შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული" თავი-4


9-09-2017, 00:15
ავტორი D M
ნანახია 1 528

კარის გაღებისთანავე დავინახე მისი სახე, მას ძველებურად აღარ გაუღიმია ჩემთვის, მე ხომ მისი ღიმილი ყველაზე მეტად მიყვარდა, მიყვარდა ღიმილის დროს მისი ჩაჩხვლეტილი ლოყა.
-როგორ ხარ ნია?
-კარგად ვარ თქო რომ გითხრა მოგატყუებ....შენ როგორ ხარ?
-მეც ასე....
გზაში არ გვილაპარაკია, ჩუმად მივდიოდით...
-ნია შენ ხომ გინდოდა საუბარი? რატომ არაფერს არ ამბობ?
-წამოდი პარკში წავიდეთ, თან წვიმას აპირებს, ისეთ ადგილას დავსხდეთ სადაც წვიმა არ შეგვაწუხებს და სადაც მშვიდად შევძლებთ საუბარს.
არ მინდოდა გზაში ლაპარაკი, მითუმეტეს დაშორებაზე, იმიტომ რომ მაგ თემაზე გაფიქრებაზეც კი ცრემლები მომდიოდა და არ მინდოდა ვინმეს ჩემს თვალზე ცრემლი დაენახა. შევედით პარკში და ისეთ ადგილას დავსხედით, სადაც წვიმა არ შეგვაწუხებდა.
-აბა გისმენ, იმედია ახლა მაინც მეტყვი სათქმელს.
-გიო ჩემგან რის გაგებას ელოდები?
-არ ვიცი ნია, რაც გულში გაქვს ყველაფერი მითხარი, მაგრამ იცოდე რომ რაც ახლა ხდება არანაკლებ განვიცდი მეც.....
-იცი რას გეტყვი? შენ ბიჭი ხარ, შენ ჩემსავით არ გტკივა და არ განიცდი გესმის? შენ წახვალ შენს ძმაკაცებთან დალევ გულს გადააყოლებ ან სხვა გოგოს მისწერ და გაივლის.....მე რა გავაკეთო? მე რომ ძალიან შემიყვარდი რა ვქნა როგორ გადავიტან შენს დაკარგვას არ გიფიქრია ამაზე? მეორედ, უკვე მეორედ მატკინა საყვარელმა ადამიანმა გული....ჩემი დანაშაული იცი რა არის? ის რომ ასე შემიყვარდი.....
-ნია მაპატიე, მაპატიე, ვერ ვარ ისეთი ძლიერი რომ შენი სიყვარულისთვის ვიბრძოლო, მაპატიე რომ ასე ადვილად გიშვებ.....
-ვერ გაპატიებ გიო და იცი რატომ? ჩემთვის რომ შენი სიყვარული დაეშალათ ჩემებს, ყველაფერს გავაკეთებდი, ყველას გავუწევდი წინააღმდეგობას და ჩემსას მაინც გავიტანდი რომ არ დამეკარგე....შენს თავს ვერავინ და ვერაფერი ვერ წამართმევდა, ჩემს და შენს შორის აიი ეს განსხვავებაა, შენ არ შეგიძლია საყვარელი ადამიანისთვის, ანუ ჩემთვის ბრძოლა, მე? მე შენს გამო მთებს გადავდგავდი, გოგო ვარ, მარა ყველაფერს გავაკეთებდი.
-მე ვერ ვაკეთბ, ვიცი ცუდად ვიქცევი, ვიცი გულს გტკენ, შეგიძლია ჩემზე გაბრაზდე, მითხრა ყველაფერი რასაც ფიქრობ, მაგრამ გთხოვ არ შემიზიზღო, იმიტომ რომ მიყვარხარ ძალიან.
ცოტახნით გავჩუმდი, მივხვდი რომ ზედმეტები მომდიოდა და აღარ გავაგრძელე...რამდენიმე წუთით ორივე ჩუმად ვიყავით, გიო თავჩახრილი იჯდა, ვიგრძენი რომ ის ჩემზე მეტად განიცდიდა. დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩხუბის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მე ხომ არ ვიცოდი მის გულში რახდებოდა, იქნებ ის ჩემზე უარესად იყო, იქნებ მას ჩემზე მეტად სტკიოდა, მე ხომ არ ვიცოდი მის ოჯახში რა სიტუაცია იყო, ხომ არ ვიცოდი თავისები კიდევ რას ეუბნებოდნენ ჩემზე და ჩვენს სიყვარულზე....ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.
ჩავეხუტე, თავი ამოწია და თვალები მომარიდა, მაგრამ მაინც მოვკარი თვალი მის ცრემლიან და ჩაწითლებულ თვალებს, ამის დანახვამ უარესად იმოქმედა. უფრო მეტად და მთელი ძალით ჩავეხუტე.......მისი სიტყვებიდან გამომდინარე მივხვდი რომ ეს ჩახუტება საბოლოო იყო, მინდოდა მისი ჩახუტება, მისი სურნელი დიდხანს გამყოლოდა....ის ისე ახლოს იყო ჩემთან და ჩემს ტუჩებთან, ვგრძნობდი მის სუნთქვას, რამდენჯერმე მისი მზერაც დავიჭირე ჩემი ტუჩებისკენ, თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ თვითონ ვერ გაბედავდა კოცნას. იმ წამს მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ მასთან ასე ახლოს ბოლოჯერ ვიყავი, მინდოდა საბოლოოდ დამემახსოვრებინა ჩემი სიყვარული, მინდოდა საბოლოოდ მეკოცნა, შემეგრძნო მისი ტუჩები, მისი სითბო და სიყვარული.
ვაკოცეე....ჰოო, პირველმა გადავდგი ნაბიჯი და ვაკოცე, მერე რაა რომ გოგო ვარ, მე პირველმა გავაკეთე ეს და იცით რატომ? იმიტომ რომ მის სიყვარულში დარწმუნებული ვიყავი, მის წასვლასაც ჰქონდა მიზეზი.....ეს სხვანაირი კოცნა იყო, გამოსამშვიდობებელი, ბოლო და ყველაზე მაგარი. მახსოვს დაბლითა ტუჩზე რამდენჯერმე კბილები მოვუჭირე, აღარ მინდოდა ოდესმე დასრულებულიყო ეს დღე და ეს მომენტი, იმ წუთას ის ჩემთან ყველაზე ახლოს იყო და თან ყველაზე შორს. იმაზე ფიქრი ცუდად მხდიდა, რომ რამდენიმე წუთში წავიდოდა, სამუდამოდ წავიდოდა და დამტოვებდა და დამიტოვებდა უამრავ თბილ და ტკბილ მოგონებებს....
-ნია შენ მაინც მაკოცე.
-კი გაკოცე, იმიტომ რომ ვიცი შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე მიყვარხარ!
-ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ გოგო, არ მეგონა დღეს თუ ჩამეხუტებოდი და მითუმეტეს თუ მაკოცებდი....მე ხომ ჩემი ნებით მივდივარ, როგორ შეგიძლია ჩემს მიმართ ასეთი კარგი იყო?
-არ ვიცი გიო, არ ვიცი....ახლა მარტო ის ვიცი რომ ყველაზე მეტად მინდა დრო გაჩერდეს და ასე ჩახუტებულები ვიყოთ სულ.
წვიმდა....საშინლად წვიმდა, ამინდიც კი გლოვობდა ჩვენს დაშორებას.
-ნია მიყვარხარ, ყველაზე მეტად ახლა აქედან წასვლა და შენი დატოვება არ მინდა....ნეტა შემეძლოს შენთან ყოფნა, მაპატიე გთხოვ...
-მეც მიყვარხარ გიო!
მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ შევძელი და მთელი არსებით ჩავეხუტე.
აიი მოვიდა ის საშინელი მომენტი, გიომ საათს დახედა....
-ნია უნდა წავიდე....
გული ამიჩქარდა, ეს ხომ ის დღე იყო, როდესაც მას ბოლოჯერ ვხედავდი.....
-კაი გიო, წავიდეთ.
ისევ ძალიან წვიმდა, ხელი ჩამკიდა, ბოლოჯერ ჩამკიდა ხელი და ხელჩაკიდებულები მივდიოდით წვიმაში ჩუმად, ხმას არცერთი არ ვიღებდით, ან რა გვქონდა სათმქელი? ვერაფერს ვეღარ ვიტყოდით ამაზე მეტს.....
მივუახლოვდით ჩემს სახლს....
-წავედი გიო.
-ნია არ მინდა წასვლა, მაგრამ უნდა წავიდე!
-წადი გიო!
სიტყვა „წადი“ ეს არ ვიცი როგორ ამოვუშვი პირიდან, მაგრამ დარჩენას ვერ დავაძალებდი....
ხმა მიკანკალებდა, მთლიანად ვკანკალებდი, სულ სველები ვიყავით წვიმისგან, მციოდა, მაგრამ სიცივე და კანკალი წვიმის ბრალი არ იყო ვხვდებოდი.....ძალიან ცუდად ვიყავი, აღარ მინდოდა არაფერი, ყველაფრის „მუღამი“ დამაკარგინა მისმა წასვლამ, არ ვიცოდი მისი სიყვარულის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა და მეარსება. არ ვიცოდი დილით მისი მესიჯი რომ არ გამაღვიძებდა და ღამით მისი მოწერილი „ძილინების“ ამ სიტყვის გარეშე როგორ უნდა დამეძინა, არ ვიცოდი მისი სითბოს გარეშე რა მეშველებოდა, გავიყინებოდი, ჰოო...გავიყინებოდი! მისი ნათქვამი „მიყვარხარ“ ხომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, არ ვიცოდი ამ სიტყვის გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი ექნებოდა.......
-კარგად ნია.
-მშვიდობით გიო.......
ბოლოჯერ ჩამეხუტა სახლში შესვლამდე, ლოყაზე და შუბლზე მაკოცა და წავიდა...................




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent