შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(27)


6-09-2017, 17:21
ავტორი lile-eli
ნანახია 3 000

27.

საბა და სალო გავაცილეთ ამერიკაში, რამდენიმე თვეში საქართველოში ჩამოვლენ, წასვლამდე მარის და ნატას მონახულება გადავწყვიტე, მაგრამ ჯერ გიგის აზრი უნდა მომესმინა, აბაზანიდან გამოვედი გადაწყვეტილებით, რომ დავლაპარაკებოდი, თმას ვივარცხნიდი, ზურგიდან მომეხვია და მკოცნიდა ჩემი სიუ:
-გიგი.
-რაო ცუღლუტო?
-რაღაც უნდა გკითხო, უფრო სწორად მოგიყვე და შენი აზრი მაინტერესებს.
სარკეშევე მოძებნა ჩემი თვალები, ისე ხომ არ შეუძლია..
-რა მოხდა?
-მიკვირს რომ არ მეკითხები, დათას წამოყვანა რატომ გთხოვე.
-შენ გელოდები.
-მოკლედ, სესილის ბიძაშვილები ხომ გახსოვს რომ მოგიყევი?
-კი, ნათიამ და მათემ ვისთანაც გაიცნეს ერთმანეთი, მერე?
-დათას და მარი შეყვარებულები იყვნენ, უფრო მარი.. მერე ნინი გამოჩნდა, რამაც დათა ისე გამოაშტერა, რომ მარის დაშორდა, ცოტა უხეშადაც, მარი ორსულად იყო თურმე ამიტომ წავიდა ესპანეთში, მაგრამ როგორც თქვა წერილი დაუტოვა დათას და იქ ეწერა, ალბათ იმის იმედით, რომ დათა ჩააკითხავდა.. ახლა კი 4 წლის შვილი ჰყავს დათა ონიანს და არ იცის.
-ელი რას ამბობ?
გაბრაზებული მეკითხება და აგრძელებს.
-ელი კაცს შვილი ჰყავს და ამას არ ეუბნებით ეს არ არის კარგი საქციელი!
-ვიცი ამიტომ გიყვები ამ ამბავს, მაგრამ მე ვერ ვეტყვი, მინდა მარი ვნახო და დაველაპარაკო, არ ვიცი სწორია თუ არა ჩემი ჩარევა..
-მიკვირს სესილიმ როგორ მოითმინა და არ თქვა..
-სესილი ჯერ მარის მამასთან გაარკვევს ყველაფერს და მერე იტყვის, არც ისეთი ცანცარაა როგორიც ჩანს..
-შევხვდეთ მარის! დათას კი უფლება აქვს უყვარდეს მისი შვილი!
-ჯერ იცნობდეს და მერე შეუყვარდეს.
-თუნდაც, ის ამას იმსახურებს.
-მარისგან არა.
-ნუ ხარ ასეთი მკაცრი.
მკოცნიდა და ისე ცდილობდა, ჩემს დამშვიდებას, მაგრამ მარის ვერ ვამტყუნებ, უთხრეს წასვლა და წავიდა.. მარისთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ის ფაქტი რომ დათასი ეშინია, გამბედაობას აკარგვინებს.. დამპირდა რომ პატარას ჩამოიყვანს და დათას გააცნობს მანამდე ესპანეთში საქმეს ისე მოაგვარებს, რომ თუ დათა ბაშვს არ გაატანს თვითონაც დარჩეს, მესმის მისი.. თუმცა მე არაფერს არ უნდა მპირდებოდეს ეს მისი ცხოვრებაა ვუთხარი კიდეც, მაგრამ თავს იმდენად დამნაშავედ გრძნობს, რომ ყველას ებოდიშება, დასკვნა გამოვიტანე, რომ დათა ისევ უყვარს!.. პატარა დათამ და გიგიმ ერთმანეთს გაუგეს, ჩვენ ადილა გვყავდა, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ, ეს გიგისთან ძალიან მოსახერხებელია.. გიგის ხარხარზე ჩვენც მივედით მოთამაშე „რაზმთან“, გასართობი ცენტრი მათ ჰქონდათ აკლებული, გაოცებული იყო პატარა კაცით, ისეთი ჭკვიანი და ცელქიაო, სულ მასზე საუბრობდა:
-იცი რა მითხრა დათამ?
-რა?
-მარი ვიღაც ფოტოგრაფს მოსწონს და სიცოცხლეს უმწარებს ეს, ფოტო აპარატიც კი გავუფუჭეო, შემთხვევით მოხვდა ბურთი და ვითომ ვინერვიულეო..
-მართლა? ესეიგი პატარა სესილი უკვე გვყავს.
-ეგ ორი ერთად წამოიდგინე..
-კი არ უნდა წარმოიდგინო, უნდა გაიქცე..
ეს ამბავი გიორგისთვის არ გვითქვამს, ისედაც ძალიან ბევრმა ვიცოდით, თან „სხვისი პირადი“.. ჩვენი საქრთველოში ჩამოსვლის დროც დადგა: ემირს, ადილას და ხათუნას დავემშვიდობეთ დაგვპირდნენ, რომ ზაფხულში ისინიც საქართველოში ჩამოვლენ.. აპრილიც შემოიპარა როცა თბილისის აეროპორტში დიტო, ანა და ლია დეიდა გველოდებოდა იმდენი იტირეს და მკოცნეს დიტომ ჩემი თავი გამოგლიჯა, რამდენჯერმე დამატრიალა და საშინელი თავბრუსხვევით დამსვა, შეშინებული თვალებით მიხდიდა ბოდიშს:
-ელი მაპატიე დამავიწყდა, რომ ისევ სუსტად ხარ.
-კარგად ვარ დიტო ნუ ნერვიულობ.
-ეე, ისე პატარა ლომიძე ხომ არ ზის აქ?..
მუცელზე ხელი დამადო და ჩუმად მიჩურჩულა..
-დიტო...
სიცილი ვერ შევიკავე, თუმცა გულში ღმერთს ვთხოვდი, რომ დიტო მართალი ყოფილიყო, იმის მიუხედავად ჯერ სასურველი არ იყო ჩემთვის ორსულობა..
-ჯერ არ ჩამოსულა და უკვე ნერვებს უშლი? რა უთხარი?
-ლია ეს იმიტომ დაიბადა, რომ მე ვაწვალო მარტო, რით ვერ გაიგე?
ხმაურით მაკოცა და აეროპორტი დავტოვეთ, არავინ მინახავს რადგან ჯერ კიდევ თურქეთში ვართ, მე და გიო.. მხოლოდ ანა დარჩება ჩემთან რადგან მე მარტო არ ვიყო, ანა ულამაზესი ორსული დამხვდა, მამიკო თავს რომ ევლება და ანებივრებს ეს კიდევ უფრო ალამაზებს ორივეს..
სახლში შესულს ჯერ სურნელი და შემდეგ მაყვალა დეიდას თბილი ჩახუტება მესიამოვნა, არა გამაბედნიერა, ამავსო სიყვარულით. მისი ქოთქოთი მომნატრებია.
-ჩემი ლამაზი გოგო, როგორ ხარ შვილო, დედა რა გამხდარი ხარ შემოგევლე..
-მაყვალა დეიდა, ხაჭაპურის სუნია ხომ?
-კი შვილო, წამოდი სუფრა მზადაა..
-მე არ მომაქცევს ყურადღებას, იქნებ მეც მშია?..
გიგი შუაში ჩაგვიდგა ხელი ორივეს მოგვხვია.
-შენ სულ გშია.
ცხვირი ავუბზუე და ისე ვაკოცე, მაყვალამაც თავის მართლება დაიწყო, რომ ისიც უყვარს და ისე შევედით სასადილო ოთახში, ვახშამს მივირთმავდი დიდი მონდომებით, თან ხმა არ ამომიღია, უცებ ყველა გაჩუმდა გამაკვირდა, ჩემი მადით გაოცებულები, ხმას ვერ იღებდნენ, მივხვდი რატომაც მიყურებდნენ, მაგრამ მაინც ვიკითხე:
-რამე მოხდა?
-არაფერი შვილო, მიხარია რომ კარგი მადა გაქვს.
თბილად გამიღიმა გურამმა.
-ყოველთვის ასე ჭამე ელი, ცოტა ხნით ჩემს მადას არ შეიმჩნევენ.
თალი ჩამიკრა გიორგიმ.
-შენ გონზე, მართლა კუბდარის გამო მოხვედი?
დიტომ სიცილით ჰკითხა.
-არა საიდან მოიტანე?
ღიმილით დახარა თავი გიორგიმ.
-მართალია კუბდარის და ერთი გოგოს გამო, აი შენ თუ ასე გააგრძელებ გასუქდები!
გიგიმ ხელი გადამხვია, საფეთქელთან მაკოცა და ისე მითხრა.
-მერე რა?..
-არაფერი, მაყვალა არ ინერვიულებს და შენ უფრო გემრიელი იქნები!
ბოლო სიტყვები ყურთან ჩუმად ჩაილაპარაკა, ლუკმა ძლივს გადავყლაპე და ხველა ამიტყდა, იმის წარმოდგენაზე რომ ყველა მიხვდა გიგი რაზეც მეჩურჩულებოდა, თან როგორ ცდილობდნენ სიცილის შეკავებას, სირცხვილისგან გაწითლებულმა იდაყვი ვკარი და წყალი გადასცდა, სული რომ მოითქვა, ნიკაპით დამიჭირა სახე, თავისკენ მიმაბრუნა, ისე დამემუქრა:
-დაისჯები გრძელთმიანო!
ბედნიერებისგან დაბნეულმა სანამ გავიაზრე, რომ სუფრასთან მკოცნიდა, წამოდგა, მეც გამიყოლა ისე რომ ხმა ვერ ამოვიღე, კიბეზე რამდენიმე ჩაქარი ნაბიჯი და სუნთქვა შემეკრა, შემობრუნდა ხელში ამიყვანა:
-მაპატიე.. დამავიწყდა.
-არაფერია.
კისერზე ხელები მოვხვიე და თავი დავადე, ჩემი სიუს მკლავებში განაბულმა შევიგრძენი ჩვენი ოთახის სურნელი, რომელიც ძალინ ცარიელი იყო გიგის გარეშე, აი მასთან ერთად ბევრად ნათელი, მყუდრო, საიმედო და ლამაზია ეს ოთახი, არა მარტო ოთახი არამედ ჩვენ ორის ცხოვრება, რაც მხოლოდ ერთით განისაზღვრება, სიყვარულით..
-უკეთ ხარ?
სავარძელზე დამსვა და ზემოდან დამხედა.
-კი, დაჯექი..
გვერდზე მომიჯდა ხელები მომხვია და მკერდზე მივეყრდენი.
-იცი ცუდად რომ იყავი, მხოლოდ ორჯერ შემოვედი ამ ოთახში: პირველად ციხიდან რომ გამოვედი. მეორედ თურქეთში წასვლის უფლება, რომ მოგვცეს.. ისეთი ცარიელი და ცივი იყო ოთახი უშენოდ, რომ ვერ გავჩერდი..
-მეც მიჭირდა უშენოდ, ძალიან ცარიელი და ცივი იყო..
ცრემლი მომადგა და გავჩუმდი, ყველაფერი გამახსენდა, მისკენ მიმაბუნა სახე დამიკოცნა, რამაც გული უფრო ამიჩუყა, ბედნიერება ნარევი სევდა იყო, მიხაროდა აწმყო, მაგრამ მაშინებდა წარსულის გაგრძელება მომავალი, ძლიერად მოვხვიე ხელები:
-ნუ გეშინია ელი, ყველაფერი მოგვარდება.
-მიყვარხარ!
-მე უფრო!
რამდენიმე წუთი ვისხედით ჩახუტებულები და ხელი გავაშვებინე:
-წყალს გადავივლებ.
წამოდგა და ხელი გამომიწოდა:
-გადავივლებთ!
გამეცინა მის გამოწვდილ ხელს დავეყრდენი და ისე ავდექი, ყველაფრის მიუხედავად, გადატანილი ტკივილისა და სევდის მიუხედავად საოცარია როცა საკუთარ ბუდეს უბრუნდები, სიყვარულით სავსე და უფრო მეტად ივსები იმ მონატრებით, რომელმაც თითქოს დაგცალა, გამოგფიტა, ახლა კი ისევ ის გავსებს, რასაც „ჩემი სიუ“ ჰქვია!..

ინფორმაციებიც მოგროვდა თემოზე, ზუგდიდში იმალებოდა და ახალი ამბის შემდეგ ჩამოვიდა და ჩვენს ბარში სიარულს უმატა, თან ისე იქცეოდა, როგორც უფროსი, ყველა გაფრთხილებული იყო, რომ სრული თავისუფლება ჰქონდეს.. ბარის დაცვიდან ერთი ბიჭი მოვიდა, ჩვენთან და კაბინეტში საუბრობდნენ, გიგიმ დამიძახა და მეც შევედი, ყველანი იყვნენ, დავითმა დიდი სითბოთი ჩამიხუტა და შემდეგ დაიწყეს საუბარი:
-აბა დავიწყეთ „საიდუმლო სერობა“? (დიტო)
-ბატონო გურამ, უკვე თავს გადის თემო და თუ არ გავაჩერეთ ბარში პოლიცია შემოვა! (მამუკა, დაცვის ბიჭი)
-ყველა „ნაგავი“ იქ იქნება თავმოყრილი ხომ ვიცი არა?
გიგის ნერვები, ბოლო სიმზე ეკიდა და დიდი ენერგიის ფასად ცდილობდა, თავის შეკავებას.
-როგორც გავიგე ფულზე „ჩალიჩობს“ და წასვლა უნდა. (მამუკა)
-სად მიდის ხომ არ იცი? (დიტო)
-ბაქოში.(მამუკა)
-სანამ საშინელბას გააკეთებს უნდა დავასწროთ! (გიორგი)
-ხვალ საღამოსთვის საბუთები მზად მექნება და ხელი ექნება მოსაწერი, რომ წილიდან მიდის.
ღიმილით თქვა დავითმა.
-ძალიან კარგი, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს არ მივუარდე.
მხრებში გაიმართა დიტო, თან ხელის თითები დაატკაცუნა.
-ბიჭებო ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, ბოლო წუთამდე, ეს მხოლოდ თქვენთვის კი არა ოჯახისთვის გააკეთეთ ასე, გოგონების ნერვიულობა არ შეიძლება.
ცრემლიანი თვალებით შემოგვხედა მე და ანას გურამმა.
-მეც იქ ვიქნები და მანდილს ვისვრი მამა.
გავუღიმე და გიგის თვალებში შევხედე, კოცნით მივიღე თანხმობა..
-შენ თუ დაგაკავებთ კარგი იქნება, ბოლოს ისეთები „ჩაატარე“.
თვალი ჩამიკრა დიტომ.
-თემოს წილი სულ რამდენია? რამდენად რეალურია ის, რომ უარი თქვას ან გვაჩუქოს?..
გიგის გაეღიმა თავი გააქნია და კმაყოფილმა მიპასუხა:
-არც იმდენი, რომ ზედმეტი კითხვები გაჩნდეს და ზედმეტად ჩარევის უფლება ჰქონოდა საქმეში.
-ანუ თავიდანვე არ ენდობოდი?..
თვალებში ვუყურებდი გამომცდელად და ნიკას ავარიის ფაქტზე ვფიქრობდი, რათქმა უნდა მიმიხვდა, გაეღიმა:
-ვიცი ავარიას მახსენებ, მაგრამ ეგ სხვა სიტუასია იყო. არ ვენდობოდი იმიტომ, რომ ადვილი სამართავია და საქმეში შემსრულებელი უფრო, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები..
-მაშინ რატომ გგონია, რომ ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას?
დავითის კმაყოფილი მზერა ვიგრძენი, დანარჩენები აშკარად დავაბნიე, აი გიგი კი პირველად ვერ მიმიხვდა, მე რას ვგულისხმობდი, ან უბრალოდ თემოს რადგან ეხება საქმე პირდაპირ მუშტით უნდა იძიოს შური და მოთმინებაც დავაკარგინე, ხმას ვეღარ იმორჩილებდა, მე ველოდი, რომ გაბრაზდებოდა, მაგრამ ანა მართლა შეხტა:
-რა გინდა ელი? არ მიიღებს გადაწყვეტილებას და მივაღებინებ!
-სწორედ ეს არ მინდა..
-რა ელი, რა არ გინდა?!
ფეხზე ადგა და თავზე ხელი გადაისვა, ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო, მაგრამ აშკარად უჭირდა, სახეზე ხელის სმით განაგრძო:
-ელი, თქვი რისი თქმა გინდა!
-ცოტა დავაბნიოთ, თან ვაიძულოთ, მგარამ ჩხუბისა და მუშტის გარეშე, ჩემთან კარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, როცა თემოს ვახსენებ და წარმომიდგენია რას იზამ როცა შეხვდები, შენი შანტაჟის საშუალება არ უნდა მისცე!
-მართალი ხარ ელი, თემოს ჩვენთან შეხვედრის ეშინია, ალბათ შიშით აღარც სძინავს, ეს კი დააბნევს, წილსაც დათმობს და მადლობასაც გეტყვის.
სიცილით ამბობდა დიტო.
-ელის ნახვას არ ელის ესეც ერთი კოზირია, ჩემი ნახვა კი მეორე.
გიორგიც აყვა დიტოს სიცილში.
-საჩივრების წერასც ვერ დაიწყებს, რადგან მტკიცებულება არ ექნება, იმიტომ, რომ არ ვცემთ!
წამოვდექი და გიგისთან მივედი, თვალებში ვუყურებდი, ორივე ხელი გავუწოდე, გაბრაზებული შავი ბურთები ისე უცებ დაუთბა ტანზე ბუსუსები გამიჩნდა, ხელები რომ მომკიდა იგრძნო და გაეღიმა.
-ჩემი შავთვალა ფორმას უფრუნდება.
ჩამიხუტა და საფეთქელთან კოცნაც დავიმსახურე.
-ეს ყველაფერი კარგი, და ახალი „სადგურების“ გახსნისთვის რაზა და ემირი რომ ჩამოდიან ხომ უნდა ავღნიშნოთ, თან ყველაფრის კარგად დასრულების შევსვათ..
დიტომ თვალები აათამაშა.
-ეგ კარგი აზრია, სესილი და ნინი დავასაქმოთ, „კორპორატიული“ საღამოს მოწყობა დავავალოთ, ორ დღეში მოასწრებენ? (გიგი)
-ჩვენც მივეხმარებით და მოასწრებენ.
ანა აღფრთოვანებული იყო იდეით.
-მოკლედ ბაშვებო, ხვალ საღამოს თემოს უნდა შევხვდეთ, მე ბარის სესასვლელთან დაგხვდებით საბუთებით და თქვენც იქ გელოდებით, ზეგ საღამოს კი ვიქეიფოთ..
დავითი წამოდგა და ყველას დაგვემშვიდობა, ყველანი გავიდნენ მე და ანა დავრჩით კაბინეტში, გვერდით მომიჯდა, ისეთი სახე ჰქონდა ვერ მოვითმინე:
-რამე უნდა მკითხო?
-კი. აუ არ მინდა იმედი გაგიცრუვდეს, მგრამ..
-ანა პირდაპირ თქვი!
-ორსულად ხომ არ ხარ?
---------
სუნთქვა შემეკრა, საჭიროზე მეტი დრო დასჭირდა ტვინს დასმული კითხვის გააზრება, გონებით საძინებელ ოთახში ვიყავი და ადრე შეძენილ ორსულობის ტესტს ვეძებდი..
-ელი ცუდად ხარ? მაპატიე ისე..
-რა?.. კარგად ვარ.
-ისეთი სიმპტომები გაქვს, რომ მგონია მართლა ორსულად ხარ.
-წამო ჩემს ოთახში რა..
სიხარულისა და შიშისგან წონასწორობა დავკარგე და დავჯექი.
-დავუძახებ გიგის.
-არა ანა, შენ მომეხმარე, ჯერ არა, რომ არ ვიყო?..
მძიმედ გადავაგორე ცრემლების ბურთი, წამოდგომა შევძელი და ყველასგან შეუმჩნევლად ავედით ოთახში და ნანატრი პასუხის მოლოდინში, გულის ცემა მესმოდა მხოლოდ, სუნთქვა შეკრულმა თვალები რამდენჯერმე დავხუჭე დასარწმუნებლად იმისა, რომ ცრემლებმა არ გამიორა „ხაზები“... მოწყვეტით ჩავცურდი ნიჟარასთან სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, თითქოს სირბილით მოედანი მქონდა მოვლილი ისე ვიყავი დაღლილი.. ანას ხმამ და კარზე კაკუნმა დამაბრუნა მიწაზე სადაც ყველაზე ბედნიერი მეგონა თავი, კარების გაღებისთანავე ანამ ხელიდან გამომართვა ორივე ტესტი, რომლიც აკანკალებულ ხელში მეჭირა და ცრემლებს ვეღარაფერს ვუხერხებდი..
-გილოცავ, რა ბედნიერებაა!
სიხარულისგან გაოგნებულს მეხვეოდა, სავარძელზე დამსვა, ჩემს გვერდით მოთავსდა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და დაიწყო:
-ელი ხომ იცი, რომ სასურველი არ არის შენთვის ორსულობა, მაგრამ რადგან ღმერთს უნდა იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
-ვიცი ანა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ და შევინარუნებ, თუ საჭირო იქნება საწოლიდან ფეხს არ გადმოვდგამ..
ტირილი ვეღარ შევიკავე, ანამ ჩამიხუტა და ისე მეფერებოდა.
-ლია ყველაფეს გამოიკვლევს, ნუ გეშინია, მაგრამ გიგიმ უნდა იცოდეს რა რისკებიც შეიძლება მოყვეს..
-არა ანა, ჯერ ხომ არ ვიცით რა მდგომარეობაა, ამიტომ არაფერი ვთქვათ, თან გიგი არ მომცემს უფლებას გავაჩინო, თუ რამე საფრთხის შესახებ გაიგებს.
-ელი ასე არ შეიძლება, შენი ორგანიზმი ჯერ კიდევ ძალების აღდგენაზე მუშაობს და ორსულობა კი ამ ყველაფერს შეაფერხებს..
-ანა გთხოვ..
უკვე ტირილი დავიწყე, აი თურმე რატომ მიჩუყდება გული ყველაფეზე. ანამ დამამშვიდა მერე ლიასთან ჩამწერა მიღებაზე.. მეორე დღეს ანას გავყევი კონსულტაციაზე და მეც შემამოწმა ლიამ, რადიოლოგთან ერთად იჯდა და დაკვირვებით ათვალიერებდა ყველაერს, ჯერ მხოლოდ ექვსი კვირის ორსული ვიყაი და რაიმე პათოლოგიაზე საუბარი ადრე იყო, ანალიზების პასუხს დიდი ნერვიულობის ფასად ველოდეთ, მაგრამ ღირდა ნორმაში იყო ყველაფერი, გემოგლობინის და წნევის გარდა, თუმცა ლიას თბილი ჩახუტები მოლოცვებით ბედნიერი და დანიშნულებით ხელდამშვენებული მივედი სახლში..
სახლში დიტო და გიგი განერვიულებულები დაგვხვდნენ, ბარში ჩხუბი მომხდარა, თემოს და რამდენიმე ბიჭს ერთ-ერთი დაცვის ბიჭი უცემიათ წინა ღამით, მსუბუქად იყო დაშავებული, მაგრამ საავადმყოფოში იწვა და ფაქტით იყვნენ განერვიულებულები, თან რომ ვერ გამოჩნდებოდნენ საღამომდე ეგ უკარგავდათ მოთმინებას..

საღამოს თერთმეტი საათი იყო გიგი დაბრუნდა სახლში და გამაღვიძა:
-საერთოდ არ გრცხვენია რა ძილისგუდს მე რომ მეძახი!..
-რომელი საათია?
თვალების სრესვით ვკითხე, უკვე გამზადებულ სიუს, როელსაც კლასიკური სტილიც ისე უხდება, თვალს ვერ ვაშორებდი.
-წასვლის დროა!
-ეხლავე ავდგები..
-ოპ.. მოიცა! ჯერ ჯარიმა უნდა გადაიხადო, ჩემს გარეშე ძილისთვის.
ხელი წამავლო, საწოლზე დამაბრუნა, ისეთი ვნებით მაკოცა, თავი ისევ სიზმარში მეგონა.. მაისურის ქვემოდან ხელი შემიცურა და კანი დამეხორკლა, სიუმ კმაყოფილმა გააღიმა..
-ვგიჟდები ამ რეაქციაზე!
-არ ვაგვიანებთ?
ყურადღების გადასატანად ღიმილით ვკითხე და ხელები კისერზე მოვხვიე, მოწყვეტით მაკოცა და წამოდგა:
-კი და იჩქარე!
-კარგი ახლავე.
აბაზანაში თავი მოვიწესრიგე, გარდერობის ოთახში ტანსაცმელს ვარჩევდი შემოვიდა და მუცელზე მომხვია ხელები, კისერზე რამდენჯერმე მაკოცა და ისე მითხრა:
-ცუღლუტო, ჩემს დაბადების დღეზე რომ გეცვა, ის ჩაიცვი რა..
-თუ კიდევ მაკოცებ ჩავიცვამ.
-ძალიან კარგი.
უცებ შემაბრუნა თავისკენ, კოცნის შემდეგ გასვლისას გამაფრთხილა:
-თმა გაიშალე!
რამდენიმე წუთში დაბლა ჩავედი, ისევ წითელი „კომბინიზონი“ და ვერცხლიფერი ტუფლი მეცვა, თმაც გაშლილი.. ყველასგან მიღებული კომპლიმენტით ბედნიერს, გიგიმ ხელი მომხვია მანანასთან მივედით, მაკოცა და ისე დამსა:
-ულამაზესი ხარ!
გულში გავიფიქრე რომ უნდა მეთქვა ორსულად ვარ, მაგრამ საერთოდ არ წამიყვანდა.. ცოტა სინდისმა შემაწუხა რომ ვუმალავ, მარამ ახლა მისი დაბნევა და გონების ორად გაყოფა არ მინდა, ორ დღეში ისედაც ყველაფერი დასრულდება..
-რამე მოხდა?
უკვე დაძრულ მანქანაში მყოფს გიგის ხელზე შეხება მაბრუნებს მანქანაში, ნაძალადევი ღიმილით ვპასუხობ:
-არაფერი.
-ნუ გეშინია ყველაფერი კაგად დასრულდება, თან ცოტას გავერთობით.
თვალს მიკრავს და ხელზე მკოცნის. ბართან გველოდებოდა დავითი, გიორგი და დიტოც ჩვენ მოგვყვებოდნენ, ერთად შევედით ბარში, დავითი გიგის კაბინეტში შევიდა, ჩვენ კი ბარის ერთ-ერთ „VIP” განყოფილებას მივადექით სადაც თემო იჯდა, როგორც „უფროსი“ გერდით კი გოგონები და რამდენიმე ბიჭი ეჯდა. გიგიმ ხელი მომკიდა, ისე დავუდექით მაგიდასთან რომ კარგად დავენახეთ ჩვენს უკან იდგნენ დიტო და გიორგი. წინ დადგომის შემდეგ გაოცებული თვალებით შემოგვხედეს სუყველამ, მაგრამ მათი გავკვირვება იმას გულისხმობდა რომ თავზე უტიფრად დავადექით:
-ვერ ხედავ ძმაო დაკავებულია, თუ რამე გინდა?!
იკითხა ერთმა, რომელიც თვალებ დაწითლებული და ჩხუბისთვის მომზადებული სახით გვიყურებდა, ამ საუბარზე თემომ მობეზრებული თვალებით გამოგვხედა.. ისეთი ხმაურით გადაყლაპა ვისკი, რომელიც იმ წუთას მოსვა, რომ დიტომ ჩაილაპარაკა:
-არ დაიხრჩო შე*მა!
-მე რა მინდა შენი საქმე არაა, აქედან წადი დროზე!
ისეთი ხმით უთხრა გიგიმ, რომ დაცვაც იქვე გაჩნდა, მაგრამ არ ჩარეულან, კმაყოფილები გიყურებდნენ, აშკარა იყო რომ გვლოდნენ..
-ესენიც გაიყოლე ყველა!
-თემო ბიჭო, რა უნდა ამას?..
-გიგი.. ე..ელი?...
-დაახ*თ დროზე!
დიტომ დაცვას ანიშნა მიხმარებოდნენ წასვლაში, თემომ კი აფორიქებულმა ხმაურით დადო მაგიდაზე ჭიქა, მისი გამოხედვითვე მიხვდებოდით, რომ უკვე „კარგად“ იყო წამლის და ალკოჰოლის გავლენის ქვეშ, ისევ ჩვენი სახელები გაიმეორა:
-გიგი.. ელ..ი
-გამარჯობა თემო.
გიორგი დამიდგა გვერდით:
-გიი..ო ეეელი...
-რა ელი თემო, სად არის ელი?
სიცილით ჰკითხა გიგიმ და პირდაპირ დაუჯდა, მეც დამისვა გვერდით დიტო და გიორგი გვერდით დაგვისხდნენ. საუბარი ისევ გიგიმ გააგრძელა:
-ისე „დაბოლდი“ თემო რომ ელი გეჩვენება?
ისეთი თვალებით უყურებდა ჩემი სიუ, გული შემეკუმშა შიშისგან, ჩემთვის მოკიდებულ ხელზე თითები მოვუჭირე და გავუღიმე, ისევ მას შეხედა, ბიჭებიც აყვნენ გიგის:
-თემო ნინის ვერ ცნობ? რა ელი ტო?.. (გიორგი)
-ეჰ თემო, ელი ძალიან გვენატრება და ხომ არ იცი რატომ? (დიტო)
-ელი? მე არ ვიცი..
თითქოს ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში.
-რა ელი, ვერ მცნობ თემო, ნინი ვარ.
სიცილით ვამბობ და თვალებში ვუყურებ.
-დედას გეფიცები ელი ხარ!..
ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ ვაი მის გაღიმებას გიგის ცივი ხმა მეც კი მაბნევს წამიერად:
-დედის ხსენების უფლება არ გაქვს თემო! ეს ნამდვილად ელია, როგორც ხედავ გადარჩა.
-გიგი ხომ იცი რომ მაიძულეს, ხომ გითხრეს?.. (თემო)
-გაიძულეს არა?
ირონიული ღიმილით ჰკითხა გიგიმ.
-ხო ფული მქონდა წაგებული და სანაცვლოდ რუხმა ეს დამავალა..
-რამდენი?!
შეაწყვეტინა საუბარი და უფრო ბრაზდებოდა გიგი, რაც მის კისერზე დაბერილი ძარღვეიბით აშკარა იყო:
-ორმოცი ათასი. (თემო)
-რაც მეტს საუბრობ, მით მეტ შეცდომას უშვებ თემო! ფულში გაცვალე ყველაფერი? აი კიდევ ერთი მინუსი, „მეგობრებს ჰყიდი“. (გიგი)
-მე კიდე მეგონა ელი შეგიყვარდა.
დიტომ ირონიულად ჩაილაპარაკა და შეხედა.
-ამას მხოლოდ ერთი რამ უყვარს „კაიფი“ ასე არ არის თემო?.
გიორგიც არ ამორჩა დიტოს.
-გიგი ვიცი დამნაშავე ვარ და შეგიძლია ჩამაბარო პოლიციას.
თავდახრილმა ჩაილაპარაკა.
-არა, ამას არ ვიზამ. შენგან ერთი რამ მინდა საბუთებს ხელს აწერ და ისე მიდიხარ „ბიზნეს წილიდან“, როგორც შემოხვედი!
-მეტი არაფერი?..
თვალებ გაფართოებულმა ამოხედა ბიჭებს, თითქოს გაუხარდა.
-მეტი არაფერი.
უდარდელად აიჩეჩა მხრები დიტომ, მაგრამ გიგიმ დაამატა:
-ისე იცხოვრებ თვალით არ დამენახები!
-მაგრამ როგორ ვიცხოვრო ფული საერთოდ არ მაქვს.
-კიდევ ფულზე ლაპარაკობ ბიჭო?!
გიორგისაც ეტყობოდა სიბრაზე.
-თუ ვერ ხვდები გეტყვი, რომ მხოლოდ მამაჩემის და შენი მშობლების ხათრით ვიკავებ თავს!
კბილებს ისე აჭერდა გიგი, თითქოს უკანასკნელ მოთმინებას ამით იჭერდა.
-არ მოვაწერ!
გიგიმ მძიმედ ამოისუნთქა, ხელი ისევ მოვუჭირე და ბიჭებს დავასწარი:
-რატომ?
-წილი მეკუთვნის და იმიტომ!
-არ გეკუთვნის, უფრო სწორად აღარ გეკუთვნის!
-შენ რა იცი მე რა მეკუთვნის და საერთოდ აქ რატომ ხარ? ჩვენ გავარკვევთ ქალი რა საჭიროა ამ საქმეში?
ბიჭებს გახედა თითქოს რომელიმესგან ცდილობდა მხარდაჭერა მიეღო. გიორგიმ გასცა პასუხი:
-მართალი ხარ ქალი ამ საქმეში არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ თავიდანვე ქალის გამო დაიწყო ყველაფერი თემო, თუ ვცდები?
-ერთი მიზეზით დამისაბუთეთ რატომ უნდა წავიდე და კი ბატონო..
-შენთან ანგარიშ ვალდებული არცერთი არ ვართ და ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო!
დიტომ მაგიდაზე დალაგებული ჭიქები, რამდენიმე ბოთლი და საფერფლე ერთი ხელის მოსმით გადაყარა იმ მხარეს სადაც თემო იჯდა და უხეშად დააგდო საბუთები, ამ ქმედებაზე ისე შეხტა თემო გამეღიმა, დაბნეულმა შემომხედა, თუმცა ზიზღს მაინც ვგრძნობი მის თვალებში:
-მოაწერე!
დიტოს ხმამ ფიქრი გაუფანტა და მითითება შეასრულა. პასტას ხელი გაუშვა და გიგის ამოხედა:
-ახლა რა იქნება?
-რა გინდა, რომ იყოს?! (გიგი)
-მარტო მე რომ მასამართლებ გიორგიზე რას იტყვი? მანაც სადა ელისთან ურთიერთობა..
-ეგ შენ უკვე აღარ გეხება, მოგვარდებიან ერთმანეთში, ახლა კი წადი თორემ ხელები მექავება ძალიან..
დიტომ მხარზე ხელი დაართყა და ჩვენც წამოვდექით, დაცვის ბიჭებს უთხრა დაეხურათ ბარი და რამდენიმე დღე არ გაეღოთ, რადგან ცვლილებები უნდა შეეტანათ. წასვლისას უკან მივიხედე სადაც თემო იჯდა და გველოდა როდის გავიდოდით:
-თემო ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და კიდევ გიმეორებ, აღარასოდეს გიორგის თავი არ შეადარო, ჩემი და გიორგის ურთიერთობა შენი განსახილველი არ არის, ერთი მარტივი მიზეზის გამო ის ნამდვილი მეგობარია და იმიტომ!
-წადი შ*.
ამ გინებაზე დაცვის ბიჭმა დაფარა მანძილი და მაგრად დაარტყა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემმა ბიჭებმა გააშველეს, რადგან დავითი ჩაერია და სიტუაცია მან განმუხტა.. გარეთ გამოვედი და სუფთა ჰაერი ისე მესიამოვნა, თითქოს მძიმე ლოდი მომხსნეს მკერდიდან:
-სახლში წავიდეთ ბიჭებო და იქ ავღნიშნოთ ჩხუბის თავიდან აცილება.
ხელი გადამხვია გიგიმ.
-არა მე სახლში წავალ ტაქსით, ჩემი გოგო მენატრება ძალიან.
გიორგიმ შარვლის ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და გაეღიმა თავისი პატარა დის ხსენებაზე.
-გვანცა და დედაშენი ჩვენთან არიან, დემე და მარიც ბავშვებთან ერთად ბათუმიდან დღეს ჩამოვიდნენ. ხო მართლა არ გაბრაზდე შენი მამიდაშვილი და ნიკაც, შენი გოგოებიც..
გიგი სიცილით ამბობდა ყველაფერს, თვალი ჩამიკრა.
-რა ხუმრობ ხომ? ნიკა და ეკა ერთად?..
-კარგი ნუ ბრაზობ, იცოდე ვეტყვი რომ იცოდი ისედაც ნერვიულობს ორივე.
-არაფერი არ ვიცოდი მე და როდის უნდა ეთქვა მაგ გამო...
უცებ გაჩუმდა, გაახსენდა ჩემი იქ ყოფნა.
-შენ მართლა ბრაზობ?
გაოცდა გიგი, დიტომ სცადა გიორგის გახუმრება:
-ნინის ნახავს და დაავიწყდება ხუბი.
-არ ვბრაზობ ცოტა ნით ვაწვალებ რა და დამაცადეთ.
სიცილით წავიდა დიტოს მანქანისკენ.. სახლში მისულებს იმაზე მეტი ხალხი დაგვხვდა ვიდრე ველოდი, გიგის დათასთვის და მათესთვისაც უთქვამს ნათიაც იყო თავის პატარათი, ყველაზე მეტად კი მოძღვარის ნახვამ გამახარა, მასთან განმარტოვებაც მოვახერხეთ მე და გიგიმ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგვლოცა და ტაძარში დაგვიბარა, ჩვენც აღარ შევაწუხეთ გურამთან ერთად ტკბებოდა ჩვენი ცელქობით..
სიმღერა, ცეკვა და ბავშვებთან თამაში ერთი დიდი და ლამაზი დღე იყო, გიორგისი და მისი ნახევარ დის გვანცას, შეხვედრა ცალკე სანახაობა, ისეთივე ლამაზი პატარა გოგონა, რომელსაც გიორგის მსგავსი თვალები აქვს, გრძელი თხილისფერი კულულები ეყარა მხრებზე და ძალიან ჰგავდა ძმას, რომელიც ჯერ კიდევ დიოა.
-ცემი დიო მოცულაააა. (გვანცა)
-ჩემი პატარა რამხელა გაზრდილა?.. (გიორგი)
ხელში აიყვანა და დაატრიალა.
-მომეტატრე დიო. (გვანცა)
-მეც მომენტრე პატარა. (გიორგი)
ნინის ამის ნახვა და ცრემლები ერთი იყო, უცებ მივიდა გიგი ნინისთან და ხელი გადახია, რაღაც უთხრა ჩუმად ნინის გამომეტყველბით მიხვდი რომ გვანცაზე უთხრა.. ნიკა და ეკა თავს ისე შორს იჭერდნენ ვერც მიხვდებოდა ვერავინ, რომ ერთმანეთი მოსწონთ, გიორგიც არ იმჩნევდა ვითომ შემთხვევით ნიკას ავალებდა მიმიხედეო.
ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ერთ-ერთი ცეკვის შემდეგ, გიორგიმ ნინის ხელი მოჰკიდა და ყურადღება ითხოვა:
-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები აქ ხართ და მინდა იცოდეთ, რომ თქვენი თანდასწრებით ნინის ხელი ვთხოვო...
-უუუუ.
სესილიმ დაიყვირა და ყველა აჰყვა, მე კი გული ისე ამიჩქარდა მეგონა ბუდეს დატოვებდა, დათასკენ გამეპარა თვალები და დავრწმუნდი იმაში, რომ ეს შეცდომა იყო, გიორგის მხრიდან ყოველ შემთხვევაში იმ წუთას ასე მეგონა.. თავი ბოლომდე შეიკავა და არ წაასულა, მაგრამ ვგრძნობდი როგორ უჭირდა და რამდენად რთული იყო მისთვის იქ ყოფნა, იმის მოსმენა რასაც გიორგი ამბობდა:
-ნინი ვიცი შენთვის მოულოდნელია, რადგან არაფერი მითქვამს, მაგრამ ახლა გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ!
*მინდა დილა შენით იწყებოდეს და არა შენზე ფიქრით.
*მინდა დღე შენთან შეხვედრის მოლოდინში ილეოდეს და არა შეხვედრაზე ფიქრით.
*მინდა ღამით შენ მხვდებოდე სახლში და არა ფირი.
*მინდა ბედრიერი იყო და შენი ბედნიერი თვალებით გამაბედნიერო.
-გიორგი..
დაბნეულმა ნინიმ ტირილი დაიწყო, ხელები რომელსაც გიორგი ეფერებოდა გააშვებინა და სახე ჩარგო.
-კარგი ნუ ტირი.
მკლავები მოხვია და დამალულ ნინის თავზე აკოცა.
-გოგო პასუხი უთხარი, თორემ გაგიცვალე შეყვარებული!
სესილიმ დააგვიანა რეაქცია, ანდრიამ ხელი გადახვია დი ნაწყენი ხმით კითხა:
-მე რას მიწუნებ?..
-არაფერს კაცი იმას ვაფხიზლებ.
მოწყვეტით აკოცა და თვითონაც მოეხვია ანდრიას. გვანცამ მიირბინა ნინისთან და გიოსთან ტირილით:
-დიო მე ალ გიკალვალ? აცე ლატომ ალ მითხლამ მეც?
გაბრაზებულ დას ორივემ სიცილით შეხედა, გიომ ხელში აიყვანა, ნინიმ ცრემლების წმენდით გაუცინა.
-გვანცა შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ ნინის სახლში წამოსვლაზე ვიტანხმებ.
-ატუებ?
გაოცდა პატარა.
-არა კი უნდა ვათქმევინოთ.. დედა მოდი წაიყვანე ეს ჯერ არ შემდგარ ოჯახს მინგრევს..
ნინის მიუბრუნდა პატარა და ეკითხება:
-ტი უნდა თვა?
-არ ვიცი ვთქვა?
მოეფერა ნინი, თავზე ხელი გადაუსვა.
-ტი! ტი! თვი ლაა.
-კი. თანახმა ვარ!
სამივე ერთმანეთს ჩახუტებულები იდგნენ, ჩვენი ყვირილის თანხლებით, გიგიმ დაიყვირა:
-არ გამოვა არაფერი!
-რატომ გიგი?
გაოცება ვერ დავმალე, რაც ამათ ვგულშემატკივრობ და უცებ ჩემი სიუ ამბობს უარს.
-იმიტომ რომ ჩვენი მეჯვარეები ხართ!
ყველამ მამა გიორგის შევხედეთ "განაჩენის" მოლოდინით.


პ.ს. ესეც შემდეგი, გუშინ ვერ შევძელი დადება და მომიტევეთ.
ველი შეფასებებს, წინასწარ დიდი მადლობა ყველას.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Euf ...
Sxvatashoris memgoni jvris ayra sheidzleba . Chemi dis natliebs. Mouwiat mase da....
Dzaan magariaaaa

 


№2  offline წევრი lile-eli

nawkas12345
Euf ...
Sxvatashoris memgoni jvris ayra sheidzleba . Chemi dis natliebs. Mouwiat mase da....
Dzaan magariaaaa

მიმიხვდი ხომ?... ასე, მაგრამ გიგი ''ცელქობს'' ცოტას.

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიყვარს ძალიან ეს ისტორია❤

 


№4  offline წევრი lile-eli

Chikochiko
მიყვარს ძალიან ეს ისტორია❤

დილიდანვე გავიბადრე და მადლობა ამისთვის. :)

 


№5 სტუმარი Guest megi

Dges wavikitxe yvela tavi ertad da martla uzomot momewona imedia dataze da marizec dawer shemdeg tavshi da male dade ra,warmatebebi martla dzaaan magrad wer

 


№6  offline წევრი lile-eli

Guest megi
Dges wavikitxe yvela tavi ertad da martla uzomot momewona imedia dataze da marizec dawer shemdeg tavshi da male dade ra,warmatebebi martla dzaaan magrad wer

ძალიან დიდი, დიდი მადლობა.
თქვენი ყოველი სიტყვა ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. ვეცდები მალე დავდო და თქვენი იმედები გავამართლო. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent