მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 5)
sade-მ იდარდოს თუ არ უსმენენ, მე რა. ასე მხიარულად ავწიე თავი, ჩემს კორპუსის მოსახვევში უნდა შევსულიყავი და მიმოვიხედე ავტომობილი ხომ არ მოდიოდა..... შავები ეცვა..ცოტა მეუცნაურა..... ლამის გამეცინა... არ უხდებოდა... სასაცილო იყო...სალამი..მოკითხვა...კარგად... მეტი არაფერი. არაფერი მიგრძვნია, არც უხერხულობა, არც სიმორცხვე.. არაფერი საერთოდ. როცა გამოვშორდი თავი კარგად ვიგრძენი. ე.ი. ყველაფერი რიგზეა, დასკვნა გამოვიტანე.. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის,... ეს ხომ კარგია... უბრალოდ შეცდომა იყო ის ყველაფერი.. მიხვდა ალბათ... არაუშავს.. მთავარია ახლა ყველაფერი რიგზეა. სახლში ავედი.წყალი გადავივლე... კომპიუტერს მივუჯექი, "გადავხედავ facebook"-ს იქნება რაიმე საინტერესო მოხდა და არ გამომრჩეს".... არაფერი იყო საინტერესო... აჭრელებული იყო იქაურობა გაშიშვლებული სურათებით.. აქაც კი შეეტყო ზაფხულის მოსვლა . მეგობარმა მომწერა..( საოცარი ადამიანი იყო.. მის დასახასიათებლად ალბათ ცალკე წიგნის დაწერა კარგი იდეა იქნებოდა. უცნაური, მოკრძალებული, და რაც ყველაზე მთავარი და უცნაური იყო, ის არასოდეს არაფერზე ნერვიულობდა... ხანდახან მეგონა რომ საერთოდ არანაირი გრძნობა არ გააჩნდა...) ისეთი არაფერი თემა არ გვქონია სასაუბრო, უბრალოდ თავის საზაფხულო გეგმებს მიზიარებდა... საუბარი დავამთავრეთ და გავთიშე კომპიუტერი... "ყავას დავლევ და დავიძინებ". ( ვინ თქვა ნეტავ ყავა ძილზე მოქმედებსო?? არასოდეს ვეთანხმებოდი ამ გამონათქვამს..მას შემდეგ რაც ყავის დალევა დავიწყე, ჩემზე არანაირ ანტი-ძილის ზემოქმედებას არ ახდენდა. ყავაც და სიგარეტიც, ეს ის ნარკოტიკია, რომელსაც ალბათ ვერასოდეს შევეშვები, არასოდეს მომიწევია და დამილევია იმის გამო რომ მოდაში იყო.. ორივე ჩემ მავნე ჩვევად იქცა). ჩემს iphone"-ზე,სმს-ის ზარმა დაიწკრიალა.,... "ის" იყო ტექსტით; "არ მინდა,ის მცირე ურთიერთობაც კი გამიფუჭდეს რაც გამაჩნია,ამიტომ იმ დღევანდელზე ბოდიში... ჩათვალე არაფერი მომხდარა. p.s. და მაინც,საოცარი ქალი ხარ" ამის მოწერას სულ არ მოეწერა სჯობდა... ახლა ვიგრძენი უხერხულობა.. მივხვდი ის ფიქრობდა მომხდარზე, და ეგონა მეც ვფიქრობდი...მე ხომ ისედაც ვთვლიდი რომ არაფერი ყოფილაბმნიშვნელოვანი, მაგრამ მან ამ სმს-ით უკვე მისცა მნიშვნელობა. მასზე ფიქრი არ დამიწყიათქო არ ვიტყვი, ეს ხომ ალბათ ბუნებრივად ხდება,როცა რაღაცაზე პიქრისკენ გიბიძგებენ... შენც გეფიქრება..თან ამ ყველაფერს დაუმატოთ ის იმპულსები რასაც ის გამოსცემდა.... ძლიერი ადამიანი ვართქო .. მეგონა ვიყავი ძლიერი.. არ ვიცი რატომ მოხდა მაინცდამაინც მასთან, მაინცდამაინც მასზე... მაგრამ მაინც ვაკონტროლებდი თავს. ( რაღაც ეტაპამდე, ამაზე მერე..). ცხოვრება დატვირთულ რეJიმში მიმდინარეობდა; ზედმეტად არასაჭირო და უსარგებლო პიქრებისთვის აღარ მეცალა. ვაგრძელებდი ჩვეულ რითმში ყველაფერს. საინტერესო ის არის,რომ არსად არავისთან არაფერი მითქვამს... მრცხვენოდა?.. მეშინოდა?.. არამგონია... ალბათ უფრო არ ვიყავი მზად პასუხის გასაცემად კითხვაზე "რას აპირებ?".. ან რა უნდა დამეპირებინა.. ამეტეხა აურზაური ეს როგორ მაკადრა?.. ეს ხომ სასაცილოა?!.. ეს ხომ ბუნებრივია რომ მამაკაცს იზიდავ?!.. გაბედვა?... ამაზე არც მიფიქრია ბევრი.. მე ეს საქციელი მიზანდასახულობაში და სურვილის სიძლიერეში ჩავუთვალე... ეშინოდა? -არამგონია... ნამდვილად არ ვგავდი იმ ქალს ვინც ვინმეს ოჯახს დანგრევით დაემუქრებოდა. მარტო უკვე ძალიან მიჭირდა ამ ყველაფერზე ფიქრი; მითუმეტეს რომ ისე ხშირად არა მაგრამ მაინც მახსენდებოდა "ის". ვერ გეტყვით არ ვიცი რამ გააჩინა ჩემში ასეთი დამოკიდებულება.. მას ხომ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩემს გონებაში ადგილი დაეკავებინა?.. მას ხომ არ უჩვენებია ჩემთვის თავის პიროვნება?.. მაშინ რა მოხდა??? აი ზუსტად ამ დროს არის სწორი ნათვამი"არსებობს რაღაც, მიზიდულობა,ინტერესი, ვნება, ნდომა, სურვილის. ამ ყველაფერს მივხვდი მოგვიანებით. გავიდა რაღაცე პერიოდი იმ "უხერხული სმს"-ის შემდეგ. სამჯერ შემახსენა თავი, ისევ ტექსტური შეტყობინებით. ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი,უბრალოდ მისახვედრი იყო, რომ ალკჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ დროს ხომ ძლევამოსილია ადამიანი და მართალზე მართალი .მაგრამ ერთი "სმს", რომელიც ვთვლი აუცილებლად უნდა ვახსენო; მეგობარი მყავს სტუმრად,, გადავწყვიტე მისთვის გამემხილა მომხდარი სიტუაცია, ჩემი აზრები და იქნება რაიმე საღი აზრიც მოეწოდებინა. -- იცი რა მაინტერესებს?! რას მიწუნებ?... რა მაქვს შენი დასაწუნი?!.. რა არ მოგწონს?!... - ამ სმს-ის შემდეგ ადვილი მისახვედრი იყო აგრესიულმა სითამამემ შემოუტია. გავითვალისწინე მისი მდგომარეობა,მისი დამოკიდებულება და ჩემი ზრდილობის ეტიკეტი. --მე ვინ ვარ, რომ შენს ნაკლოვანებებზე ან პლუსებზე რაიმე ვთქვა?!.. დამიჯერე, არასოდეს შემომიხედავს შენთვის იმ მზერით რასაც მამაკაცს შეფასება ჰქვია და არც არასოდეს შემოგხედავ- ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდეს. მეც ასე დამემართა. გავაგზავნე სმსი და ჩავფიქრდი.. მინდა? მჭირდება? მიზიდავს? რითი? რა ვნახე მასში? მეგობარს გადაუშალე გული და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. --გასაგებია-ძალიან მშვიდად მიიღო ყველაფერი- მაგრამ მთავარი რაც მაინტერესებს შენ რას ფიქრობ? --მე? რა შეიძლება ვიფიქრო ამ სიტუაციაში?-ცოტა გავიკვირვე კითხვა -- შენ რა გინდა? გინდა მასთან ყოფნა? გიზიდავს?-იგივე კითხვები დამისვა რასაც მე, ჩემს საკუთარ თავს ვუსვამდი -- სიმართლე გითხრა?? .. პირდაპირ გეტყვი..- ცოტა შევემზადე, რადგან ჩემს ასეთ სითამამეს როგორ მიიღებდა არ ვიცოდი, დიახ, ის ჩემი მეგობარი იყო მაგრამ მოგეხსენებათ ირღვეოდა ბევრი ჩემი წესები რომლებიც მე ჩემ თავს დავუწერე და ამაზე რას იტყვოდა?... ის იტყოდა? ის კი არა მე რომ გავიგებდი ჩემი ყურით ჩემივე გაჟღერებულ ფრაზას....- მინდა? კი მინდა. მომწონს?-ეხლა უკვე კი. მიზიდავს?- ძალიან. მაინტერესებს? საშინლად. მეშინია?-არა. მრცხვენია? .... ამაზე არ დავფიქრებულვარ ჯერ..- ვთქვი, როგორც იქნა ვთქვი და გამოუტყდი ჩემს თავს.. ალბათ ეს ის რადიკალურად განსხვავებული,უცნაური, შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში რომ ადრენალინის მოზღვავება, უკვე ვიგრძენი რომ გავიფიქრე მასზე.. მხოლოდ გავიფიქრე არა ბილწად,.. უბრალოდ მასზე გავიფიქრე --შენ თუ ის ბედნიერებას მოგიტანს,მე რა ვთქვა?!-იყო პასუხი ჩემი მეგობრის-თუ კი მზად ხარ დაახლოებით მაინც წარმოდგენილი წინაღობების გასამკლავებლად ......... რაღაცნაირი,კმაყოფილი ვიწექი და დასაძინებლად ვემზადებოდი. გადაწყვეტილი მქონდა "გამერისკა". რატომ რისკი ალბათ იკითხავთ. მე ხომ არ ვიცოდი მას მე როგორც ქალი ვუნდოდი თუ როგორც ადამიანი?.. მე ხომ არ ვიცოდი ის ჩემს მიმართ გარდა ნდომისა, რას გრძნობდა? ან რა შეილება ეგრძნო?! იგივე რაც მე ალბათ ... ინტერესი, მიზიდულობა... მაგრამ მე მაინც გავრისკავ.... არ დამისახავს მიზანი,თუ როგორ უნდა გამომეხატა ჩემი "თანხმობა", პატარა აღარ ვიყავი "პაემნებზე"მერბინა და არც ვაპირებდი, ეს ზუსტად ვიცოდი. "ვნახოთ..." გავიფიქრე... შევეცადე წარმომედგინა,თუ როგორი მამაკაცი იქნებოდა ის... იმ ამბორიდან გამომდინარე ვცდილობდი ჩემთვის დამეხატა მასთან სექსის სცენა, მაქსიმალურად ჩავრთე ფანტაზია მაგრამ გონება ბევრს ვერაფერს გახდა.. (მაინც მეშინოდა და იცით რისი?... როგორც მამაკაცში ისე არ შევმცდარიყავი. მაინტერესებდა მისი მიზანი რა უნდოდა, მაინტერესებდა მისი შინაგანი მხარე,მიუხედავად იმისა რომ ასე თუ ისე მაინც წარმოდგენა მქონა, მაინტერესებდა მასთან ყოფნა... მაგრამ მაინც მეშინოდა. .. მაინც "გავრისკე". --არის ხოლმე.. ხდება,, როდესაც ადამიანს ყველაფერი გბეზრდება.. იღლები ყველათი და ყველაფრით.., -- ამ გრძნობას ხშირად აჩენს თქვენი შინაგანი მე?- ის ისეთი სანდოა,ისეთი ჭკვიანი თვალები აქვს,,ზუტად ვიცი რასაც ვეუბნები ისე გაიგებს როგორც მე ვამბობ, -- თქვენ წარმჯოიდგინეთ არა, ეს არც ისე ხშირად ხდება და თუ კი ხდება ძალიან ცოტახნით.. ხომ არ დაგავიწყდათ მე ძლიერი ქალი ვარ და ჩემს თავს მე თუ ვუშველი ნებისმიერ სიტუაციაში..--ცერად გამიღიმე. -- რატომ ყვებით? --ძალიან დამაინტერესა მისი ასეთი გულწრფელი საუბარი. -- ვფიქრობ მოსაყოლია....... რა არა?!- ცოტა გამიკვირდა მისი კითხვა -- კი კი როგორ არა.. უბრალოდ ეს ისეთი საკითხია, რომელზეც ასე ხმა მაღლა არ საუბრობენ...-- სავარძლიდან წამოიწია და წყალი მოსვა-- თქვენც ხომ იცით.. რაც არ უნდა დრო გავიდეს და ვიძახოთ "ევროპელები ვართ", "21-ე საუკუნეა" , ის რასაც თქვენ ყვებით საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს.. ნუ უმრავლესობა ალბათ... არა??-- არ მინდოდა ჩემდამი ნდობა დაეკარგა ან რაიმეში შემებოჭა,ის ხომ გულახდილად მესაუბრებოდა.. მან ხომ თავისი ცხოვრების "შეცდომა", მნიშვნელოვანი ეტაპი, თავისი განცდები გამიზიარა,.. არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა მისთვის და რაიმე ისეთი მეთქვა, რაც... ეტყობა შემატყო რომ ვღელავდი,ეტობა მიხვდა რომ დაძაბული ვიყავი... ჩემს წინ იჯდა ქალი, რომელსაც იმედგაცრუებამ ვერაფერი დააკლო... ჩემს წინ იჯდა ქალი, რომელიც თავის ცხოვრების შეცდომაზე საუბრობდა ამაყად, და მე ეს მაოცებდა. -- შეგიძლია მოდუნდე... თქვი ის რასაც ფიქრობ.. მე შენგან კი არა ყველასგან, მზად ვარ მივიღო აზრი,,, კი მართალი ხარ, საზოგადოება ამას არ მიიღებს.. და რატომ? ახლა მე დაგისვამ კითხვას, რატო არ მიიღებს და რატომ უნდა "გამლანძღონ"? იმიტომ რომ შევცდი?..... მოდი დღეისთვის საკმარისია და ხვალ განვაგრძოთ თხრობა. ცოტა გაგვიგრძელდა საუბარი და ერთბაშად ამ ამბის მოყოლა არ ღირს.. -- კარგით როგორც თქვენ გნებავთ..-მივხვდი რომ ემოციებით გადაიღალა, მარტივი ხომ არარის ყველაფერი თავიდან გაიხსენო,,, გაიხსენო და რათქმა უნდა განიცადო. ჩავალაგე ჩემი ნივთები და წასასვლელად გავემზადე-- ხვალ რომელ საათზე გესტუმროთ? -- ხვალ სამუშაოზე ვიქნები 7 საათამდე, 8 საათისთვის თუ მოახერხებ მოდი-- თხოვნას გავდა მისი ნათქვამი -- დიახ მოვალ, დაგირეკავთ --კარგი სადარბაზო უცბად ჩამოვირბინე...გარეთ გამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე საღამოს სუფთა ჰაერი, თუმცა რაღა საღამო იყო... ღამე უფრო ერქვა.. ქუჩაზე მამაკაცი მიდიდა მხოლოდ და მობილურ ტელეფონზე ისე ხმა მაღლა ილანძგებოდა, გამეღიმა. :) ჩამოუყევი ქუჩას და ტაქსი გავაჩერე. მინდოდა მალე მივსულიყავი სახლში,დროულად მომეწესრიგებინა თავი და დავფიქრებულიყავი იმ ყველაფერზე რაც ჩემმა ყურმა მოისმინა,ჩემმა გონებამ გაიაზრა და რაც ჩემმა წიგნაკმა ჩაიწერა. არ დამიწყია ავტომობილის ამორჩევა, პირდაპირ ავიქნიე ხელი და პირველივე ტაქსში ჩავჯექი. -- დოლიძეზე თუ შეიძლება-- მივუთითე მძღოლს. ავტომობილი დაიძრა. ტაქსის მძღოლი საკმაოდ მოლაყბე აღმოჩნდა, საერთოდ მათ ხომ ახასიათებთ ბევრი ლაპარაკი. განსაკუთრებით თავიანთ ცხოვრებაზე და მგზავრთა კატეგორიებზე...არც "ჩემი მძღოლი" აღმოჩნდა გამონაკლისი. აღარ მახსოვს რატომ დაიწყო საუბარი, რა მიზეზი მიეცა, მაგრამ "ჩაირთო" და აღარ გაჩერდა.გაფიქრებით კი გავიფუქრე,"კიდევ კარგი პოლიტიკაზე არ საუბრობს". რადიო ჰქონდა ჩართული,ავტომობილში სასიამოვნო არომატი იდგა, არამწეველი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვუსმენდი რას ამბობდა.... იქნება თავად მიმხვდარიყო რომ ჩემთან კარგი დიალოგი არ შედგებოდა. ღამის ქუჩები ლამპიონებით იყო განათებული, სიმშვიდე იყო. არა გადატვირთული გზები, არა ხალხის ბრბო, სასიამოვნო იყო. ნაცნობი მელოდია გაისმა... რადიოში "SADE"-ს უკრავდნენ. მაგრამ ეს არ ყოფილა ის სიმღერა,რომელიც ჩემმა გმირმა ახსენა. მაინც გამახსენდა და მაინც "ამომიტივტივდა" გონებაში მისი მონაყოლი. გამახსენდა თავად "ის". როგორი საინტერესოა... და ამ სიტყვა საინტერესში მე შემიძლია ყველა მისი დადებითი და უარყოფითი თვისება შევიტანო. მე ის მომწონდა, მომწონდა როგორც ქალი,რომელმაც გაბედა და თავისი ცხოვრება წარმართა ისე როგრც მას სურდა და არა სხვების აზრის გათვალისწინებით... მომწონდა,რომ ის ამას არ მალავდა, პირიქით მემგონი ეამაყებოდა? არ ვიცი აშკარად რაღაცა იყო ამ ისტრიაში რაც ჯერ კიდევ გასარკვევი მქონდა. დანიშნულ ადგილას მივედი, მძღოლი ისევ საუბრობდა, - აქ შემიჩერეთ- ვუთხარი და სწორედ მაშინ დაადუმა პირი. შინ ოჯახის წევრები დამხვდნენ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე სულაც არ იყო მათთვის გასაკვირი თუ შინ გვიან დავბრუნდებოდი. თავი მოვიწესრიგე...მსუბუქად ვივახშმე, -- შედეგიანი დღე გქონდა?-მკითხა მამამ სამზარეულოში ყავას დაცქერებული რომ შემომისწრო -- მემგონი კი.. ჯერ არ ვიცი.. მაგრამ უცნაური,.. -- ანუ განსხვავებული? -- კი ძალიან... იცი მამა, ცოტა ავიბენი არ ვიცი რა როგორ გავაკეთო, ჯერ ხომ მე უნდა გამოვიტანო აზრი და შემდეგ დავწერო? მე კი არ ვიცი აზრი რა მაქვს --მარტივია... დაფიქრდი უბრალოდ...- მითხრა მზრუნველად, თითქოს შემიმსუბუქაო, მაგრამ საერთოდ არა. ჩემს ოთახში გავედი და გაანალიზება დავიწყე იმ ყველაფრისა რაც გავიგონე. ეპატიება? აი ეს აზრი მაწვალებდა.მოკლე ჩანახატი გავაკეთე ყველაფრისა და დასაძინებლად მოვემზადე. "ხვალ გაგრძელება" გავიფიქრე და სინათლე გამოვრთე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.