როგორ შევუყვარდი მაფიოზს... თავი 1
სამსახურში სრული საგიჟეთია ვინ სად მიდის, ვინ სად მოდის ვერ გაიგებ. ხუთი წელია აქ ვმუშაობ, მას შემდეგ რაც აკადემია დავამთავრე და ასეთი ალიაქოთი ჯერ არ მახსოვს. რეორგანიზაცია და განახლება. მთელი დღე ეს ორი სიტყვა მესმოდა, იმედია მეც არ განმაახლებენ და გარეთ არ დავრჩები, ამაზე ფიქრი განსაკუთრებით მაშინ მომეძალა როცა ჩემმა უფროსმა კაბინეტში დამიბარა. საშინლად მხდალი კაცია, ეს ალბათ იმიტომ რომ პარტნიორ კომპანიას მეტი აქციები აქვს და ამ საცოდავს რაც აქვს იმის დაკარგვა არ უნდა. მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... სამსახურში შესვლისთანავე გეზი მისი კაბინატისაკენ ავიღე. ჩემს თავში საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მაინც რაღაცმაირად მენერვიულებოდა. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. შიგნიდან ხმა ყრუდ გაისმა, მეც ხმას მივყევი და კარი ფრთხილად შევაღე. -მოდი გელოდებოდი. ნერვიულობისგან ოფლი სდიოდა სანდროს. მის გვერდით ვიღაც უცხო კაცი იდგა. აქამდე არასოდეს მინახავს, საკმაოდ სიმპატიური იყო.-ეს ანაა წერეთელი ძლივს წარმოთქვა კაცმა. -სასიამოვნოა. ინგლისურად წარმოთქვა კაცმა და ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -ვითარებას ის აგიხსნის. მე თავი დავუქნიე. უკვე ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი. -ჩვენ თქვენი რამოდენიმე ნამუშევარი ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა, განსაკუთერებით იმან მომხიბლა რომ საკმაოდ მრავალმხრივი ხართ, აკეთებთ როგორ ინტერიერს, ექსტერიერს და საოცარ ბაღებს. ჩვენ იტალიაში მსხვილი კლიენტები გვყავს, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის კონტრაქტი შემომეთავაზებინა, ერთი წლის ვადით. შევხედოთ როგორ შევეწყობით ერთმანეთს, როგორ იმუშავებთ თუ უკმაყოფილო დარჩებით უკან დაგაბრუნებთ. ლამისაა გული წამივიდეს. აი ნამდვილი საჩუქარი, აი ნამდვილი სიურპრიზი. -მხოლოდ ერთი მოთხოვნა მექნება. სწრაფად გამოვფხიზლდი. -გისმენთ. თავი დამიქნია კაცმა. -მინდა რომ ჩემი მეგობარი ნინც წამოვიდეს, რადგან ჩვენ ყველა პროექტზე ერთად ვმუშაობთ...კაცმა სიტყვა არ დამამთავრებია. -მას უკვე ველაპარაკეთ და ყველაფერი მოგვარებულია. მთავარი ოფისი მილანში იქნება , ბინასაც ჩვენ გამოგიყოფთ, მაგრამ სამუშაო ძირითადად სხვადასხვა ქალაქებშია. მგონი თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. მოკლედ დაფიქრდით და ოცდაოთხ საათში პასუხი შემატყობინეთ. კაბინეტიდან გამოვედი თუ არაა გეზი მაშინვე ნინას კაბინეტისაკენ ავიღე. ისიც ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში. -გოგო რას ფიქრობ ? რა ვქნათ? გიჟივით შევაჭერი ოთახში. -წარმოდგენა არ მაქვს? მგონია რომ კარგი შანსია, მაგრამ ასე მოულოდნელად დაკრა ფეხი და წახვიდე? არ ვიცი. -მერე არ მოგწნოს ეგეთი რაღაცეები. წარმოიდგინე, უამრავ ქალაქს ვნახვათ. მეტ პროექტებს გავაკეთებთ, საცხოვრებელს შევიცვლით. მეორედ ასეთი შანსი არ მოგვეცემა. -მართალი ხარ. მოდი წავიდეთ დავისვენოთ და ცივ გონებაზე გადავწყვიტოთ ყველაფერი. ნინამ სახლამდე მიმიყვანა. დავემშვიდობე და კიბე სწრაფად ავირბინე. სახლი ცარიელი იყო. მაცივარზე წერილი დამხვდა რომელიც მაცნობებდა რომ სოფელში წავიდნენ. უკეთესია მიყვარს მარტო ყოფნა... სანამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ ცოტას ჩემს თავზეც მოგიყვებით. მე ანა წერეთელი ვარ., 25 წლის ჩვეულებრივი გოგონა. საშუალო სიმაღლის, შვინდისფერი თმით და მუქი მწვანე თვალებით. სამხატვრო აკადემია დავამთავრე, სამსახური მალევე ვიშოვე და კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით. ნინა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჯერ კიდევ სკოლიდან ვმეგობრობდით. ნინა საშუალო სიმაღლის შავგვრემანი და ძალიან ეშხიანი გოგონაა. თაყვანისმცემლები არ გვაკლდა, მაგრამ რატომღაც ორივე ეულად დავდიოდით. კარიერაში აშკარად მეტად გაგვიმართლა, მაგრამ ამ ეტაპზე ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუღავს. ვფიქრობდი. კარგი იქნებოდა თუ ცუდი ეს ყველაფერი ჩემთვის. უფრო კარგისკენ ვიხრებოდი, მაგრამ ასეთი მოულოდნელი შემოთავაზება საჩუქრად ჩამეთვალა თუ სასჯელად ვერ გადამეწყვიტა... შემოთავაზებას ორივე დავთანხმდით. სანდროს ისე გაუხარდა ლამის იფრინა. მგონი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. ჩვენი ახალი უფროსი კარგი ტიპი ჩანდა. მასიმო პიაზოლი. საკმაოდ სიმპატიური და ძალიან დახვეწილი. აშკარად დარწმუნებული იყო რომ დავთანხმდებოდით რადგან როგორც აღმოვაჩინეთ ბილეთებიც დაჯავშნილი ჰქონდა და სახლიც გაემზადებინა. ფრენა პირველ სექტემბერს იყო. ასე მალე ნამდვილად არ მეგონა მაგრამ რაღას ვიზამდით. მე და ნინამ ჩაბარგება დავიწყეთ. კარადები გამოვაცარიელი ყველა საჭირო ნივთი შევაგროვო. იმდენი ჩანთა გვქონდა მე და ნინას გეგონება ქეყნის დასალიერში ვაპირებდით წასვლას. ყველას გამოვემშვიდობეთ.. დილით უკვე მილანში ვიყავით. მოდის კულტურისა და საოცრებების ქალაქში. მილანში აქამდეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარით. წვიმდა. საშინელი თავსხმა იყო. მიყვარს წვიმა თან ძალიან. ტაქსი გავაჩერეთ და მისამართი მივაწოდეთ. -არ ნერვიულობ? მკითხა ნინამ? -კი. ინტერესით ვკვდები ისე მაინტერესებს ჩვენი თანამშრომლები. -ჰო მეც . იმედია არ აგითვალწუნებენ. -იმედია. დავიჯღანე მე. -მაგრამ რატომ არ უნდა მოვეწონოთ? გაბრაზებით თქვა. მე გაკვირვებულმა გადავხედე მეგობარს. -რა აზრები გაწუხებს? ჯერ მივიდეთ და გავიგებთ მოვეწონებით თუ არა.-თან მანამდე მთელი კვირაა. ისე სად წავიდეთ. -ფლორენციაში წავიდეთ. მაშინ ვერ მოვასწარით ეხლა მაინც ვნახოთ. -კარგი აზრია, რომშიც წავიდეთ.ჯობია ეხლავე მოვასწროთ თორემ მერე არ გვეცლება. ძალიან მაგარი სახლი გვქონდა. ასეთს არ ველოდით ნამდვილად.სახლი დიდი არ იყო. ხის და ქვის მასალით იყო მოპირკეთებული. მისაღებს უზარმაზარი ფანჯრები და ლამაზი ბუხარი ამშვენებდა. ოტახებიც კარგად იყო ოწყობილი, სამზარეულოც. მოკლედ სრული კომფორტი გვქონდა. ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ სახლში გრამი საჭმელიც კი არ გვქონდა და ამიტომ გარეთ მოგვიწევდა გასვლა. შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ საწვიმარი ჩავიცვით და ყველაზე ახლოს მდებარე კეფესკენ გავეშურეთ. -ძაან მშია. აწუწუნდა ნინა. -მეც. მთელ კაფეს ვშთანთქვა. გოგოს სიცილი აუტყდა. -ძაან გამწარებული ხარ. ბევრი რამე შევუკვეთეთ: მაკარონი, პიცა, და სარდინული ბურგერი, დესერტიც. -არამგონია ამდენი საკვების მიღების შემდეგ, მარკეტში წასვლის თავი გვქონდეს. -ნუ წუწუნებ. სახლში არაფერი გვაქვს. მთელი მარკეტი გამოვზიდეთ, მაცივარი გავავსეთ. ღამე ტელევიზორთან ჩამოვჯექით და მარშრუტები შევადგინეთ... აქეთ-იქით ბოდიალში ერთი კვირა ისე გავიდა ვერც კი გაციგეთ. უკვე ორშაბათი იყო სამსახურის პირველი დღე, პატარა ბავშვივით ვღელავდი. დილით მეც და ნინაც ადრე ავდექით, ყავა დავლიეთ, მოვემზადეთ და სამსახურისაკენ წავედით. ოფისი მილანიც ცენტრში მდებარეობდა. ჩვენი სახლიდან ერთი საათის სავალზე იყო. ჰოლში ახალგაზრდა გოგონა დაგვხვდა და წინ გაგვიძღვა. მასიმოს კაბინეტში მიგვიყვანა. -დილამშვიდობისა გოგონებო. ხრინწიანი ხმით მოგვესალმა კაცი.-მიხარია თქვენი აქ ხილვა.კაბინეტი უკვე მზადაა. ერთ ოთახში იქნებით, უცხოდ რომ არ იგრძნოთ თავი თან ერთად მუშაობთ და აქეთ-იქით სიარული აღარ მოგიწევთ დავალებებს და მივლინებებს მე ვაკონტროლებთ. რადგან ჩვენი მთავარი არქიტექტორი სხვაგან გადავიდა. თქვენ ყველაზე მეტი პროექტის გაკეთება დაგევალებათ. დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე. პირველი დავალება მარტივია, მაგრამ ცალ-ცალკე მოგიწევთ. ინერიერი და ეზო უნდა გააკეთით. კარკასი მზადაა. ანა შენ სიცილიაში წახვალ. ნინა შენ პალერმოში. სახლის და ეზოს გეგმა მოვითხოვეთ და მუშაობას შევუდექით. ხვალ ადგილზე ჩავიდოდით და მეპატრონესაც შევუთანხმდებოდით, ფერებზე მასალაზე, ყვავილებზე და კიდევ უამრავ საკითხზე. შუადღეს უკვე სიცილიაზე ვიყავი. ნათლიმამების, კოზანოსტრებისა და მაფიოზების კუნძულზე, ფილმებში ყოველთვი ყველაფერი გაზვიადებულია, ამიტომ ამის არასოდეს მჯეროდა. იქაურობა ულამაზე იყო. აეროპორტიდან პირდაპირ ლოკაციაზე წავედით. სახლი ზღვის პირას. ქარაფზე მდებარეობდა. მდიდრული იზოლირებული დასახლება იყო. ნაკლები არც მეგონა. სახლი აშკარად არ იყო ახალი აგებული. ფასადის ნაწილზე სურო იყო მოდებული, სახლი პირდაპირ ზღვას გადაყურებდა.ულამაზესი ადგილი იყო აქ მეც დიდი სიამოვნებით გავატარებდი დარჩენილ ცხოვრებას. სახლის მეპატრონე საკმაოდ არაპუნქტუალური აღმოჩდა დაახლოებით ორმოცი წუთი ველოდე. უკვე წასვლას ვაპირებდი როცა სახლის წინ შავი მესედესი გაჩერდა და იქიდან მაღალი სილუეტი გადმოვიდა. შავი პიჯაკი ეცვა.მუქი შავი თმა ლამაზად ჰქონდა დავარცხნილი. შავი წვერი სახეს უფარავდა და მუქი წარბებიდან მისი ელვარე ლურჯი თვალები ანათებდა, ისეთი მზერა ჰქონდა მეგონა კედელს გახვრეტდა. სწორი ცხვირი და ლამაზი ტუჩები ჰქონდა. ცოტა არ იყოს და ავღელვდი,მაგრამ არ შევიმჩნიე. ძალიან თავმოყვარე ვიყავი მსგავს საკითხებში თავს არასოდეს დავიწვავდი. კაცმა კიბე სწრაფად ამოირბინა და რამდენიმე ნაბიჯში ჩემს წინ აესვეტა. გულმა უფრო გამალებით დამიწყო ძგერა. -კლაუდიო მედიჩი.ხელი გამომიწოდა კაცმა და მომნუსხველად გამიღიმა. -ანა წერეთელი. საპასუხოდ გავუწოდე მეც ხელი. კაცმა ხელი მომიჭირა, მაგრამ მალევე შენიშნა ჩემი ტკივილისგან მობრეცილი სახე. ნაზად მაკოცა და წინ გაგვიძღვა წამომყევი სახლს გაჩვენებ. მე თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ გავიმართე და უკან გავყევი პირველ სართულზე ჰოლი, მისაღები ოთახი, სამზარეულო , კაბინეტი და საპირფარეშო იყო მეორეზე უზარმაზარი ნახევრად გადახურული ვერანდა, რამდენიმე საძინებელი ოთახი და სააბაზონო იყო. -როგორი ტიპის ინტერიერი გნებავთ წამოვიწყე მე. -კაცს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -სადა არ მიყვარს არაფერი ზედმეტი. -ფერები, მასალები, ავეჯი, რაიმე გამორჩეულად ხომ არ მოგწონთ? -არა. თქვენ გენდობით. -მაგრამ... არ მაცალა კაცმა ლაპარაკი. -ნამუშევრები გამომიგზავნეს თქვენი მომეწონა და ამიტომ აგიყვანეთ. რაც ნაკლებად მომიწევს ამაში თავი გაყოფა მით უკეთესი. ისედაც უამრავი საქმე მაქვს. როცა ჩამოხვალთ მოვალ და თუ რამე არ მომეწონება იმასაც გეტყვით.-მე ხმა არ ამომიღია მხოლოდ თავი დავუქნიე. მკაცრი ჩანდა ცოტა შემეშინდა კიდეც.მერე ეზოში გადავინაცვლეთ ის ადგილი მაჩვენა სადაც ბაღი უნდა გამეკეთებინა მითხრა რომელი ყვავილები მოსწონდა. საქმე ძალიან მალე მოვაგვარეთ. უკან გამოვბრინდით მე ტელეფონი მოვიმარჯვე, ტაქსის გამოსაძახებლად. მთლიანად ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი და სწორედ ამიტომ ბაღთან დალაგებული დეკორატიული ქვები ვერ შევნიშნე და გავიშხლართე. ეს ყველაზე ცუდი რამ იყო რაც შეიძლებოდა მომოსვლოდა. დიდად არაფერი დამიშავებია, მაგრამ ხელები ძალიან მეტკინა. ის რომ არ ყოფილიყო ალბათ ვიტირებდი კიდეც, მაგრამ თავი შევიკავე. კაცს არ გასცინებია მოვიდა და წამოდგომაში მომეხმარა. -საერთოდ წინ უნდა უყურო ხოლმე. დამარიგა. -ხომ კარგად ხარ.?თავი დავუქნიე და გზა გავაგრძელე.-აშკარად ძალიან არ მოვეწონე გული მოგრძნობდა. ეზოდან გავედით თუ არა მე ისევ მობილურს მივუბრუნი. ტაქსის ნომერი ავკრიფე. -დაჯექი მე წაგიყვან სასტუმრომდე.-ვყოყმანობიდი. მიხვდა.-არ შეგჭამ, ნუ გეშინია. გამიღიმა. ისეთი სიმპატიური იყო. მანქანას შემოუარა და კარი გააღო. სწრაფად შევხტი მანქანაში.მანაც ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი სანამ დავიძვრებოდით თვალი მოვკარი ვიღაც ქალი გვერდზე სახლის აივნიდან როგორ გაკვირვებული გვადევნებდა თვალს.ვერ მივხვდი რატომ რა დაინახა უცნაური? ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, მე თავს უხერხულად ვგრძნოდი მის გვერდით, დაძაბული ვიყავი. საუბარი ისევ მან წამოიწყო. -რამდენი წლის ხარ? აქ საიდან მოხვდი? იტალიელი არ ხარ ხომ?- რააამბავია. -25 ის ვარ. ქართველი ვარ და იტალიაში სამუშაოდ ერთი კვირის წინ ჩამოვედი. -ძალიან კარგი. მე 33 წლის ვარ , იტალიელი და არსაიდან არ ჩამოვსულვარ.- მის პასუხზე გამეღიმა.- ღიმილი გიხდება. მე სახე ისევ მოვღუშე..საშინელი კაცი ვარ ჰო?- მე ისევ გამეღიმა და მისკენ გავიხედე. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ მე მალევე ავარიდე მზერა. ამასობაში სასტუმრომდეც მოვედით. -ნახვამდის ანა.იმედი მაქვს შემდეგ ჯერზე მაინც მოვნახავთ საერთო ენას. -იმედია. თითქმის ჩურჩულით ვუთხარი მე. -პროექტს რომ მოამზადებ დამირეკე. მე თავი დავუქნიე დავემშვიდობე და კარს მიღმა გავუჩინარდი. დავინხე მანამ იდგა სანამ თვალს არ მოვეფარე. დრო სრწრაფად გადიოდა, უკვე სექტემბრის ბოლო რიცხვებია, მილანში მზიანი დღეები წვიმამა ჩაანაცვლა. მე და ნინა სამსახურის გოგონებს კარგად შევეყვეთ. კარგი ტიპები იყვნენ. ბევრს ვმუშაობდით ორივე. მე პროექტი უკვე მზად მქონდა. საშინლად არ მინდოდა კლაუდიოსთან დარეკვა, მაგრამ ჩემს მეტი ამას არავინ გააკეთებდა. ზლაზვნით ავკრიფე ნომერი. ყურმილს არ იღებდა.რაღაცნაირად გამიხარდა, მაგრამ არ დამცალდა. -გისმენ ანა. მომესმა ხავერდოვანი ხმა. - გამარჯობა კლაუდიო. პროექტის ორი ვარიანტი მზად არის და.. -მეილზე ამომიგზავნე ვნახავ და საღამოს დაგირეკავ.-შენ როგორ ხარ. -კარგად. შენ? ისე ვკითხე თითქოს ჩემი კარგი ნაცნობი ყოფილიყო. -მეც ძველებურად. კიდევ აოირებდა რაღაცის თქმას. -ნახვამდის. სწრაფად დავემშვიდობე. -იმედია მალე შევხვდებით. ნახვამდის. გოგოებთან ერთად კაფეში ვიჯექი როცა ტელეფონმა დაიწკრიალა. -გისმენ კლაუდიო. -ნამუშევრებს გადავხედე. ორივე მომეწონა მაგრამ ზოგი ოთახი ერთგან მომიწონა ზოგი მეორეგან. ხვალ ჩამოდი დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ საბოლოო ვარიანტი. -დიახ საღამოს ალბათ მანდ ვიქნები. -ძალიან კარგი. ერთი კვირით მაინც მოგიწევს დარჩენა, თბილი ტანსაცმელი წამოიღე აქ ყოველდღე საშინლად წვიმს და ცივა. -მადლობა. გამეღიმა მე. -ღიმილი საშინლად გიხდება. ნუ გაოცდები ვიცი რომ იღიმი, მივხვდი. ამის თქმაზე ტელეფონი გამითიშა. -ვინ იყო? მკითხა მარიამ ყველას მაგივრად. -კლიენტი სიცილიიდან. -უი შენ ვინ შეგხვდა? მე ნამდვილი დეგენერატი მყავს., არაფერი მოსწონს. -კლაუდიო მედიჩი. პრეტენზიული არაა. -რააა? ეგ ცნობილი გვარის ოჯახიდანაა. მამაისი სადაო საქმეებს წყვეტდაოო ასე ამბობენ. ერთადერთი იყო ვისაც არცერთი კაცი არ მოუკლავსო, ისე წყვეტდა და არიგებდა მხარეებსო. ნეტავ ეგეც მამის კვალს მიყვება? მარიას თვალები გაუდიდდა.მე კიდევ მკვდრის ფერი დამედო. -ნუ სულელობ ჩვეულებრივი ბიზნესმენია. შეუტია ვიტორიამ- სულ ასეთ სისულელეებს იგონებ. -ნეტავ შენი სახე გენახა.გადაიხარხარა გოგომ ლამის მოკვდი. -ვერ ხარ ისედაც მეშინოდა იმ კაცის. გავიბუსე მე. -კაი დამშვიდდი მართლა ბიზნესმენია, რესტორნები, სასტუმროები. ქალები გიჟდებიან მაგაზე. -ჩემით კი ვერ მივხდი მაგას. ენა გამოვუყავი მე. -ახლა მარტოა. ახალგაზრდობაში მაგარი აღვირახსნილი იყოო ამბობენ. ღამეში ათ ქალთან ქონდა სექსიო. -ერთ-ერთი შენც ხო არ იყავი. გამოვაჯავრე მე. -ნეტავ. ამ ბოლო დროს კი სულ მარტო დადისო. -ღმერთო რა ჭორიკანა ხარ. რაში მაინტერესებს მე ეს ყველაფერი. იანვარში პროექტს ჩავაბარებ და მერე თვალითაც აღარ ვნახავ.კარგი მე უნდა გავიდე ნინას კაბის ყიდვა უნდა და გავყვები. გოგონებს დავემშვიდობე და გეზი სავაჭრო ცენტრისაკნ ავიღე. ჩემდა გასაკვირად მალე მოვრჩით საყიდლებს. სახლსი დაბრინებულმა კი ბარგი გავამზადე და ხვალინდელი დღისთვის მოვემზადე. მარიას მონაყოლი მიუხედავად იმისა რომ ტყუილი იყო და ზღაპარს გავდა თავიდან არ მშორდებოდა. რამდენიც არ უნდა მეფიქრა ვერაფერს გავაწყობდი. ის კი ვიცოდი, რომ კლაუდიო როგორც თავიდან მომეჩვენა, არც ისე ცუდად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, მხოლოდ ეს მამშვიდებდა... მოკლედ ეს ჩემი ახალი ისტორიაა იმედია მოგეწონებათ აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი გპირდებით აღარ მივაფუჩეჩებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.