მთელი ცხოვრება და სამი თვე ( დასასრული)
2 კვირაზე მეტი გავიდა და "მისგან" არანაირი კონტაქტი... რა ცუდი რამ ყოფილა ეს "დამოკიდებულება"... და თან ამას დამატებული ინტერესი ხომ სიყვარულზე უარესი ყოფილა... სიყვარული ხომ მარტოც შგიძლია იგრძნო.. გიყვარს და გრძნობ.. მაგრამ ეს "დამოკიდებულება-ინტერესი" თუ გაგიჩნდა და მარტო ხარ და საპასუხო არგყავს, მტრისას..... -- საქმე როგორ მიდის?!-- მე ვურეკავდი ახლა საქმიანი მიზეზით, როდესაც მისგან ველოდი ზარს. --კარგად, ყველაფერი მშვენივრად... თუ რაიმე პრობლემა იქნა ან დამჭირდი დაგირეკავ...-ტელეფონი გათიშა. ამაზე სულ მთლად გადავირიე...ნუთუ ტყუილად ვცდილობდი და ვცდილობ?!.. "ნახვა მინდა შენი"- სმს მივწერე "რატომ?"-- და ამ შეტყობინების პასუხი არ მქონდა... "არ ვიცი, უბრალოდ ვხვდები რომ მინდა" " კარგი დაგირეკავ საღამოს" საერთოდ რას ვაკეთებდი... ან რას ვამბობდი ვეღარ ვაკონტროლებდი თავს.. ალბათ ზედმეტი მომივიდა, როდესაც "ჩემ გმირს" მონდოდა დავმსგავსებოდი.. მე ხომ ისეთი ძლიერი არ ვიყავი,როგორც ის... მე ხომ ისეთი აზროვნების არ ვიყავი, როგორც ის?!.. რატომ მეგონა რომ ყველაფერს გავაკონტროლებდი არ ვიცი... მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ თავად სიატუაცია მაკონტროლებდა მე და არა მე მას. -- რა მოხდა?!-- ავტომობილში ვზივარ, არსად მივდივართ უბრალოდ ჩემს სადარბაზოსთან ვდგავართ. -- არაფერი, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა...-- თავი დამნაშავე ბავშვივით დავხარე -- უბრალოდ რომ არაფერი ხდება შენ ეს არ იცი?! -- არა არ ვიცი მაგრამ გამიგია... -- მაშინ მითხარი რა მოხდა...-- ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა... ზუსტად იმ მომენტში როცა მას შევხედე გულმა საოცრად ხმა მაღლა დამიწყო ბაგუნი, შემეშინდა, მეგონა მასაც ესმოდა... ძლივს ვსუნთქავდი.. შორიდან ვგრძნობდი მისი სხეულიდან გამოდევნლ ცხელ ჰაერს... ის არც ისე შორს იყო ჩემგან და არც ახლოს.. რაც იქნება იქნება... გავიფიქრე და გადავიწიე და ვაკოცე..... წინააღმდეგობა არ გაუწევია... თავადაც მიპასუხა კოცნაზე კოცნით..საოცარი კოცნა სცოდნია..გულის ფეთქვა ნელნელა რითმში ჩაჯდა და ნერვიულობაც მომეხსნა.. ძლივს გავახილე თვალები როდესაც კოცნა შევწყვიტე...არც სირცხვილის გრძნობა არც დანაშაულის, არც სინანულის... არაფრის საერთოდ გარდა სიხარულისა.... -- ადი სახლში და ხვალ დაგირეკავ!-- მორჩილი ბავშვივით მოვიქეცი... გადმოვედი და სახლში ავედი უბედნიერესი... მაგრამ რა მიხაროდა?!... მისი კოცნა?.. მისი არსებობა?..მასთან ურთიერთობა?...მას ხომ "ცოლი ჰყავს". რატომ ვიქცეოდი ასე არ მესმოდა, საკუთარ შეკითხვებზე პასუხები არ მქონდა... რას განვიცდიდი?!... მიზიდულობას,ლტოლვას,სურვილს,დამოკიდებულებას..და ეს ყველაფერი ასე მოკლე ხანში?!.. თურმე შესაძლებელია, რომ დროის, მანძილის და ყოველგვარი გარე მიზეზების გარეშე, ადამიანის მიმართ შეიგრძნო ის, რასაც მე თავად ვგრძნობდი... redial-ზე დაყენებული კადრივით მიტრიალებდა ავტომობილში მომხდარი სცენა...საკუთარი თავის მიკვირდა,საიდან ამდენი სითამამე?!...სად წავიდე კდემამოსილება, მორიდება?! ნუთუ ამ გრძნობამ რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და ჯერ ვერ ვხსნიდი,ასე დამაკარგვინა ყველაფერი?! ასე გადავუსვი ხაზი იმ ყველაფერს რასაც აქამდე ჩემს ღირსებებად ვთვლიდი?!.. ნეტავ "ის" რას ფიქრობს ჩემზე?!.. ან რა იქნება?!... გამახსენდა... დეჟა-ვუ თუ იმიტაცია?!... თუ უბრალოდ სიტუაციის გამეორება?!...თითქოს ყველაფერი იგივე... მაგრამ გმირი შეიცვალა... "ჩემი გმირი" ახლა ყურადღების ცენტრში...მე მასთან თავის გამართლება არ დამჭირდება...ეს.. უფრო სწორად "ის" მას აღარ ეხება..."ცოლი?!"... ამაზე კი ღირს დაფიქრება.... გამახსენდა ჩემი გმირის საუბარი... გამახსენდა ის თუ როგორ მიხსნიდა რომ ღალატი ბევრნაირი არსებობს და თითოეულს აქვს მიზეზი, ახსნა და შედეგი... " ღალატი... ეს ისეთი მაშტაბური და ფართო მცნებააა... თქვენ გგონიათ ღალატი მარტო ფიზიკური არსებობს?!... ღალატი გრძნობაა თუ მოქმედება?! რას მიაწერს ადამიანი ამას?! მე გეტყვით რომ ის გრძნობაა, რომელიც შემდეგ ფიზიკურში, მოქმედებითში გადაგვყავს... მაგრამ მოქმედებამდე ხომ ჯერ გაფიქრებაა... ზოგადად ძალიან ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე, მითუმეტეს რომ დღევანდელ დღეს უამრავი ღალატის" ფაქტი ხდება, მაგრამ არავინ საუბრობს ამაზე... -- რა მიზეზი შეიძლება ან ახსნა ჰქონდეს ღალატს თორემ შედეგებ მეტ-ნაკლებად წარმოსადეგია... -- მაგალითს გეტყვი და შენ განსაზღვრე... არის ერთი ნაცნობი ქალბატონი... რომელიც "ღალატობს"... რატომ?? მეც ეს ვკითხე.. მაინტერესებდა რა უბიძგებდა მას ასეთი საქციელისკენ... --პასუხი???... სულმოუთქმელად ველოდი პასუხს, ახსნას -- ლოგიკური... და მე ვერ შევძელი რომ მისი საქციელი დამეგმო... ის ამბობს, რომ მის შემთხვევაში არის ორგანული გაურკვევლობა, ანუ არასასურველი ინტიმი, არამოსაწონი... და იმის გამო რომ მას უბრალოდ კარგი სექსი შეიძლება ჰქონდეს სხვასთან, ადგეს და სამ შვილიანი ოჯახი დაანგრიოს?!.. შენ რას იტყვი ტყუის? -- არ ვიცი რთულია ასე შორიდან გაცე პასუხი კითხვას როდესაც არ იცი შიდა სამზარეულო... -- არ არის რთული.. შენ რა გგონია ის ვინც სხვას აკრიტიკებს და განიკითხავს თავად ვერ საზღვრავს თუნდაც იმ შეცდომაში სიმართლეს?!.. მაგრამ ერიდებიან ხმა მაღლა გამოთქვან აზრი... გაამართლონ... როდესაც ქალი, ან თუნდაც კაცი ღალატის ნაბიჯს დგამს, ხომ შეიძლება რომ მიზეზები მარტო მათში არ ვეძებოთ?!.. იქნება გარემოება, ან სითბოს ნაკლებობა ან ყველაზე მდაბიო ფაქტი პ"პინანსური" მხარდაჭერაა მიზეზი?!.. ყველას თავის სიმართლე გააჩნია და ჩვენ ის სიმართლე არ უნდა დავივიწყოთ... -- თქვენ ამართლებთ ღალატს...--ვკითხე მე -- არა.. მე უბრალოდ ვცდილობ გავიგო... რამ მაიზულა მე მეღალატა საკუთარი თავისთვის, "მას" ოჯახისთვის და სხვებს თავიანთ პასუხისმგებლობისთვის... -- მაგრამ ხომ არის და არც ისე ცოტა, როდესაც უკვე აზარტის და უბრალოდ სიამოვნების გამო აქვთ ეს წესი ცხოვრებაში?.. ხომ არის რომ მათ ღალატის გარეშე არ შეუძლიათ? --კი არიან ასეთებიც... აზარტიც და სიამოვნებაც ერთგვარი მიზეზია, მაგრამ აზარტი მაინც ვფიქრობ არ არის გამართლება...რაც შეეხება ცხოვრების წესს მოკლედ გიპასუხებ.. ეს უკვე "ბაა"... კაცის და ქალის მხრიდანაც, როდესაცღალატი უბრალოდ წესად ყალიბდება ეს უკვე სულ სხვა ფაზაა და თავად ღალატსაც, სიტყვა ღალარტს შეურაწყოფას მივაყენებთ თუ მათ, მოღალატე ხალხთა კატეგორიას მივათლით." ღალატი... მე ვის ვღალატობდი?!...პირველ რიგში საკუთარ "მეს".. შემდეგ გარე ადამიანებს..და აქ არ იყო ფიზიკურ ღალატზე საუბარი... მაგრამ შესაძლებელი იყო ან მინდოდა რომ "ფიზიკურობაშიც" გადასულიყო... "ჩემთან სექსი გინდა?!" -სმს მივწერე, საღამო იყო, სასეირნოდ ვიყავი გამოსული როდესაც ამ ფიქრებში წავედი... რატომ მივწერე??.. მე მინდოდა "ეს ღალატი" და მაინტერესებდა მისი აზრი... მაინტერესებდა თუ ჩაიდენდა იგივე შეცდომას რაც მანამდე ჰქონდა ჩადენილი.. პასუხი მალევე დამიბრუნდა "ახლა და ამაზე ასე საუბარი არამართებულია...სხვა დროს ვისაუბროთ" -- თავიდან მომიშორა?!.. არ ეცალა?!... არ ვიცი.. თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდა ჩემი მასთან ურთიერთობები, თითქოს რაღაც ჩარჩოებს ჰკრავდა რომლის იქითაც არც თავად გადიოდა და არც მე მიშვებდა... --შენ რას მეტყვი?1..როგორ მიპასუხებ კითხვაზე რომელიც დაგისვი?!..-- მისი უმოქმედობა მაღიზიანებდა, რატომ არ იჩენდა ინიციატივას, რატომ არ ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს, მითუმეტეს მე ყველანაირი თავისუფლება და საბაბი მივეცი საამისოდ. თავი არ აუწევია, თეთრ ფინჯანში ნახევრად სავსე ყავის სითხეს "დაშტერებოდა", არც კი მიყურებდა... -- შენ გგონია მე სურვილი არ მაქვს?!.. მე გითხარი, საღად მოაზროვნე კაცი არ მიიზიდო არ შეიზლება... -- აბა რაშია პრობლემა?! --შენ თუ პრობლემას ვერ ხვდები... მაშინ.. --"ცოლი?!".. -- მე ჩემს ოჯახურს და პირადულს არასოდეს ვურევ ერთმანეთში.. -- ოჯახი პირადი არარის?! --კი... ასე ვთქვათ ის თეთრი პირადია...დანარჩენი კი შავი ..- ახლაღა შემომხედა და თავისი საოცარი ღიმილი გააელვა სახეზე -- აქ სხვა რამ არის მიზეზი... -- რატომ არ გინდა მითხრა?!... თან მეუბნები სასურველი ვარ.. თან მეუბნები ოჯახი არაფერ შუაშია, და ამავდროულად უარს მეუბნები... რატომ?! -- აშკარად მწყინდა, არ მინდოდა ჩემი ქალური თავმოყვარეობა და გრძნობები შელახული ყოფილიყო... -- თუ კი მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, არა შენთან, არამიტომ რომ "ცუდი" ხარ, პირიქით... შენ ჯერ ვერ მიხვდები, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები და მიზეზები როდესაც უარი უნდა თქვა რაღაცეებზე... მე საკმაო გამოცდილება მაქვს მერწმუნე ასეთი ურთიერთობისა... და იცი რა?!-- მიყურებდა საუბრობდა და ისე ერთბაშად აყოლებდა ფრაზებს ერთმანეთს სიტყვის "ჩაკვეხება" ვერ მოვახერხე.-- ერთ რაღაცას გეტყვი და გაითვალისწინე გამოგადგება ცხოვრებაში... -- ჩემს აღზრდას აპირებ ვატყობ...- საუბარი აგრესიაში გადამივიდა და მიხვდა ისიც -- არა.. შენი აღზრდა დაგვიანებულია, უბრალოდ მაინც გაქვს რაღაცეები სასწავლი და დასახვეწი, ამას ცხოვრება და ადამიანები თავად გასწავლიან...მე შენთან თანაშს არ ვაპირებ და უბრალოდ მოკლედ აგიხსნი.... როდესაც ადამიანთან რაიმე ურთიერთობას იჭერ, მითუმეტეს რომ შეიძლება ამ ურთიერთობამ სხვა ურთიერთობა აგირიოს.. უნდა გიღირდეს...-- ძალიან გავბრაზდი, საშინელი შეურაწყოფილი ვიგრძენი თავი, იმედგაცრუებული, მოტყუებული მაგრამ საკუთარი თავით მოტყუებული...გავბრაზდი "ჩემს გმირზე", "მასზე", "ცოლზე"... სამი რამ რაც ხელს უშლიდა ჩემს შინაგან განცდებს და სურვილებს... დემონსტრაციულად ავდექი, და გამოვედი... გაჩერება არც უცდია.. "დამამცირა... უარი თქვა... არ უღირს ჩემთან ყოფნა არაფრად"... ის სულელური აზრები რომელსაც ვიქრობდი გზად მომავალი... არ მესმოდა არც ავტომობილების ხმა, არც ქუჩის მუსიკოსების მუსიკის ხმა.. არაფერი არ მესმოდა... მესმოდა მხოლოდ ის დიალოგი რაც შედგა... რატომ? მე ხომ მისთვის არაფერი მითხოვნია?... მე ხომ არც არაფერს ვთხოვდი, რა უფლებით... მშიშარა!... ლაჩარი... "ცოლის" ეშინია...... კი სასაცილო აზრები მქონდა მართლაც... ზოგადად იმ მომენტში საღად აშკარად ვერ ვაზროვნებდი...მხოლოდ საკუთარი ეგოიზმი მაფიქრებდა ასე, ამას ახლა ვხვდები... ალბათ მამაკაცზე არასოდეს მიფიქრია ამდენი... ჩემს "უფლისწულზეც" კი არ მქონია ამდენი ფიქრის საშვალება და სურვილი... ეს რა ხდებოდა არ ვიცოდი... გაღიზიანებული დავდიოდი, ვერც მეგობრებთან ვაყოლებდი გულს, არც საყვარელი ფილმები მშველოდა, ალბათ შვებულებაში რომ არ ვყოფილიყავი ვერც სამუშაო მიშველიდა... ისე რა არის ქალობა? რა არის მამაკაცობა?...რა ქმნის ან როგორია იდეალურობა? ეს ორი განსხვავებული სქესი თუ გარემოებები? ალბათ ყველაფრის ნაზავი წარმოქმნის იდეალს... მაგრამ თვით იდეალსაც რომ აქვს ნაკლი? რა?? :) ის რომ არსებობს სიტყვა და არ არსებობს "რეალი" მისი... ესეც ხომ უკვე ნაკლოვანება...ქალის და მამაკაცის იდეალი?.. რამდენი ადამიანიც დადის დედამიწაზე იმდენნაირია იდეალის ცნობა... ავირიე აზრებში.. რა მეფიქრა და როგორ გავმკლავებოდი ამ დამცირებას თუ იმედგაცრუებას აღარ ვიცოდ... "ჩემი გმირი" მჭირდებოდა... თვეზე მეტი იყო გასული რაც ის არ მინახავს.. ორ-სამჯერ მოვიკითხე უბრალოდ ისიც მოვალეობის მიზნით... უხეშად ვიტყვი მაგრამ სიმართლეს,რომ არ მეცალა მისთვის... მინდოდა მასთან უბრალოდ საუბარი... მინდოდა გონება გამენთავისუფლებინა... არ დამირეკავს ისეე მივედი.. გაუკვირდა ჩემი დანახვა და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე სამზარეულოში შემიპატიჟა...გამიკვირდა,რადგან ყოველთვის მისაღებ ოთახში მმასპინძლობდა,მაგრამ არ გამიმახვილებია ამ ფაქტზე ყურადღება..არ შემოუთავაზებია ისე გამიკეთა ყავა და დავსხედით -- რა გაწუხებს... პირდაპირ მკითხა -- საიდან მოიტანეთ, უბრალოდ აქვე ვიყავი და ვიფიქრე...-- არ მინდოდა ჩემი ვიზიტი მიზანმიმართული ჰგონებოდა მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე მისგან დამალვა... ის იდეალია თავისი შეცდომებით...გული გადავუშალე და რაც მაწუხებდა ვუთხარი. მჯეროდა რომ ის ისეთ რამეს მეტყოდა რაც დამამშვიდებდა და ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებდა. -- რა შემთხვევაში შეიძლება გითხრას მამაკაცმა უარი?! -- თუ ის ღირსეულია..-- პასუხი იმდენად სწრაფად გამცა და იმდენად განსხვავებული... -- შეგიძლიათ ამიხსნათ? -- რათქმა უნდა... დასაფასებელია ასეთი მამაკაცები... როდესაც ქალი საკუთარ თავს სთავაზობს, რაც დღეს ეს გასაკვირი სრულებითაც არ არის ის ღირსეულია...რატომ?.. იმიტომ რომ იმ მომენტში ის გონებით აზროვნებს და არა მამაკაცური ღირსებით... ე ი ის საზღვრავს ან ქალის ხარისხს, ან სიტუაციას... მე ასე ვფიქრობ.. თუ კი ყველას უარი უთხრეს რათქმა უნდა ასე არაფერი გამოვა... მაგრამ ალბათ ეს ორი ფაქტორია რაც მათ უარს ათქმევინებს... -- და თანხმობა?... -- თანხმობა ადვილია... მაგრამ მე თუ მკითხავ თავად შეთავაზებული მამაკაცისთვის ნაკლებად საინტერესოა... მათ ურჩევნიათ თავად ინადირონ ვიდრე მათზე ინადირონ, რადგან ასე საკუთარ სიძლიერეს მეტად გრძნობენ...თუ კი მამაკაცი შეთავაზებულ ქალბატონს დათანხმდება, გამოდის მას მხოლოდ რაოდენობა აინტერესებს და სხვა არაფერი... კიდევ გიმეორებ მე უბრალოდ ჩემი დაკვირვებებით ვამბობ ასე.. -- და ქალი? მასზე რას იტყვით? -- ქალი... ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა უფრო მარტიავია.. ჩვენ ხომ ქალები ვართ.- ხუმრობით მითხრა ჩემს გახალისებას შეეცადა, თან სიგარეტს გაუკიდა...ჩემთვის საყვარელ და სასიამოვნო პროცედურას ასრულებდა,ძალიან მომწონდა როდესაც ვუყურებდი "მოწევის" პროცესს --დიახ..-- დაძალებით გავუღიმე --ხოო. მაშ დავიწყოთ.. ქალი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ცდება, მაგრამ რადგან მე არც ერთი სქესის დისკრიმინაციას არ ვაპირებ მაშინ ავხსნათ მიზეზი... რაც შეიძლება ბევრი იყოს... ეს უკვე პირადულიდან გამომდინარეა... -- მე მაინტერესებს ამ დროს დამცირებას არ გრძნობენ? -- კი მაგრამ არ უნდა იგრძნონ.. თუ კი ასეთ ნაბიჯს დგამენ მაშინ შედეგებსაც უნდა გაუმკლავდნენ..მაგრამ ალბათ იმედგაცრუების შეგრძნებას, დამცირება სჯობია და ამიტომ ამ გრძნობას უფრო აძლევენ საშვალებას რომ იგრძნონ მეტად.....იმ მომენტში თავმოყვარეობა ისე მაღლა მიიწევს რომ საღად აზროვნებას გვაკარგვინებს... ჯერ ალბათ მიზეზი ადგმევინებს ქალს ამ ნაბიჯს რომ თავი შესთავაზოს და შემდგომ სიამაყე გვაბრმავებს... -- და თუ კი თქვენ უარი არ გითხრათ მე...--ენაზე ვიკბინე და მივხვდი ცოტა გაურკვევლად მიყურებდა-- მე რატომ არ გამიმართლა.. თქვენც ხომ თავად შესთავაზეთ თავი?-- მემგონი რომ გამოვასწორე სიტუაცია -- შენ უკეთ გეცოდინება სიტუაცია.. უბრალოდ ასე უცბად ნუ განსჯი... დაფიქრდი იქნება და ჰქონდა უარის საბაბი -- და ახლა რა უნდა ვქნა?? -- რა უნდა ქნა??-- გაიკვირვა ძალიან-- განაგრძო ცხოვრება... რაც შეეხება ჩემს შეთავაზებას უბრალოდ გამიმართლა... --მივხვდი სიმართლე არ მითხრა და უბრალოდ ჩემს დასამშვიდებლად ასეთი მოკლე პასუხი გამცა.. -- რატომ არ გინდათ მითხრათ.... --რა უნდა გითხრა... შენ თავადაც იცი რა როგორ იყო...ჩემი ნაბიჯი, საქციელი და შეთავაზებაც ეს სპონტანური იყო.. მაგრამ ამ სპონტანურს შინაგანად რაღაც აძლევდა ბიძგს... შევთავაზე მაგრამ მას შემდეგ რაც ამის დრო იყო და სიტუაცია... შენ გგონია არ მიფიქრია უარის ვარიანტი?! -- და... -- და არაფერი... ამ შემთხვევაში მე ვიფიქრებდი რომ მას არ უღირდა ჩემთან ურთიერთობა.. არ ვიგრძნობდი დამცირებას არანაირად... უიარი რატომ არ თქვა ამაზე უკვე აღარ ღირს ლაპარაკი... ცხადი იყო რომ მან თავიდანვე ნადირობა გადაწყვიტა... რა მომენტში არ ვიცი, მაგრამ... კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი მინდოდა ნელნელა გადავსულიყავი თემიდან... იქიდან დამშვიდებული წამოვედი.. თითქოს გონებამაც ისევ ისე დაიწყო აზროვნება როგორც უწინ.. მივხვდი რომ "ჩემი დანაშაული უარში" არ იყო... " გახსოვდეს... ყოველთვის ეცადე აირჩიო ისეთი მამაკაცი რომლეთანაც სიჩუმე უხერხულობას არ მოგიტანს( და გამახსენდა "მისი" სიტყვები), ისეთი ვისაც ეცოდინება როდის რა გინდა, ისეთი რომელიც აზროვნებს,ისეთი ვინც შეგცვლის... ქალი კაცის სარკეა... რომელ ქალსაც სეხედავ როგორც გამოიყურება და აზროვნებს ისეთი მამაკაცი ყავს გვერდით"... მისი დარიგება კარგად გავიგე... შეურაწყოპის გრძნობა გაქრა და სირცხვილი გაჩნდა, მიხაროდა რომ ასე მოხდა... მიხაროდა რომ ის მართლაც ისეთი მამაკაცი იყო რომლებიც "გადასენების" პირას არიან და მე ასეთ კაცს თუნდაც ვიცნობდი... "ჩემი გმირი".... ის ხომ საოცრება იყო... იდეალური წყვილი სედგებოდა ალბათ მათი ტანდემით... სახლში მისვლამდე დავურეკე "მას"... ისევ ისე მიპასუხა როგორც აქამდე მპასუხობდა... თხოვნასავით ვუთხარი რომ ნახვა მინდოდა მისი...ნახევარ საათში უნდა მენახა... -- იმედი მაქვს წყენამ გაგიარა-- ძალიან მზრუნველი ხმით მითხრა -- კი და ძალიან მრცხვენია... -- არ უნდა გრცხვენოდეს... მე მაგიტომ არ მითქვამს და აგიხსნი თუ გინდა.. იმ დღეს არ მომისმინე .... სენ ძალიან სასურველი და კარგი გოგო ხარ ეს იცოდე და დაიმახსოვრე...რატომ არა??გახსოვს ურთიერთობა უნდა გიღირდესთქო... მე შენ არაფერი შემიძლია სემოგთავაზო... არაფერი გამაჩნია რაც შეილება მოგცე.. და შენ იმაზე მეტს იმსახურებ ვიდრე გგონია, მაგრამ მარტო ამაშიც არ არის საქმე... ახლა ჩემი მხრიდან სეხედე თუ შეგიძლია...კი მე კაცი ვარ და არაფერი დაშავდებოდა შენი წინადადება მიმეღო...სწორად გამიგე... მე არ მიღირდა შენთან ურთიერთობა იმის ფასად რაც გამოვიარე და რასაც ახლა გავდივარ... -- ეგ როგორ... ვერ მიგიხვდი?.. რას ნიშნავს გამოიარე... -- პრიმიტიულად აგიხსნი... მე იმ კაცების კატეგორიას არ მივეკუთვნები "გამოგიყენო" და შემდეგ "ნახვამდის" გითხრა... მე ქალს სხვანაირად ვაფასებ და ვუყურებ... არა როგორც გამოსაყენებელ ნივთს.. არა როგორც უბრალოდ ქალს, არამედ როგორც ადამიანს და მხოლოდ სექსი ცემთვის პრიორიტეტი არ არის..დაგთანხმებოდი ურთიერთობაზე და მე "ცოლი" მყავს და მე ვერ სევძლებდი შენს დაცვას ამ სიტუაციაში... როცა საჭირო იყო მაშინ ვერაფერი გავაკეთე...-- ღრმად ამოისუნთქა როდესაც ბოლო ფრაზა დაამთავრა და ზუსტად ის იყო... -- იყო რაიმე შენს ცხოვრებაში მსგავსი? -- მსგავსი?? არა.. მსგავსი არა..იყო ის რაც არ იქნება არავისთან არასოდეს ალბათ.. -- გიყვარდათ? --მიყვარს...-- ის ისეთი გულწრფელი იყო მჯეროდა მისი... -- რთულია არ გიყვარდეს მას ხომ იდეალამდე ცოტა უკლია...-- აღარ მინდოდა დამალვა... ეჭვით მიყურებდა, სწორად ფიქრობდა თუ არა ვერ ხვდებოდა..-- დიახ მე "მასზე" მაქვს საუბარი...თქვენ არ იცით მაგრამ მან თავისი ამბის გამოქვეყნება გადაწყვიტა და სწორედ ასე გავიცანი მე... შემდეგ უკვე თავად გამიჩნდა შენი გაცნობის სურვილი... მან კი დღემდე არ იცის ის რომ ახლაც კი აქ ვზივარ... ვიცი ცუდად მოვიქეცი ბევრი დავასავე მაგრამ უნდა მენახე აუცილებლად -- რატომ?? -- იმიტომ რომ აკლია ამ ამბავს მეორე მხარე... იმიტომ რომ რამოხდა თუ კი ასეთი ურთიერთობა იყო რომ ახსნის გარესე დამთავრდა?? --შენ პასუხისმგებლობა ხომ იცი რა არის?!.. ხანდახან რომ იმას გაკეთებინებს რაც არ გინდა... -- რატომ არ ნახეთ? --არ ვნახავ და არც მნახავს ალბათ... --სენ ცადე? ---არა,,, ჩვენი ერთი შეხვედრაც კი ისევ თავიდან დაატრიალებს იმას რაც იყო... -- მერე რა... -- მერე ის რომ სასწორზე ჩემი შვილი დევს... ჩემი ოჯახი... პასუხისმგებლობა რომელიც მე მათთან გამაჩნია -- "მასთან" არ გაგაჩნდათ?! -- კი და დღემდე გამაჩნია... შენ ვერ გაიგებ... მე მას უფრო ვუფრთხილდები... მის სახელს მის მდგომარეობას.... აი რატომ არ ვინახულე... -- და რა იქნება? -- არაფერი... ხანდახან ჯობია ყველაფერი ისე დატოვო როგორც არის-პაოლო კოელიო ასე ამბობს ამიტომაც დავტოვებ... -- მიკვირს... -- შენ კი... მაგრამ დარწმუნებული ვარ "მას" ყველაფერი ესმის...ჩვენმა ურთიერთობამ ბედნიერების პიკს მიაღწია და ამავდროულად კრახი განიცადა... მე მასთან ერთად გავიარე ის ყველაფერი რაც ალბათ მთელი ცხოვრება რომ მეძია... მე კაცი ვარ და მე ვიცი დიდი დაფიქრება მმართებდა და სწორედ ამიტომ არის რომ ეხლა ვიჩენ იმ დაფიქრებას რაც ადრე უნდა გამომეჩინა... რატომ გგონიათ ქალებს იყო კაცი მარტივია?!... პირიქით... ფიქრობ ორის ნაცვლად, აკეთებ ორის ნაცვლა, შრომობ ორის ნაცვლად... -- ალბათ "ცოლს" გულისხმობ...სიტყვა მოვუჭერი -- ალბათ... --თავადაც დაფიქრდა... ის რასაც ამბობდა "ჩემს გმირთან" საერთო არაფერი ჰქონია და ამიტომაც "წავკბინე" --არაფერს დამაბარებ?! --არა... მან ისედაც იცის ყველაფერი.... -- დანაშაულს გრძნობ?! -- არა... მიყვარს და ამიტომ არა... ის რაც გავაკეთე მასთან და მის გარესე ზუსტად ამით აბათილებს ჩემს ყველანაირ საქციელს... რა დასკვნა უნდა გამომეტანა ამ ამბიდან...ორი განსხვავებული ადამიანი... რომელთა შეხვედრაც და განშორებაც უცნაურობებით არის სავსე.. ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთთან დიალოგის გარეშე იგებს ერთმანეთის საქციელს... უყვართ და გაურბიან ერთმანეთს... როდესაც ამ ამბის წერა დავიწყე, "ჩემმა გმირმა ახსენა რომ მათი ურთიერთობა სამ თვემდე გაგრძელდა...სამი დაუვიწყარი სამი თვე... როდესაც ამ ამბის წერა დავიწყე მას შემდეგ სამ თვეზე ოდნავ მეტი დრო გავიდა.... ეს ის სამი თვეა რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ის სამი თვე რომელმაც ალბათ მომავალი 20 წელი წინასწარ მასწავლა...ამ ამბავში არ არის მხოლოდ თემა სიყვარული... ამ ამბავში რგორც უკვბე ვთქვი ბევრად ღრმა აზრები დევს... ამ ამბავში არის ახსენიბ, უფროსწორად აზრები იმ გრძნობების გასამარტათ რასაც ადამიანები ვერ ვხედავთ... აქ საუბარია იმაზე რამდენად და როგორ უნდა დაისაჯოს დანაშაული... და საერთოდ რა არის ან სად არის დანაშაული აქ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.