შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულამდე


1-09-2017, 22:44
ავტორი Neptun
ნანახია 1 147

მცირე შესავალი
გამარჯობათ,დიახ თქვენ კიდევ ერთი ადამიანი ბრძანდებით ვინც ჩემ ნაწარმოებს შემთხვევით დააჭირეთ ხელი,იმედია განაგრძობთ ამ ნაწარმოების კითხვას და შუა გზაში არ შეწყვეტთ იმის გამო რომ არ ვარ ისეთი მწერალი რომელიც გასაოცარ სიტყვებს იშველიებს რაიმე ნაწარმოების დასაწერად. მე უბრალო გოგო ვარ ვინც ვწერ ჩემი მეგობრების ,ნათესავების უცნობების და რა თქმაუნდა ჩემ ისტორიებს.. შესაძლოა ზოგჯერ ვიგონებ კიდევაც,მაგრამ მე ვაკეთებ იმას რაც სიამოვნებას მგვრის და ვფიქრობ რომ მე ამის გარეშე არშემიძლია არსებობა. მიყვარს წერა..მიყვარს გმირების მოფიქრება მიყვარს სხვისი ისტორიიის აღწერა..ეს ჩემში ზის..
ნაწილი პირველი
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა..ჩვეულებრივ ავდექი და ვემზადებოდი კოლეჯში წასასვლელად.. გეტყვით რომ მე სადაც ვცხოვრობდი არიყო ჩემი სახლი არც ნაქირავები და არც ნაგირავები და არც სახლი იყო მინდა გითხრათ..იყო ერთი პატარა ოთახი სადაც მე და დედიკოს გვეძინა..სააბაზანო საერთო სამზარეულოც. მოკლედ,დედაჩემი მუშაობს დამლაგებლად ერთ უმდიდრეს ოჯახში და მათ გამოუყვეს დედას ერთი ოთახი ..მე თავიდან ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდი მარტომ მაგრამ შემდეგ კოლეჯის გადასახადიც დაემატა ჩემი ხელფასიც და დედას ხელფასიც ძლივს გვყოფნიდა კოლეჯის ფულის დასაფარად ამიტომ ვეღარ ვქირაობდით სახლს და დედამ სახლის მეპატრონეს სთხოვა რომ რაღც გარკვეული დროის განმავლობაში მეცხოვრა სანამ ფულს არ შევაგროვებდი.. მადლობა ღმერთს სახლის მეპატრონე კეთილი ქალი აღმოჩნდა და უთხრა რამდენ ხანსაც გინდათ იმდენ ხანს დარჩესო.. ბედნიერი ვიყავი იმითაც რაც მქონდა.. რამდენიმე დღეში სამსახურიც დავკარგე ჩემი ფირმა სადაც ვმუშაობდი გაკოტრდა და დაიწყეს მომუშავეების განთავისუფლება..ამ თანამშრომლებში ერთ-ერთი აღმოვჩნდი მეც. ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის.. თუ დროულად არ ვიშოვიდი სამსახურს კოლეჯის ფულს ვერ გადავიხდიდი და სწავლას შემიჩერებდნენ.. გზად შემხვდა ერთი ძალიან დიდი კაფე და კარებზე ეწერა ვეძებთ ოფიციანტებს.. იმედი მომეცა..შევედი და მივედი სალაროსთან და ვიკითხე
-უკაცრავად სამსახურის თაობაზე ვარ და სად შეიძლება მივიდე?-ქალმა ამხედა დამხედა დაინახა რომ არცისე მდიდარი ოჯახიდან ვიყავი ზიზღის თვალით შემომხედა და მითხრა.
-პირდაპირ მარჯვნივ მეორე კარი.
-მადლობა.-მეც არანაკლებ ზიზღით შევხედე.
ყავისფერი კარები იყო..გაუბედავად დავაკაკუნე არ შევაღე კარი სანამ არ გავიგონე :
-მობრძანდით!
ახალგაზრდა ბიჭი იყო ჩემხელა იქნებოდა მეტის თუ არა ,პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ვთქვი „მამიკოს ფულებით ზის აქ“ მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან ჩემთვის მთავარი იყო სამსახურში ავეყვანე.
-გამარჯობათ-გაუბედავი და ანერვიულებული ხმით მივმართე.
-გაგიმარჯოს,გაგიმარჯოს.. -ისე მომესალმა თავიც არ აუწევია..ცოტა დამამცირებლად მივიღე.
-აბა,რამ შეგვაწუხა,რისთვის მობრძანდით?
-იცით,გარეთ წავიკითხე ოფიციანტები გჭირდებოდათ და ვიფიქრე აქ მეცადა და დამეწყო მუშაობა.-ამ ხნის განმავლობაში არ შემოუხედავს არცერთი წამი.
-კარგით,სამუშაო გამოცდილება?
-აი ინებეთ -და მივაწოდე ჩემი ფირმის მიერ დაწერილი რეკომენდაცია..
-ანუ იურისტი ბრძანდებით?-ისევ დაბლა ჰქონდა თავი და მგონი ტელეფონში რაღცას თამაშობდა..რა პროფესიონალიზმია გაგიჟბა შეიძლებოდა.
-მომავალი.. სამსახური მინდა რომ კოლეჯის ბოლო წლის გადასახადი დავფარო.
-გასაგებია.. შეგიძლიათ შეუდგეთ..-ამდროს შემომხედა და რაღცნაირად გაშეშდა.
-რამოხდა?-ვკითხე მოურიდებლად..
-არაფერი..თუგინდათ ხვალიდან დაიწყეთ..ერთი თვით ადრე გადაგიხდით ხელფასს რომ დაფაროთ სასწავლებლის ფული.
-კი მაგრამ არ მიმუშავია და ასე უცბათ არ ღირს ..
-რა ფულს აიღებ და გაიქცევი?
-არა ,არა ეგ როგორ გაიფიქრეთ ბატონო..
-ხოდა ხვალიდან იმუშავე..-ზეგ დაგერიცხბა ფული გადაიხდი კოლეჯის ფულს და ყველა ბედნიერი იქნება.
-ძალიან დიდი მადლობა..თქვენ მე გადამარჩინეთ..
-კარგით ახლა შეგიძლიათ წაბრძანდეთ..
-კარგით ნახვამდის ბატონო.
ეს სასიხარულო ამბავი დედას იმწამსვე გავაგებინე ..ის ძალიან გახარებული იყო ასეთი ამბავი რომ მოისმინა. იმ დღეს ჩემ მეგობარს შევხვდი დიდიხანია არმინახავს ამდენი პრობლემის შემდეგ..არმინდოდა მისთვისაც მომეხვია ჩემი პრობლემები თვითონაც არ აქვს ყველაფერი ტკბილად.ეგ არის უფულობა როდესაც არ გაქვს ფული ცხოვებაში არაფერი გაქვს მატერიალური..მაგრამ მე მყავს მეგობრები და დედა რომელსაც ფულით ვერ ვიყიდი.. ისინი ჩემი სიმდიდრეები არიან..ისინი მაცოცხლებენ..
-ჩემი საყვარელო როგორ ხარ ..-მომიახლოვდა ემილი
-კარგად შენ როგორ ხარ ?-ძალიან გახარებული ხმით ვუთხარი..შეიძლება ვიყვირე კიდევაც..არმახსოვს..
-რამდენი ხანია არმინახიხარ..როგორ ხარ? -მითხრა მან ,თან მაგიდასთან ვსხდებოდით
-გოგო,რაღაც მცირე ოდენი პრობლემა მქონდა და არმინდოდა მომეხვია შენთვის.
-კარგი რა.. ჩემთან ნებისმიერ რამეზე შეგიძლია საუბარი..რისთვის არიან მეგობრები? რომ ერთმანეთ გვერდში ედგნენ ყველაფრის მიუხედავად.
-კარგი ცუდად მოვიქეცი..-მოყევი რახდება ახალი..
-არვიცი სამსახურს ვეძებ ...მაგრამ ჯერ უშედეგოდ..
-მეც ეგრე ვიყავი ერთი საათის წინ..
-იშოვე?
-კი,კაფეში ..შემთხვევით ვნახე განცხადება..
-აქვე ორ გაჩერებაშ რომ არის?
-ხო..
-მეც ვიყავი მაგრამ არ მიმიღეს..
-გული არ გაიტეხო..მე რომ არ შემეცოდებინა უფროსისთვის თავი არც მოუვიდოდა აზრად ჩემი აყვანა.
-კოლეჯზე გაქვს პროობლემები?
-კი სამსახური დავკარგე და ვერ ვიხდიდი..
-მადლობა ღმერთს იპოვე და არმოგიწია სწავლის შეჩერება..
-ხო..ბოლო წელია.გამოცდებიც ცხვირზე მადგას ..არვიცი მერე უვე პროფესიით დავიწყებ სამსახურის ძებნას და უფრო გამიადვილდება ცხოვრება..
-ხო..მართალია..აი მე არმაქვს პროფესია და მიჭირს სამსახურის მოძებნა...
ეს დღე ჩვენ ერთათ გავატარეთ იმდენიხანი არ გვინახია ერთმანეთი,რომ ძალიან ბევრი სასაუბრო დაგვიგროვდა. ემილი ჩემი უახლოესი მეგობარია..მასზე ახლო არავინ მყავს ..ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა და არასდროს მიგრძვნია თავი უბედური რადგან ყოველთვის მაძლიერებს ეს პიროვნება.ბავშობიდან ერთად ვიზრდებით და ამ ადამიანს ყველაზე მეტად ვენდობი..ვიცი რომ არასდროს მიმატოვებს და ჩემთან ერთად იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ დღეს ძალიან გვიან მივედი..მეგონა დედას ეძინებოდა მაგრამ შუქი იყო ანთებული ეტყობა მელოდებოდა..ღმერთო რა სულელი ვარ როგორ დამავიწყდა დარეკვა.
-სად იყავი დედიკო ამდენ ხანს? -ვინერვიულე..
-დე,ბოდიში,ემილისთან ვიყავი დიდიხანი არ მყავდა ნაანხი და თავიდან ამომივარდა დარეკვა.. კდიევ ერთხელ ბოდიში
-კარგი ,არაუშავს მთავარია მეორედ ასე აღარ ქნა..იცი რამდენი ცუდი ადამიანი დადის მეშინია რამე არ მოგივიდეს.
-კარგი,ფრთხილად ვიქნები.
-გეშიება,იმ კაფეებში ვიცი რასაც აჭმევენ ხალხს აგერ ცოტა საჭმელი შემოვიტანე..
-დე გინდა გავსუქდე?
-გასუქდი,მე ყველანაირი მეყვარები მაინც..-ერთმანეთს ჩავეხუტეთ..
იმის მიუხედავად რომ ცხოვრებაში დიდად არ გვიმართებდა ჩვენ სახეებზე ყოველთვის სუფევდა ღიმილი,ღიმილი რომელსაც ვერავინ წაგვართმევდა. მამა რაც გარდაიცვალა მე და დედას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა..დედას ვგრძნობდი რომ უმძიმდა მუშაობა, ბოლო ბოლო ინფარქტ გადატანილია და ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს..ვერ ვუყურებ დედას ასე ..ერთი სული მაქვს როდის მოვა დრო როცა მე დავასრულებ კოლეჯს გავხსნი ჩემ იურიდულ კომპანიას,ეჰ ,ანა კომპანიის გახსნა გინდა მაგრამ ფული საიდან უნდა იშოვო ? არმაინტერესებს მიწიდან ამოვთხრი მაგრამ მე ამ კომპანიას აუცილებლად შევქმნი,დედასაც აღარ მოუწევს სხვისი ნაგვის დალაგება.. (არ გაგიკვირდეთ,მე ვსაუბრობ ჩემ თავთან,რადგან ეს მეხმარება სწორი გადაწყვეტილებები მივიღო,არგეგონოთ გიჟი ვარ ,არა ეს მევარ )
ღამე სადღაც სამ საათზე გამეღვიძა,არვიცი რატომ არაფერი მაწუხებდა უბრალოდ ადგომა მომინდა და სუფთა ჰაერზე გასეირნება,მადლობა ღმერთს დიდი ეზო აქვთ..მაინც ღამეა ვერავინ დამინახავს,ყველას ეძინება.. გავიფიქრე და იქვე მდებარე სკამზე ჩამოვჯექი. გავიხედ -გამოვიხედე და ვხედავ რომ ერთ საძინებელში შუქი იყო ანთებული,რატომღაც არ გამიკვირდა,რადგან ბევრი სამეცადინოს დროს მეც მაქვს ამ დრომდე შუქი აგიზგიზებული ოთახში.დიდი ხნის განმავლობაში ვიჯექი ეზოში და ვარსკვლავებს გავცქეროდი,ძალიან მიყვარს ფიქრი ამ დროს,უცბათ ვიგრძენი რომ ზევიდან ვიღაც მიყურებდა და გავიხედე მარცხნივ და ვიღაც ბიჭი აივანზე იდგა და მიყურებდა,შემეშინდა და შევედი ოთახში..დედამ გაიგო და გაეღვიძა.
-სად იყავი?
-სუფთა ჰაერზე მინდოდა გსავლა და გავედი..აი აქ ეზოში ვიჯექი.
-ხო,დაწექი მიდი..ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი..
იმ ღამეს არც დამძინებია,იმის შიშით რომ სამსახურის პირველივე დღეს არ დამეგვიანა..დედა შვიდის ნახევარზე დგება,პრინციპში მეც მაგდროს მიწევს მომზადება.. სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად, დედა და დანარჩენი სხვა დიასახლისები უკვე წასულები იყვნენ თავიანთ კუთვნლი ადგილას.. გამოვედი ძალიან ბედნიერი სახით აბაზანიდან და ვხედავ რომ ოთახის კარები ღიაა,მახსოვს რომ დავკეტე თან გასაღებით დედა ზუსტად ვიცი რომ მეორე სართულზეა იმიტომ რომ აივანზე გაირა ამ წამს ..აბანოდან გამოსვლის შემდეგ ფაჯრიდან დავინახე.. შემეშინდა იქვე მდებარე ვაზა ავიღე და ოთახში ჩუმად შევედი დავინახე,რომ ვიღაც კაცი/ბიჭი ვერ გავერკვიე იყო ჩემ ნივთებთან და ჩემ წიგნებს ათვალიერებდა რომ ყვირილით მივარდი უნდა დამერტყა ვაზა და შემოტრიალდა ხელი დამიბლოკა და ვაზა დამაგდებინა ხელიდა.. სანამ გავიაზრებდი ვინ იყო ვყვიროდი
-ვინ ხართ რაგინდათ? აი აიღეთ რაც გამაჩნიათ.პოლიციას არ გამოვუძაღებ..
როდესაც შევხედე მივხვდი რომ ეს იყო ის ჩემი უფროსი,რომელმაც კაფეში სამსახურში ამიყვანა..
-ღმერთო ჩემო თქვენ?
-დიახ მე..
-აქ რაგინდათ?
-ვფიქრობ იგივე კითხვა მე შენ უნდა დაგისვა.
-მე აქ ვცხოვრობ..
-რა დამთხვევაა მეც ,იცი?
-ეგ როგორ?
-ეს ჩემი სახლია.. ახლა მიხვდი?
-კი,მივხვდი ..ანუ გუშინ რომდავინახე ვიღაცა აივანზე შენ იყავი?
-კი,მე ვიყავი და იმიტომაც მოვედი რომ გადამემოწმებინა..
-მეორედ რომ მოხვლა უკაცრავად მოხვალთ რაღაცის გადასამოწმებლად გამაფრთხილეთ რომ ეს ვაზა მეორედ მართლა არ მოგხვდეთ თავში..
-მემუქრები?
-არა,უბრალოდ გაფრთხილებთ.. ახლა კიდევ თქვენის ნებართვით მოვემზადები ,არმინდა სამსახურის პირველივე დღეს დავაგვიანო,თორე უფროსი ისეთი მკაცრი მყავს რომ შეიძლება გამაგდოს და არ მაპატიოს დაგვიანება.
-ხო,მაგაში გეთანხმები იჩქარე მალე... -თქვა და გაიცინა,აი მე სულაც არ მეცინებოდა..ძალიან უხერხულად ვიყავი.. მალევე გავემზადე .. ვისაუზმე ,ერთი კარგი ქალი იყო იმას შემოჰქონდა საჭმელი სახლში რომ არ მეარა..სიმართლე გითხრათ სახელი არვიცოდი რადგან ძალიან ცოტას საუბრობდა. დედასგან ვიცი დაქვრივდა და შვილიც გარდაეცვალა ალბათ ეგაა მისი დუმილის მიზეზი.. ვცდილობდი არ მომებეზრებინა ჩემი უაზრო ლაპარაკით,ძალიან ცნობისმოყვარე ვარ ადამიანი რომ გავიცნო უნდა ბევრი კითხვა დავუსვა და ჯობს საერთოდ არ გავიცნო.. ჩავიცვი და გამოვედი სახლიდან ცოტა გავიარე და მესმის პიპინი..ოპა დაიკო მემგონი ვიღაც გითვალთვალებს..ძალიან შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე და უცბათ გამომძახა
-რას გარბიხარ ჩაჯექი მანქანაში..-მივხვდი რომ ეს ის იყო დილთ რომ შემაშინა და ისაა სამსახურში რომ გამაწამებს.
-არა,იყოს მეთვითონ მივალ.
-კი არ გიტაცებ.. ჩაჯექი მიდი სწრაფად..მაინც ერთი გზა გვაქვს,თან ახლა ავტობუსები სავსე იქნება,დააგვიანებ მერე უფროსი გაბრაზდება და სამსახურს დაკარგავ..
-მემუქრები?
-არა,გაფრთხილებ.-ძალიან არხეინად საუბრობდა..თითქოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.. დიდი ხნის საუბრის შემდეგ ჩავჯექი..კაფემდე მისვლამდე სადღც ოც მეტრზე ვუთხარი:
-აი აქ ჩამოვალ..
-რატომ? ბარემ მივედით..
-არა,აქ ჩამოვალ..მერე რას იფიქრებენ უფროსთან ერთად დადისო ზედმეტი ჭორებისგა თავს დავიზღვევ.
-და რა არდადიხარ?
-შე გარყვნილო..
ჩანთა დავარტყი..ის იცინოდა,ღმერთო ჩემო როგორ ნერვებზე თამაშობდა... ჩამომსვა..კარებთან კვლავ შევეჯახეთ და დაიწყო..
-ვაა,ქალბატონო ანა როგორ ბრძანდებით? -მკითხა თითქოს მთელი დილა არ ვუნახივარ..
-რამდენი ხანია არ გინახივართ არა?-ცინიკურად მივმართე და შევედი კაფეში..
მთელი დღე კლიენტურა არ წყდებოდა..დავწრწოდი აქეთ იქით,ძალიან მიუჩვეველია ჩემთვის ასეთი სამსახური,მაგრამ უნდა ავიტანო..უცბათ ნინიმ შემომძახა
-ანა,მიდი უფროსმა ყავა შემომიტანეთო და მიუტანე რა,ყველა დაკავებულია..-არადა მიხაროდა ხუთი წუთი შესვენება მომეცა თქო..
მოვადუღე და შევუტანე..
-მადლობა..-მითხრა ისე რომ არ შემოუხედავს..
-არაფრის..
-ოჰ შენ? აქ რაგინდა?
-შენ რა სულელი ხარ? ყავა მოგიტანე..
-აა აქ მუშაობ?
-როგორც ჩანს სკლეროზიანიც..
-კარგი ვხუმრობ..
-უკაცრავად წავალ..საქმე მაქვს..ნინი ძებნას დაიწყებს..
-დაიცადე..- თქვა და დაიწყო ტელეფონზე ნომრის აკრეფვა და უთხრა ნინი ანა გაუშვი დღეს დაამთავრა თავისი სამუშაო დღე..
-კი მაგრამ ჩემი სამუშაო სადღაც ერთ საათში დამთავრდება..
-არაუშავს.. ცოტა დამრჩა სამუშაო და ერთად წავიდეთ სახლში..
-არა,მეგობარს უნდა შევხვდე..ჩემი გზით წავალ..
-შენინებაა.. -გასვლამდე შემომძახა
-საყვარელო,ძალიან არ დაიგვიანო მაგრამ არც იჩქარო...
-რატომ მეუბნები მაგას? შენი ცოლი ვარ?
ვუთხარი და სიცილი მორთო..ჩემთვის ეს აუტანელი იყო ძალიან ნერვებზე მოქმედებდა,მაგრამ რაღაც მხრივ კარგიც იყო სამსახურიდან არ გამაგდებდა..რა დამპალი ვარ ღმერთო..
მალევე გამოვიცვალე ფორმა და წავედი ემილისთან სახლში...ალბათ გაინტერესებთ რატომ არ ვცხოვრობ ემილისთან,მაგრამ რთული ცხოვრება აქვთ ერთ ოთახიანი ბინაა და სამი კაცი ცხოვრობს და მეც ვერ დავაწვებოდი.. მოვუყევი ყველაფერი და იცით რამითხრა? ლამის რაღაც მივარტყი თავში..გაფუქება იცის ხოლმე და ნერვებზე მშლის..ემილი კითხულობ ხომ? არ გამიბრაზდე მეც ძალიან მიყვარხარ..
ამბის დასრულების თანავე წამოიძახა
-მაგ ბიჭს მოსწონხარ..
-კარგი რა ..რა სისულელეა?-რაღაც ნაწილი ჩემი ემილის მოსაზრებისკენაც გადაიხარა,მაგრამ მაინც არ გავდიოდი ბოლომდე,დავიჯერო მოვეწონე? არა,არა იმდენ გოგოსთან აქვს ურთიერთობა მე რამოსაწონი ვარ..
-აი ნახავ..მერე მოხვალ აი ამ კარებთან და მეტყვი შენი საცოდავი სახით“მართალი იყავი ემილი“
ამდროს ბალიში ვესროლე თავში და წავაქციე..იმანაც არა დამაკლო...
ემილი ! მინდა გითხრა ის ხელი ისევ მტკივა..
ამ საღამოს მალევე დავბრუნდი სახლში და დავიძინე,მაგრამ ღამე გამეღვიძა ისევ და გავედი ეზოში..გავიხედე იმის ფანჯრისკენ..არმინდოდა ისევ შევჯახებოდით..როცა უცბათ გავიგე ხმა
-რაიყო ჩემ ფანჯარას უყურებ? გაინტერესებს მძინავს თუ არა?
-არა,რა სისულელეა..უბრალოდ სახლს ვათვალიერებდი..არშეიძლება?
-კარგი კარგი,როგორ არა ,შეიძლება.. -თან ახლოვდებოდა..ამ ხნის განმავლობაში ემილის ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა თავში და ნერვები მეშლებოდა.
-კარგი,გვიანია წავედი უნდა დავიძინო,ღამე მშვიდობისა..-კარები მოვუხურე ცხვირზე,მაგრამ ვიცოდი რაღაც უსიამოვნო მოხდებოდა ამიტომ მერჩივნა სიუხეშე გამომეჩინა..
მეორე დღეს ადრე ავდექი... გავემზადე და ცოტა უფრო გავლამაზდი ..გამოვედი და ვიყურებოდი აქეთ იქით მას ვეძებდი მინდოდა მენახა მაგრამ წასულა,მეწყინა ცოტა არიყოს... მაგრამ ამავდროულად ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ არმომწონდა,მაგრამ ჩემი ქცევები სულ სხვა რამეს მეტყველებდა..აქ დაიწყო ჩემი არევა ,რაც ნამდვილად არმაწყობდა,იმიტომ რომ სამ დღეში გამოცდები მაქვს და შეიძლება საგამოცდო ფურცელზე ვერაფერი დავწერო.. ღმერთო რას მიკეთებ?
მე როდესაც მეგონა რომ ის უკვე წასული იყო და დანაღვლიანებული სახით მივაბიჯებდი ქუჩის ბოლოში ყვავილების მაღზიასთან მისი მანქანა იყო გაჩერებული გავიარე..დამინახა და შემომძახა..
-ანაა..
-ვუი,ფრედ? მეგონა სამსახურში ხარ უკვე..
-არა ,რაღაცის ყიდვა გადავწყვიტე..
ამდროს ყვავილების გამყიდველმა შემოსძახა
-აი თქვენი ბუკეტი მზადაა..-და უშველებელი ბუკეტი გადასცა ფრედს..
-ოჰო..-აღტაცება ვერ დავმალე..
-მოგწონს?
-კი ძალიან ლამაზია..
-ეს შენ.. -და ბუკეტი გამიწოდა..
-რას ამბობ?
-აიღე სანამ არ გადავიფიქრე..
-ძალიან დიდი მადლობა მაგრამ რით დავიმსახურე?
-არ შეიძლება მამაკაცმა ყვავილების ბბუკეტი რომ აჩუქოს მშვენიერ ქალს?
ამაზე არაფერი გამიცია.. ჩავჯექი მანქანაში უსიტყვოდ.. ცოტახანში შევამჩნიე რომ სამსახურს ავცდით და ვუთხარი..
-კაფეს ავცდით..
-ვიცი..
-მერე?
-შვებულება გვაქვს..
-რა შვებულება?
-შვებულება რომელიც გუშინ ოფიციალურად გამოვწერე ორივესთვის..
-ღმერთო რას იფიქრებენ..
-ნუ ღელავს რას იფიქრებენ მთავარია დატკბე ამ მომენტით..
ძალიან ლამაზ ადგილას მივედით..დაჩა იყო მაგისი. ცოტა გამიკვირდაა..
-მიდი შენ შედი სახლში მე ახლავე მოვალ..-მითხრა და სადღაც გავიდა..
ცოტა შემეშინდა...
-შევედი ლამაზ ხის სახლში სიბნელე იყო და უცბათ აინთო ძალიან ლამაზად მორთული ნათურები..გარშემო ვარდებით მორთული ბილიკი..ღმერთო რა ლამაზია...ძალიან გაოცებული ვიყავი..ბილიკის ბოლოს გაშლილი იყო პატარა რომანტიული სუფრა.. მივუახლოოვდი და ვათვალიერებდი როდესაც უკნიდან მომესმა მისი ხმა..
-მოგეწონა?
-კი ძალიან..ეს ჩემთვისაა?
-აბა,სხვა ვისთვის?
-რატომ?
-ძალიან მომწონხარ და ასეთი გზით მინდოდა შენთვის ეს მეთქვა..
-ძალიან დიდი მადლობა..ყველაფერი იდეალურია..-ვერ მოვითმინე და ჩავეხუტე.. -ამ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში..
ეს საღამო ერთად გავატარეთ ..მელოდრამას ვუურებდით და თან მას თავი ჩემ მხარზე ედო.. უცბათ საათს მოვკარი თვალი..
-ჯანდაბა,გვიანია უკვე..წავიდეთ სახლში რა..
-კარგი ახლავე გასაღებს ავიღებ და..
სახლში დაბრუნებისას დედამ დამინახა როგორ გადმოვედი მისი მანქანიდა..
სახლში შევედი თუ არა დედა მკაცრი ხმით მითხრა..
-დაჯექი,სალაპარაკო მაქვს.
-რახდება დედა? რამე მოხდაა?
-რატომ გადმოხვედი მისი მანქანიდან? იცი საერთოდ ვინ არის?
-კი დე ვიცი ჩემი უფროსი და ამ სახლის მეპატრონე..
-არ დაგინახო მეორედ მასთან მანქანაში ..გამიგე? რას იფიქრებენ მოსამსახურის ქალიშვილი მდიდარ ბიჭს ფულის გამო აეკიდაო??
-უკაცრავად,ქალბატონო! -შემოვარდა ფრედი.
-შემთხვევით თვენ უსიამოვნო დიალოგს მოვკარი ყური..ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასე შემოვარდნისთვის მაგრამ მერწმუნეთ ასეთი ჭორები არიქნება..რაც შეეხება „მოსამსახურის გოგოს რომელის მდიდარ ბიჭს“ აეკიდა სრულიად მცდარი ფრაზაა რადგან ეს ფრაზა რედაქტირებას ითხოვს და თუ დავარედაქტირებთ ასე გამოვა „მდიდრი ბიჭი აეკიდა მოსამსახურის გოგოს“ მე თქვენი ქალიშვილი მომწონს და სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებ..
თქვა და გავიდა..მე მიხაროდა რაღაცნაირდა..დედამაც ამოისუნთქა მაგრამ ის რაც ხდებოდა ბოლომდე მოსვენებას არ აძლევდა.. ეგონა რამე ცუდი მოხდებოდა,მაგრამ არვიცი რეალურად რავქნა დედას ვერ ვაწყენინებ..
-დე შევწყვიტო ურთიერთობა?
-არა,თუ მოგწონს არ შეწყვიტო..მაგრამ ფრთხილად იყავი.. შევეცდები დე .
-მიყვარხარ,ჩემო სიცოცხლე..
-მეც დე ,ძალიან..



№1 სტუმარი mari

ოჰო,ძაან მაგარია..გაგრძელებას ველი <3

აუ რა კარგია :( <3

 


№2  offline წევრი Neptun

mari
ოჰო,ძაან მაგარია..გაგრძელებას ველი <3

აუ რა კარგია :( <3

მადლობა მარიმ <3 :3

 


№3 სტუმარი Guest ...

გაგრძელება როდის ? ❤

 


№4  offline წევრი Neptun

Guest ...
გაგრძელება როდის ? ❤

ხვალე აუცილებლად <3

 


№5 სტუმარი gggg

Magariaaaa gagrdzeleba male dade ra <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent