"არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული" თავი-3
სახლიდან გასულს თავში ათასი ფიქრები მიტრიალებდა, რომ მივუახლოვდი შეხვედრის ადგილს, ჩემს თავს შემოვუძახე, -ნია ასე არ შეიძლება, შენ მას უახლოვდები და ასე ბავშვურად და ბანალურად არ უნდა იქცეოდე, არაუშავრს ვნახავ, თუ არ მოგვეწონება ერთმანეთი ისე როგორც ახლა მოგვწონს, მეგობრები მაინც ვიქნებით...... პ.ს რა ძალიან „მაკლია“, მეგობრები არა ის.....ასეთ ფიქრებში გართული მივუახლოვდი მას, გული უფრო ამიჩქარდა, თვალები გამიბრწყინდა მის დანახვაზე, ფეხებში რაღაც ვიგრძენი, ვეღარ ვდგავდი თითქოს ნაბიჯებს. გამიღიმა, მომიახლოვდა და გადამკოცნა. -ნიაა.... -გიოოო..... -როგორ ხარ ? -რავიცი.....კარგად, შენ? -ძალიან კარგად. აბა რა მოიფიქრე წავიდეთ იქ სადაც მითხარი? ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ჩემს საყვარელ ტაძარში წასვლა, ის ერთადერთი ადგილია სადაც თავს ბოლომდე კარგად ვგრძნობ. -კი, კი, წავიდეთ... ტაქსთან მივედით, გზაში ვსაუბრობდით, 15წუთი მივედით. -აიი გიოო ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა. -მართლა ძალიან ლამაზი ადგილია, პირველად ვარ მე აქ. ვიცოდი რომ არ იყო ნამყოფი და მინდოდა პირველად ჩემთან ერთად ენახა ეს მართლაც არაჩვეულებრივი ადგილი. დაახლოვებით 1-საათი ტაძრის ეზოში ვისხედით, ვსაუბრობდით, შემდეგ ტაძარში შევედით და ავანთეთ სანთლები. -მე უფალს ვთხოვე არასოდეს წაერთმია ჩემთვის მისი თავი.....ვგრძნობდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ჩემს ცხოვრებაში. -ნია წავიდეთ ხო? -კი გიო წავიდეთ. ტაქსებამდე საკმაოდ დიდი გზა უნდა გაგვევლო ფეხით, ცოტა დავიღალეთ და გზაში სკამზე ჩამოვჯექით. პირველად მაშინ ჩამეხუტა გიო.... აი მაშინ მივხვდი რომ სულ ტყუილი იყო ჩემი ფიქრები და წარმოდგენები, რომ მეგონა არ მომეწონებოდა ან არ მოვეწონებოდი. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი მისგან, გული ამიჩქარდა, თვალები გამიბრწყინდა, იმ წამიდან ცხოვრების აზრი და სტიმული დამიბრუნდა. მივხვდი რომ ჩემი „წარსული სიყვარული“ ბოლომდე დავიწყებული მყავდა, ამ ყველაფერს ამ მომენტამდე ვერ ვხვდებოდი. გულის სიღრმეში მაინც მეგონა რომ ამდენ წლიან სიყვარულს ვერავინ ვერ დამავიწყებდა, მეგონა რომ სხვისი შეხება ჩემზე უარყოფითად იმოქმედებდა, მეგონა რომ ვერავის ჩახუტება ისე ვერ გამათბობდა როგორც ერთ დროს იმ ერთის.....მაგრამ შევცდი! და მადლობა უფალს რომ ჩემი წარმოდგენები სიმართლე არ აღმოჩნდა, ყველაფერი რასაც ვფიქრობდი და მეგონა რადიკალურად განსხვავდებოდა რეალობისგან...იმ დღემ და მისმა თბილმა ჩახუტებამ მიმახვედრა რომ გავცოცხლდი და დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი! მე ისევ შეყვარებული ვიყავი! ჰოო...სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ნამდვილად არ ველოდი....ცხოვრებაში მეორედ შევძელი ადამიანის შეყვარება! ცხოვრებაში მეორედ შევძელი სიტყვა „მიყვარხარ“-ს თქმა. ჰმ...რამხელა რამ შესძლებია ჩახუტებას, რამდენი რამ გავაანალიზე და რამდენ რამეს მივხვდი. -ნია ჩემო ბაჭია, როგორ მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ ჩემო პატარა. ახლა უკვე მართლა ვიყავი ჩემს ნათქვამ „მიყვარხარ“-ში დარწმუნებული, იმიტომ რომ მთელი სხეულით და მთელი გულით ვიგრძენი რომ მიყვარდა! მთელი დღე ვსეირნობდით, საღამოს სახლში ჩემებთან წავედით ჩემების გასაცნობად. ყველაზე მეტად მათი რეაქციები მაინტერესებდა, რას მეტყოდნენ, როგორ შეაფასებდნენ.....სახლიდან ჩემს მეგობართან ავედით, ჩემმა ბიჭმა და ჩემი მეგობრის ქმარმა ლუდი დალიეს. ერთი სული მქონდა სახლში მალე წავსულიყავი რომ ჩემების აზრი გამეგო, მაგრამ გიოც აღარ მეთმობოდა... -გიოო არ წავიდეთ? გვიანია უკვე... -კი ნია წავიდეთ... 12-საათი ხდებოდა რომ დავიშალეთ, სახლამდე მიმაცილა, წასვლისას ჩამეხუტა, შუბლზე თბილად მაკოცა და წავიდა. სახლში შევედი თუ არა ყველა სათითაოდ გამოვკითხე. -აბა ახლა მითხარით როგორი ბიჭია, როგორ მოგეწონათ? განსაკუთრებით ბიძაჩემის აზრი მაინტერესებდა....რას ფიქრობთ ღირს ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? ყველას პასუხი ასეთი იყო, -კარგი ბიჭია, ფიზიკურად, ხასიათბითაც არ ჩანს ცუდი, მოკლედ ჩვენი დასაწუნი არაფერი არ აქვს. ახლა მთავარია თქვენ გაუგოთ ერთმანეთს. ამოვისუნთქე....გიოც მწერდა მასაც აინტერესებდა ჩემები როგორ შეაფასებდნენ. -ნია რა გითხრეს ჩემზე შენებმა? -კარგი ბიჭიაო, ყველას ძალიან მოეწონე. -მართლა გოგო? რაა კარგია. -კი ჩემი პატარა, მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო სიყვარულო. მეორე დღესაც ვნახე გიო, დროში ვიყავით შეზღუდულები და ცოტახნით მოგვიწია ერთად ყოფნა. ჩამეხუტა თბილად.... -ნია ვერაფერი ვერ იგრძენი? -რა უნდა მეგრძნო გიო? -იცი შეუმჩნევლად გაკოცე ტუჩთან. -რაა? „ღადაობ“? მართლა ვერაფერი ვერ გავიგე... -არაუშავრს, სხვა დროს გაიგებ.... აღარ მინდოდა მისი გაშვება, თითქოს ვგრძნობდი რომ ამ ნახვის შემდეგ რაღაც ისე ვეღარ იქნებოდა....სახლამდე მიმაცილა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავიდა. თავისებმა არ იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ, იმ დღეს გაიგეს ყველაფერი. დედამისმა გამოჰკითხა ჩემზე ვინ ვიყავი და ა.შ....რათქმაუნდა ჩემი ასაკის გაგება არ მოეწონა, იმ დღის შემდეგ სახლში ჩემს გამო სულ პრობლემები ჰქონდა. გაუსაძლისი გახდა მისთვის ჩემს მიმართ თავისი ოჯახის ასეთი რეაქციები და ბოლოს იძულებული გახდა ჩემთვის მსგავსი ტექსტი მოეწერა. -ნია იმედია გამიგებ ახლა რასაც გეტყვი ჩემო ბაჭია, შენ ხომ კარგად იცი როგორ მიყვარხარ და როგორ გაფასებ, უბრალოდ მე ასე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება. ჩემები ვიცი არ შეიცვლიან აზრს, ყველა იმას ამბობს დიდია და შეეშვიო, ძაან ისეთი სიტუაციაა სახლში და მე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. არჩევანის წინაშე მაყენებენ, ჩემთვის ასეთი სიტუაციაა უცხოაა და არ ვიცი რა გავაკეთო. ვიცი რომ არ ვიქცევი კარგად და მაპატიე, არ მინდა შენი დაკარგვა, მაგრამ ვხვდები რომ ვეღარ ვიქნებით ერთად. მიყვარხარ ჩემო ბაჭია. ვერ ავღწერ ამ სიტყვების წაკითხვამ ჩემზე როგორ იმოქმედა.....ვკითხულობდი და თან ცრემლები მომდიოდა, თვალები დამიწითლდაა გული ძალიან ცუდად მქონდა, წამებში გამანადგურა მისმა ასეთმა სიტყვებმა, იმ წამს არ მქონდა იმის ძალა რომ პასუხი გამეცა და უბრალოდ სამი სიტყვით შემოვიფარგლე... -Oky, როგორც გინდა... ცოტახნით საკუთარ თავთან მინდოდა მარტო დარჩენა, გავთიშე ფბ დავწექი და ვტიროდი....საკუთარ თავს დავტიროდი, აი ეს მეორედ....მეორედ გამიცრუვდა იმედები რატომ? მე ხომ შემიყვარდა და ასეთი რამ მეორედ რატომ უნდა დამმათოდა, განა ასეთი რა დავაშავე რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ვიმსახურებ ნამდვილ სიყვარულს...ამ ფიქრებში როგორ ჩამეძინა ვერ გავიგე, გაღვიძებისთანავე ავიღე ტელეფონი და დავურეკე, თითქოს ძილში გამბედაობა და ძალა მოვიკრიბე, ყველაფერი ვუთხარი რაც გულში მქონდა.... -იცი, შენც ჩემს ყოფილ შეყვარებულს ჰგავხარ! უბრალოდ იმან თავისი საქციელებიდან გამომდინარე მაიძულა მასზე უარი მეთქვა, შენ კი ასე არაფრის გამო ჩემგან მიდიხარ, არა უკაცრავად კი არ მიდიხარ უკვე წახვედი! ისე წახვედი რომ ჩემი აზრი არც გიკითხავს, მინდოდა თუ არა შენი გაშვება...იცი ახლა როგორ ვარ? არ იცი...ვერ დაინახე შენი სმსის წაკითხვის შემდეგ მე რა დამემართა, არ იცი ახლა ჩემს გულში რახდება. ამიტომ ვფიქრობ რომ შენც არ განსხვავდები დიმასგან.... -ნია ასე რატომ მელაპარაკები? ხომ იცი რომ არც მე არ მინდა შენგან წასვლა...ხომ იცი როგორ მიჭირს შენი დატოვება, ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ. -კაი რა...ასეთ რამეებს ნუ მეუბნები, ისედაც ძალიან ვარ გაღიზიანებული და არ გინდა! ეგ არ არის სიყვარული....გასაგებია ყველაფერი, შენ ხომ იცი ზედ ჩამოკიდებას არ დაგიწყებ, ნუ გავიწყდება რომ ასეთი რაღაცები ჩემში არ ჯდება, ხვეწნას არ დაგიწყებ, მიუხედავად იმის რომ მიყვარხარ და არ მინდა შენი გაშვება, მაგრამ რადგან შენ გინდა ჩემგან წასვლა წადი, გიშვებ.... გავუთიშე ტელეფონი, ძალიან ცუდად ვიყავი, საუბრის თავი აღარ მქონდა....მინდოდა დიდი ხმით მეტირა, მეღრიალაა, არავის დანახვა და ხმის გაგება არ მსიამოვნება, ყველა მაღიზიანებდა, საკუთარი მშობლებიც კი მაღიზიანებდნენ.... საღამოს მომწერა მომიკითხა, ჩვეულბრივი მიმოწერა გვქონდა არაფერი განსაკუთრებული. -რას გეუბნებიან შენები? -არაფერს ნია, ვუთხარი რომ დავშორდით თქო. -ჰმ..გაუხარდებოდათ ალბათ. -მითხრეს ასე ჯობიაო... რამდენიმე დღე ასე უაზროდ ვწერდით ერთმანეთს, ვემშვიდობებოდით, თან აშკარად არც ერთს არ გვეთმობოდა ერთმანეთი. ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ამ დღეების მანძილზე ისევ თბილ სიტყვებს ვეუბენბოდით ერთმანეთს, ისევ ვეუბნებოდით სიტყვა „მიყვარხარს“! 4-5 დღე ასე ვმესიჯობდით. ჩემთვის ძალიან აუტანელი იყო უკვე ასე ყოფნა, მინდოდა რაღაც შემეცვალა, ან სამუდამოდ დამესრულებინა ან.......... -გიო მისმინე, ვთვლი რომ მე და შენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა ვიმსახურებ რომ ხვალ მნახო და ერთმანეთს პირისპირ ვუთხრათ სათქმელი და დავშორდეთ, უბრალოდ ეს თხოვნა შემისრულე.... -კაი ნია, ხვალ გნახავ ჩემო პატარა..... არ ვიცი რატომ, მაგრამ გულის სიღრმეში იმ დღეების მანძილზე ვგრძნობდი და ვიცოდი რომ გიო არასოდეს წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან, ყოველთვის მეგონა რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო...მთელი ღამე ვერ მოვისვენე, ვერ ვიძინებდი... ძლივს გათენდა.....გარეთ საშინელი ამინდი იყო, ციოდა და წვიმდა....თითქოს ამინდიც გრძნობდა ჩვენს ამბავს... -ნია რას შვრები, გაიღვიძე? -კი, შენ რას შვრები? -ვემზადები...მალე გამოვალ სახლიდან. -კაი მიდი, მეც ვემზადები. შავი ყელიანი სვიტრი და ნაცრისფერი ქვედა ჩავიცვი, მაკიაჟი არ გამიკეთებია, არ მქონდა „მუღამი“, თან წვიმდა და აზრიც არ ჰქონდა... ვიცოდი რომ ეს შეხვედრა შეიძლება ბოლო ყოფილიყო, ვიცოდი და ეს ყველაზე მეტად მიკლავდა გულს, საშინელ ხასიათზე ვიყავი, ამინდიც ხელს მიწყობდა და ჩემს ხასიათებზე უარესად მოქმედებდა.... -გამოდი ნია შენს სახლთან ვარ.. ავიღე ჩანთა, სარკეში ჩავიხედე, თმა გავისწორე და გავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.