მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 4)
საზაფხულო სეზონი რომ ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება ეს კარგად მოგეხსენებათ. მობილური რეკავს. ჩემი მეგობარი.. თავისთან მეპატიჯება ლუდზე. ზუსტი პასუხი არ მითქვამს მოპატიჯებაზე... წავედი. სატუმრო ოთახში ორი მამაკაცი და 5 მანდილოსანი დამხვდა. "ისიც" იქ იყო. ჟურნალის მაგიდაზე გაწყობილ ლუდს და მის თანმხლებ "ატრიბუტებს" ესხდნენ გარს. ყველას არ ვიცნობდი მაგრამ ნახევარ საათში ყველა მხიარულად, მშვენიერ დროს ვატარებდით. ბევრი დავლიეთ, მართლა ბევრი... თანაც მანდილოსნები უფრო ვეძალებოდით სასმელს ვიდრე მამაკაცები,, იყო ცეკვა,სიმღერა, ანცობა.... ძალიან გვიანი რომ ყოდილიყო მეზობლები აუცილებლად "პატრულს" დაგვაყენებდნენ თავზე. სახლში წამოსვლას ვაპირებდი, ვგრძნობდი ალკოჰოლი როგორ ზემოქმედებდა ჩემზე უფრო და უფრო. საპირფარეშოში გავედი..სახეზე ცივი წყალი შევისხი ცოტა რომ გამოვპხიზლებულიყავი. ფეხი არ მერეოდა..(ალბათ), მაგრამ აზროვნება ძალიან საღი მქონდა. ძალიან კარგად ვიყავი: კარგ ხასიათზე, კმაყოფილი და ბედნიერი. კარი მივხურე მოვტრიალდი და წინ დამხვდა.... "ის"....კარს ავეკარი.. შევცბი..არ ველოდი. სასტუმრო ოთახიდან მუსიკის და მხიარულების ხმა გამოდიოდა. რას აპირებდა არ ვიცოდი ვერ მივხვდი რა უნდოდა...თვალებს მძიმედ ვხუჭავდი და ვახელდი მაგრამ მაინც გავუსწორეთვალი "მე ხომ მაგარი გოგო ვარ" მინდოდა დამემტკიცებინა მისი მზერისთვის. -- დათვერი?!- გაბრაზებულმა შევხედე, რა სიტყვაა "დათვერი??" - არა, უბრალოდ "გრადუსში" ვარ- კორექტირება შევიტანე მის ნათქვამში. არ გეგონოთ დიდი ხანი ვიდექით ასე, ალბათ სამი წუთი მეტი არა --კარგი გავიდეთ..-დაძვრა დავაპირე..... ბევრს არასოდეს ვსვამდი, და არც ნებისმიერ სასმელს, მაგრამ როდესაც გარემო სასიამოვნოა, რატომაც არა შეიძლება ერთი-ორი ჭიქა მიირთვა.ესეც ასეთი შემთხვევა იყო.....ნასვამი ვიყავი, მაგრამ მახსოვს მისი ცხელი სუნთქვა და სანახევროდ ჩემს ტუჩებზე და სანახევროდ ლოყაზე მისი კოცნა. ისეთი მოულოდნელი იყო... ის სამ წამიანი ამბორი წესიერად დღესაც არ მახსოვს.. არ მახსოვს ის, არ მახსოვს ჩემი შეგრძნება, ან არც არაფერი მიგრძვნია და ალბათ მაგიტომაც?!...არ მახსოვს გავიფიქრე თუ არა რამე, არ დავბნეულვარ,ხელი ვკარი.( ყოველთვის მინდოდა,ფილმებში რომ ხდება აკოცებენ და „სილას გააწნავენ“ გამეკეთებინა ,მომეცა საშვალება და შანსი მაგრამ ვერ ვიკადრე და ვაკადრე და არც რეფლექსები მქონია მასე განვიითარებული , რომ ინსტიქტურად მემოქმედა) --რას აკეთებ?!- პასუხს არ დაველოდე და სტუმრებთან გავედი. სახლში წამოსვლას ვაპირებდითქო, მაგრამ აღარ გამოვიქეცი, მისთვის არც კი შემიხედავს , მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იყო ჩვეულებრივად მეჭირა თავი. პოზიცია ვითომ არაფერი მომხდარა..... ან რა უნდა მეთქვა?.. ვისთვის?? შევსულიყავი ოთახში და მისი "ცოლი"-სთვის მეთქვა?... არ ვიზავდი... ისევ ვარჩიე, ვითომ არ მახსოვს.. ალკოჰოლს დავაბრალებ მახსოვრობის დაკარგვას და თავსაც ავარიდებთქო.... არ ვიცი შეიძლება თქვენ იტყვით უნდა მეთქვა?!.. არ ვიცი..მართლა არ ვიცი..ფაქტია არავისთვის არაფერი მითქვამს და შევეცადე,შემდგომ ჩემით გადამეწყვიტა და მომეგვარებინა ეს პრობლემა..ამბავი...უსიამოვნება თუ რავიცი რაც გინდათ დაარქვით. --რაო?-- ყურებს არ ვუჯერებდი რასაც მიყვებოდა- როგორ…. გაკოცათ? --დიახ მაკოცა.. --რატომ?-და ისევ უაზრო კითხვა...უცებვე გამოვასწორე-არა რატომ გასაგებია მაგრამ თქვენ?... --რა მე?!..ხომ ვთქვი მე რაც.. --და რატომ?... რატომ არ მოახდინეთ რეაგირება? გინდოდათ ის რაც მოხდა? --თქვენც მამტყუნებთ...გასაგებია... --არა არ გამტყუნებთ უბრალოდ ვცდილობ ჩავწვდე აზრს რატო მოხდა ის რაც მოხდა --აი,ზუსტად ახლა შეიძლება ითქვას მე ორი გზა მქონდა...ან გამეჟღერებინა მომხდარი ან არა...მე არ გავაჟღერე....რატომ ამას ბევრი ახსნა აქვს.. -- მე არ მეჩქარება --1) ჩემს გამო პრობლემები არავის შეჰქმნია არასოდეს და ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა მომხდარიყო, 2) ეს ამბავი ალკოჰოლის ზეგავლენას დავაბრალე და ჩავთვალე არაფერი მნიშვნელოვანი არ ყოფილა 3) ის მე მიცნობდა და იცოდა არ ვიტყოდი და 4) ვაღიარებ ის ფაქტი რომ მეჩვენებოდა მისი „ყურადღება“ ამის ილუზია გაქრა და ახლა უკვე თავისუფლად შემეძლო მემოქმედა --გემოქმედათ როგორ?? --ხომ ვთქვი... მომეგვარებინა და მიმეხვედრებინა რომ არასწორად იქცეოდა --და თქვენ რა ქენით??? „იმ საღამოს სახლში, მაინც ძალიან კარგ გუნებაზე დავბრუნდი. საერთოდ არ მიფიქრია მომხდარ ამბავზე,..შინ მომავალს ტელეონზე თანამშრომელის ზარი ... დამაწინაურეს... დამიფასდა შრომა... მივაღწიე იმას რაც მინდოდა... გამეხარდა... უცბად ცოტა მომეწყინა,მივაღწიე მაგრამ ვისთვის? მე ხომ შეიძლება ითქვას წარმატეებული და ჭკვიანი ქალი ვიყავი.. მაშინ რატომ ვერ ვაწყობდი პირად ცხოვრებას? რა მიშლიდა ხელს? .. მთავარი იყო სურვილი გამომეთქვა და ამომერჩია. (ალბათ გიკვირთ საიდან ამხელა ამბიაცია?? ამბიციებს სხვები მაძლევდნენ,, როდესაც მამაკაცი გეტყვის: შენნაირი ქალი იშვიათია, შენნაირი ქალის დავიწყება არ შეიძლება"- ეს უკვე ამბიციას აჩენს და ის რომ მე მამაკაცებზე ვზემოქმედებდი ასე ვთქვათ "თავში ამივარდა" დილას ძალიან ადრე გამეღვიძა..ფანჯარაში გავიხედე, მზე ახალი ამოსული იყო.ბახუსზე არ ვიყავი აშკარად..არც თავი მტკიოდა და არც გულისრევის შეგრძნება მქონდა; უბრალოდ მოთენთილი ვიყავი, მაციებდა..ალბათ გამოუძინებლობის ბრალია...ლოგინიდან ადგომა არ მიჩქარია. სამუშაოდან ისევ შვებულებაში ვიყავი, არც სახლში მყავდა ვინმე მისახედი,ასე რომ... ჩემებთან ვიყავი წასასვლელი.. ყველდღე მირეკავდა დედა... მოვენატრე ეტყობა.. მეც მომენატრა.."აუცილებლად მივალ დღეს"-პირველი საქმე ჩემი დღის განრიგში უკვე ჩავწერე. ცოტახანი ვინებრივე საწოლში,შევეცადე ძილი შემებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ, გულაღმა ვწევარ და ჭერს მივაშტერდი. ჭერი ისეთი თეთრი აღარ იყო როგორც თავდაპირველად..ალბათ სიგარეტის ბრალია, კვამლმა გააყვითლა?!... დავიწყე ფიქრი რას შეიძლება შეეცვალა ჭერის ფერი..... გონება ხომ ძალიან სხარტია... როგორ წამებში შეიძლება "გადახტე" ფიქრიდან ფიქრზე,წამებში გაიაზრო ბევრი რამ.... გამახსენდა... რა იყო ეს??...რა მოხდა საერთოდ??.. როგორ გაბედა?..უამრავი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. ვცდილობდი ამეხსნა, გამერკვია.. მაგრამ რას ვარკვევდი ან რატომ? როცა ყველაფერი ნათელი იყო. ნუთუ მე მივეცი მიზეზი? საბაბი?... ვერ ვალაგებდი აზრებს .. აღარ ვფიქრობდი იმას თუ რატომ მოიქცა ასე.. ვფიქრობდი მე რა უნდა მექნა ახლა?? ვერ ვუშვებდი იმ აზრს რომ შეიძლება მე მასთან რამე მქონოდა,, მით უმეტეს სექსი??,,ეს ხომ შეუძლებელი იყო... მას ხომ "ცოლი" ჰყავს. დაუფიქრებლობა არც ბავშვობაში მახასიათებდა და არც დიდობაში შემცვლია ეს თვისება. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი შინაგანი "მე". არასოდეს მდომებია "გადადიოდა ხელიდან ხელში"-ქალი მრქმეოდა, ამიტომაც ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობის აწყობას არ ვჩქარობდი. მაგრამ მაქსიმუმ ერთ კვირაში ისეთ სასაცილო და პრიმიტიულ "შეცდომებს" უშვებდნენ. სურვილი მეკარგებოდა მათთან ურთიერთობის. არ უარვყოფდი რომ მეორედ ოჯახის შექმნის საშვალება თუ მომეცემოდა არ შევქმნიდი, მაგრამ ალბათ ერთხელ დაშვებული შეცდომა განმეორებას აღარ მოითხოვდა და ამიტომაც იყო რომ ასე დაკვირვებული და ფრთხილი გავხდი... მაგრამ მიუხედავად ამისა, მყავდა უბრალოდ მეგობარი მამაკაცი... სექს პარტნიორი... რომელთანაც არაფერი მაკავშირებდა გარდა სექსისა.. ..და ეს ასე გაგრძელდებოდა და არც შეიცვლებოდა არც მისი მხრიდან და არც ჩემი... მას თავისი ცხოვრება ჰქონდა მე ჩემი.. ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეული იყო. უბრალოდ "ვიყენებდით" ერთმანეთს.“ --რატომ აირჩიეთ ასეთი „პარტნიორი? -- არ ვიცი..ალბათ იმიტომ რომ ზუსტად ის იყო და იმას მაძლკევდა რაც მინდოდა --სექსს?? --არა მარტო... არანაირი ვალდებულება..არანაირი პასუხისმგებლობა...პატივისცემა და გაგება... --ის თუ იყო დაოჯახებული?--დამაინტერესა ქონდა თუ არა მანამდე ურთიერთობა მანამდე ასეთ შემთხვევასთან არა.. უფრსწორად მასაც ოჯახი დანგრეული ჰქონდა... --სად გაიცანით? -- გაგეცინებათ და სავადმყოფოში,როდესაც გადასასვლელზე გადარბენა მოვინდომე და იქ აღმოცნდი...მაგრამ ამ მომენტისთვის მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... --ის თვენს ცხოვრებაში იყო...მასთან უახლესი ურთიერთობა გქონდათ და მნიშვნელობას არ ანიჭებთ ამ ამბავს? --არა...მე მასთან არაფერი მქონია საინტერესო...როგორც ვთქვი ჩვენ ერთმანეთს „ვიყენებდით“ „მესამე დღე ილეოდა იმ "ამბორის" შემდეგ. შვებულების ბოლო დღე მქონდა , მეორე დილას 10 საათზე სამუშაოზე მელოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე ის საღამო, ჩემს "გამომყენებელთან" გამეტარებინა. ავკრიფე ტელეფონზე ნომერი... გავიდა.. -- გისმენ- ხმა მკაცრი ჰქონდა ყოველთვის -- როგორ ხარ? გცალია?-- პირდაპირ გადავედი საქმეზე, ან რა უნდა მეთქვა. მას სრულებით არ აინტერესებდა ჩემი ცხოვრება, და თუ კი მასთან ვრეკავდი ეს იმის ნიშანი იყო რომ არც არაფერი შეცვლილა ჩემს პირად ცხოვრებაში --კარგად, თავად? კი მცალია-- საოცარი დიალოგები გვქონდა ხოლმე, :) მაგრამ მე საერთოდ არ მაRელვებდა ეს. -- მეც კარგად -- ვუპასუხე და შეხვედრა დავთქვით. ნახევარ საათში მზად ვიყავი და სახლიდან გავედი. რატომ გავედი თუ კი მარტო ვცხოვრობდი? რატომ სახლში არ მომყავდა?? არა,, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა,, 1. როცა მამაკაცთან ურთიერთობა გაქვს დაე მან შექმნას პირობები ამ ურთიერთობებისა.2. სახლი ჩემთვის ჩემი სამყარო იყო სადაც მე ყველას არ ვუშვებდი. 3.არ მიყვარდა ვინმესთან ერთად ძილი. 4. ყველაზე ბოლო ფაქტორი; არ მინდოდა მეზბლების სალაპარაკო თემა ვყოფილიყავი.პატივს მცემდნენ და არ მინდოდა რეპუტაცია შემელახა. დანიშნულ ადგილას მივედი. იქ დამხვდა.... რომ გითხრად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,.. არა.. ის უბრალოდ კარგი და სანდო პარტნიორი იყო, ვისთანაც შეიძლებოდა ჟინი მომეკლა,თავი დამემშვიდებინა. არ იყო გრძნობა, ზრუნვა, ყურადღება... იყო მხოლოდ სექსი.სექსი სადაც ნაკლებობა იყო ვნების,და მე არ ვამბობ იმას რომ სურვილი არ მქონდა მისი,მე ვამბობ რომ აკლდა რაღაცა,არ იყო „გემრიელი“.ვიცი ამას შენ ვერ მიხვდები,და ბოდიშიც მინდა მოგიხადო ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ აუცილებელია, ვინც სექსის სიამოვნებას ეზიარა,იმისთვის უფრო გასაგები იქნება --საბოდიშო არაფერია...დღევანდელ დღეს ეს თემა ტაბუ დადებული არ არის და ამიტომ თავისუფლად...-- მე არ ვიყავი ის ადამიანი ვისაც უკვირდა ან უხერხულობაში აგდებდა ამ თემაზე საუბარი. „არ დავრჩენილვარ, .."წაგიყვან"-შემომთავაზა, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც უარი ვუთხარი. ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი. სახლიდან ცოტა მოშორებით ჩამოვედი,მინდოდა ბოლოჯერ დავმტკბარიყავი თავისუფლების და დასვენების შეგრძნებით. მივსეირნობდი.. ყურში,ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და მობილურში "sade" ჩავრთე..."lovers rock"-ს ვუსმენდი. სამწუხაროა დღეს არავინ აღარ უსმენს მას,არადა როგორი ღრმა და საინტერესო მუსიკა აქვს და თავად ვიზუალიც.... ახლა ხომ "house"-არის მოდაში, ყველა უსმენს ამ ენერგიულ და ხმამაღალ მუსიკას... მეც მომწონს როგორ არა, მაგრამ რატომ იჩემებენ მუსიკას? ხომ შეიძლება ყველაფერი მოგწონდეს ცოტ-ცოტა? რავიცი რავიცი...გამეცინა.. რაზე ვწუხდი და რაზე ვფიქრობდი?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.