მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 9)
როდესაც მისგან წამოვედი.გათენებული იყო. აზრები თავში მერეოდა. გარეთ გრილოდა, ცოტა შემცივდა. მთელი ღამე არ მეძინა და საერთოდ არ ვწუხდი ამაზე,რადგან ის რაც მე მოვისმინე ამად ღირდა. ასეთი ამბები ყოველ დღე არ ხდება..ასეთი ადამიანები ყველგან არ გხვდებიან..ასეთი საინტერესო მასალა ჯერ არ მქონია... ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახში...მინდოდა დროულად მივჯდომოდი ჩემს მაგიდას და წერა დამეწყო. არ მინდოდა რაიმე დეტალიც კი გამომრჩენოდა. "ეს ხომ შოკისმომგვრელია" ვიმეორებდი ჩემთვის, ასე თამამად გადაწყვიტო შენი ცხოვრების გამომზეურება, ასე გამოამზეურო შენი ინტიმური ცხოვრება....ეს ხომ ადვილი არარის?? მივდიოდი ქუჩაზე და ფიქრებში ისე გავიპარე, გადამავიწყდა ტაქსის გაჩერება. "--ის რასაც ახლა მე ვყვები ძალიან დიდ აზრს ატარებს,...ერთი თხოვნა მაქვს შენთან --გისმენთ - რა უნდა ეთხოვა?? --მე მინდა ეს ყველაფერი ისე დაწერო როგორც არის ნათქვამი, როგორც იყო ისე მინდა დაიწეროს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე....დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს და გამოიტანოს დასკვნა. --რა თქმა უნდა, მასეც ვაპირებ მენდეთ. --ძალიან კარგი.... მაშინ დავასრულო დროა... "ნარიყალაზე ვიყავით სასეირნოდ, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ამინდი ძალიან კარგი იყო. ძალიან სასიამოვნად დამამახსოვრდა ის დღე. ავტომობილი გავაჩერეთ და ფეხით გადავწყვიტეთ გაგვესეირნა. ვიდექით ნარიყალაზე და გადმოვყურებდით თბილისს. უმრავლესობას ნანახი ექნება ეს ხედი... საოცარია.. გადმოყურებ სოკოებივით მდგომ სახლებს ,გაიხედავ და ძველი თბილისის ხედი ისე ლამაზად ერწყმის თანამედროვე თბილისს... გამწვანებული ბუნება, თავისუფლების და ბედნიერების სურნელი...საყვარელი, სასურველი ადამიანი გვერდით,...ტელეფონი სასწაული გამალებით რეკავდა... ის არ პასუხობდა..მივხვდი სახლიდან ურეკავდნენ.... --უპასუხე იქნებ რახდება?- თავად შევთავაზე. მოშორებით გავიდა და უპასუხა. --ეტყობა რაღაც მოხდა, ადრე მოდიო- --თუ გინდა წავიდეთ? --არა ...არსად არ წავალთ.. ჯერ რაც გეგმა გვაქვს იმას მივხედოთ--მაკოცა საოცარი სითბოთი. იქიდან საბაგიროთი დავუბრუნდით ქალაქის ენერგიულ ქუჩებს და სამების ტაძარი მოვინახულეთ.... სასიამოვნო დღე გავატარე... როდესაც სახლში მიმიყვანა დამემშვიდობა და წავიდა...ეს დღე ბოლო ბედნიერება იყო ჩემთვის. დილა გათენდა..არც sms-ი.არც ზარი...გამიკვირდა... ასეთი რამ არ ახასიათებდა.."ალბათ რამე მოხდა"..ამეკვიატა აზრი...მე არ მინდოდა დარეკვა ამიტომ ველოდი მის ზარს,დილა უკვე არეულად დაიწყო... მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი და აფორიაქებული. ვერც სამუშ აოზე მოვახდინე კონცენტრირება. მთელი ყურადღება ტელეფონზე მქონდა გადატანილი არ მინდოდა მისი ზარი გამომპარვოდა.... შუადღეს,როგორც იქნა დარეკა. --როგორ ხარ?--ძალიან უცნაური ხმა ჰქონდა და მივხვდი ასკარად რაღაც მოხდა... --არამიშავს...რადროს მე როგორ ვარ არის...ხომ მშვიდობა გაქვს?- სწრაფად ვკითხე რომ პასუხიც სწრაფად გამეგო. ყურმილში რამდენიმე წამიანი არასასიამოვნო პაუზა იყო --გაიგო...ყველაფერი გაიგო...-გავშეშდი...რა მეთქვა..რა მეკითხა არ ვიცოდი-- გაიგო და მაპატიებს თუ მე და შენ დავამთავრებთ ურთიერთობას...-თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს....სუნთქვა შემეკვრა... ახლა მივხვდი რომ ძალიან შეურაწყოფილი ვიყავი... ახლა მივხვდი რომ თუ კი მეგონა ამისთვის მზად ვიყავი, ვცდებოდი...აპატიებს?...... ეს რა პატიებას სთხოვდა?!... ეს...ეს....უცებ შევეცადე წარმომედგინა ყველა სცენა და დიალოგი რაც შეიძლებოდა იქ მომხდარიყო. წარმოვიდგინე "ცოლის" განწირული კივილი, ისტერიკა.ლეწვა-მტვრევა... როგორ ლანძღავს. .როგორ მლანძღავს...ტირილი ყვირილი...ყველაფერი ერთბაშად და შევწუხდი...ძალიან უსიამოვნო იქნებოდა...საშინელება... მაგრამ გავბრაზდი მოულოდნელად....მაბრაზებდა სიტყვა"მაპატიებს"...ნუთუ პატიებას სთხოვდა??.... აპატიებს აბა რას იზავს...უსუსური ქალი ყოველთვის აპატიებს... უუყვარს და აპატიებს?..ეს ხომ ყველაზე პრიმიტიული მიზეზია პატიების...შვილის გამო?.. ეს ხომ კომპრომატია. --დაგირეკავ მოგვიანებით-მითხრა და გათიშა... თავში აურზაური მქონდა...ყველაფერზე ერთბაშად ვფიქრობდი...ახლა რა იქნება?... რა უნდა ვქნა?..ან მე რა შემიძლია ვქნა?კითხევი თავად მოდიოდნენ თავში,რომლებსაც პასუხს ვერ ვცემდი.“ -- თქვენ ხომ იცოდით, რომ ასე მოხდებოდა?? -- კი ვიცოდი.. ველოდი... მაგრამ არ ვიყავი მზად... -- უდროო იყო ამ ამბის გაგება?? -- არა მაგას ამ მომენტში მნიშვნელობა არ აქვს... მე ვთქვი მეშინოდა იმ პოზიციის დაკარგვის, რაც მის ცხოვრებაში მეკავა გახსოვს? -- კი კი ... -- აი ზუსტად მისი ზარის შემდეგ დავკარგე ეს პოზიცია... გგონია მას ვამტყუნებ?... გგონია არ ვიცი რომ სწორად მოიქცა?... მაგრამ....---გაჩუმდა...ისე დიდხანს იყო ჩუმად მივხვდი საჭირო იყო ჩარევა საუბარში --მაგრამ გეწყინათ.... -- რა თქმა უნდა... ყველაფერი მეწყინა მიუხედავად იმსა, კიდევ ავღნიშნავ რომ მე ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი......იცი... გამიგია,თუ გინდა ადამიანის ფასი გაიგო უნდა დაკარგო, ასე ამბობენ... -- დიახ ამბობენ -- დავეთანხმე -- და მე გავიგე.... ამ ზარის შემდეგ მივხვდი მის ფასს... -- უფრო კონკრეტულად?-- ძალიან მინდოდა მისი შეგრძნებები ურო დაწვრილებით გამეგო -- საქმე რაშია იცი?! როდესაც ეს ამბავი მითხრა იმ მომენტში ალბათ პირველი რაც გავიფიქრე „ახლა რა მეშველება“, ერთბაშად ვიგრძენი, შიში, იმედგაცრუება,თკივილი,სევდა, ნერვიულობა, სისუსტე.... ყველაფერზე ერთბაშად გავიფიქრე -- მაგრამ მას ხომ არ უთქვამს რომ ამთავრებდა ურთიერთობას... --ვკითხე იმედიანად იქნება და რამე სხვანაირად წარმართულიყო -- თქმა რა საჭირო იყო... განა მე არ ავღნიშნე ამ საკითხზე ჩამი დამოკიდებულება?... მას ჩემნაირი „ცოლი“ არ სჭირდებოდა. გაგეცინებათ და როდესაც ის ამას ჰყვებოდა, მეც გავბრაზდი „მასზე“... როგორ შეეძლო მიეტოვებინა ასეთი ქალი... როგორ შეეძლო დაეთმო ის დადებითი მხარე, ის მეორე სიყვარული, რომლისთვისაც ამდენი იწვალა?... ან იწვალა კი?! უფრო ვიტყოდი ეცადა და მიიღო...მიიღო ის რაც უნდოდა,ის როგორც უნდოდა და რა?! ... მაგრამ „ჩემი გმირი“ ამ ყველაფერს ხსნიდა თავისი აზროვნებით და ინდივიდუალიზმით... --საოცარია... არც კი ვიცი რა ვთქვა...-მინდოდა თქმა რაიმესი მაგრამ რა მეთქვა არ ვიცოდი...--შემდეგ რა მოხდა?... რა ისაუბრეთ?...-- ისევ ისტერიული სიცილი მისი... -- ვისაუბრეთ?.... მე ის აღარ მინახავს...--ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა... -- მე ის აღარ მინახავს.... უფრო სწრად ვნახე... მხოლოდ მასთან სახლში... მაშინ როდესაც მისი „ცოლი“ მლანძგავდა. --ნახევარ საათში ჩემთან იყავი--ტელეფონში "ცოლის" ხმა გავიგონე. ველოდი მის ზარს.. ვიცოდი, ვხვდებოდი დარეკავდა და ეს ყველაფერი მშვიდად არ ჩაივლიდა. სამუშაოდან გავენთავისუფლე და წავდეი.... მთელი გზა აზრებს ვალაგებდი რამეთქვა...რას მკითხავდა,რა მეპასუხა...მაგრამ ყველაზე მეტად "მის" შინ ყოფნაზე ვფიქრობდი...მინდოდა დამხვედროდა და მენახა რას იზავდა, როდესაც მეც და "ცოლსაც" ერთად გვნახავდა.... საოცარი სისწრაფით მიმიყვანა ტაქსის მძღოლმა ადგილზე..მეტყობოდა რომ მინდოდა მალე მივსულიყავი თუ რატომ არ ვიცი...მეჩქარებოდა როდის და როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი...კარი ღია იყო...შევედი...შესასვლელში არავინ იყო... არც სამზარეულოში და მისაღებისკენ გავემართე... ჯერ მას მოვკარი თვალი და ცოტა დავწყნარდი.. --დაჯექი--და თვალით მანიშნა ცოლმა აქეთო, ის ჩემს პირდაპირ იჯდა. მის წინ ვიჯექი...მახსოვს მეშინოდა..არა იმის რომ რამეს დამიშავებდა...მეშინოდა რომ ვერ ავხსნიდი ჩემს საქციელს... მეშინოდა რომ ვერ გამიგებდა, ან როგორ უნდა გაეგო ჩემი დამოკიდებულება "მის" მიმართ.ეს ხომ დაუშვებელია გქონდეს რაიმე გრძნობა ადამიანთან, რომელიც შენი არ იყო, არარის და არც იქნება...მაგრამ მე ჩემს გონებაში ვხსნიდი ამ ყველაფერს...ვხსნიდი მაშინ როდესაც ის მლანძღავდა...ქურდს უსინდისოს, მატყუარას და ბოზს მეძახდა. --თქვენ არაფერი თქვით??....მან რა მოიმოქმედა??--სულმოუთქმელად ველოდი პასუხს --ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ხმა ვერ და არც ამოვიღე...ან რა უნდა მეთქვა როცა თავიდანვე ვიცოდი რომ ოჯახი ჰყავდა?! მაგრამ მაინც ძალიან მინდოდა მეთქვა რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი და ვგრძნობდი. -- რისი თქმა გინდოდათ?-- დავინტერესდი, რა შეიძლება ასეთ დროს ადამიანმა თქვას?! --სამი ვარიანტი მქონდა, იმისა თუ რა შეიძლება მეთქვა და ცოტა მაინც შემემსუბუქებინა დანაშაული..... მაგრამ ეს მაინც არ მიშველიდა და ამიტომ დავდუმდი... --???? --ვერსია1.-მაპატიეთ,ასე გამოვიდა...მე არც ქურდი ვარ,არც მატყუარა და არც ...უბრალოდ ასე გამოვიდა..ძვირფასია ის ჩემთვის... არ მინდოდა გამიგეთ...-- ბოდიში მომეხადა და მეცადა პატიება მიმეღო, მაგრამ ეს ყველაზე აბსუტდული ნაბიჯი იქნებოდა ალბათ ჩემგა... ბოდიში მომეხადა ? რისთვის?? ... სიამაყეს არ დააბრალო... მე ბოდიშის მოხდა არასოდეს მრცხვენოდა, როცა კი სათქმელი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მქონდა კი ბოდიში მოსახდელი?! არ ვიცი, თქვენ განსაზღვრეთ... -- კიდევ რა იფიქრეთ? --ვერსია2.-ჩემგან რაგინდათ?..ჩამთან რა საქმე გაქვთ?...მე თავისუფალი ქალი ვარ და რასაც მინდა ვიზავ ..საქმე "მასთან"უნდა გქონეთ და არა ჩემთან..... ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმააო... შეიძლება ესეჩ მეთქვა... მაგრამ არც ეს გამამართლებდა ვიცი... რა ჩემი საქმე იყო მათ შორის რა დიალოგი იყო... ძალიან კი მაინტერესებდა, მაგრამ ამას ხომ ვერასოდეს გავიგებ...და ბოლო.... შემეძლო მორალურად გამენადგურებინა „ცოლი“ -- შეძლებდით? --რა თქმა უნდა და კარგადაც გამომივიდოდა ალბათ... -- რას ეტყოდით?-- ძალიან დამაინტერესა --ისეთს არაფერს.........“მე რომ დავაშავე ვიცი..მაგრამ საკუთარ დანაშაულზე არაფერს იტყვით?დავაძალე ჩემთან სექსი?...ეტყობა თქვენ ვერ ხართ ღირსეული ცოლი,რომ თქვენს მეუღლეს თვალები და გონება სხვისკენ აქვს....ჩემი ბრალია თუ ვუყვარვარ? ჩემი ბრალია თუ მე მისთვის ბევრად საინტერესო და კარგი ვარ ვიდრე თქვენ?!“ დაახლოებით ასეთ ვარიანტს -- და ეს იმოქმედებდა?? -- დამიჯერეთ ... ყველა ნორმალური ადამიანი იმ წუთას არაფერს შეიმჩნევდა, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან დააფიქრებდა... ადამიანის ფსიქიკაა ასეთი... რისიც არ გჯერავს, მემგონი იმაზე უფრო მეტს ფიქრობ --და თუ კი გჯერავს?-- საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტი დახატა აშკარად -- თუ გჯერავს, მაშინ ხომ თავისთავად გამოიტან დასკვნას რომ როდესაც ურთიერთობაში მესამე ჩნდება, ე ი რაღაც დააკელი თქვენი ორის ურთიერთობას.. -- თქვენ ისე საუბრობთ.. თითქოს თავადაც ღალატის შეგრძნება გამოგიცდიათ და იცით ამ დროს ადამიანი რას გრძნობს და ფიქრობს... -- არა... მე ღალატის მსხვერპლი, ასე ვთქვათ არასოდეს ვყოფილვარ... თუ არ ჩავთვლით ამას...უბრალოდ დააყენე საკუთარი თავი, სხვების ადგილას და მარტივად მიხვდები.. შეიძლება ვცდები და ყველაფერი სხვაგვარად გაიფიქრეს ან სხვანაირად იაზროვნა ყველამ ვინც და რაც აქამდე მითქვამს, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებებია მხოლოდ, ხოლო რამდენად ლოგიკას ექვემდებარება ეს უკვე ..... -- ანუ თქვენ თვლით რომ მან გიღალატათ? -- მე არა ... საკუთარ სურვილებს უღალატა... მე რომ ვერასოდეს მიღალატებს ეს ზუსტად ვიცი... „მე დასავიწყებელი ქალი არ ვარ“- ირონიულად და თავდაჯერებულად თქვა. --"ის"? თავად ის? არაფერს ამბობდა? --გავბრაზდი ცოტა "მასზე" -- ის??.... იცი?? ის ყველაზე უსუსური აღმოჩნდა...--ამის გაგონებამ ნამდვილად შოკში ჩამაგდო,...-- და რა თქმა უნდა ასეც იქნებოდა... რა უნდა ეთქვა?? რა უნდა ექნა?? ვერაფერი და არაფერრი... ვითომ შეეცადა ჩემს დაცვას მაგრამ აზრი არ ჰქონდა..... ნამდვილი, ძლიერი მამაკაცი იმ დიალოგს არ დაუშვებდა, უფროსწორად იმ „ლანძღვას“ რაც იქ იყო.. მან კი დაუშვა.. და აქ საქმე მხოლოდ ლანძღვაში არარის.... შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო --რატომ არ მოიქცა? ან რა შეეძლო??? -- მას რომ ის „შეეძლო“ ექნა რასაც მე ვახსენებ, ის როგორც მამაკაცი უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო თუნდაც იმ შემთხვევაში რომ მტყვანი იყო და თავის ცოლთან თავად უნდა გაერკვია საქმე... მე მაგალითად მასეთ შემთხვევაში სხვასთან საქმე არ მექნებოდა...და მე რომ „მის“ ადგილას ვყოფილიყავი არ მივცემდი საშვალებას არც „ცოლს“ დაემცირებინა თავი და ჩემს საყვარელთან დისკუსია ან რაიმე დიალოგი გაემართა და არც „საყვარელს“ მივცემდი საშვალებას, რომ ამ სიტუაციაში მოხვედრილიყო... მოკლედ შეურაწყოფას ავარიდებდი „ორივეს“..... ყველაფერი რაც იმ ღამეს მოვისმინე, მეგონა სცენარი იყო ჰოლივუდური ფილმისთვის... დავფიქრდი და მივხვდი რომ ყველა ვინც კი წერს ან დგავს ან იღებს ასეთ ისტორიებს, ყველა ბედნიერი დასასრულია უმეტესობა... და ყველგან არის გმირი და სიყვარული სადაც მთელი სიუჟეტი, ამის გარშემო ტრიალებს... მაგრამ ეს ძალიან განსხვავებულია.... ძალიან სახლში მივედი,ოჯახის წევრებს ეძინათ...ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი და მონახაზი გავაკეთე,რაღაცეები ჩავინიშნე... ეს არ იყო ამბავი მხოლოდ ღალატისა,ეს არ იყო ამბავი მხოლოდ იმედგაცრუებისა...მასში ბევრად მეტი აზრი იყო ვიდრე უბრალოდ პრიმიტიული სასიყვარულო ურთიერთობა.... გამახსენდა...სამუშაოზე რომ ვიჯექი და უფროსმა რომ გამომიძახა,მეორე დღეს "ჩემ გმირთან" შესახვედრად წავედი.მახსოვს მაშინ გავიფიქრე,"მორიგი სასიყვარულო ისტორიაა",მაგრამ დრო და დრო მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. დღე სამუშაოზე გავატარე და შინ რომ დავბრუნდი,წყალი გადავივლე რომ არ დამძინებოდა, ძლიერი ყავა გავიკეთე მთელი ღამე ვწერდი...მინდოდა მალე დამემთავრებინა წერა, მაგრამ ასე უცბად ამდენი აზრების გადმოცემას ვერ შევძლებდი.. უძილობამ და ემოციებმა ძალიან დამასუსტეს... ღამენათევმა სამსახურში დავრეკე და სამუშაოდან დავეთხოვე და დღის საათებში ვიძინე,რადგან ღამით წერა უფრო გამომდიოდა...სიმშვიდე...აზრებს არავინ გიფრთხობს....ორი ღამე მოვუნდი ამ ყველაფრის ფურცელზე გადმოტანას...როდესაც "შავი ეგზემპლარი"მზად მქონდა,სამუშაოზე წავიღე და კორექტირების გასაკეთებლად ჩავაბარე --ეს რაარის?--მკითხა თანამშრომელმა --ჯერ არაფერი...თუ შეგიძლია ძალიან ნუ დამიგვიანებ და გადახედე ... --კარგი..ვეცდები მალე დავასრულო... მოვდიოდი და სახლში მისვლა არ მინდოდა..ბევრ რამეზე ვფიქრობდი..რა აზრი შეიძლებოდა გამომეტანა ამ ყველაფრიდან?! ჩემი ნამუშევრით მეც და "ჩემი გმირიც" კმაყოფილი იყო...ყველაფერი ისე გამოვიდა რომ ორივეს "გვაწყობდა"... მასალა მზად იყო.... მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ამბავში ჩავერთე, მოსვენებას არ მაძლევდა აზრი "ის".... ამ ყველაფერს აკლდა რაღაც.... რაღაც რაც სრულყოფილს გახდიდა ჩემს მასალას, ნამუშევარს, ჩემს შედევრს და ჩემს უდიდეს ინტერესს... ძალიან ბევრს და ხშირად ვფიქრობდი ამ ამბავზე..."ჩემს გმირზე", მაგრამ მოსვენება დავკარგე... რატომ? ძალიან მინდოდა "ის"... მინდოდა მენახა, გამერკვია, მისთვის მომესმინა... მაგრამ რა უფლებით?!.. რა მიზეზით?!... ან როგორ?!... -- იმედია მოგწონთ... ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გინდოდათ და რა თქმა უნდა მეც ჩემი მინიმალური სურვილები გავატარე ამ ყველაფერში..-- ხელში თაბახის ფურცლების დასტა ეჭირა და დასცქეროდა უაზროდ... ვერ ვატყობდი უხაროდა, ღელავდა, ნანობდა თუ რა სჭირდა... -- კი... კარგია... მომწონს... ახლა რა უნდა ვქნათ?! -- ახლა უნდა მოვიცადოთ... არის რამდენიმე საკითხი რაც უნდა მოგვარდეს და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაჟღეროთ ეს ყველაფერი... --გასაგებია.... -- რაღაც მინდა გკითხოთ...-- არ მინდოდა გამეღიზიანებინა ან მეწყენინებინა მისთვის, მაგრამ ვფიქრობდი და ვთვლიდი რომ ეს აუცილებელი იყო...-- "მასთან" მინდა გასაუბრება!! --ვერ მივხვდი?-- არადა აშკარად მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია -- "მისი" ნახვა მინდა და გასაუბრება... --რისთვის?!-- არ აღელვებულა... უბრალოდ მართლა დაინტერესდა ჩემი მიზნით -- ვფიქრობ საჭიროა... ვფიქრობ რომ მისი .... -- შენ რას ცდილობ? გაარკვიო ის რაც მეც ვერ გავარკვიე?! -- ცოტა მკაცრი ტონით მომმართა და მივხვდი გაბრაზდა -- არა რას ამბობთ უბრალოდ...--არადა ზუსტად ამის გარკვევა მინდოდა, მაგრამ არა მისთვის, ჩემთვის.... -- ამ თემაზე საუბარს მე ვკრძალავ ყველა იმ ადამიანთან ვისაც კი შეხება ჰქონია!-- ტონი მკაცრი იყო და გასაგები... აღარ შევწინააღმდეგებივარ და აღარც გამიგრძელებია საუბარი...უბრალოდ მე, ჩემი მოვალეობა მოვიხადე და მაინც ვკითხე, მაგრამ მე არ ვაპირებდი ასე ერთი სიტყვით უარი მეთქვა იმაზე რაც დავისახე მიზნად... თავად "ჩემი გმირის" ბრალია, (კარგი გაგებით), რომ იმას ვაკეთებდი რასაც სწორად მივიჩნევდი უკვე.... მას შემდეგ რაც ეს ამბავი ჩემს ჩხოვრებაში გამოჩნდა, შეიძლება ითქვას საკუთარი უინტერესო ცხოვრებაც კი დავკარგე, მაგრამ არ ვდარდობდი.. სამსახურში მოვალეობის გამო დავდიოდი,ერთი სული მქონდა განვთავისუფლებულიყავი რომ ისევ ამ ამბავს დავბრუნებოდი... ჩემთვის მიზანი მქონდა დასახული ის, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩემი "მასთან" შეხვედრა, მაგრამ გეგმა არ მქონდა... ასე პირდაპირ ვერ ავდგებოდი და ვერ მივიდოდი... რომც მივსულიყავი მეეჭვება მისი გულახდილი და პირადული საუბრის... ასე რომ გეგმა მინდოდა... თავი შერლოკ ჰოლმსი მეგონა... ისე ოპერატიულად მოვახერხე და გავიგე მისი კორდინატები.. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე... საღამო იყო, შინ ვიყავი... ცხელი ამინდები ნელნელა გვეპარებოდა და ადვილი წარმოსადეგი იყო, რომ თბილისში გაჩერება რტული იქნებოდა ამ ზაფხულს. არც მქონდა გეგმაში სადმე წასვლა, ამიტომ ალაგ-ალაგ თუ გავიფიქრებდი იმაზე, თუ რა უნდა მეკეთებინა და როგორ გამეტარებინა ზაფხული ცხელ ქალაქში...ჩემი ოთახი ისეთი მყუდრო ვეღარ იყო, თითქოს დაირღვა იქაური იდილია, ის რაც აქამდე მომწონდა, ან შეიძლება მე თავად შევიცვალე... ისე ვატყობდი რომ უფრო მეტად თავდაჯერებული ვხდებოდი, მეტად ვაჟღერებდი საკუთარ აზრებს, აღარც ისეთი მორიდებული ვიყავი... ეს ჩემი ინდივიდუალიზმი იყო თუ ზემოქმედება "ჩემი გმირის" არ ვიცი, მაგრამ ასე უფრო მომწონდა ჩემი თავი... სასტუმრო ოთახში ვზივარ, მამას როგორც ყოველთვის ინფორმაცია აქვს ჩართლი, უკვე ისეთი მომაბეზრებელი გახდა საინფორმაციო მუსიკალური გაფორმების და თავად დიქტორების ხმა, ძლივს ვიკავებდი თავს რომ მწობრიდან არ გამოვსულიყავი... მობილური ტელეფონი მიჭირავს ხელში და უაზროდ ვატრიალებ... სამზარეულოდან დედა გამოდის და ცხელცხელი ღვეზელები მოაქვს.. ამ სიცხეში რა ეღვეზელება გავიფიქრე, მირთმევაზე უარი განვაცხადე... აღარ ვაპირებდი ხათრით ან რიდით მიმერთვა ღვეზელი რომელსაც ვერ ვიტანდი... აღარ მიფიქრია " არ ეწყინოს ერთს შევჭამ"...როგორც ყოველთვის ძალიან ტაქტიანად და ფრთხილად შემოიპარა თემა "შვილიშვილები", "პჯახი", "პატრონი", და ა.შ. აი რატომ არ მიყვარდა სახლში ყოფნა...გეგონებოდა ისეთ ასაკში ვიყავი ყველაფერი დამთავრებული ყოფილიყოს. გამიგია დედისერთა შვილები და განსაკუთრებით გოგო შვილები ყოველთვის ენანებათ სახლიდან გასაშვებად და ეგოისტობა იჩენს თავს მშობლებისო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქიტ იყო ყველაფერი... ძალიან ბევრი ისაუბრეს, მაჯერეს რომ უკვე დრო იყო, მაგრამ თუ კი ადრე ვფიქრობდი იმას რომ კანდდატიც არ მყავდა "საქმროდ" ახლა უკვე ნამდვილად არ იყო მისი დრო რომც ყოფილიყო... იგნორირება გავუკეთე მათ თემას... ტელეფონი რეკავს... -- გამახარებ?-- პირდაპირ ვკითხე, ისე ველოდი მეგობრის ზარს. ხანდახან ჩემი პროფესია მართლაც რომ საჭირო აღმოჩნდებოდა და მშველოდა.ახლაც დამეხმარა და სტატიას მივაწერე "მისი" მონახვის სურვილი, მეგობარც არ დამზარდა და რამდენიმე დღის შემდეგ....დარეკა -- როგორი თავაზიანი ხარ....მომიკითხე მაინც..-- აშკარად ეყინა -- კარგი რადროს ეგ არის... რა ქენი?!-- საერთოდ არ მაღელვებდა იმ მომენტში ჩემი მეგობრის წყენა -- გავარკვიე... სმს მოგწერო თუ ჩაიწერ?! --ორივე..მიკარნახე ჯერ...-- მეშინოდა რამე არ შემშლოდა ჩაწერისას... -- უღრმესი მადლობა... ხომ იცი არ დაგეკარგება -- ბედნიერი და აღელვებული ხმით ვუთხარი და გავთიშე. რა მიხაროდა მეც არ ვიცოდი, რას ველოდი არც ის ვიცოდი და რას ვაპირებდი ისიც არ მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და ახლა უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. ბედნიერი ღიმილით გავედი ოთახში და მახსოვს ძალიან გაოგნებული სახეებით დავტოვე ჩემი მშობლები.... როდესაც რაღაც გინდა, ძალიან გინდა აუცილებლად გამოგივა. მართალია ისიც ნათქვამია "მიზნისთვის ყველა გზა გამართლებული არ არის"-ო, მაგრამ ეს ის მიზანი იყო, რომლისთვისაც ყველა გზა გასასამართლებელი იყო. როგორ უნდა მომმეხერხებინა მასთან შეხვედრა?! ..... ბევრი ვიფიქრე ჯერ ამ საკითხზე, დავასკვენი რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, შემთხვევითი ნაცნობობა, არანაირი ხსენება "ჩემი გმირისა", არანაირი ხსენება "ჩემი ნაწერის" შესახებ, მე მისი ინტერესი ჯერ როგორც ქალს, ისე უნდა გამომეწვია, შევსულიყავი მასთან კონტაკტში და ძალიან ტაქტიკური სვლებით ნელნელა გამერკვია ის რაც მაინტერესებდა... ძალიან რთული მიზანი მქნდა დასახული ვხვდებოდი და ვგრძნობდი აზარტის გაღვივებას ჩემში... სამსახურში ჩემს "შეფს" ველაპარაკე ის რაც საჭიროდ ჩავთვალე, იმდენად უინტერესო აღმოჩნდა მისთვის ეს თემა, რომ არც უფიქრია ბევრი, "reject"დაადო მასალას. რატომ გავაკეთე ასე?? ეს არ იყო საჟურნალე სტატია,დამენანა."ჩემი გმირი" იციდა მანამ სანამ მე არ ვეტყოდი რომ მოგვარებული იყო ყველაფერი. მიფიქრია იცით იმაზე თუ რას იტყოდა ის, როდესაც ცემი ზრახვები და გეგმა სააშკარაოზე გამოვიდოდა, მაგრამ ეს მისთვისაც საჭირო იყო ის რასაც ვაპირებდი და ჩემთვისაც. დრო კი არც ისე ბევრი მქონდა, ამიტომაც უნდა მეჩქარა... სწრაფად მემოქმედა... საჭირო ინფორმაციის მესამე დღეს "სილამაზის სალონს" მივაშურე. გამოუცდელი, სუსტი, უინტერესო იმიჯი უნდა მომეშორებინა თავიდან... და შედეგი მართლაც რომ საუცხოო გამოვიდა... სარკეში ჩახედვისას აღმოვაჩინე ახალგაზრდა ძლიერი, სექსუალური და საინტერესო ჩემი თავი...ახლა უკვე საჭირო იყო იმიჯი შემეცვალა და "ჯინსის შარვლების" გარდა სხვა სამოსიც მქონოდა, ამასაც მივხედე... აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი თავით... სახლში ალბათ "შოკი" დავმართე ჩემი ახალი იმიჯით, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩემი ვიზუალური სიახლე არ იყო ვულგარული,ის უფრო დახვეწილ სექსუალურობას ეკუთვნოდა. ფილმებში ხშირად ხდება როდესაც კადრი, ფეხსაცმელებიდან ნელნელა ზემოთ მიიწევს და ნელნელა ჩნდება ეფექტი სილამაზისა... ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა,როდესაც სამსახურში გამოვცხადდი. განზრახ დავაგვიანე სიმართლე გითხრათ, ეს იყო ექსპერიმენტი თუ რა რეაქცია ექნებოდათ და ამის მიხედვით მეტად მივხვდებოდი რა შედეგი გამოვიდა გარდა თვითკმაყოფილებისა. -- რაღაც ძალიან მოგინდომებია...-შურით თუ გაკვირვებით იყო ჩემი კოლეგის ნათქვამი არ ვიცი ახლაც, მაგრამ სრულებით საკმარისი იყო რამდენიმე ასეთი შექება და მამრობითი სქესის მზერა, რომ გავიფიქრე "bingo". როდესაც თავად რაღაც მოგწონს ეს ჩვეულებრივი მომენტია , მაგრამ როდესაც შენს მოწონებას სხვებიც იწონებენ აი თურმე ეს გაძლევს ადამიანს სტიმულს და ამბიციას. სამუშაოზე შუადღემდე ვიყავი, როგორც ყოველთვის აურზაური, ხმაური, კომპიუტერები, უფროსის ლანძღვა... 12 საათი იქნებოდა ... --გამარჯობათ..--მივესალმე და სახელი და გვარით მივმართე-- თქვენ ხართ? --დიახ გისმენთ-- მოკლე მკაცრი საინტერესო და სასიამოვნო ხმა... როგორც "ჩემმა გმირმა" აღნიშნა მართლაც რომ ... --კონსულტაცია მესაჭიროება თქვენი და როდის არის შესაძლებელი?!-- ძალიან ოფიციალურად მეჭირა თავი, მთავარი მიზანი ის იყო რომ მას უნდა გამოეჩინაა ინტერესი და ამის შემდეგ ვიმოქმედებდი მეც. -- დღეს??... საათნახევარში ან ხვალ დღის მეორე ნახევარში... --იყოს დღეს...-- შევთანხმდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.