შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაბეზრებელი ფიქტიურობა. (1)


1-09-2017, 21:19
ავტორი katiaa
ნანახია 1 885

რთულია, როდესაც ისეთ ოჯახში იზრდები სადაც მხოლოდ შენ სწავლას აფასებენ და სხვა დანარჩენი უბრალოდ ნაგავია. არავინ ფიქრობს შენს გრძნობებზე. დიახ, არავინ! მახსოვს 12 წლის ვიყავი, მეექვსე კლასელი, ქართულში ცხრიანი მივიღე და გახარებული ველოდებოდი დედაჩემს , რომ მეთქვა როგორ შემაქო მასწავლებელმა. დედაჩემი როგორც კი მოვიდა ეგრევე ვახალე "9-იანი მივიღე დედა"-თქო. ქედმაღლურად და მკაცრად შემომხედა მკლავში ხელი წამკიდა და მანქანაში ჩამტენა. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა თვალებიდან და არც ვმალავდი. მაშინ დედაჩემი შემომიტრიალდა და მითხრა:
-აღარ გაბედო ტირილი! ძლიერი ქალები არ ტირიან!
შემდეგ ისევ შებრუნდა და გზა განაგრძო. თითქოს არაფერი ყოფილა, სულ არაფერი. ის იყო ბოლო ტირილი ცხოვრების მანძილზე. მარტო, რომ ვიყავი მაშინაც აღარ მიტირია. სირთულეებს ღიმილით ვლახავდი. არავისთვის არასდროს მიჩვენებია ის გულისტკივილი , რომელსაც მთელი ეს დრო განვიცდიდი. ჩემ თავსაც კი ვუმალავდი. ერთადერთი ვისთვისაც თქმა არ მჭირდებოდა და ისედაც ყველაფერს ხვდებოდა, ისედაც ყველაფერს გრძნობდა ირინკა იყო. ვინ არის ირინკა? მოდი მარტივად გაგაგებინებთ. ირინკა ჩემი ნათელი წერტილია, ირინკა ჩემი ცხოვრების აზრია, ირინკას გარეშე ვერ შევძლებდი არსებობას, ირინკა არის ადამიანი , რომლის მხოლოდ ერთი ხმის გაგონება და თავს გრანდიოზულად ვგრძნობ. ირინკა ჩემი დაქალია!
ირაკლი ბერიძე, მამაჩემი, ბიზნესმენია. როგორი ურთიერთობა მაქვს მასთან? საერთოდ არ მაქვს. სახლში არასდროსაა. თუ არის მაშინ ორ წუთიანი დიალოგი გვაქვს და ამით ყველაფერი მთავრდება . საყვარელი ყავს უკვე 6 წელია, მაგრამ არც მიკვირს, ის უფრო მიკვრის დედაჩემის ხელში უფრო ადრე როგორ არ გაიჩინა. დედაჩემმა იცის, ყველაფერი იცის, მაგრამ არ იმჩნევს. არ შეუძლია დაკარგოს ის ფული რაც ირაკლის გააჩნია, მერე ვინღა უყიდის ვერსაჩეს კაბებს?! ირაკლიც არაფერს უმალავს მაკას(დედაჩემს), პირდაპირ მის თვალწინ წერს ხოლმე თავის საყვარელ ანას. უცნაურია არა? მისი საყვარლის სახელიც ვიცით ოჯახში. მაკა მაინც ჯიუტად არაფერს იმჩნევს , მაგრამ მგონია , რომ ერთ დღეს უბრალოდ აფეთქდება. შეიძლება არაა ისეთი დედა როგორიც უნდა იყოს, შეიძლება არასდროს გამოუჩენია ოდნავი სითბოც კი, შეიძლება მაკას "დედა" არცკი ეთქმის, მაგრამ მე ვიცი , რომ მას მაინც ვუყვარვართ . მაკა სულ სახლშია. დაქალები არ ყავს. ირაკლის გამო აღარავინ შერჩა. მის თვალზე ცრემლი არასდროს მინახია. ჩვენი ოჯახი მთლიანად ფიქტიურობისგან შედგება. არაფერია აქ ნამდვილი. მართლა, მართლა არაფერია. ყველაფერი ტყუილია და ყველაფერს იმიტომ აკეთებენ , რომ ჟურნალისტებმა ჩვენზე დაწერონ როგორც "ძალიან კარგი" ოჯახი , რაც მტკნარი სიცრუეა. კიდევ მყავს ძმა, გეგი. გეგი? ჩემი ყველაფერია! 21 წლის არის. არვიცი როგორ , მაგრამ არ არსებობს შემთხვევა , რომ გეგის ჩემი არ გაეგოს. ყოველთვის ყველაფერი ესმის , ყოველთვის! როცა რამე მტკივა გეგის და ირინკას მივმართავ, ვიცი , რომ ორივეს ესმის ჩემი. გეგის სიყვარული ირინკაა, პირველი კლასიდან, ირინკას სიყვარული გეგია ასევე პირველი კლასიდან. რა ქვია ჩემს ბედნიერებას? გეგი და ირინკა.
ახლა კი გადავიდეთ ჩემზე. მე? ძალიან ჩვეულებრივი გოგო, ლიზა ბერიძე. ძალიან ჩვეულებრივი, კუპრივით შავგრემანი, ცისფერთვალება გოგო ვარ. ოდნავ დიდი ტუჩებით და კურნოსა ცხვირით. არაფერი განსაკუთრებული, საშუალო სიმაღლის და გამხდარი. არც ისე დიდი მკერდით და ნორმალური საჯდომით. ხასიათები? სულ სევდიანი, მაგრამ მაინც სულ ღიმილიანი. თუ გარშემო გეგი ან ირინკა მყავს ვერ დამინახავთ სევდიანს, მაგრამ თუ ისინი ოდნავ მაინც შორს არიან ჩემგან ისევ ყველაფერი ჩემს "ნამდვილ მეს" უბრუნდება. მშობლებთან კავშირი ასევთქვათ და არმაქვს. მაკა და მე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. მაკას არ ადარდებს ჩვენი ურთიერთობა , როგორც ჩანს. მე? მე მადარდებს. გეგის და მაკას ურთიერთობა? სრული კატასტროფა. დღე არ გადის, რომ არ იჩხუბონ. გეგი ამბობს სახლიდან წავალ ასე თუ გააგრძელებო. მჯერა, რომ წავა? მჯერა და მაგის მეშინია. სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ჩხუბის დროს რათქმაუნდა ყოველთვის გეგის მხარეს ვიჭერ. არა იმიტომ, რომ ამ ოჯახში მხოლოდ გეგის ვუყვარვარ, იმიტომ, რომ მართლა ისარის ყოველთვის მართალი მაკა კი იმიტომ ეჩხუბება , რომ ხასიათზე ვერაა. ირაკლი და გეგი? ვერც გეგი ვერ ხედავს ირაკლის. თუ ხედავს მაშინაც სულ ჩხუბობენ. გეგის თავისებური ზიზღი გააჩნია ირაკლის მიმართ საყვარლის გამო. მაკა არ ეზიზღება. არასდროს უთქვამს მაკაზე ცუდი. იცით რას ფიქრობს? იმას , რომ მაკას ასე ყოფნა ირაკლის ბრალია. შეიძლება გეგი არც ცდება. ან შეიძლება პირიქითაა და მაკას ბრალია ირაკლის საყვარლის ყოლა. ამ ფიქტიურობებში რეალობას ვერ აღმოაჩენ. საბედნიეროდ დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ და არმიწევს ამ ყველაფრის ატანა. უმეტესად კი ირინკასთან ვრჩები, ვის აღელვებს? აბსოლიტურად არავის. 25 წლის ვარ , ბოლო კურსელი. შავი ზღვის უნივერსიტეტის ლეგენდა ვარ, რათქმაუნდა ვხუმრობ , მაგრამ მართლა ძალიან მაღალ ქულებზე ვსწავლობ, ასე ვთქვათ მასწავლებლები გიჟდებიან ჩემზე, ერთი ჯმუხი კაცის გარდა. მომავალი ქორწინების "ორგანიზატორი" ვარ.
დილით ჩვეულებრივ გეგი შემოდის 8 საათზე და მაღვიძებს. გეგის ოთახიდან ვაგდებ. მთლიან ლურჯ კაბას და კედებს ვიცვამ. თმებს მაღლა ვიწევ , რათქმაუნდა არანაირი მაკიაჟი და ქვემოთ ჩავდივარ.
-ნეტა რა მომიმზადა მზრუნველმა დედიკომ?-ირონიულად ვეუბნები გეგის, რათქმაუნდა არაფერი მოუმზადებია, ალბათ ეხლაც რომელიმე კაბის საყიდლადაა გასული ან სალონშია. ნუ რამნიშვნელობა აქვს ?! ყველის ტოსტებს ვაკეთებ მე და გეგისთვის და ყავას ვადუღებ. ჭამას , რომ ვრჩებით უნივერსიტეტში მივდივართ. ირაკლი გვეუბნებოდა მძღოლი გატარებთო , მაგრამ ორივემ კატეგორიული უარი ვტკიცეთ, მძღოლით სიარულს ტაქსი გვირჩევნია, ყურადღებას არ მივიპყრობთ. უნივერსიტეტში არავისთვის მითქვამს ირაკლის შვილი , რომ ვარ. არმინდოდა ვინმეს ჩემთან მეგობრობა სტატუსის გამო დაეწყო. ამან გაამართლა, არავინ იცის ვისი შვილიც ვარ. ნუ რათქმაუნდა ირინკას გარდა. გეგი ჯავახიშვილში სწავლობს , ირინკა ჩემთან ერთად შავ ზღვაში. ირინკაც გეგისავით მესამეკურსელია.ისიც 21 წლის არის. ასე, რომ ჩვენი მარშუტი ასეთია: ჯერ ირინკას გავუვლით სახლში, შემდეგ გეგის ჯავახიშვილში დავტოვებთ და მერე მივქრივართ შავ ზღვაში. დღესაც არ ვღალატობთ რუტინას. ირინკამ ჯერ წინ მჯდომი გეგი გადაკოცნა და მერე მე მომიჯდა გვერძე:
-დღეს პირველი ლომაურის ლექცია გაქვს ხო?
-არა, კეკელია მაქვს პირველი, ლომაურის მეორე მაქვს.-კეკელიას ხსენებაზე თვალებს ვატრიალებ. კეკელია არის კაცი, რომელიც სისხლს მიშრობს! ყველა მასწავლებელი გიჟდება ჩემზე, მაგრამ ამას რა ჯადო აქვს ვერ გავიგე. ჩემი კოშმრის სახელია ნიკოლოზ კეკელია!
-საწყალო. მე დადიანის ლექცია მაქვს და მერე ლომაურის.
-არც შენ ხარ უკეთეს დღეში.
გიორგაძის ლექციაზე ვიჯექი ტელეფონმა , რომ დამირეკა. ირაკლი იყო. თუ რამე ისეთი არაა არ დარეკავდა არ არსებობს. არასდროს არ დაურეკავს ჩემთვის რამე ისეთი თუ არ მომხდარა.
-გარეთ გადი და უპასუხე ელიზაბეთ,-თბილად გამიღიმა გიორგაძემ.
ღიმილით ვუპასუხე და გარეთ გავედი.
-რამე მოხდა ირაკლი? გეგი როგორაა?
-გეგის არ ეხება. ეხლავე წამოდი სახლში. სერიოზული საქმე მაქვს შენთან.-რა საქმე შეიძლება ქონდეს ირაკლის ჩემთან? დამცინის ხო?
-ირაკლი ლექციაზე ვარ იცი?! ვერსად ვერ წამოვალ სანამ არ დამიმთავრდება.
-ელიზაბეთ!
-ირაკლი!
-დროზე სახლში!
-რახან შენ იტყვი ბატონო ირაკლი!-ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ. ორი წუთი დაბოღმილი და ნერვებზე მოშლილი ვდგავარ ჰოლში, თან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრი. ამ დროში ზარიც ირეკება და არცერთ მასწავლებელს არ ვაფრთხილებ ისე ვაჩერებ ტაქსს და მივდივარ სახლში , ირინკას და გეგის დავურეკე და გავაფრთხილე. ერთად წამოვლენ სახლში და თან ორივე ჩემთან! ახლა რაღაც საშინელებას მეტყვის ირაკლი და ეგ ორი მჭირდება. 15 წუთში სახლში ვარ. კარს ვაღებ თუარა კამათის ხმა მესმის:
-მაკა! ელიზაბეთი გაყვება ცოლად გომელაურს! არ მაინტერესებს თქვენი აზრი!
-ლიზა არავის არ გაყვება ცოლად სანამ თვითონ არ მოისურვებს! ისედაც შენს გამო როგორც ვექცეოდი ჩემს შვილებს ესეც საკმარისია! ლიზა გათხოვდება მაშინ, როდესაც თვითონ მოისურვებს, ამას შენ არწყვეტ! სრულწლოვანია და რასაც უნდა იმას იზამს, ისე ნუ იზამ, რომ სახლიდან გაიქცეს , თან ორივე! გეგიც და ლიზაც!-ასეთი გაცხარებული მაკა აარააასდროს არმინახავს! მოიცა რადროს ეგ არის?! რაო?! ლიზა გომელაურს მიყვება ცოლადო?! ვინ ჯანდაბაა გომელაური და საიდან მოიტანა ირაკლიმ , რომ დავთანხმდები ამ სისულელეზე?!
-ეგ შენი საქმე არარის მაკა!
-ლიზა ჩემი შვილიცაა ! როგორც მე მსურს ისე იქნება ყველაფერი. ლიზა არ გათხოვდება.-ამთავრებს სათქმელს და უკვე აღარც უსმენს ირაკლის , რომელიც იმ მომგებიანობებს უთვლის რაც მაშინ მოხდება თუ ვიღაც გომელაურზე გავთხოვდები.
-მაკა, არ მაინტერესებს რას იტყვი. დღეს საღამოს გომელაური მოვა და ელიზაბეთს წაიყვანს. გადაწყვეტილია!!! განხილვას აღარ ექვემდებარება ეს საკითხი მორჩა.-მაკა ცხვირიდან ბოლს უშვებს. ახლა კი დროა გავარკვიო, რა ჯანდაბა ხდება?!
-რას ქვია ვთხოვდები ირაკლი?! როდის იყო შენს დაქნეულ თითზე დავრბოდი?! თუ გახსოვდი არც ვიცოდი სხვათაშორის!
-ელიზაბეთ! თხოვდები და მორჩა. არაქვს აზრი კამათს.
-ეს ჩემი ნებაა ირაკლი! 20 წლისვარ, სრულწლოვანი ვარ და ჩემი ნების გარეშე არაფერი არმოხდება!
-ელიზაბეთ!-ბრდღვინავს ირაკლი-თუ არ გათხოვდები გეგი მოკვდება!-აი ამაზე კი უკვე ვიშლები.
-მემუქრები ირაკლი?! საკუთარი შვილის მოკვლით მემუქრები?!-გავკივი გამწარებული.
-კი! გემუქრები , რომ თუ არ გათხოვდები გეგის ბოლოს მოვუღებ! ვფიცავ ბოლოს მოვუღებ!-აი ამაზე უკვე ჭკუიდან გადავდივარ და ირაკლის იმხელა სილას ვაწნი , რომ წონასწორობას ძლივს ინარჩუნებს:
-გეგი შენი შვილია! შენიი შ ვ ი ლ ი ა!-ვუმარცვლი-შენ არ იმსახურებ მამობას, შენ არაფერს არ იმსახურებ! მართალი იყო გეგი, როცა ამბობდა , რომ მაკა შენგამოა ასე! ყველაფერს აფუჭებ რასაც კი ეხები, ყველას გვეზიზღები! წადი რა მოშორდი , წადირა!-მაკა ხელს მხვევს და ოთახში ავყავარ. გვერდით მიწვება და მეხუტება. ახლა ამაზე მეტად არაფერი მჭირდებოდა, მართლა! ოცნებად მქონდა , რომ მაკასთან ჩახუტებულს დამეძინა. ხანდახან ოცნებებიც ხომ ხდება?! რომ ვიღვიძებ მაკა ჩემს გვერდით აღარ არის, ახლა ირინკა და გეგი მიზიან.
-მაკამ ყველაფერი მოგვიყვა.-ჩამწყდარი ხმით ამბობს ირინკა. ვიცი როგორი რთულია მისთვისაც როდესაც იცის , რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ორი ადამიანიდან რომელიღაც გაუბედურდება ან საერთოდაც მოკვდება!
-რას აპირებ?-ამატებს უფრო ჩამწყდარი ხმით ირინკა და ვხვდები , რომ ახლა თუარა ცოტახანში აუცილებლად იტირებს.
-რათქმაუნდა არ გათხოვდება! არ დავუშვებ ამას!-მკაცრად ამბობს გეგი.
-გეგი..-ორაზროვნად ვბუტბუტებ გეგის სახელს.-ვთანხმდები.
-ლიზა არცკი გაბედო!-ირინკა უკვე ტირის, არ იცის რა მირჩიოს! ვერ ხვდება რომელი გაგვწიროს, მართლა ვერ ხვდება.
-ირინე ნუ ტირიხარ.-ვიხუტებ ჩემ სიყვარულს.-გეგი ძალიან მალე მაინც გავშორდები 1 წელზე მეტს არვაპირებ გომელაურთან დარჩენას. ხომიცი რომ შენგამო ყველაფერს გავაკეთებ არა?!
-ლიზა..-ასეა გეგი როდესაც აღარ იცის როგორ გადამარწმუნოს.
-ვერ გადამარწმუნებ გეგი.-ვუღიმი.-რომელიმემ ხომ არიცით ვინარის ეს გომელაური , რა ქვია, რამდენი წლისაა ან რამე საერთოდ?
-ანდრია გომელაური.-მეუბნება გეგი.
-27 წლის არის.-ამატებს ირინკა. ახლა კი მართლა შვებით ამოვისუნთქე , კარგია , რომ ვინმე ბებერი არ არის.
-ძაააალიან ცნობილი ბიზნესმენია. ირაკლი აქედან იცნობს.-გეგი.
-27 წლის ასაკში ამდენი არავის მიუღწევია მენდე.-ირინკა.
-სვანია.-ღიმილით მეუბნება გეგი იმიტომ , რომ იცის ჭკუა მეკეტება სვანებზე!
-მექალთანეა.-ჩაეცინა ირინკას.
-გასაგებია.-ვუღიმი ორივეს.
-უი ჰო, და ბოლოს არაამქვეყნიურად სიმპატიურია. მეტი არაფერი არვიცი.
-არცმე-ამატებს გეგი.
მაკა ოთახში შემოდის:
-ლიზა , რა გადაწყვიტე?-ფრჩხილებს იმტვრევს. როცა ნერვიულობს სულ ასეა.
-დავთანხმდები ირაკლის.-ირაკლის ხსენებაზე ზიზღი მაწვება.
-ლიზა შენ თუ..
-არა დედა. როდის მოვა ის ბიჭი?
-1 საათში.
-მაშინ დროა ჩავიცვა.
ფეხზე ვდგები და კარადისკენ მივიდვარ. მაკა გადის ოთახიდან. შავ კაბას ვიღებ, მკერდთან ამოღებულია და მარჯვენა ფეხთან ჩაჭრილი. გეგის და ირინკას ვანახებ:
-ეს?
-ეგ ჩაიცვი, მაგ კაბაში საოცრება ხარ.-ირინე.
-ვეთანხმები ირინკას.-გეგი. ნეტა როდის არ ეთანხმება?!
გეგის და ირინკას ოთახიდან ვაგდებ და ამ კაბას ვიცვამ, უხხ, როგორ მინდა ახლა ფეხზე კედები! მაგრამ შავ მაღალქუსლიანებს ვიცვამ. მაკიაჟი? ჰმმ...არა გმადლობთ! კარგი ჯანდაბას, მხოლოდ შინდისფერ პომადას წავისვამ. ასეც ვშვები. მგონი კარგად გამოვიყურები კმაყოფილი ვამბობ და გეგის და ირინეს ვეძახი.
-არაჩვეულებრივი ხარ სისთა-ირინე.
-ულამაზესი ხარ.
ქვემოთ , რომ ჩავდივარ მაკა ლამაზი სიტყვებით მამკობს. ირაკლი მეიუბნება კარგად გამოიყურებიო , მეც ვპასუხობ:
-მამის ხელი მეტყობა ხო?-მაკას ამ დროს ირონიულად ეცინება.
-ხელი არა, მამის თვალები , რომ გაქვს ეგ გეტყობა.
-ხანდახან მძულს ჩემი თავი იმისგამო, რომ რაღაცით მაინც გგავარ.


არა! მივხვდი რაც იფიქრეთ! ნუ გგონიათ, რომ ამ ისტორიაში კიდევ იხილავთ რამე ბანალურობას! ამისიქიით ყველა მომაბეზრებელი ბანალურობა ამოწყვეტილი მაქვს და ორიგინალობის რეჟიმზე ვარ დაყენებული. აბა დანარჩენი თქვენზე და თქცენ აქტიურობაზეა დამოკიდებული მარმელადებო <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ორიგინალურობაში იმედია ცუდ დასასრულს არ გულისხმობ ეს ერთი..
ახლა მეორე.... ძალიან მაგარი იყო და ზალიან მომწონს (მეც ვგიჟდები სვანებზე და ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა :დ) მალე დადე გაგრძელება მოუთმენლად ველი.

პ.ს ანდრეა უკვე "დამევუასა" :დ :დ :დ

 


№2 სტუმარი nia

ძაან მაგარია გაარძელე აუცილებლად

 


№3 სტუმარი Ani

Kargia gaagrdzele aucileblad

 


№4 სტუმარი ))

დადეე მალე მალე მალედადეეე<3

 


№5  offline წევრი Kalina

,,-აღარ გაბედო ტირილი! ძლიერი ქალები არ ტირიან!"
მარტო ეს დავიჭირე.
დანარჩენი ჩვეულებრივი იყო.
ვნახოთ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline წევრი katiaa

ანი ანი
ორიგინალურობაში იმედია ცუდ დასასრულს არ გულისხმობ ეს ერთი..
ახლა მეორე.... ძალიან მაგარი იყო და ზალიან მომწონს (მეც ვგიჟდები სვანებზე და ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა :დ) მალე დადე გაგრძელება მოუთმენლად ველი.

პ.ს ანდრეა უკვე "დამევუასა" :დ :დ :დ

სვანები თუ გევასება უკვემიყვარხარ მე შენ! <3 ვჭედავ სვანებზე <3 მალედავდებ <3 ანდრია იასნად დაგეუასებოდა აბარა:D ჯერსადხარ:D დასასრულზე ჯერ ვერაფერს გეტყვი <3

nia
ძაან მაგარია გაარძელე აუცილებლად

აუცილებლადსაყვარელო heart_eyes

Ani
Kargia gaagrdzele aucileblad

მადლობასიყვარულოheart_eyes

))
დადეე მალე მალე მალედადეეე<3

მალედავდებ სიხარულოheart_eyes

მარიკუნაა♥️
,,-აღარ გაბედო ტირილი! ძლიერი ქალები არ ტირიან!"
მარტო ეს დავიჭირე.
დანარჩენი ჩვეულებრივი იყო.
ვნახოთ.

იქნება კიდევ მასეთი "დასაჭერი" ფრაზები:D <3 <3

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან საინტერესოა და ასე მიყევი <3 თავებიც გაზარდე და ძალიან არ დააგვიანო! სხვა არაფერი :დ და ჰო სვანებზე ვჭედავ *,*

 


№8 სტუმარი ტასუნა

ისე ფიზიკურობის გარდა პერსონაჟების გონებრივი კონაცემებიც რომ აგვიღწეროარიქნებოდა ცუდი. " ნავარჯიშები სხეული, ექვს კუბიკა პრესი და გრძელფეხება ფერია" ეს სტანდარტია ყველას ისტორიაში. ან ის გეგი იდიოტია თუ რა ხდება? სამი წინადადებით მაინც გაეპროტესტებინა. კაცია ბოლო-ბოლო.. არვიცი. არ აღვფრთოვანებულვარ. ახლა ყველა ძალით გათხოვებაზე წერს. გამსხვავებული არაფერია...

 


№9  offline წევრი katiaa

ტკბილიწიწაკა
ძალიან საინტერესოა და ასე მიყევი <3 თავებიც გაზარდე და ძალიან არ დააგვიანო! სხვა არაფერი :დ და ჰო სვანებზე ვჭედავ *,*

რაკაი გოგოხარ შენ :DDD დაგვიანება არ მჩვევია მაგრამ სასწაული საქმეები მაქვს , თუმცა დროს გამოვნახავ აუცილებლად:D <3

 


№10 სტუმარი Nam nam

Momewona sulac ar aris banaluri istoria mtavarua dalagebulad gaagrzelo da ar daagviano xolme ;)

 


№11  offline წევრი katiaa

Nam nam
Momewona sulac ar aris banaluri istoria mtavarua dalagebulad gaagrzelo da ar daagviano xolme ;)

მადლობა საყვარელო <3

 


№12 სტუმარი Ele

ძალიან კარგია შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№13  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვუაიმეეეე მომეწონააა ♡♡♡

 


№14  offline წევრი katiaa

Ele
ძალიან კარგია შემდეგ თავს როდის დადებ?

მადლობა ელე <3 დღეს დავდებ საღამოს ან ღამე არვიცი ზუსტად როდის დაიდება <3

Anuki96
ვუაიმეეეე მომეწონააა ♡♡♡

მადლობა სიყვარულოheart_eyes

 


№15 სტუმარი Eleonora1515

Mere ra Rom banaluria sulac ar aris moma ezrebeli sworex sseti. Naluri momentebi qmnian uwyvet jajvs da mnishvnelovan movlenebs chvens cxovrebasi mtavaria istoria saintereso da kargaI sakitxavi ikos da ise Dade axali tavebi xolme wina tavshi momxdari ar dagvaviwkdes xolme

Mere ra Rom banaluria sulac ar aris momabezrebeli swored eseti banaluri momentebi qmnian uwyvet jajvs da mnishvnelovan momentebs. Chvens cxovrebashi mtavaria istoria saintereso da kargi sakitxavi ikos da ise Dade axali tavebi wina tavshi momxdari ambebi ar dagvaviwydes xolme momwonxar me shen

Bodisi teleti davakomentare da auria imedia gaige. Rac davcere;-)

 


№16  offline წევრი katiaa

Eleonora1515
Mere ra Rom banaluria sulac ar aris moma ezrebeli sworex sseti. Naluri momentebi qmnian uwyvet jajvs da mnishvnelovan movlenebs chvens cxovrebasi mtavaria istoria saintereso da kargaI sakitxavi ikos da ise Dade axali tavebi xolme wina tavshi momxdari ar dagvaviwkdes xolme

Mere ra Rom banaluria sulac ar aris momabezrebeli swored eseti banaluri momentebi qmnian uwyvet jajvs da mnishvnelovan momentebs. Chvens cxovrebashi mtavaria istoria saintereso da kargi sakitxavi ikos da ise Dade axali tavebi wina tavshi momxdari ambebi ar dagvaviwydes xolme momwonxar me shen

Bodisi teleti davakomentare da auria imedia gaige. Rac davcere;-)

კიკი გავიგე ჩემო საყვარელო <3 ძალიან დიდი მადლობა შენ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent