ვაჩე & ნია (სრულად)
-როგორ ხარ? -...... -ნია გესმის ჩემი? -...... -ხმას რატო არ იღებ! -...... -ნია უკვე ვიშლები ხოიცი ვერ ვიტან ასეთ რაღაცაებს!-მის ასეთ საქციელზე უფრო და უფრო მეშლებოდა ნერვები. -ვაჩე-მომესმა მისი ჩურჩულის ხმა. -რატო ჩურჩულებ?-შევცბი მის ჩურჩულზე. -შენთან მოსვლა მინდოდა და.... -არ მითხრა, რომ იმ უბნიდან წამოხვედი თან ამ დროს -ხოდა აი თუ არ მომკლავ იმასაც გეტყვი, რომ ვიღაც მთვრალები არიან -გადამრევ მე შენ რაა. დამელოდე ორ წუთში მანდ ვარ. -სულ ეს იყო?-გაუკვირდა, რადგან როგორც წესი ყოველთვის ვეჩხუბები ხოლმე, მსგავს სიტუაციებში. -არა ნუ ღელავ დანარჩენზე მერე დაგელაპარაკები. არ გამითიშო მოვდივარ უკვე! -ოჰ!-ამოიოხრა ჩურჩულითვე. _________________ -აი მეორედ, რომ ამ დროს სახლიდან მარტოდ გამოხვიდე არ ვიცი რას გიზამ. -აუუ რა ვერ გამიგია იცი? -რა? -აიი სულ ყველაფერზე რატომ მეჩხუბები? -ყველაფერზე არ გეჩხუბები. -როგორ არა მეჩხუბები. -კაი მაშინ იმიტომ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებ-ვუთხარიი სერიოზული ხმით. -უუუხ-ამოიოხრა და კალთაში მოთავსებული თავიი, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩემსკენ ჰქონდა შემობრუნებული, ეხლა საპირისპირო მხარეს შეაბრუნა. -რაო გავბრაზდითო?-ვკითხე ძლივს შეკავებული სიცილით. -გამანებე თავი. -შემომხედე აბა?! -....-თავი უფრო გაატრიალა, ვაიმე როგორ მიყვარს ეს სულელი გოგო. მის ბავშვურ საქციელზე გამეღიმა და მისი ნიკაპი თითებს შორის მოვიქციე. -გამანებე თავითქო-უბრალოდ ჩამეცინა და მის საქციელზე თავი მდივნის საზურგეს ჩამოვადე, თვალები დავხუჭე და ნიას სურნელოვან წაბლისფერ თმაში ავხლართე თითები. ____________ -გამო გარეთ გელოდები. -კაი. -თბილად ჩაიცვი, იცოდე -კაი ხო ვიცი, ისე ჯობია არ დაგენახო. -ჩემი ყოჩაღი. -მიყვარხარ! -მეც. __________ -სად მივდივართ? -შენ სად გინდა რომ წავიდეთ? -მთაწმინდაზე. -მოიცა, მოიცა-ხელი მოვკიდე და შემოვატრიალე, სიბნელის გამო აქამმდე ვერ შევამჩნიე, მის მარცხენა ლოყაზე ჩალურჯება-სახეზე რა გჭირს?-ვუთხარი და დაძაბულმა გავხედე. __________ ღამით ისე მომინდა ვაჩეს ნახვა, რომ ვეღარ მოვითმინე და მასთან წავედი. არადა რამდენჯერ გამაფრთხილა ღამით ნუ დაბოდიალობ აქეთ-იქეთ მარტოდო. ჩვენი პირვლი შეხვედრისასაც ხომ ასე იყო, ღმერთს დიდი მადლობა, რომ იმ ღამით გიორგი გამოჩნდა და იმ არამზადებისაგან დამიხსნა. ამ ღამითაც ზუსტად იმავე გზას გავუდექი და, როდესაც მომავალი მთვრალი კაცები დავინახე რაღაც შენობას ამვეფარე და ვაჩეს დავურეკე. ისიც მალევე გაჩნდა დანიშნულების ადგილას. უგრძესი ლექცია ჩამიტარა და ნერვებიც მომიშალა. მეორე დღეს დილით მარკეტში გამაგზავნა დედაჩემმა პროდუქტის მოსატანად და ისეთი ვიღაცა გადამეყარა ვინც არა უნდა გადამყროდა ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას სულ მიყვარხარ მიყვარხარს გაიძახოდა მეათე კლასიდან მოყოლებული. ეხლა კიდე მეუბნება, რომ მისი ცოლი უნდა გავხდე. ამის გაგონებაზე მე ვეღარ მოვითმინე და სახეში გავარტყი. ვიცოდი, რომ ადამიანის გარდა ის ყველაფერი იყო, მაგრამ იგივეთი თუ მიპასუხებდა ნამდვილად არ მეგონა -არაკაცო!-მივაძახე და სახლისაკენ გავწიე. სახლში ასულს პროდუქტი სამზარეულოში შევიტანე კიდევ კარგი დედა არ დამხვდა, შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი საწოლზე წამოვწექი და მალევე ჩამეძინა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა ვაჩე რეკავდა, ვუპასუხე და ქვევით ჩასვლა მთხოვა. მეც დაუყოვნებლივ ჩავედი მანქანაში როცა ჩავჯექი უცებ ხელი დამიჭირა მისკენ მიმატრიალა და მკითხა -სახეზე რა გჭირს?-ამ კითხვაზე კარგად გამოვლანძღე საკუთარი თავი, რადგან არც კიი დამიშვია რომ ჩალურჯება მექნებოდა. -რა მჭირს? -თავს ნუ ისულელებ! -აა ეს?!-ხელი გადავიტარე მარცხენა ლოყაზე-არაფერია ისეთი. -ნუ მატყუებ! -ჰო კაი, კარს დავეჯახე! -უკეთესი ტყუილი ვერ მოიფიქრე? -არაა ტყუილი. -გელოდები! -რატო წავიდეთ რა მიდი-სასწრაფოდ ღვედის შეკვრით დავკავდი. -გაანებე მაგას თავი. -აუუ ვაჩე გთხოვ რაა-მუდარის თვალებით შევხედე. -რას მთხოვ გოგო რას? -......-ვეღარაფერი ვუთხარი. -ვინ გააკეთა! -......-ეხლა, რომ მეთქვა ვინ გააკეთა ალბათ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. -კარგი, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე აუცილებლად გავარკვევ!-თავი გააქნია გაბრაზებულმა და მანქანა დაძრა. თანდათან სიჩქარეს უმატებდა მე კიდე შეუმჩნევლად ერთი ხელით სავარძელს მეორეთი კიდე კარს ვიყავი ჩაბღაუჭებული. არადა მანაც მშვენივრად იცოდა, რომ სიჩქარის მეშინოდა. ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა, რაც არც გიორგის გამორჩენია და მანქანა ნელი სვლით გზიდან გადაიყვანა ღვედი სწრაფად მოიშორა. მეც იგივე გავიმეორე და მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, როდესაც ხელი დამავლო და მის კალთაში მომათავსა, თავი გულზე დამადებინა და ნიკაპი ჩამომადო -მაპატიე რა ხოიცი, როგორიც ვარ! -......-არაფერი მიპასუხია უბრალოდ სახე დავმალე, რადგან ჩემი ცრემლები არ დაენახა -ცუდად ვხდები შენს ცრემლებს, რომ ვხედავ. -......-მაინც შემამჩნია, გავიფიქრე გულში. -ჩემი ანგელოზი ხარ! ვინც არუნდა იყოს, ამას არ შევარჩენ-თავი ამაწევინა და ლოყაზე ფრთხილად ტუჩებით შემეხო. __________ კინაღამ გავგიჟდი, როდესაც წარმოვიდგინე, რომ ლიზის ჩემს პატარა გოგოს ვიღაცამ გაარტყა, აუცილებლად გავარკვევ ვინც არ უნდა იყო და პირველად იმ ხელს მოვტეხ, რომლითაც ნიას ცუდად შეეხო! __________ -ვაჩე რა გააკეთე?! -რაც საჭირო იყო ის! -ვაჩეე...-ამოიტირასავით ლიზამ. -დაწყნარდი არაფერი არ ჭირს სერიოზული უბრალოდ მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და ცოტა დაბეჟილობები. -ცოტა ხო?! -ხო! __________ -რა გჭირს? -არაფერი. -იცოდე არ ჩაგაცივდები! -ვიცი, იმიტო რო არ გაინტერესებ. -ნუ სულელობ -კაი კარგად შენი ირონიისა და ჩხუბის ხასიათზე არ ვარ. -ეე მოიცა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -ვა დავსერიოზულდითო? -ნი...-არ დამაცადა არაფრის თქმა. -კაი აბა კარგად შენს ლიკას დაურეკე და ყველაფერს ის აგიხსნის. -რა?-გამითიშა. __________ -მაპატიე! -......-დუმილი. -გთხოვ! -......-დუმილი. -მჭირდები! -......-დუმილი. -აუუ ვაჩე გთხოვ მაპატიე რაა, იმ ვიღაც ნინას რო დავუჯერე რა ვაჩე....ვაჩეე ხომ იციი, როგორც მიყვარხარ არა?! თან ჩემი ბრალი არ იყოო...-ცოტაცდა ტირილს დაიწყებდა. -ვაიმე რა სულელი მყავხარ!-გადაიხარხარა ვაჩემ, ნიამ კიდე ხელები გადააჯვარედინა ტუჩები გაბუსხა და მოხარხარე ვაჩეს გაბრაზებულმა ახედა-მოდი ჩაგეხუტო! __________ -მომკალი და მაინც ვერ ვხვდები დედაშენი რამ შემაყვარა-უჩურჩულა ვაჩემ პატარა ანდრიას. -მე კიდე ის მიკვირს, რატომ შემიყვარდა ეს უჟმური-ნიამაც ჩასჩურჩულა პატარა ანდრიას ვაჩეს გასაგონად და კმაყოფილმა გაალაჯა გარეთ. -ამას ხო თბილად ჩაცმა ვერ ვასწავლე რაა!-ბუზღუნით, ჩამოიღო ნიას ქურთუკი საკიდიდან და თვითონაც ბავშვითურთ უკან გაყვა. __________ თბილად ჩაიცვი...! ღამე გარეთ არ გახვიდე...! მალე მოდი...! თავს მიხედე...! მიყვარხარ...! მომენატრე...! მჭირდები...! მოდი ჩაგეხუტო...! ჭკუით...! __________ იმედია მოგეწონებათ შთაბეჭდილებები გამიზიარეთ!!! მიყვარხართ ყველაა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.