლილემ დაწვა და ძილი გააგრძელა. დილით რომ გაიღვიძა სმსი დახვდა ტელეფონზე , „ჩამოდი სახლთან გელოდები „ .ალეკო იყო . ლილე გაიზმორა გაღიმებული და გამოფხიზლება დაიწყო. საოცარი იყო , პირველად ამ 7 თვის განმავლობაში ეძინა. ფეხიც არ გაუქნევია ისე , მშვიდად ეძინა და დილით იღიმოდა კიდეც , .
-ლიიიი გაიღვიძე და ასე გაღიმებულს ნუკი დაადგა თავზე
-გარეთ ალეკო დგას მანქანით დ ა უცბად გაჩერდა აჰააამ გასაგებია , მაგიტომ იღიმი ხო? გოგო კარგად ხარ ? ამდენი ხანია არ გაგიღიმია ხო არ გადმოვარდი წუხელ საწოლიდან?
-ნუ სულელობ კარგ ხასიათზე გავიღვიძე უბრალოდ არ შეიძლება?
-კიი კიი როგორ არა შეიძლება .
-ჩავიცვამ და ჩამოვალ , აუ ნუუუუკ იცი რა?
-გაგიკეთებ მაგ ყავას ტყუილად ნუ მეაფერისტები მიდი ჩაიცვი და ჩამოდი მარა იამსათანაც გადი ცოდოა
-იდგეს იქ არაფერი მოუვა მე ნახევარი წელი ვიყავი ეგერ ეხლა ეგ იყოს
ლილემ გადაწყვიტა ცოტა ემაიმუნა, ოთახის ფანჯარა გამოაღო ისე რომ არც გაუხედავს შავი აუდისთვის , ვითომ არც სმსი უნახავს და არ იცოდა იქ რომ იყო, გაიზმორა თავისი საფირმო მოძრაობებით , ალეკოს რომ უყვარდა ისე და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.იცოდა ქმარი როგორ უნდა გაეგიჟებინა. ალეკომ მანქანის ფანჯარას ჩაუწია და სათვალე ისე მოიხსნა კინაღამ თვალი გამოითხარა. პირღია უყურებდა როგორ დატანტალებდა ლილე საცვლების ამარა ღია ფანჯარაში და მარტო ალეკო არ უყურებდა,ერთი მეეზოვე , ერთი ორიც უბენლი ბიჭი ნერწვს ისე ყლაპავდნენ ხმა ალეკოს ესმოდა მანქნაში. ლილე საოცრად მშვიდად ნელი მოძრაობებით იცვამდა იასამნისფერ ყველაზე მოკლე კაბას რაც კი გარდერობში ჰქონდა უფრო მოკლე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, შავი ბალეტკები , მსუბუქი მაკიაჟი და ნუკის მომზადებული შავი უშაქრო ყავა თერმოსით და სახლიდან გავიდა , ის სათვალეები ეკეთა ალეკომ რომ აჩუქა თმებიც ისე ჰქომდა მას რომ მოსწონდა და წიგნებიც ისე საყვარლად ჰქონდა გულზე მიკრული , საოცრება იყო ეს გოგო ამდენი დარდის მ ერე კიდევ შეეძლო ასეთი ყოფილიყო, მხიარული, კეკლუცი, და მაიმუნი.ყურსასმენებიც მოირგო და დაიკარგა ჰანგებში,ალეწკოს გვერდი ჩაუარა არც გაუხედავს მანქნაისკენ.
დაძრა მანქანა და გაყვა ,
-ჩაჯექი მკაცრად უთხრა მეუღლეს, ნუ ყოფილ მეუღლეს
-უკაცრავად რამე მითხარით?
ოჰო შენ რაღა გინდა ამ დილაუთენბია აქ? არ მითხრა რომ მითვალთვალებ და კიდევ ვინმეს ცემას აპირებ და მერე გაქცევას და ასე შემდეგ
-დაჯექიიიი დაიყვირა ალეკომ და კარი გაუღო.
-კარგი მარტო იმიტომ რომ ხალხის მცხვენია არ მინდა იკონცერტო. ჩაუჯდა
-მეტი მოკლე ვერაფერი იპოვე ?
-არა თორემ ხომ ჩავიცვამდი და ყავა მოსვა
-ლილე
-ბატონო
-ლილეე
-ჩემი სახელი გისწვალია ყოჩაღ გილოცავ
-ნუ იქცევი ასე თორემ
-თორემ რაა წახვალ ისევ და მიმატოვებ? უკაცრავად მაგრამ თორემ ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის გააჩერე
-არა მიგიყვან
-გააჩერე მეთქი დაუყვირა და გაოცებულმა ალეკომ შეხედა. არასდროს გაუგია ლილეს ყვირილი, გაბრაზებაც კი უცნაური იცოტა, ჩუმად ჩხუბობდა და ხელებს იქნევდა ან ჩქმეტდა მაგრამ ახლა ყვიროდა
-ნახეე ყვირილიც მისწავლია , მალე ცემასაც დავამუღამებ და მერე მეც მომიწევს ერთი პაბეგის მოწყობა ხო და აი მერე კი ერთითერთი იქნება, შეხედა ზიზღიანი თვალებით გადავიდა გაჩერებული მანქანიდან და ისეთი მიაჯახუნა რომ ალეკოს შეეშინდა მის ხმაზე.
ასე იქცეოდა ლილე , სულ აგიჟებდა ალეკოს . ერთხელ ჯგუფელ ბიჭთან ერთად კლუბში წვაიდა ,წესიერად არც იცნობდა მაგრამ ხომ წავიდა და გააცოფა ალეკო, ერთხელ ორდღიან ექსკურსიაზე წავიდა უნივერსიტეტიდან და ღამე ვიღაც ბიჭთან ერთად ვარსკვლავების ყურებაში გაატარა , იცოდა ალეკოც იქ იყო და ტანსაცმლიდან ამოხტებოდა და აი ასე გაყავდა დრო. ტანჯავდა ქმარს და თვითონ ბედნიერი იყო. არც ეხლა გამეყრებიო ? თან ყველა სისულელეს უმატებდა ბოლოს .
პასუხიც არ აყოვნებდა -არასდროსო ეუბნებოდა ალეკო.
-საფრანგეთშიც წავიდა.
ალეკო ვეღარ გაყვა ბიზნესში ჰქონდათ შარაშენიძეებს ჩავარდნები და სოსომ კატეგორიულად მოსთხოვა ნორმალურად მიხედე ამდენი ტყუილად არ მიწვალიაო.
ლილე დასეირნობდა პარიზის ქუჩებში და ისეთ სურათებს დებდა სოციალურ ქსელში რომ ალეკო გულისშეტევამდე მიყავდა . მოიწყინა ლილემ პარიზში , მოენატრა ალეკო , არც ეიფელი უნდოდა მის გარეშე და არც ლუვრი . თავიდან სიამოვნებას ღებულობდა რომ ანერვიულებდა მარა მერე ეგეც მოსწყინდა და მოენატრა . კვირის ბოლოს ანგარიშზე თანხა უჯდებოდა. იცოდა სოსო არ იქნებოდა აფრთხიელბდა ხოლმე უნდა ჩაგირიცხოვო მაგრამ ეს ისე ირიცხებოდა არვინ აფრთხილებდა . იცოდა რომ ალეკო იყო . მოუნდა ბიჭს ქმრობა ,ცოლს ინახავს , მეერე ჩავალ და მეტყვის პარიზში გაგგზავნე სასწავლად და გინახავდიო. ჯანდაბა მაგას ვინ ეხვეწება მერე თუ არ უნდა ნუ გამომიგზავნის ჩაიბუტბუტებდა ლილე და აიღებდა ფულს ბანკომატიდან.
სამითვის მეერე პირველი სემესტრი დამთავრდა და დაბრუნდა უკან საქართველოში . აღარ შეეძლო მეტი იქ გაჩერება , სული ეხუთებოდა უკვე . აეროპორტში სოსო დახვდა და ის შავი აუდიც იქ იყო მის ქმარს რომ ეკუთვნოდა.
სახლამდე მიაცილა ესკორტმა ,
„არ მჭირდება ესკორტი არავინ მომიტაცებს.“
„მომენატრე“
„ჰოო?“
„მადლობა მაგრამ ფულით იმ დროის კომპენსაციას ვერ მოახდენ ხო იცი არა ?“
„ვიცი „
„შენ რა ყველაფერი იცი“
„ აღარ გეყო? საერთოდ არ გეცოდები ? სულ ცოტათი მაინც?“
„არა და შენ როგორ გგონია კიდევ დამიტოვე მაგის უნარი?“
აღა უპასუხია ალეკოს აზრი არჰქონდა . ლილე კი ფიქრობდა ხო არ ეყოფა საკმარისად ვაწამეო მარა მერე ახსენდებოდა , რაღაცები , ბავშვი , ჩვენებები პროკურატურაში და კიდევ ათასი რამე და ხვდებოდა რომ ვერ გაჩერდებოდა.სახლში რომ მივიდა ნუკი და ლიკა დახვდნენა ახალი ამბებით.
-ფისოო მოყევი ჰაა რა ხდებოდა
-რავი ლიიკ მომწყინდა და ჩამოვედი , სამსახურს ჯერ ევრ დავიწყებ შვებულება მაქვს 6 თვიანი უნის იმ სემესტრიდან გავაგრძელებ დავისვენებ ცოტახანს . ორი თვე დავიმსახურე რააა.
-აქ რა ხდებოდა?
-უუფ რავი რა აღას
-ნახე ალეკო?
-ჰოო აეროპორდში იყო თავისი მანქანით და ესკორტივით მომაცილა სახლამდე
-ვაა გამოვიდა ?
-საად >?
-ცუდა იყო კლინიკაში იწვა 2 კვირა მაინც
-რა ჭირდა ?
-წნევებიო და თავსიტკივილებიო და ამბები რავიცი მე ვაჩემ მითხრა ისიც ვერ ერკვევა ხო იცი რა შტერია
-რატო ?
-ნერვიულობაო და სტრესიო
მოიწყინა ლილემ , ხვდებოდა რომ ახლა ალეკო ჩააკვდებოდა ხელებში თუ არ გაჩერდებოდა. დილით ჩამოფრენილმა ცოტა გამოიძინა და საგამოს გვიან სახლიდან გავიდა. მისეირნობდა თბილისის ქუჩებში . ენატრებოდა აქაურობა , საცობები და გადატენილი მეტროს ვაგონებიც კიი. ის ბავშვიც კი ენატერბოდა სადგურის მოედანზე ალუმინის ჭიქით რომ შედიოდა და გაურკვევლი სიმღერას გაურკვეველი სიტყვებით მღეროდა , იმ იმედით რომ ხურდას ჩაუყრიდნენ. გაერთო ლილე სიარულით და ისე აღმოჩნდა აბანოთუბნიდან რუსთაველზე რომ ევრც მიხვდა .
-ვაიმე რამდენი მივლია , ჩაილაპარაკა და მიმოიხედა აქეთ იქით ,უფრო ლამაზი მოეჩვენა რუსთაველი არადა ადრე ვერ იტანდა, ყველა აქ ყრია გეგონება ცირკი იყოსო ამბობდა კაი პონტი გონიათ და ყველა აქ გროვდებაო , მუღამს უკარაგვენ ძველ თბილისს და საერთოდ ყველანაირ რომანტიკას კლავენო და კიდევ ათასი მიზეზის პოვნა შეეძლო , იმის გასამართლებლად თუ რატომ არ უყვარდა რუსთაველის მოედანი.
ტელეფონმა ზუსტად მაშინ დარეკა როცა უნდა დაერეკა . მაშინ როცა ლილე ალეკოზე ფიქრობდა , ცდილობდა გადაეწყვიტა რა ექნა შერიგებოდა თუ გაეგრძელებინა მის ნერვებზე თამაში და კიდევ ერთი ან ორ კვირიანი პაესტკა მოეწყო კლინიკაში ნერვოზის დიაგნოზით. სულ; არ გეცოდება გოგო? კი ეცოდება მაგრამ რა ქვნა მეც ხომ ცოდო ვარ , ასე ვითომც არაფერი ვერ ჩაივლის ყველაფერი და არც მინდა ჩაიარაოს არ შევაფრინდები გონებადაკარგული შეყვარებულივით ,კარგი რააა ესე როდის გაბოროტდი გოგო , როდის , ცოდაო ცუდადაა ბიჭი ცუდად , საკუთარ გულს ვერაფერს უხერხებდა ლილე ,გულს ეცოდებოდა, მაგრამ გონებაც არ ეშვებოდა.
უპასუხა ტელეფონს
-სად ხარ ?
-რუსთაველზე
-მანდ რა გინდა?
-ვსეირნობ
-მოვალ არ წახვიდე და ვერ მიხვდა საიდან მარა ზუსტად 2 წუთში ალეკო ამსთნა გაჩნდა
-ასე უცბა დროგორ მოხვედი?
-აქვე ვიყავი ალეკოსთან
-ცუდად ხარ ?
-არა
-ნუ მატყუებ ვიცი რომ იწექი კლინიკაში
-არა მოგატყუეს
-ალეკოო გეყოფა ბევრს ნუ ლაპარაკობ , რატომ არ უფრთხილდები თავს?
შენც გამხდარხარ
- მერე შენ რა ლილე? შენ რაა მითხარი რაა. ვინ ვარ რომ ნერვიულობ ჩემზე, არც ქმარი ვარ და არც შეყვარებული ხომ ხედავ ?
- რატომ არ დამირეკე პარიზში სამი თვე არ შემეხმიანე
-შენ არ მითხარი იმიტომ მივდივარ რომ შენი ხმა აღარ გავიგოვო?
- მაშინ რატომ არ დამირეკე კლინიკაში რომ იყავი არც მანანამ დამირეკა , რომ ვნახავ ვუსაყვედურებ
-მე გავაფრთხილე
- უნდა დაგერეკა
-რატომ მე ხომ არ ვიცოდი შენ რომ ცუდად იყავი და შენ რატომ უნდა გცოდნოდა , ეხლა ეს უნდა გეპასუხა
-ნუ ბოდიალობ, ეხლა კარგად ხარ ?
- წნევებმა დამიწია. ხნადახან ისევ მაღლა მიწევს მარა ისე ხშირად არა
-წამლებს სვამ ?
-ხოო თუ არ დამავიწყდა
-ალეკოოო
-რაა ლილე რა გიდნა? აქ წამლებისთვის არ მოვსულვარ
-აბა რისთვის მოხვედი?
-კიდე მიდიხარ?
-პარიზში?
-ხოო
-არ ვიცი რატო მეკითხები?
-მაინტერესებს.
არ წახვიდე
გეხვეწები აღარ წახვიდე . საჭეზე ხელები ჰქონდა დაწყობილი და თავი მკლავებზე ჩამოდებული
მეტჯერ აღარ წახვიდე ჩურჩულებდა
-ალეკო ცუდად ხარ ?
- უბრალოდ აღარ წახვიდე , ცდილობდა თავი არ აეწია. ორმეტრიანი კაცი იჯდა ლილეს გვერდით და ტიროდა ცერმლები გასდიოდა , სახეს უწვავდა ისეთი ცხელი და ისეთი ხშირი,
-ალეკო შემომხედე რა გჭირს და ძალით ააწევინა თვალები . ლილე გაშრა, გული დაეწვა სულ გულზე ეწვეთებოდა ალეკოს მდუღარე ცრემლები და გრძნობდა როგორ უწვავდა ყველა წვეთი . მოიწმინდა მკლავებით ალეკომ და შეხედა თვალებში , ვერ შეიკავა თავი ლილემ და თითქოს ალეკოსი არ ეყოფოდა ,ახლა თავისი , აუწყლიანდა თვალებიდა ატირდა უსიტყვოდ მიმიკების გარეშე როგორც იცოდა . . უყურებდნენ ასე ერთმანეთს ,
-რა დავმართეთ ერთმანეთს , რა გავაკეთეთ , რა ჯანდაბა გვჭირს
-რატომ არ მითხარი ოსრულად თუ იყავი და მოგეშალა
-მანანამ გითხრა?
- ხოო მანანამ მითხრა, მააგას გულისხმობდი მაშინ? რომ მითხარი უფრო მეტი დავკარგე ვიდრე გგონაიო?
-ჰოოო. არ ვიცოდი რომ ორსულად ვიყავი ტორემ გავუფრთხილდებოდი, იმ საჭმელსაც ვჭამდი და დავისვენებდი კედეც შევეცდებოდი არც მენერვიულა , მარა არ ვიცოდი რომ მომეშალა ისიც ვერ გავიგე , ექიმმა მითხრა რომ არ მივსულიყავი ალბათ საერთოდ არ მეცოდინებოდა
-რამდნეი თვის იყავი?
-2
-მაგ დროს უკვე ცოცხალია არა ? და მოკვდა ანუ ? ბავშვი მოგვიკვდა ?
-ალეკო გეყოფა რაა , ნუ ფიქრობ მააგაზე , ჯერ ისევ ემბრიონი იყო , ამაგას არ აქვს მნიშვნელობა ის ბავშვი იყო და უნდა გვყოლოდა მე და შენ შვილი. ეგ უკვე დიდი ხნის ამბავია მე მოვინელე და შენც უნდა მოინელო. შენი ბრალი არ არის რომ მომშორდა , ორივეს ბრალია და საერთოს ეს ყველაფერი ორივეს ბბრალია, დედა ვუტირეთ ერთმანეთს. გევყოფა რაა
- ანუ მშორდები?
-შენ შემპირდები რომ წამლებს დალევ , თავს მიხედავ და დამშვიდდები?
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?
-მითხარი იზამ რაც გითხარი?
- ჰოო ალბათ.
ლილე წამოიწია უცბად და ალეკოს კალთაზე დაჯდა , მაშინ უნდა მაკოცო კიდეც
- ისევ რამე ოინს მიწყობ ? იცოდე თუ ეგერა აღარ მინდა დავიღალე
-გაჩუმდი და მაკოცე შარაშენიძე თორე მართლა მოგაწერინე იმ გაყრის საბუთებს ხელი
აკოცა თავის გემრიელ ტუჩებს ლილემ , როგორ მონატრებია , თავისი ტუჩები. თავისი ალეკო.
-მარტო დრომ იცი როგორ მიყვარხარ ჩასჩურჩულა ლილემ თავის ქმარს
-მარტო დრომ იცის როგორ მიყვარხარ გაიმეორა ალეკომ.
-ლილეეეე
-ჰოოუ
-უნდა გკითხო რააა არ შემიძლია ვერ ვითმენ
-ის ბიჭი კლუბში რომ ვიყავი კურსელია ჩემი და ჩემი მეგობრის საქმროა, შენს გასაბრაზებლად ვთხოვე სახლში მოსულიყო და იქიდან წავეყვანე კლუბში ჩემი სახლიდან მის საცოლეს გავუარეთ (გაიღიმა)
ალეკო აგრძელებდა გზას
-მაშინ ის
- ვარსკვლავებს რომ ვუყურებთ ის ბიჭი ჩემი ახლობელია , ნათესავადც კი მეკუთვნის იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი
- ახლა დაკმაყოფილდი?
-კიი და აკოცა ალეკომ
-სად მივდივართ??
- მენდობი ?
- ხო იცი რომ გენდობი მაარა სად მივდივართ?
-თავი მცხეთაში ამოყვეს.
გააჩერა ალეკომ მანქანა ლილე კალთაში გადაისვა და ეშმაკური ღიმილით უთხრა მანქნაში ხომ არ გვქონია არასდროს?
-ნწუ და ეხლა თუ აპირებ იცოდე სიტყვა ვერც დაამთავრდა ისე დაადნა ალეკოს .
-ლილე ეხლა აიღებ ტელეფონს ვალერის დაურეკავ ად ეტყვი რომ გათხოვდი და შენი ქმრის სახლში ხარ იქ მოგაკითხოს
-სერიოზულად?
-ხოო გვეყო რა აესე წანწალი
-უხმოდ აიღო ლილემ ტელეფონი და მიწერა ვალერის და ნანას სმსი.
თვითონ თავის მეუღლესთან ერთად სახლში დაბრუნდა . სოსო და მანანა კარში თაფლით ხელში დახვდნენ , თითო კოვზი შეაჭამეს და მერე შეუშვეს სახლში .ეს ის ტარდიცია ყოფილა მანანას რომ სჯეროდა უსიტყვოდ , უნდა შეჭამოთ ტორე ტკბილად ვერ შეაბერდებიტ ერთმანეთსო დიდი მონდომებით დუდასტურა სოსომაც და გაიცინა ცოლის საქციელზე.
დილით ვალერიმ და ნანამაც მიაკითხეს შვილს , ბევრი საყვედურები , ბევრი წმაოდი ლილე სახლიში-ს მერე ჭიქების ხმა ისმოდა არხეინად. ალეკო დათვრა როგორც ჩვეოდა ხოლმე და ლილესთან ერთად უკვე მესამე წრეზე მიდიოდა საძინებელში.
-ალეკო გვეყო თორე ვგრძნობ უკვე როგორ ვფეხმძიმდები არადა არ უდნა ვგრძნობდე
-ხოო? მითუმეეტეს არ გავჩერდები
-სერიოზულად მეტი აღარ შემიძლია შემოგაკვდები იცოდე.
დილა ისე მშვენივრად დაიწყო ორივესთვის , მზე ისე მშვენივრად ანათებდა , ისეთი სითბო იყო ირგვლივ .ისეთი ბედნიერი იყო ორივე.




ჯვრისწერა და მამაპაპური ამბებიც ჩაატარეს აბა ვალერის და სოსოს ერთი კვირა მთვრალებს ხომ უნდა ევლოთ, მანანას და ნანას კი ეფრიალებინათ მეზობლებში და ნათესავებში ლამაზი წყვილის სურათები დიდი სიამაყით.
ლილესთვის და ალეკოსტვის კი სულერთი იყო , სურათებიც და ნათესავებიც. მთავარი იყო ერთად იყვნენ.
ლილეს ალეკო და ალეკოს ლილე
და მხოლოდ დრომ იცოდა
მხოლოდ დრომ იცოდა მათ ჭრილობებს როგორ მკურნალობდა
მხოლოდ დრომ იცოდა რამდენ ათწლეულს გაუძლო მათმა სიყვარულმა
მხოლოდ დრომ იცოდა



№1 სტუმარი Guest Lia

Gaixare ramdeni xania aseti ""gemrieli ""araferi wamikitxia❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent