შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ყველაფერი შეცვალე (ნაწილი 1 )


8-09-2017, 23:17
ნანახია 1 796

უცნაურად დაიწყო მაგრამ ბედნიერად დასრულდა.! არ გეგმავდნენ სიყვარულს, მითუმეტეს ერთმანეთის შეყვარებას . თავისით მოხდა ყველაფერი, ერთი შეხედვით მოწონება, მერე ფიქრი, ბევრი ფიქრი, ნერვიულობა , შიში, გაქცევა ერთმანეთისგან გარესამყაროსგან , როგორც ხდება ხოლმე როცა ახალი ისტორია იწყება. ეს ისტორიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა სასიყვარულო ისტორიებისგან, აქაც უყვარდათ და შორდებოდნენ, მერე ისევ რიგდებოდნენ, ბოლოს ერთად რჩებოდნენ ან არ რჩებოდნენ.
სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ალექსანდრა იმ დარბაზში.
არ უყვარდა არც ბოქსი და არც მისი მსგავსი სხვა სპორტი , ძალადობას ვერ იტანდა მაგრამ სრულაიდ შემთხვევით აღმოჩნდა დაბურულ , ჭუჭყიან დარბაზში ,
-ალქსანდრააააა , გოგო მთელი საღამოა გირეკავ გავგიჟდი არ იღებ ან გათიშულია ხო კარგად ხარ ? კივილის ხმა გაიგო ტელეფონში, მაშიკო გაჰკიოდა რათქმაუნდა .
-ვაიმეე მაშო , ხომ იცი სახლში ხან იჭერს ხან არა , რა გავაკეთო დავიტანჯე ქსელი რომ შევიცვალო მერე ნომერიც უნდა შევიცვალო მაშინ და ეგ კიდევ არ მინდა და თან მგონი აქ საერთოდ არ იჭერს არცერთ ოპერატორს
-უიმეეე კარგი ხოო , მეთქი რამე მოხდა და დაგემართა , რით ვერ მივეჩვიე რომ სულ ასეა შენი ტელეფონი არ ვიცი ! იცი რატომ ვრეკავ ასეთი გამწარებული?
-ჰოო აბა მითხარი რამე ხდება?
-ახლავე მოდიხარ და ჩემთან რჩები
-რატო რა ხდება?
-ბებოა ცუდად და ჩემები მიდიან მთელი კვირით , გაგა იტალიაშია, ზბორებზე
-კაი პატარავ ჩემებს ვეტყვი და წამოვალ
-ხოოოო გელოდები
-კაიიი დილით ლექციები ხომ გაქვს შენც?
-ხოო და ნუ მახსენებ , მეზარება წინასწარ
-ნუ ხარ მკვდარი , დილით ფეხზე აგაგდებ და წავათ თუ არ გინდა შტურმით ავიღო მთელი კორპუსი
-კაი ჰოო მოდიი!
მაშო და ალექსანდრა ბავშვობიდან ერთად არიან , ერთი სკოლა დაამთევრეს , მეერე ერთ უნივერსიტეტში ჩააბარეს , სხვადასხვა ფაკულტეტზე მართალია მაგრამ მაინც ამთხვევდნენ ლექციებს რომ ერთად ევლოთ.
პირველად მესამე კლასში გაიცნეს ერთმანეთი, მაშო რომ გადავიდა ალესანდრას კლასში სხვა სკოლიდან მაშინ. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გოგო, მაშო ქალაბიჭა, უხეში, ალექსანდრა მეტიჩარა , ლამაზი და ზუსტად ისეთი ფეხებზე რომ კიდიათ ყველაფერი , ასეთად დარჩა ბოლომდე, მაგრამ არასდროს გადასულა ზღვარს .
მოკლედ გაუგეს ერთმანეთს და როგორ მაინც ვერ იგებენ , იმდენად სხვანაირები არიან. სადაც მაშო იქ ალექსანდრა , სადაც ალექსანდრა იქ მაშო, საუკეთესო მოსწავლეები, სკოლაში ყოველთვის ჩანდნენ, ალექსანდრას ხასიათს და სიბეჯითეს მისი სილამაზეც უწყობდა ხელს, ძნელი იყო ერთხელ ენახა ვინმეს და არ დამახსოვრებოდა. იზრდებოდა და იცვლებოდა თანდათან , სექსუალურ, ჭკვიან და საკმაოდ უცნაურ ქალად ჩამოყალიბდა. უცნაური იმიტომ რომ სხვებს არ გავდა , ტყუილი არ უყვარდა , პირში თმქას ამჯობინებდა ,ხშირად უქმნიდა პრობლემებს სხვა დანარჩენთან ერთად სიჯიუტეც, მაგრამ დიდად არ განიცდიდა, ისეთი იყო როგორიც იყო და არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა. მთიულისთვის დამახასიათებელი აფსოლუტურად ყველა თვისება იყრიდა მის პიროვნებაში თავს , სუფთა სისხლის მთიული, ხშირად უსვამდა ხაზს თვითონ ,რადგან ძალიან მოსწონდ და ამაყობდა, რას შევადარო არ ვიცი , ალბათ უფრო ჯიხვს, კლდეებისკენ რომ მიიწევს , ეჭიდება სალ კლდეებს და არ ეშინია ,რომ ფეხი დაუსხლტება და დაეცემა.რომც დაეცეს მზადაა წამოდგეს და იგივე გზის გავლა თუნდაც მეასედ სცადოს. ბოლოს მაინც მიდის დანიშნულების ადგილას, რის ფასად უჯდება ეს მხოლოდ თვითონ იცის მაგრამ არა აქვს მისთვის მნიშვნელობა.
მაშო ზედაპირულია, ადვილად უყურებს ყველაფერს , ღრმად არასდროს იხედება, სისულელეების კეთებაში უბადლოა სწორედ იმიტომ , რომ ბევრს არ ფიქრობს, ბევრს კი არა ზოგჯერ საერთოდ არ ფიქრობს . სპონტანურობით ავსებდა სწორედ მეგობარს.ხშირად აფერადებდა კიდევ უფრო მის ცხოვრებას ,შეეძლო საოცარი სიურპრიზი მოეწყო, სადმე მოტყუებით წაეყვანა და დაუვიწყარი დღე ეჩუქებინა, პაემანი მოეწყო ბიჭთან რომელთანაც ალექსანდრა ნებით არასდროს წავიდოდა , მაგარ ფართიზე მიეყვანა მოტყუებით ,იმდენი ექნა , რომ ჩხუბით დაემთავრებინა ნებისმიერი სიტუაცია, ამიტომ იყო , რომ სკოლაში გოგოები ვერ იტანდნენ ვერცერთს . რაღაც სისულელეს გააკეთებდა ან იტყოდა ბოლოს კი ალექსანდრას იმედად რჩებოდა. წარმოიდგინეთ ძმაკაცური სიტუაციები, გარჩევები, ჩხუბები, „პაძერშკები“ ,ოღონ გოგოშკურად .
გვიანი იყო , მამამ ტაქსი გაუჩერა ალექსანდრას და გაუშვა მაშოსთან .
-მოდიიი პატარავ მოდიიი თორემ ხო იცი მარტო რომ ვარ სულ იმ დებილზე ვფიქრობ და ცუდად ვხდები
-უიიმეეე კიდე გიორგიზე ლაპარაკობ? საცემი ხარ ! ჯერ იმიტომ რომ საერთოდ არსებობდა ეგ ბიჭი და მერე იმიტომ რომ კიდე იმაზე ფიქრობ
-რა გავაკეთო მაგნიტივით ვიზიდავ ცუდ ბიჭებს ხო იცი
-ჩემზე მეტად არა მაშო , უბრალოდ მე ვიცი როგორ მოვიგერიო, შენ კიდე შტერი ხარ
-კაი ხოო მოდი კოფეეე გააკეთე რა შენ რო იცი ისეთი , მანდ კარადაში გაგას ჩამოტანილი ყავა დევს ბრაზილიური და ის გააკეთე რაა.
გაგა მაშოს ძმაა , კაი გოგოს ძამიკო. ალესანდრა ასე ეძახდა სულ , ნერვებს უშლიდა , გაგა ორივეს ძმა იყო მხოლოდ მაშოსი არა ,ვერ არჩევდა ერთმაეთისგან ალექსანდრაც ისე უყვარდა როგორც მაშო , ასე იყვნენ გოგოებიც, გიჟდებოდნენ გაგაზე. რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი ამინდიც სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ გაგასთვის ერთი ზარიც საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი ფეხზე იდგა და გოგოებს ცივი ნიავიც არ ეკარებოდათ.
ალექსანდრას მშობლებიც კარგად იცნობდნენ მაშოს და გაგას. ოჯახისწევრებად თვლიდნენ, მითუმეტეს რომ დედისერთა იყო და ისინი ასრულებდნენ დაძმის მოვალეობას ყოველთვის . მხოლოდ ერთ სახლში არ ცხოვრობდნენ, გაგა მთლიანად იყო ჩართული ალექსანდრას და მაშიკოს ცხოვრებაში .
ის ღამე არ უძინიათ , მაშომ უკვე მერამდენედ დაიწყო დეტალურად მოყოლა იმ ამბის თუ როგორ გაიცნო გიორგი, მერე როგორ აიძულა ბიჭმა შეყვარებოდა , მერე როგორ უღალატა სკოლაში ყველაზე საზიზღარ გოგოსთან , მერე როგორ დაშორდნენ , ისევ შერიგდნენ ისევ დაშორდნენ და ასე დაუსრულებლად სანამ გაგა არ ჩაერია და ფაქტიურად აიძულა მაშო საერთოდ მოეშორებინა თავიდან ! „პიჟონი“ გიორგი, ასე ეძახდა გაგა. მხოლოდ ამ სიტყვას იმეტებდა გაგა გირგის როცა ახსენებდა ,. ისიც ძალიან იშვიათად იმდენად ვერ იტანდა.
ალექსანდრასაც უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი ეს ისტორიები, და უფრო მეტიც უშუალოდ მონაწილეც კი იყო მაშო მის გარეშე ერთ ნაბიჯს არ დგამდა , არ უჯერებდა არაფერს , მაგრამ უყვებოდა აუცილებლად ან თან მიყავდა ყველგან.მაშო კი მაინც ყვებოდა განუწყვეტლივ , ალბათ იმიტომ რომ ენატრებოდა და გახსენებით იკლავდა მონატერბას, მეგობარიც უსმენდა უკვე დაზეპირებულ ისტორიას და აფიქსირებდა თავის მკაფიოდ გამოხატულ აზრს , რომელიც ბევრჯერ ჰქონდა უკვე მაშოსაც მოსმენილი
-მაშიკოოო გეყოფა რაა ეხლა თუ იტირებ იცოდე მოგკლავ
-არა გოგო არ ვტირი , კარგი ხოო მეტირება რა ვქნა ვერ დავივიწყე, არა განა ვერ დავივიწყე ისე მივეჩვიე რომ მაკლია ახლა
-გოგო კაცაძესთან გიღალატა საკუთარი თვალით ნახე , მაგის მერე შერიგდით და ზუსტად 3 ჯერ დაშორდით ისევ იმის მიზეზით, ეჭვიანი და ავადმყოფია ოღონდ გამაგებინე მისი რომელი თვისება გაკლია და გენატრება?
-ოოო შენ არ გყვარებია არავინ და არ იცი .
ამ კინკლაობაში ჩაეძინათ გამთენიისას.დილით ვერ გაიღვიძეს მთელი ღამის უძილოებმა და ვერც უნივერსიტეტში წავიდნენ. მაშომ კმაყოფილმა გაიღვიძა ისედაც ეზარებოდა ლექციებზე წასვლა , ალექსი წუწუნებდა , უყვარდა ფსიქოლოგია, ლექტორიც ძალიან მოსწონდა . ის დღე უდარდელად გაატარეს , სახლში, მუსიკა, ცივი ყავა ,ეზოში მზეს ეფიცხებოდნენ როცა მაშოს იდეალური აზრი მოუვიდა თავში.
-მოდი დღეს კლუბში წავიდეთ
-რაო დიდი ხანია არ გვიჩხუბია?
-ოოო არა რააა პროსტა ცეკვა მინდა დაგდებამდე
-კაი წავიდეთ იმ კლუბში ოღონდ მე რომ მიყვარს
-კაარგი პატარავ.
საღამოს გოგოები გამოეწყვნენ მოკლე კაბებში და ქუსლიან ფეხსაცმელებში, მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლნენ ამჯერად და ტაქსით წავიდნენ. კლუბთან არ იყვნენ ჯერ მისულები მაშომ გიორგი რომ დაინახა და ტაქსი გააჩერა , ძალით გადაათრია ალექსიც.
-რას აკეთებ გოგო გაგიჟდი?
-აუუუუუ მაშ წამო გავყვეთ რა მაინტერესებს სად მიდის
-სულ აურიე? თავი სერიალში გგონია? თან ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ უკან გიორგის
-გეხვეწები რაა ეს ერთხელ და აღარასოდეს გთხოვ მეტჯერ ასეთი სისულელეის გაკეთებას.
-გოგო რომ შემობრუნდეს და დაგვინახოს რას უპასუხებ , უკან მოგვებითო?
-მოვიფიქრებ რამეს წამოდი ჩქარა , ჩუმად ოღონდ ქუსლები არ აკაკუნო
-ვაიმეე მაშო ამისთვის გაგამწარებ
10 წუთი იარეს ზუსტად და მიადგნენ ძველ შენობას გიორგი იქ გაუჩინარდა ვეღარ შეამჩნიეს საით წავიდა მაგრამ სამაგიეროდ კარგად გაიგეს ყვირილის და შეძახილების ხმა
-აქ შევიდა ალბათ წამო აბა რა ხდება ვნახოთ.
შევიდნენ შენობაში და თავი დარბაზში ამოყვეს, ბრძოლები იმართებოდა რათქმაუნდა უკანონო . შეერივნენ მაყურებელს და რინგის წინ დადგნენ.
-ეეეეეე რა მაგარიაა
-რა არის გოგო მაგარი ამაზე საშინელი სპორტი არ არსებობს .
-კაი რაა პირველად ვარ ასეთ ადგილას , საქართველოშიც თუ ხდებოდა ასეთები არ ვიცოდი. თავი ფილმში მგონია
-გოგო თუ აკვირდები სულ 5 ქალია აქ და ორნი ჩვენ ვართ, რომ მოგვიბრუნდნენ ეს ბიჭები აქედან ცოცხლები ვეღარ გავალთ , გავიპაროთ სანამ დროა.
-ვუყუროთ სანამ აქ ვართ რააა
წითლად შემოხაზულ რინგზე ორი ბიჭი იდგა, ერთი მაღალი , დაკუნთული, შავ თმიანი იყო მეორე თავგადაპარსული, მაღალი და ისიც დაკუნთული, სხვანაირად როგორ ისინი ხომ სპორცმენები იყვნენ ალბათ რამდენს ვარჯიშობდნენ. ერთერთმა მეორეს დაარტყა , შავთმიანი ძირს დაეცა პირდაპირ ალექსის წინ . დაჰყურებდა ალექსი ზემოდან და და უკანკალებდა ხელ-ფეხი , აღარ ახსოვდა რომ ამდენ ბიჭებში იდგა და ეშინოდა ამდენი კაცის , ალხა ის უფრო ადარდებდა რომ ამდგარიყო მის წინ დავარდნილი და იმ მელოტისთვის პასუხი დაებრუნებია.
შავთმიანმა ახედა ქვემოდან აკანკალებულ ალექსს და წამოხტა უცბად ფეხზე , ბრძოლა გაგრძელდა , დაძაბულობისგან სულ აცახცახდა მაშოც , ის რომელს გულშემატკივრობდა ვერ გაიგებდით მაგრამ ალექსს კი ნამდვილად ეტყობოდა ვისი გამარჯვება უფრო უნდოდა. შავთმიანმა დაასრულა ტრიუმფით ის ბრძოლა , მელოტი დასისხლიანებული ეგდო ძირს და ძლივს ახელდა თვალებს.
-ვაიმეე მაშო წავედით ახლავე თორემ ამაღამ კი არა მარტო ალბათ თვეები ვეღარ დავიძინებ
-კაი ხო წავიდეთ .
ძლივს გააღწიეს დარბაზიდან დაძვრებოდნენ ხალხში, კარს ძლივს მიაგნეს და ის ის იყო გავიდნენ ალექს უკდან ხელი ვიღაცამ რომ მოკიდა ხელზე.
-მოიცადე ერთწუთს
-რა გინდათ
-მადლობა
-რისთვის?
-წეღან გადამარჩინე
-მეე?არამგონია
-კიი კიი როგორ არა სახელი მაინც მითხარი
-ალექსანდრა
გააშვებინა ხელი და მაშოსთან გაიქცა , ტაქსი გაეჩერებინა და მისამართს ეუბნებოდა უკვე სახლში რომ წასულიყვნენ. ჩასხდნენ და წავიდნენ. შავთმიანი იდგა და უყურებდა სანამ თვალს არ მოეფარა მანქანა.
-გოგო ვინ იყო?
-ის იყო ბრძოლა რომელმაც მოიგო
-რა უნდოდა?
-არ ვიცი ვერ გავიგე რა მნიშვნელობა აქვს , ძალიან დავიღალე როდის მივალთ ერთი სული მაქვს
- ვაიმეე ასეთი საინტერესო საღამო როდის გვქონდა ბოლოს გახსოვს ?
-მაშო დღეს გაგვიმართლა რომ გადავრჩით , ამის გამო ერთხელაც იქნება მოგკლავ
-სულ ნუ წუწუნებ რააა.
სახლშიც მივიდნენ ამასობაში და პიცა გამოიძახეს.მაშო კომპიუტერში შეძვრა და გიორგის გვერდს ეძებდა FACEBOOK -ში .
ალექსანდრა ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ცხელ ყავას მიირთმევდა . დაფრინავდა სადღაც . თვალწინ ის ბრძოალ ედგა ცოტახნის წინ რომ ნახა . ვერც იმ თვალებს ივიწყებდა გასასვლელში რომ დაედევნა და დაჟინებით უყურებდა .არ ამოსდიოდა თვალებიდან . ასე არ ემართებოდა არასდროს. პირველად მოხდა რომ არ უნდოდა და ეფიქრებოდა , რაღაცას განიცდიდა , არ ესმოდა რა ემართებოდა .
ალექსი ცდილობდა გონებით ეცხოვრა , ბევრს ფიქრობდა და ისე წყვეტდა მნშვენლოვან საკითხებს , დაუფიქრებლად ნაბიჯს არასდროს გადადგამდა, ალბათ ეშინოდა რომ რამე მოხდებოდა და თავის ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავდა. წარმოუდგენელი იყო მისთვის გრძნობა რომელიც მას აკონტროლებდა . ბოლოს ბავშვობაში მოხდა რომ ვერ დაიცვა საკუთარი თავი სხვებისგან , როცა მეგობარმა ისეთი რამ გაუკეთა რასაც უცხო არ გაუკეთებდა , ბავშვური ამბავი იყო მაგრამ ისეთი მგრძნობიარე ადამიანისთვის როგორიც მაშოა თითქმის სამყაროს დასასრულს ნიშნავდა.
-ალექს კარი გააღე რაა მგონი პიცა მოვიდა
არც გაუგია მაშოს სიტყვები , კარზე ზარის ხმა ხომ საერთოდ .
-გოგო გესმის?
-ჰა?
-პიცა მოვიდათქო.!!!!
უიმეე ხო მშვიდობა გაქვს რამ გაგაშტერა , მე გავაღებ დაჯექი შენ შეიძლება საკეტსაც ვერ მიაგნო.
მაშომ გაიარა ეზოს ბილიკი და რკინის კართან მივიდა რომელიც მაღალი გალავნის შუასი იყო მოთავსებული. კურიერი იყო მართლაც გამოართვა თავისი პიცა
-ჩვენ ერთი შევუკვეთეთ აქ ორია , სეგეშალათ ალბათ
-დღის აქციაა , ერთს უკვეთავთ და მეორეს გჩუქნიან .1+1 გაუღტიმა სიმპატიურმა კურიერმა
-ააააა კაი მადლობა .
-არაფერს
გოგო ნახეეე რაღაც აქცია ყოფილა და მეორე გვაჩუქეს.
-ჰოო? კაია .
ალექსის უხასიათობას უკვე ზღვარი აღარ ჰქონდა , მაშოს ვერ გაეგო რა ჭირდა. ისე უხასიათოდ ჭამდა თავის არჩეულ პიცას , და ისეთი სახე ჰქონდა , იცოდა არ უნდა ეკითხა უარესად გააღიზიანებდა მაგრამ მაინც კითხა ვერ მოითმინა
-ჰა თქვი ეხლა თუ გაწამო და ისე გათქმევინო
-გოგო იის ბიჭი , რომ გაიმარჯვა და გამომედევნა
-აჰა ! გასაგებია , ბიჭი .წარმოუდგენელია ალექსანდრა შენ ბიჭზე ფიქრობ ? გოგო მე უკვე ლეზბოსელი მეგონე
-რა დებილი ხარ , უბრალოდ რაღაცნაირი თვალები ჰქონდა
-როგორი პატარა ?
-შავი და ლამაზი , თბილი, უძირო და რავი რაა არ ამომდის თავიდან
-შენ ერთი ნახვით შეყვარების გჯერა ?
-რაებს ბოდიალობ , უბრალოდ ასეთი თვალები არსად მინდახავს
-მე არ ვბოდიალობ შენ ბოდიალობ , ძლივს ვიღაც მოგეწონა . არ დავკვირვებივარ სიმპატიური იყო რადგან თქვენი უდიდებულესობის მოწონება დაიმსახურა .
-მოკლედ შენთვის თქმაა აზრი არ აქვს ხოოო , ეხლა სულ მაგაზე უნდა მეღადავო?
-არა ჩემო ლამაზო , შენი გრზნობებით ხომ არ გავერთობი ხმას აღარ ამოვიღებ
-დაეგდე ეხლა დაიძინე მაშო ჯიქია ნუ მომაგუდინებ თავს .
ის ღამე აღარ გაუთენებიათ, ალექსსაც მშვიდად ეძინა, საანამ თვალებს დახუჭავდა ერთი რჯერ კდიევ წარმოიდგინა შავთვალებიანი ბიჭის სახე, მერე ჩაეძინა.
დილით ლექციაზე წავიდა, მაშო ვერ ააგდო ლოგინიდან , არც ცივმა წყალმა უშველა სახეზე რომ მიასხა ხელით , არც მუქარამნ არც ჩხუბმა არც მოფერებამ ბოლოს თავი დაანება კარი გარედან ცაკეტა და წავიდა. უნივერსიტეტში რომ მივიდა , კარებთან ირაკლი დახვდა , ჯგუფელი , მეგობრობდა ალექსი, კარგი ბიჭი იყო ,საყვარელი ,თბილი და მეგობრული.
-აკუნა როგორ ხარ ?
-კარგად ალე შენ ? გოგო წეღან ვიღაც ბიჭმა გიკითხა თურმე ნინიამ მითხრა
-მეე? ბიჭმა?
-ჩვენი უნივერსიტეტიდან?
-არაა უცხო იყო აქ არსად მ ინახავსო.
-რა უნდოდაო?
-არაფერი უბრალოდ უკითხია თუ იცნობთ და ხომ არ იცით სად არისო.
-უცნაურია, თუ კდიე მიკითხა დამიზახეთ, წამო რა ლექციაზე , მარტო არ დამტოვო.
-ჰოო მოვდივარ დღეს გადავწყვიტე ყველა ლექციას ბოლომდე დაესწრო.
საღამო იყო უკვე რომ დაუმთვარდათ ლექციები და სახლში წავიდნენ.
-წამო გაგაცილო, გაგა რატომ არ მოვიდა?
-გაგა ზბორებზეა , არ მინდა წადი შენ ნახე ნინია ი9ს გააცილე იქნებ როგორმე დაკერო კდიეც , მე არაფრეი მომივა დაგირეკავ რომ მივალ
- კაარგი ჩემი ჯიგარი გოგო.
ალექსანდრა მეტროში ჩავიდა და უკვე ვაგონში უნდა შესულიყო რომ იგრძნო ვიღაც როგორ მიყვებოდა უკან . უნივერსიტეტის გასასვლელიდან შენიშნა მაგრამ ეგონა ეჩვენებოდა და ვიღაც თავისი გზით მიდიოდა მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო , -იგივე ვაგონშიც? ნეტა ვინ არის ? ან მართლა მე მომყვება? ფიქრებში გართულს კინაღამ დაავიწყდა რომ თავის გაჩეება იყო და უნდა გასულიყო, მოასწრო და გაზვრა კარებში, უცნობი უკვე გარეთ ელოდებოდა ზურგით იდგა მისკენ , თითქოს იცოდა რომელ გაჩერებაზე უნდა გასულიყო. ალექსს აღარ შეუმჩნევია და დამშვიდებულმა გააგრძელა გზა ,ეგონა მოეჩვენა. -რას ულელი გოგო ხარ რატომ უნდა მომყვებოდეს ვინემ. გაეცინა თავის ფიქრებზე ამასობაში სახლშიც მივიდა.მაშო გაწეწილი დაბოდიალობდ ასახლში და კიდე ეძინებოდა.
-აუუუ ალეეეეე , ყავააა
-მემელოდებოდი?
-ხოო არ ვიცი რა მწირს ასვასაც ვერ ვაგნებ ისე ვარ გაბრუებული .
-დაიძინე მიდი გავაკეთებ და გაგაღვიზებ
მაშო თითქოს ელოდებოდა როდის ეტყტოდა ალექსანდრა ისე ეცა ლოგინ და გააგრძელა ძილი. არც ის გაუგია როგორ დაუძახა მეგობარმა ყავა დალიეო , არც ის სიცხე გაქვსო რომ უთხრა ალექსანდრამ , ვერც წამლის დალევა გაიგო იწვა მთელი დღე და ეძინა. საღამოს გაიღვიზ ამხოლოდ,
-მააშ დაგიწია? ვირუსი გაქვს ალბათ სიცხე გქონდა იმიტომ ვერ ფხიზლდებოდი.
-აუ ხო? უუუფ , იმიტომ მტკივა ყველაფერი?
-ხოოო პატარავ აჰა ეს დალიე და დაწექი , სამდგღიანი ვირუსი ყოფილა რაღაც დედამ დამირეკა მეც ცუდად ვარო.
-ჯანდბა , შენ სად მიდიხარ ?
-ბიბლიოთეკაში სამი პრეზენტაცია მაქვს , აბაშიძესთან ქულა მაკლდება , უეჭველი უდნა მივუტანო პრეზენტაცია თან საუკეთესო.
-წადი ხოო არ იდარდო აღარ ვარ სიე ცუდად.
გაიხურა ალექსანდრამ ეზოს კარები და ფეხით ჩაუყვა ქუჩას. არ უყვარდა ტრანსპორტი, ფეხით ერჩივნა სიარული, სიამოვნებდა საღამოობით მითუმეტეს , თბილისის ქუჩებში სეირნობას არაფერი ერჩივნა, ავლაბირის მეტროსთან არ იყო ჯერ მისული ისევ რომ მოეჩვენა.ამჯერად მანქანა , შავი აუდი .დაბურული შუშებით და საკმაოდ ძვირადღირებული ნომრით.
-ნეტა მე მომყვება ? თუ ესეც მეჩვენება ?არა ასკარად მე მომყვება, აუუ გაგა სუნდა ვუთხრა როდის ჩამოვა რააა , უკვე მაშინებს , მართლა მაშინებს , ფიქრეებში გართული ავიდა ყვითელ ავტობუსში და ახლა უკვე ფანჯრიდან აკვირდებოდა როგორ მიყვებოდა ის შავი მანქანა ავტობუსს.
-მააშ როგორ ხარ აბა
-ისევ სიცხე მაქვს პროსტა ისეტი მაღალი არა მიხვედი უკვე ?
-არა გოგო ავტობუსში ვარ აუუ მგონი ვგიჟდები მარა გუშინდელის მერე ვიღაც უკან დამყვება
-დაგყვება?
-ხოო გოგო გუშინ მეტროშიც ჩამომყვა ,დღეს სახლიდან ამედევნა მანქანით ოღონ შავი აუდია დაბურული , ავტობუშში ავედი და ახლაავტობუსს მოყვება
-დარწმუნებული ხარ რომ არ გეჩვენება?
-აუ გუშინ მეც ვიფიქრე მეჩვენებათქო მარა დღეს გადავიფიქრე ,დაღდად მე მომყვება
-ნუ მიხე
თქავ გულს გეხევწები რომშეხვალ ბიბლიოთეკასი მომწერე
-კაი , 5 წუთში მივალ
ჩავიდა ალექსანდრა გაჩერებაზე და მანქანაც გაჩერდა .ერთხელ გახედა და უცბად სექანდა ბიბლიოთეკაში. მოვედიო მიწერა მაშოს და აირბინა კიბეები.
ძლივს უყრიდა ფიქრებს თავს, კონტროლს კარგადვდა, კონცენტრირებას ვერ ახდენდა წიგნზე წინ რომ ედო. შიშს გრძნობდა და ვერაფრით გაეგო ვინ ან რატომ დაყვებოდა უკან.თავზე დააღამდა და მხოლოდ ორი თაბახის ფურცლის ამოწერა მოახერხა , ისიც ძლივს , წინადადებებს ვერ აწყობდ აისე იყო დაბნეული, ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთზე არადა ასე არასდროს ემართებოდა. ჟურნალიტიკა იმიტომ აირჩია რომ განსაკუთრებული მეტყველების და წერის უნარი ჰქონდა, ახლა კი აზრი ვერ გადაჰქონდა ფურცელზე. დაიტანჯა. ბოლოს გამოვიდა ბიბლიოთეკიდან თაბახის ფურცლებით და წიგნით ხელში და ავტობუსს ელდოებოდა გზის მეორე მხარეს ისევ ის მანქანა რომ შენიშნა. შეეშინდა , მაგრამ არ შეიმჩნია , ისე ეჭირა თავი ვითომ ვერც კი ამჩნევდა ისე ვაიდა ავტობუსში დასახლიში წვაიდა. მანქანა ისევ მიყვებოდა ,სახლშიე კორტივით მიაცილა.
ასე გაგრძელდა კიდევ სამი დღე დაყვებოდა მანქან უკან ისე რომ ერთხელაც არ ცაუწევია შუშისთვის არ გადმოსულა მანქანიდან და პოსტიც არასდროს მიუტოვებია.
ალექსანდრა არ იმჩნევდა მაშოც გააფრთხილა იცოდე გაგას თუ ეტყვი მოგლავო, არც ირაკლის ეუბნებოდა არაფერს. ერთ საღამოსაც დაბადებისდღიდან თავის სახლში ბრუნდებოდა ნერვები რომ მოეშალა , მივიდა გაჩერებულ მანქანასთან და შუშაზე მოიკაკუნა.ეს იყო ყევლაზე გაბედული ნაბიჯი.-ჯანდაბას თუ მომკლავს მომკლას , თუ არადა გავიგებ ვინ არის და რა უნდაო,ჩაილაპარაკა და მიუკაკუნა ფანჯარაზე.
მძღოლმაც ჩაუწია და შეხედა.ეცნო ალექსანდრას ის შავითვალები მანქნაიდან რომ უყურებდა.
-უკაცრავად , მამიკომ დაცვა დამინიშნა და არ ვიცი?
-ვერ გავიგე ?
-5 დღეა უკან დამყვები, პირველად ფეხით მერე ამ მანქანით.
-შემამჩნიე?
-ჰოო შენ გგონია უჩინარი ხარ ?
-ხო მეგონა ვერ დამინახე
-რა გინდა აბა? რატომ დამყვები, სახელმწიფო საიდუმლოებას მე არ ვინახავ რომ ჯაშუში გამოეყოთ ამიტომ ვერ ვიგებ რა გინდა
-ვერ მიცანი?
-ვერა ,უნდა გიცნობდე?
-იმ დღეს დარბაზში ბრძოლა რომ იყო , მართლა არ გახსოვარ ?
-არა ! იქ იყავი?
-მე ის ვარ კარებში რომ დაგეწია და მადლობა გითხრა
-ააააააა , ხო გამახსენდა მერე ?
-მერე ის რომ შენი გაცნობა ძალიან მინდოდა და
-და მაგიტომ დამყვები? უნივერსიტეტშიც შენ მიკითხე?
-ხოოო
-როგორ მომაგენი?
-არ აქვს მნიშვნელობა ,რაც ძალიან მინდა ყოველთვის ვახერხებ.
-ხოდა ეხლა მოინდომე ძალიან და თავი დამანებე ,ესკორტი არ მჭირდება.
-არ შემიძლია.
-მაშინ მსდიე ეგრე უკან
-ერთი კითხვა მაქვს , იქ რას აკეთებდი?
-და შენ რას აკეთებდი?
-მე ვჩხუბობდი.
-მე ვუყურებდი
-ეგ ვიცი მაგრამ რატომ , რასაც მე ვხედავ სულ სხვანაირი ხარ იქ შენნაირი გოგოები არ შემოდიან ხოლმე
-შემთხვევით მოვხვდით მე და ჩემი დაქალი ,პირველად თან და მეტჯერ მოსვლის სურვილი აღარ გამჩენია, ინტერვიუ დასრულებულია ეხლა მე წავალ სახლში, შენ ჩაჯდები შენს მანქანააში და ჩემს ირგვლივ აღარ დაგინახავ.
-მე წაგიყვან.
-არა თთვითონ წავალ.
-ჩაჯექი გვიანია მე მიგიყვან.
-არათქო გითხარი.
-ალექსანდრა გთხოვ და გპირდები აღარ გამოგყვები უკან მეტჯერ
-სახელი მაინც მითხარი
-ნიკა მეტრეველი
-მანიაკი ხარ ?
-ვგავარ ?
-არა !კაი მეტჯერ აღარ გამომყვები?
-არა
-კაი
ჩაუჯდა მანქანაში და წავიდნენ.
-მოვედით
-ხოო ვხედავ ნახვამდის.
ეს იყო იმ დღეს მეტი არაფერი მომხდარა , ალექსნადრა სახლში ავიდა და დაწვა, მაშოს დაურეკა და ახალი ამბავი მოუყვაა ,იწივლა ,იკივლა მაშომ, რა უხაროდა ვერ გაეგო ალექსანდრას, მაგარმ თვითონ მაშომ კი იცოდა, ხვდებოდა რომ ინტერესს იწვევდა ის ბიჭი მის უკარება მეგობარში და უხაროდა.
მეორე დღეს უნივერსიტეტში წავიდა , ამჯერად მანქანა აღარ გაყოლია ისიც იმიტომ რომ ნიკა იქ დახვდა .
-გამარჯობა მშვენიერო
-ნეტა რატომ ვიფიქრე რომ აღარ გამომეცხადებოდი?
-ანუ ჩემზე ფიქრობ! გაიცინა ნიკამ არა უფრო ჩაიღიმა ეშმაკურად
-არა რაა? არა კი .აუუფ ხო მეგონა გაქრებოდი
-არ მეგონა თუ იბნეოდი კიდეც , ან რატომ უნდა გავმქრალიყავი?
-რავი აბა , ან რატომ გამოჩნდი?
-იმიტომ რომ მომწონხარ
-გასაგებია, კაი მაგვაინდება ლექციაზე
-აქ გელოდები, დაააწია ნიკამ სიტყვები და მართლა დაელოდა.
მაშო რომ გამოვიდა და ნიკა ისევ იქ დაინახა გაიღიმა , გაუხარდა , მასაც მოეწონა და იმიტომ , საერთოდ პირველად მოეწონა ბიჭი ასე ძალიან , სიამოვნებდა მასთან ლაპარაკი და ურთიერთობა .ამიტომ არ არიდებდა თავს , როგორც სხვა დანარჩეენებს, არ ეუხეშებოდა , არ დასცინოდა , არ სთხოვდა თავი დამანებეო.
-სად წვაიდეთ?
-და რა იცი რომ სადმე გამოგყვები?
-ვიცი !
-=ხოდა საიდან.
-იქიდან რომ შენც მოგწონვარ
-ოჰო როგორი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში.
-წამო რაა ჩემს საყვარელ კაფეში წაგიყვან ,შენც მოგეწონება
-შენ საიდან იცი რომ მომეწონება?
-ვიცი , მე ბევრი რამე ვიცი, ახლა ასე ვიშაიროთ?
-ხოოო სახალისოა
ასე საუბარში ისევ მის მანქანაში აღმოჩნდა შემდეგ კი მთაწმინდაზე კაფეში. ვერანდაზე დასხდნენ , საოცარი ადგილი იყო, მთელი თბილისი ჩანდა ხელისგულივით, უკვე ბინდდებოდა და ნელნელა თბილისი ლამპიონების შუქში ეხვეოდა, სწორედ ასეთი თბილისი უყვარდა ალექსს. მოხიბლული იყურებოდა და აკვირდებოდა ყველა წერტილს
-რა ლამაზია! აი ასეთი თბილისი მიყვარს ზუსტად .
-ხომ გითხარი მოგეწონებათქო
-უცნაური ადამიანი ხარ ნიკა, იმ დღეს ისე იბრძოდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი რომანტიულიც იქნებოდი. სხვანაირი წარმოდგენა დამრჩა შენზეც და იმაზეც ვისაც ეჩხუბებოდი . ზოგადადად მგონია რომ ეგ სპორტის მეტი ყველაფერია, ძალადობაა მაგრამ შენ ისეთი გამწარებული იქნევდი ხელებს ...
- დაკვირვებული თვალიც გქონია ლამაზთან ერთად, ეგ სპორტი ჩემი ცხოვრებაა, ყველაფრის არსია მეტი აღარაფერი გამაჩნია, როცა ვჩუხბობ ვმშვიდდები
- რატომ მშობლები და ახლობლები არ გყავს ? ან მეგობრები
-მშობლები დაიღუპნენ შარშან ავარიით, ერთი მამიდაშვილი მყავდა ერთად გავიზარდეთ ისიც ავარიით დაიღუპა, მეგობრები კი მყავს მაგრამ ...
-მაგრამ მაინც გგონია რომ მარტო ხარ
-ხო ზუსტად ეგრეა
-და მეე ნიკა? ჩემგან რა გინდა?
-ხომ გითხარი მომწონხარ და მინდა რომ შენც მოგწონდე
- მეც მომწოონხარ , მაგრამ ეგ არ ნიშნავს ბევრს არაფერს .
-არა მაგრამ ასე იწყება ყველაფერი
-ხოო ეგ მართალია ! (გაიღიმა პასუხით კმაყოფილმა)
მართლაც ასე იყო , არცერთი ტყუოდა , თავიდანვე სიმართლით დაიწყეს ურთიერთობა და სულ ცდილობდნენ არჩეული გზიდან არ გადაეხვიათ. ეს მოსწონდა ალექსს მათ ურთიერთბაში , ზუსტად ისე იყო როგორც ამბობდნენ არც მეტი არც ნაკლები. შეცდომებსაც ადვილად პატიობდნენ ერთმანეთს , იმიტომ რომ არ იყო ტყუილი და აღიარებით , მონანიებით, ბოდიშით შეცდომას ფასს უკარგავდნენ. ალბათ ეს არის იდეალური ურთიერთობა.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე , ნიკა აკითხავდა დადიოდნენ კაფეებში , საუბრობდნენ , უყვებოდნენ ერთმანეთს სიახლეებს და დამეგობრდნენ. სიყვარულს არცერთი ეხებოდა თითქოს არ უნდოდათ გაეფუჭებინათ ურთიერთობა , რომელსაც უკვე თვეები აწყობდნენ.
ახალი წლის წინა დღეებში ალექსანდრა და მაშო მაღაზიებში წავიდნენ, შოპინგი და შემდეგ ბევრი ბევრი ჭორაობა , გოგოშკური ამბები რომელზეც ორივე გიჟდებოდნენ . საღამოს სახლში მიდიოდნენ ორივე , კორპუსთან მისულ ალექსანდრას წინ თავგადაპარსული, უცხო ბიჭი რომ აესვეტა.
-გამარჯობა ლამაზო
არ უპასუხია გვერდის ავლა სცადა მაგრამ სულ ტყუილად.
-თუ არ გინდა რომ ძალა ვიხმარო, ასე მშვიდად გამომყვები აქვე ახლოს პარკში რაღაც საქმე მაქვს და წახვალ ისევ სახლში თუ კარგად მოიქცევი ოღონდ
-სერიოზულად?
-სავსებით
-არსად გამოგყვები და თითსაც ვერ დამაკარებ
-შენს ადგილას არ გავრისკავდი
-გაიწიე
-ნუ მაიძულებ მეც გაიძულო
-არ გიცნობ რატომ უნდა გამოგყვე?
-იმიტომ რომ თუ ნებითა შენითა არა მაშინ ძალითა ჩემითა , უთხრა და ხელით ანიშნა ჯელტმენური ჟესტით აქეთ მობრძანდიო
-ალექსიც დაემორჩილა .იქვე ახლოს პარკში მივიდნენ . ღამე იყო ბნელოდა უკვე აქა იქ თუ დაინახავდით ერთი ორ ადამიანს, ციოდა და თოვას იწყებდა.
-მანიაკი ხარ და უნდა მომიტაცო , მაწამო და ათასი უბედურება?
-არა დაჯექი
-რა გინდა? ან ვინ ხარ ? აი ერთი მიზეზი მითხარი რატომ არ უნდა ვიკივლო? აქ ვერაფერს დამიშავებ გაიგებს ვინმე და მიშველის მარა რომ მომიტაცო?
-ვნახოთ ვნახოთ,
-სერიოზულად და წამოდგა ალექსანდრა უკვე გაქცევას აპირებდა რომ უცნობმა საოცრად მშვიდი და თბილი ხმით უთხრა
-ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანის სულს გეფიცები არაფერს დაგიშავებ დაჯექი უბრალოდ საქმე მაქვს .
ალექსიც დაჯდა და ელდოებოდა როდის დაიწყებდა ახსნას რა უნდოდა მისგან
-ვერ მიცანი?
-ვერა !
-ხო ვერც მე გაგიხსენე, მარა მერე გავიგე ვინც იყავი და აქ სწორედ მაგიტომ ხარ
-წესიერად ამიხსენი ვერაფერი გავიგე
-ნიკა მეტრეველი
-მერე?
-უყვარხარ !
-არა მეგობარია
-მე სხვანაირად გავიგე
-მოკელდ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის !ლ მაგის გარჩევა ამ შუაღამისას? თან უცნობთან ცოტა კი არა ძალიან უცნაურია.
-ბოლოს რომ იჩხუბა ნიკამ მაშინ შენც იქ იყავი ხო ასეა?
-ხოო მერე ?
-არა არაფერი
-რა იცი შენ ან საერთოდ არ ჩანხარ ნორმალური მაგის საკითახავად გამომიყვანე მუქარით პარკში და ამ ყინვაში მაყურყუტებ აქ?
-მითხრეს.
-რა გითხრეს იცი იმ დღეს ნიკამ რომ მოგიგო იქ ერთი გოგო იყო და ის გოგო ნიკას უყვარსო?ასე გითხრეს?
სერიოზულად?
-არა მთლად ეგრე არა კაი დაიკიდე ნახვამდის!
-ვერ გავიგე ?
-წადი სახლში თუ გცივა . მე ერეკლე თევზაძე ვარ და გამიხარდა შენი გაცნობა , კი მითხრეს დაახლოებით მაგრამ მთლად ასეთიც არ წარმომედგინე . ახლა მესმის
-რა გესმის ?
-არ შეეცვლილა .ნახავდმის აღარ გაგყინავ შეგიძლია წახვიდე . ადგა ერეკლე და წავიდა.
ალექსი იდგა გაკვირვებული და ვერ იგებდა რა ხდებოდა .- ღმერთო ჩემო ახალი წელიც ასეთი უნდა , რაები ხდება ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს საერთოდ , დამცინი ღმერთო ? მეღადავები? ახედა ცას და სრული სერიოზულობით იკითხა.
-რა ხდება ალე ხო კარგად ხარ ?
-ჰა ? რა დეე? არა არაფერი ხდება რატო მეკითხები
-ცოტა უცნაური კი ხარ მაგრამ ახლა ძაან უცნაური ჩანხარ იმიტომ გკითხე
-კაი რა დე გეჩვენება ალბათ რავიცი მე წავალ წყალს გადავივლებ.
-ალექს ახალი წლების მერე მე და მამა მივდივართ ბრიტანეთში მაშინ რომ გითხარით ხო გახსოვს ? ვიზა ავიღეთ დილას დარეკეს , ბედობის მერე უნდა წავიდეთ, შენ სწავლას დაამთავრებ და მერე ჩამოხვალ მარტო მოგიწევს მანამდე ყოფნა. როგორც მაშინ შევთანხმდით
-მაშინ რამეზე შევთანხმდით ? მეგონა უბრალოდ იდეის დონეზე განვიხილავდით
-აალექს თუ არ გინდა დარჩენა წამ
დი აკადემიური აიღე
-არა დედა ვერ წამოვალ მე ვერ მივყრი ასე ყველაფერს
-ასე რატომ იქცევი? ალექს ხომ შევთანხმდით მაშინ აუცილებელია წასვლა
-ხოდა წადით დეე , არაუშავს
-ისე ამბობ რომ აშკარად ნერვიულობ
-არაფერზე ვნერვიულობ მარტო დარჩენის არ მეშინია უბრალდო სერიოზულად არ მიფიქრია ეგაა მეტი არაფერი როდის მიფრინავთ?
-3 ში დე დილით
-მამას მანქანა დამიტოვეთ არ გაყიდოთ დამჭირდება
-არა დე არ ვყიდით მანქნააც და ბარათებიც გრჩება არ იდარდო გაიცინა დედამ ..
-კაი . აკოცა დედას და ოთახში შეიკეტა. არ წყენია მართალია მართლაც ჰქონდათ საუბარი ამ თემაზე მაგრამ მაინც ეგონა რომ იდეა იყო მხოლოდ, მეტი არაფერი , მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ასე ზუსტი დრო და განიცადა თავისებურად . აიღო ტელეფონი და მაშოსთან დარეკა მაშინვე , ახალი ამბები მოუყვა .
-ვაიმეე გოგო ვერ ხარ კარგად , საიდან ჩითავ ამ ბოლო დროს ეგეთ უცნაურ ბიჭებს ?
-რავიცი მე რას ვჩითავ თვითონ მომაკითხა . ესენიც ეხლა მიდიან მაინცდამაინც
-აუუ ხოო ტეხავს , მაგრამ არაუშავბს ჩვენ ხო აქ ვართ არა ? მარტო მაინც არ იქნები
-ხოო მარა მაინც რაა . კაი წავედი დავიძინებ ხვალამდე ,,გკოცნი
-მპუა
დაიძინა. ადვილად ჩაეძინა ამჯერად დაღლილობისგან და უცნაური სიზმარიც ნახა . ნიკასთვის არაფერი უთქვამს ერეკლეზე , ჩათვალა რომ ის დღე არც ყოფილა მის ცხოვრებაში სანამ ჯგუფელის დაბადებისდღეზე კარი არ შეაღო და იქ არ დახვდა ერეკლე.
-ბავშვებოოო მოვედი და მშიაააა მაგრად ,,,შევარდა სახლში , ჯგუფელებს ელოდა მხოლოდ , არ იცოდა თუ სხვაც იქნებოდა ვინმე ,
-მოდი მოდი ახლა ვსხდებით
-გილოცავ სიყვარულუნა დიდი გოგო გაიზარდე , ნახე რა გიყიდე? ძლივს ვიპოვე
-ვაიმეეეე არარსებობს სად ნახეეეეე? აუ როგორ გამახარეე
-ვიცოდი რომ გინდოდა და ხომ უნდა გამეხარებინე
აქ დაჯექი მოდი და მიუსვეს ერეკლეს გვერდით. რომ დაინახა და იცნო ფერი გადაუვიდა ალექსს და კიდევ უფრო გაოცებული ეეკე ჩანდა , არ ელდოა ნამდვილად.
-ეს ერეკლეა ჩები ბიძაშვილი
-ეს ალექსანდრაა ჩემი ჯგუფელი და დაქალი
-ვიცნობ
-უი მართლა ? მითუმეტეს
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს . გაირიმა ეკემ გაოცებულმა. გამიკვირად შენი აქ ნახვა
-ხო მეც
საღამო სასიამოვნოდ წარიმართა, ცოტა დამეგობრდნენსავით ალექსი და ეკე . კომენატრები, გადალაპარაკებები, სახალისო ამბები, ტკბილი მოგონებები , ეს ყველაფერი ადამიანებს აახლოვებს ამეგობრებს , მითუმეტეს რომ საქმეში ალკოჰოლი ერთვება.
- უნდა მეცეკვო
-და რატო ვითომ?
-უნდა გამოვისყიდო მაშინდელი ჩემი ვირული საქციელი
-ოჰო ! კაი
მაოცებთ ეს ბოქსიორები, იქ რომ გიყურებდით ცხოველებს გავდით და ისე ნაზები და საყვარლებიც კი ხართ . გაიცინა ალექსმა . ვალსი იცეკვა ეკესთან , მოეოწნა , ოღონდ ამჯერად სამქე მეგობრულ მოწონებას ეხებოდა , ნიკა სულ სხვანაირად მოსწონდა ან იქნებ უყვარდა კიდეც , არ ამბობდა და არც გამოხატავდა , მათი ურთიერთობა ერთ ადგილას იყო გაყინული. იმ საღამოს ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს ალექსმა და ეკემ , მერე სახლამდეც მიაცილა.
მეორე დღე ჩვეულებრივ ისე წაარიმართა როგორც წინა დღეები.
მშობლები უყკვე ერთი თვის წასულები იყვნენ,მარტო ცხოვრებასაც მიეჩვია მოსწონდა კიდეც , მაშო არასდროს აწყენდა, გაგაც როცა თბილისში იყო მიდიოდა და რჩებოდა კიდეც ხანდახან. თუმცა იშვიათად , ძირითადად სულ იტალიაში იყო, ფეხბურთიდან , ბოლო დროს სულ დაკავებული იყო და მის იქეთ გადასვლაზეც კი იყო საუბარი, რაზეც სულ გიჟდებოდნენ გოგოები .
ნიკა ალექსანდრას თითქმის ყოველდღე აკითხავდა ნახულობდა , დრო სასაიმოვნოდ გაყავდათ, ვერ გაიგებდით რა იყვნენ ერთმანეთისთვის . მეგობრები? მაგრამ არა უფრო მეტი იყვნენ ვიდრე მეგობები ! შეყვარებულები? თუმცა არც შეყვარებულები.მეტი ვიდრე მეგობრები და ნაკლები ვიდრე შეყვარებულები! სინამდვილეში სტატუსს არც აქცევდნენ ყურადღებას , მთავარი იყო მოსწონდათ დროის ერთად გატარება . ნიკამ ერეკლეზე ისევ არაფერი იცოდა. სინამდვილეში არც არაფერი იყო გასაგები, უბრალდო რადმენიმე სეხვედრა მეგობრების წრეში ,
იმ დაბადებიდგღის მერე კიდევ რამდენჯერმე მოუწიათ ერთად ყოფნა მიზეზი ისევ ნინა იყო, ხშირად კრიბავდა ხოლმე თავის საყვარელ ხალხს მიზეზით თუ უმიზეზოდ .
ერთ ასეთ საღამოს ნიკამ დაურეკა.
-რას შვრები ალექს?
-რავი ნიკუშ ნინასთან ვარ
-ჯგუფელთან ?
-ხოოოო
-შენი ნახვა მინდა
-მშვიდობა?
-ხოო, მოგაკითხავ მისამართი მითხარი ხო გამოხვალ?
-ხოო აბა რას ვიზამ . მიწერა მისმაართი, ნიკაც 10 წუთსი იქ გაჩნდა , გამოემშვიდოაბ ერეკლეს და ჯგუფელებს და ჩაირბინა კიბეები.
-აბა როგორ ხარ ? ჩაუჯდა მანქანაში და გადაკოცნა
-რავი კარგად !
-რა ხდება ? კითხა ალემ
-ნიკამ მანქანა გააჩერა, მეტეხთან იყვნენ უკვე მისულები არც აგდმოსულა მანქანიდან .
შენე ერეკლე თევზაძეს იცნობ ?
-არ ელოდა ალექსი ამ კითხვას
-ხო ვიცნობ
-რა ურთიერთობა გაქვთ?
-ჩვეულებრივი ნინას ბიძაშვილია მასთან დავმეგობრდით და ჩვეულებრივი მეგობარია მეტი არაფერი .
-ახლო მეგობარი?
-არა , ახლო არა
-მოსწონხარ ?
-არა
-ალექს
-მართლა არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი, ხომ იცი არ მოგატყუებ
-რატომ არ მითხარი
-რავი რა საჭირო იყო? მასე ბევრს ვიცნობ ხომ იცი არა ?
-ხო მაგრამ ეგ სხვაა
-რატომ რადგან ბრძოლა მოუგე ?ეგრე ბევრთან გაქვს მოგებული ალბათ წაგებულიც ნახევარ თბილისთან და მერე რა ?
-არაფერი მოუყოლია?
-არა არაფერი მოუყოლია, უცნაური ადამიანი კია .
-ხო ეგრეაა
-და შენ რატომ აგქვს ასეთი რეაქცია? ეჭვიანობას არ გავს შენ სხვანაირად ეჭვიანობ ხოლმე .
-მეგონა მოსწონდი და ვიეჭვიანე კიდეც მაგრამ თუ ეგრეა როგორც მითხარი მაშინ კაი. პროსტა კითხე საიდან მიცნობს და რატო დაიწყო სენთან ურთიერთობა . არ გაინტერესებს?
-აქვს რამე მიზეზი?
-კიი სერიოზული და უთხარი მოგიყვეს .
აღარაფერი უპასუხია ალექსს , ნერვებიც კი მოეშალა , ჯერ თავის საქციელზე აქამდე რომ არ ჩასძიებია ეკეს ასე უცნაურ გამოჩენას, მერე ნიკაზე რომ არაფერს უყვებოდა და საერთოდ ბრაზობდა რას აკეთებდა ნიკას მანქანაში და ელაპარაკებოდა ეკეზე, ან რატომ იეჭვიანა ნიკამ . რა ჯანდაბა ხდება ჩემს ცხოვრებაში ? ეკითხებოდა საკუთარ თავს .
-ხვალ უნდა ვიჩხუბო.სიჩუემ ნიკამ დაარღვია
-ხვალ? და რატომ ?
-ხო იცი რომ ხშირად ვჩხუბობ ..
-მაგიტომ ვარჯიშობდი ამ ბოლო დროს ასე ბევრს ?
-ხოოო
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-რავიცი აბა , ეხლა ხომ გითხარი. მოხვალ?
-გინდა რომ მოვიდე?
-ხოო მოხვალ? ვიცი რომ ვერ იტან იქ ყოფნას მაგრამ მინდა რომ მოხვიდე
-ძალიან ? ? ძალიან გინდა??
-ხოოო ძალიან თუ მოხვალ მოვიგებ !
იზამ ჩემთვის მაგას ? მოხვალ?
-რატომ გინდა რომ მოვიდე და იქ ვიდგე?
-მიყვარხარ და იმიტომ . რამდენიმე წუთიანი პაუზის მერე ალემ პასუხი დაუბრუნბა.
-მოვალ
-ხო?
-ხოო
-და რატომ ?
-იმიტომ რომ მეც მიყვარხარ
-გაიმეორე?
-იმიტომ რომ მეც მიყვარხარ . ნიკა უყურებდა ალექსანდრას უბრწყინავდა თვალები.
-მოდი ჩაგეხუტო.
ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ალექსანდრა კი ფიქრობდა , გრძნობდა რომ მარტო მოწონება არ იყო მათ შორის მაგრამ ნიკა ხმას არ იღებდა. ალბათ ეგონა რომ მას არ უყვარდა ან უბრალოდ არ აპუჭებდა ლამაზ მომენმტებს , ვერც კი ხვდებოდა როგორ გაალამაზა მისმა სიყვარულის ახსნამ მათი ურთიერთობა.
-ნიკა ეხლა უნდა იჩხუბო და მე გული უნდა გამისკდეს ყურებისასა?რამე რომ დაგემართოს?
-ნუ გეშინია მოვიგებ , შენ თუ იქნები მართლა მოვიგებ .
-კაი მიმიყვანე ეხლა სახლში და დილაზე დილით დამირეკე.
-გაეცინა ნიკას , რატომ ადრე ?
-რავი დილიდანვე შენი ხმის გაგონება გამიხარდება ძააან , მენატრები ხოლმე რომ ვერ გხედავ .
დილით ნიკამ არ დარეკა, ეძინა და იმიტომ სამაგიეროდ ალექსმა დარეკა .
-დილამშვიდობის ნიკუუუშ
-დილამშვიდობის მშვენიერო , კაი გოგო ხარ რო გამაღვიძე , უნდა წავიდე წავივარჯიშო , დღეს 8ზე გამოგივლი.
-კაი გკოცნი.
-მიყყვარხარ
-მეც .
ალექსანდრა მოწესრიგდა ჭამა , მანქანა გაარეცხინა , იქვე უბანში იყო სამრეცხაო, განსაკუთრებული მონდომებით რეცხავდნენ ბიჭები მის მანქანას , მერე ეკეს დაურეკა.
-ეკე როგორ ხარ ?
-ვაა ალექს?
კარგად ხო კარგად ხარ ?
-ხოო უნდა გნახო ახლავე თან .
-რა მოხდა გოგო ხო კარგად ხარ რამე დაგემართა?
-არა კაცო სამქე მაქვს გამოგივლი სად ხარ მანქანით ვარ .
-სახლში ვარ მისამართს მოგწერ და მოდი მე მაინც არ მყავს მანქანა გავყიდე , ახალს ვეძებ .
-კაი 15 წუთში ვერაზე ვარ .
ეკე გზის პირას დახვდა , არც გაუჩერებია მანქანაა ისე ჩაისვა ეერეკლე და წავიდა.
-სად მივდივართ ან რა საქმე გაქვს აღარ იტყვი?
-მოიცა გავაჩერო და ...გააჩერა მანქნაა , ღვედი მოიხსნა და ისე თითქოს თვითონაც ბრძოლისთვის ემზადებოდა შეუტრიალდა გევრდზე მჯდომ ერეკლეს.
-შენ და ნიკას შორის რა ხდება . ან ჩემთან რატომ მოხვედი მაშინ ისე უცნაურად .
-ნიკამ გითხრა რამე ?
-ხოო გაიგო რომ გიცნობ და მითხრა შენთვის მეკითხა
-თვითონ არაფერი გითხრა ?
-არა და გისმენ
-საიდან დავიწყო აბა მითხარი. იმ დღეს ერთი უცნაური იდეეით მოვედი შენთან მარა რო დაგელაპარაკე გადავიფიქრე ,
-რა იდეით?
-იმ ბრძოლის მერე ნიკას რევანშზე ვიწვევ და უარს მეუბნება , საერთოდ არც უბრძოლია იმ დღის მერე არავისთან , გეცოდინება ეგ , მე კიდე რევანში მინდოდა ეხლაც მინდა , ხოდა გავიგე რომ უყვარდი ძაან თან და გადავწყვიტე გამომეყენებინა მისი გრძნობები და დამეთანხმებინა კიდევ ერთ ბრძოლაზე.
-და რას მიპირებდი?
-არაფერს ერთი ორი დღით წყნეთში აგიყვანდი აგარაკზე ჩემებთან , რო დამთანხმდებოდა მერე გაგიშვებდი. არაფრის დაშავება მიფიქრია გეფიცები, ბანდიტი არ ვარ არ შეშინდე.
-და რატომ გადაიფიქრე?
-რავიი აბა რომ გამოგელაპარაკე მერე გადავიფიქრე , მაგარი როჟა ხარ ძაან , არ შეგაშინე რაა , ვერ გაგიმეტე ნერვიულობისთვის, კი არაფერს ვაპირებდი ისეთ მარა ხო ინერვიულებდი მაინც . მერე ნინასთან გნახე , და დავმეგობრდით კიდეც.არ იფიქრო რამის გამო პროსტა მომეწონე რა კაი გოგო ხარ . კარგი მეგობარი.!
-ნიკასთან რაღაც სხვა გაკავშირებს შენ მარტო ის ბრძოლა არა ა. გეტყობა კარგად იცნობ , ჩემზე კარგადაც კიი,
-ეგეც უნდა მოგიყვე ? რო არ მინდა გახსენება?
-თუ გინდა რომ გაპატიო ეგ უაზრო აზრები მაგ უტვინო თავში და ისევ ისე ვიმეგობროთ მოყევი თუ არადა შენ შენთვის მე ჩემთვის და იცოდე მე მაინც გავიგებ რა ხდება , პროსტა უშენოდ.
-კაი ხოო. რადგან არ იშლი. მე და ნიკა ტრუსიკის მეგობრებიო ხომ გაგიგია? აი ზუსტად ეგრე ვიყავით. მერე მარი შემიყვარდა მამიდაშვილი ნიკასი, გეცოდინება რომ დაიღუპა ის.
-ხოო ვიცი , მერე ?
-მერე ის რომ ჯერ ძლივს დავითანხმეთ ნიკა რომ არ დავეხოცეთ ორივე , ხო აზრზე ხარ მე ნიკას ძმაკაცი ის დაიკო არ იყო მთლად კაი პონტი მარა გვიყვარდა ერთმანეთი და დათმო რა იმანაც და ჩვენც ... ერთხელ მაგრად ვიჩხუბეთ მე და მარიმ ჩემს აგარაკზე და განერვიულებული გამოიქცა ჩემი მანქანით, ავარიაში მოყვა და დაიღუპა.
-და ნიკა შენ გაბარლებს ?
-ხოოო ნიკა მე მაბრალებს.მიუხედავად იმისა რომ კინაღამ გადავყევი მარის სიკვდილს, ხან მონასტერი ხან რა ხან რა და გამოვედი ბოლოს მდგოამრეობიდან. საერთოდ არც შევეცოდე ისე დამაბრალა. ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და ისე დაიკიდა ჩემი ტკვილი თითქოს კი არ მიყვარდა მარი მძულდა და მე მოვკალი. ისიც მყოფნიდა რო თვითონაც ვიდანაშაულებდი თავს . კაროჩე ძაან ვაწყენინეთ ერთამნეთს და გადავემტერეთ კიდეც . იმის მერე სულ ეგრეა უკვე ,მესამე წელია. ის დღეც რინგზე იმიტო იყო ეგეთი, იმიტომ ვჩხუბობდით ეგეთი გამწარებულები.
შენ უყვარხარ ნიკას იცოდე მეგობრულად არა , შენ კი ეგრე გგონია მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უყვარხარ .
-საიდან იცი შენ ხომ აღარ გაქვს ურთიერთობა
-ვიცნობ ნიკას ალექს დიდი ხანია, წლებია, ვიცი , ისეთი ხარ ზუსტად მთელი ცხოვერბა როგორზეც ოცნებობდა , უკეთესიც კი, უყვარხარ რა დამიჯერე .
-ვიცი ეკე, მითხრა , მეც მიყვარს ერთად ვართ,
-ძაან კაი გილოცავ . ცუდი ადამიანი აარაა პროსტა ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს ერთმანეთთან.
-შენ მე კი არა ნიკა ვერ გაიმეეტე იმ დღეს და იმიტომ გადაიფიქრე ის სულელური აზრი. დებილები ხართ ორივე , რისთვის კარგავთ ერთმანეთს.
-მოკელდ ალექსს ეგრე იყო რა , მაგაზე არ გიპასუხებ განსხვავებული აზრი მაქვს . ეხლა წავალ დღეს მაგარი ბრძოლა იქნება , რუსი ჩამოსულა ის კი ვერ გავიგე ვისთან იჩხუბებს მაგრამ მაგარი ბრძოლა იქნება ვიცი, ჩემპიონია.
-ნიკა ჩხუბობს დღეს.
-ვერ გავიგე
-ნიკა ჩხუბობს დღეს ,
-ხოო? აჰა ! ხო გითხარი მაგარი ბრძოლა იქნება. მოდიხარ ?
-ხოოო მოვდივარ
-იქ გნახავ მაშინ. იმ დღისთვის ბოდიში რაა , იდიოტი ვარ .!
-არაუშავს ხოო კაი. ხომ არაფერი დაგიშავებია და აზრებს გპატიობ . გაუცინა ალექსმა და წავიდა სახლში კიდევ უფრო გაოცებული ვიდრე აქამდე.მაშინვე მაშოსთან დარეკა.
-დედაააა ხუანიტა ხარ სენთავ სვფიცავარ რას მიყვები კი ვერ ვიაზრებ , ბრზაილიაში მგონია თავი. სერიალებს რომ იღებენ იქ.
-ხოოოო გავშტერდი გეფიცები. თურმე რაები აღარ ხდება , თან ჩემს თავს .
კაი წავალ ეხლა რულთან ვარ უნდა გამოვიცვალო და ნიაკც მოვა . უნდა დავესწრო მაგ ბრძოლას.
არ ინერვიულო პატარავ , კარგად ჩაივლის გკოცნი წავედი.



№1 სტუმარი Guest lia

Kარგად წერ გააგრზელე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent