შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში


1-09-2017, 22:46
ავტორი n-strovet
ნანახია 2 631

-რას ნიშნავს ვერ გადაარჩინეთ?-მთელს ხმაზე ყვიროდა
-მაპატიეთ, ბევრი სისხლი დაკარგა სამწუხაროდ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა-თავი ჩახარა ექიმა და მშვიდათ დატოვა იქაურობა
ის კი გაშტერებული ხელი მიებრჯინა კედელზე და ტიროდა
-არა, არ მოკვდებოდა, არ შეიძლება, არ ქონდა ამის უფლება-ტიროდა და სიმწარისგან კედელს თავრს ურტყამდა -არ ქონდა წასვლის უფლება-ამოიტირა და ჩაიკეცა
..............................................................................................................................................
2 წლით ადრე
-მოვედი, ელზაა- ღიმილით შემოვარდა ლილიანი სახლში
-ჩემი გოგო მოსულა. მოდი გაკოცო-ხელგაშლილი წავიდა გოგონასკენ-გშია?
-არა, ნაჭამი ვარ
-ისევ ქუჩაში ჭამე არა?
-კაი რა გთხოვ, ნუ დაიწყე-აწუწუნდა და დივანზე დახტა
-კარგი, არ დავიწყებ. მამაშენმა დარეკა
-რა გითხრა?
-საღამოს სახლში დამხვდეს ლილიანიო
-ხომ შვიდობაა?
-კი. მაგრამ საქმე აქვს სერიოზული, როგორც ჩანს
-კარგი საღამოსთვის სახში ვიქნები-ფეხზე წამოდგა და ოთახში ავიდა
კარადის კარები გამოაღო და ტანსაცმლის დათვალიერება დაიწყო
ბოლოს შავი ჯინსი, თეთრი ტოპი და თეთრი ბოტასები გამოიღო სწრაფად ჩაიცვა, გაშლილ შავ გრძელ თმაზე კეპკა დაიხურა ჩანთა გადაიკიდა , მანქანის გასაღები აიღო და სახლი დატოვა
კაფეში შევიდა სადაც მისი მეგობარი ნინელი ელოდა სიხარულით მივარდა და გადაეხვია
-დაჯექი, ცივი ყავა შევუკვეთე
-კარგი გიქნია ძალიან ცხელა
მენიუ აიღო და დაინიავა
-დღეს წავიდეთ არა, კლუბში
-დღე არ მცალია-თავი გააქნია, მიმტანს გაუღიმა და ცივ ყავას შეექცა
-რახდება დღეს?
-მამაჩემს აქვს საქმე
-რა საქმე?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა-რომ მოვა მეტყვი
-კარგი რა ზაფხული მოვიდა, ბატუმში არ მივდივართ?
-მოითქვი ადამიანო სული რა უფ. წავალთ, არ იღელვო
-იმედი მაქვს-დაიბუზღუნა
-ნინელი არ გაქვს საქმე სხვა?
-კი, მაქვს და მივდივარ -საფულე გახსნა ფული დატოვა დაქალს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კაფე დატოვა
-ღმერთო თავი მომაბეზრა ამ გოგომ-თვალები გადაატრიალა და ტელეფონში ჩაძვრა
დიდხანს არც გაჩერებულა, ცივი ყავა დალია და წავიდა ცოტახნით მანქანით ისეირნა, შემდეგ მაღაზიებში ახალი კოლექციები დაათვალიერა, სალონშიც შეიარა განიხილე ქალაქის ტოპ ცხელი ჭორები ბევრი იხალისა და სახლში დაბრუნდა
-მოვედი, დაბრუნდა მამა?
-არა, ჯერ არა
-სად არის კი მაგრამ ამდენ ხანს?
-არ ვიცი, მე ბაღში ყვავილები უნდა მოვრწო
-კარგი წადი
-არ წამოხვალ?
-სად? ბაღში?
-ხო, არ ყოფილხარ დიდი ხანია
-ხო, არ ვყოფილვარ, მაგრამ ეხლა მეზარება. შენ წადი -თავი გააქნია და ისევ ტელეფონს დააჩერდა
-როგორც შენ გინდა-ამოიხვნეშა-მე მეგონა დაგაინტერესებდა ახალი ბაღი
-რა? ახალი?
-ხო შენ რომ ვენეციაში იყავი იმ დროს მუშები მოიყვანა მამაშენმა
-და მე რატომ არ ვიცოდი?-გაგიჟებული მივარდა ელზას
-მეგონა მამაშენი გეტოდა-ამოიბუტბუტა
-რატომ შეცვალა?
-არ ვიცი
-კარგი წადი -დივანზე ჩამოჯდა და მამამის დაურეკა,მაგრამ არ იღებდა.
-ოდესმე ხომ შეიძლება იმ დროს აიღო ეს ტელეფონი როდესაც მჭირდება-გაბრაზებულმა მოისროლა და სახლში აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული.
შუა ღამეც გახდა, მაგრამ მამისი ჯერ კიდევ არ იყო მოსული ურეკავდა მაგრამ არ იღებდა ტელეფონს. ბოლოს მობეზრდა ესე ლოდინი ჩიფსი გახსნა, ლუდი გამოიღო და კინოს ჩაუჯდა. ამ დროს კარებზე ზარი გაისმა სწრაფად ადგა და გაამოაღო კარები
-სად ხარ? იცი რომელია საათი? ეს რა სუნია ? ისევ დალიე ხო? აღარ მოგბეზრდა მამა?-ერთდროულად მიაყარა ყველა კითხვე
-ჯერ შემომიშვი-ხელი ჩაიქნია და სახლში ძლივს შემოვიდა-მოდი მამიკოს ერთადერთო სიხარულო
ლილიანიც მივიდა და წინ დაუდგა ზიზღის თვალებით
-ნუ მიყურებ ეგრე-თმებზე ხელი გადაუსვა და აკოცა-აბა მითხარი ვინ გყავს შეყვარებული?
-არ მყავს
-უკვე 19 წლის ხარ რატომ მატყუებ? მე მამაშენი ვარ, ვალდებული ვარ ვიცოდე ყველაფერი
-ეგრე თუ ვიმსჯელებთ ვალდებული ხარ მამის მოვალეობა შეასრულო, მომხედო და არა ასე გაილეშო ყოველ დღე
-ჩემს ნაშნოვს მამადლი?-გაბრაზდა და სკამზე დაჯდა
-არარის საჭირო ისე მოიქცე თითქოს დარდისგან კვდები. ან საერთოდ რაზე ჯავრობ ამდენს,რომ სვამ?
-არ ვაპირებ შენთან შეთახმებას რამესი-წარბები შეღმუშნა-შენ ამ დროს რატომ არ გძინავს?
-შეგახსენებ, რომ საღამოს საქმე გქონდა და უნდა მოსულიყავი ადრე
-ხო ხედავა არ მოვედი რატომ არ დაიძინე?
-იმიტომ, რომ ვღელავდი მამა არც ტელეფონს არ იღებ და არც დაცვით დადიხარ
-წადი დაიძინე
-უნდა გვესაუბრა ჩვენ
-ეხლა არაფლის თავი არ მაქვს ხვალ ვისაუბროდ
-კარგი, ამჯერად იყოს ესე -ხელები ზემოდ აწია დანებების ნიშნად და ოთახში ავიდა
.................
-დილამშვიდობის
-ელზა მომიტანე ბორჯომი მაცივარშია
-შენ ვერ ადგები? ელზა მონა კი არ არის
-ენა დაამოკლე და ჭამე-თვალებით მიუთითა თეფშზე
-რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი?
-დაივიწყე
-და რატომ? რა არის ესეთი ეგრე რომ წელავ?
-დაივიწყე მეთქი-შეუღრინა
-კარგი, მაშინ მე დავიწყებ. ბაღი, რატომ გადააკეთე?
-ძველი დიზაინი იყო
-ნუ მატყუებ მამა-წამოიყვირა
-ტონი აკონტროლე-შეუღრინა და ელზას ბორჯომი გამოართვა
-იმ ქალის გამო არა?-ჩანგალი მაგიდაზე ისროლა
-ლილიან, უკულტუროდ ნუ იქცევი, არ შეიძლება სუფრაზე ეგრე
-ვინ მიგდია ის სოფლელი დედაჩემის სამახსოვრო ადგილს რომ ეხება?
-სიტყვები შეარჩიე-უღრიალა- ის არაფელ შუაშია დიდი ხნის წინ უნდა შემეცვალა
-და რატომ? რა დაგიშავა?
-შეგახსენებ რომ დედაშენმა მიგატოვა, მიგაგდო და მე რომ არა ეხლა შიმშილისგან სული გაგძვრებოდა. სამარცხვინო სიკვდილით მოკვდებოდი -მაგედაზე ხელი დაკრა ლილიანი კი ფეხზე წამოხტა
-დავიღალე შენი დაყვედრებით, იმ სოფლელის გამო მე მიყვირი
-ის სოფლელი, როგორც შენ უწოდებ მალე ჩემი ცოლი გახდება
-ჰა? მომესმა?
-არა მალე თეა და ლევანი აქ იცხოვრებს
-ღმერთო ჩემო, ის ორი სოფლელი დედა შვილი ჩვენს სახლში იცხოვრებს? არ მჯერა ვერ ხვდები, რომ მას მხოლოდ ფული უნდა შენგან? ესე რამ დაგაბმავა? ის...ის ფულის მონა ჩვანს სახლში? ამას ვერ ავიტან
-მოგიწევს ატანა ან აიტან ან აქედან წახვალ აირჩიე
-უკვე არჩევანის წინახეც დამაყენე, ყოჩახ,ბრავო-ტაში დაუკრა-შეგერგოს-მის თეფშს ხელი აკრა და მაგიდაზე მოაბნია მისი ულუფა და ოთახში ავარდა
-მის ხელში ჭამაც შეგზარდება -შარვალის წმენდა დაიწყო -ელზა მიალაგე ეს , დამაკარგინეთ ყველაფრის მადა-ყვირილით გავარდა სახლიდან
ელზა კი მორჩილად გამოვიდა და ალაგება დაიწყო
-ის ქალი და ბავშვი აქმოვა და მართლლაც ყველაფერი შეიცვლება-ამოიხვნეშა და თეფშები ერთმანეთზე დააწყო



№1  offline წევრი skida

საინტერესო დასაწყისია ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent