ყველაფერი ჩხუბით დაიწყო (დასასრული)
ლოდინი.... ლოდინი და კიდევ ლოდინი..... აი რა მკლავს..... სუნთქვაც კი მიჭირს.. საავადმყოფოს მიმღებში ვზივარ პატარა სკამზე მოკუნტული და თითქოს დაპატარავებული. ასე მგონია სადაცაა გავქრები.ველოდები მაგრამ არ ვიცი რას. ყოველ ჯერზე როდესაც დერეფანში ექიმი ან ექთანი გაივლის გული საგულედან გადმოხტომას ლამობს. ვიცი რომ ოპტიმისტი უნდა ვიყო. ვიცი რომ არც თამრო და არც ბერდია არ დაუშვებენ რომ ამ ქვეყნად სრულიად მარტო დავრჩე. ვიცი რომ ისინი იბრძვიან.. მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ მგონია რომ ყოველ წუთს საზარელ ამბავს შემატყობინებენ და მერე მეც თავისუფლად შემეძლება მდინარის ბინძურ წყალს გავატანო ჩემი ბინძური სული. ამ ბოლო დღეებში სიბინძურის შეგრძნება დამჩემდა. არა ფიზიკურის არამედ სულიერის. ასე მგონია მხრებით მთელი სამყაროს სიბინძურეს ვატარებ.მგონია რომ ჩემს კისერზეა ყველა დანაშაული ყველა ადამიანის სიკვდილი. გაგი მეხვეწება ფსიქოლოგთან წავიდეთო,მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ ფსიქოლოგს ამ ყველაფერს მოვუყვები თავად მასაც დასჭირდება ფსიქოლოგი.. ამაში დარწმუნებული ვარ.და მაინც ეს ლოდინი მკლავს. მასთან ჩხუბი მენატრება.. იცით მის სახელსაც კი ვეღარ წარმოვთქვამ.. ეს ყველაფერი ხომ ჩემ გამო მოხდა... და ამ ყველაფრის შემდეგ რა უფლება მაქვს მისი სახელი წარმოვთქვა.. ეს ესს ხომ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან.მე ხომ მას ლამის სიცოცხლე წავართვი... -ჰეი ნია_თითქოს სადღაც შორიდან მომესმა ხმა_ნია გესმის ჩემი?? ხომ კარგად ხარ?? გვერდით გავიხედე და ანდრეა აღმოვაჩინე.ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა. ფრთხილად მაკვირდებოდა და შესამჩნევად იღიმოდა -რამოხდა?? ყველაფერი კარგადაა?? რამე შეიცვალა?_არვიცი რატომ მაგრამ მისმა ღიმილმა საშკნლად ამაფორიაქა -ჩშშ დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა შენ წარმოიდგინე და ძალიან კარგადაც -ანდრეა რამოხდა?? -იცი? ბერდიამ გაიღვიძა.. გონს მოვიდა გესმის?? ცოცხალია სუნთქავს ისევ ისეთი ხისთავიანია როგორც ადრე იყო ტო -მატყუებ??ანდრეა იცოდე თუ მატყუებ არ ვიც.... -ე რას გატყუებ ტო გეუბნები გონს მოვიდა თქო შენ სიცოცხლეს გეფიცები თუ გატყუებდე -მისი ნახვა მინდა_სასწრაფოდ წამოვფრინდი სკამიდან -ე მოიცა სად გარბიხარ მართალია გონს მოვიდა მაგრამ ჯერ ისევ რეამინაციაშია -მხოლოდ ხუთი წუთით ანდრეა გთხოვ მინდა მინდა გავიგო მისი სუნთქვის სხმა მისი გულის ცემის ხმა მინდა გავიგოო გთხოვ ძალიან გთხოვ ეს ისე მჭირდება როგოც ჰაერი ძალიან გთხოვ_გაუაზრებლად წამსკდა ცრემლები და ანდრეას მაისურზე დავებღაუჭე -ჩუ არ იტირო კარგი? რამეს მოვახერხებ იქნებ ხუთი წუთით შეგიშვან.. მაგრამ მთავარი ისაა რომ ბერდია ცოცხალია გესმის ცოცხალია და მალე მასაც და თამროსაც სახლში წავიყვანთ -ღმეღთოო_ამ ხნის მანძილზე პირველად შევძელი გაღიმება და ეს ცრემლები რომლებიც ღაწვებზე დაცოცავდნენ სიხარულის იყო.. ***** -ბავშვებო შეუძლებელს მთხოვთ..... -ბატონო არჩილ ძალიან გთხოვთ_უკვე მუდარაზე გადავიდა ანდრეა -ანდრეა შვილო_ამოიოხრა არჩილმა_ეცადე გაიგო ბერდიამ ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანა მას ახლა დასვენება და ძალების აღდგენა ჭირდება. -ძალიან გთხოვთ_ახლა მე ჩავერიე საუბარში_მხოლოდ ხუთი წუთით უბრალოდ შევალ დავხედავ და გამოვალ.... -არავითარ შემთხვევაში_გაბრაზდა არჩილი_ნია იცი რამდენი ბაქტერია ან ვირუსი შეიძლება შეიტანო მასთან პალატაში ნია ახლა მას კი არა შენც ძალიან გჭირდება დასვენება ძალა უნდა მოიკრიბო გესმის შენ ახლა მარტო არ ხარ თქვენ უკვე ორნი ხართ.. ნაყოფისთვის მეტად საზიანოა ამდენი სტრესი დაძაბულობა.. ბოლოს ჯანსაღად როდის იკვებე? კარგი შენ თავზე თუ არ ფიქრობ ბავშვზე მაინც იფიქრე მას არაფერი დაუშავებია.. მე და ანდრეამ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.არცერთმა არ ვიცოდით რა ხდებოდა -ექიმო ვერ ვხვდები რას გულისხმობთ?? -როგორ თუ ვერ ხვდები? მოიცა მოიცა შენთვის რა ანალიზების პასუხები არ უცნობებით? -არა_ვუთხარი აცახცახებულმა -ნია შენ ფეხმძიმედ ხარ_ოთახში ექოსავით გაისმა არჩილის ხმა და ყველაფერი დატრიალდა -მოიცა რაა?_ანდრეას ხმამ გამომაფხიზლა_მოიცა ეს რას ნიშნავს ტო?? დიდი ხვიბლიანი ნია ფეხმძიმედ ზნაჩიტ ცხრა თვეში პატარა ხვიბლიანი.. ორი ხვიბლიანი ტოო.. ვახ ჩემი ბიძა ვხდები?? ნია ბიძა ვხდები?? _ჩემთან მოიჭრა და მხრებში ჩამაფრინდა.. გაუაზრებლად შევხტი... ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა -არა ანდრეა აქ რაღაც შეცდომაა შეუძლებელია_მექანიკურად ვამბობდი და სიტოაციაში გარკვევას ვცდილობდი -არანაირი შეცდომა არ არის_მითხრა არჩილმა მომღიმარი სახით_შენი ანალიზების პასუხი დღეს დილით მოვიდა... ნია შენ ფეხმძიმედ ხარ მალე დედა გახდები და ვალდებული ხარ შენ თავსაც და ნაყოფსაც გაუფრთხილდე მერე მახსოვს რომ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა და თვალთ დამიბნელდა. ****(6 თვის შემდეგ)**** -ნია ნერვებს ნუ მიშლი ძალიან გთხოვ_წყობიდან გამოსულმა ხვიბლიანმა თმაზე გადაისვა ხელი -ნერვებს მე კი არა შენ მიშლი გაიგე?? მე შოკოლადი მინდა ორი ცალი თანაც ახლავე -იქნებ სანტა კლაუსს დაუწერო წერილი და მან მოგიტანოს ის შოკოლადი რომელიც უკვე თექვსმეტი წელია აღარ გამოდის_ამოიოხრა ბერდიამ -ხედავ დეეე??_უკვე გაბერილ მუცელზე გადაისვა ნიამ ხელი და ამოისრუტუნა_მამაშენს საერთოდ აღარ ვუყვარვართ.. მაღაზიიდან შოკოლადის ამოტანაც კი ეზარება -ღმერთო გაძლება მომეცი_ამოიბურტყუნა მამაკაცმა და შიშველ ფეხზე ამოიცვა სპორტული ფეხსაცმელი_მორჩით დრამების დედოფალო ქვითინს უკვე მივდივარ არ არსებული შოკოლადის საყიდლად_უთხრა ნიას და შუბლზე მიაწება ბაგეები -რა საჭიროა უცხო სანტასთვის წერილის მიწერა როცა სახლში მყავს საკუთარი სვანტაკლაუსი_გადაიკისკისა ნიამ -მოიცა მოვალ სახში და მოგხედავ მე შენ_მოჩვენებითათ დაემუქრა ხვიბლიანი აწ უკვე ცოლს რომელსაც ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა ხელზე და თითის ქნებით გავიდა კარებში. დეკემბერი იყო ღამის 4 საათი.ძალიანაც არ უნდოდა ნიას ქმარი ამ დროს გარეთ გაეშვა მაგრამ ვერაფრით უმკლავდებოდა შოკოლადის სურვილს. სიმართლე ითქვას შოკოლადზე მეტად ქმრის წვალება უყვარდა. უყვარდა მისი ბუზღუნი. უყვარდა შუაღამეს გაყინული რომ შემოვიდოდა სახლში ხილის ან ტკბილეულის პარკებით ხელში და მანამდე არ მიეკარებოდა ნიას სანამ გაყინულ ხელებს არ გაითბობდა. რაც უფრო მეტ სურვილს უსრულებდა ნისა ხვიბლიანი მით უფრო მეტად მომთხობნი და პრეტენზიული ხდებოდს ქალბატონი.მისი კაპრიზები ზენიტში მაშინ ავიდა როცა ხვიბლიანს თხოვა პანდას ფორმა ჩაეცვა და რაღაც სულელური საბავშვო სიმღერა ემღერა მისთვის. ბევრი იჩხუბეს და იკამათეს.ხვიბლიანმა რა თქმა უნდა არ დათმო პოზიციები და გამარჯვება პანდას ფორმაში გამოწყობილმა აღნიშნა. -მოვიტანე_პარკით ხელდამშვენებული შემოვიდა ხვიბლიანი ოთახში. -იცი რა აღარ მინდა... სხვა რაღაც მინდა მაგრამ ვერ ვხვდები რა. წამსვე დაეტყო ხვიბლიანს გაბრაზება. წარბები შეკრა და ნესტოები დაებერა -მე ვიცი შენ რაც გინდა_აშკარა მუქარა იგრძნობოდა მის ხმაში -მართლა?და რა??_მეამიტურად ააფახულა ნიამ წამწამები -ახლავე გაჩვენებ_უთხრა და ცოლისკენ დაიძრა ნაზად მიიზიდა მისკენ ფრთხილად მოიქცია მისი სახე ხელებში და მის ბაგეებს დაეწაფა.მორიგეობით დაუკოცნა ჯერ ზედა შემდეგ კი ქვედა ტუჩი.ბოლოს როცა ჰაერის ჩასასუნთქად წამით მიწოდა მის ბაგეებს ნი ჩუმად წარმოთქვა -აქამდე თუ იცოდი რა მინდოდა რატომ დარბოდი დეკემბერში შუა ღამეს გარეთ? -მაგ კითხვაზე მერე გიპასუხებ ამომწურავად ახლა კი დავიძინოთ კარგი?? უხმოდ დაუქნია ნიამ თავი და ორივე საბანში შეძვრნენ.ხვიბლიანისკენ მიჩოჩდა თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა -ბერდიააა_ამოიჩურჩულა ხუთი წუთის შემდეგ -ჰოოო_ღიმილ შეპარული ხმით უპასუხა ბერდიამ. -ზღაპარს მომიყვები?? -ნია ძალიან გვიანია უკვე დავიძინოთ... -ძალიან გთხოვ მხოლოდ ერთი რაა -არა არა პატარა ქალბატონო... ყოველთვის ასე ხდება ერთზე შევთანხმდებით და მერე სამს და ოთხს მაყოლებ -გპირდები ერთზე მეტს არ მოვითხოვ თან ეს ერთგვარი ტრენინგია მომავლისთვის -კარგი ჯანდაბას მხოლოდ ერთი იყოს -მიყვარხარ -კარგი პატარა აფერისტო ქალბატონო მაშ ასე... ერთ სახელმწიფოში მეფე და დედოფალი ცხოვრიბდნენ -ბერდიააა_ამოისტუტუნა ნიამ -რამოხდა?? -ასეთი ზღაპარი არ მინდა მე. -აბა როგორი ზღაპარი გინდა -მაინტერესებს მეფემ და დედოფალმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი როგორ შეუყვარდათ.. -კი მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?? -აქვს თანაც ძალიან დიდი.. მაინტერესებს როგორ დაიწყო ყველაფერი? -მოდი ასე ვთქვათ.... ყველაფერი ჩხუბით დაიწყო... დ ა ს ა ს რ უ ლ ი მოკლედ რა უნდა ვთქვა განა რა მაქვს სათქმელი მადლობის გარდა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ვინც ელოდებოდა ამ ისტორიას და ამასთანავე ბოდიში მოვუხადო ყველას ასეთი ბანალური დასასრულისთვის.ვინაიდან საიტის მომხმარებელთა უმეტესობა თავად წერს ცნობილი იქნება მათთვის რა საზარელი შეგრძნებაა როცა მუზები გარბიან შენგან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შორს გაფრენილ მუზებს აღარ დავლოდებოდი და რეზერვში გადადებული რამდენიმე მუზით ეს საბოლოო თავი "შევაკოწიწე" . ჩემი მოკრძალებული აზრით ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ასევე მინდა დავაანონსო ჩემი მომავალი ისტორია რომელიც თითქმის უკვე დასრულებულია და მალე ფართო აუდიტორიას გავუზიარებ. "ჩემი დემონი ბოსი" ასეთი იქნება სათაური და რაც მთავარია თვეიბით ლოდინი არ იქნება საჭირო შემდეგი თავისთვის(რა თქმა უნდა თუ ვინმე ელოდება ჩემ ისტორიებს) თქვენი მონა მორჩილი: ხ.წურწუმია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.