შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ვიყო ბედნიერი...


8-09-2017, 23:35
ნანახია 1 603

ეს არის ისტორია რომელიც აგებულია რიალურ ფაქტებზე და გამომდინარე იქიდან რომ მე ერთ-ერთი მოწმე ვარ მოვყვები პირველ პირში. ყველა პერსონაჟს ერქმევა პირობითი სახელი..

მე ვარ ალექსანდრა ახვლედიანი ჩვეულებრივი თინეიჯერი ბავშვი რომელსაც არა ერთი სირთულე გადახდა თავს..

დავიწყებ იქიდან რომ მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ ქალაქ მოსკოვში გამომდინარე იქიდან რომ მამაჩემი ბიზნესმენია რესტორნების და. კაზინოების ქსელი აქვს მთელს ევრაზიაში და პირველი მისი წარმატებული საქმე სწორედ აქ დაიწყო მანაც გადაწყვიტა აქ გვეცხოვრა... მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. აქ გადმოსვლის შემდეგ ძალიან მალე დაიბადა ჩემი სიმდიდრე ჩემი ძმა თორნიკე ახვლედიანი.

11 წლის შემდეგ...

დილა როგორც. ყოველთვის დედაჩემის ყვირილით იწყება..
-საშა და თოკა ადექით სკოლაში აგვიანებთ...- (ნინა დედაჩემი) როგორ მძულს პირველი სექტემბერი... დღეს პირველი დღეა სკოლაში მეშვიდე კლასში გადავედი და რა გაუძლებს დამატებით საგნებს მაგრამ მე ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ სკოლაში ასე რომ სხვა გზა არ მაქვს...
ავდექი, მოვწესრიგდი, სკოლის ფორმა ჩავიცვით მე და თოკამ და მძღოლის თანხლებით წავედით სკოლაში..
სკოლაში მისულები ჩვენ ჩვენ კლასებში გადავნაწილდით და საღამოს 7 საათამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რადგან ეს არ იყო უბრალო საჯარო და საშუალო სკოლა. ეს იყო სკოლა-ლიცეუმი სადაც ყველა კლასებს თავიანთი სართული ქონდა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მეშვიდე ვიყავით სკოლის მარცხენა ფლიგელში მეორე სართული მთლიანად მეშვიდე კლასებს ეკავათ 5 პარალელი ვიყავით ამ სართულზე...
ჩვენ "მე-7დე ა" ვიყავით.. ჩემს კლასში ჩემ გარდა კიდე 2 ქართველი ბავშვი სწავლობფა ჩემი ნათლიის შვილები ლიზა და ლადო... ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.. მაგრამ ლადო ჩემზე და ლიზაზე 1 წლით უფროსი იყო და სულ რაგაცაზე გვიჭედავდა რაზეც ლიზა სულ ეჩხუბებოდა "ნუ გრუზინობ თუ ძმა ხარ რა" სულ ამ სიტყვებით მთავრდებოდა მათი კამათი....
დღე დღეს მისდევდა სულ ერთი და იგივე სკოლა,სახლი, ცეკვა, ხატვა და მუსიკა... მეც და ლიზასაც ან რას ავიჩემეთ ეს მუსიკა. რას ვერჩოდით თავებს მაგრამ მამებს ვერ გაუტეხეთ ხათრი რომ თუ მუსიკაზე ვივლიდით ქართული საკრავი უნდა გვესწავლა. ჩვენც ავდექით და ფანდურზე დაკვრის სწავლას შეუდექით...
ნოემბრის ბოლო იყო
მუსიკის მასწავლებელთან მივედით მე და ლიზა საახალწლოდ კონცერტს გეგმავდა ნუგზარი მასწი (ასე ერქვა დაახლოებით 60-65 წლის კაცი იყო) მაგრამ რეპეტიციაზე მისულებს ნუგო მასწი არ დაგვხვდა.
-გამარჯობათ ბავშვებო მე თქვენი ახალი ხელმძღვანელი ვარ დიტო. ბატონი ნუგზარი საქართველოშია და მხოლოდ ახალი წლისთვის დაბრუნდება რომ კონცერტს დაესწროს..
- ატყდა ხმაური სტუდიაში არავის გახარებია ნუგოს წასვლა და ყველას ხალისი დაეკარგა რეპეტიციის ..
- კი მაგრამ ახლა სად წავიდა?? ჩვენი ახლა მიტოვება იქნებოდა??- გამოთქვა აზრი ლაზარემ და ჩვენც ავყევით... დიტომ არაფრი გვიპასუხა მხოლოდ დაგვირიგა. ნოტები გასარჩევი მასალა და გავიდა... ყველა ხალის დაკარგული წამოვიშალეთ და სახლებში წავედით...
სახლში მისულს ჩემდა გასაკვირად მამაჩემი სახლში დამხვდა..
- ვა მა მოხვედი?? როგორ ჩაიარა რეპეტიციამ? - მეკითხება (დათი) მამაჩემი.
- ისე რა! - უპასუხე და გვერდით მიუჯექი დაღლილი..
- უი ხო ლექსი (ასე მხოლოდ მამა მეძახის) დღეს სტუმარი გვეყოლება ჩემი და რეზი ნათლიას ბავშვობის მეგობარი და შენ და ლიზამ 2 სიმღერა გვიმღერეთ რა!!
- კაი მა არა პრობლემა.. რომელზე მოვლენ სტუმრები??
- საღოს 7 საათზე მა.
- კაი მაშინ წავალ მე ჩემ ოთახში მანამდე ვიმეცადინებ..- მამას ხმაურით ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი. მეცადინეობას რომ მოვრჩი 5 საათი იყო ამიტომ გადავწყვიტე სტუმრების მოსვლამდე დამეძინა.. მივწექი და გადაღლილ მალევე დამეძინა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent